ალექსი სნეგირი
ფესვით
ყუბანის დიდი
სტანიციდან
ვარ. მამაჩვენი
ბუნდოვნად
მახსოვს,
სიმთვრალეში
გაციებულიყო,
ფილტვების
ანთებამ
მოკლა.
მშობლებს
ორნი ვყავდით,
ტყუპი ბიჭები.
თორმეტ-თორმეტისა
ვიყავით, როცა
დედა ავად
გაგვიხდა.
ცოტა მიწა
გვქონდა, ერთი
ცხენი, ერთი
ძროხა, ერთი
ღორი და
ბატებიც
გვყავდა.
ჩვენი სტანიცა
საბატე
ადგილია.
ვაძოვებდით,
შემოდგომაზე
ას,
ასორმოცდაათ
ფრთას
ვყიდდით, ისეთი
ოჯახებიც იყო,
ხუთასს,
ექვსასს
ჰყიდდნენ.
დედაჩვენი
ლოგინად
ჩავარდა და
გაგვიჭირდა ბავშვები
ვიყავით, თავი
ვერაფერს
მოვაბით. მეზობელმა
გვირჩია, ერთი
ოთახი
გააქირავეთო.
მდგმური
მოვიყვანეთ.
ახალგაზრდა
კაცი იყო, ოცდახუთ-ოცდაექვი
წლისა
იქნებოდა.
თვეში სამ მანეთად
მოვურიგდით.
ერთი თვისა
დაბინადრებისთანავე
გადაგვიხადა.
მერე ჩვენს
საცოდაობას
უყურა და
კიდევ ხუთი
თვისა
წინასწარ
მოგვცა, დედათქვენს
უწამლეთო.
ჩვენი
მდგმური
ლუკას
ირქმევდა,
მაგრამ ნამდვილად
დათა
თუთაშხია იყო.
ეს კარგა ხნის
მერე გავიგე...
დიახ, ლუკამ
ხუთი თვის
ქირა წინასწარ
მოგვცა.
ორთავე ძმა
წავედით,
ექიმი
მოვიყვანეთ.
ექიმმა
დედაჩვენი
გასინჯა,
გვითხრა, აღარაფერი
ეშველებაო, და
ფული არ
გამოგვართვა.
ლუკამ მეორე
ექიმი მოგვაყვანინა.
ვერც იმ
მეორემ
უშველა რამე.
ვინ რას
უშველიდა,
ჭლექი სჭირდა,
სანთელივით
დნებოდა. დედა
ჯერ კიდევ
ცოცხალი
გვყავდა, როცა
მარუდა
მოვიდა და
ფულის
დაბრუნება
მოგვთხოვა.
მარუდა
ჩვენებური არ
იყო, ზაფხულის
პირში ჩამოვიდოდა,
როცა ბატებს
ჭუკები უკვე
გამოჩეკილი
ჰყავდათ,
მაშინ. ბოგანო
ოჯახებს
ჩამოივლიდა,
დაზრდილილი,
დასუქებული
ბატების შესყიდვაზე
მოურიგდებოდა,
ბეს გასცემდა,
თამასუქებს
ჩამოართმევდა
და
შემოდგომამდე
ბაზარზე
ატარებდა
დროს. იქაც
სარფიან
საქმეს ეწეოდა.
იმ საქმეს
მერე ვიტყვი.
შემოდგომაზე
ისევ ჩამოივლიდა,
ფასის
განსხვავებას
გადაიხდიდა
და ბატებს
გაირეკავდა.
გვარი
მალინოვსკი
ჰქონდა. მარუდას
იმიტომ
ეძახდნენ, რომ
ლოხი, დონდროხა
კაცი იყო.
ქვედა ტუჩი
ძირს
გადმოვარდნილი
ჰქონდა და
ერთთავად
პირღია
დაიარებოდა.
ღორივით ვიწრო
თვალებით
იყურებოდა.
ისე
იყურებოდა,
თითქოს
დაბადებიდანვე
ვინმეს
თავსატეხი
ამოცანა
დაესვას და
იმის
ამოხსნაზე
ყოფილიყოს გადაგებული.
არ ვიცი, დედა
გვიკვდებოდა,
ეს გაიგო, არ
ვიცი სხვა
რამ მიზეზი
იყო, მაგრამ
მოვიდა,
ბატებზე უარი
თქვა და ბეს
დაბრუნება
მოითხოვა. იმ
დღეს ბატების
ძოვების ჩემი
რიგი იყო, მე
ვაძოვებდი,
შინ ჩემი ძმა
დაუხვდა,
მარუდას უთხრა,
არაფერი
გვაბადია და
რა უნდა
მოგცეთო. მაშინ
ბატები
მომეცითო.
სტეფანემ
ჩემმა ძმამ
ბატები ჯერ არ
დაზრდილანო,
როგორებიც
არიან,
ისეთებს
წავიყვან და
ქვით ვიყოთო.
აყალმაყალი
ატყდა.
დედაჩვენმა
იმ ლაპარაკს ყური
მოჰკრა. რა
ხანი იყო,
ზეზე ვეღარ
დგებოდა, მაგრამ
თავს ძალა
დაატანა,
აივანზე
გამოვიდა,
მუხლმა
უმტყუნა,
წაიქცა,
იატაკს თავი
დაჰკრა.
მეზობლები
მოცვივდნენ,
მარუდას
კეტები უთავაზეს
და გააგდეს.
გვიჩივლა.
ერთი კვირის შემდეგ
ბოქაული
მოვიდა,
ბატები
წაიყვანა. წაიყვანა
და ცოტა ხანში
ლუკაც
დაბრუნდა.
იქით დედაჩვენი
კვნესოდა,
აქეთ ორთავე
ტყუპები ვისხედით
და გაბმით
ვყმუოდით.
ლუკამ
ვითარება გამოგვკითხა,
ამოიღო, ოთხი
თუმანი
გვაჩუქა, დაწყნარდით,
ნუ იტირებთო,
მაგრამ
საწყალ დედაჩვენს
იმ კაცის
კეთილმა
გულმა და
გამხნევებამ
ვერ უშველა
ერთ კვირაში
სული დალია.
წავიდა ლუკა,
კუბო მოიტანა.
მეზობლებმა
სამარე
გაჭრეს.
დავმარხეთ.
ვიტირეთ,
ვიგლოვეთ პატარა
ბიჭებმა და
დავწყნარდით.
ბრალი
საიქიოს წასულისა,
თორემ
ცოცხალს
ყველაფერი
ეშველება.
ობლად დავრჩით,
მაგრამ ისევ
ლუკას
წყალობით, არც
დავბნეულვართ,
არც უქმად
დავმსხდარვართ.
დიდი იყო თუ
პატარა
სახლ-კარი და
მეურნეობა
გვქონდა და
გავუძეხით,
როგორც
შეგვეძლო.
მაშინ არც მე,
არც ჩემი ძმა
არ
დავფიქრებულვართ,
თუ ვინ იყო
ლუკა, ჩვენს
სტანიცაში
რისთვის
ჩამოვიდა, სად
დადიოდა და
რას
საქმიანობდა.
პატარები
ვიყავით.
ამაში მერეღა
გავერკვიე,
იმის შემდეგ,
როცა
მარუდასთან
ხელის ბიჭად
დავდექი ეს
ასე მოხდა:
დედაჩვენის
სიკვდილის
შემდეგ ორი
თვე იქნებოდა
გასული. ცხელი
ზაფხული იდგა.
მედუქნესთან
კვერცხები
მიმქონდა.
დავინახე,
მარუდას
თავისი
პატარა
მაგიდა
იღლიაში ამოუჩრია,
ბაზრისკენ
მიდის.
მიმიხმო, აქ
მოდიო. ავმეხსიერი
არ ვიყავი.
მივედი. ბიჭი
მჭირდება, დღეში
ათ შაურს
მოგცემო. ჩემი
ტოლი
ბავშვისთვის
მაშინდელი
დროის
კვალობაზე
ათი შაური დიდი
შემოსავალი
იყო. აკი
გყავს-მეთქი
ბიჭი. ფულს
მპარავდა და
გავაგდეო. იმ
ბიჭს ვიცნობდი
და ისიც
ვიცოდი, რა
მოვალეობას
ასრულებდა.
მარუდას
იღლიაში რომ
პატარა
მაგიდა
ჰქონდა ამოჩრილი,
იმაზე ექვსი
ოთხკუთხედი
ეხატა. ყოველ
ოთხკუთხედს
წერტილები
ჰქონდა: იაქი,
დუ, სე, ჩარი,
ფანჯი და
შაში, როგორც
ნარდის კამათელზეა,
ისე. მარუდა
იმ მაგიდას
ბაზარში მიიტანდა
და საცა მეტი
ხალხი ირეოდა,
იქ დადგამდა.
იმ ბიჭს
ლამბაქი და
ლამბაქზე
პირქვე დამხობილი
ფინჯანი
ჰქონდა.
ფინჯნის ქვეშ
ორი კამათელი
იყო. მარუდა
ყვიროდა:
შაურს დადებ
ორს აიღებ!
იქნებ, აბაზიც
გერგოს! ორ
შაურს დადებ
აბაზს აიღებ!
იქნებ, ორი
აბაზიც გერგოს!
მაგიდის
გარშემო
ხალხი
ქუჩდებოდა.
დააგდებდა
ვინმე
შაურიანს,
ვთქვათ,
იაქიან
ოთხკუთხედზე:
მარუდას ბიჭი
ფინჯნის ქვეშ
კამათელს აარახრახებდა,
ლამბაქიანად
მაგიდაზე
დადგამდა და
ფინჯანს
ახდიდა. თუ
რომელიმე
კამათელი იაქზე
იჯდა, შაურის
დამდები ორ
შაურს
მიიღებდა. თუ
იაგანი
დაჯდებოდა
აბაზს
მიიღებდა.
იაქზე თუ არც
ერთი
კამათელი არ
იჯდა, მარუდა
ოთხკუთხედზე
დაგდებულ
შაურიანს
ჯიბეში
ჩაიდებდა. ხანდახან
ერთროულად
ათი კაცი
თამაშობდა და გვარიან
მსხვილადაც.
იმ ბიჭს
ჩემთვის
ნათქვამი
ჰქონდა, დღე
გამოდის,
თხუთმეტ
მანეთამდე მოგება
რჩებაო,
მაგრამ ისეთი
დღეც არის,
მარუდა ხუთ
მანეთზე მეტს
ვერ იგებსო.
ამ
შემოთავაზებამ,
პირდაპირ
ვიტყვი,
ძალიან გამახარა.
მარუდას
ხელის
ბიჭისთვის
რამდენჯერმე
მიყურებია,
კამათელს რომ
აჩხაკუნებდა.
სევდა შემომწოლია,
ჩემი თავი
ქვეყანაზე
უუბედურეს
ადამიანად
მიმიჩნევია,
შინისკენ
გულდაწყვეტილი
წავჩანჩალებულვარ...
დავთანხმდი,
კვერცხებს მივიტან
და
მოვალ-მეთქი.
ხანი გავიდა,
ლუკამ
როგორღაც
მკითხა,
ვეღარ გხედავ,
საითა ხარო.
ვმუშაობ,
მარუდასთან
ვარ-მეთქი.
დაფიქრდა და აღარაფერი
უთქვამს. ამის
შემდეგ
სამი-ოთხი დღე
გავიდა,
მარუდას
ხურდა ფული
შემოელია,
სამმანეთიანი
მომცა,
გაიქეცი,
დუქნებში
დაგიხურდავებენო.
მექუდეების
რიგისკენ
გავიქეცი,
უფრო ახლო იყო.
ამ ხელობას
უმთავრესად
ქართველები
მისდევდნენ.
დუქნის კარი
შევაღე და
ლუკა დავინახე.
იდგა, ორ სხვა
კაცთან ერთად
ნარდის
მოთამაშეებს
დასცქეროდა.
მექუდეები
მუშაობდნენ.
ის სამმანეთიანი
ოსტატს
მივაწოდე,
გედევანი ერქვა.
ლუკა ზურგით
იდგა, არ
დავუნახივარ.
სანამ
გედევანი
ფულს
მიხურდავებდა,
მონარდეები თამაშს
მორჩნენ და
წამოიშალნენ.
ერთ მოთამაშეს
ჩოხა ეცვა,
ჩერქეზი იყო,
მაჰმუდი ერქვა.
მეორე სელიმა
იყო, კასრებით
ვაჭრობდა ჩვენს
ბაზარზე.
სელიმა-მეკასრემ
ჯიბეები
ამოიბრუნა,
დაჭმუჭნული
ფულების
გასწორება-დალაგებას
მიჰყო ხელი.
სამმანეთიანის
ნაშალი უკვე
ხელში მეჭირა,
მაგრამ
ვიდექი და იმ
ფულებს შევცქეროდი,
იმდენი ფული
ერთად არსად
მენახა. სელიმამ
ფულები
დასტად
დაალაგა. ორად
მოკეცა, ჯიბეში
ჩაიბრუნა.
მერე ქამარი
შემოიხსნა,
ნარდზე დადო,
სამოსელის
შესწორებას
შეუდგა!
კამათელი
ხელში აიღე,
სელიმ! უთხრა
მეკასრეს
ლუკამ.
სელიმამ
ლუკას შეხედა,
აგდებულად
გაიღიმა და
მიუგო:
რათა ვითომ.
აიღე,
გელაპარაკები
მე შენ!
აჰა, ავიღე.
მერე რა?
სელიმამ
კამათელი
ხელში აათამაშა.
შაში
გააგორე!
მეკასრემ
კამათელი
ნარდზე დადო,
ლუკას ხელი აუქნია
და თქვა:
წადი, შენი
გზა ნახე!
ლუკამ უბეში
ხელი შეიყო,
რევოლვერი გამოიღო,
ფეხზე
შეაყენა, ლულა
სელიმას
მიაშვირა და
უბრძანა,
დაჯექიო.
სელიმა
მიხვდა, ეს
ხუმრობა ან
სხვა ისეთი
რამ აღარ იყო,
რის უგულვებელყოფაც
შეიძლებოდა,
და
გაფითრებული
დაეშვა
სკამზე.
დამსწრეები
გაინაბნენ.
აიღე
კამათელი!
სელიმა
კამათელი
აიღო.
შაში გააგორე,
შაში!
სელიმამ
კამათელს
დახედა, ხელში
რაღაცნაირად
შეათამაშა და
გააგორა.
მართლაც, შაში
დასვა
სელიმამ.
აიღე კიდევ
და ჩარი
გააგორე!
სელი ას
გაცრეცილი,
ოფლიანი სახე
ჰქონდა, ბოღმიანი
თვალებით
იყურებოდა.
გააგორე,
გააგორე, ჩარი
გააგორე!
ჩარიც დაჯდა.
ახლა ამოიღე
ეგ ფული და
დაუბრუნე
თავისი მაჰმუდს!
უთხრა ლუკამ.
სელიმა
აყოვნებდა.
ლუკა
ელოდებოდა.
სელიმამ
მკერდში
მობჯენილ
ლულას თვალი
შეავლო,
ორთავე
ჯიბიდან
ფულები
ამოიღო და
ნარდზე
დაყარა.
აიღე შენი,
რამდენიც იყო,
უთხრა ლუკამ
მაჰმუდს.
მაჰმუდმა
თავისი ფული
გადაითვალა
მთელი ფულის სამ
მეოთხედზე
მეტი
იქნებოდა:
დანარჩენი
ისევ ნარდზე
დააგდო.
სიჩუმე კარგა
ხანს არავის
დაურღვევია.
სელიმამ
ლუკას
ხმადაბლა,
თავშეკავებით
კითხა:
რატომ
წამართვი?
მოტყუებით
მოუგე და
იმიტომ!
ყველა კაცი
იმას აკეთებს,
რაც იცის და
რაც უნდა: მე
ნარდს
ვთამაშობ.
ლუკამ
ჩაიცინა:
მეც, რაც ვიცი
და რაც
მინდოდა, ის
გავაკეთე: შენ
წაგართვი
ამას
დავუბრუნე!
სელიმამ
კარისკენ
გასწია.
ზღურბლთან
დადგა. ერთხანს
ჩუმად იყო
მერე ისევ
ლუკას
მიმართა:
შენ მაგით ის
გინდოდა
გეთქვა, რომ
კარგი
ვაჟკაცი ხარ?..
ეგ ისეც
ყველამ იცის, მართლა
კაი ვაჟკაცი
ხარ,
შენისთანები
ცოტა მინახავს.
რაც მართალია
მართალია!..
შენისთანებია
ბევრი და მე
არაფერ
ვაჟკაცობას
არ ვჩემულობ!
სიტყვა
ჩამოართვა
ლუკამ.
სელიმამ
ადგილი
მოტკეპნა,
კარი გააღო და
სანამ გავიდოდა,
უთხრა:
მაგაშიც
მართალი ხარ,
დათა,
ჩემისთანები
ბევრია,
ჩემისთანების
ქვეყანაა
ჩვენი
ქვეყანა. შენი
ხნისა მეც
შენისთანა,
იქნებ ცოტა
უარესი
ვიყავი. დრომ
გაიარა
ქვეყნის
გასწორებაზე ხელი
ავიღე,
კასრებით
ვვაჭრობ.
ამისთანების ქვეყანას
რა
გაასწორებს!
სელიმამ
მაჰმუდს
მიაშვირა
თითი.
ხარბები არიან.
იცის, ჩემთან
მომგები არ
არის და,
დღეს-ხვალ
ნახე, ორი
მაგდენი თუ
ისევ ჩემთან
არ წააგოს.
რატომ?
ჰგონია,
მოიგებს და
იმიტომ!
ჩერქეზმა
სელიმას სილა
სტკიცა.
ჯერ ეს
იმყოფინე.
სელიმამ
უხმოდ დატოვა
დუქანი. ლუკაც
წავიდა და
მაშინ ერთმა
ქართველმა
თქვა:
კაცმა რომ
იფიქროს, რა
მაგის საქმეა,
ატყუებს თუ
რას აკეთებს!
ეგეთი კაცია,
არ უყვარს...
ჩაილაპარაკა
გედევანმა და
აზრი აღარ
დაუსრულებია,
კისერში ხელი
წამითათუნა,
წადიო.
გამოვიქეცი.
მარუდამ
შემომიტია,
ამდენ ხანს
სად
მამაჩემთან
იყავიო. ისე
ვღელავდი, არ ეკითხა,
მაინც
ყველაფერს
ვუამბობდი,
ვუამბე კიდეც.
დალაგებით,
დაწვრილებით,
თავიდან ბოლომდე
მოვუყევი.
მარუდამ
მკითხა, ის
ჩერქეზი ქერა
ხომ არ იყოო.
ქერა
იყო-მეთქი.
ბლომა ხანი გავიდა
და ისევ
შემეკითხა:
იმ ქაჯს ლუკა
ჰქვია და
სელიმამ
წასვლის წინ
დათა დაუძახა.
დავუდასტურე
და რატომღაც
შიშმა
ამიტანა. არ მესმოდა,
რისა
მეშინოდა,
მაგრამ
ნამდვილად ვიცოდი,
რომ რაღაც
ცუდი
ჩავიდინე.
საღამოთი
ლუკა ადრე
დაბრუნდა
ვახშმის შემდეგ
ვკითხე:
სელიმას
ფული იმიტომ
წაართვი, რომ
ატყუებდა?
ლუკამ
დასტურის
ნიშნად თავი
დამიქნია.
ყველანაირი
თამაში
მოტყუებაა!
ვთქვი მე.
მართალია!
დამეთანხმა
ლუკა. შენ ეგ
საიდან იცი?
მარუდამ
მითხრა და
ისიც მითხრა,
ქვეყანაზე ყველა
ერთმანეთს
ატყუებსო.
ლუკა
დაფიქრდა.
იმდენ ხანს
იყო
დაფიქრებული, რომ
მეგონა,
პასუხის
მოცემა
დაავიწყდა-მეთქი,
მაგრამ ისევ
გამომელაპარაკა..
ყველა არა,
უმრავლესობა!
ლუკასათვის
ბაზარში
იშვიათად
მომიკრავხ თვალი.
ძალიან
გამიკვირდა,
რომ მეორე
დღეს ჩვვნს
მაგიდასთან
მოვიდა და
თამაშს
დაუწყო ყურება.
მთელ საათს
უყურა.
წავიდა. მერე
იხევ
დაბრუნდა და
სეზე
აბაზიანი
დააგდო. ნელ-ნელა
აგებდა.
ნელ-ნელა-მვთქი,
ამიტომ
ვამბობ, რომ
ის თამაში
ასეთია:
სამჯერ,
ოთხჯვრ
წააგებ, მერე
ერთხელ, იქნებ
ორჯერაც
მოიგო, მაგრამ
საბოლოოდ
უეჭეელად
წაგებული
რჩები. ლუკამ
სამმანეთიანი
ნახევარ
ხაათში წააგო.
რამდენჯერმე
ვანიშნე, ნუ
თამაშობ-მეთქი...
წააგო და
წავიდა.
შიწ
დავბრუნდი.
ვხედავ, ლუკას
დიდ ქაღალდზე
ჩვენი თამაში
დაუხატავს,
ბლომად ხურდა
ფული უდევს,
კამათელხ
აგორებს,
თავის თავხ
ეთამაშება.
დიდხანს
ვუცქირე.
რადაც
უხაროდა. რაც
მეტხანს
თამაშობდა,
უფრო უხაროდა.
მარუდამ
იცის, რომ
შენი მდგმური
ვარ? მოულოდნელად
მკითხა ლუკამ.
კარგად
გაიხსენე,
ნათქვამი
გაქვს?
მეხსიერებას
დავაწექი,
ისიც ვთქვი თუ
არა, რომ ლუკა
ჩვენი
მდგმურია-მეთქი?
ერთი
დაიხსომე: თუ
რამე გკითხა
ჩემზე, რაც გინდოდეს
ის უთხარი,
მაგრამ ეს არ
გაუმხილო, -
ლუკამ
ქადალდს თითი
დააშვირა,
თავის თავთან
თამაშს
გულისხმობდა.
მეორე დილას
ბაზარში ისევ
დავინახე
ლუკა. ცალი
თვალი ჩვენი
მაგიდისკენ
ეჭირა. როცა
მოზრდილი
ბრბო მოქუჩდა,
ლუკაც მოვიდა
და თამაშში ჩაება.
ერთი საათის
შემდეგ
მარუდამ
მაგიდა
ამკიდა, ბაზრიდან
წავედით.
სამთუმან-ნახევარი
მქონდა,
კაპიკი აღარა
მაქვს!
მაცნობა
ჩემმა
ბატონმა.
წავაგე.
ვერაფერი
გამიგია...
მარუდასთან
ჩემი ყოფნის
განმავლობაში
ახეთი რამ ირ
მომხდარა და
ისე ვიცოდი,
რომ არც შეიძლებოდა
მომხდარიყო.
ჩემი ბატონის
სოროში
მივედით.
არაყი და წნილი
გადმოიღო.
სვამდა, წნილს
აყოლებდა,
ფიქრობდა.
ხანდახან
ხმამაღლა
ფიქრობდა.
წნილს მეც
შევექცეოდი,
მარუდას
შევცქეროდი,
მის საბოლოო
გადაწყვეტილებას
ველოდი.
როცა ბოთლი
ნახევრამდე
დაიყვანა,
მითხრა, მაგიდა
ბაზარზე
წაიღე,
დაგეწევიო.
წამოვიდე.
მართლაც,
გზაში დამეწია.
ცა
მოწმენდილი
იყო, არც ქარი
ქროდა კარგი
ხათამაშო
ამინდი იდგა.
ბაზრის
შეხასვლელთან
მარუდამ
ხუთთუმნიანი
მომცა,
დაახურდავეო.
მეუნაგირეებთან
შევედი, ლუკა
იქ დამხვდა და
მაშინ
საბოლოოდ
დავრწმუნდი,
რომ მთელ დღეებს
ქართველი
ხელოსნების
დუქნებში
ატარებდა.
დამიხახა და
მკითხა, ისევ
მოხვედითო?
თავი
დავუქნიე.
თამაში
დავიწყეთ.
ხალხი უმალ
შემოგვეხვია.
ცოტა ხანში
ლუკაც მოვიდა.
მოვიდა და ერთ
საათში აღარც
მარუდას
ხუთთუმნიანი
იყო და აღარც
სხვებთან
სახელდახელოდ
მოგებული
ფული.
ისევ ამკიდა
მარუდამ
მაგიდა, ისევ
მისი ბინისკენ
გავწიეთ.
იმ
ქართველმა
მომიგო!
განაცხადა
ჩემმა ბატონმა.
ლუკა ჰქვია,
არა? ეგეთი
მოსვლა არ
მინახავს.
მერე, დროზე
რომ მოსდის,
ის არის
საქმე. როცა
ბლომად ფულს
დაჰყრის,
სწორედ მაშინ
მოსდის. ეგეც
არაფერი.
ვნახოთ,
როდემდის
მოუვა!
მესამე დღეს
ლუკამ ისევ
გაგვწმინდა.
მეოთხე დღეს
ლუკამ მაგიდაზე
ფული დაგვიდო.
მარუდამ
უთხრა, არ
გეთამაშებიო,
ლუკამ მხრები
აიჩეჩა,
გაიღიმა და
წავიდა. ჩემი
ბატონის
განსაცდელი,
თითქოს, ამით
უნდა დამთავრებულიყო.
ასე არ მოხდა:
მარუდა და მე
ბაზრიდან
ყოველდღე
ნაადრევად და
გატყავებული
მივდიოდით.
ხან ვინ
გვიგებდა და
ხან ვინ. უმთავრესად
ქართველი
ხელოსნები
გვიგებდნენ.
ლუკას
პირველი
თამაშის
შემდეგ ორი
კვირა გავიდა
და მარუდას
ფული
გამოელია.
ფულზეც არ იყო,
თამაშს აზრი
აღარ ჰქონდა,
უეჭველად
ვაგებდით.
მარუდა მარტო
წაგებულ ფულს
და სარფიანი საქმის
ჩაშლას როდი
დარდობდა. ვერ
გაეგო, ლუკას
მოგზავნილი
კაცები
მოგებას
როგორ ახერხებდნენ,
და ამითაც იყო
გამწარებული.
ასეა თუ ისე,
მარუდა
გაკოტრდა,
თამაში
შეწყდა.
ახლაღა გავიგე,
თურმე ჩემი
ბატონი
დასუქებული
ბატების
გამოსასყიდ
თანხას
ზაფხულის
განმავლობაში
თამაშით
აკეთებდა და
ახლა ისეთ
დღეში ჩავარდა,
რომ გაცემული
ბეც კი
ეკარგებოდა.
მაინც არ
მიშორებდა,
სამსახური
სამსახურიაო!
მართალია,
ჯამაგირი
დამიკლო,
დღეში აბაზის მეტს
აღარ
მაძლევდა,
მაგრამ მე
ამაზეც ყაბულს
ვიყავი.
ვისხედით მის
სოროში
მარუდა არაყს
სვამდა და
წნილს ატანდა.
მე წნილს
ვჭამდი და
პურს ვატანდი.
პირველი
ჭიქის მერე
ასე
მესაუბრებოდა:
ერთ თვეში
ბატები უნდა
გამოვისყიდო.
ბატების
გამოსასყიდი
ფული არა
მაქვს.
მორიგებებზე უარის
თქმა და ბეს
დაბრუნება
აღარ
შეიძლება. ზაფხულის
მეორე
ნახევარია,
უფლება არა მაქვს.
გამოდის, რომ
ბე დამეკარგა!
რა ვქნა? ფული უნდა
ვიშოვნოთ! სად
ვიშოვნოთ?..
საუბრის
პირველი
ნაწილი ამ
შეკითხვით
მთავრდებოდა
და მეორე
ჭიქის შემდეგ
ასე გრძელდებოდა:
ბაზარი
გაფუჭდა,
თამაში აღარ
შეიძლება.
ვთქვათ, სხვა
სტანიცაში
გადავბარგდით.
მერე რა? ჰა?..
მერე
არაფერი!
ბატების
გამოსყიდვამდე
ერთი თვეღა
დარჩა. როგორი
თამაშიც არ
უნდა წავიდეს,
საკმარის
ფულს ერთ
თვეში სულ
ერთია ვერ მოვიგებ.
მაშ, რა ვქნათ?
მესამე ჭიქა
ნახევრამდე
დავიდოდა თუ
არა, ჩემი
ბატონი
საუბარს
თავის თავთან
განაგრძობდა:
ღმერთი
არისო! ღმერთი
იყოს, ეს
საქმე
დამემართებოდა?!
თამაში
გაფუჭდა, ბე
დაიკარგა...
ჩაღუნავდა
თავს მარუდა
და ცხარე
ცრემლებით ტიროდა.
იქამდე
ტიროდა, სანამ
ჩაეძინებოდა,
და მაშინ მე
შინ მივდიოდი.
დილით ისევ
ყველაფერი
თავიდან
იწყებოდა. ერთ
დღეს მარუდამ
პირველი
ჭიქის
ნახევარი
მოსვა,
გაინაბა და
მომაშტერდა.
ლუკა ჰქვია
და სელიმამ
დათაო?..
გაფაციცებით შემეკითხა.
ენა
ჩამივარდა,
მაგრამ
მარუდა ჩემს
პასუხს აღარ
დალოდებია,
ორიოდე ყლუპი
არაყი მოსვა,
წნილი
მიატანა და
ისევ
დაფიქრდა.
შემიძლია,
ხატზე
დავიფიცო,
ერთი საათი
გაუნძრევლად
იჯდა. მერე
მანიშნა,
მივდივართო,
და ბაზრისკენ
გავემართეთ.
კვირა დღე
იყო. ბაზარი
ფუთფუთებდა,
ჭრელი ბრბო
თხელ ტალახს
ზელავდა.
მარუდამ
შუადღემდე დუქნებში,
სახელოსნოებში,
საყასბოებში
იარა, ვიღაცეებთან
ისაუბრა და
იჩურჩულა.
თვითონ სადგომში
შედიოდა, მე
კარში მტოვებდა.
ვერაფერი
გავიგე, რას
საქმიანობდა, მაგრამ
ცუდი
წინაგრძნობა
მქონდა და
უგუნებოდ
ვიყავი. ბოლოს
სელიმასთან
შევიდა, იმ
კასრით
ვაჭართან,
ლუკამ ფული
რომ წაართვა
და მაჰმუდს
რომ დაუბრუნა.
იქ კარგა ხანს
იყო. მერე ერთად
გამოვიდნენ,
დუქნის
კარებთანაც
იჩურჩულეს.
ნათლად
დავინახე,
სელიმას
რაღაცის შიში
ჰქონდა.
ჰასანა არ
დაგინახავს?
მკითხა
მარუდამ, როცა
სელიმა
დუქანში
შებრუნდა.
ქვევით
ჩაიარა.
ჰასანა ჩვენი
ბაზრის
გოროდოვოი
იყო. ყოველი მედუქნე,
მუდმივი
მოვაჭრე,
დალალი თუ
ჩარჩი ყოველდღიურ
ქრთამს
უხდიდა
ჰასანას.
წუწკი იყო,
ოღონდ მიეცა
ვისმე და
შაურიანსაც
აიღებდა. როცა
მაგიდა
გვედგა და
ვთამაშობდით,
ჰასანა-გოროდოვოისთვის
ჩემს ბატონს
ყოველდღიური
ჯამაგირი
ჰქონდა
დანიშნული.
გამოვუდექით.
მსხვილფეხა
საქონლის
სავაჭროზე
მივაგენით,
ბოშებს
ედავებოდა, ეგ
ცხენი მოპარულიაო.
დავიცადეთ,
ბოშამ
ჰასანა-გოროდოვოის
მაზარის
ჯიბეში
ათშაურიანი
ჩაუგდო.
ჰასანა დაცხრა,
იქაურობას
გამოეცალა.
საქმე მაქვს!
ჩაულაპარაკა
ჩემმა
ბატონმა.
განზე
გადგნენ.
კაცია
დასაჭერი,
უთხრა
მარუდამ.
რა კაცია?
არის. კაცია.
რა დააშავა?
რა შენი
საქმეა!
დაიჭირე,
უბანში
მიიყვანე,
გყავდეს, სანამ
პოლიცმეისტერს
მოვიყვან. რა
ეღირება.
შეველიხინს?
შეველიხინს
დღეს შენთვის
არა სცალია.
ეგ შენი
საქმე არ
არის.
მოვიყვან. რა
ეღირება?
იმ კაცს
იარაღი აქვს?
იკითხა
ჰასანა-გოროდოვოიმ.
მგონი, ზედ არ
უნდა ჰქონდეს,
მაგრამ მარტო
შენ ვერ
დაიჭერ.
კიდეე
ორი-სამი
კაცია საჭირო!
ეგეთი ვინ
არის!..
ორი-სამი
პოლიციელი...
ისინიც საქმეში
გავლენ!
გაგეხარდა?!
ჩამოგიჩხრიალე,
ეგ არის.
უფასოდ არ
ამოვლენ.
რა
დამიჯდება...
სამი
პოლიციელი?
თითო სამი
მანეთი.
ცხრა მანეთი?
შეიცხადა
ჩემმა
ბატონმა.
თუმანი.
მანეთისაც
არაყი და
მისაჭმელი
უნდა.
შენა?
მე?
ჰასანა-გოროდოვოი
დაფიქრდა. მე
ხუთი მანეთი.
ვითომ რათაო?
შენმა თავის
გახეთქვამ,
გოროდოვოი
პოლიციელზე
ძვირად
იყიდება?
არ გინდა?..
წადი,
გაიარ-გამოიარე,
მერე მოდი. ახლა
თხუთმეტი
მანეთი უნდა,
მერე ხუთი
თუმანი დაგიჯდება!
ეგ იმისთანა
საქმე ჩანს...
არა არა!
ჰასანა-გოროდოვოიმ
პირი იბრუნა.
მარუდამ მკლავში
ხელი სტაცა,
გააჩერა.
ყაბული
მაქვს,
დაიჭირე,
მიიყვანე,
ფული მერე.
ჰასანამ
ჩაიცინა, ვერ
მოგართვიო.
მეტი გზა ადარ
იყო, მარუდამ
ფული ამოიღო..
აჰა!.. ხუთიც
მერე.
ჰასანამ
მიიხედ-მოიხედა,
ვიღაცას
შეუღრინა, აქ
ხუ დგეხარ,
გაიარეო.
ამასობაში
მარუდამ თუმნიანი
ჯიბეში
ჩაუგდო.
ჰასანამ ხელი
ჩააცურა, ოქრო
მოსინჯა.
ვინ არის, სად
არის?
ჯერ
პოლიციელები
მოიყვანე.
ბაზრის
საპოლიციო
უბნისკენ
წავედით. ხუთი
წუთის შემდეგ
ჰასანა-გოროდოვოიმ
უბნიდან სამი
პოლიციელი
გამოიყვანა.
ჰასანა და
მარუდა წინ
მიდიოდნენ,
ხმადაბლა ბწობდნენ,
არ მესმოდა,
რაზე. მერე,
გზადაგზა ჰასანამ
და
პოლიციელებმაც
ისაუბრეს.
მარუდა და მე
მეხანჯლეების
დუქნებთან
გავჩერდით.
ჰასანა
პოლიციელებს
გაუძღვა.
ყველანი
ერთად პაპჩუკის
სამიკიტნოში
შეცვივდნენ.
ცოტა ხანი გავიდა,
გამოვიდნენ.
ჩემი ლუკა
ხელებშეკრული
გამოიყვანეს
და საპოლიციო
უბნისკენ
წაიყვანეს.
მარუდამ
ხელები
სიხარულით
გადაიფშვნიტა,
პოლიციელებს
თვალი
მიაყოლა და
მითხრა:
ფული
ნაშოვნია!
ათასი
მანეთი...
ნაკლებს არ დავჯერდები.
დაფიქრდა და
დასძინა: თუ
ათასი მანეთი
დავტყუე, ხუთ
თუმანს შენ
გაჩუქებ.
გეკუთვნის.
შენ რომ არა,
ამ საქმეს ვერ
მოვხარშავდი.
ახლა ისა
თქვი,
პოლიცმეისტერი
რანაირად
ვინახულო.
კვირა დღეა.
მიმიშვებენ?..
წამო!
უნებლიეთ
გავყევი.
ერთხანს
ვცდილობდი, არ
ჩამოვრჩენილიყავი.
მერე მარუდა
ისე დამეკარგა,
ვერც კი
გავიგე. როცა
გავიგე, რომ
დამეკარგა,
არც ვცდილვარ,
დავწეოდი.
ვიდექი. ხან
ვინ გამკრავდა
მხარს, ხან
ვინ. ხან საით
მიმაგდებდნენ,
ხან საით.
გაბრუებული
ვიყავი.
ქვეყანა
სადღაც სხვაგან
და თავისთვიხ
იყო.
როგორ და
რანაირად,
ახლა აღარ
მახსოეს,
მაგრამ თავი
მექუდეებიხ
დუქანთან
ამოვყავი.
დუქანში
ყველაფერი ძველებურად
იყო. გედევანი
ყალმუხის
ტყავებს ჭრიდა,
ქარგლებს
აწვდიდა.
დუქნის
სიღრმიდან კამათლის
ჩხარუნი
ისმოდა.
ძია გედევან,
ლუკა
დაიჭირეხ,
ისე ვთქვი,
თითქოს
სასხვათაშორისო
რამ
მეცნობებინოს.
გედევანმა
დამათვალიერა,
მიმიხმო,
ყველაფერი
დაწვრილებით
გამომკითხა.
მერე ნარდს
მიუახლოვდა,
ახალი ამბავი
მოთამაშეებს
აცნობა.
ერთ-ერთი
მოთამაშე
მაჰმუდი იყო.
თავიდან
გამომკითხეს,
რაც მოხდა და
როგორც მოხდა.
ცოტა ხნით
სიჩუმე
ჩამოვარდა.
მეორე
მონარდემ
ჩაილაპარაკა:
სელიმას
თქმისა არ
იყოს, ქვეყნის
გასწორება უნდა
და ეგ არის!
ვეუბნებოდი,
მოეშვი
მარუდას, ავ
საქმეს დაგმართებს-მეთქი.
სულელი კაცია.
გააგორე!
გავაგორო?
აქაოდა,
ქვეყანა
შენისთანა
ნეხვით არის
სავსე, მზემაც
აღარ
გამოიხედოს?
მიუგო
მაჰმუდმა.
გავაგორო,
არა?
გაგორებული
არა ხარ!
რიგიანი
კაცის
ნამოქმედარის
განსჯა რა
შენი ქათმის
ტვინის
საქმეა.
დაიკარგე
აქედან!
მონარდემ
რაღაცის თქმა
დააპარა,
მაგრამ ხელი
ჩაიქნია და
დუქნიდან
გავიდა.
ისევ სიჩუმე
იყო. ყველა
ფიქრობდა და
როცა ამდენი
უფროსი კაცი
ლუკას ბედზე
დაფიქრებული
ვნახე, გული
მომეცა.
მაჰმუდმა
ჩაიცინა და
თქვა:
გამოდის, რომ
ჰასანა-გოროდოვოიმ
არ იცის, ვინ
დაიჭირა და
რისთვის
დაიჭირა!
შენი საქმე
არ არისო
მარუდამ ასე
უთხრა! დავაშველე
მე.
მარუდა
შეველიხინთან
ნავიდა?
შეველიხინთამ
წავიდა.
მარუდა
ამბობს კვირაა
და
მიმიშვებენო!
გასაგებია!
მარუდაო
ეძახე. როგორი
ხრიკი
მოუგონია!
მაჰმუდმა
ისევ ჩაიცინა
თითებს ტკაცანი
გააღებინა და
თქვა: ერთ
რამეს გავაკეთებ
შვილიშვილებს
სამარემდის
სიცილად გაჰყვეთ
და ეყოთ!
გედევანმა
მაჰმუდს
ფულები
გაუწოდა.
არ მინდა
მაგდენი არ
დასჭირდება!
ღიმილით უთხრა
მაჰმუდმა. ამ ჩვენს
ქვეყანაში
კანონი
ყველაზე იაფი
საქონელია.
მაზანდა ჭიქა
არაყიდან
იწყება, ათ
თუმანს ზევით
არ მიდის. ეს
ქვეყანა
იმისთვის
მიყვარს,
სიკეთე იაფი
ჯდება. ესე არ
იყოს, სხვა
ქვეყანაში
გადავსახლდებოდი.
მაჰმუდმა
ბაზრის
საპოლიციო
უბნისკენ
გასწია. მეც
ავედევნე.
პოლიციის
პირდაპირ,
გურიანოვის
სახლის
ღობესთან
გაჩერდა, იფიქრა
და მითხრა:
ეზოდან შედი.
რკინებიანი
სარკმელია.
საპოლიციო
უბანში
გადაიხედე,
ნახე, შიგ რა
ხდება.
სარკმელს
მივეპარე,
გადავიხედე,
იქაურობა კარგად
მოვათვალიერე
და ისევ
მაჰმუდთან
მივირბინე.
წინა ოთახში
სამი პოლიციელი
ზის. ორი
თვლემს, ერთი
წეკოს ეწევა.
უკანა ოთახში
ჰასანა-გოროდოვოი
მაგიდას უზის.
ლუკა მერხზეა
წამოწოლილი.
სხვა არავინ
არის.
ახლა შიგ
შედი, ჰასანას
უთხარი, გარეთ
მაჰმუდი
გელოდება,
გადაუდებელი
საქმე აქვს,
გამოდი-თქო!
ჩუმად უთხარი.
საპოლიციო
უბანში
შევედი,
პოლიციელებს
ჩავუარე,
დანაბარები ჰასანა-გოროდოვოის
გადავეცი.
ჰასანამ
ყურები
ცქვიტა:
წადი, მოვალ.
გარეთ
გამოვედი,
მაჰმუდს
მივაძახე,
ახლავე გამოვა-მეთქი,
გურიანოვის
ღობეზე
გადავხტი და
ჩავიმალე.
ჰასანა
მოვიდა.
რა გინდა?
იმ კაცის
გამოშვება რა
ეღირება?
ჰკითხა
მაჰმუდმა.
რომელი
კაცის
გამოშვებაო,
რაებს
ლაპარაკობ?
წყნარად!
რომელიც
მარუდასთვის
დაიჭირე.
ჰასანა-გოროდოვოიმ
მაჰმუდს
თვალი თვალში
გაუყარა.
მაჰმუდმა
სხვათა შორის
აცნობა:
გუშინ
შეველიხინმა
მკითხა,
ბასტანოვისგან
მოპარული
სამი ცხენის
ასავალ-დასავალი
ხომ არ იციო?
მომპარავს
ჯანი
გავარდეს,
ოღონდ გამიგე
რამე და საკუთარი
ფულით
გამოვისყიდიო.
რა უთხარი?
ჰკითხა
ჰასანამ
გაფაციცებით,
მაგრამ თავს
უცბადვე
დაეუფლა და...
დაამთქნარა.
არაფერი
ვიცი, თუ
გავიგე რამე,
გეტყვი-მეთქი.
იმას ხომ არ
ვეტყოდი,
შენმა
ჰასანა-გოროდოვოიმ
ქურდებს
წაართვა და
პაშკოვსკაიაში
მიწის მზომელ ინჟინერს
შვიდ-შვიდ
თუმნად
მიჰყიდა-მეთქი!
შესცინა
მაჰმუდმა.
შენ და ჩემი
უფროსი
ძალიან
დაძმაკაცდით!
ეს იმის
შემდეგ მოხდა,
ბოქაულის
ადგილის
გაყიდვაში
რომ დაეხმარე?
ჰასანა-გოროდოვოიმ
თავი
საყვედურით
გადაიქნია. - შე
კაი კაცო, და
კაი კაცის
შვილო,
სამოცდათხუთმეტი
თუმანი
გაშოკოვს
ბოქაულობაში
გამოართვი და
შეველიხინი
ოცდახუთ
თუმანზე
გადაატარე,
ნამუსი აღარ
არის?
ეგ მე და
შეველიხინმა
ვიცით. არ
შეიძლება, შენი
ტურტლიანი
სიფათი წესიერი
ხალხის
საქმეში არ
წაჰყო? თქვი,
რა ეღირება,
და მოვრჩეთ!
იმ კაცის
გაშვება არ
იქნება!
მოკლედ
მოუჭრა გოროდოვოი
.
ვითომ რათაო?
მარუდამ
შეველიხინი
უნდა
მოიყვანოს!
კაცი აქ არ
დავახვედრო,
არ იქნება.
შენც ადექი
და სხვა
დაახვედრე.
ვინ სხვა დავახვედრო?
ხალხის მეტი
რა არის, ნახე,
რამდენი
დადის! თქვა
მაჰმუდმა და
ჯიბიდან
ოცდახუთმანეთიანი
ქაღალდი
ამოაცურა.
ჰასანა-გოროდოვოიმ
ფულს თვალი
სტაცა, განზე გაიხედა.
აღმა ვიღაც
მთვრალი
კაზაკი
მილასლასებდა,
იმ კაზაკს
გასძახა, აქ
მოდიო!
კაზაკმა
იფიქრა,
ალბათ, სხვას
ვისმე
ეძახიანო,
მაგრამ
ჰასანამ
ბრძანება
გაუმეორა.
კაზაკი
მოვიდა.
რა გვარი ხარ?
ჩერტკოვი.
წადი.
რატომ
გაუშვი!
უსაყვედურა
მაჰმუდმა.
ჩერტკოვის
ძმისწულია,
ვერ იცანი.
ჩერტკოვი
ვინ ოხერია.
იასაული.
იყვირებს, რა
გინდათ, რა დამიშავებიაო!
ყველა
იყვირებს.
გიჟი ვინ
არის,
გაჩუმდეს. შენც
ისეთი კაცი
იშოვნე, რომ
არ იყვიროს.
მაშ ფულს რაში
გაძლევ?
ახლა ძებნის
დრო არა
მაქვს.
შეველიხინს
ველი. წადი,
შენ თვითონ
იშოვნე და
მოიყვანე.
ისეთი იყოს,
არ იყვიროს!
ჰასანა-გოროდოვოიმ
ხელი ოცდახუთმანეთიანისკენ
წაიღო.
კაციც მე
ვიშოვო,
ოცდახუთიანიც
მოგცე მინისტრის
ფასს იდებ?
ჰასანა-გოროდოვოის
გუნება
წაუხდა.
აჰა
გამომართვი
და თუმანი
ხურდა მომე!
უბრძანამაჰმუდმა.
დროზე!
ჰასანამ
ზანტად,
ძალისძალად
ამოიდო
თუმნაანი
ოქრო, მაჰმუდს
ოცდახუთმანეთიანში
გაუცვალა,
თავისი
ხაბრძანებლისკენ
გაბრუნდა და
ფეხის
ქირასავით
დაუგდო:
მიდი, კაცი
მოიყვანე.
მოიცა მოიცა!
მიაძახა
მაჰმუდმა.
ჰასანა-გოროდოვოი
შეჩერდა.
მაჰმუდი
რაღაცას
ფიქრობდა, იდგა,
შუბლზე ხელხ
ისვამდა.
ჰა, დროზე!
დაიძახა
ჰასანამ.
მე წამოვალ!
ბადაწყვიტა
თავისი
საფიქრალი
მაჰმუდმა.
ჰასაჩა
დაიბჩა, მერე
რაღაცის თქმა
მოინდომა, მაგრამ
მაჰმუდმა არ
დააცადა,
მკლავში ხელი
გაუყარა და
საპოლიციო
უბანში
შევიდნენ.
ცოტა
მოვიცადე,
საფარიდაწ
ამოვძვერი.
ლოდინი არ
დამჭირვებია.
ლუკა მალე
გამოვიდა.
დამინახა და
გამიღიმა.
დაწვრილებით
გამომკითხა, რაც
ვიცოდი, თავში
წკიპურტი
წამკრა და
ბაზრისკენ
წავიდა.
ეზოში შევედი.
საპოლიციო
უბანში
გადავიხედე.
მაჰმუდი იმ
მერხზე
მოკალათებულიყო,
სადაც ლუკა
იწვა.
ჰასანა-გოროდოვოი
კვლავინდებურად
მაგიდას უჯდა,
დავთარში
იქექებოდა.
წინა ოთახში
პოლიციელები
თვლემდნენ
კალთებში
სამთავეს
ერთნაირი,
შუაზე
გადაშლილი წიგნები
ედოთ და
თვლემდნენ.
პოლიცმეისტერ
შეველიხინის
ეტლის ხმა ჯერ
კიდევ ნიავის
ქიქინივით
ისმოდა, როცა
ჰასანა-გოროდოვოი
ზეზე
წამოიჭრა,
მთვლემარე
პოლიციელებს
დააცხრა და
მუჯლუგუნებით
დააღვიძა.
მაჰმუდმა
შემოსასვლელ
კარს ზურგი
შეუქცია, თავი
მოიმძინარა.
პოლიციელებმა
მუნდირები
მიისწორ-მოისწორეს,
ულვაშები
გადაიგრიხეს,
მერხზე
ჩამოსხდნენ,
სამთავემ
წიგნებში
წაყვეს
ცხვირები და
დიდი გულმოდგინებით
შეუდგნენ
ბუტბუტს.
ეტლი
საპოლიციო
უბნის წინ
დადგა,
გახურებულმა,
ხაზინის
ქერით ნასუქმა
ცხენებმა
ქვაფენილს
ფლოქვი
დაუშინეს.
პოლიცმეისტერი
ეტლიდან
ჩამოხტა.
საპოლიციო
უბანში
ჰასანა-გოროდოვოის
ყურადღებისა
და სმენის
ბრძანება
გაისმა.
პოლიცმეისტერმა
ზღურბლს
გადმოაბიჯა.
მარუდა
ფეხაკრეფით
შემოჰყვა.
ჰასანა-გოროდოვოი
უმალ
გამოეჭიმა,
უპატაკა, ერთი
კიდევ
დაიღრიალა,
თავისუფლადაო,
და შუბლზე აშვერილი
ხელი ძირს
ჩამოიღო.
რასა იქმთ,
არწივებო!
მოიკითხა
შეველიხინმა
ნამძინარევი
პოლიციელები.
პოლიციელებმა
თავის უფროსს
ერთხმად
მოახსენეს,
რომ მეფესა და
მამულს
ემსახურებიან.
ამის შემდეგ
შეველიხინი
პოლიციელების
ხელებში
ჩაკვეხებული
წიგნებით
დაინტერესდა,
გაიგო, რომ
მისი
ხელქვეითები
თავისუფალ
დროს
სახარების
კითხვახ
ანდომებენ,
მეცადინეობა
მოუწონა და
სახელდახელოდ
მცირე გამოცდაც
ჩაუტარა.
ერთმა
პოლიციელმა
მის კეთილშობილებას
ჩაუბულბულა,
არა კაც
ჰკლაო.
მეორემ, არა
იმრუშოო.
მესამემ,
გიყვარდეს
მოყვასი
შენიო... სანამ შეველიხინი
ამ საქმით იყო
გართული,
მარუდა ცდილობდა,
სკამზე
წამოწოლილი
კაცი
შეეთვალიერებინა,
მაგრამ
პოლიციელების
განსწავლულობით
აღტაცებული
კეთილშობილება
აქეთ-იქით ირხეოდა
და მარუდას
ხელხ უშლიდა.
შეველიხინი
თავის
მრევლთან
საუბარს
მორჩა, ჰასანა-გოროდოვოის
სამფლობელოში
შემოვიდა. რა
თქმა უნდა,
ჰასანა და
მარუდაც
შემოჰყვნენ.
პოლიცმეისტერმა
მარუდას
თვალი
გაუსწორა. მარუდამ
ზურგშექცევით
მწოლარე
მაჰმუდზე მიანიშნა
და კეთილშობილებამ
ამხელა
იყვირა,
აეთრიეო, რომ
იმპერატორის
პორტრეტმა
კინაღამ
იატაკზე
დაიტანა რიალი.
მაჰმუდი ჯერ
გაიზმორა,
მერე ზანტად
გადმობრუნდა,
შემოსული
ხალხი
ერთხანს
წოლელამ ათვალიერა
და ნელა
წამოდგა.
სალამი,
თქვენო
კეთილშობილებავ!
მიესალმა მაჰმუდი
პოლიცმეისტერს.
მოსიე
ჟამბეკოვი!..
ჩაილაპარაკა
გაოცებულმა
შეველიხინმა
და ხარხარი
აუვარდა.
პოლიცმეისტერი
დიდხანს და
როყიოდ
ხარხარებდა.
ჰასანა-გოროდოვოი
მლიქვნელურად
იღიმებოდა.
მაგრამ
ყურები
თაგვნაყნოს
კატასავით
ჰქონდა
იცოდა, ეს
ამბავი
ხარხარში არ
ჩაივლიდა. მარუდა
ქუთუთოებს
აფახულებდა.
პოლიციელებიც
დიდი
მოცადეობით
ხვიხვინებდნენ.
მარტო მაჰმუდი
იყო მშვიდად
და იქაურობას
აუმღერევლად
ათვალიერებდა.
შეველიხინმა
ხარხარი შუა
გზაზე
შეწყვიტა და
მარუდახ
მიაჩერდა.
საპოლიციო
უბანი მდუმარებამ
მოიცვა.
ეს ის არ არის...
ჩაიჩიფჩიფა
მარუდამ.
ჰმ, მაშ, ეს ის
არ არას, ჰა?!
შეველიხინი
ისევ ახარხარდა.
როცა
ხარხარით
გული იჯერა,
მაჰმუდისკენ
ორიოდე
ნაბიჯი
წასდგა და
ჰკითხა:
მოსიე
ჟამბეკოვ,
რატოვ ხართ
აქ?
რატომ ვარ აქ?
აი, ეს
პირუტყვი,
მაჰმუდმა
ჰასანა-გოროდოვოიზე
მიათითა,
სამი
პოლიციელის
თანხლებით
პაპჩუკის დაწესებულებაში
შემომივარდა
და
დამაპატიმრა!
რა
საფუძველზე?!
შეუღრანა
შეველიხინმა
ჰასანა-გოროდოვოის.
ჰასანას ენა
დაება, მაგრამ
თავს დაეუფლა
და მიუგო:
თქვენო
კეთილშობილებავ,
აი, ამ
იდიოტის დასმენის
საფუძველზე!
იდიოტი ჩემი
ბატონი
გახლდათ. ასე
მითხრა, ის ორი
ცხვარი, გუშინ
ყაბარდოელებს
რომ დაეკარგათ,
ამისი
მოპარულიაო.
დააპატიმრე
და მოწმეებს
ახლავე
მოგიყვანო...
ამის თქმა
იყო,
შეველიხინმა
ჰასანა-გოროდოვოის
ისეთი სილა
გააწნა, რომ
მექუდე
გედევანი მეორე
დღეს იფიცებოდა,
ლაწანი
დუქანში
გავიგონეო.
რეგვენო!
დაიღრიალა
შეველიხინმა.
მარუდამ,
ყოველ
შემთხვევისთვის,
რამდენიმე ნაბიჯით
განზე გაიწია.
თქვენო
კეთილშობილებავ!
დაუყოვნებლივ
აღშფოთდა
მაჰმუდი.
ასეთი
შეურაცხყოფა?!
ორი ცხვარიო...
მე ორი ცხვრის
კაცი ვარ? ხომ
მოგეხსენებათ...
არმავირში
ორთქლმავლის
ტენდერი
დაკარგულა,
ბაქოში
აქლემების
ქარავანი
ტვირთიანად
მოუპარავთ.
ორი ცხვარი!
სირცხვილი არ
არის?
დიახ, თქვენო
კეთილშობილებავ,
ორიო! გაიმეორა
ჰასანა-გოროდოვოიმ.
რა ორი?
ორი ცხვარიო,
ასე მითხრა
ამან. ჰასანამ
ისე კარგად
მოისულელა
თავი, რომ
შემეცოდა
კიდეც.
შეველიხინმა
ხელები
აღაპყრო:
უფალო შენ
დაიფარე
ჩვენი
იმპერატორი!
რა უნდა ქნას
ბრძენმა
მეფემ, როცა
ასეთი
რეგვენი ქვეშევრდომები
ჰყავს!
თქვენოუდიდებულესობავ,
პოლიცმეისტერმა
იმპერატორის
პორტრეტს შეჰღაღადა,
ესოდენ
უღირსი
ქვეშევრდომების
მეფედ ყოფნა?!
საბრალო
მამავ და
პატრონო
ჩვენო!
ჰასანა-გოროდოვოის
ხელები გულზე
მოწიწებით
დაეკრიფა,
სახეზე
განუზომელი
თანაგრძნობა
და ჭმუნვა
გამოხატოდა
და, ვფიცავ
ადამიანობას,
თვალებიდან
ცრემლი
სდიოდა.
კმარა!
შეველიხინი
პრაქტიკულ
საქმიანობაზე
გადავიდა,
მარუდას
ხელისგული
გაუშვირა.
ჩემმა
ბატონმა
გამოწვდილ
ხელში
ქაღალდების
ფულების
მოზრდილი
დასტა ჩაუდო.
ეს ის ათასი მანეთი
იყო,
რომლიდანაც
მარუდა ხუთ
თუმანს საჩუქრად
შემპირდა.
თქვენო
კეთილშობილებავ,
მიმართა
მაჰმუდმა შეველიხინს.
ამ
პირუტყვმა
რატომღაც
ოცდახუთი მანეთითაც
დამაჯარიმა!
დაუბრუნე!
დაუსისინა
შეველიხინმა
ჰასანას.
ჰასანა-გოროდოვოი
ასეთ
თავხედობას
აღარ მოელოდა,
პროტესტი
დააპირა,
მაგრამ
მაჰმუდმა არ
დააცადა,
პოლიცმეისტერთან
საუბარი
განარგძო:
თქვენო
კეთილშობილებავ,
ბასტანოვის
სამი ცხენის
თაობაზე რომ იკითხეთ...
პოლიცმეისტერმა
ყურები
ცქვიტა,
სმენად იქცა.
ჰასანა-გოროდოვოიმ
ოცდახუთმანეთიანი
მყისვე
დააძრო და
მაჰმუდს
საჩქაროდ
მიაჩეჩა.
დღეს
ამბობდნენ,
ბასტანოვს
თავისი
ცხენები უპოვნიაო!
თქვა
მაჰმუდმა და
ჰასანა-გოროდოვოისგან
სარგებლით
დაბრუნებული
ფული ჯიბეში
დინჯად ჩაიდო.
პოლიცმეისტერს
ცხენების
პოვნის
ვერსიამ სიხარული
მოჰგვარა,
აქვე
ჰასანა-გოროდოვოის
და
პოლიციელებს
მიუბრუნდა,
მარუდაზე
მიუთითა,
თხუთმეტი
როზგიო,
ბრძანა,
მაჰმუდი
ეტლში ჩაისვა
და
წარახრახდა.
ჩემს ბატონს
საპოლიციო
უბნის ეზოში
შარვალი
ჩააძრეს,
დააწვინეს და
უღმერთოდ
სცემეს.
ყველაზე
მეტად
ჰასანა-გოროდოვოი
ცდილობდა.
შინ მივედი.
ლუკა აღარსად
იყო. მაგიდაზე
თუმნიანი
დაეტოვებინა
და წასულიყო.
ბაზრამდე სულ
ტირილ-ტირილით
ვირბინე,
იქნებ სადმე
ვნახო-მეთქი,
იმედი მქონდა.
ბინდდებოდა,
მარტო
მეკასრე
სელიმასღა
მივასწარი და
ლუკა ვკითხე.
ლუკა?
მიპასუხა
სელიმამ.
ლუკამ ეს
ქვეყანა უკვე
გაასწორა.
ეხლა სხვა
ქვეყნის
გასასწორებლად
წავიდა.
დიდი ხნის
ძებნამ
არაფერი
მომცა და
ნელ-ნელა მიმავიწყდა
კაცი,
რომელმაც
ბავშვობაშივე
მოახდინა
ჩემზე
კეთილისმყოფელი
გავლენა და
ვის
ხსოვნასაც
დღემდე
უღრმესი
პატივისცემის
გრძნობით
ვინახავ.
რამდენიმე
წლის შემდეგ
მე და ჩემმა
ძმამ სახლ-კარი
გავყიდეთ,
დონის
როსტოვში
გადავსახლდით.
იქ
ნათესავები
გვყავდა.
სასტუმროში
შიკრიკად
დავდექი. მერე
იქვე, რესტორანში,
მსახურად
დამაყენეს.
ერთი სიტყვით,
კაი ხანი იყო
გასული, რაც
ლუკა აღარ
მენახა და
ბედისწერამ,
ის მუშტრის,
და მე
მსახურის
როლში
შეგვახვედრა.
წინადღეს ჩვენს
სასტუმროში
გაჩერებულიყო,
ხვალ ისევ გამგზავრებას
აპირებდა.
შეხვედრამ
ორივე ძალიან
გაგვახარა.
მუშაობის
შემდეგ
ნომერში
ვესტუმრე,
უხვი ვახშამი
მივიტანე.
ბევრი
ვისაუბრეთ,
ჩვენი ამბები
მოვიგონეთ,
ვიცინეთ და
ვიმხიარულეთ.
წამოსვლის
წინ ლუკამ
მითხრა:
დრო გავიდა
და სასაცილოა
ახლა ის
ყველაფერი.
იფიქროს
კაცმა და რა
აზრს
გამოიტანს, თუ
იცი? რას და,
მარუდა
ბაზარზე
წლობით
ატყუებდა და
ატყავებდა ხალხს
ხომ ასეა?
ასეა.
რაც
გავაკეთე მე,
თითქოს,
ჩემთვის
უცნობი ხალხის
სიბრალულით
გავაკეთე
მოვაშლევინე
მარუდას მისი
ოინბაზობა. რა
გამოვიდა
მერე აქედან?
აგერ გეტყვი:
მარუდას
საქმე, ბატები
რომ ვერ
გამოისყიდა
და რაც
გააჩნდა, ის
ფულიც რომ
დაკარგა, ვერ
იქნა და ვერ
გამოსწორდა.
დარდმა
გაალოთა
მარუდა, პაშკოვსკაიაში
დარდით და
ლოთობით
მოკვდა. ეს ერთი.
შენ
შემოსავალი
დაკარგე და
სად და როგორ
დაეხეტებოდით
ორივე ძმა
მშიერ-მწყურვალები
ბევრი
ვიფიქრე მერე
ამაზე. ეს ორი.
ჰასანა-გოროდოვოი
რომ
სამსახურიდან
გააგდეს, იცი
შენ და ეს
სამი.
გედევანი
მთელი
წელიწადი ჟანდარმერიაში
დაყავდათ,
გააწვალეს. ეს
ოთხი, და
მაჰმუდმა იმ
ოინისთვის
ექვსი თვე
ციხეში რომ
გაატარა,
გაიგებდი
ამასაც. ეს
ხუთი. ახლა,
მთავარი რაა
თუ იცი? ხალხს,
ჩანს, არ უნდა
ისე ცხოვრება,
ვინმემ თუ არ
დაჩაგრა, მოატყუა
და გაატყავა.
თქვენს
ბაზარზე
მარუდას თამაში
რომ მოისპო,
გრიშკა
პიმენოვმა
დაუწყო ხალხს
გატყავება
სამი კარტის
თამაშით: არ
გამოვიდა
ჩემი
მოქმედებიდან
არაფერი. არ
გამოვიდა კი
არა, რამდენი
ცუდი საქმე
ჩამოვთვალეთ?!
წაკითხულიც
მაქვს
ბევრგან და
კიდეც ვნახე ზოგიერთი
კაცები, ასე
რომ ამბობენ: ვინმეს
გასაჭირს ან
ცუდ საქმეს თუ
დაინახავ, გულმა
როგორც
გითხრას, ისე
მოიქეცი და ის
შენი
საქციელიც
რასაც
მოიტანს, მისი
უკმაყოფილო
ნუ იქნებიო.
შეიძლება,
ასეც იყოს,
მაგრამ ისიც
საფიქრალია,
რომ იქნებ არ
ღირდეს
ადამიანის
მოდგმა წესიერი
კაცის
ზრუნვად და
არც ქვეყნის
არეულ-დარეულ
საქმეებში
ჩარევა. ვინ
იცის?.. რასაც
ვლაპარაკობ,
დაიხსომე ეს,
მაგრამ იცოდე,
თვითონ არ
ვიცი,
სიმართლე
რაშია და
სადაა. ფიქრი
და გამოცდილება
სჭირია ამას.
ერთმანეთს
დავემშვიდობეთ
და აღარც
მეგონა თუ
როდისმე ვნახავდი.
განგებამ
თბილისის
საგუბერნიო
ციხეში ისევ
შეგვახვედრა
მრავალი წლის
შემდეგ. ამაზე
როდისმე
სხვა დროს
იყოს.