რა სამაგიერო
გადაუხადა ჭაბუა
ამირეჯიბმა თავის
მეხუთე შვილს.
ის პროფესიით
რეჟისორია. არაერთი ისტორიულ-დოკუმენტური
ფილმი აქვს გადაღებული,
არაერთხელ დაფიქრებულა
ჩვენი ქვეყნის
წარსულზე და არაერთი
ფაქტი თუ მოვლენა
აქვს გაცნობიერებული,
რაზეც გარკვეულ
დასკვნებს აკეთებს.
ამბობს, რომ
უკეთ საუბრობს,
ვიდრე წერს, თუმცა
იმასაც აღნიშნავს,
სათქმელის წერით
გადმოცემა ყოველთვის
ჯობიაო, ოღონდ,ალბათ
ისე, როგოგც ეს
მისმა მამამ, ბატონმა
ჭაბუამ შეძლო.
ამჯერად ჩემი
რესპოდენტი ქუცნა
ამირეჯიბია, მწერლის
მეხუთე შვილი.
სხვათა შორის,
ქუცნას გარკვეული
მცდელობაც ჰქონდა,
გადაეღო კლიპი
და ამით ქართულ
კლიპინდუსტრიაში
თავისი წვლილი
შეეტანა. სამივეჯერ
მან ჯგუფ სოფთ
ეჯექტთან იმუშავა.პირადად
მე ძალიან მომცონს
მისი ეს ნამუშევრები.
·
თქვენ გქვიათ
სახელი,
რომელიც მეეჭვება, ამ ქალაქში
კიდევ ვინმეს ერქვა.ვინ
შეგარქვათ ქუცვა?
მზეჭაბუკ ირაკლის
ძე ამირეჯიბმა
(იღიმის). მგონი,სამაგიერო
გადამიხადა და
დამარქვა ქუცნა
მზეჭაბუკის ძე
ამირეჯიბი (იცინის).
·
თუ იცით
თქვენი სახელის
მნიშვნელობა?
წარმართობისდროინდელი სახელია,ძველთაძველი.
ადრე ბევრნი
იყვნენ ჩემი მოსახელეები.
სხვათა შორის,აღმოვაჩინე,
რომ ქაიხოსროს
ერთ-ერთი შემოკლებული
ფორმაა და არა
ქურციკის. ეს
კიდევ ცალკე სახელია.
·
რამდენად კომფორტულია
ეს სახელი თქვენთვის?
აბსოლიტურად ვერ ვგრძნობ,თუ
რაღაც სხვა, არასტანდარტული
სახელი მქვია.
·
მოფერენით, კნინობით,
სხვა ფორმით არასდროს
მიუმართავთ თქვენთვის?
ისედაც კნინობითია
და ამაზე მეტი
რაღა უნდა დააკნინო?
(იცინის) ჩვეულებრივი
სახელია.
·
ახლა თქვენს
გვარზე ვისაუბროთ.დიდებული
გვარია.
მოგეხსენებათ, ძველად
მეფის კარზე მოღვაწე
დიდებულთა თანამდებობები
და წოდებები მოგვიანებით
გვარად რჩებოდა,
მაგალითად:ამილახვარი,
ამირეჯიბი... მეღვინეთუხუცესი მაშინ შინაგან
საქმეთა მინისტრი,
მანდატურთუხუცესი
იყო, ამირეჯიბი
კი მისი მოადგილე.
ამირეჯიბს მეფის
უშუალო შემოგარენის
კონტრდაზვერვა,
ანუ უსაფრთხოების
საინფორმაციო
უზრუნველყოფა
ევალებოდა.
·
ჩვენს სინამდვილეში
ეს რომელი სტრუქტურაა?
პრეზიდენტის დაცვასა
და აპარატს რომ
დაამატო კიდევ
უსაფრთხოების
ფუნქციებიც... საქართველოს
ისტორიაში ჩვენი
გვარი პირველად
ათასორასიან წლებში
მოიხსენიება.
·
რას ნიშნავს
თქვენთვის გვარი-ამირეჯიბი?
განსაკუთრებულს არაფერს.გვარზე
არ არის საქმე.
·
ვითომ, წარმომავლობა
და გვარი არაფერს
განსაზღვრავს?
ყველაფერი მოდის
აღზრდიდან და განათლებიდან.
არც იმას ვიტყვი
, რომ ძალიან კარგად
ვარ აღზრდილი,
არც იმას, რომ განათლებული
ვარ.ყველაფერი
ჩვეულებრივად
მოხდა. როდესაც
ზდასრულ ასაკს
აღწევ, ხვდები,
რა არის შენთვის
მთავარი და პრიორიტეტული;
რა
სჭირდება ხალხს;
რა გჭირდება, რომ
ხალხს ემსახურო,
როგორც შეგიძლია.
თუ არ შეიძლება,
ნუ ემსახურები.
·
ბატონი ჭაბუას
მეხუთე შვილი ხართ
მეოთხე ცოლისაგან.
როგორი ურთიერთობა
გაქვთ და-ძმებს?
სრულყოფილი და-ძმობა
გვაქვს ერთმანეთთან.
·
როგორ გაგზარდათ
მამამ და დედამ?
პრიორიტეტი
თქვენთვის განათლება
იყო?
რომ დეგენერატიზმებით
არ ვყოფილიყავით
გამოტენილი (იღიმება)
რასაც ახლა ვხედავ,
ამ გადასახედიდან,
აღზრდა იყო იმაში,
რომ არ გადავვარდნილიყავით მუცელღორობაში:
თვითკმაყოფილება, ეგოისტობა არ შეგვყროდა;
მოთმენა შეგვძლებოდა;
დაწყებული საქმე
ყოველთვის ბოლომდე
მიგვეყვანა; გვცოდნოდა,
რა არის ცხოვრებაში
ფასეული და რა-არა.
·
მამის ჩრდილიდან
თუ გამოხვედით?
არც არასდროს
ვყოფილვარ. მგონია, რომ
ეს ჩრდილი საერთოდ
მოგონილია, რეალური
არ არის. ის
კაცი, მამა, თავისთვისაა,
შენ შენთვის
ხარ. პირიკით, ყველა მოზარდის
ინსტიქტია, გამოძვრეს, გარეთ გამოვიდეს,
თავისი
თავი იპოვოს. სერიოზული,
ღრმა კონფრომისტი უნდა იყო, რომ დაეკიდო მამაშენს,
ოჯახს. სხვათა შორის, ეს იშვიათად ხდება. ყველა, ვისაც ცნობილი
მამა ჰყავს ან ჰყოლია, ცდილობდა
და ცდილობს, რომ თვითონ იყოს პიროვნება. ამას ვიღაცეები ახერხებენ, ვიღაცეები-ვერა; არასდროს
მქონია პრობლემა, გამერკვია, ვინ ვარ მე. რაც შეეხება მამაჩემის პიროვნებას,
ის საინტერესო კაცია. ბევრი რამ აქვს თავს გადახდენილი,
ათას უბედურებაშია გამოწრთობილი.
·
მასთან თქვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ.
სულ მეგობრული
ურთიერთობა გვქონდა.
მკაცრი იყო,
მაგრამ ახლოს ყოველთვის
გიშვებდა, მისიანი
იყავი. მასთან ძმაკაცობის
განცდაც მუდმივად მქონდა და გაუცხოების გრძნობა
ძალიან ცოტაჯერ
მქონია, უფრო 15-16 წლის ასაკში.
·
სკოლაში?
ერთხელ სკოლაში
ჩემებური ჯულიკობა
მოვიგონე: მეცხრე-მეათე
კლასში ძალიან
მბეზრდებოდა გაკვეთილებზე.
ამიტომ კლასიკურ
ლიტერატურას კლასში
ვკითხულობდი, დოსტოევსკის
და მსგავს
მწერლებს. მასწავლებლები ხმას არ
მცემდნენ, კარგები
იყვნენ. თან,
რომ ხედავდნენ,
სერიოზულ წიგნებს
ვკითხულობდი, ხელს
არ მიშლიდნენ.
მხოლოდ ერთადერთმა
გაბედა და მითხრა,
ეს ძალიან კარგია,
რომ კითხულობ,
მაგრამ
გაკვეთილი გაკვეთილიაო.
უმეტესად ბევრთან
ამით ვძვრებოდი
ხოლმე.
·
როდესაც წაიკითხეთ დათა თუთაშხია,
რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
მაშინ, პატარა
ვიყავი. არ
შეიძლება, მეშვიდე-მერვე
კლასელმა ბავშვმა
ის თავიდან ბოლომდე
გაიგოს, ჩასწვდეს ყველაფერს.
მერე კარგა
ხანი გავიდა, სანამ
მეორედ წავიკითხე.
ისე, მითხარით,
მე რატომ უნდა
ვილაპარაკო თუთაშხიაზე?
(იღიმება)
·
კალამი გემარჯვებათ,
წერთ?
არა, ბატონო.
რაც ჩემი ხელიდან
იწერება, ეს არის
სცენარები ჩემივე ფილმებისთვის.
·
რით ჰგავხართ
მამას?
ძნელია ამის
თქმა. პიროვნებას
აყალიბებს მისი
განვლილი გზა.
ჩემს ასაკში
მამაჩემი ათასჯერ
ნაწამები და უბედურებაში გამოვლილი და გაუტეხავი
კაცი იყო. ასეთი ბედნიერება
არ მქონია. (იღიმება)
აბა, რა მოგახსენოთ?
·
მამათა და შვილთა,
ანუ თაობებს
შორის წინააღმდეგობა
თქვენს ურთიერთობაში
არ გამოვლენილა?
მამაჩემს ის სამეგობრო
წრე ჰყავდა,
ვინც სერიოზულად
გამოიარა რუსეთის
წნეხი, თავის თავზე
იწვნია ის საშინელება.
ეს ხალხი
ერთად რომ იკრიბებოდა,
სუფრები იშლებოდა. ჩვენ,
შვილები, იმ ასაკში,
როცა რაღაცეების
გაგებას ვიწყებდით,
ვუსმენდით მათ
სადღეგრძელოებს,
რომლებშიც უზარმაზარი
ფილოსოფია იდო. ეს იყო
დამოუკიდებლობის
იდეის მატარებელი
პირველი ეშელონი.
ისინი ასეთნაირად გადასცემდნენ
ხოლმე ამ ინფორმაციას. ჩვენ
სპეციალურად მივყავდით ასეთ სუფრებზე,
შეკრებებზე, რომ
მოგვესმინა საუბრები.
ფაქტობრივად,
ეს ის ენერგიაა,
რომელიც მათ ჩადეს
ჩვენში. არ
ვიცი, ჩემში როგორ
დაილექა ეს ინფორმაცია,
მაგრამ მექანიზმი
ასეთი იყო.
·
ვინ იყვნენ
ისინი, მხოლოდ
მწერლები და საზოგადო
მოღვაწეები?
აუცილებელი არ იყო,
ყველა მცერალი
ყოფილიყო. იქ
ძირითადად ნაჯდომი
ხალხი მოდიოდა:
ნაწილი-ორგანიზაცია
თეთრი გიორგის
წევრები, ნაწილი-მამაჩემთან ერთად სხვადასხვა
დროს ციხეში ნამყოფები.
ახლა მათი
უმეტესობა ცოცხალი
აღარაა... მათგან ინფორმაციის
გადმოცემის ამ
მექანიზმს ახლაღა
ვაცნობიერებ და
ვხვდები, რომ უდიდესი
რამ იყო. საინტერესოა,
დღეს რა
ხერხებით გადავა
ინფორმაცია. რა თქმა უნდა,
ეს არ უნდა იყოს
სუფრა და სიტყვა.
ახლა საქმის
კეთების დროა ცოდნისა
და შესაძლებლობების
რეალიზაციის. როგორ გადასცემ
შემდგომ თაობას,
ეს არის მნიშვნელოვანი.
·
შემტევი პიროვნება
ხართ თუ მორჩილი?
თავხედი ვარ,
ვერ წამართმევი(ღიმილით)
·
რაში ვლინდება?
ჩემს პირად
საკმეზე არა და,
თუ დავინახე, რომ
რაღაციდან შეიძლება,
კარგი რამ გამოვიდეს,
ტვინის გახვრეტა
შემიძლია. მაგრამ ამასაც
თავისი ფორმები
აქვს. ისე ცოტა
მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის
გაცემა.
·
მამათქვენის რომელი
თვისება მოგწონდათ
და მოგწონთ?
ყველაზე მაგარი
ისაა, რომ არის
საოცრად გაუტეხელი.
სალი კლდესავითაა.
ეს თვისება
მისი თანმდევია.
ჭაბუას თვისებაა
ისიც რომ წუწუნი
არ იცის. ესეც
რეაქციაა გაჭირვებაზე.
თუ ერთხელ
დაიწუწუნე, გატყდი
მაშინვე სუსტი
ხარ, არაფრის გამკეთებელი
როგორც კი შენი
თავი შეგეცოდება
და სუბიექტური
მიზეზების ძებნას
დაიწყებ, რა დაგემართა-
შენი საქმე წასულია.
·
ეს გაუტეხელობა
სიჯიუტეშია გადასული?
ძალიან ხშირად
სიჯიუტეშიც არის
ხოლმე გადასული.
ძლიერი პიროვნებაა.
·
ამჯამად როგორი
არის ბატონი ჭაბუა?
ნოემბერში 85 წლის
გახდება. რაც
ოპერაცია გაიკეთა
ყელზე, ლაპარაკი
არ შეუძლია და
დაფაზე
წერს, რისი თქმაც
უნდა. თუმცაღა,
შეეძლო, ცოტა ემეცადინა
და ელაპარაკა,
მაგრამ წვალება
აღარ მოუნდა. დიდხანს ვცადე,
რომ ამეყოლიებინა,
მაგრამ
არ ამყვა.ძალიან
საწვალებელია
ეს ყველაფერი მაშინ,
როცა ხორხი
არ აქვს. საოცრად
შეიცვალა ამის
შემდეგ, რადგან
მანამდე, მთელი ცხოვრების
განმავლობაში,
ძალიან ბევრ ამბავს
ყვებოდა გაუთავებლად,
თან სულ მხატვრულად.
აი, სხვაობა
მათ თაობასა და
დღევანდელ საზოგადოებას შორის-ადრე
ლიტერატურის ენაზე
მიმდინარეობდა
საუბარი, ახლა
კი კომიქსების
ენაა მოდაში, მოკლე
დიალოგები.
·
დედაზე რას გვეტყვით,
თამარ ჯავახიშვილზე?
მამაჩემს 1992 წელს ინსულტი
დაემართა, 1997 წლიდან
ის უკვე, სერიოზულად
მისახედი ადამიანი
გახდა. შეიძლება,დედაჩემი
ცოტას ამატებს
და მას ზედმეტ
ყურასღებას აქცევს,
მაგრამ, ფაქტობრივად,
გვერდიდან არ სცილდება
24 საათის განმავლობაში.
ამიტომ თვითონაც
იზოლირებულია-ვერც
თავის მეგობრებში
დადის, ვეღარც
თავის შემოქმედებას-პოეზიას
მიხედა, თუმცა
რაღაცეებს წერს
და სამზარეულოშია
ხოლმე მისი ფურცლები
გაშლილი. მერე
იწყება ამ ფურცლების
შეგროვება, რომ
რაიმე არ დაიკარგოს.
ფაქტობრივად,
დედაჩემს თავი
აქვს ჭაბუასათვის
გადადებული.
·
თქვენ შეძლებდით
იმის გადატანას,
რაც ბატონმა ჭაბუამ
გადაიტანა?
ეს ურთულესი
შეკითხვაა. ჩვენ არ ვიცით
ექსტრემალურ სიტუაციაში საკუთარი
ხასიათი. უცებ
შეიძლება, ისეთი
უბრალო ადამიანი
აღმოჩნდეს გმირთა
გმირი, განცვიფრდები
და, პირიქით გულადი და
ვაჯკაცი ადამიანი
აღმოჩნდეს მხდალი...
სანამ თვითონ არ
აღმოჩნდება ექსტრემალურ ვითარებაში,
ვერაფერს იტყვი.შესაძლოა,
ჭაბუა ხედავდეს,
როგორ მოიქცეოდა ესა თუ ის
ადამიანი, ამა
თუ იმ სიტუაციაში,
რადგან
თვითონ ისეთ ურთულეს
გარემოში ჩამოყალიბდა,როგორიც
არის ზონა და საშინელი
ტერორი.
·
სულ რამდენ
წელს იყო თავისუფლებააღკვეთილი?
12 წელს,
მაგრამ ციხიდან
გაიქცა და ოთხი
წელიწადი იმალებოდა.თვითონ
ამბობს, რომ გაქცევა ხუთჯერ
მეტი ნერვიულობაა, ვიდრე ციხეში
ყოფნა.ამიტომ ის
ამ პერიოდსაც თვლის და
სულ 16 წელიწადი
გამოდის. მამაჩემის
ჩრდილში არც არასოდეს
ვყოფილვარ.
·
ბატონ ჭაბუას
რამდენიმე მეუღლესთან
ჰყავს შვილები...
სხვათა შორის,
მამაჩემის რამდენიმე
ცოლიანობა სულ
არ არის იმის შედეგი,
რომ ჭაბუა
ასეთი ტიპია; უბრალოდ,
ცხოვრება აეწყო ასეთნაირად.
მანანასა
და ლეილას დედები
მიმალვის პერიოდში
შეირთო. ცხადია,
რომ დაიჭირეს და გამოვიდა,
მათთან ურთიერთობა
ვეღარ აღადგინა,
რადგან არც ერთმა
არ იცოდა, რომ ჭაბუა
გაქცეული პატიმარი
იყო. ეს, ფაქტობრივად,
იძულებითი სიცრუე აღმოჩნდა.
ამიტომ მათთან
ვეღარ დაბრუნდა.
მერე ჰყავდა
ირაკლისა და ლაშას
დედა, მაგრამ, რატომღაც,
ვერც მასთან ააწყო
ურთიერთობა. ყველას შეიძლება
დაემართოს ასეთი
რამ.. ბოლოს
იყო თამრიკო, დედაჩემი.
ასეთი ვითარება
ჭაბუას ცხოვრებამ
მოუწყო. საერთოდ,
მომხრე ვარ, რომ
ოჯახი არ დაინგრეს.
მე ასეთი საშიშროება
არ მაქვს და არც
მექნება. ეს
უმძიმესია ბავშვებისთვის.
მაგრამ ვიცი
ოჯახები, სადაც ბავშვებმა
საერთოდ ვერ იგრძნეს
მშობლების უთანხმოება
და დაცილილება,
რადგან ამისთვის
მშობლებმა მაქსიმუმი
გააკეთეს. ეს
ზნეობის ფანტასტიკური
მაგალითია.
·
თქვენ რამდენი
შვილი გყავთ?
ჯერჯერობით ერთი-
ოთხი წლის ელენე.
·
მეუღლე ვინ არის?
ირინა ბარნოვი.
·
ის წმინდა
გიორგის სვირინგი,
რომელიც ბატონ
ჭაბუას აქვს მკერდზე
გაკეთებული, რა
ასოციაციას იწვევდა
თქვენში ბავშვობისას,
მაშინ, როდესაც
ჯერ ვერ აცნობიერებდით
რაღაც- რაღაცეებს?
ბავშვი ყოველთვის
ისე აღიქვამს,
როგორც მიაწოდებენ.
ის ჩემთვის
ჩვეულებრივი რამ
იყო. მომწონდა,
ლამაზი სვირინგი
იყო.... ეს თეთრი გიორგის
ორგანიზაციის
წევრობის ნიშნად
შეიქმნა, მის ბევრ
წევრს სხვადასხვა
ზომის ჰქონდა გაკეთებული.
მამას ავჭალის
კოლონიაში მხატვარმა
ლევან ცომაიამ
გაუკეთა. გაიკეთა
იმიტომ, რომ გაქცევას
აპირებდა და ეს
კიდევ ერთხელ მომცემდა
ძალას, რომ არ ჩავბარებულიყავიო;
ასეთი სვირინგით
რომ მნახავდნენ,
აუცილებლად მომკლავდნენო.
გარდა ამისა,
იმიტომაც გაიკეთა,
რომ დამატებითი
ძალები მოეკრიბა,
რათა ყოველთვის
გაქცევაზე ეფიქრა
და არა დანებებაზე
ეს იყო მისი
პრაქტიკული დანიშნულება.