გრაფი სეგედი

 

აგვისტოს დასაწყისში დათა თუთაშხიამ ენგური აიარა, სვანეთში გადავიდა, მულახში გუჯეჯიანებთან სამი დღე დაჰყო. მეოთხე დღეს რიჟრაჟზე გზას გაუდგა. ღამე ზედ უღელტეხილზე გაათენა. მერე ბალყარეთში გადავიდა, ბაქსანის სათავეები და მიმდგომი ხეობები მოიარა; ძმადნაფიც აბრაგს ბილალ ზანკშის ეძებდა. ბილალის ნათესავებმა თუთაშხიას მეგზურად უმცროსი ბიძაშვილი გააყოლეს. ჩეგემის ხეობაში გადაიყვანეს, ძმადნაფიცს შეახვედრეს. აბრაგებმა სათქმელი თქვეს. ბილალმა ბიძაშვილი წაიყვანა, ჩეგემის ხეობას ბარისკენ ჩაჰყვა, სამი დღის შემდეგ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მუჰამედ გუტეს თავლებიდან გამოყვანილი და ლისკენის ტყეებში საიმედოდ გადამალული ულაყი დათას მოჰგვარა. თუთაშხიას ამ ულაყის მშვენება და სახელი გაგონილი ჰქონდა, მაგრამ ასეთს მაინც არაფერს მოელოდა. ისე მოეწონა, რომ ერთიანად აცახცახდა, მოახტა, იქამდე იჯირითა, სანამ თვითონაც გამოეცალა არაქათი და ცხენსაც.

ბილალი ისეთ ასაკში იყო, რომ ცხენი, მხედრის ხელოვნება, იარაღი, ჩუბინობა და შემართება თვით ღმერთის ღირსებებად მიაჩნდა.

უკვე ჭარმაგი, სახელგანთქმული აბრაგისა და კეთილშობილი ცხოველის ერთმთლიანობა ნახა, აღტაცებამ თუ სიამაყემ ყელში ცრემლი მოაბჯინა. როცა თუთაშხია ჩამოხტა, ბილალმა აღგზნებულსა და სახეგაბრწყინებულ ძმადნაფიცს სინანულით უთხრა:

– ამ ულაყზე ჯდომა ქვეყანაზე მხოლოდ შენ გეკუთვნის! ალლაჰსა ვფიცავ, დათა!

სახლში შევიდნენ, ნივრიან არაჟანში ჩამბალი ხამპალებით შენაყრდნენ, მოსასვენებლად წამოწვნენ. ბილალმა მოკრძალებით თქვა:

– სისუსტეში არ ჩამომართვა, უმცროსი ძმა ვარ, რაც არ გამეგება, უფლება მაქვს, გკითხო. ვისთვისაც ულაყი მიგყავს, შენი მტერია. სანამ ეგ კაცი გამოჩნდა, რამდენი წელიწადი გდიეს?! მაინც, როგორც გინდოდა, ისე დადიოდი. მაგან ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი დაგიხვედრა. ეხლა ფეშქაშად ორი ათას თუმნიან ცხენს მიიღებს. ეს საქშე როგორ არის?

თუთაშხიამ ბალყარული არ იცოდა, მაგრამ ბილალი დედით ქართველი იყო, ცოტაოდენი ქართული გაეგებოდა და ძმადნაფიცებს ერთმანეთისა ესმოდათ. რაინდობისა და ძმადნაფიცობის წესების მიხედვით, ჯერ შეკითხვისგან თავშეკავება იყო საჭირო, მაგრამ რაკიღა კითხვა მიიცემოდა, მაშინ პასუხის გაცემის გზაც აუცილებლად უნდა მოძებნილიყო. თუთაშხია გუნებაში შესაფერი სიტყვებისა და გამოთქმების ძებნას შეუდგა. კარგა ხანს იფიქრა და მიუგო:

– ის კაცი მტერი არ არის ჩემი. ამ ქვეყანაზე ყველა თავის საქმეს აკეთებს, ბილალ. თავის საქმეს რომ აკეთებდეს და ყველასთვის სასარგებლო გამოუდიოდეს – ასეთი კაცები ნამეტანი ცოტაა ჯერ. მაგიერში, თავის საქმეს რომ აკეთებს და ყველა სხვებისთვის ზიანი რომ გამოდის – ამისთანა კაცებითაა სავსე ქვეყანა. მტრად უნდა ჩავთვალოთ ყველა ცუდი კაცები, აბა?

– მართალი სიტყეაა, ძმობას გეფიცები!

– წესიერი კაცობა და ნამდვილი აბრაგობა ის კი არაა, ისინი გვდევდნენ და ჩვენ კარგად ვემალეგოდეთ, პირიქითაა: წესიერი კაცი ცუდი კაცებისგან მოტანილ ზიანს უნდა დევდეს და სარგებლად აქცევდეს, უნდა. ასე თუ არ იქნა, რა ფასი ექნება მაშინ მალვას და გაქცევ–გამოქცევას!

– მაჰმადის სიბრძნეს ამბობ ვალლაჰი ბილლაჰი!

– სხეა დრო იყო მაჰმადის დრო, ბილალ, ძმაო; ასე არც მაჰმადს და არც ქრისტეს არ უთქვამს. დღევანდელი დროის, ჩვენი ცხოვრების ნათქვამია ეს. – თუთაშხია დადუმდა, იფიქრა და განაგრძო: – იმ გზაზე თუ დადგა კაცი, რომ აუარება ცუდი საქმიდან ცოტა მაინც გადააკეთოს კარგ საქმედ, მაშინ ცუდი კაცების მტრად მიჩნევა არ გამოდგება და გეტყვი, რატომ. ის ცუდი კაცები მთელი ქვეყანაა, თითქმის. მტრად თუ ჩათვალე – აქეთ შენ დარჩები და იქით ყველა ისინი ერთად და გაჯობებენ უვჭველად. ეს – ერთი. მეორე ის, რომ თვითონ კაცს რომ ებრძოლო, ათს აჯობე, თუ გინდა – ეს ცხოვრება კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს და ათივეს მაგიერ მოიძებნება სხვა ცუდი კაცები უცბად; გამოვა, რომ ამრავლებ და კი არ ამცირებ სიგლახეს. მესამეა კიდევ: როგორიც გინდა იყოს საქმე, სიყვარულით თუ არ მიუდექი – ვერ მოერევი. კაცი მტრად თუ ჩათვალე, შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. მიტომაა, მტრად რომ არ უნდა ჩათვალო ცუდი კაცები, მან ჩაგთვალოს მტრად, გდიოს, გებრძოლოს, ის მდევარი იყოს, შენ – დევნილი და ხალხი შენს საქციელს მიბაძავს, შენს მხარეს დაიჭერს მაშინ. ცუდ კაცს ნურც მტრად ჩათვლი, ნურც მოყვარედ. მის გაფუჭებულ საქმეს და მის მოტანილ ზიანს უნდა ხედავდე – არაფერს სხვას. ამას უნდა დევდე და კარგ საქმედ აქცევდე. სხვები დაინახავენ, კარგმა გლახას აჯობაო, მოგბაძავენ თვითონაც, უკეთესი გახდებიან, ვიდრე იყვნენ. გამრავლდება ასეთი ხალხი და გაუჭირდება ავ საქმეს. ესაა აბრაგის ვალი და ყველა კაცის ვალი. ასეა ეს.

– მართალი სიტყვაა, ალლაჰის მადლმა, – თქვა ბილალმა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ.

– მონადირე ხარ შენ და ჯიხვებს მიტომ ჯობნი, რომ გზები იცი მათი. ის კაციც მასე დამდევს მე; ამდენი წელიწადია მიყურებს – და ისწავლა ჩემი გზები და ასავალ–დასავალი. მახეს მიგებს ყველგან. ვისაც ვხვდები და ვისასაც დავდივარ – აფუჭებს იმ ხალხს. ზოგს ფულად ყიდულობს, ზოგს შიშით ითანხმებს გაცემაზე, ზოგს თავისით გათახსირებულს პოულობს და ჩემს სადევრად იყენებს. ბოროტებტს სჩადის, მოკლედ. აბრაგი ვარ მე, ჩემი ვალია, მაინც იმ გზებით ვიარო და მისი განაფუჭარი გადავაკეთო. ვართ ასე: ის თავისას შვრება და მე ჩემსას. ასეც უნდა იყოს ეს. ახლა ცხენის ამბავს გეტყვი. იმ კაცმა სამი წლის წინ იცოდა, მისთვის ძღვენი რომ უნდა მიმერთმია. განზრახ ისეთ ხალხში ვთქვი, ამბავს რომელიც მიუტანდა. ყველაფერი იცის მან: ვისი ცხენია, ვინ მოიპარა და რა გზებით უნდა მივიყვანო საქართველოში. თუ ხედავ, ჩემი კიდევ ერთი გზა მე თვითონ გავაგებინე – გააკეთოს თავისი საქმე. არაფერი არ გამოუვა ისევ. თვითონ თუ ვერ დარწმუნდა, რომ ვერ მჯობნის და თუ ვერ მიხვდა, რატომ ვერ მჯობნის – ხალხი დარწმუნდება და ერთხელ კიდევ დაინახავს, ავი საქმე კარგ საქმეს რომ ვერ აჯობებს საბოლოოდ. იმას რომ წუხხარ, ბილალ, ორი ათას თუმნიანი ცხენი არამია მისთვისო – ვერ დაიტოვებს ის კაცი ნაპარავს. გაის გაზაფხულზე, გზები რომ გაიხსნება, პოლიციის ხელიდან მიიღებს მუჰამედ გუტე თავის ლურჯას...

ბილალს ხმა აღარ დაუძრავს, ღრმა ფიქრებში იყო.

თუთაშხიამ ღამე გაათენა. ადრიან დილით ძმადნაფიცისა და მისი ბიძაშვილების თანხლებით გზას გაუდგა. ორ დღეში უღელტეხილამდე ააღწიეს. ბილალმა გამოთხოვების დროს უთხრა:

– დიდ საფიქრალს მიტოვებ დათა, ძმობას გეფიცები!

თუთაშხია მულახში გადმოვიდა, ოქტომბრის ბოლომდე ისევ გუჯეჯიანებთან სტუმრობდა. მასპინძლები გამოზამთრებას ეხვეწებოდნენ, მაგრამ აბრაგს თავისი საქმეები ჰქონდა, ხარნალისკენ დაეშვა. იქ ერთი ციხეში შეძენილი მეგობარი ჰყავდა – ბიკენტი იალქანიძე, ხარნალში იჯარით აღებული დუქანი ეჭირა, წელიწადზე მეტი იყო, ერთმანეთი არ ენახათ.

მისი ნამდვილი გვარი ჯმუხაძე იყო. სიჭაბუკეშივე გადაწყვიტა, – უკუღმართი ბედ–იღბალი განგებამ გვარზე დამაყოლაო და იალქანიძე დაირქვა.

ამ იალქანიძეს ორმოცდაათი წლის ასაკისთვის თითქმის მთელი რუსეთის იმპერია და ბევრი უცხო ქვეყანა ჰქონდა მოვლილი. ალბათ, ისეთი ხელობა არ არსებობდა, რომელიც მოუსინჯავი დარჩენოდა, მაგრამ მის მთავარ ღირსებას მაინც ის შეადგენდა, რომ რვა თუ ცხრა სახელმწიფოს საპყრობილეებში იყო ნაჯდომი და ყოველთვის ერთისა და იმავე მიზეზის გამო. “უწესო” კაცებს ვერ იტანდა! ეს აქტიური შეუწყნარებლობა ყოველთვის პატიმრობით როდი თავდებოდა – იალქანიძე ხანდახან გაქცევითაც შველოდა თავს. გაქცევას ცხოვრების თავიდან დაწყება–დალაგება მოსდევდა, ხოლო ეს კი, პირველ ხანებმი მაინც, გაჭირვებასთან, და ზოგჯერ, შიმშილთანაც იყო დაკავშირებული. კაცმა სიმართლე თქვას, იალქანიძეს არც ბედი სწყალობდა. ერთხელ, ახალ გვინეაში სამოთხის ფრინველზე მონადირე ინგლისელს შეუამხანაგდა. სანადირო ადგილები კუნძულის სიღრმეში, “ჭეშმარიტი კაცების” ტომის ტერიტორიაზე იდო. სამოთხის ფრინველის ფიტულებით ვაჭრობა იმ დროს ახალ გვინეაზე ძალიან სარფიან რამედ ითვლეგოდა და შეამხანაგებულებსაც რიგიანად მიუდიოდათ საქმეები. მოეალეობები ასე ჰქონდათ განაწილებული: კარტრაიტი ნადირობდა, იალქანიძეს ნანადირევი ქალაქს ჩაჰქონდა, მეფიტულეს უტოვებდა, წინა ჩამოსვლაზე ჩამოტანილი ნანადირევიდან დამზადებულ ფიტულებს ნარდად ჰყიდდა, ფულს ბანკმი კარტრაიტის სახელზე ინახავდა და ახალი ნანადირევის ჩამოსატანად ბრუნდებოდა. ოთხასი მილი იყო სავალი უღრანი ტროპიკული ტყეებით. ერთხელაც იალქენიძე ქალაქს ჩავიდა, საქმეეგი მოაგვარა.

ერთ–ერთ დუქანში ვიღაც “უწესო” ავსტრალიელ მეზღვაურს გზა–გზა გაუსწორდა, პოლიციას ხელიდან დაუძვრა და ამხანაგისკენ გასწია. აღმოჩნდა, რომ იალქანიძის კომპანიონის თავი “ჭეშმარიტ კაცებს” თავისი კოლექციის შესავსებად წაეღოთ, რაშიც ისინი მხილებულნი ადრე იშვიათად ყოფილან – თეთრი ადამიანების თავები არცთუ ძალიან აინტერესებდათ. იალქანიძე დაბრუნდა, უბედურება პოლიციას აცნობა და თერთმეტი თვე საპყრობილეში დაჰყო. როცა გამოირკვა და დადგინდა, რომ კარტრაიტის სიკვდილში მის კომპანიონს ბრალი არ მიუძღოდა – სამძიმარი უთხრეს, გაათავისუფლეს, მაგრამ ამხანაგის სახელზე ბანკმი შეტანილი ფულის საკუთარი ნახევრის მიღებას სასამართლოთიც ვერაფერი მოუხერხა და, როგორც თვითონ ამბობდა, დედიშობილა დარჩა. ამჯერად ბიკენტი იალქანიძეს იმან უშველა, რომ ფრანგულ საოკეანო ხომალდზე ერთ–ერთ მზარეულს კეთრი აღმოაჩნდა. ბედუკუღმართმა რაჭველმა თეთრი წინსაფარი გაიკეთა და ჩამჩა–ქაფქირებით გარემოცული იღბალს ევროპისკენ წაჰყვა.

იალქანიძის ცხოვრება ერთიანად ასეთი ან ამის მსგავსი ფათერაკებისგან შედგებოდა. რომელიღაც პატიმრობის დროს იგი მიხვდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერში თვითონ, უკეთ ვთქვათ, მისი ხასიათი იყო დამნაშავე. რახან წარსული და მომავალი ჯდომების მიზეზი ერთნაირი და ერთადერთი ჰქონდა, მის აზროვნებაში ყველა ჯდომამ ერთი დიდი ჯდომის სახე მიიღო. რახან კარში ცხოვრებამ არა და არ გაუმართლა, ხოლო საპყრობილეებში, რომელიღაც იდუმალი კანონზომიერების წყალობით, იგი მუდამ საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა და “რიგიანი” კაცების დახმარების საშუალებაც მუდამ გააჩნდა, მის აზროენებაში სიცოცხლე ერთ დიად, მარადიულ ჯდომად და არცთუ მთლად უარყოფით მოვლენად ჩამოყალიბდა. ბუნებით ნიჭიერმა ისიც შენიშნა, როშ გასაჭირში სასაცილო მეტია, ვიდრე სამწუხარო. სიცილი და მხიარულება დასჩემდა. ყოველივე ამის შედეგად იალქანიძე ქვეყნიერებას უზარმაზარ საპყრობილედ თვლიდა და მისთვის სულ ერთი იყო, ცენტრალურ აფრიკაში მძივებით ივაჭრებდა, თუ ტამბოვის საგუბერნიო სატუსაღოში მეძებარი ძაღლების ჯიშებზე იმუსაიფებდა საქმეში ჩახედულ “წესიერ” კაცებთან.

დათა თუთაშხია და იალქანიძე ციხეში ერთად კარგა ხანს ისხდნენ. მათი ხასიათი “უწესო” კაცების პუნქტში და უანგარობაში დაემთხვა. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყოველ მათგანს თავისი თავი მეორის მიმართ ყველაფრის ვალდებულად ჩაეთვალა და ამ ვალდებულების უდრტვინველი აღსრულება გარდუვალ აუცილებლობად მიეჩნია.

ისე მოხდა, რომ იალქანიძემ შეწყნტრება მიიღო. ციხიდან გასვლის წინ თუთაშხიას უთხრა:

– არ მოიწყინო, მალე მოვალ.

– ვეღარ მომისწრებ, ალბათ.

იალქანიძეს ეს იდეა არ მოეწონა, მეგობრის უდავიდარაბოდ გათავისუფლების იმედი ჰქონდა. აქ კი გაქცევის სუნი დატრიალდა. ციხეს, პატიმრობას თავისი წესები აქვს. თუთაშხიაც თუთაშხია იყო. ამიტომ იალქანიძე ძმაკაცის გადაწყვეტილების შეცვლას არ ცდილა, პატარა ხანს იხფიქრა და თქვა:

– რიყეში ბიძა მყავს. ჯმუხაძეა ისიც, კოსტა ქვია. მეხაშეა. ჩემი ადგილსამყოფელი მას ეცოდინება. კაცნი ვართ...

– კაცნი ვართ, – კვერი დაუკრა თუთაშხიამ.

ცენტრალურ აფრიკაში მძივებით ვაჭრობისა არ იყოს, ბიკენტი იალქანიძე ხარნალშიც ადგილობრივსა თუ გზად გამვლელ “მოსახლეობას ემსახურებოდა”, “უწესო” კაცებს ეომებოდა და ციხეში გასამგზავრებლად შერჩეული ბარხანა მუდამ მზად ჰქონდა.

უკვე დაღამებული იყო, როცა დათა თუთაშხია ბიკენტი იალქანიძის დუქანს მიუახლოვდა და რაღაც ყაყანს მოჰკრა ყური. ცხენს სადავე დაუმოკლა, მიაყურა: ღამის სიწყნარეში ხმაური შორ მანძილზე ისმოდა, მაგრამ გარკვევით მაინც ვერაფერი გაიგონა. გზა შიმალიან ხევზე გადარბოდა. აბრაგმა ხევში შეუხვია, ცხენები დააბა, ყაყანისკენ ჩუმი ნაბიჯით გაემართა.

დუქანს რუ ჩამოუდიოდა. რუს გაღმა რამდენიმე ძეწნა იდგა. თუთაშხია ჩრდილს შეეფარა, ალიაქოთს დაუწყო ყურება.

ვიღაც ზომაზე მეტად ნაქეიფარი კაცი დუქანში შესასვლელად იწევდა. ამხანაგები აკავებდნენ. კაცი ბიკენტი იალქანიძის აივანს მუშტებს უქნევდა, უშვერი სიტყვით ილანძღებოდა, შეურაცხმყოფელს ათასნაირ წამებასა და სხვადასხვა ხერხით სიკვდილს ემუქრებოდა.

– მალაქია, წადი სახლში, თუ კაცი ხარ, ნუ გამომიყვან გარეთ! – მოისმა აივანზე გამომავალი ღია კარიდან.

თუთაშხიამ ბიკენტი იალქანიძის ბოხი ხმა იცნო.

– იალქანიძე, გამოდი, თუ ვაჟკაცი ხარ! ცოცხალი თუ წამიხვედი, როგორ ფერდებს შეიტან უკან მაგ შენს ბუნაგში იმასაც ვნახავ! – მიუგო გარედან შფოთისთავმა და ამხანაგების ხელიდან დასხლტომა სცადა ისევ.

– შალიკა და, მეორე რომ ხარ მანდ, ღებელი კაცი, შენი სახელი არ ვიცი... გადაამეტა და უნდა გავლახო უეჭველად, მაგ მამაძაღლი! კარგად დაიჭირეთ, სოფელში არ გამექცეს, თვარა ისევე თქვენ მოგაყვანინებთ და ყველას გადაგითვლით ნეკნებს!.. აგერ, ა, ამას ჩავიკითხავ, ნამეტანი კაი ლექსია და გამოვალ ახლავე. არ გაგიწყრეთ ღმერთი, არ გაგექცეთ!..

მოჩხუბარმა რეალური საშიშროება იგრძნო და სასწრაფოდ დაცხრა. სიჩუმე ჩამოწვა. აივნის ქვეშ, დუქანში შესასვლელი კარის ზღურბლზე, ჩია კაცი გამოჩნდა. დადგა, გულხელი დაიკრიფა, ერთბაშად დაშოშმინებულ შფოთისთავს ნიშნისგებით დაუწყო ყურება – ძლევამოსილი სარდალივით იდგა. მალაქია ჩხუბისთავი, შალიკა და ღებელი კაცი ტყვედ დანებებული მეციხოვნეებივით მობუზულიყვნენ.

თუთაშხიამ ჩაიცინა.

– კაი, გეყოფა ახლა, მალაქია. შენს დარიკოს და შენს შვილებს გაფიცებ, წამოდი, თუ კაცი ხარ, – შეეხვეწა შალიკა.

– ასთიონ–ბატონო, – თავაზიანად ჰკითხა ზღურბლზე შემდგარ ჩია კაცს ღებელმა კაცმა, – რამხელაა ის ლექსი, იალქანიძე რომ კითხულობს?

ასთიონმა ხელით ანიშნა, – ერთი ციცქნა არის, ათავებს, ახლავე გამოვა და რა დღეც გეწევათ, მალე დავინახავო.

ხმა აღარავის დაუძრავს. მალაქიამ რუზე გადაგდებულ ბოგას მიაშურა. ჩია კაცის გესლიანი ხარხარი გაბრუნებულებს ქოქოლასავით დაეწია.

– ბიკენტი იალქანიძე, გამიგონე, რა გითხრა. – დაიძახა რუს გაღმიდან მალაქიამ. – ამ შენი იუდა ასთიონას გულისთვის დუქნიდან რომ დამითხოვე, მაგის ღირსი არ ვარ მე. ამას ენა მისმა ამხანაგებმა ციხეში ამოგლიჯეს, არ იცი შენ. საკაიკაცოდ არც შენთან არის მოსული და, სანამ რაცხა უბედურებას გადაგკიდებდეს, თავი მოაჭერი შენი ხელით გირჩევ მე!

ჩია კაცი ქვას დასწვდა, მალაქიასკენ ისროლა და დუქანში მიიმალა.

– მალაქია–ბატონო მოიცადე ერთ წამს, საქმე მაქვს! – ხმადაბლა შეეხმიანა თუთაშხია.

მალაქია გაინაბა, ლანდს მიაჩერდა.

– რისთვის ამოგლიჯეს მაგ კაცს ენა? სად იყო ეგ?

დაბნეული მალაქია უეცრად გამომტყვრალ კაცს პირღია შეჰყურებდა. სანამ ელდას მოერია და თავს დაეუფლა, კარგა ხანი გავიდა.

– გაგონილი თუ გაქვთ, კროპოტკინში ვაჭრის ოჯახი რომ ამოწყვიტეს და დიდი სიმდიდრე წაიღეს? – ჩუმად, საიდუმლოსავით თქვა მალაქიამ.

– მერე?

– იმ ვაჭართან იყო ასთიონა ლაქიად. ყაჩაღებს მან ასწავლა, ჩემს ბატონს ბევრი ფული აქვს შენახული აქ და აქო. რომ დაატრიალეს ის ღვთის რისხვა, მივიდა პოლიცია, დაიჭირა ასთიონა პოლიციამ. ალაპარაკეს, გათქვა ყაჩაღები. დაიჭირეს ისინიც. იმ სხვებმა ამოჭრეს ენა ციხეში...

– აუუუ!.. – აბრაგს გაეცინა. – რა იცი შენ, ნამდვილად მაგ თუა?

– მაშინ იქ ვმსახურობდი. მეჯინიბედ ვიყავი მაზრის უფროსთან და ვიცი მაგ ამბები... ცხრა თვეს არ ვყოფილვარ ოჯახში. ამოვიარე დღეს აგერ არ ყავს ბიკენტი იალქანიძეს ასთიონა? – მოვუქციე ყბა, გათახსირებულს და გამომაგდო დუქნიდან იალქანიძემ ძაღლივით. მაგას გონია... არ იცის მაგან, ბევრი იყო მედუქნე აქ. ზოგი თავისით გაიქცა და ზოგმა ჭირი მოგჭამა. ისეთი ადგილია ხარნალი. არ იცის ეს იალქანიძემ...

– კაი, მადლობელი ვარ. მშვიდობით იყავით ყველა. – თუთაშხიამ თავისი ცხენისკენ გასწია.

წყაროს ზემოდან, ბორცვზე, ძველი საყდრის ნანგრევი იდგა. თუთაშხიამ იქ სამალავი იცოდა. თოფი და ხანჯალი შეინახა. ორი მაუზერი ჰქონდა – ხურჯინში აქეთ–იქით ჩაილაგა, ცხენები წაიყვანა და დუქნისკენ წავიდა.

ფლოქვის ხმაზე დუქნიდან ასთიონამ გამოიხედა.

– დააბინავე ცხენები, დავრჩები ამაღამ აქ, – უთხრა თუთაშხიამ.

მსახურმა სადავეები ჩამოართვა და სტუმარი გულდასმით შეათეალიერა. სტუმარს ეს გადამეტებული ცნობისმოყვარეობა არ გამოპარებია.

– სად არის ბიკენტი? – ჰკითხა თუთაშხიამ.

მსახურმა ხელით ანიშნა, აგერ, იმ ოთახშია, სადაც ეს კიბე ადისო, და ცხენები თავლისკენ წაიყვანა. თუთაშხია კიბეს აჰყვა, წამით აივანზე შეჩერდა, მსახურს თვალი გააყოლა.

იალქანიძე ტახტზე იწვა, პატარა ლამპის შუქზე წიგნს კითხულობდა.

– ბიკენტი, გამარჯობა!

იალქანიძემ წიგნს თავი მიანება, სტუმარს ახედა.

– ტი–ტუუუ! – თქვა მან ხმადაბლა.

– ტი–ტუ, – დაუდასტურა თუთაშხიამ ისე, თითქოს დიდი ხნის მივიწყებული სათაკილო რამ მოაგონეს, და დასძინა:

– საიდან გაგახსენდა ეგ?.. – მაინცდამაინც მაგ რამ მოგაგონა – ჰმ, ტი–ტუ...

იალქანიძემ აღარ უპასუხა, ძმაკაცს გადაეხვია.

– სად ხარ ამდენ ხანს, შე კაცო!

თუთაშხიამ ხურჯინი მოიხსნა, ნაბადი დადო, ჩამოჯდა. საუბარი გაიბა და როცა ერთმანეთის ასავალ–დასავალს მორჩნენ, აბრაგმა ჰკითხა:

– ის თუ გაიგონე, ერთი მალაქია რომ იყო აქ და გარედან რომ მოგაყვირა ასთიონაზე, ასე და ისეო?

– გავიგონე. ვიცი მე ეგ. შენ რომ უკანასკნელად იყავი აქ და პატიმრებს რომ ამუშავებდნენ აგერ, გზაზე, უფროსი ზედამხედველი ყავდათ ერთი იმ პატიმრებს – უდოდოვი გვარად. თეთრი თვალები ჰქონდა. კაცი ეწამებია – პურს ნუ აჭმევდი და წყალს ნუ დაალევინებდი ერთ თვეს. მოვიდა. ნამეტანი წესიერი კაცი, გამოცდილი ლაქია თავისუფლდება ჩემთან, ცოლის საყვარელი დაჭრა და მისთვის იჯდაო. მუნჯია, მარა ყრუ არ გეგონოს, მშეენიერად ეყურებაო. გვარი რომ მითხრა, მივხვდი, ვისაც ლაჰარაკობდა, ვიცოდი, რისთვისაც იჯდა. ეს სისხლისმსმელი ზედამხედველი ასთიონას სიბრალულით მატყუებს–მეთქი, ასე ხომ არ ვიფიქრებდი?! პოლიციას თავისი კაცის ყოლა ჭირდება ჩემსას. სხვას არ ნიშნავდა არაფერს უდოდოვის ვირეშმაკობა. ავიყვანე და არის ახლა აგერ.

– სწორედ მიხვედრილხარ ყველაფერს. პოლიციას ჭიროდა, მარა შენ თუ გჭიროდა?..

– რაი?

– პოლიციის კაცი დუქანში.

– მჭიროდა, ალბათ, თვარა უარს ვერ ვეტყოდი?

თუთაშხიამ მხრები აიჩეჩა და ისევ აივანზე გავიდა.

იალქანიძემ სკამები გაიტანა. დასხდნენ.

– თვეში რამდენი ულუფა ხაშლამა ივაჭროს ბიკენტი იალქანიძემ, დათვალე და შეგვატყობინეო, ასთიონას ამისთვის არ შემოგზავნიდნენ, – ცხადია ეს, – განაგრძო იალქანიძემ საუბარი. – მთავრობას რომ ემალება, ისეთი კაცები თუ ნახო, მოდი და გვითხარიო – არც ამისთვის უნდოდათ ასთიონა აქ. ამ ექვს თვეში ყაჩაღიც ბევრი გაჩერდა ჩემს დუქანში და სხვა დევნილი კაცებიც, ასთიონას თვალს და ყურს არ გამოპარებია არც ერთი, მარა, ე, იმ ზარულს არ გაცილებია აქედან. ხარნალიდან ბოქაულამდე ოცი ვერსია სრული, პოლიციამდე – სამოცი. უდოდოვმა ასთიონა რომ მომიყვანა, სამი დღის მერე გაირეკა თავისი პატიმრები და წავიდა. რომ უნდოდეს კიდეც, ვის და როგორ უნდა შეატყობინოს ასთიონამ რამე? და, როგორი მამალი სულელია, თუ იცი?.. ჯაშუში არ არის მაგ კაცი, თვარა, აგერ, მოპირდაპირე ოთახში ბოდღო ყვალთავაა გაჩერებული...

– ვინაა გაჩერებულიო?.. – გაფაციცდა თუთაშხია.

– ბოდღო ყვალთავა, ყაჩაღი... – იალქანიძეს ისე მოუწყდა სიტყვა, ვითომ თავში რამე სტაკებოდეს და იმავ წამს სახე რაღაც აზრმა გაუნათა.

– ბოდღო ყვალთაეა!.. – ჩაილაპარაკა თუთაშხიამ, ერთხანს იყუჩა და ჰკითხა: – მარტოა თუ ახლავს ვინმე?

მეფუნდუკე ფიქრებიდან გვიან გამოერკვა, პასუხი დაუგვიანა:

– რა მკითხე შენ?.. მარტოა თუ ახლავს ვინმეო? ამხანაგი ახლავს.

თუთაშხიამ დინჯად თქვა:

– ჩამოხრჩობილი, მარტო ამ ბოლო თხუთმეტ წელიწადში, ხუთი კაცი ვიცი მაგ ყვალთავას ამხანაგები და სროლაში მოკლული რამდენია კიდევ... ნამეტანი გაფუჭებული კაცია; რომ მოიხელთებს პოლიცია სადმე – ამხანაგს შეუტოვებს ხელში ეგ და იპარება თვითონ. ამითაა ცოცხალი და ამისთვის დაყავს ამხანაგები თან.

იალქანიძემ გადააფურთხა, ლანძღვა დიაყოლა და იმავე ფიქრს გაჰყვა, რომელიც წეღან ყვალთაეას ხსენებაზე ეწვია.

– რაზე ფიქრობ, ბიკენტი? – ჰკითხა თუთაშხიამ.

– რაცხა გავიფიქრე, მერე იყოს ეს. ასთიონაზე უნდა გითხრა ჯერ. ჯაშუშად არ არის შემოგზავნილი, ვთქვით უკვე...

– ტუტუციაო, ამბობ, პოლიციამაც იცის ეგ, ტუტუც კაცს ჯაშუშად არ აიყვანენ ისინი, – ჩაურთო თუთაშხიამ.

– არ აიყვანენ, მართალია. აბა, ვინ არის, თუ იცი? მკვლელია! სანამდე მივიღებდი, იქამდე მივხვდი ამას. მივიღე, პატარა ხანმა გაიარა. გავაგზავნე სოფელში საქმეზე და ბარგი გავუჩხრიკე. საწამლავი ვუპოვნე, მამაძაღლს.

– უყურე შენ! – რაც მეტი ტუტუცია კაცი, მით უფრო იოლად კლავს ადამიანს. კარგად შეურჩევიათ, – განმარტა თუთაშხიამ.

– ახლა ხომ გესმის, რისთვის მჭიროდა ეგ კაცი აქ? მე რომ უარი მეთქვა, სხვაგან ჩაასაფრებდნენ. რას გავხდებოდი მაშინ? ვერაფერს.

– სწორად მოქცეულხარ, – ხმადაბლა თქვა თუთაშხიამ.

აბრაგი ცას ასცქეროდა. იალქანიძე ფიქრობდა. სიჩუმე კარგა ხანს არ დარღვეულა.

– ელეს ვაჩუქე ერთხელ, ჩემს დას, საკაბე, ამ ცას ჰგავდა სწორედ, – ჩაილაპარაკა თუთაშხიამ ნაღვლიანად. – ასეთი ლურჯი იყო და მარგალიტები ეყარა ზედ ამ ვარსკვლავებივით – ზოგი დიდი და ზოგი პატარა.

იალქანიძის ფიქრები მუნჯი მსახურის გარშემო ტრიალებდა. უპირველესად ყოვლისა, იმის გაგება სწყუროდა, იცნო ასთიონამ თუთაშხია, თუ ვერ იცნო? ამაზე ლაპარაკის საღერღელი აეშალა, მაგრამ თავს იკავებდა, მეგობრის სევდიან მოგონებებში შეჭრას ერიდებოდა.

სიომ ჩამოიქროლა, ქედებზე შეფენილი ტყეებიდან ხმელი ფოთლის სურნელი მოიტანა.

თუთაშხია თითქოს მიხვდა იალქანიძის წრიალის მიზეზს და უთხრა:

– ძალიან დამაკეირდა, მარა მე ვარ თუ არა, ვერ დარწმუნდა, მგონია.

იალქანიძემ გაიცინა.

– კაი ხანია გასული მას მერე. ციხეში წვერს ატარებდი, გაპარსული ძნელი საცნობი ხარ ახლა. ამ სიბნელემი მაინც რას გიცნობდა... რამდენ ხანს იყავით ერთად?

– ორ თუ სამ დღეს. გაიგეს პატიმრებმა ასთიონას ამგავი და შეშინდნენ ჟანდარმები, მოკლავენო. წაიყვანეს საითღაც... ის ცხენი მოვიყვანე, ბიკენტი, მე.

– რას ლაპარაკობ! – აბა, გაგიგია, ვინაა ის კაცი! მითხარი, თუ კაცი ხარ...

თუთაშხიამ ჩიბუხის გატენვას კარგა ხანი მოანდომა. მერეღა უთხრა:

– სანდო კაცის ნათქვამია, მარა სხვა ადგილიდანაც უნდა გავიგო და მაშინ დავიჯერებ საბოლოოდ. ამ ჩავლაზე უნდა ვნახო ის კაცი... – თუთაშხიამ იალქანიძეს შეხედა, მეტად გაფაციცებული მოლოდინი დაინახა და დასძინა: – ჩემი მამიდაშვილი – მუშნი ზარანდია!

იალქანიძემ თავი ჩაქინდრა, დააყოვნა და ჩაილაპარაკა:

– სხვანაირად არც მგონებია, დათა. ვერ გითხარი... სისხლი და ხორცია შენი!

ქტრი გაძლიერდა. აცივდა. ჩუმად ისხდნენ, იქამდე ისხდნენ, სანამ იალქანიძეს გააჟრჟოლა:

– ხომ არ შევიდეთ შინ?

სკამები წამოიღეს, კარი დახურეს. თუთაშხიამ გაზეთი აიღო, თარიღი ნახა, სათაურები ჩაათვალიერა და კითხვას შეუდგა.

– ამ კარს გავაღებ, თვარა შევწუხდებით, – მეფუნდუკემ სასადილო დარბაზის კარი ყურთამდე გამოაღო.

დუქანი ორსართულიანი იყო. პირველი სართული სასადილო დარბაზს, სამზარეულოსა და სხვა სათავსოებს ეჭირა. მეორე სართულს საცხოვრებელი ოთახები შეადგენდა: სიგრძლივ სამ–სამი იყო განლაგებული და სიგანე – ორ–ორი. ოთახები ვიწრო შიდა აივანზე გამოდიოდა. აივანი ირგვლივ შემოვლებულ ქანდარას ჰგავდა, დარბაზს გადაჰყურებდა და ძირს ჩასასვლელად ოთხივე მხარეს კიბეები ჰქონდა. ღიად დატოვებული კარიდან აივნებისა და სასადილო დარბაზის დიდი ნაწილი მოჩანდა. დარბაზს ჭაღზე ჩამოკიდებული ვეება ლამპა ანათებდა. მუშტარს თუ სურდა, მისი მაგიდის სიახლოვეს კედელზე დაკიდებულ პატარა ლამპასაც აუნთებდნენ ხოლმე.

– მაგ ის ყვალთავაა, შენ რომ მედუქნის ოჯახის დარბევის ამბავი მიამბე?.. მერე მისი ბიჭი რომ შეგხვდა თბილისში, ხომ?

– კი, ის არის. რა ხნისაა უკვე, ღმერთმა იცის? თავისი დღე და მოსწრება ძარცვავს, გლეჯს, ნაშოვარი თითქმის მას რჩება სულ – ამხანაგების ბედ–იღბალი გითხარი მე შენ. რისთვის ჭირია და რას უხერხებს ამდენ ქონებას – მეტყოდეს ვინმე! საცღა იქნება, მოკლავენ მაგასაც და ჩაიარა უქმად ამდენმა კვლამ, ძარცეამ და სიმდიდრის გროვებამ. ძნელი გასაგებია ეს.

თუთაშხიამ ხელები გაასავსაეა, კვლავ გაზეთს მიუბრუნდა. იალქანიძე არ გამოლაპარაკებია, ბოლთა დაიწყო. რაღაცის აწონ–დაწონასა და ვარაუდში იყო გართული. პატარა ხანს იარა, ჩანს, გადაწყვეტილება მიიღო, ისევ მაგიდას მიუჯდა და ძმაკაცს მიმართა:

– არ მინდოდა შენი შეწუხება... შეიძლება, ხმაური ატყდეს აქ...

თუთაშხიას გაზეთისთვის თვალი არ მოუცილებია, მცირედი დუმილის შემდეგ მიუგო:

– ატყდეს, თუ გჭირია.

– მჭირია.

აბრაგმა თავისი ხურჯინი ხელმისაწვდომზე მოითრია და კითხვა განაგრძო.

მოპირდაპირე ოთახიდან ორი კაცი გამოვიდა. ორივეს მაუზრები ეკიდა, ძვირფასი ქამარ–ხანჯლით დამშვენებული ჩოხები ეცვათ.

– თუ იცანი? – ჰკითხა იალქანიძემ თუთაშხიას, სანამ სტუყრები კიბეს ჩაივლიდნენ.

– კი. კაი დაბერებულია, მაგ გათახსირებული. დათა ჩოჩიაა მეორე. თხუთმეტი წელი კატორღა გაათავა მაგან. ჩამოვიდა, იყო ერთხანს ჭკუით. ვხედავ ახლა, მოუნახავს, როგორც იქნა, თავისი წილი სიკვდილი. არც კატორღამდე ექნა ღმერთს და ახლა კაცის თავს ექვს შაურად მოგიტანს, თუ შეპირდი. როდის მოვიდნენ აქ?

– სამხრობისას, დღეს. ისე უჭირავთ თაეი, კაცს ეგონება, რაც ცოდვები კიდიათ, სულ ჭორიკანა დედაკაცების მოგონილია და თუ დასდევს ვინმე – მადლობის სათქმელად დასდევენ. იცის ასთიონამ უკვე მაგათი სახელები. ყურები კურდღელივით აქვს დაცქვეტილი, ეგება გვარებიც გამაგონონო.

– ვიცნობდი ახალგაზრდობაში ჩოჩიას მე, – თქვა თუთაშხიამ. – ერთი ხნის ვართ, თითქმის.

იალქანიძემ სტუმრებისკენ მიმავალ ასთიონას მოჰკრა თვალი; ზეზე ადგა და თუთამხიას უთხრა:

– მივხედავ იქაურობას და მოვალ ახლავე.

ბიკენტიმ კიბე ჩაირბინა, სამზარეულოში შევიდა, ზაქარია–მზარეული დაარიგა, – ასეთი და ასეთი უნდა გითხრა ასთიონას თანდასწრებით და ასე და ასე უნდა მიპასუხოო. მზარეული, ჯერ იყო, უცბად ვერ მიუხვდა და როცა მიუხვდა, პასუხის გაზეპირება გაუჭირდა, მაგრამ მაინც ყველაფერი მოგვარდა. იალქანიძე სამზარეულოდან გამოვიდა, სტუმრებს ეახლა, საღამო მშვიდობისა უსურვა. მემდეგ საჭმელ–სასმელი ჩამოუთვალა, რას ინებებთო. როდესაც შეკვეთის მიღება დაამთავრა, ასთიონა წაიყოლა, ისევ სამზარეულოს მიაშურა.

– თაბახი მოიტანე, ასთიონა! – უთხრა იალქანიძემ მსახურს, ღუმელთან მივიდა, ქვაბებს ხუფები ახადა. ჩაიხედა. ზაქარია მზარეული კუთხეში რაღაცას საქმიანობდა, ხელები გადაიბანა, მედუქნესთან მივიდა და ჰკითხა:

– რას მიირთმევენ?

იალქანიძემ ჩამოთვალა და როცა ასთიონამ თაბახი მოიტანა, ზაქარია–მზარეულს ჰკითხა:

– იქით რომ ზის, ჩვენსკენ პირით რომ ზის, ისაა დათა თუთაშხია, ხომ?

– რა ვიცი მე, როგორ დაჯდა. ვერ ვხედავ აქიდან, – შეთანხმებისამებრ მიუგო მზარეულმა. – გაიწიე პატარაზე, შემახედე.

ასთიონამ ყურები ცქვიტა, დასადებად გამზადებული თაბახი ჰაერში გაუშეშდა. იალქანიძეს ეს არ გამოეპარა, მაგრამ არც არაფრით შეიმჩნია.

– დათა თუთაშხია ისაა – პირგაპარსული. ბოდღო ყვალთავა მეორეა, ცანცარაწვერიანი. – თქვა ზაქარიამ და საქმეს მიჰყო ხელი.

– რა არიან, ნეტავი, ასე დაუჭირავი და მოუხელთებელი! – ჩაილაპარტკა იალქანიძემ.

ასთიონა გონს მოეგო, ზაქარიას გადმოლაგებულ ულუფებს დასწვდა, თაბახზე გადაიტანა.

– კარგად ემსახურეთ. მაგათი ჯაჯღანის თავი არ მაქვს. ასთიონა, ჭურჭელი წაიღე, ალექსანდრეული ჩამოუსხი. თაბახს ზაქარია მიიტანს. პატარა კასრიდან ჩამოუსხი. აბა, ჰე, ყოჩაღად!

მსახურს, ვინ იცის, გული უფანცქალებდა, – დუქნიდან გასვლა, საწამლავის მოტანა და ღვინოში ჩასხმა როგორ მოვახერხოო და, აკი, იალქანიძემ შეუწყო ხელი განზრახვის შესრულებაში. ამიტომ იყო, რომ ასთიონამ ერთობ საგანგებო მზადყოფნითა და ხალისით გაარბენინა ორი ყელმოღერებული სურა. იალქანიძემ ცოტა ხანს შეიცადა, ასთიონას დაბრუნება იანგარიშა და ზაქარია–მზარეულს უთხრა:

– აბა, მზად არის თაბახი, ხომ? წაიღე ახლა, დანარჩენი დახლიდან წაიყოლიე და მიართვი.

– ბიკენტი... – თქვა მზარეულმა, შეყოყმანდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და მაინც ჰკითხა. – გაფიცებ, მართლა დათა თუთაშხიაა მაგ კაცი?

იალქანიძემ პასუხად მხოლოდ თვალეგი დაუბრიალა, სამზარეულოდან გავიდა, კიბე აიარა და თავის ოთახში შევიდა.

– ისე ეტყობა საქმეს, რომ ომი უნდა დატრიალდეს მალე, – თქვა თუთაშხიამ, გაზეთი გადადო და ტახტზე ნამოწვა.

იალქანიძე ფანჯარასთან აიტუზა, სიბნელეს ჩააჩერდა.

თუთაშხია ძმაკაცს დააკვირდა, ღელვა და შფოთი შენიშნა. თვითონაც ჩაფიქრდა და როცა სიჩუმე გაგრძელდა – გაემასხრა.

– ფერი წაგსელია, ბიკენტი–ბატონო. ტი–ტუო, ტუღუშის ამბავი რომ შემომაგებე სალამის მეგივრად – ახლა ისეა საქმე, მგონია, მე დამჭირდეს შენი მობრუნება, – თუთაშხიამ ხმამაღლა გაიცინა.

– ტი–ტუ! – თითქოს მიხვედრა დაუდასტურა მეფუნდუკემ.

იალქანიძეს ეს ერთი სიტყვა არც თუთაშხიას მოსვლით გამოწვეულმა განცვიფრებამ ათქმევინა და არც დევნილ კაცთან ერთად მოსულმა შესაძლო საფრთხემ. უბრალოდ, მისი მეხსიერება ადამიანებს რაიმე სასაცილო ფათერაკის მეშვეობით ინახავდა. ძმაკაცის დანახვისას ბიკენტი იალქანიძეს რატომღაც ვინმე ტუღუში გაახსენდა. ეს კაცი მათთან ერთად იჯდა. იალქანიძე ციხეში იმ დროს ფერშლად იყო. ტუღუში ერთ საღამოს საფერშლოში კბილის ტკივილმა მიიყვანა. იქ თუთაშხია დახვდა, იალქანიძესთან მუსაიფობდა. ბიკენტის არც კბილის მკურნალობისა გაეგებოდა რამე და, სატუსაღოს პირობებში საამისო ხელსაწყოც საიდან უნდა ჰქონდა. ამიტომ ავადმყოფს რაღაც გამაყუჩებელი დაალევინა. ტუღუში მალევე დაბრუნდა, ისეე მტკივა, ლამის მოვკვდეო. იალქანიძემ კელავ გამაყუჩებელი მისცა, მაგრამ ტუღუშმა ყოველ ათ წუთში მოსვლა არ მოიშალა – ამომგლიჯე მომაშორეო! იალქანიძეს ერთი უხეირო მაშის მეტი არაფერი ჰქონდა. ის მაშა უჩვენა, აუხსნა – ჩამტვრეული სიბრძნის კბილია, ძალიან გეტკინება და იქნებ ვერც ამოღება მოვახერხოო! ტუღუში თავისაზე დადგა, ამომგლიჯეო. რაღა იქნებოდა, – იალქანიძემ ავადმყოფი ტაბურეტზე დასვა. მაშა ნინსაფრით გაწმინდა და თუთაშხიას სთხოვა:

– მოდი, თავი დაუჭირე. ფართხალს დაიწყეგს, მარა არ გაუშვა, სანამდე არ გეტყვი. მაგრად უნდა დაიჭირო!

ავადმყოფმა პირი გააღო. დათა თუთაშხიამ ცალ მკლავში ტუღუშის თავ–შუბლი მოიქცია, მეორეში – ტუღუშის ხელები. იალქანიძემ ჯერ მაშა ვერ მიუყენა. როცა მიუყენა და კბილის მორყევა სცადა, მაშინ ტუღუშმა გაიბრძოლა და მაშა დასხლტა...

– მაგრად დაიჭირე, რა გითხარი მე შენ!

– მიჭირავს, კაცო, და მოსაკლავად ხომ არ მოგიცია ეს ადამიანი?!

თუთაშხიამ ტუღუშს ორთავე მკლავი შუბლზე შემოხვია, მოუჭირა და ისეთ სალტეში მოაქცია, რომ ტუღუშმა იფიქრა, – თავი კაკალივით გამისკდყბაო. ბევრი იწია – მაინც ვერაფერს გახდა, მაგრამ ვეღარც იალქანიძე მოერია საქმეს.

– რას იქექები მანდ? მოკვდა კაცი! – გაწყალებული ხმით ჩაილაპარაკა თუთაშხიამ.

– შენ რაღა დაგემართა კაცო!.. ამას ტკივა თუ შენ?! ყბაზეა მიზრდილი, ოხერი. ვერ დავძარი, ხომ ხედავ, გეჭიროს, არ გაუშვა... არც მაშაა საამკბილო, დასწყევლოს ღმერთმა თფუჰ! – იალქანიძმმ მაშას დააფურთხა და ოპერაცია განაგრძო.

ტუღუშმა ორმაგ ტკივილს ვეღარ გაუძლო, იალქანიძეს ორთავ ხელებით მაჯაში ჩააფრინდა. სწორედ ამ დროს კბილის ფესვმა ტკაცანი გაიღო, მოირყა, მაგრამ იმ გაწამაწიაში მაშა ისევ დასხლტა. ავადმყოფმა ცარიელი პირი დაიგულა თუ არა – საზარყლი ხმით იკივლა:

– ტი–ტუუუ!!!

იალქანიძეს სამსართულიანი ლანძღვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ დათა თუთაშხიას გული ცუდად გაუხდა, სახეზე მკვდრისფერი დაედო, მუხლები აუკანკალდა. ტუღუშმა დრო იხელთა, თავს უშველა. თუთაშხია ტუღუშის სკამზე დაეშვა.

იალქანიძემ დოინჯი შემოიყარა, გაფითრებულ ძმაკაცს დახედა, ბოღმიანად თქვა:

– ა, ყაჩაღი, აბრაგი, ქვეყნის დამაქცეეელი! ვაააი! შენი დაკლული ქათამი რა ვთქვი მე! – და მის მოსულიერებას მიჰყო ხელი.

მას შემდეგ რამდენი წელიწადი იყო გასული, მაგრამ თუთაშხია ახლაც გატაცებით, შენიშვნებით, წვრილმანებით ყვებოდა ამ შემთხვევას. იალქანიძეს ხმაც არ დაუძრავს, ასთიონას მოსვლას ელოდა, სიბნელეს იყო ჩაჩერებული.

– რამხელა ცხვირი ქონდა ტუღუშს, თუ გახსოვს! – აღარ ეშვებოდა თუთაშხია.

იალქანიძე ფანჯარას სწრაფად გამოეცალა. ქვემოდან თავლის კარის ჯახანი მოისმა.

– რანაირად ჩამაცივდა, თუ გახსოვს, – ამომგლიჯე, მომკლა და გადამაშენაო!.. – გამოეხმაურა იალქანიძე, მაგრამ ხმა ოდნავ უკანკალებდა, ცხადი იყო, ამაზე არ ფიქრობდა.

მაგიდას მიუჯდა. თვალი სასადილო დარბაზში გადააპარა. სტუმრები ვახშამს შეექცეოდნენ და მალ–მალე სამზარეულოსკენ იყურებოდნენ – ალბათ, ღვინის მოლოდინში.

სასადილოში შემოსასვლელმა კარმა დაიჭრიალა. ასთიონა სტუმრებთან მივიდა, სურები მაგიდაზე დაუდგა. მთელი სიცოცხლის მანძილზე ლაქიად ყოფნის ჩვევამ თავისი გაიტანა. მაგიდასთან შეყოვნდა, რამეს ხომ არ მიბრძანებენო, და როცა აღარაფერი უთხრეს, სამზარეულოსკენ გატრიალდა.

ჩოჩიამ ღვინო დაასხა, ამხანაგს ფიალა მიუჯახუნა, სულმოუთქმელად გადაჰკრა. ყვალთავამ ნახევარზე ნაკლები მოსვა, ფიალა მაგიდაზე დადგა. მსახურს ეს არ დაუნახავს, ამ მომენტში სამზარეულოსაკენ მიდიოდა. მუნჯი სამზარეულოში შევიდა, სათვალთვალოდ მოხერხებული ადგილი შეარჩია.

იალქანიძეს გაზეთი ეჭირა, ვითომ კითხვაში იყო გართული. ისე იჯდა, რომ სტუმრებსაც კარგად ხედავდა, სამზარეულოში მოწრიალე ასთიონასაც.

თუთაშხია იალქანიძეს შესცქეროდა, ცდილობდა გარკვეულიყო, თუ რა ხდებოდა.

ჩოჩიამ ყვალთავას რაღაც უთხრა. ყვალთავამ უპასუხა. იალქანიძეს არ გაუგონია, მაგრამ მიხვდა, ჩოჩია ამხანაგს ეკითხებოდა, – ფიალა რატომ არ დაცალეო. მუნჯი სტუმრებს გულიხ ფანცქალით გამოჰყურებდა. ვერაფრით ვერ გაეგო, ღვინოს რატომ არ სვამდნენ.

ცოტა ხანმა გაიარა. ჩოჩიას მოულოდნელად სახის ფერი ეცვალა, გაფითრდა რაღაცის თქმა დააპირა: ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ ყელიდან ერთი ბგერაც არ ამოსვლია. ბოდღო ყვალთავამ ამხანაგს თვალი სჭიდა, წამით გაირინდა, მერე თითქოს რაღაცას მიხვდა და დაიძახა:

– მარილი არაა სუფრაზე, მარილი მოგვიტანოს ვინმემ!

სამზარეულოდან ქურდულად მომზირალი მუნჯი გაშეშდა, მუხლები აუძაგძაგდა, თავს ვერ მოერია. იდგა. მაშინ ყვალთავა სამზარეულოსკენ მიბრუნდა და კვლავ დაიძახა:

– რას გაჩერებულხარ მანდ. არ გესმის, რას გელაპარაკებიან? – ასთიონა მყისვე მოსწყდა ადგილს, დარბაზში გამოვიდა, დახლიდან სამარილე წამოიღო და სტუმრებს მოართვა.

დათა ჩოჩიას თვალები დახუჭული ჰქონდა, სკამზე ოდზავ გადახრილიყო, გადავარდნას აღარაფერი უკლდა. ყვალთავამ თავისი ფიალა შეავსო მაუზერი ამოიღო და მსახურს მოკლედ უთხრა:

– დალიე!

მუნჯმა ჯერ ჩოჩიას შეხედა, შეგდეგ ღვინით სავსე ფიალას, მერე ბოდღო ყვალთავას და დაიღრიალა. იმწამსვე გავარდა. მსახური ძირს დაეცა, ხელის დაშველიება სცადა. ყვალთავამ კიდევ ერთი დაახალა.

თუთაშხიამ ხურჯინიდან მაუზრები ამოიღო და იალქანიძეს ჰკითხა:

– რა ხდება აქ?!

– ტილიანო იალქანიძე! შენი ფეხით ჩამოეთრიე მანდედან, ეს ღვინო დამილიე, თვარა კინწისკვრით ჩამოგიყვან და იმ პოლიციის სადღეგრძელოს დაგალევინებ, შენ რომ მოგისყიდა! – მოისმა დარბაზიდან.

თუთაშხიამ აივანზე გასასვლელად გაიწია. იალქანიძემ დაასწრო, კტრს ფეხი მიჰკრა, ურდული გადაადო და კედელს აეკრა.

– შხამი დაალევინა ასთიონამ! – თქვა მედუქნემ.

დარბაზში კიდეე გავარდა. ტყეიამ ბიკენტის ოთახის კარი გამოიტანა, მარჯვენა კედელზე ღრმა ღარი დატოვა და მიიკარგა.

– იალქანიძე, ჩამოეთრიე, არ ამომიყეანო მანდ! – კელავ მოისმა ყვალთავას ხმა.

– სამი ტყვია გაისროლა უკვე, – ჩაილავარაკა თუთაშხიამ და იალქანიძეს ჰკითხა: – შენ თუ იცოდი?

– ვიცოდი. მე მოვატყუე, – პირგაპარსული რომაა, დათა თუთაშხია არის–მეთქი! – მიუგო მეფუნდუკემ და ჯიბიდან იარაღი ამოიღო.

– მაგას თუ აპირებდი, მოვალე იყავი, გეთქვა!.. მე ხომ ვერ გკითხავდი?! ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!..

– იალქანიძე გააღე კარი! – დაიძახა ყვალთავამ კარს იქიდან და კიდევ ორი ტყვია დააყოლა.

– ხუთია უკვე, – აღნიმნა თუთაშხიამ.

– წაეთრიე აქედან! – უპასუხა იალქანიძემ.

ოთახის კარი ერთიანად იყო დაცხრილული. თუთაშხია და იალქანიძე უხვედრად იდგნენ, არაფერი დაშავებიათ. აბრაგმა ბიკენტის ანიშნა, – ყვალთავას მაუზერში ორი ტყვიაღა დარჩაო. იალქანიძემ ანიშნა, ქვევიდან მოვუვლიო. ოთახი ფეხაკრეფით გაიარა, გარეთა კარში გავიდა, სიბნელეში გაუჩინარდა.

თუთაშხიამ ურდული შეხსნა, კარი გააღო.

ყვალთავა და დათა თუთაშხია პირისპირ იდგნენ.

ყაჩაღს ძირს დაშვებული მაუზერი ეჭირა, ენაჩავარდნილი შესცქეროდა თუთაშხიას.

– რა გინდა, ყვალთავა. – ცივად ჰკითხა თუთაშხიამ.

– ოხხხ! – აღმოხდა ყვალთავას, კიდევ პატარა ხანს უყურა თუთაშხიას, თვალები მილულა და კედელს მიეყრდნო.

იალქანიძე კიბეზე ფეხაკრეფით მოიპარებოდა. კედელს იყო აკრული, ყაჩაღი მიზანში ჰყავდა ამოღებული.

აივანზე აშოვიდა, ყვალთავა ახლო მანძილიდან ნახა – იარაღი ქამარში გაირჭო.

ყაჩაღს ნელ–ნელა მუხლი მოეკვეთა, იატაკზე დაჯდა. მერე სული მოითქვა, თავი აწია, თვალი გაახილა.

– ოხხხ! – ისეე ამოიხრიალა და ძლივს თქვა: – დათა–ბატონო, მითხარი, რომ არ იცოდი ეს... ხომ არ იცოდი?..

– არ ვიცოდი! – მტკიცედ მიუგო თუთაშხიამ.

ყვალთავას ჩალურჯებული ტუჩები ღიმილმა წაუგრძელა. ყაჩაღი პირაღმა დაეცა, მაუზერს ხელი გაუშვა, იარაღი აივნიდან გადავარდა, დარბაზის იატაკზე დაიტანა ბახანი.

ჩოჩიას გვამი სკამიდან გადაქანდა.

თუთაშხია კარის ზღურბლზე გულხელდაკრეფილი იდგა. მხარით დოლაბს იყო მინდობილი, სასადილო დარბაზს გადაჰყურებდა. ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ იალქანიძემ, ალბათ, სისუსტე იგრძნო, კიბის პირველ საფეხურზე ჩამოჯდა და ზურგით კედელზე მიყუდებულმა თვალები ჭერს მიაბჯინა.

მძიმე სიჩუმე იყო.

თავლაში ცხენმა დაიჭიხვინა – ისეე დუმილი ჩამოწვა.

სამზარეულოდან რაღაც ფაჩუნმა მოაწია, იალქანიძეს თავისი მზარეული მოაგონდა.

– ზაქარია, ნუ გეშინია, გამოდი! – დაუძახა მედუქნემ.

მზარეულმა კერძების სარკმლიდან გამოიჭვრიტა. მერე კარის ზღურბლზე შემოდგა ფეხი, დარბაზი მოათვალიერა, აივანს ამოხედა.

– ამოდი აქ, რომ გეუბნები! – გადაჭრით იყო ნათქვამი.

მზარეულმა ზღურბლი დატოვა, სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა, დარბაზის შუაგულში ანაზდად გაშეშდა. პატარა ხანს იდგა, გვამებს უცქირა, შემდეგ ზურგი იბრუნა და კიბეს აჰყვა. აივანზე გასვლას რამდენიმე საფეხურიღა უკლდა, როცა გულაღმა მწოლიარე ყვალთავა დაინახა. კვლავ გაშეშდა და პირი დააღო. მზარეული ერთიანად ფქვილში იყო ამოგანგლული. იალქანიძე მიხვდა, რომ მისმა ხელქვეითმა პირველი გასროლისთანავე საკუჭნაოს მიაშურა, ფქვილის ტომრებმი ჩაიმალა.

– ბიკენტი... ამდენი მკვდარი, კაცო? – ყველა ჩვენია ესენი?.. – ჩაილაპარაკა ზაქარიამ.

თუთაშხიამ გაიღიმა, ოთახში შებრუნდა.

– მამაშენ დიმიტრისია ნახევარი! – მიუგო მეფუნდუკემ. – სანამდე ბოქაულთან ჩავალ, სანამდე იქედან პოლიციას ამოვიყვან, სამი დღე მაინც გავა და გაფუჭდებიან ესენი. მიწაში უნდა შევინახოთ. ბარი წაიღე, სამივე რომ ჩაეტევა, იმხელა საფლავი გაჭერი. დილაადრიან წავალ მე, უნდა დავმარხოთ იქამდე.

ზაქარია ზანტად მიტრიალდა, კიბეები ჩაიარა, დადგა, იფიქრა და მედუქნეს უთხრა:

– რას გეტყვი, იცი?.. ალექსანდრე რომ ზარულის ორმოს სათხრელად გყავს დაყენებული, ხომ გათხარა ნახევარი უკვე? იმაში ლამაზად ჩაეტევა სამივე, ასე ვფიქრობ მე.

იალქანიძეს ეს ჭკუამი დაუჯდა.

თუთაშხია ფიქრმა არ მოასვენა, გარიჟრაჟზეღა ჩაეძინა. ძილში – სიზმარმა აღარ დააყენა. ბევრი სიზმარი ნახა. ყველაში შავი კაცი დადიოდა, მოწამლული ღვინით სავსე სურა ეჭირა, გამვლელ–გამომვლელს ასმევდა: ზოგი კვდებოდა, ზოგი – არა. როცა იალქანიძემ გააღვიძა, მზე კარგა წამოწეული იყო. მაგიდაზე საუზმეული ელაგა.

უკვე ჭამად ისხდნენ, თუთაშხიამ მზეზე გაფენილ, კარგა დაჭმუჭნულ ტანისამოსს მოჰკრა თვალი და ძმაკაცს ჰკითხა:

– ციხის ტანსაცმელი გასამზეურებლად რომ გაგიკიდია... ჩაჯდომას აპირებ ისევ?

– გადაკარგვა არ მინდა არასგზით – ხეტიალი მომბეზრდა. ჩავჯდები, ვიქნები ერთხანს და გამომიშვებენ აბა, რას იზამენ! – მიუგო იალქანიძემ.

შუადღე გადასული იყო. ძმაკაცები გზაჯვარედინზე შეჩერდნენ.

თუთაშხიამ გამომშვიდობებისას თქვა:

– რად გჭირია შენ, მარა თუ გინდა, შევუთვლი მაინც ხალხს, იქ.

თვეზე მეტს თუ მოგიხდა გაჩერება, ფული მოგივა.

– მაქვს ფული.

თუთაშხია დუმდა. იალქანიძე ჯერ ღიმილით შეჰყურებდა მეგობარს. მერე რატომღაც გული აუჩუყდა, თვალებზე ცრემლი მოადგა. დაკითხვის ოქმში ეწერა, – ანაზდად გულმა მიგრძნო, რომ უკანასკნელად ვხედავდიო. ასე იდგნენ. იალქანიძე თაეს მოერია და ძმაკაცს უთხრა:

– რატომ მოვიგიჟიანე, ნეტავი?.. სულ არ მოხდებოდა წუხანდელი ამბავი... დაგინახე და მიტომ გავაკეთე... ვერ ვლაპარაკობ სწორად! შენთან რომ ვარ, ისეთი მინდა გავაკეთო, რამე... შენს გვერდით რომ არის, ყველას ასე უნდა ეს... ვინც გიცნობს კარგად...

იალქანიძემ მარცხნივ აუხვია. თუთაშხია ენგურს ჩაჰყვა, ბარში საქმეები ჰქონდა. მიდიოდა, ხან თავის ცხენზე იჯდა, ხან ბილალის მოგვრილ ლურჯაზე. ზუგდიდი მხარმარცხნივ დატოვა, გეზი სამურზაყანოსკენ აიღო. შუაღამის ხანს ნიკო ბასილაიას სარკმელს კენჭი ესროლა. მოპირდაპირე მოსახლის – მოსე ჯაგალიას – ძაღლებმა ყეფა ატეხეს, პატრონს უცხო კაცის გამოჩენა ამცნეს. ნოკო ბასილაიამ მხრებზე ახალუხი წამოისხა, სტუმარს გამოეგება.

– მოხვედი?..

– გამარჯობა შენი! ნოკო, კატა თუ გყავს სახლში? – უთხრა აბრაგმა.

– კი.

– პარკი გექნება რამე. ჩასვი შიგ და მომიყვანე აქ. ერთი ლობიოს სარი გატეხე შუაზე და გამახული ნახევარი წამოიყოლე თან. ამაღამვე დაგიბრუნდება კატა... რამე ბაწარი შეაბი კანჭზე, ორი მტკაველი ბაწარი.

ძაღლები იქაურობას იკლებდნენ, მაგრამ თუთაშხიას ყურს მოსე ჯაგალიას ფაცხის კარის გაჭრიალება არ გამოპარვია. აბრაგი განზე გადგა, მოხერხებული ადგილი შეარჩია, ფაცხას დაუწყო თვალთვალი. მალე გაარჩია, მოსე ჯაგალია ოთხზე იდგა, ღობისკენ, პირდაპირ თუთაშხიაზე მოიწევდა და, რა თქმა უნდა, ეგონა, რომ ვერავინ ხედავდა. ძაღლები პატრონის საქციელმა საგონებელში ჩააგდო, დაცხრნენ. თუთაშხიამ ფაცხის პატრონი ახლო მოუშეა და ხმადაბლა გამოელაპარაკა:

– მოსე, ძაღლი თუ ხარ, რატომ არ ყეფ და ადამიანი თუ ხარ, ოთხ ფეხზე რატომ დადიხარ, ნეტავი?

ჯაგალია დაიბნა, ვეღარაფერი გაახერხა.

– მეჯინიბედ უნდა იყო ნამყოფი, მგონია, მოსე–ბატონო? – ჰკითხა თუთაშხიამ.

ჯაგალიამ საგრძნობი დრო მოანდომა იმის ვარაუდს, თუ რას ნიშნავდა ეს შეკითხვა, ან მასხრობა იყო თუ არა. თავი ვერაფერს მოუბა და სწორი პასუხი არჩია:

– ჩვიდმეტ წელიწადს ვიყავი საჯინიბოში დგებუაძეებთან!

თუთაშხია საფარიდან გამოვიდა, ღობეზე ახტა, მოხერხებულად ჩამოჯდა.

– ცხენის მოვლა კაი გეცოდინება, აბა. ადექი ახლა, მოსე–ბატონო, მოდი ახლოს. სათქმელი მაქვს შენთან. დათა ვარ, თუთაშხია.

ჯაგალიას კინაღამ გული გაუსკდა, მაგრამ მეტი რა გზა ჰქონდა – ადგა, გაუბედავად მივიდა.

– აგერ, ცხენი მოვიყვანე ერთი, ასეთი საქართეელოში არ არის მეორე და შენახვა უნდა, ასე, ერთ თვეს, მოვლა ჭირია კარგი, საქმის მცოდნე კაცის ხელი უნდა. ა, ოცდახუთი მანეთი შენ... გამომართვი!..

ჯაგალიას ხან სიზმარში ეგონა თავი, ხან სიცრუედ და ეშმაკობად თვლიდა ყველაფერს, ხან შვილებს, შვილიშვილებს და ახლო ნათესავებს ემშვიდობებოდა გუნებაში... ხელი მაინც გაიშვირა და ფული ჯიბეში რომ დაიგულა, მაშინღა გაიფიქრა, იქნებ არც სიზმარში ვარ და არც მასულელებს ვინმეო.

– მასე. დღისით არ გამოიყვანო გარეთ. აჭამე და ასვი. მოუარე. კაცი მოვა შენთან ჩემი სახელით. გეტყვის, ვის უნდა მიუყვანო და როდის უნდა მიუყვანო ცხენი. გაიმეორე, რაც გელაპარაკე, თუ კაცი ხარ!

აბრაგმა ჯაგალიას ისიც კარგად დაასწაელა, თუ რა და როგორ უნდა ეთქვა იმ კაცისთვის, ვისაც ცხენს მიუყვანდა.

– გამოდი გარეთ და წაიყვანე!

ჯაგალიას შიში ჯერაც არ გამონელებოდა, ბანდალ–ბანდალით მოდიოდა. ნოკო ბასილაიამ პარკი გამოიტანა. პარკიდან კატას ჰქონდა თავი გამოყოფილი. წარამარა კნაოდა. ჯაგალიას ჯერ იმის დაჯერება გაუჭირდა, რომ თუთაშხიას ნოკო ბასილაიას კატა პარკით მიჰყავდა. როცა ნოკო ბასილაიამ თუთაშხიას ცხენი წაიყვანა, მოსე ჯაგალიამ იმ ცხენს შეხედა და რატომღაც მოეჩვენა, რომ თუთაშხიამ ცხენი ბასილაიას კატაში გადაუცვალა. ამისმა ფიქრმა კინაღამ გადარია. კიდევ რა შესძრავდა მის აფორიაქებულ გონებას – ვინ იცის მაგრამ თუთაშხიამ კვლავ მიმართა:

– ნუ გეგონება, მოსე! შენი ამბავი არ ვიცოდე. სამ მანეთს გაძლევს პოლიცია თვეში, ნოკო ბასილაიასთან ღამე მისული კაცები დაიხსომე და გვითხარიო. მიპატიებია, მარა მოეშვი მაგ გლახა საქმეს. სიბერეში სამ მანეთად ნუ გაყიდი სინდისს. წადი, ახლა წაიყვანე, ცხენს მოუარე და თავს მოუარე, კიდევ!

ჯაგალიამ ცხენი წაიყვანა. დათა თუთაშხიამ ნოკო ბასილაიას ღამე მშვიდობისა უსურვა და გასწია.

თუთაშხია რომ წინასწარ დაუზვერავად და მდგომარეობის შეუსწავლელად სახლში არავისთან შევიდოდა, მით უმეტეს, იმ სახლმი, სადაც უწინ იგი ორჯერ იქნა ალყაშემორტყმული, ამის მოფიქრებას არც დიდი ჭკუა უნდოდა და არც ვაპირებ, ასეთი რამ მუშნი ზარანდიას სიბრძნეში ჩამოვართვა. მოულოდნელი ის იყო, რომ მან, სახელდობრ, ეს მომენტი გამოიყენა თავის სასარგებლოდ. თუთაშხია ბეჩუნი პერტიასთან მისვლამდე მისი სახლის წინასწარ დასაზვერად და მდგომარეობის შესასწავლად, რა თქმა უნდა, იმ არემარეში ყველაზე მოხერხებულ ადგილს შეარჩევდა. ასეთი ადგილი ის ბექობი იყო, რომელიც ბეჩუნი პერტიას სახლს თავს ჩამოსდგომოდა და სადაც მარუხიას პატარა წისქვილი იდგა. ისიც ცხადია, რომ იმ ადგილებმი თუთაშხია მხოლოდ ღამით გამოჩნდებოდა. დაზვერვას დრო უნდა, თვალის ერთი გადავლება არ კმარა; გამოდის რომ აბრაგი წისქვილის ბორცვზე კარგა ხანს დაჰყოფდა. მეწისქვილის ძაღლიც კარგა ხანს იქნებოდა შეშფოთებული უცხო კაცის ხანგრძლივი, საეჭვო სტუმრობით და პატრონს მისახვედრს მიახვედრებდა, ან გააფაციცებდა მაინც. ამის შემდეგ ყველაფერი ზარანდიას მიერ გადაბირებული მეწისქვილის ღირსებებსა და შესაძლებლობებზე იქნებოდა დამოკიდებული. ზარანდიასთვის იდეალურ შემთხვევაში იგი აბრაგის მოკვლას მოახერხებდა. უარეს შემთხვეეაში – პოლიციას დროულად აცნობებდა – თუთაშხია ბეჩუნი პერტიასთან არისო. წისქვილის პატრონი მარუხია, ღრმად მოხუცებული კაცი, პოლიციასთან თანამშრომლობაზე ახალგაზრდობაშიც უარს იტყოდა, დევნილი კაცის გაცემას არასგზით არ იკისრებდა. მისი გადმობირების ცდას აზრი არ ჰქონდა. ზარანდიამ ამ საკითხს სხვა გადაწყვეტა მოუნახა – შესაფერ კაცს, ვინმე ბონიას ხუთასი მანეთი მისცა, შარუხიას წისქეილი შეასყიდვინა. ამ კაცმა თუთაშხიას გარეგნობა კარგად იცოდა. ავი ქოფაკი მოიყვანა, პალოზე დააბა და წისქვილში დაბინავდა. იმ წვიმიან ღამეს, როცა თუთაშხიამ მოსე ჯაგალიას ცხენი მიაბარა, მეწისქვილე ბონიამ თავისი მოლოდინის მეოთხე თვე აათავა.

თუთაშხიამ შეიდი ვერსი გამოიარა, ღამის ორსა და სამ საათს შუა პირდაპირ წისქვილის ბექობს მოადგა. ძაღლმა ალიაქოთი ატეხა. ბონია ტახტზე თვლემდა, ქოფაკის ყეფამ გამოაღვიძა. თუთაშხიამ გახელებული ქოფაკისაგან ათიოდე ნაბიჯის დაშორებით ლობიოს სარი მიწაში ჩაარჭო, პარკიდან კანჭზე ბაწარწაბმული კატა ამოიყვანა, სარზე დააბა და წისქვილისკენ გასწია.

ბონიამ გაიფიქრა, ნეტავი ვინ უნდა იყოსო, და სწორედ ამ დროს წისქვილში თუთაშხია შემოვიდა. დამხვდურმა მოსულს ჭრაქი მიანათა, აბრაგი უმალ იცნო. მეწისქვილეს რევოლვერი თავთით ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გაბედა – იცოდა, ასე, პირისპირ სროლას თუთაშხიას ვერ დაასწრებდა. ან იქნებ სახტად დარჩა და აზრად მსგავსიც არაფერი მოსვლია.

ქოფაკმა კატა იყნოსა, რაღა დააშოშმინებდა.

ქვებს ხრიალი გაჰქონდა, სარეკელა კაკანებდა. თუთაშხიამ ნაბადი მოიხადა, კედელზე კაპი ნახა, ზედ ჩამოჰკიდა და ბონიას თავზე წაადგა.

– ჩაიწიე პატარაზე, ბონია, დავჯდე მინდა, – უთხრა თუთაშხიამ.

ბონიამ სასთუმლისკენ გადაიჩოჩა. აბრაგმა საწინააღმდეგო მხარეს მიუთითა. მეწისქვილე წამით შეყოყმანდა, მაგრამ უსიტყვოდ დაემორჩილა, სასთუმლიდან ტახტის ბოლოსკენ გადაინაცვლა. თუთაშხია დაჯდა, მარცხენა ბარძაყთან მკვრივი საგანი იგრძნო, სასთუმალში ხელი შეყო, ახალთახალი, ფეხზე შეყენებული რევოლვერი გამოიღო, დახედა და ძალიან გულიანად გაიცინა: სიხარული, ალბათ, მიხვედრის დადასტურებამ მოჰგვარა. ბონია იატაკზე პირქვე დაემხო აბრაგს ცრემლით შეემუდარა:

– დტთა–ბატონო, შემაცდინეს, გაჭირვებამ მაჯობა. ნუ მომკლავ, ნუ დაიდებ ჩემი ცოლ–შვილის ცოდვას. გეტყვი ყველაფერს... ნუ მომკლავ და ჩემზე ერთგული არ გეყოლება ქვეყანაზე კაცი!

– ერთგულება რომ შეგიძლია ვხედავ მაგას მე! – მიუგო თუთაშხიამ. – ადექი ახლა და ჯორკოზე დაჯექი მაგერ. მოსაკლავად არ მოვსულვარ მე.

ბონიამ უნდო ღიმილით ჰკითხა:

– აბა, რისთვის მოხვედი, დათა–ბატონო?.. – და პასუხის მოლოდინში აბრაგს მიაშტერდა.

თუთაშხიამ გაიცინა:

– რას გპირდებიან ამ საქმეში, ბონია?

ბონიამ ჯერ თავის მოსულელება განიზრახა, შემდეგ გაიფიქრა, რომ ეშმაკობით ვერაფერს გახდებოდა და ჩაილაპარაკა:

– წისქვილი მიყიდეს, ქოფაკი მომცეს! თხუთმეტ მანეთს მიხდიან თვეში კიდევ და... – ილაჯმა უმტყუნა, ენა წაუბორძიკდა, დადუმდა.

– დაასრულე!.

– ხუთი ათასს მომცემდნენ კიდეე რომ მომეკალი, მაშინ! – ძალისძალად ამოსცრა მან.

– აბა, კაი ზარალი მოგსვლიათ შენც და მათაც, – თქვა თუთაშხიამ, წამით დაფიქრდა და ჰკითხა: – კაცი თუ მოგიკლავს როდისმე?

გონიამ დინჯად გაიქნია თავი.

– ახლა მასწავლეს სროლა, ამ საქმისთვის... ქუთაისში.

– არასოდეს რომ არ გაგიკეთებია და არც იცი, რაა, ისეთ საქმეზე რამ მოგაკიდებია ხელი, შე კაცო!

– გაჭირვებამ და უბედურებამ, დათა–ბატონო. გასულ ზამთარს სახადი იყო. ორი მიცვალებული გავიტანე ფაცხიდან. წლისთავი მოდის აგერ და ქვა არ დამიდვიტ საფლავზე ჯერ... ჩემი სიმინდი და მოსავალი ორ თვეს ყოფნის ჩემს ოჯახს. ოთხი შვილი მყავს, გოგოებია ყველა. გაზრდა თუ მოხერხდა მათი ვინ წაიყვანს უმზითვოდ! – ბონიას ყელმი ცრემლი მოაწვა.

გახელებულ ქოფაკს ლამის ჯაჭვი გაეწყვიტა. წისქვილის ქვემოდან წყლის სევდიანი ხრიალი ისმოდა.

– ეს ძაღლი შენს ამხანაგებს ყეფს, ალბათ, დათა–ბატონო. უთხარი, შემოვიდნენ... ამ თავსხმაში ძნელია იქ.

თუთაშხიამ ყური არ ათხოვა, ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ ბონია უცბად ვერ მიხვდა, მას ელაპარაკებოდა აბრაგი თუ თავისთვის ხმამაღლა ფიქრობდა:

– მგელიც მისი ლეკვების შიმშილს გამოყავს საშოვარზე. მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, – ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქით არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და მიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს. – დათა თუთაშხია დაფიქრდა, თვალებში შემოშტერებულ მეწისქვილეს შეხედა და განაგრძო: – შენ რომ ხარ, მისთანა კაცის გახარებისთვის არ ღირდეს ეგებ, მე რომ ვარ, მისთანა კაცის მოკვლა, ბონია, და თუ გიფიქრია ამაზე?

– კი, მიფიქრია, – დაუდასტურა მეწისწვილემ ცოცხლად. – წისქვილი მისთანა ადგილია – ფიქრობს კაცი სულ რას არ ფიქრობს კაცი!

– მერმე?

– ამ საქმეს ასე უნდა შეხედოს კაცმა, დათა–ბატონო... – თუთაშხიას მშვიდობიანმა იერმა და კილომ მეწისქვილეს შიში გაუქარწყლა და მუსაიფის იშტა მოჰგვარა. სათქმელი მცირეოდენი დუმილის დროს ჩამოაყალიბა და განაგრძო: – რაც შენ გინდა და გჭირია, დათა–ბატონო, ყველაფერი გაქვს უკვე და აღარაფერი აღარ გინდა და აღარ გჭირია აწი. რაც მე მინდა და მჭირია – არაფერი არ მაქვს ჯერ. შენ ყველა გულისნადები ასრულებული გაქვს შენი – ასე მგონია მე, თვარა, კიდევ რომ გინდოდეს რამე – სიმდიდრე, სახელი ან პატივისცემა, ადვილად აისრულებდი იმასაც. ჩემს გოგოებს პატარ–პატარა საყანე მიწები და ცოტაოდენი ფული თუ არ გაყვა მზითვად, ვინ წაიყვანს ისე?! ჩემი ძაბუნიასთანა ქალს ამ სამურზაყანოში მეორეს ვერ ნახავდა ადამიანის თვალი. ბოდიში და, ძუკნა ძაღლს დაამსგავსა დარდმა და შიმშილმა...

ბონიამ კიდევ გადაყლაპა ყელზე მომდგარი ცრემლი, ამოიხვნეშა და თავისი ნალაპარაკევის დასკვნა გააკეთა:

– ასე მგონია მე, რომ ჩემისთანა კაცის გაჭირვებას თუ ეშველება რამე – შენისთანა კაცის სიკვდილით... დათა–ბატონო, ქვეყანაზე ჭკვიანი კაცის სახელი გაქვს... იცი შენ, მოგკლავს, ბოლოს და ბოლოს, ვიღაც მამაძაღლი და მდიდარს და ბედნიერს თუ ერგო ის ფული – ღმერთი და სამართალი სად იქნება მაშინ?!

– შენ რომ გკითხოს კაცმა, ბონია–ღორისშვილო, გლახა და ბოროტი კაცია დათა თუთაშხია, თვარა მოვიდოდა შენსას, შენი გოგოების შემხედავს, გული აუჩუყდებოდა და გეტყოდა, – ა, თოფი, მომკალი და მზითევი გაუწყვე შენს ანგელოზებსო!

აბრაგი დინჯად მიწვდა ტახტზე მიგდებულ რევოლვერს და იატაკზე ფეხებთან დაუდო ბონიას:

– მაგერ გაქვს და მესროლე!

ბონია მოიკუნტა.

– თუ იმის გეშინია, რომ სროლას დაგასწრებ – წამოვწვები ამ ტახტზე, მოგიქცევ ზურგს და მერე მესროლე.

ბონიამ თავი გაიქნია და ჩაილაპარაკა:

– სხვას ვფიქროგ მე, დათა–ბატონო...

– რას!

– ამხანაგები გყავს გარეთ... მოსისხლე კი არ ვარ შენი, რომ ოღონდ მოგკლა და მერმე ყველაფერი სულ ერთი იყოს ჩემთვის. ცოცხალს მჭირია ფული. რომ გესროლო ცოცხალს დამტოვებენ ისინი?! – ბონიამ ხელი კარს მიაშვირა.

თუთამხიას მეწისქვილის ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა:

– ჩემს სიკვდილზე მე რომ მიფიქრია, შენ არ გიფიქრია იმდენი; ვერ მომკლავს ვერავინ და ვერ აიღებს იმ ფულს ისე, ხალხმა რომ არ გაიგოს, ვინ ქნა და რა ფულად ქნა ეს საქმე. შენ რომ გეშინია, ის ბედისწერა – მომკლავენო – ახლა იქნება თუ მერე, მოგიწევს მაინც, საწევი თუა. ფულს შენს ოჯახს ჩააბარებენ და რა გინდა მეტი?..

– ცოცხალი თუ აღარ ვიქენი, ჩემი გოგოების მზითევი, – ბონიამ ხელი ჩაიქნია.

– შენთვის გინდა ის ფული, გოგოები არაფერ შუაშია, მაგრამ იმდენი ხარბი ვერ ხარ, ქონების გულისთვის ნამდვილ ხიფათში რომ ჩაიგდო თავი. წიგნი წავიკითხე, მეკობრეებზე იყო დაწერილი. მეკობრეები ზღვის ყაჩაღებია. აუარება ქონებას აგროვებენ. ერთი სამეფოს საყიდლად კმარა ის ქონება, მარა ვინ იკმარა. მაინც ძარცვავენ, გლეჯენ, იხოცებიან ბოლოს და ოხრად რჩებათ სადღაც უბედურებაში გადამალული სიმდიდრე. რა ხალხია, თუ იცი, ის მეკობრეები? სიყვარულის ხალხია: ხიფათი უყვართ, იმის ფიქრი უყვართ, სადღაც გადასაკარგავში დიდი ქონება რომ აქვთ დამალული. ფული არ უყვართ იმ კაცებს ფულის შოვნა უყვართ, შოვნა! რაც სიმდიდრეს შეუძლია, იმის სიყვარული რომ ჰქონდეთ, ხომ დაანებებდნენ მეკობრეობას თავს და გაინაპირებდნენ სამშვიდობოზე? სულელი კაცის სიყვარულია ის სიყვარული, მარა მაინც სიყვარულია, სხვები სიხარბეს ეძახიან ამას; სიხარბე რაა, უფრო ესმის ხალხს და მიტომ. გინდა შენ ფულის შოვნა, მარა რა გაკლია იცი? ხიფათის სიყვარულს არ ვამბობ, არ გაქვს და არც უნდა ჰქონდეს შენი ჯიშის კაცს, მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი, რომ მისი გულისთვის ხიფათის არ გეშინოდეს. არც ეს გაქვს. ქუთაისში სვიმონ საპყარაძეა ერთი – ხარაზი. ორმოცი წელიწადია ადანაიას სახლის სარდაფში ზის და წაღებს კერავს. გოგოები ექვსი გამოზარდა სვიმონმა ამით, ყველა გაათხოვა და დააბინავა და სარდაფიდან არ ამოდის დღესაც. მასავით კარგი კაცი თუ იქენი, უმზითვოდ ნაიყვანენ შენს გოგოებს, ბონია, სიხარულით წაიყვანენ, მაგრამ ამისთვის არ დამიწყია ეს ლაპარაკი, სხვა მაქვს სათქმელი. ჩექმები შემიკერა ერთხელ, აწონა სასნორზე – გირვანქაზე მეტი გამოვიდა და არ გამომატანა არას დიდებით. ამაზე ფილიმონა ტაბატაძემ თქვა, საქმის დიდი სიხარბე აქვს საპყარაძესო. სიხარბე არაფერ შუაშია აქ, თავისი საქმის სიყვარული აქვს სვიმონს. ზოგს გონია, სიყვარული მარტო ცოლ–შვილის, დედაკაცის, ფულის და სუკის მწვადის შეიძლება. მენ რომ გიყურებ, გონია, არც შენი მიცვალებულების სიყვარული გაქვს, არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი, ძუკნა ძაღლს რომ დაამსგავსე, თვარა კაცის კვლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცვალებულების სამარეზე ქვების დადებას, ცოლისთვის დარაიების ყიდვას, შვილებისთვის მზითვის გაწყობას. როცა სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ მაშინ; სამშობლო თუ არ უყვარს ადამიანს, მტრად მოსულ კაცს ვერ მოკლავს ის... მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია, ბონია.

მეწისქვილე ერთიანად ალეწილი და აწურული იჯდა. მერე გესლიანად ჩაიცინა და აბრაგს ჰკითხა:

– შენ თუ გიყვარს რამე, დათა–ბატონო, სიყვარული თუ გაქვს?

თუთაშხიამ მეწისქვილის კილოს ყური არ ათხოვა, დაფიქრდა და მიუგო:

– ილაჯიანი ქოფაკი გყოლია. არ გაჩერებულა, რომ მოვედით, მას მერე. კმარა, დაისვენოს, თვარა ჩაეხლიჩება ხმა.

თუთაშხიამ რაღაც ივარაუდა, წამოდგა და გარეთ გავიდა.

წვიმას გადაეღო, ცას ღრუბელი გადაჰყროდა, მიდამოს მთვარე ანათებდა. აბრაგი ზღურბლთან დადგა, სიბნელეს თვალი მიაჩვია, გარემო რიგიანად მოათვალიერა და დაღმართს ჩაჰყვა.

თუთაშხია რომ დაბრუნდა, ბონია ხვიმირში საფქვაეს ყრიდა. მეწისქვილემ კარის ჭრიალზე მიიხედა, აბრაგის იღლიაში მბორგავ სულიერს დააკვირდა. ერთხანს გახევებული იყო. მერე ტომარა ბოლომდე ჩაცალა, ძირს ჩამოვიდა. თუთაშხიამ კანჭზე ბაწარშებმული კატა იატაკზე ჩამოსვა. წისქვილს თვალი მოავლო, რევოლვერი ვეღარსად დაინახა და ბონიას შეხედა.

– სასთუმალში შევინახე ისევ, – ჩაიდუდღუნა მეწისქვილემ. – კვალში გამოგყვნენ ეგება და რომ შემოვიდნენ და მკითხონ, ხომ უნდა ვთქვა! – მზად ვარ, აგერ იარაღი, და მოხერხებულ დროს ველოდები–მეთქი. ასე თუ არ ვქენი, წამართმევენ წისქვილს...

ქოფაკი დაცხრა.

კატამ ქურქი გაიბერტყა, მყუდრო ადგილი იპოვნა, ჩაითბუნა და თვალები მილულა.

– ამ კატით გამაფუჭე და გამომტეხე, დათა თუთამხია, ხომ? – სინანულითა და ღვარძლით ჩაილაპარაკა ბონიამ. – მაგას ყეფდა ჩემი ძაღლი და მე ამხანაგები მეგონა შენი...

– მხდალი კაცი ხარ, ბონია, და თავი სიცრუით გინდა, დაიმშვიდო, მიეშმაკა თუთაშხიამ და მიტომ ვერ მოვკალიო! გაიხსენე: ჯერ ხომ გამოტყდი და მეხვეწე, ნუ მომკლავო, და მერე მოგხვდა გუნებაზე შენი ქოფაკის აურზაური. არაფერ შუაშია მაგ კატა და შენთვის არ მომიყვანია აქ. ამ წისქვილში საკაიკაცოდ რომ არ იყავი მოსული, ამის მიხვედრას არ ჭირდებოდა სოლომონ ბრძენის ჭკუა და არც კატების ტარება ამ სიშორეს.

– აბა, რაზე აყეფე ქოფაკი ამდენ ხანს დათა–ბატონო?!

– სხვა კაცებს მოიყეანს შენი ძაღლის ყეფა აქ. ამ სოფელში შენსავით დაქირავებული კიდევ რომ არ იყოს რამდენიმე კაცი, არ შეიძლება ის. ღამე იყო, ეძინათ მათ და ყეფამ რომ გამოაღვიძა, იფიქრეს, რატომ დაანგრია მეწისქვილის ძაღლმა ქვეყანაო და ისიც იფიქრეს, თუთაშხია თუა მოსული და სადმე ჩასაფრებულიო. სანამდე ძაღლი ყეფდა, ვერც ერთი ვერ გამობედავდა კარში. ისხდნენ, იარაღი ეკავათ ხელში და ხუთ ათას მანეთ ფარას ნატრობდნენ შენსავით. ახლა, ქოფაკი რომ გაჩერდა, ის კაცები იფიქრებენ, ალბათ, წავიდა თუთაშხიაო. მშიშარა კაცი ცნობისმოყვარეა და ჭორიკანაა დედაკაცივით; ვერ მოისვენებენ სანამდე სათითაოდ არ ამოვლენ და არ გკითხავენ, – რა აყეფებდა შენს ქოფაკსო. არ მცალია, თვარა დავრჩებოდი ერთხანს და ყველას ვნახავდი იმ კაცებს ჩემი თვალით. მივდივარ მე. ა, შენ ხუთი მანეთი. არ მაქვს მეტი. გამოგადგება სახარჯოდ.

– არა, დათა–ბატონო, რას ბრძანებთ, რატომ წუხდებით.

ბონიას მართლა არ უნდოდა ფულის გამორთმევა. თუთაშხიამ შენიშნა ეს და უთხრა:

– სხვა ამგავში სულერთი იქნებოდა, აიღებდი თუ არ აიღებდი ამ ხუთ მანეთს. ჩემგან მოთავაზებაც იკმარებდა და დანარჩენი შენ გეცოდინებოდა. ახლა ისეა საქმე, რომ თუ არ აიღე, მარტო მოთავაზებას არ აქვს აზრი. რომ გამომართვა, ისაა საჭირო. ჩაიდე ჯიბეში. ის ხალხი დაიხსომე ყველა, ვინც ამაღამ და ხვალ დილაადრიან ძაღლის ყეფის მიზეზი გკითხოს.

მეწისქვილემ ფული გამოართვა, უბის ჯიბიდან ქისა ამოიღო, გახსნა და ხუთმანეთიანი შიგ ჩააგდო.

– იცოდე, ბონია, არ მომატყუო, თვარა ისე მოვაწყობ საქმეს, რომ ამ წისქვილიდან ამოგკრავენ პანჩურს და მზითვის რა გითხრა, ღომი მოგენატრებათ შენც და შენს გოგოებსაც.

თავღია ქისა ორთავ ხელებით ეჭირა ბონიას, შიგ იყურებოდა. თუთაშხიამ კატა აიყვანა, კანჭზე გამობმული ბაწარი ააჭრა.

ბონიამ დაიყვირა:

– რაში მომეცი, დათა თუთაშხია, ეს ხუთი მანეთი! – აიღე უკან. არ მინდა ფული, ისე გეტყვი იმ კაცებს, ვინც მოვა და მკითხავს...

– სსსუ, წყნარად, ბონია! – შეაწყვეტინა აბრაგმა. – მარტო მაგისთვის არ მომიცია, ჩეიხედე შიგ!

მეწისქვილემ ისევ ქისაში ჩაიხედა.

– იყურე შიგ და იფიქრე. დაინახავ, ვინ ხარ და იმასაც მიხვდები, როგორი უნდა იყოს კაცი. ამისთვის მოგეცი მაგ ფული.

თუთაშხიამ ნაბადი ჩამოიღო, მკლავზე გადაიკიდა. მეწისქვილეს თვალებიდან ცრემლები სცვივოდა.

– დათა თუთაშხია, მოგეკალი ბარემ და ისე წასულიყავი, – გულწრფელად, ხვლიპინით თქვა ბონიამ.

– ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! მოსაკლავიც რომ იყო, არ მოგკლავდი მაინც, – წყნარად მიუგო აბრაგმა. – მტერი ხარ ჩემი და ისე გამოვა, ვითომ ყველა მტერი მოსაკლავია. ჩემი ხელით შენი სიკვდილი უარეს საქმეს იზამს, ვიდრე შენ იზამ შენი ბოროტი სიცოცხლით, მაგრამ გულუბრყვილო ხარ და გულუბრყვილო კაცი ხელჩასაქნევი არაა. იფიქრე, განგებამ ფიქრისთვის გააჩინა ადამიანი. მშვიდობით იყავი, ბონია.

თუთაშხიამ კარს მიაშურა. მეწისქვილემ თვალი გააყოლა და უკვე კართან მისულს უთხრა:

– დათა–ბატონო, მოიცადე ერთ წუთს, სათქმელი მაქვს რაღაც.

აბრაგი შეჩერდა, მეწისქვილეს გამოხედა.

– ქუთაისმი ვინ მელაპარაკებოდა და ვინ დამითანხმა ამ საქმეზე, თუ იცი?

თუთაშხია დაბრუნდა.

– ვინ?

– ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსიც იყო იქ, მარა ხმა არ დაუძრავს მას. მამიდაშვილი მელაპარაკებოდა შენი, მუშნი ზარანდია. სხვა გვარი მითხრა, ეს და ეს კაცი ვარო. ეგონა, არ ვიცოდი, ვინც იყო. მისი პოლკოვნიკობაც ვიცოდი და პეტერბურგში რომ დიდზე დიდი კაცია, ისიც. მუშნიმ მაყიდვია ეს წისქვილი შარუხიასგან.

დათა თუთაშხია გაქვავებული იდგა, მაგრამ ეს სულ სამიოდე წამს გაგრძელდა. აბრაგმა ჭრაქს ხელი დაავლო, ბონიას სახეში მიანათა თვალებში ჩახედა და ჰკითხა:

– როდის იყო ეგ?

– ივნისის თვეში.

სიჩუმე ჩამოვარდა.

– მართალს ლაპარაკობს, – თავისთვის თქვა თუთაშხიამ და ჭრაქი ადგილზე დააბრუნა. – აბრაგი ფიქრობდა. მეწისქვილე ერთხანს ჩუმად იყო, მერე ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

– ძალიან ვერაგი კაცია მუშნი ზარანდია, დათა–ბატონო. დიდი სიფრთხილე გმართებს, დიდი!

– მუშნი არ მდევნის მე, მისი უფროსები მდევნიან და თანამდებობა აქვს მუშნის ისეთი, რომ იძულებულია, მათი ბრძანება შეასრულოს. მუშნი ჭკვიანი კაცია, დიდი კაცია. მისთანა ორი, სამი ყავთ მაგათ, მეტი არ ყავთ, იცოდე ეს. სიფრთხილე არ მაკლია მე. სიკვდილმა თუ მიწია, გაუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება, განგების ნება იქნება ის.

თუთაშხიამ კარი გააღო. კატამ ზღურბლზე გადაასწრო და პირდაპირ ნოკო ბასილაიას სახლისკენ მოჰკურცხლა.

– ჯიშიო! ჯიში ამათი თქვი შენ, თუთაშხიების! – ჩაილაპარაკა ბონიამ.

აბრაგმა წისქვილს შემოუარა, დაღმართი ჩაირბინა, ბეჩუნი პერტიას ღობეზე გადახტა, უკანა კიბე ფეხაკრეფით აიარა, კარი შეაღო. დერეფანში ბნელოდა. აბრაგმა კედელს ხელი გააყოლა, კარი მოსინჯა და მიაკაკუნა. კარგა ხანს არაფერი გაფაჩუნებულა. ცოტა მოიცადა, სახელურს დაავლო ხელი, შესვლა დააპირა. მოპირდაპირე მხრიდან იატაკის ოდნავი გაჭრიალება მოისმა. მაშინ თუთაშხია ხმაზე მივიდა და იმ კარს მიაყურა, საიდანაც ჭრიალი მოსწვდა. ისევ სრული სიჩუმე იყო, მაგრამ აბრაბმა კარს იქით განაბული ადამიანი ტანითა და ალღოთი იგრძნო. უცხო ხომ არავინ არისო, გაუელვა. დერეფნის ბოლოში ფანჯარას გახედა. აქედან მთვარე არა ჩანდა, მხოლოდ კაკლის ტოტები ციმციმებდნენ ვერცხლისფრად და უფრო იქით, ეზოს გადაღმა ხეხილებში სველი ფაცხები მიკუნტულიყო. რატომღაც თავისი ჯოგი და როდისღაც ბუღად განზრახული მოზვერი ქორა მოაგონდა. ქორა წინაპრებივით შავი, ფერდზე თეთრვაშლიანი და ტანადი იყო. ვნებისგან ამღვრეულ ვეება ცისფერ თვალებს აბრიალებდა. აბრაგმა მოგონებას შეჰღიმა, კიდევ ცოტა ხანს უმზირა ნარმოდგენაში აღმდგარ ომახიან ბუღას, რომელიც ახლა ახალქალაქელ მალაკნებს ჰყავდათ, და დააკაკუნა.

– ვინ ხარ მანდ? – გაისმა კარს იქიდან გუდუნას ხმა.

თუთაშხიამ შეხმიანება დააპირა, მაგრამ იატაკქვეშ ხრინწიანმა ყვინჩილამ წამოიყივლა. გრძლად, ნაწყვეტ–ნაწყვეტად, ალბათ პირველად ყიოდა. თუთაშხიამ სიჩუმეს მოუცადა და ხმადაბლა თქვა:

– დათა ვარ, გამიღე!

– მობრძანდი, – მცირედი დაყოვნების შემდეგ უპასუხა დამხვდურმა.

რაზამ დაიჩხაკუნა.

დათა თუთაშხია ოთახში შევიდა, კარი ჩარაზა, იქვე, ზღურბლთან დადგა, გუდუნა პერტიას გააყოლა თვალი.

ბიჭმა ღიად დატოვეპული დარაბა დახურა, ბუხართან მივიდა, ნაღვერდალი მოქექა, სული დაუბერა. სტუმრისთვის არც შეუხედავს, ზანტად იქცეოდა, თითქოს მხოლოდ იმიტომ საქმიანობდა, რომ ვინმე აძალებდა.

დათა თუთამხია ბიჭს ზემოდან დაჰყურებდა, რაღაცას ფიქრობდა მერე ნაბადი მოიხადა და ჰკითხა:

– ორი წელინადია არ ვყოფილვარ აქ... რამდენის ხარ ახლა შენ?

– თოთხმეტის ვარ, მეთხუთმეტეში! – მიუგო გუდუნა პერტიამ, კედელს ძველი ქაღალდი ჩამოახია და ისევ ნაკვერჩხლებს შეუბერა.

მიფიცხებულ ქაღალდს ალი მოედო.

– თოთხმეტის, მეთხუთმეტეში... კი, მასე იქნები. – თუთაშხია გულდასმით ათვალიერებდა ქაღალდის ალით პირსახეგანათებულ ბიჭს. სტუმარ–მასპინძელმა იქამდე უყურა ერთმანეთს, სანამ ქაღალდი მთლად ჩაიწეა და კვლავ ჩამობნელდა.

– ჭრაქი აანთე, ლამპა არ არის საჭირო, – თქეა თუთაშხიამ.

ბიჭმა კედლიდან ისევ ჩამოხია ქაღალდი, ცეცხლი წაიღო, სანთელს მოუკიდა და გაინაბა. ზურგით იდგა. სანთლის ალს დასჩერებოდა. აბრაგმა ოთახი დაათვალიერა.

– პატარა იყავი მაშინ შენ; ამ ორ ოთახში მასნავლებელი ქალი ცხოვრობდა ერთი, თიკო ერქვა, თინათინი, ორბელიანი იყო გვარად... – დიდი ხნის წინანდელი ხიფათიანი ღამე და მდგმურის თავგანწირული ეშმაკობა გაახსენდა. – ბეჩუნია სად არის, გუდუ?

– ინდოურები გადენა გასაყიდად გუშინ. მოვა დილით.

თუთაშხიამ ბუხარს ჩაუარა, კრეტსაბმელი გასწია, მეორე ოთახში შეიხედა. ფანჯარაში მთვარე იყურებოდა. იქაურობას მკრთალ სინათლეს ჰფენდა აბრაგმა ყველაფერი დაწვრილებით მოიგონა: სად იდგა თიკო ორბელიანის საწოლი, რომელ ადგილას იყო კედელზე აკრული თვითონ, როცა ორბელიანის ქალი კაზაკებსა და მათ იასაულებს ეომებოდა. ისიც მოაგონდა, რომ აგერ იქ მასწავლებელი მკერდში ჩაეკონა და სწორედ ამ დროს ბეჩუნიმ ფანჯარაში თავისი ნაკვერჩხლისფრად მოვარეარე თვალები შემოანათა.

აბრაგმა თავი დააქიცინა. შემოტრიალდა.

ბიჭს კარგი აღნაგობა და თავისი ასაკისთეის საკმაოდ ბრგე შეხედულეგა ჰქონდა. დაჟინებით იყურებოდა, თითქოს ცდილობდა, აბრაგის არც ერთი, სულ უმნიშვნელო მოძრაობაც კი არ გამორჩენოდა.

– კაი, – თქვა თუთამხიამ. – მოდი ახლა, ბუხარი გავაფიცხოთ. სველი ვარ მთლად, გავაშროთ ტანსაცმელი და ვილაპარაკოთ პატარა. ღამიანად უნდა გავიდე აქედან მე.

თუთაშხიამ იარაღი აიყარა, ხელმისანვდომად დააბინავა, ჯორკოზე ჩამოჯდა და გახდას შეუდგა. გუდუნამ ნაკვერჩხალს ხმელი ჩხირები დააყარა, სული დაუბერა. ცეცხლი მალე აგიზგიზდა. თუთაშხიამ წინდები, პაჭიჭები და წუღები ცეცხლს მიუმარჯვა, პერანგი მუხლებზე დაიფინა ხალათი ბიჭს გაუწოდა:

– ა, მომეხმარე, თუ კაცი ხარ.

ბიჭმა ხალათს შეუბღვირა, ჯორკოიანად გაიჩოჩა, ტუჩები მობუზა, ბუხარს წარბშეკვრით ჩააჩერდა.

თუთაშხია გაოცდა:

– შე კაცო, სტუმრის დახვედრა და პატივისცემა მასეთი ვინ გასწავლა, ნეტავი?

ამ ნათქვამში გუდუს რაღაც ენიშნა, შეკრთა, აბრაგს მყისვე თვალი თვალში გაუყერა, მაგრამ იქ ეჭვის ნატამალიც კი ვერ დაინახა. პირიქით – რაღაც სითბო იგრძნო. ელდამ გაუარა, გულზე მოეშვა, დამშვიდდა. როცა დამშვიდდა, მაშინ იმასაც მიხვდა, რომ დიდი ხნის განზრახული გულღია დახვედრის მაგიერ დაგუბებულ სიძულვილს აჰყვა, სტუმარს მკვახედ მოექცა და სწორედ ამით შეეძლო, მისთვის რაიმე ეჭვის საბაბი მიეცა, მისი სიფრთხილე გაემახვილებინა. ბიჭი მიხვდა, შემობრუნება მართებდა, თორემ შეიძლება, ყველაფერი ჩაფუშულიყო. ხალათს უკვე ორთქლი აუვიდა და მას კი ვერასგზით ვერ დაემორჩილებინა თავი, აბრაგისთვის გულთბილი რამ ან თუნდაც ორიოდ მშვიდი სიტყვა ეთქვა. იმის შიშიც ბორკავდა, რომ უდიერობიდან გულთბილობაზე მკვეთრად გადასვლა სტუმარს შეაფიქრიანებდა და, ალბათ, ისიც, რომ იშვიათი გამჭრიახობით და ეშმაკობით ცნობილ ადამიანს მასპინძლის გულითადობაში უნებლიეთ გამჟღაენეგული მცირედი სიყალბეც კი არ გამოეპარებოდა. ამ ფიქრმა ისე შეაწუხა, რომ ჯორკოზე თავი უხერხულად იგრძნო, აწრიალდა. თუთაშხიამ ბიჭს მოუსვენრობა შენიმნა და ცოტა ფიქრის შემდეგ უთხრა:

– შეგაწუხე, გუდუ, გავაშრობ ნაბადს და წავალ მალე მე. წვრილად დახეთქილი ხმელი შემა თუ გაქვს სადმე?.. ფიცხი ცეცხლი ჭირია ტანსაცმლის გაშრობას.

ბიჭს ჟრუანტელმა დაუარა, ტანში შეზრიალებამ მხრები აუბორგა.

– გაციებული ხომ არ ხარ შენ? – თქვა თუთაშხიამ. – მე გავალ და მოვიტან, სად გაქვს?

– აგერ მაქვს, პატარა ოთახში. კარში გასვლა არ მომიწეეს. მოვიტან ახლავე.

თუთაშხია ჩაცმას შეუდგა.

– გიორგობისთვეს ხარ დაბადებული, მშვილდოსანი ხარ ჩემსავით, – თქეა აბრაგმა.

გუდუნა პერტიამ მაშა აიღო, ბუხარში მუგუზლები მოაწესრიგა, დინჯად ადგა და ოთახიდან გავიდა. დერეფანში ერთი წამი შეჩერდა, მერე მოპირდაპირე ოთახის კარი შეაღო, შეშის თაკარიდან ჭინჭში გახვეული რევოლვერი გამოიღო. გულმა დაგადუგი აუტეხა, სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ეს სულ ცოტა ხანს გაგრძელდა; თავისი მოდგმის სიმშვიდე და გადამწყვეტობა მალევე ეწვია, იარაღს ჭინჭი შემოაცალა, ჩახმახზე შეაყენა, უბეში შეინახა და სიბნელეში წვრილი შეშების მოფათურებას მიჰყო ხელი. არჩევდა, იატაკზე ჰყრიდა, ხმაური სწყუროდა!

იატაკქვემ საქათმეში ისევ მამალმა დაიყივლა. მეზობლისამ ხმა მოსცა. ბიჭმა შეშას თავი მიანება, დაფიქრდა, წაიჩურჩულა:

– გათენდება მალე. გათენებას არ დაუცდის ეგ...

კარგა მოზრდილი იღლია შეშა წაიღო და ბუხარს მიაშურა. დათა თუთამხია უკვე ჩაცმული იყო. ჩოხაზე ქამარ–ხანჯალს ირტყამდა. სკამები დაედგა, ზედ გადაფარებული ნაბადი ცეცხლისთვის მიემარჯვებინა. ბიჭმა შეშა დაყარა, რამდენიმე ღერი მუგუზლებზე დაალაგა და სულის შესაბერად ჩაცუცქდა. ბუხართან მისადგომი აღარსაიდან დარჩა.

– მიმიშვი ერთი, ნახე, სულის შებერვა როგორი ვიცი მე, – აბრაგმა ბიჭს ხელი დაუთათუნა.

ბიჭი წამოდგა, დაიხია. თუთაშხიამ ჯორკო მიიჩოჩა, ზურგს უკან მდგომ ბიჭს ღიმილით ახედა, დაიხარა, ცეცხლს გრძლად, მძლავრად შეუბერა. გუდუ პერტიამ ხელი უბეში მეიყო, რევოლვერი გამოიღო, აბრაგს თავში დაუმიზნა და სასხლეტს დააწვა.

გავარდა, ჩახმახი კვლავ დასაცემად აიყალყა. დათა თუთაშხია, თითქოს თავში მარგილი დასცესო, – შუბლით ფილას ეძგერა და ხელისგულებით იატაკზე დანდობილი წამით გაქვავდა. ბიჭმა ისევ დაუმიზნა, მაგრამ სროლა აღარ დასცალდა: თუთაშხიამ რაღაცნაირად ისკუპა და ჯერ ზეზე ამართულიც არ იყო, რომ გუდუ პერტიას იარაღი ხელთ ჰქონდა.

ისინი სამიოდ ნაბიჯზე პირისპირ იდგნენ, ერთმანეთს შესცქეროდნენ. დათა თუთაშხიას სახე უკიდურეს განცვიფრებასა და ყრუ, სასიკვდილო ტკივილს გადაებრიცა. გუდუ პერტია მხოლოდ გაფაციცებული იყო. მთელი არსებით სიცოცხლის შენარჩუნების გზას, გამოსავალს ეძებდა. იგი არავითარ დაბნევას, შიშს და, მით უმეტეს, პატიების მუდარას არ ამჟღავნებდა.

– რა ქენი, ბიჭო, ეს! – დაიკვნესა თუთაშხიამ, შუბლი მოისრისა და სინანულით გაიმეორა: – რა ქენი, გუდუნა ეს!

კეფიდან კისერში ჩაჟონილი სისხლის სიგრილე აბრაგს ხელი ჭრილობაზე მოასმევინა. ტკივილმა უმატა. თუთაშხიამ წართმეული რევოლვერი ქამარში გაირჭო, აცახცახებული ხელებით დოლბანდი დაკეცა, ჭრილობაზე მოიხვია. სისუსტე მოერია, სკამზე დაეშეა. თავჩაქინდრული იჯდა, იატაკს დასცქეროდა. ბიჭმა ბუხრის სიახლოვეს მიყუდებულ თოფ–იარაღს სჭიდა თვალი; ეერ მისწვდებოდა, შუაზე პატრონი იჯდა.

– არ შეიძლება ჩემი სიკვდილი აქ, – ჩაილაპარაკა დათა თუთაშხიამ.

ბიჭი ვერაფერს მიხვდა.

აბრაგმა თავს ძალა დაატანა, წამოიწია, ადგა. ტკივილმა დააკვნესა, ორთავე ხელი საფეთქლებმი ატაცებინა. ასე იდგა, სანაჭ ტკივილმა უკლო და თავბრუს ხვევა მოეშეა. მერე ბუხართან მივიდა, თოფ–იარაღი აისხა და ისევ გაინაბა.

– რამ მოაფიქრებინა ეს!.. მაჯობა მაინც, – ჩაილაპარაკა მან მცირედი დუმილის მემდეგ და დასძინა: – გუდუნა, დედაშენს არ უთხრა, რომ ვიყავი და მესროლე. ცოდვაა.

ბიჭი ჩუმად იყო.

დათა თუთამხიამ გასასვლელი კარი გამოაღო, ზღურბლზე შედგა ბიჭს გამოხედა და თქვა:

– ფული არ გამოართვა. გაგაწვალებს და წაგახდენს ის ფული... – სიტყვა პირზე შეაშრა, იფიქრა და დასძინა. – მე ვიზამ მაგას! გვამს რომ ვერ იპოვნიან, ისე ვიზამ ფულს აღარ მოგცემენ მაშინ!

აბრაგი ორღობეს ზღვის მიმართულებით გაჰყვა. გუდუ პერტია კარს იყო მიჩერებული, ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. მერე ტრუსის სუნმა ოდნავ გამოაფხიზლტ. ბუხარს გახედა, აგურგურებულ ცეცხლს მიაჩერდა. დრო გავიდა, გონება თანდათან დაეწმინდა და საოცრად მკაფიო რწმენა ეწვია იმისა, რომ თუთაშხიას ნათქვამი ყველაფერი უკლებლივ, ზუსტად უნდა შეესრულებინა...

ბიჭი ნაბადს ეცა, ძირს დააგდო, ალმოდებული ადგილი ფეხით ჩააქრო იატაკზე სისხლის პატარა გუბე დაინახა; კუტალით წყალი და ტილო შემოიტანა, აწმინდა, მორეცხა. იქაურობა გულდასმით დაათვალიერა, სტუმრის ყოფნის სხვა რამ კვალს თვალი ვერსად მოჰკრა. ახლა ნაბადი დაკეცა, იღლიაში ამოიდო, ტილო და კუტალი წაიყოლა, ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა, მუგუზლები დააშორა, ცეცხლი დააცხრო და ლოგინზე ჩამოჯდა. ფიქრობდა. ყველაფერი თავიდან გაიხსენა, გაიმეორა, აწონ–დაწონა.

– სად წავიდა ამ ღამეში!.. – ჩაილაპარაკა თავისთვის.

ბიჭმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ აუცილებლად, უსათუოდ საკუთარი თვალით უნდა ენახა ის ადამიანი, ვისთანაც დათა თუთაშხია მივიდოდა. ზეზე წამოიჭრა, ქურთუკში ხელი გაუყარა და კარში გავარდა. ჭიშკრის ზღურბლს გადასცდა, დადგა, ღამეს მიაყურა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა; არც ფეხის ხმა, არც ძაღლის ყეფა, არც სხვა რამ ისეთი, რაც მიმავალი კაცის კვალზე დააყენებდა... ადგილს მოწყდა, მარჯვნივ გაიქცა, ოცი, ოცდაათი ნაბიჯი გაირბინა, გაჩერდა, შეტრიალდა და საწინააღმდეგო მხარეს მოჰკურცხლა. არც პირველ არჩევანს ჰქონდა რაიმე გამართლება, არც – მეორეს; ორივე შემთხვევაში ალღო ამოძრავებდა და დარწმუნებული იყო, რომ სწორ გზაზე იდგა. მირბოდა, ხან სულის მოსათქმელად სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. სმენად იყო ქცეული, თვალთახედვას ძაბავდა, რომ მოძრავი რამ სიბნელეში შორიდანვე დაენახა.

მიქორის აღმართი აათავა. აქედან სოფლამდე ლარივით სწორი შარა ეშვებოდა. შუა დაღმართზე რაღაც ლანდი შენიშნა.

თუთაშხია იყო?..

ბიჭმა გზიდან გადაუხეია, ჯაგებში გადავიდა. იცოდა, აბრაგი სწრაფად ვერ ივლიდა. მორიდან შემოვლა, გადასწრება და მიქორის ბოგირთან ჩასაფრება განიზრახა. ხომ უნდა ენახა, ვის მისდევდა, – იქნებ სხვა იყო ვინმე?

ღელეს მიაწია, ნაპირ–ნაპირ იარა, ბოგირთან მივიდა. გზად მომავალი ლანდი ჯერ კიდევ შორს იყო. აქვე, ბოგირს გადმოღმა, მალაქია ნინუას სამჭედლო იდგა. ზედ პატარა ოთახი ჰქონდა მიდგმული. მჭედელი იმ ოთახში ცხოვრობდა. ბიჭმა საფარი დატოვა, სამჭედლოს უკანა კედლის ძირას ჩაჯდა, გზას დაუწყო თვალთვალი.

მგზავრი ნელი, უმწეო ნაბიჯით მოდიოდა. ჩერდებოდა, ხეებს ეყუდებოდა და ისევ წინ მოიწევდა. ბიჭი დარწმუნდა, ეს კაცი დათა თუთამხია იყო.

– მიქორში მიდის, – გაუელვა მას. – ვისას მიდის მიქორში?..

დათა თუთამხიამ სამჭედლოსკენ გადმოუხვია, მალაქიას სარკმელზე მიაკაკუნა.

ბიჭი განცვიფრდა. მალაქია ნინუა აქეთ ჩამოვლილ ან მიქორელ ბავშვებთან სათამაშოდ მოსულ გუდუნას ისე არ გაუშვებდა, რომ არ გამოლაპარაკებოდა და რაიმე არ ეჩუქებინა: კანფეტი თოხი, აბზინდი. ცხენის ან ხარის დაჭედვაში ხომ ფულს ან სულ არ ართმევდა, ან, თუ უცხო შეესწრებოდა ვინმე, ნახეყარს უანგარიშებდა ხოლმე...

დათა თუთაშხიამ ხელმეორედ დააკაკუნა. ოთახიდან ფაჩიფუჩი მოისმა და სარკმელი გაიღო.

– მე ეარ, მალაქია, – დაიჩურჩულა დათა თუთაშხიამ.

– ახლავე გაგიღებ კარს.

– ვერ შემოეალ, მეჩქარება ძალიან.

აბრაგი სარკმელთან იდგა, კუთხეს ამოფარებული ბიჭი კედელს აკვროდა, სულ რაღაც ორიოდ ნაბიჯით იყვნენ დაშორებული.

– ავად ხომ არ ხარ, დათა? რანაირ ხმაზე მელაპარაკები, თუ იცი?

– დაღლილი ვარ ნამეტანი. ბოღაზში თათრის ფელუკა მელოდება, სამსუნში უნდა გადავიდე, საქმე მაქვს იქ... – თუთაშხიამ სული მოითქვა და განაგრძო: – რას გთხოვ, ახლა. მოსე ჯაგალია უნდა ნახო ამ დღეებში. ცხენი მყავს დატოვებული მასთან. ნოემბერია ახლა. დეკემბერში მუშნი ზარანდია ჩამოვა, გულიებს ქორწილი აქვთ და ქორწოლში იქნება უსათუოდ. ჩემი დატოვებული ცხენი ქორწილში მიუყვანოს მუშნის ჯაგალიამ. დანარჩენი ნათქვამი მაქეს მე, რა უთხრას და როგორ უთხრას, მამაძაღლმა... – თუთაშხიამ წამოიკვნესა, ხელები საფეთქლებში იტაცა. – ჭორიკანა კაცებთან ილაპარაკე, თუთაშხია ოსმალეთშია–თქვა.

– არსად არ გაგიშეებ, დათა, გეფიცები შვილებს... რა არის ეგ, რას გავხარ, იცოდე ნეტავი... – შეწუხდა მალაქია.

– ხომ დაიხსომე ყეელაფერი, მალაქია?.. გავცივდი, დასწყევლოს ზეცაუფალმა. თავი მტკივა, გამისკდეს ლამის. კაი, წავალ მე. მშვიდობით იყავი, აბა!

– მშვიდობა შოგცეს ღმერთმა! – ჩაილაპარაკა მჭედელმა ფიქრიანად.

დათა თუთაშხიამ გზისკენ გასწია, ბოგირზე ბარბაცით გადავიდა. გუდუ პერტია იმავე კედელს იყო აკრული, რაღაცას ფიქრობდა, აბრაგს გასცქეროდა. როცა დათა თუთაშხია ბოგირს გადასცდა, ბიჭი უკვე დასანახზე იყო. მოეხედა – დაინახავდა კიდეც. არ მოუხედია, ბოღაზისკენ ჩაუხვია და თვალს მიეფარა.

– მალაქია ბიძიამ იცის ყველაფერი. – ჩაიჩურჩულა ბიჭმა, ერთხანს შეიცადა და შინისკენ წავიდა.

დათა თუთაშხიამ ნავსაბმელს გვერდი აუარა, მარცხნივ, ნაპირნაპირ წავიდა. ბოღაზს ზღვისგან ვეება ფიჭვებით აფაფრული ნახევარკუნძული ჰყოფდა. თხემისკენ ბილიკი მიიკლაკნებოდა, საღი კაცისთვისაც კი მძიმე სავალი იყო. დათა თუთაშხია, სანამ აღმართს შეუდგებოდა, დასასვენებლად დაჯდა, მჯდომარემ დაკარგა გრძნობა. როცა თვალი გაახილა, გათენებული იყო, მაგრამ მზე ჯერ არ ამოწვერილიყო. ძალა მოიკრიბა, ადგა. ტკივილშა და თავბრუსხვევამ

კინაღამ ისევ ძირს დასცა. თხემამდე ნახევარი გზა ჰქონდა ავლილი – ფეხი რაღაცას წამოსდო, ცუდად, უხერხულად წაიქცა. ამის შემდეგ ზეზე აღარ ამდგარა, დარჩენილი მანძილი ხოხვით აიარა. განაპირა ქიმზე ფიჭვი იდგა. იმ ფიჭვამდე მიხოხდა, მკლავის სიმსხო ფესეებში ჩაჯდა და თვალები მილულა. მის ფერხთით კლდეს გაცოფებული ზღვა ძალუმად აწყდებოდა. ზოგი ტალღა ისეთი იყო, გრძნობამიხდილ აბრაგს შხეფი სახეზე ეპკურებოდა. ძირს, ბოღაზისპირა მინდორზე, უკვე საქონელი ბალახობდა. მენახირე გაკვირვებით ამოჰყურებდა კლდის ქიმზე, ფიჭვის ქვეშ მოკალათებულ კაცს. დაუსტვინა, ამოსძახა კიდეც, მაგრამ ვერაფერი გააგონა, თუთაშხია შორს იყო. აბრაგმა ერთხანს მზის ამოსვლას უყურა, მერე ყაბალახი მოიხსნა, წელზე შემოირტყა, შიგ ქვების ჩალაგებას მიჰყო ხელი და პირთამდე გაავსო. საკინძე შეიხსნა, უბე ქვებით გაიტენა შარვლის ტოტებშიც ქეები ჩაილაგა: ასე დატვირთული გვამი ვეღარასოდეს ამოტივტივდებოდა. როცა ამ საქმეს მორჩა, მხარიღლიზე გადაკიდებული კარაბინი მოიხსნა და ზღვაში გადააგდო, ორივე მაუზერი, გუდუს რევოლვერი, ხანჯალი და აჭარული ბებუთიც ზედ მიაყოლა. კლდის პირზე მიჩოჩდა, გულაღმა დაწვა, გაინაბა, თითქოს სიკვდილის ფეხის ხმას მიაყურა. ახლა მარტო გრძნობის დაკარგვა იყო საჭირო და გვამი თვითონ გადაიჩეხებოდა.

მხოლოდ რამდენიმე წამით მოაკითხა ფიქრის უნარმა, ეფემია წინამძღვარი და მისი ნათქვამი მოაგონდა: – “ბოლომდე დამწვარი სანთლის ნაღვენთი თავისთავადაც მშვენიერებაა და იმ მშვენიერებასაც გვაგონებს, რაც რბილად მოციმციმე, მაგრამ წყვდიადის შემანგრეველი ძალა იყო...” დათა თუთაშხიამ უეცრად მოსულ მოგონებას სევდიანი ჩაღიმება მიაგება და ვარდისფრად აკიაფებული კაბადონი კვლავ ჩაშავდა. სიკვდილი მალე მოვიდა. დათა თუთაშხიას ყურებში ზარი აგუგუნდა. სხეულმა უკანასკნელად წაიბორგა. გაქვაედა, ნელა, უილაჯოდ დაცურდა და კლდეს მოსწყდა.

იურიდიული ფაქტის დადგენის საქმეს გენერალი სუხოდოლსკი თვით ჩაუდგა სათავემი, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო. გუდუ პერტიას ჩვენების თანახმად, თუთაშხია მხოლოდ დაიჭრა და სხვა მოწმეთა ანალოგიური ჩვენებების უქონლობის გამო, ესეც საეჭვო გახდა.

მენახირეს, რომელმაც შეიარაღებული უცნობის კლდეზე ასვლისა და ზღვაში გადავარდნის ამბავი სოფელში მიიტანა, მამასახლისი მეორე დღესვე აჰყვა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ სიკვდილის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი ვერ ნახა და ასეთი რამ არც შემდგომში ყოფილა აღმოჩენილი. ამას გარდა, მენახირე ჭკუანაკლული იყო, ამიტომ ნაამბობი ჯერ თანასოფლელებმა არ დაიჯერეს და ხელისუფლებას ირ შეატყობინეს, შემდეგ კი მისი ჩვენება გამოძიებამ ვერ ჩათვალა სარწმუნოდ. თუთაშხიას გვამის და მის მიერ ზღვაში გადაყრილი რაღაც საგნეგის საძებნელად სოხუმიდან მყვინთავები ჩაიყვანეს, მაგრამ იმ ადგილას ზღვა მეტისმეტად ღრმა გამოდგა, მყვინთავებმა ფსკერამდე ვერ ჩააღწიეს და ვერაფერი იპოვნეს. მეორე მხრიე, მჭედელი, რომელმაც დათა თუთაშხია ერთ–ერთმა უკანასკნელთაგანმა ნახა და თვით გუდუ პერტიაც, ვინც დათა თუთაშხიას და მჭედლის ლაპარაკი მოისმინა, დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ აბრაგი თურქების ფელუკით სამსუნს გაემგზავრა. იმ ღამეს ბოღაზიდან ფელუკა მართლა გავიდა. მაგრამ არ ემთხვეოდა ერთი რამ: დათა თუთაშხია მის გასვლას ვერ მიუსწრებდა. ამგვარად, გამოძიება ჩიხში მოექცა, საქმე ვერ დაიხურა.

ეს იმ შემთხვევათაგანია, როდესაც ფაქტში ყველა დარწმუნებულია, მაგრამ მისი იურიდიული დადასტურება ვერ ხერხდება და კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ფაქტი მომხდარად ვერ ჩაითვლება. დათა თუთაშხიას მტრები, კეთილისმსურველები, გუდუ პერტია – ყველა ღრმად იყო დარწმუნებული, აბრაგი კვლავ ცოცხალია და როდისმე საღ–სალამათი გამოცხადდებაო. ამ რწმენას ერთი კურიოზული შემთხვევა მოჰყვა. ბიქტორ სამუშიას, ანუ პირს, რომელმაც გუდუ პერტია თუთაშხიას მოსაკლავად მოამზადა, ღამის ორ, სამ საათზე ვიღაცამ ენერგიულად დაუკაკუნა. ნამძინარევმა და დაფეთებულმა მასპინძელმა ჰკითხა, – ვინ ხარ და რა გინდაო. სტუმარმა ხმადაბლა მიუგო:

– თუთაშხია ვარ, ძაღლის ვილო!

ბიქტორ სამუშიას გული გაუსკდა და იქვე მოკვდა.

პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ დტთა თუთაშხია, სახელდობრ, იქ და ისე მოკვდა, როგორც მენახირე ამბობდა.

მუშნი ზარანდიასთვის თუთაშხიას ამბავი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი, მაგრამ არ აჩქარებულა, საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვიდა, ანუ იმ დროს, როცა მისი წინასწარი ვარაუდით, დათა თუთაშხიასთვის დაგებულ ერთ–ერთ მახეს თავისი დანიმნულება უნდა შეესრულებინა. ჩამოსვლის ოფიციალურ მიზეზად ზარანდიამ ახლო მეგობრის, სვიმონ გულიას ვაჟის ქორწილი დაასახელა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე პოლკოვნიკმა თუთაშხიას საქმეში ჩახედული თანამდებობის პირები მიიწვია, ყველას სათითაოდ მოუსმინა. შეკითხვა არავისთვის მიუცია. ორი საათის მანძილზე შუბლი არ გაუხსნია, არც ვინმესთვის თვალი გაუსწორებია. ქუთაისში ჩავიდა, ციხიდან იალქანიძე მოაყვანინა, დიდხანს ესაუბრა. მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გაეცნო, გამოძიების შეწყვეტა, პატიმრის გათავისუფლება ბრძანა და სვიმონ გულიასკენ გაემგზავრა.

ქორწილის მეორე დღეს ერთმა კაცმა გულიას ეზოში გასაოცარი სილამაზის ცხენი შეიყვანა, მუშნი ზარანდიას მიართვა და თუთაშხიას დანაბარები გადასცა. პოლკოვნიკმა სინანულით განაცხადა, – აბრაგი შეცდა, ძღვენი მე არ მეკუთვნისო. ცხენი პოლიციამ წაიყვანა.

ცოტა ხნის შემდეგ პოლკოვნიკმა ორი კაზაკისა და მეგზურის თანხლებით თუთაშხიას შესაძლო სიკვდილის ადგილისკენ გასწია. სამძებრო საქმეში ცნობილია, რომ დანაშაულის ადგილს საკუთარი მიზიდულობის ძალა აქვს და ბოროტმოქმედი თავისი დანაშაულის ადგილზე, ადრე თუ გვიან, უსათუოდ მივა. “ადგილის მაგნეტიზმის” სხვაგვარ გამოვლინებას შვეიცარიის ალპებში შევხედი: ოტელში გავჩერდი. მეზობელ ნომერში მხცოეანი ინჟინერი იდგა. ავდარმა დაგვაყოვნა და დაგვაახლოვა. გამოირკვა, რომ ოთხმოცს გადაცილებული მოხუცი ინჟინერი მთებში მიკარგული, არცთუ მნიშენელოვანი, ხიდის სანახავად მიდიოდა. მისი ასაკისთეის ესოდენ ძნელი მგზავრობის ნამდვილ მიზანს ვერ მივხვდი და განმარტება ვთხოვე.

– ნახელავმა მიხმო, – მითხრა მოხუცმა ღიმილით. – ჩემს მიერ აშენებულ ხიდებში ეს ყველაზე მახვილგონიერი ქმნილებაა!

მგონია, რომ მუშნი ზარანდიას მოულოდნელი სურვილიც “ადგილის მაგნეტიზმით” აიხსნებოდა. პოლკოვნიკმა კაზაკები ქვემოთ დატოვა, მეგზური გაიყოლა, კლდეზე ფეხით ავიდა. მეგზურმა მენახირის ნაამბობი ზუსტად გაუმეორა და ის ადგილიც აჩვენა, საიდანაც დათა თუთაშხიას გვამი ზღეაში გადავარდა. მუშნი ზარანდია გულხელდაკრეფილი იდგა, რაღაცაზე ფიქრობდა. მერე მოტრიალდა და დაღმართს ჩაჰყვა.

შემდგომში მუშნი ზარანდიას ავადმყოფობა მელანქოლიის მძიმე ფორმებით დაეწყო და სამიოდ წლის მერე რაღაც სხვა მძიმე სენითა და სიკვდილით დამთავრდა. რამდენადაც შევძელი დამედგინა, მელანქოლია მას საქართველოდან პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ დაეწყო. არ მინდა, დაუსაბუთებელი დასკვნების ავტორის შთაბეჭდილება მოვახდინო, მაგრამ თავს ვერ შევიკაეებ და ვიტყეი: ამ უდავოდ დიდი ტალანტის ადამიანს თავისი შესაძლებლობების საზომად დათა თუთაშხია ჰყავდა. თუ დავუშვებთ, რომ ადამიანს არსებობისა და მოღვაწეობისათვის ცოცხალი მაგალითი სჭირდება და მუმნი ზარანდიასთვის კი ასეთი ეტალონი დათა თუთაშხია იყო, მაშინ ისიც კანონზომიერად უნდა ჩავთვალოთ, რომ დათა თუთაშხიას სიკვდილის შემდეგ მუშნი ზარანდიაც უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან – მით უმეტეს, რომ მან თავისი სულიერი ცხოვრების მოდელი საკუთარი ხელით მოსპო.

ეს ჩანაწერები დასრულებულ სახეს ვერ მიიღებს, თუ ერთ გარემოებასაც არ შევეხე. ჩემი ღრმა რწმენით, უკანონოდ შობილნი, უმრავლეს შემთხვევაში, ენერგიულ, მოხერხებულ, აქტიურ ადამიანებად ყალიბდებიან. დასტურისთვის ისტორიაც გამოდგება და სინამდვილეც. გუდუ პერტია, მისივე მასწავლებლების აღიარებით, ნათელი გონებისა და ჭარბი ნიჭის პატრონი იყო. მან ბავშვობაშივე დიდი მღელვარება იწვნია, უმაგალითო სულიერი ტრავმა გადაიტანა, გამოიწრთო. მე მუდამ ვფიქრობდი, რომ განგება ამ ადამიანს მნიშენელოეანი მომავლისთეის ამზადებდა. ზემოთ მოთხრობილი ამბების შემდეგ მეტისმეტად ფიცხელმა, სოციალური წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიულმა პერიოდმა განვლო. ნიჭიერ, მხნე ადამიანებს მიზნის მისაღწევად, სახელის მოსახვეჭად კარგი პირობები შეექმნათ. მართალია, სამსახურიდან დიდი ხნის გადამდგარი ვიყაეი, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობ და მოვლენათა მსვლელობას, ადამიანთა ბიოგრაფიებს დღემდე დიდი გულისყურით ვადეენებ თვალს. გუდუ პერტიას სახელი არსად შემხვედრია. ამას წინათ შემთხვევა მომეცა, იქაურ კაცთან ბეჩუნი პერტია და მისი შვილი ვიკითხე. სადღაც გადასახლებულან, სამშობლოსთან ყოველგვარი კავშირი გაუწყვეტიათ და მათი ამბავი არავინ იცის.

 

Hosted by uCoz