თემურ
ავალიშვილი
მე-6ბ
კლასი 2006წ.
მოვედი, ვიბრძოლე
დავრჩი!
ასეთი სათაურით
დაიბეჭდა ინტერვიუ
ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან
ჟურნალში ჩვენი
ჯანმრთელობა მთავარი
რედაქტორი - მარი
მალაზონია, რომელმაც
ერთობ ლამაზი სიტყვები
წარუმძღვარა ინტერვიუს
წინასიტყვაობის
ნაცვლად: - აი ისიც,
ბატონო
ჭაბუა! არარსებობს
ამქვეყნად გონიერი
ადამიანი, რომელიც
თქვენით და თქვენი
ქმნილებებით აღტაცებაში
არ მოვა. მეც გავკადნიერდები
და მრავალჯერ ნათქვამს
მხოლოდ ორიოდე
სიტყვით დავურთავ
ჩემს პირად ნააზრევს
- ნაგრძობს: ერთ-ერთი
უპირველესი მათ
შორის, ვისი წყალობითაც
მიგრძვნია სიამაყე
ადამიანური წარმოების
და ქართული ჩამომავლობის
გამო, თქვენ ბრძანდებით.
(ამ სიტყვების,
ჩემი აზრით, მრავალი
ქართელი დაეთანხმა).
- რა არის
მთავარი, რისთვისაც
ღირს სიცოცხლის
გაწირვა?
- ბევრი რამ
იმ ადამიანისთვის,
ვისაც სიცოცხლის
გაწირვის უნარი
უბოძა მაღალმა
ღმერთმა: სამშობლო,
შვილის სიცოცხლე
- ჯანმრთელობა,
ერთგულება - ვისიც
უნდა იყოს და სხვაც
ბევრი რამ. ეგ არის
ამ კითხვაზე ალალი
პასუხის გაცემა.
უმრავლესობას,
გაუჭირდება. ანუ
მათ, ვისაც სიკვდილ-სიცოცხლის
ზღვარზე არ მდგარა.
- რა თვისება
უნდა დაამარცხოს
ადამიანმა იმისათვის,
რომ იყოს თავისუფალი?
- ტრაბახში
ნუ ჩამომართმევთ,
თუ ვიტყვი: ჩემმა
უკუღმართმა ცხოვრებამ
შიშის გრძნობა
წამგვაერა. როგორ?
იმდენჯერ შემაშინა
რომ ეს რეფლექსი
- ადამიანური თვისება,
სეიძლება ითქვას
ნულამდე მაქვს
დაყვანილი. მცირე
რამ სიტყვა-პასუხი
უშიშროების სამინისტროს
(ΚΓΑ) ერთ-ერთ
ხელმძღვანელთან,
რომელმაც ჩემზე
დაწერილი დონოსის
გამო დამიბარა
გადასახლებიდან
დაბრუნებიდან
ერთი წლის თუ წლინახევრის
შემდეგ.
- კაცო, რანაირად
მელაპარაკები,
გინდა საკანში
ჩაგაბრძანო?
- ბატონო
უფროსო, რა ხანია
თავისუფალ კაცად
არ მიგრძვნია თავი.
ჩამაბრძანებთ
და დაინახავთ,
რომ აღარაფრის
მეშინია და თავს
თავისუფლად, სწორედ
რომ, საკანსა და
ზონაში ვგრძნობ.
- ეგ როგორ?
- შიშის გრძნობა
მიჩლუნგებული
მაქვს. რისი-ღა
უნდა მეშინოდეს,
როცა უკვე საკანში
ვიქნები? ბატონო
უფროსო, დამიჯერეთ,
მე სრულიად თავისუფალი
კაცი ვარ ყველა
ვითარებაში, ასე
რომ აღარ დამემუქროთ,
თორემ ისეთ რამეს
ვიზამ, რომ იძულებული
იქნები საკანში
ჩამაბრძანოთ.
ქალბატონო მარი,
ისე არ გამიგოთ
რომ თვალისაკენ
წამოსულ ქვაზე
ქუთუთო ა რ შემერხევა
- სეფლექსია და,
მერწმუნეთ, დავხუჭავ.
როცა თავისუფლებაზე
ვლაპარაკობ ვითარებების,
სიტუაციის მუქარა
მაქვს მხედველაობაში.
- რა არის
ყველაზე დიდი საფრთხე?
თქვენ თავად რისი
გეშინოდათ ყველაზე
მეტად?
- იმასვე
მოგახსენებთ, ოცდახუთი,
ოცდაექვსი წლის
ასაკის შემდეგ
შიშის გრძნობა
აღარ მქონია, წარმოიდგინეთ,
მას მერე ტყუილი
აღარ მითქვამს!
არის თუ არა ეს
იმის მაჩვენებელი,
რომ აღარაფრის
მშინებია სიცრუის
წამალი გაჩუმებაა,
- პატივცემულო
გამომძიებელო,
მაგ კითხვაზე პასუხი
არ მაქვს.
ახლა თუ
მაინცდამაინც
რისი მეშინოდა
ყველაზე მეტად?
მოგახსენებთ: კი
არ მეშინოდა, ვერიდებოდი
და ამ მეცხრე ათეულზეც
იმას ვერიდები,
რომ უცაბედად,
დაუმსახურებლად
არავინ დავამცირო
და ჩემთავადაც
იმას ვერიდები
რომ ამის საბაბი
არ მივცე ვინმეს.
- რა არის
ავადმყოფობა -
სულის თუ სხეულის
გამოცდა?
- აი, ეგ სწორედ
საჩემო კითხვაა.
ჩამოგითვლით რა
სნეულებები მაქვს
მოხდილი: ფილტვების
ტუბერკულოზი -
ორხრივი, კავერნოზული;
ყელის ავთვისებიანი
სიმსივნე - ყველაფერი
ამომაჭრეს, რისის
შეიძლებოდა და
ყელში ერთი დირკა
მაქვს. იმით-ღა
ვსუნთქავ; დამავიწყდა
კიდეც როგორი ხმა
და გამოთქმა მქონდა.
აღარაფერს ვამბობ
ორ ინსულტზე, რომლის
წარმოშობა ისეთივე
იყო, როგორიც ყელის
ავთვისებიანი
სიმსივნისა - სამოცდაექვსი
წელიწადი ვეწეოდი
ჩიბუხსა და ნაირნაირ
სიგარეტს.
რომ გითხრათ
სულის გამოცდა
ავადმყოფობა -
მეთქი, ტრაბახი
გამომივა. ალბათ,
უფრო სხეულის გამოცდა.
ერთობ ჯანმრთელი
და სპორტულად ნაწრთობი
შევხვდი ყველაფერს,
რისიც ჩემი მოკვდინება
შეეძლო.
- როგორ ფიქრობთ,
თქვენ გაიმარჯვეთ?
- გამარჯვება
თუ ის არის, რომ
ცოცხალი ვარ, ქვედა
კიდურების ატროფირების
გამო ძლივს დავდივარ
და, მასთან ერთადთავბრუ
ძილშიც კი მესხმის
(არ ვიცი რა ჰქვია)
ყელის ძარღვების
შევიწროვების
გამო; ორმოცდაათ
წელს მივაღწიე
და ვცდილობ, ერთი
წიგნი კიდევ დავტყუო
სიბერეს, თუ ამას
გამარჯვება ჰქვია,
კი ბატონო გამარჯვებული
გახლავართ.
მგონია
გავიმარჯვე, როგორც
მწერალმა და საზოგადო
მოღვაწემ. ეპიტაფია
მზად მაქვს: მოვედი,
ვიბრძოლე, დავრჩი!
ქალბატონო
მარი! გმადლობთ
ყურადღებისა და
დაუმსახურებელი
ქათინაურებისათვის.
ასე მთავრდება
ინტერვიუ ბატონ
ჭაბუასთან. მაგრამ
მე კი მრჩება სურვილი
მცირე ამბავი დავამატო
მას, რაკიღა ინტერვიუ
ბატონი ჭაბუას
ჯანმრთელობას
ეხება. მინდა აღვნიშნო,
რომ ჩემი დედიკოც
იბრძოდა სხვა მედიკოსებთან
ერთად ბატონი ჭაბუას
სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის
გადასარჩენად.
დედა სწორედ იმ
კლინიკაში მუშაობს,
სადაც ბატონ ჭაბუას
ყელის სიმსივნის
გამო გაუკეთდა
ოპერაცია. ოპერაცია
მას პროფესორმა
- კოტე მარდალეიშვილმა
გაუკეთა, მასთან
ერთად მთელი კლინიკა
მობილიზებული
იყო - ყოველგვარი
გართულებისათვის.
ღვთის მადლით ყველაფერმა
მშვიდობით ჩაიარა,
მართალია ამას
დიდი დრო და მედიკოსების
დიდი ბრძოლა დასჭირდა.
დედიკოსაგან
გადმოცემით ვიცი,
რომ ბატონმა ჭაბუამ
ყველა ტკივილს
მისთვის დამახასიათებელი
გამძლეობით გაუძლო,
უაღრესად გაწონასწორებული
და დარბაისელი
ქართველი მამაკაცის
მისაბაძ მაგალითად
ამიწერა. უაღრესად
მოწესრიგებული
პიროვნება თავის
სათნო მეუღლესთან
- ქალბატონ თამარ
ჯავახიშვილთან
ერთად, მედგრად
ებრძოდა ოპერაციის
შემდგომ პერიოდს.
ოპერაციის
შემდეგ ბატონჭაბუას
ხმა დაეკარგა,
ამიტომ მედპერსონალთან
და ოჯახის წევრებთან
სასაუბროდ თაბახის
ფურცელზე, ასე
ვთქვათ, პატარ-პატარა
წერილებს წერდა.
დედა ამბობს, რომ
თითოეული იმ თაბახის
ფურცელიდან დიდი
საგანძურია. როგორც
ინტერვიუშია ნათქვამი
მოვედი,
ვიბრძოლე, დავრჩი!
- ეს მართლაც ასეა.
ბატონმა ჭაბუამ
სიცოცხლისათვის
მართლაც ბევრი
იბრძოლა და გაიმარჯვა
კიდეც!
ბატონმა
ჭაბუამ დედას და
სხვა მედპერსონალს
თავისი შვიდტომეული
უსახსოვრა ავტოგრაფით.
ჩვენ ოჯახში ძვირფასი
განძი გვაქვს ამ
წიგნების სახით.
თემურ
ავალიშვილი
მე-6ბ
კლასი 2006წ.