რამდენიმეаа ორიენტირი

 

რევაზ თვარაძე

 

аааааа წაკითხვით არსად წამიკითხავს, მაგრამ ვინმეს ჩემამდეც ნათქვამი ექნება უეჭველად, ამა თუ იმ ავტორთან მკითხველთა ურთიერთობის უმჯობესი ფორმა საკუთრვ მისი ქმნილებების გაცნობაა და არა ამ ქმნილებათა შესახებ არსებული ლიტერატურისა. ავტორს და მის მკითხველებს შუამავალი არ ესაჭიროებათ. ასეა მრავალთაგან უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ ასეც არ ხდება, ზოგიერთ მკითხველს, თუკი ორიენტირები არ აქვს მინიშნებული შემწედ, უჭირს ხოლმე მხატვრული ნაწარმოების უიერ ტევრში გზის გაგნება, მით უფრო , როდესაც ისეთ რთულ ნაწარმოებთან გვაქვს საქმე, როგორიც არის Уგორა მბორგალიУ. ალბათ, ამისа გულისხმობდა ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი , როდესაცа შემომთავაზა, მცირე წინათქმა წამემძღვარებინა მისი ქმნილებისთვის. ეს ამბავი ჩემთვის დიდ პატივადа მივიჩნიე და სიამოვნებითაც დავეთანხმე. ეგ არის, გულდაჯერებული ვარ, რამდენად შეუმცდარად მოვნიშნავ სათანადო ორიენტირებს.

ასეა თუ ისე, ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ საქმეს.

რით დავიწყოთ?

ჩემი აზრით, იმის დაწერა აჯობებს, რომ უწინარეს ყოვლისა, ქრონოლოგიური ორიენტირები მოვნიშნოთ. ეს არცთუ იოლი საქმეა. ძალიან გულდასმით უნდა წავიკითხოთ Уგორა მბორგალიУ.მრავალი რეალია შევუჯეროთ ერთმანეთს, რათა დავასკვნათ: დრო, რომელშიც მოქმედება ვითარდება, რომელსაც ნაწარმოების ძირითადი სიუჯეტური ხაზი გასდევს, არის კომუნისტური რეჯიმის დასასრულის ხანა, მიახოლოებით - ოთხმოციანი წლები. იქვე ისიც ვთქვათ, რომ თავად ავტორს ნაკლებად აინტერესებს ქრონოლოგიური ჩარჩოების დაზუსტება. ის წარმოაჩენს საბჭოური ცხოვრების ჯოჯოხეთს მის მთლიანობაში. რომლის შიგნითაც პრინციპული განსხვავება არც არის, ვთქვათ, ოციან - ოცდაათიანа წლებსა და ორმოცდაათიან წლებს შორის, ყველა შემთხვევაში ძალადობაზე დამყარებულ წყობილებასთან გვაქვს საქმე.

როგორ ყალიბდებიან და საბოლოოდ რად გადაიქცევიან ამგვარი რეჯიმის პირობებში ადამიანები ან თვითონ როგორа ჩამოყალიბდა. სახელდობრ, ამნაირ პიროვნებად უმთავრეს ამბავთა მთხრობელი, ანუ გორა მბორგალი, ანუ ბარემ აქვე გავამხილოთ, ჭაბუა ამირეჯიბი, - აი, ამ კითხვას დასტრიალებს თავს რომანის ავტორი.

აქ მესამე ორიენტირის მონიშვნაც შეგვიძლია უკვე. ხსენებული კითხვის, აგრეთვე, მრავლის უმრავლესი სხვა წაკითხისა და პრობლემის პასუხს რომ მოვაკლოთ, ჩვენც გვმართებს, ფეხდაფეხ გამოვყვეთ იმიერპოლარეთიდან გამოქცეულ პატიმარს, რომელმაც ქვეითად უნდა განვლოს ორი ათასამდე კილომეტრი, და მასთან ერთად ჩავუღმავდეთ მის საფიქრალს, მის მოგონებებს, რემინისცენციებს, განცდებსა და ზრახვებს. გამოქცეული პატიმრის თავისთავად უაღრესად საინტერესო თავგადასავალო, თავს დატეხილი პერიმეტრები, მისი დევნა, მის მიერ თავის დაღწევა დაგებული ხაფანგებისგან და სხვა ამგვარები არის სიუჯეტური ღერძი, რომელზედაც ასხმულია მისივე აურაცხელი მოგონება, განსჯა, ფიქრი, ძიება. და სქორედ ეს უკანასკნელი არის უმთავრესი რომანში - მოცულობითაც ძირითადი სივრცეа მას უჭირავს და არა ავტორის სათქმელიც მასშია გაცხადებული. სიუჟეტური ღერძი მხოლოდ ფონია, ასპარეზია, რომელზეც გადაგვეშლება მოგონებები და ფიქრები. დააკვირდით,а მკითხველი იოლადа შენიშნავს, რომ ცალკე უგრძეს გზაზე მავალი პატიმრის ამბავი და ცალკე მისი შინაგანი, სულიერი ცხოვრების მომთხრობელი ვრცელი მონაკვეთები წიგნში ერთიმეორისგანа გამოყოფილია და განსხვავებული შრიფტით არის აწყობილი.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გორა მბორგალს პატიმრობის სამოცდათხუთმეტი (საბოლოოდ Ц ოთხმოსდასამი)а წელი ჰქონდა მისჯილი, პირველი ოცდახუთი წელი, რომლითაც დახვრეტის მუხლი შეუცვალეს, - პოლიტიკური მოტივით, დანარჩენი Ц პატიმრობის ადგილებიდან მრავალგზის გამოქცევისთვის (თუ არ ვცდები, სულ ექვსი გამოდის გამოქცევა). ეს, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობაა. მართალია, გადასახლებიდან თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი წლის შემდეგ ამნისტიამ მოუსწრო და განთავისუფლდა, მაგრამ ის დრო, რაც ციხეებასა და ბანაკებში დაჰყო, საკმაოზე მეტიც იყო უზარმაზარი გამოცდილების დასაგროვებლად. ოღონდ ბანაკებისა და ციხეების თავისთავადაც უაღრესად საინტერესო ამბების მოყოლა ავტორს (შეგახსენებთ-ჩინებულ მთხრობელს).

аარაერთი ნაციმბირალი მწერლისგან განსხვავებით, თვითმიზნად არასოდეს უქცევია. ასე იყო Уდათა თუთაშხიაცУ, ასევეა ამ ახალ რომანშიც, Уგორა მბორგალშიცУ. ის მოგონებები, ის საფიქრალი, რითაც იმიერპოლარეთიდან გამოქცეულმა პატიმარმა ხუთი თვის განმავლობაში უნდა შეავსოს ჯერ ტუნდრასა და შემდეგ ტაიგაზე გამავალი ორი ათას - ხუთასკილომეტრიანი გზა, მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება ციხეებს და ბანაკებს. მოგონებების, განსჯის, ფიქრის დიდი ნაწილი ეთმობა ავტორის ბავშვობასა და სიჭაბუკეს დაპატიმრებამდე.а იმდროინდელი თბილისის ყოფას, მისი ოჯახის, ნათესავების, ახლობლების, მეგობრების, ზოგჯერ Ц სულაც უბრალო ნაცნობების ან თვით უცნობი პირების თავგადასავალს, მოზრდილი ადგილი აქვს განკუთვნილი უახლესი წინაპრების (მამა, პაპა, მათი წინა თაობები) მონათხრობებს, რასაც მეცხრამეტე საუკუნისа პირველ ნახევრამდეც მივყავართ. ასე იქნება ნოველების, მცირე ეპიზოდების, ეტიუდების, ჩამახატების გალა, რომელიც საქართველოს ცხოვრების ლამის ორსაუკუნოვანа სურათს წარმოსახავს და რომელიც, ითქვა უკვე, ასახულია ძირითად სიუჟეტურа ღერძზე Ц გორას მსვლელობაზე იმიერპოლარეთიდან რკონიგზამდე.

аааааааа კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ? კიდევ ის, რომ გორა მბორგალისа (ანუ, კვლავაც ვიტყვი, ჭაბუა ამირეჯიბის) წინაპრები, მამის და დედის მხრივაც, ძველისძველ არისტოკრატიულ საგვარეულოებს ეკუთვნოდნენ. ამ საგვარეულოთა ცხოვრებისа წარმოსახვა, მოგონებებით იქნება თუ ავტორისეული მონათხრობებით, განუმეორებელ კოლორიტს სძენს ნაწარმოებს. გარდა ამისა, თუკი სწორად ჩავხვდი , რომანი იმგვარად არის ჩაფიქრებული, მისი მთავარი პერსონაჟის ცხოვრება სიმბოლურად გაიაზრება მთელი ერის ცხოვრებად, მისი ხვედრი და ბედი-ერის სხვა ხვედრად და ბედად. და, ეს თუ ასეა, მაშინ ავტორის წარმომავლობასაც სხვა მნიშვნელობა მიეწყვის. საზოგადოების ამ ფენას სხვებზე მეტად ჰქონდა შემონახული ის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ის ღირებულებები, ის მსოფლშეგრძნება, ცხოვრების ის წესი, რომლებითაც სულდგმულობდა ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვამდე. ასე სწამს ავტორს და ესа რწმენა არ გულისხმობს გვარიშვილობით, ჩამომავლობით ბრიყვულ თავმოწონებას თუ ამპარტავნებას. მას აზრადაც არ მოსდის, მიჩქმალოს ხსენებელი ფენის ერთი ნაწილის ფუქსავატობა, ფუჭი ყიფი, თვით თავქარიანობა, გადაგვარებაც კი. მაგრამ იმასაც ნათლად წარმოაჩენს, რა ფასდაუდებელი საგანძური დაკარგა ქართველმა ერმა საზოგადოების იმ უკეთესი ნაწილის ყოვლად უგუნური და გულმხეცი განადგურებით. Уიმ თექვსმეტ დედაბერში ხუთს სორბონა ქონდა დამთავრებული ექვსსა თუ შვიდს ევროპის დედაქალაქებში დიდხნობით ცხოვრება მოუხდაУ. ეს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცის პირველი მესამედის თაობაა, სულიერი ცხოვრების ტონის მიმცემი და უცდომელი ეტალონი, რომლის ხელერთპირად მოსპობის ლოზუნგი თავდაპირველად შედარებით ფრთხილად შემოაპარეს Уიდეოლოგიებს გადაყოლილმა დილეტანტებმაУ, რომელთას У ას ოცი წლის მონობის შემდეგ ქართველი ერისთვის ღმრთივ ნაბოძები დამოუკიდებლობა სოცმთავრობა სოცმთავრობანას თამაშში წააგესУ, ხოლოа 1921 წლის მომდევნო ხანაში ცინიკური გულახდილობით გადმოისროლეს იმ დილეტანტთა იდეურად მოძმე ვამპირებმა.аааа

аааааааа ოჯახური და ნათესაური გარემო, ცხადია, თავის დაღს ასვამს გორას პიროვნებას. ეს მისი მოგონებების თემაა უგრძესი გზის პირველ ასეულ კილომეტრზე. ყრმობის ასაკიდანვე იცის მან, რომ მისმა წინაპრებმა სიცოცხლე სამშობლოს შეალიეს, რომ ამ ელიტარულ გარემოში ღირებულებათა სკალაზე უპირველესი მნიშვნელობა მიეწყვოდა ადამიანის ღირსებას, გონიერებას, თავდაოკებას, პატიოსნებას, ვაჟკაცობას, სამართლიანობას, ის სათნოებით, როპმელთა გარეშეც კაცობრიული არსებობა, საერთოდ, აზრს დაკარგავდა. იაგორ კარგარეთელმა, პაპამ, Уქაღალდზე დამიწერა, თავთით კედელზე გამიკრაД Уღმერთო, არ მომაკლო გასაჭირი, რომ სული ვწვაროთ, მაგრამ ისეთი გასაჭირი, რომ მიჭირდეს მხოლოდ მე.У ნიადაგ მსგავსი შეგონებებით მოძღვრავდა გორას ბაბუამისი. აი, ეს არტის ორიენტირი ჭაბუა ამირეჯიბის ვრცელ რომანში გზის გასაგნებად. ამ პრინციპებით ზრდიდნენ მის წინაპრებს, ამავე პრინციპებს გულისხმობდა მემკვიდრეობით მიღებულისისტემა, რომელსაც გორას აღზრდისას ემყარებოდნენ პაპა, მამა, დედა თუ სხვა წევრები დიდგვაროვანი ოჯახისა. მუდმივი კვეთება საკთარ თავთან (ვისაც Уდათა თუთაშხიაУ კარგად ახსოვს, პარარელის გავლება არ გაუძნელდება). სულის მუდმივი წვართვა, Уყოფნისთვის წვართვაУ ანუ წვრთნა, ნიადაგ შემართული ყოფნა და ლავგადაკრული ბრძოლის, ხვედრთან ჭიდილის, მიზნის მიხწევის, საქმეთა აღსრულების დაუოკებელი ჟინი Ц აი, ეს თვისებები, ბალღობოდანვე რომ გამოუმუშავებდაа გორა მბორგალს.

аааааааа და განგებამ თითქოს ისე ინება, რომ ხსენებულ თვისებებთა სარეალიზაციოდ უმჯობეს პირობებში ეცხოვრა ამ კაცს. სიტყვა УუმჯობესიУ, რაღა თქმა უნდა, პირობიოთად ვიხმარე. რადგან გორა, ისევე, როგორც თავად ავტორი რომანისა, 1921 წელს დაბადებული ჩანს, იმ ავბედითსა და საბედისცერო წელს , რომლის რაობა ყველას კარგად მოგვეხსენება- უსამართლობასა და ძალადობაზე დამყარებული რეჟიმი. გორას ცხოვრება ძალადობბის აქტით დაიწყოო, - გვაცნობს ავტორი. იმიტომ რომო, -განმარტავს თვითონვე, -ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი-უბრალოდ, არსებობააო. ხოლო პირველი, რაც გორას თავისი ბავშობიდან ახსენდება, სწორედ ძალადობის აქტია,-მათი ოჯახის ჩხრეკვა და აწიოკებაა, ოცდაოთხი წლის აჯანყებასთან დაკავშირებული. ამ ძალადობისა და უსამართლობის ვითარებაში მიედინებამთელი მისი ცხოვრება-იმიერპოლარეთიდან გამოქცევისას გორა უკვე სამოც წელს მიტანებულია.

аааааааа аაქ კიდევერთი ორიენტირიგამოიკვეთა ჩვენ წინაშე. ამ სამოცი წლიდან ამბავთა მთხრობელს მესამედი თუ აქვს გატარებულლი ციხეებსა და ციმბირულ ბანაკებში. მაგრამ საქმეც ის არის, რომ თავად დიდ სხვაობას ვერ პოულობს პატიმრის ყოფასა და გარეთ ცხოვრებას შორის, მისთვის თითქმის ერთია ორივე. თავისუფალი ცხოვრებაც საპყრობილის ნაირსახეობაა- იქაც და იქაც იგივეа ძალადობა და უსამართლობა მეუფებს. მწარე ირონიით არის მოთხრობილი, რომ ბანაკებში ყველაფერი იყო ნებადართული, გარდა ადამიანის მიერ ადამიანის ექპლუატაციისა, ამის უფლება მარტო ჩეკისტებსა და კანონიერ ქურდებს ჰქონდათ, ხოლო ბელადის აღსრულების შემდეგ, როდესაც პატიმრის უფლებები მიეცა, უპირველსი იყო დასმენის უფლების მოპოვება.

аааааааа ამ ასპექტით სულ სხვაგვარად მოიაზრება გორას მბორგავის ცხოვრება Ц გამუდმებული გაქცევები, დაუსრულებელი ხეტიალი. რატომ გავრბივარ ხოლმე? - ამგვარია ერთ-ერთი იმ მრავალ კითხვათაგან, საკუთარ თავს რომ უსვამს. და ამ კითხვის პასუხიც ნიშანდობრივიათ: გავრბივარ სიცოცხლისთვის, საყოველთაო ტერორის პირობებში თავისუფლდება რომ დავიმკვიდროო. ვფიქრობ, აქ შინაგანი, სულიერი თავისუფლება იგულისხმება, რადგან ზემოთაც ითქბა, ამ მხრივ დიდი სხვაობა არც იყო პატიმრის ყოფასა და გარეთ ყოფას შორის. ამ მოსაზრებას ისიც უნდა ადასტურებდეს, რომ უკანასკნელად გორა სწორედ თავისუფალ ცხოვრებას გაექცა. საქართველოდან კვლავ ციმბირში გადაიხვეწა საკუთარი ნებით. ესეც თავისუფლების საძიებლად გაქცევა იყო. ამ კაცს უსამართლობისა დაа ძალადობის წინააღმდეგ ამბოხების გრძნობა არანაირ ვითარებაში არ უცხრებოდა. ამით იყო გამოწვეული მისი მუდმივი წყვეტება.

аааааааа სიცოცხლისკენ, თავისუფლებისკენ თავგადაკარგული სწრაფვა ამბავთა მთხრობელის განუშორებელი იდეალია, რომელსაც არსებული რეჟიმის პირობებში აღსრულება არ უწერია Ц ყოველი გაქცევა, ყოველი ძალისხმევა, ფაქტიურად, მარცხით მთავრდება. აქ უკვე შეუფარავად არის ნათქვამი ის, რაც Уდათა თუთაშხიაშიУ მინიშნებით იყო გამხელილი, იმიტომ, რომ მაშინ, კაცმა რომ თქვას, თითქმის ყოველი დონის მკითხველი კი ხვდებოდა, რომელ დროსა და რომელ რეჟიმსაცа გულისხმობდა ვითომც მეცხრამეტე საუკუნისდროინდელ ამბავთა მომთხრობელი ავტორი, მაგრამ Уდათა თუთაშხიაУ იმ ეპოქაში დაიწერაа და გამოქვეყნდა, როდესაც მსგავს საკითხებზე ღიად საუბარი, საერთოდ, შეუდზლებელი იყო. და ისევე, როგორც დათა თუთაშხიას ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი, სულიერი გამარჯვებით დასრულდა და არა რაიმე სახის ყოფითი, რეალური წარმატებით, მბორგალის ხვედრიც ის იყო, საკუთარი სულის სიღრმეში დაემკვიდრებინა ნანატრი თავისუფლება.

аааааааа სათქმელი უკეთ რომ გამოიკვეთოს, ჩემს თავს უფლებას მივცემ, ერთი ლიტერატურული პარალელი მოვიშველიო. რა არის ვაჟა-ფშაველას საუკეთესო პოემების Ц Уალუდა ქეთელაურისაУа და Уსტუმარ Ц მასპინძლისУ- არსებითი მხარე? - ცხოვრებისეული დამარცხება და სულიერი გამარჯვება და აღზევება, იდეალის გამარჯვება. სულიერი ზეობის დასტურია ორივე პოემის ფინალი Ц ორივეგან მთაზე სრულდება სურათები, ხოლო მთა, მოგეხსენებათ. ზეცის სიმბოლური ხასიათია, ზეცაში იმკვიდრებენ სამყოფელს გმირები. არა მგონია, ყურით მოთრეული იყოს ეს პარალელი.

аааааааа მაგრამ კაცობაც ის არის, ცხოვრებისეულმა წარუმატებლობამ ხელი არ აგაღებინოს ხვედრთან ჭიდილის, მიზნის მიხწევის, საქმეთა აღსრულების დაუოკებელ სწრაფვაზე, მუდმივ კვეთებასა და ბრძოლაზე. სწორედ ეს ასულდგმულებს გორას. ეს არის მისი ცხოვრების აზრი. ამიტომ, მართალია, გრძნობს, რომ Уჟამი მოქცევისაУ დაუდგა თუ უახლოვდება, მაინც გულდაჯერებული უმეორებს თავის თავს: ჯერ არ მოვკვდები, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს დასამთავრებელი. ეს მნიშვნელოვანი საქმე არის მანამდე გაუგონარი რამის აღსრულება Ц იმიერპოლარეთიდან ციმბირის რკინიგზამდე ორი ათასი კილომეტრის დაძლევა საზარელ პირობებში, როდესაც სამოც წელს მიტანებული ბერიკაცი ცალკე გაუსაძლის ყინვას, პურგას, შიმშილს, მკვლელებს, უგზოო გზას უნდა გადაურჩესდა ცალკერძ იმაზე იზრუნოს, როგორ აურიოს გზაკვალი მის დამსმენლებს, მძებნელებს . ამიტომაც ეტყვის თავის თავს ამ უგზოო გზის დასრულების შემდეგ ერთგვარი სიამაყითაც: რაც შესძელი, არ დაიკარგება, ადამიანებისთვის დარჩება, რასაც მიაღწიე, ვერავინ მოგპარავს, ეს აღსრულებაა.

аааааааа аუკანასკნელი ფრაზები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორიენტირი უნდა იყოს რომანის მართებულად გაგებისათვის: მთელი სოცოცხლის მანძილზე გაძარცული და დევნილი, მოძალათეგან შეჭირვებული კაცი ამბობს ამას და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმ მარადიულ ჭეშმარიტებას. რომ ამ ქვეყნად ღირებულია არა დალხენილი ცხოვრება, არამედ-სულიერი სიმაღლე (შევადაროთ მათე, 6, 19-20). რადგან ამგვარი საქმ, რომელიც არ დაიკარგება, ადამიანებისთვის დარჩება, მხოლოდ და მხოლოდ სულიერი სიმაღლის მქონე პიროვნებამ შეიძლება აღასრულოს (კვლავ ლიტერატურული პარალელი: Уდა ჩემს შემდგომ მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდესУ).

аааааааа аოღომდ ჩვენ, მკითხველებს, გვმართებს, ნიადაგ გვახსოვდეს ერთი რამ: ხსენებული სულიერი სიმაღლის საფეხურებამდე აღსვლა წიგნებში წასაკითხი რომანტიკული ამბავი არ არის არამც და არამც. ეს არის, ზემოთქმული რომ გავიმეოროთ, ნიადაგ შემართული ყოფნა, თავგადაკლული ბრძოლა, საკუთარ თავთანაც და საკუთარ ხვედრთანაც მუდმივი ჭიდილი და მიზნის მიღწევის, საქმეთა აღსრულების დაუოკებელი ჟინი. ამის დამმახსოვრებელნი იმასაც შევძლებთ, რომ ჩავწვდეთ იმიერპოლარეთიდან გამოქცეული პატიმრის მიერ განვლილი გზის არა მხოლოდ რეალურ, არამედ სიმბოლურ მნიშვნელობასაც: ეს არის მარტოკაცისааа მიერа განვლილი გზა ცხოვრებისა. ამ ასპექტით ერთობ საგულისხმოა, რომ ამ გზის დაძლევის Уთეთრ წყვდიადშიУ სვლას უწოდებს ავტორი (რეალური პლანი: იმ განედ ებზე, რომლებსაც გორა მოუყვება, პორალური ღამე დგას, მუდმივი წყვდიადი, და თან მიდამო თოვლით გადაფარულია ირგვლივ). აქაც სიმბოლოსთან უნდა გვქონდეს საქმე Ц წუთისოფლის სახეობაა უკუნ ღამეში სვლა, თეთრი წყვდიადი.ааа

аааааааа მარტოკაცობის გამოც ვთქვათ ცოტა რამ, ესეცа Дწყევლაკრულვიანი საკითხავიაУ და, ამასთან დაკავშირებით, იქნებ გაგვეხსენებინა ერთი იგავი, ბუდას ცხოვრების ლეგენდადქცეული ამბის მომთხრობელ თხზულებაში რომ არის შესული (ეს თხზულება ქართულადაც არის თარგმნილ-გადმოკეთებული, Дსიბრძნე ბალაჰვარისიУ ეწოდება): კაცსა ვისმე სამი მეგობარი ჰყავდა. ამათგან ერთი უსაყვარლესი იყო მისთვის, მეორეც უყვარდა, მესამე ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. საზარელი დღე რომ დაუდგა, შეძრწუნებულმა ჯერ უსაყვარლეს მეგობარს მიაკითხა Ц მიშველეო, მაგრამ იმან Ц აღარ ვარ შენი მეგობარი, აწ სხვანი მყვანან მეგობრებად, ერთადერთი ის შემიძლია, შესამოსელს გაგატანო. მეორე მეგობარმა Ц ჩემი საზრუნავის მეყოფა, შენთვისааааа სად მცალია, ცოტას გამოგყვები და მერე შენი თავისა იციო. ხოლო მესამემ, მოძულებულმა Ц კვლავ შენი განუმეორებელი მეგობარი ვარ, თუ რამ კეთილი გიქნია ჩემთვის, სარგებელით მოგიწყავ, შენი ჭირის მოზიარე ვიქნები, არ მიგატოვებო. პირველი მეგობარი ნიშნავს ნივთიერ გონებას, მის მიერ ბოძებული შესამოსელი-სუდარას. მეორე მეგობარი ნიშნავს მახლობელ ადამიანებს, რომელნიც სამარემდე მიაცილებელ და შემდეგ თავის გზას ეწევიან. მესამე მეგობარი ნიშნავს კაცის სულს.

аааааааа аვშიშობ, სიტყვა არ გამიგრძელდეს, მაგრამ მაინც უნდა დავსძინო:ამ თვალსაზრისის შორეულ გამოძახილად მეჩვენება რუსთაველის Д თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბადа არ იხსენებიУ (გავითვალისწინოთ, რომ აქ ДღარიბიУ გაჭირვებულ, უქონელ კაცს კი არ ნიშნავს, მარტოდ მყოფს ნიშნავს).а

аааааааа სად იყვნენ ეგზისტეენციალისტები, როცა ეს ყველაფერი იქმნებოდა!

аааааааа მაგრამ გორას დავუბრუნდეთ. Дმთელი სიცოცხლის მანძილზე მარტო ხარУ, - аესიტყვება საკუთარ თავს და იქვე აზუსტებსД Уჩვენ მარტო არა ვართ, მე და შენ ერთად მივდივართ, ორნი - გორა და გორაУ.

аааааааа დანარჩენი გულისხმიერმა მკითხველმა თავად გაიაზროს.

аааааааа გულისხმიერ მკითხველს ისიც მართებს, საგანგებო ყურედღება მიაპყროს რომანის ფინალს, უკეთ - ДბოლოთქმასУ. აქ გადმოცემულია ავტორის ერთობ თავისებური თვალსაზრისი, რომელიც კორიდას შეეხება. სად ესპანური კორიდა და სად გორას თავგადასავალი? მათ შორის კავშირის დასამყარებლად, პარალელის გასავლებლად აზრის გვარიანი ძალისხმევაა საჭირო. ჯერ თვალსაზრისს გავეცნოთ.

аааааааа ვიდრე ხარი გამოიჭრებოდეს, ასპარეზზე მხოლოდ კაპეადორები (ხარის გამღიზიანებელნი) და ბანდერილერები (ხარისთვის ქედში მანჭვალთა ჩამცემნი) დასეირნობენ და საუბრობენ. ამ დროს ასპარესი წარმოსახავს ადამიანთა, ერთა, სახელმწიფოთა მშვიდობიანი ურთიერთობის სამყოფელს Ц ჩვენს დედამიწას ზედ მცხოვრები ხალხებით. გაჭედილი ამფითეატრები წარმოსახავს კაცობრიობის ერთ რომელიმე მონაკვეთში. ხვალ ამ ადგილსа სხვა კაცობრიობა დაიკავებს, ზეგ Ц სხვა და ასე, მაგრამ მარადის იქნება ის. ყველაფერი ცვალებადია, გარდა იმ ქვეცნობიერი მოლოდინისა, რომ ასპარეზზე ბნელეთიდან ვიღაც მოძალადე უნდა შემოიჭრეს და არსებული ჰარმონია ქაოსად აქციოს. ხარის შემოჭრის შემდეგ სიმბოლიკა ამგვარ სახეს იღებს: შემოჭრა, მოგერიება, გაქცევა, გამოდევნება, და,არცხება, გამარჯვება. ეს ბრძოლაა Ц რაღაცის დასასრული და ახლის დასაწყისი, უხეში ძალის ზეიმი და მისივე სიკვდილის სათავე Ц მოკვდინების მსვლელობა. და ასე გრძელდება უსასრულოდ. მაშასადამე, რა არის კორიდის დედააზრი? - ამაოება ამაოებათა.

аааааааа ამაოება ამაოებათაო, - ოცდაათი საუკუნის ლაღადყო ბრძენმა ხელმწიფემ.

аааааааа ნუთუ მხოლოდ ეს?аа

аааааааа ამ ზარდამცემი კითხვის პასუხს ყოველმა კაცმა საკუთრივ უნდა მიაკვლიოს.

Hosted by uCoz