გრაფი სეგედი
...
მარტოხელა
კაცს, რა თქმა
უნდა,
გამიხარდებოდა
მისი მოსვლა.
მცირედი
საუბრის
შემდეგ საკმაოდ
ვრცელი
წერილი
გადმომცა, –
წაიკითხეო. ეპისტოლე
მისთვის მის
ნათლულს,
ვინმე მუშნი
ზარანდიას
გამოეგზავნა,
სამეგრელოში
აქციზის
ჩინოვნიკად
ყოფილიყო.
წერილი მთავრდებოდა
ავტორის
აღიარებით,
რომ მის შეთხზვას
სრული
წელიწადი
მოანდომა. იქ
მოყვანილი
მსჯელობა,
მართლაც,
დახვეწილად
და დამაჯერებლად
გამოიყურებოდა.
აქციზის
ჩინოვნიკი
თავის
ნათლიას
დაახლოებით
შემდეგს
უმტკიცებდა:
კაცობრიობის
ისტორია
შედგება
იმისგან, რომ კონკრეტული
პიროვნებები
თუ ადამიანთა
მეტ-ნაკლებად
მრავალრიცხოვანი
ჯგუფები
უმტკიცებდნენ
დანარჩენ
კაცობრიობას,
– ჩვენს მიერ
მოთავაზებული
ცხოვრებისა
და რწმენის
სახე ემჯობინება
იმ
ცხოვრებასა
და რწმენას,
რომელიც თქვენ
ამჟამად
გაგაჩნიათო.
ერთი მხრივ,
მატერიალური
პროგრესის
მარადისი
წყურვილის,
მეორე მხრივ,
დაუოკებელი
ცნობისმოყვარეობის
და ახლის ძიების
ციებ-ცხელების
და კიდევ
მრავალი
ფაქტორის
არსებობის
გამო
ადამიანთა
მასები ახალ პრინციპებს
ეზიარებოდნენ
და იწყებდნენ
ახალ
ცხოვრებას
ახალი
რწმენით.
ასეთი
გარდატეხების
შედეგად
ადამიანები,
ვთქვათ, კავით
აღარ
იჩიჩქნებოდნენ
მიწაში და
რკინის
გუთნით ხვნას
იწყებდნენ,
ტყავებით
აღარ
იფარავდნენ
სარცხვინელს და
სელის თუ
მაუდის
სამოსლის
ხმარებაზე
გადადიოდნენ,
კერპებს აღარ
ეთაყვანებოდნენ
და ლამაზად
დახატულ
ხატებზე
ლოცულობდნენ,
მაგრამ
მსოფლიო,
საკაცობრიო
სევდასა და
უბედურებას,
განსაცდელსა
და ვარამს
დაუკმაყოფილებლობისა
და გაუმაძღრობის
იგივე ნიშანი
ახლდა,
როგორიც კავის,
ბარის, ქვის
იარაღისა თუ
კბილ-ბრჭყალის
ხანაში.
იცვლებოდა
ყველაფერი,
გარდა სულიერი
წყურვილისა,
ანუ თვითონ
ადამიანისა.
გამოდის, რომ ერთი
სოციალური
სისტემის
მეორით
შეცვლა, თავისთავად,
რაიმე
გამართლებას
მოკლვბულია. ეს,
რა თქმა უნდა,
საუცხოოდ
იციან იმ
კონკრეტულმა
პიროვნებებმა,
თუ ადამიანთა
ჯგუფებმა, რომელნიც
ახლის
მომთავაზებელთა
და მქადაგებელთა
ფუნქციას
კისრულობენ.
მათი რწმენა, –
არც მეტი, არც
ნაკლები, –
ანგარებით
არის
გაპირობებული,
თუმცა ყოველ
მოძრაობას
ფანატიკოსთა
საკუთარი
არმიებიც
ჰყავს.
ჩვენს
ერაში ძველს,
როგორი
მომპალ-მოფამფალებულიც
უნდა იყოს
იგი, მტრის,
ანუ ახლის
მოგერიების
სავსებით
სრულყოფილი
საშუალებები
გააჩნია.
ამიტომ
ძველის დამხობა
მხოლოდ
ძალმომრეობით,
სისხლის ღვრით
თუ შეიძლება.
უნდა
გაუბედურდნენ
მილიონები,
დატრიალდეს
კვლა,
ბოროტება და
ყოველივე ეს
იმისთვის, რომ
ადამიანი
თავისმა
ვარამმა, დაუკმაყოფილებლობამ
და
გაუმაძღრობამ
უწინდებურად,
და იქნებ უფრო
მეტადაც,
ტანჯოს, რაც არამცთუ
საღ გონებასა
და აზრს არის
მოკლებული,
არამედ
სიკეთისა და
სათნოების
პრინციპებსაც
ეწინააღმდეგება.
ყველა
წესიერი კაცი
მოვალეა, ებრძოლოს
ამას, რადგან
ასვთი ბრძოლა
ადამიანთა
ბედნიერებისათვის
ბრძოლაა.
ამის შემდეგ
თავად გრიგოლ
ფაღავას
ნათლული მსჯელობდა
ახლისა და
ძველის
შეტაკების
პროცესში
გონიერი და
სათნო
ადამიანის
დანიშნულებასა
და ადგილზე.
მსჯელობა
ასეთი
დასკვნით
გვირგვინდებოდა:
როდესაც
ახალი
ძალმომრეობა
ძველი
ძალმომრეობის
წინააღმდეგ
იბრძვის,
წესიერი კაცი
ძველ ძალმომრეობას
უნდა
მიემხროს,
რადგან
არავითარ საჭიროებას
არ
წარმოადგენს,
მიემხრო იმას,
რაც
არსებითად
ვერ
გააუკეთესებს
ადამიანს, მაგრამ
მოიტანს ახალ
უბედურებებს,
კვლას და ათასგვარ
ბოროტებას
მაშინ,
როდესაც
ძველიც თავსაყრელიაო.
მსჯელობის
დასასრულს
ნათლული
ნათლიას არწმუნებდა,
რომ აქციზში
სამსახურის
ხუთი წლის მანძილზე
არაფრით არ
მიუყენებია
ჩრდილი თავისი
კარიერისთვის,
რომ ეს
გარემოება
სამსახურებრივ
მოვალეობათა
მიმართ
ასკეტური დამოკიდებულებით
კი არ
აიხსნებოდა,
არამედ მისი
სულიერი
ღირსებების
პროდუქტი იყო
და რომ მისი
ნიჭი, ზნეობა
და
შესაძლებლობები
უფრო მნიშვნელოვან
სამსახურს
მოითხოვდნენ.
მუშნი ზარანდიას
საიდანღაც
გაეგო, მე და
მისი ნათლია
რომ მეგობრები
ვიყავით,
უმორჩილესად
სთხოვდა მისთვის
ჟანდარმერიის
უმდაბლესი
ჩინის გამოხერხებას
და პირობას
აძლევდა, რომ
თავისი
მუყაითობითა
და
ტახტისადმი
ერთგულებით
ხელმძღვანელობის
მადლობას
დაიმსახურებდა.
თვით მე სამი
ათეული წლის
მანძილზე
ვემსახურე
რომანოვთა
დინასტიას.
არსებულ
ხელისუფლებათა
წმიდათაწმიდა
საფუძვლების
დაცვის მრავალგვარი
მაგალითი და
სხვადასხვანაირი
პრინციპი იყო
ჩემთვის
ცნობილი
როგორც
ნანახიდან,
ისე
წაკითხულიდან,
მაგრამ მუშნი
ზარანდიას
ფილოსოფიამ
სხვა, ახალი
ტიპის
ერთგულქვეშევრდომი
დამანახვა და
თავად გიორგი
ფაღავას
თხოვნა
ერთგვარი
ცნობისმოყვარეობითა
და
ინტერესითაც
კი დავაკმაყოფილე.
ამგვარად,
მუშნი
ზარანდიამ,
დიაკვნის
შვილმა, ათას რვაას
ოთხმოცდაათ
წელს თავისი
ძირითადი კარიერა
ჟანდარმერიის
უმცროსი
ჩინიდან დაიწყო.
ამ
დროისათვის
დათა
თუთაშხია
ხუთი წლის გააბრაგებული
იყო.
მუშნი
ზარანდიამ
ჟანდარმერიაში
ოცდასამი წელი
იმსახურა და
ამ ხნის
განმავლობაში:
არც ერთი
ფიასკო, ხუთი
ორდენი, სამი
რიგს გარეშე
ჩინი,
პეტერბურგში
სამსახურის
პერიოდში
მისი
უდიდებულესობის
აუდიენცია
პირადი
საჩუქრით და
ჟანდარმერიის
პოლკოვნიკის
წოდება. თუნდ
რიგიანად
განათლებული,
მაგრამ
მდაბიო
წარმოშობის
კაცისთვის ეს
უპრეცედენტო
მოვლენა იყო.
ცხადია,
იღბლის
ელემენტი
ვერც ერთი საქმიდან
ვერ
გამოირიცხება,
მაგრამ მუშნი
ზარანდია,
ჩემი აზრით,
უმთავრესად,
საკუთარი
ტალანტის
წყალობით
დაწინაურდა.
ამ ძალზე
სხარტი გონების
კაცს მოქნილ,
ხალისიან
ხასიათთან ერთად,
საოცარი
სიფრთხილე და
გამჭრიახობა
ახასიათებდა.
თუ არ ვცდები,
პოლკოვნიკ
ზარანდიას მეტი
სამსახურში
წარმატებული
კაცი არ
შემხვედრია,
მოშურნეები
რომ არ
ჰყოლოდა.
მისმა უდიდებულესობამ,
მუშნი
ზარანდიას
ერთი დიდი სამსახურებრივი
გამარჯვების
გამო ინება,
ეთქვა,
ჟანდარმერიის
მაკედონელიაო.
ეს მეტსახელი
დაუმკვიდრდა
კიდეც. ბოლო
ექვსი წელი
ზარანდია
იმპერიის
ჟანდარმთა
შეფის
საიდუმლო
მოადგილედ იყო.
ამ ფრიად
მოკლე ხანში
იგი ერთ ისეთ
კაცად იქცა,
რომელთაც
პეტერბურგში
თითქმის
არავინ
იცნობდა და
სახელმწიფო
კი,
სახელდობრ,
მათ შრომასა
და ნიჭს
ემყარებოდა...