კარი მეოთხე
მაშინ აღავლინა ღაღადისი თუთაშხამ მიმართ ცათა
– ჰე, უზენაესო! არა სართეველად თავისა ვეზიარე ფიქრთა; არა კვართისა ჩემისათვის ვბეჭვე ქსელნი, არა ძიებად შურისა ვეც მახვილნი და არა ათინათისგან მოჯადოებით გარდვიქმენ ძედ ხორციელად. არამედ სნებათაგან განკურნებისთვის მოდგმისა კაცთა. გარნა უქმ მექმნენ ხმევანი გონთა და ძალთა, ვერა მოიღო ნაყოფი კეთილი თესლმან, რომელი ვბნიე მე, რამეთუ არა მომეც ნიჭი გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა. აწ მოველ და მომაგე ხვედრი ჩემი და მივაგო ნაგრამსა შენსა.
და
განისმა ხმა:
– არა იყავ ძე
ხორციელი და
მით ვერა
ეზიარე სიღრმეთ
კაცთა
გუნებისა.
ნარვედ და
ჰპოვებ მეინახეთა,
რომელნი:
იზრახვიდნენ
ძღვნისა მირთმევას
მავანისათვის,
გარნა
მიჰქონდეთ
უბითა
მახვილი და
ფლასთაგან
ძრცვიდნენ
მას; ეკრძალვოდნენ
აუგის თქმასა
მიმართ
მოყვასისა, გარნა
ამოხორვილ
ჰქონდეთ
პაღვი
ხორცითა მისითა
და ეწადოთ
მეტ,
ჰღაღადებდნენ
თაყვანს ღმრთისასა,
გარნა
სასოებდნენ
სატანასა და
მძლავრებას
მისას
ღმერთსა ზედა.
ხოლო შენ სდექ
მკვიდრად და
ურყევლად
რწმენასა,
ვითარმედ სრულქმნისათვის
ღვაწლი არს
ჭეშმარიტი
დანიშნულება
კაცისა და
დაგესხმის
ნიჭი
გარდაქცევისათვის
სიკეთედ
ბოროტებისა!
მიეცა
თუთაშხა
ნებითა
თვისითა
წამებასა უმძიმესსა,
სწორად
მათისა,
რომელნი
იყვნენ ერისკაცნი
უწამებულესნი.
შემდგომ
მარტვილობისა
განმოეფინა
შუბლისა
იგურდივ
ნათელი სხივთა,
უკუმოიქცა
სოფელსა და
ჰრქვა:
– ესერა, კაცნო!
მოველ
ხსნისათვის
თქვენდა მძლავრებისაგან
ურჩხულისა.
ჰა, მაგალითი,
ვით არს ჯერ
მისვლა
მსხვერპლად
მოყვასისა
თვისისათვის,
ერისა
მარადობისათვის,
სრულქმნისათვის
სულისა
კაცობრიულისა!
მოიკვეთა
თუთაშხამ
თავისითავე
დაშნითა
მკლავი
მარცხენა,
მიუგდო
ურჩხულსა და
დანთქა მან;
მოიკვეთეს და
მიუგდეს მათ
ცოტა კაცთაც
და დანთქა
მან; მოიკვეთა
თუთაშხამ
ფეხნი ორთავ,
მიუგდო
ურჩხულსა და
დანთქა მან;
მოიკვეთეს და
მიუგდეს
მათცა და
დანთქა
კვალად. შედეგად
ამისა იცვალა
ფერი თვისი
საზიზღარი
ურჩხულმან და
ნაკლულ იქმნა
ძალი
ცეცხლისა
გადმომდინარესი
ხახით. იხილა
ერმან ესე
ყოველი და რომელთავე
აგრეთვე
აჭმიეს ასონი
თვისნი მას
ურჩხულს.
აღედგინა
ურჩხული ორთა
ფეხთა ზედა,
ვითა კაცი,
კნინ ექმნა
ბრჭყალნი და
დინგი მისი
გარდაიქცა
სახედ კაცისა.
მაშინ განიპო
მკერდი
თუთაშხამ,
აღმოიგლიჯა
გული თვისი,
უბოძა ურჩხულსა,
ხოლო არა
დანთქა მან,
არამედ ჰრქვა მეტყველებითა
კაცებრითა:
– არღა ვარ
მწყურვალი
სისხლთა, არღა
მიძს სურვილი
ჭამად კაცთა.
და მიეცა მყის
ყველაკასა
ახალი,
რომელთა მოიკვეთეს
ასონი თვისნი.
– არა ჰკლათ
კაცი ესე და
აჰა, ნიჭი
თქვენ,
გარდაქცევისათვის
სიკეთედ
ბოროტებისა.
დაუტევა
სულმან
თუთაშხასამან
ხორცნი მიწასა
ზედა,
აღევლინა ცად,
დაჯდა
მთოვარედ და
იქმნა ძე იგი
ხორციელი
ღმერთად.