გრაფი სეგედი
ვარსკვლავთმეტყველებისა
და
ასტროლოგიის საიდუმლოებით
გატაცებული
არასოდეს
ვყოფილეარ. ამ
უძველეს
მეცნიერებებს
ოკულტიზმის თანრიგს
ვაკუთვნებდი.
ალბათ, ასეთი
წინასწარგანწყობის
გამოისობით
არის, რომ
დღემდე არაფერი
გამეგება
მათი.
მიუხედავად
ამისა, განსაკუთრებით
სამსახურიდან
გადადგომის
შემდეგ,
ვარსკვლავებიანი
ცა ჩემი
ფიქრების
მუდმიეი
თანამავალი
გახდა. როცა
მოვლენები და
შთაბეჭდილებები
მჯაბნიდნენ,
როცა
ვითარებაში
გარკვევა და
სწორი
დასკვნის
გამოტანა მიძნელდებოდა,
მაშინ ცაზე
თორმეტ
ზოდიაქოდ დამჯდარ
სამყაროს ავცქეროდი,
იდუმალ ციურ
სიმბოლოებში
ადამიანთა
ხასიათებისა
და
ურთიერთობების
ანალოგიებს
ვეძებდი. ეს,
თითქოს,
თავშესაქცევარი
და გასართობი,
წვრილმანებში
დაფლული
მთავარის
პოვნას
მიადვილებდა,
ფიქრთა
ნისლიდან მკაფიო
სურათების
გამოტანაში
მშველოდა.
დღესაც ღრმად
მწამს, რომ
ვარსკელავთა
სამყარო
მიწიერ
საქმეებზე
გაცილებით
მეტ გავლენას
ახდენს, ვიდრე
ჩვენ გვგონია.
ჩემი
აგარაკის
აივანი,
თითქოს
განზრახ, ისეა
განლაგებული,
რომ
სარწეველაში
მოკალათებულს
კაბადონის
თვალიერების
სურვილი
უნებლიეთ
გეწვევა.
სანამ მე
შევიძენდი,
აგარაკმა ორი
მფლობელი
გამოიცვალა.
რამდენადაც
ვიცი, ვერც
ისინი
სძლევდნენ
ცის ციმციმით
ტკბობის
მოთხოვნილებას
და ზაფხულის
საღამოებს აივანზე,
მყუდრო
მარტოობაში
ატარებდნენ.
აგარაკის
ახლანდელი
მფლობელებისთვისაც
მომიკრავს
თვალი ცას
აჰყურებენ
ხოლმე, როცა
აივანზე
მარტონი
არიან.
ათას ცხრაას
ცხრა წლის
მაისი
თავდებოდა.
აივანზე
ვიჯექი. ღამის
ათ საათს
მიტანებული
იყო, მალე
სავახშმოდ
შესვლას
ვაპირებდი.
ეტლის ხმაური
გავიგონე.
მარტოხელა,
სამსახურიდან
გადამდგარი
კაცი ვიყავი,
სტუმარი
შედარებით იშვიათად
მყავდა, თუ
სანდრო
კარიძეს არ
მივიღებთ
მხედველობაში,
და
გამიკვირდა, რომ
ეტლი სწორედ
ჩემს
ჭიშკართან
გაჩერდა. მსახური
სტუმარს
გაეგება და
უმალ მაცნობა,
პოლკოვნიკი
მუშნი
ზარანდია
ბოდიშს იხდის
წინასწარ
გაუფრთხილებლად
სტუმრობისთვისო.
ძალიან
გამიხარდვ და
სრულიად არ
გამკვირვებია
მისი მოსვლა.
არ
გამკვირვებია
იმიტომ, რომ
მუშნი ზარანდია
ბუნებით
გულწრფელ და
კეთილისმსურველ
ადამიანად
მიმაჩნდა.
კაცის
სიკეთეს
სამუდამოდ
იხსომებდა, თუ
ვინმე
მოეწონებოდა,
თავის
კეთილგანწყობილებას
გულუბრყვილოდ
უმჟღავნებდა.
გამიხარდა
იმიტომ, რომ
ჩემი მაშინდელი
მდგომარეობის
კაცთან მუშნი
ზარანდიას
მხოლოდ კეთილი
გული
მოიყვანდა,
ჩემი
იმჟამინდელი
ცხოერების
ავკარგისადმი
ინტერესი
სხვა არაფერი.
ბევრი
ვისაუბრეთ.
მუშნი
ზარანდია
საინტერესო
თანამოსაუბრე
იყო
ყოველთვის,
მაგრამ ახლა,
ათას ცხრაას
ცხრა წელს,
იგი უკვე
ისეთი მუსნი ზარანდია
გახლდათ,
როგორსაც,
შეიძლება
ითქვას,
პირდაღებული
ვუსმენდი.
ნურავინ
იფიქრებს, თითქოს
გადამდგარი,
საქმეებს
ჩამოშორებული,
პროფესიულ
ინფორმაციას
მოკლებული
მოხუცი
გენერალი
ვიყავი და
ამიტომ
საშრობივით
ვნთქავდი
ყველაფერის
მელანს. ეს
თავისთავად. და
მთავარი კი ის
არის, რომ
ჩემი სტუმარი
ერთდროულად
იყო ორი
სრულიად
სხვადასხეა
ბუნების
ახალი ამბების
ყულაბა: მან
იცოდა მთელი
მსოფლიოს ყველა
პოლიტიკური
ჭორი და ყველა
სახელმწიფოს
სამთავრობო
კულუარების
მრავალი
საიდუმლო, ერთი
მხრივ, ხოლო
რუსეთის
იმპერიის
სამეფო კარის სრული,
ყოველდღიური
ქრონიკა
მეორე მხრივ;
ამაში
გასაკვირი
არაფერი იყო
მუშნი
ზარანდია საგარეო
პოლიტიკურ
დაზვერვას
ხელმძღვანელობდა,
მაგრამ
ამგვარ
თანამოსაუბრეს
ძლიერ იშვიათად
მიჰგვრიდა
ვინმეს
ღმერთი ეს
ხომ ასეა.
იმდროინდელ
პეტერბურგში
იგი ერთი იმ
შვიდ კაცთაგანი
იყო, ვისაც
იმპერატორთან
პირადი აუდიენციის
უფლება
პერსონალურად
ჰქონდა მინიჭებული.
არ ვიცი,
რამდენად
სარგებლობდა
მუშნი ამით,
მაგრამ
ცხადია,
საჭიროების
შემთხეევაში
მისი
უდიდებულესობის
გაღვიძებასაც
კი არ
მოერიდებოდა.
შევნიშნე
კიდევ ერთი
საინტერესო
რამ: მუშნი
ზარანდია
დიდი
მოწიწებითა
და ღრმა ინტერესით
ლაპარაკობდა
უავგუსტესი
ოჯახის ყველა
წევრზე, მათ
ცხოვრებაზე
და ნათქვამის
ინტონაციაში
მონის
თაყვანისცემა
იგრძნობოდა.
ადვილი
შესაძლებელია,
რომ სამეფო
კარის მიმართ
ამდენად
მლიქვნელური
დამოკიდებულების
ფორმა ჩემი
გადადგომის
შემდეგ
დამკვიდრდა
და უმაღლეს თანამდებობის
პირებს სხვა
გზა არ
ჰქონდათ უნდა
მიეღოთ და
აღესრულებინათ
იგი; მაგრამ
მუშნი
ზარანდია
ამას
სიამოვნებით
სჩადიოდა და
არა
მოვალეობის
გამო თუ
იძულებით. მე
ეს მოვლენა
მისი
ხასიათის
არსებით
ცვლილებად
მივიჩნიე.
არანაკლებ
გასაოცარი
იყო ჩემთვის
ისიც, რომ სახელმწიფო
აპარატის
საშუალო
რანგის მოხელეთა
შორის
გავრცელებული
ერთი თვისება
მუშნი
ზარანდიასაც
შესძენოდა:
ლაპარაკია
იმაზე, რომ
სამსახურებრივ
დაწინაურებას
მოწყურებული
ადამიანები
უღრმეს
ინტერესს
იჩენენ ყოველგვარი
გადაადგილებების,
დაქვეითებებისა
თუ დაწინაურებების,
ან ასეთი
მოსალოდნელობების
მიმართ.
მნიშვნელობა
არა აქვს, ვინ
როგორ
ფორმებში ამჟღავნებს
ამას, ვინ და
როგორ
ნიღბავს თავის
დამოკიდებულებას.
მთავარია, რომ
ასეთი ცნობების,
ჭორებისა თუ
შესაძლებლობების
გადამუშავება
უკიდურესი
აზარტით,
გაცხოველებული
ცნობისმოყვარეობით,
სულის
აფოფინებით
ხდება. ჩემთან
სამსახურის
პერიოდში
მუშნი
ზარანდიასთვის
თანამდებობრივი
ცხოვრების ეს
მხარე არ არსებობდა,
მას ამისთვის
არასოდეს
ეცალა. ახლა,
ვუსმენდი მას
და ვხედავდი,
როგორ
ჩაჰყოლოდა იმ
ჩამთრევ
ძალას,
რომელიც მისი
ინტერესების
ჩარჩოებს
მიღმა
მოქმედებდა.
პირადად მის
სამსახურებრივ
მდგომარეობაზე
რაიმე
გავლენას ვერ
მოახდენდა და
არც იმის თქმა
შეიძლებოდა,
რომ იმ ჭორამბავის
ცოდნა მუშნი
ზარანდიას
პროფესიულად
სჭირდებოდა.
მომეჩვენა,
რომ მამამისის
მაგალი
ზარანდიას
წინასწარმეტყველება:
უმაღლეს თანამდებობაზე
კეთილი
განზრახეებით
გასული
ბევრია და
სიკეთეშენარჩუნებული
არავინო,
მუშნი
ზარანდიას
შემთხვევაშიც
გამართლდა.
იგი უკვე
მკაფიოდ
გამოხატული
კარისკაცი იყო.
ჩვენი
საუბარი
თითქმის
მიიწურა, როცა
გავბედე და
თბილისში
ჩამოსვლის
ნამდვილი
მიზეზი ვკითხე.
განმარტების
ბურუსში დათა
თუთაშხიას სახელმა
გაიელვა,
მხოლოდ
გაიელვა,
მაგრამ ესეც
საკმარისი
იყო, რომ
მეგრძნო
დათა
თუთაშხიას
საქმეს
ზარანდიასთეის
სადღეისოდაც
არ დაუკარგავს
მნიშვნელობა.
და აქ
გამახსენდა,
ერთხელ სანდრო
კარიძემ
გაკვრით, ცალი
ყბით მითხრა,
დათა
თუთაშხია
ციხიდან
გაქცევის
შემდეგ ცოტცოტა
პოლიტიკაშიც
ერევაო.
გამიელვა, რომ
ამგვარ
ცნობას მუშნი
ზარანდია,
მაღალი
თანამდებობით
გამოწვეული
სულიერი
ცვლილებების
შემდეგ,
გულგრილად
ვერ
შეხვდებოდა.
ჩემი მიხვედრის
დამალვას არც
ვცდილვარ.
პირიქით, ამ
აქცენტს გავუსვი
ხაზი და
გამოვთქვი
გაკვირვება
იმით, რომ
ზარანდიას
საგანგებოდ
მოუცლია
თუთაშხიას
საქმისთეის,
და ეჭვიც, თუ
რამდენად
გამართლებული
იყო დათა
თუთაშხიას
ესოდენ
დაჟინებული
დევნა და ისიც
საკუთარი
მამიდაშვილის
მხრიე.
მუსაიფი
გვიან
ღამემდე
გაგვიგრძელდა,
ზარანდია
ჩემთან დარჩა.
უკვე დაწოლის
წინ იყო, მითხრა:
ნება
მიბოძეთ,
თქვენო
ბრწყინეალებავ,
მიტოვებულ
თემას
დავუბრუნდები.
ჩემი
პროფესიული და
სამსახურებრივი
რეპუტაცია
ვერც შეირყევა
და ვერც
განმტკიცდება
იმით, თუ
სახელდობრ ვინ
დაიჭერს დათა
თუთაშხიას და
დაიჭერენ თუ არა
მას საერთოდ.
მაშასადამე,
ჩემი მხრივ
კარიერისტული
განზრახვები
მოსალოდნელი
არ არის.
სწორი
ბრძანებაა!
... რისთეის
განაახლა ეს
ლაპარაკი?
თქვენ მაინც
ხომ
მოგეხსენებათ,
გრაფ, რომ ჩემთვის
მთავარია,
გონივრულად
წარიმართოს
ესა თუ ის
საქმე და
არავითარი მნიშვნელობა
არა აქვს
იმას, თუ
წარმატების
შემთხვევაში
დაფნით თავს
ვინ
დაიმშვენებს.
რამდენიმე
ორდენი ვიცი
სხვათა
მკერდზე, რომელიც
შენ
გეკუთვნოდა,
მუშნი...
... მაგრამ დათა
თუთაშხიას
დაჭერადაუჭერლობაზე
რატომ ამახვილებს
ყურადღებას?
მაშასადამე,
თუთაშხიას
წინააღმდეგ
ჩემი რაიმე
მოქმედება
არც
თავმოყვარეობასა
თუ პატივმოყეარეობას
შეეძლო,
გამოეწვია.
რჩება სადისტური
მიდრეკილებები,
რაც,
ვიმედოვნებ,
ჩემს
ხასიათში
არასოდეს
შეგინიშნავთ.
ზარანდიამ
რეაგირება
დამაცადა.
გავიცინე.
მაშინ
პოლკოვნიკმა
მსჯელობა
განაგრძო;
თქვენო
ბრწყინვალებავ,
ამ საქმეს
სხვა, გაცილებით
ზოგადი და
ამაღლებული
ასპექტიც
გააჩნია.
თქვენ ეს, რა
თქმა უნდა,
მოგეხსენებათ.
უნდა
გავიმეორო.
ბრძანეთ
ძალიან
საინტერესოა!
რაღაცის
მიჩქმალვა
სურდა!
მე იმ
პრინციპით
ვხელმძღვანელობ,
რომ
ნამდვილმა ადამიანმა
ბოროტებას
არა მარტო
უნდა სძლიოს,
არამედ
სიკეთედ უნდა
აქციოს იგი!
რა თქმა უნდა,
მუშნი, თუკი
ამის
შესაძლებლობა
გამოჩნდება!
ცხადი და
ნათელი იყო,
რომ მან დათა
თუთაშხიას
უკვე დაუგო
რაღაც
ჯოჯოხეთური
ხაფანგები!
როგორც
ერთხელ,
ოთხიხუთი
წლის წინ,
ისევ მომეჩვენა,
რომ მუშნი
ზარანდია
სავარძელში
გორგალივით
იდო და კისერი
ჰქონდა
მოღერებული.
დიახ,
ხაფანგები,
მაგრამ,
სახელდობრ, რა
ხაფანგები?..
აქ
მეხსიერებამ
მოულოდნელად
მომაწოდა
ერთი დეტალი,
რომელიც არც
კი მახსოვდა,
სად ან ვისგან
მქონდა
გაგონილი:
ბეჩუნი პერტიამ
დათა
თუთაშხიას
ახალგაზრდობის
საყვარელმა,
თავის შვილს,
სახელად
გუდუს,
პატარაობაშივე
დაუქირავა
რუსულის
მასწავლეგელი,
ვინმე ბიქტორ
სამუშია,
რომელიც
შემდგომში ბიჭს
ლათინურსაც
ასნავლიდა. ამ
ბიქტორ
სამუშიაზე
მითხრეს,
პოლკოვნიკმა
კნიაზევმა
მუშნი
ზარანდიას
დავალებით
გადმოიბირაო.
დათა
თუთაშხიას ხელში
ჩაგდების
მიზნით
სხვადასხვა
დროს გადმობირებულთა
რაოდენობის
აღნუსხვას
საგანგებო ბუღალტერი
ესაჭიროებოდა,
ხოლო
მიღებული შედეგი
ნულს უდრიდა
და ამ ცნობას
ჩემზე არავითარი
შთაბეჭდილება
არ მოუხდენია.
მიუხედავად
ამისა,
მომდევნო
შესაძლებლობისთანავე
წინასწარი
განზრახვით
კი არა,
სრულიად
უნებლიეთ ამ
ცნობის
შევსებადაზუსტება
მოვინდომე და
კიდევ ზოგი
რამ გავიგე:
გუდუსთვის
ტოლ ბიჭებს
რამდენჯერმე
უთქვამთ,
ნაბიჭვარი
ხარო, დათა
თუთაშხიას
გუში ხარო!
გუდუ მაშინ
უკვე
თორმეტცამეტი
წლის ბიჭი
იყო, თავისი
ხასიათი
ჰქონდა უსიტყვური,
გულჩათხრობილი
და, ჩანს,
დედისთვის
არაფერი
უკითხავს,
მაგრამ კარგა
ხნის შემდეგ
თავისი
მასწავლებლისთვის
ბიქტორ
სამუშიასთვის
მიუმართავს.
მასწავლებელს
ასე აუხსნია.
დათა
თუთაშხია
დაუნდობელი
ყაჩაღი და მკვლელია,
დედაშენი
უყვარს,
თქვენთან
მოდის ხოლმე
და დედაშენს,
მიუხედავად
იმისა, რომ
სძულს იგი,
მის
სტუმრობებზე
შიშის გამო
ვერაფერი
უთქვამს.
ნაძირალა
თუთაშხია
ამით
სარგებლობს,
თქვენთან
დადის და
დედაშენსაც
და შენც
სახელს გიტეხავთო.
დიდი
შთაბეჭდილება
ჩემზე არც ამ ტექსტს
მოუხდენია. რა
შეიძლებოდა
მოჰყოლოდა
ამას?
მეტიმეტი ის,
რომ დათა
თუთაშხიას
მოსვლას გუდუ
პერტია რაიმე
საშუალებით
პოლიციას შეატყობინებდა.
ეს იყო და ეს.
ასეთი
შეტყობინებებით
პოლიცმეისტერებს
ყურები
ჰქონდათ გამოჭედილი,
მაგრამ რა?..
არც მაშინ
მწვევია
სურვილი,
გამეგო და არც
ახლა
გამაჩნია
იმის გაანალიზების
უნარი, თუ
ქარიშხალივით
რატომ შემომაწყდა
მუშნი
ზარანდიას
მაშინ ჯერ
კიდევ ჩემთვის
უცნობი
გეგმების
ჩაშლის
დაუოკებელი
წყურვილი.
მახსოვს,
გუნებაში
ხელებიც კი
გადავიფშვნიტე,
ჩემი
გამოზრდილი
ლეკვი ხარ,
მევე მოგივლიმეთქი,
ბატონო
სატანავ! ეს
უკვე გადაწყვეტილება
იყო და,
გადაწყბეტილებასთან
ერთად, როგორც
მთელი
სიცოცხლის
მანძილზე,
ახლაც უკიდურესი
სიფრთხილის
გრძნობა
ამიმუშავდა:
არ შეიძლებოდა
ზარტნდიასთვის,
თუნდ სრულიად
უმნიშვნელო
ეჭვის
საბაბის
მიცემა! მეორე
მხრივ, ხელთ
ისეთი
არაფერი
მქონდა,
საიდანაც
მოქმედების
დაწყება
შემეძლო, მეტი
ინფორმაცია
მესაჭიროებოდა,
მაგრამ
კითხვების
მიცემა გამორიცხული
იყო
ზარანდია
განზრახვას
ადვილად
მიმიხვდებოდა.
მრჩებოდა
მხოლოდ ის,
რომ იქნებ
თვით სტუმარს
ეთქვა
ჩემთვის
საგულისყურო
რამ, საუბრის
ეს ეტაპი
თემის
შეცვლას
მოითხოვდა და
ვკითხე:
ვიაზინს თუ
იცნობთ,
მუმში,
ალექსეი
ვიქტოროვიჩს?
ხომ არსად
შეგხვედრიათ
ან ასეთი გვარისთვის
ხომ არ
მოგიკრავთ
ყური? ამჟამად
კაი
ორმოცდაათი
წლის კაცი
უნდა იყოს,
ორმოცდათორმეტისა.
ვიაზინი?.. ჰმ,
ვიაზინი!
ზარანდია
დაფიქრდა და მკითხა:
ვინ არის ეგ
ვიაზინი?
ჩემი
ერთადერთი
დისშვილია.
მამა
ბავშვობაშივე
გარდაეცვალა,
დედა
გიმნაზიის უკანასკნელ
კლასში
ყოფნისას.
მაშინ
პარიზში ვცხოვრობდი.
გავიწვიე და
უმაღლესი
განათლება იქ
მიიღო,
ზოოლოგი
გახლავთ,
კერძოდ,
ორნითოლოგი,
მუშნი
ზარანდიასთვის
ის არ
მითქვამს, რომ
ვიაზინი
ოცდაერთი
წლის
ასაკიდან
ჩვენი სამსახურის
საიდუმლო
აგენტი იყო.
ერთობ ცნობილი
ორნითოლოგი
გახლავთ.
თავის დროზე
მთელი ევროპის
მუზეუმებს
აწვდიდა
სხვადასხვა
კონტინენტებზე
მოპოვებულ
ფრინველების
ფიტულებს.
ხუთი
წელიწადია,
მისი
აღარაფერი
ვიცი. უფრო
ახლობელი
ნათესავი
სხვა
აღარავინ
მყავს.
არა, გრაფ,
ეგეთი არავინ
შემხვედრია...
ზარანდიამ
როიალს
შეხედა და
მკითხა: ეს
როიალი
პალისანდრის
ხისაა?
როიალი
პალისანდრისა
არ იყო და
იმწამსვე მივხვდი,
რომ, ჯერ ერთი,
ჩემი დისწული
ისევ საიდუმლო
სამსახურშია,
და მეორე ის,
რომ ამჟამად იგი
არგენტინაში
ან
ბრაზილიაშია
პალისანდრის
ხე მხოლოდ იქ
იზრდება. არამეთქი,
ხელი
გავიქნიე და
ახლა, როგორ
მეკითხა, ხომ
არ
დაცოშვილდა
ამ ხუთი წლის
მანძილზემეთქი?..
შარშან, გრაფ...
ამას წინათ,
ენისეიზე
მომიხდა ყოფნა.
გრანდიოზულია,
საოცრებაა და,
წარმოიდგინეთ,
იმ უმდიდრეს
ადგილებში, ას
კვადრატულ ვერსზე
ერთი მოსახლე
მოდის!
აჰა!
დამიზუსტა,
ამჟამად
ბრაზილიაშია
დიდი მდინარის
ქვეყანაში,
ჯერაც
მარტოხელაა
ერთი მოსახლეო,
და ეს ცნობები
ახალია,
შარშან კი არა
ამას წინათო!
დღემდე არ
მესმის, რა
პროფესიულმა,
თანამდებობრივმა
ან სხვა რამ
სპეციფიკურმა
პირობებმა
გამოუმუშავეს,
და, ამასთან,
ესოდენ მოკლე
ხანში,
ლაპარაკის
ზემომოყვანილი
მეთოდი,
საერთოდ რაში
სჭირდებოდა
იგი და
კერძოდ,
ჩემთან
ურთიერთობაში,
მაგრამ
ფაქტია, რომ
ასე
ლაპარაკობდა.
უწინ თუ იგი
ჩემთანაც კი
ლაპარაკობდა
მხოლოდ იმას,
რის თქმაც
საქმისთვის
იყო საჭირო
(და არა,
ვთქვათ, იმას,
რის თქმაც
შეიძლებოდა,
ან მით უმეტეს
რის თქმითაც
დაშავდებოდა)
ახლა
ლაპარაკობდა ბევრს,
დაუზარებლად,
თითქოს
ყველაფერს და,
ამასთან
ერთად,
არაფერს
ლაპარაკობდა
რა თქმა უნდა,
პროფესიის
ნიუანსებში
ღრმად
ჩაუხედავი
მსმენელის
გულისყურისთვის
არაფერს. სხვა
სიტყვებით,
ის, რის თქმაც
მას სურდა,
ნათქვამის ქვეტექსტში
უნდა მეძებნა.
ვიაზინზე
საუბარი
ამოიწურა.
ვატყობდი,
ზარანდიას
საღერღელი
ჰქონდა
აშლილი,
რაღაცის თქმა
სწყუროდა და
ეს
სალაპარაკო
დათა თუთაშხიას
სფეროს
განეკუთვნებოდა.
ქვეცნობიერება
ასე
მკარნახობდა
და არც
მოვტყუებულვარ.
მე მისთვის
საშუალება
უნდა მიმეცა,
სასურველ
თემას
მიახლოებოდა...
როგორ
გგონია,
მუშნი, ეგ
თანამდებობა
უმაღლესია
შენთვის თუ
უფრო დიდი
სიმაღლეების
პერსპექტივაც
გაქვს?
ვკითხე და
კიდევ ერთხელ
გამიელვა, რომ
ამ კაცს ერთობ
ხანგრძლივი
ურთიერთობის
მანძილზე ხან
თქვენობით
მივმართავდი,
ხან შენობით
და ამ
მოვლენის არც
კრიტერიუმისა
გამეგებოდა
რამე და არც
მიზეზისა.
ზარანდია
პატარა ხანს
ჩუმად იყო,
ფიქრობდა და
მერე მითხრა:
ჩვენი
იმპერიის
პირობებში,
ჩემი
წარმოშობისა
და ეროვნების
კაცისთვის,
თანამდებობა,
რომელიც
მიჭირავს
უმაღლესია.
მიუხედავად
ამისა, ეხლაც
დარწმუნებული
ვარ, რომ შრომა
და ერთგულება,
ბოლოს და
ბოლოს, ყველა
დაბრკოლებას
გადალახავდა...
სიმართლეს
გეტყვით, ასეც
ვაპირებდი...
სტუმარი
დადუმდა.
გადაიფიქრე?..
ამას წინათ,
გრაფ,
შუვალოვების
დიდი გვარის
საძვალე
ვნახე,
მითხრა ზარანდიამ
პატარა ხნის
ფიქრის
შემდეგ.
გადათელილი,
უპატრონო
სამარეები.
სევდიანი
სანახაობაა!..
აი, თუნდაც...
სტეპან
ივანოვიჩ
შეშკოვსკისთანა
დიდოსტატი,
მისი
პროფესიული
ტალანტის მეორე
მოღვაწე
რუსეთის
იმპერიაში
ბოლო სამასი
წლის
მანძილზე
გეგულებათ
ვინმე? იგი
სიცოცხლეშივე
სძულდა
ყველას და არც
სიკედილის შემდეგ
მოჰკლებია
აუგი. დღეს
მისი
საფლავიც კი
აღარ
არსებობს,
ყველამ
დაივიწყა და
თუ როდისმე
ახსენებენ
მხოლოდ,
როგორც
ვერაგობის უმაღლესობასა
და სატანას.
მე ვერასოდეს
შევძლებდი
ტახტისთვის
იმდენი
სამსახურის
გაწევას, რამდენიც
შეშკოვსკიმ
შესძლო...
ჩვენს შემდეგ,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
ისეთი
არაფერი
რჩება, რაც
მომავალ
თაობებს
მაგალითად
გამოადგებოდეს.
ჩვენს
შემდეგ,
ბატონო
ზარანდია,
პირუთvვნელი
სამსახური და
სახელმწიფო,
ანუ უმაღლესი სიკეთე
რჩება!
სახელის
უკვდავება კი
გმირის ხვედრია...
ჰმ,
გმირებისა და
არა მათი,
ვინც გმირის
სახელს ქმნის,
არა? სიტყვა
ჩამომართვა
ზარანდიამ.
რას
გულისხმობთ?
იმას, რომ
თვით
ქრისტესგანაც
კი არაფერი
დარჩებოდა,
იუდას იგი
ოცდაათ
ვერცხლად რომ
არ გაეყიდა.
ქრისტეს
ტრაგიკულმა
აღსასრულმა
მის უკვდავებასა
და აღიარებას
უდიდესი
სამსახური
გაუწია. ეს
იუდას
შეგნებული
საქციელი იყო
წინასწარ
განზრახული,
საჭირო
შედეგის მისაღებად
აღსრულებული
საქმე. მე ეს
მტკიცედ ვირწმუნე.
შეშკოვსკის,
როგორც ჩანს,
ეგ მტკიცე
რწმენა არ
გააჩნდა,
თორემ
პუგაჩოვსა და
რადიშჩევს
ჯერ ოცდაათ
ვერცხლად
გაჰყიდდა და
მერეღა გამოიძიებდა
მათ საქმეებს!
დღესაც არ
ვიცი, შევძელი
თუ არა
აღშფოთება
დამემალა.
მუშნი
ზარანდიამ
მშვიდად
შემომხედა და
ისე გადაიტანა
საუბარი სხვა
თეშაზე,
როგორც ამას
მხოლოდ ფანატიკოსი
გააკეთებდა.
მეორე დღეს,
გავისტუმრე
თუ არა
ზარანდია, მსახური
შიომღვიმეში
სანდრო
კარიძესთან
ვაფრინე.
დაუყოვნებლივ
მოვიდა. ერთად
შევუდექით იმის
მოფიქრებას,
თუ რა ზომები
უნდა მიგვეღო,
უპირველეს
ყოვლისა, დათა
თუთაშხიას
გასაფრთხილებლად
და მერე ზარანდიას
გეგმის
გასაგებად და
ჩასაშლელად.
ამ საუბარში
აღმოვაჩინე,
რომ მუშნი
ზარანდიამ ჩემთან
განგებ,
მხოლოდ
მისთვის
ცნობილი მიზნით
თქვა ის, რაც
თქვა. ან
სხვაგვარად
როგორ უნდა
მეფიქრა, როცა
ჩემი
დისწულის
ამბავი და ადგილსამყოფელი
პალისანდრებით,
ენისეიებით, ას
კვადრატულ
ვერსზე
ერთადერთი
მცხოვრებით
მაცნობა და
დათა
თუთაშხიას
ბოროტი
საქმეების სიკეთედ
ქცევის
განზრახვა კი
პირდაპირ
მომახსენა? რა
იყო ეს ,
გამოწვევა,
შებმის
სურვილი? ვთქვათ,
მე ღირსეულთა
რიცხვიდან,
ერთადერთი კაცი
ვიყავი, ვისი
ჯობნა და
დამარცხება
მან ან
ვერასოდეს
შესძლო, ან
არასოდეს
მოინდომა და ახლა,
თავის
უთვალავი
გამარჯვების
რუკაზე ამ
თეთრი ლაქის
შევსების ჭია
შეუჩნდა?
ვთქვათმეთქი,
მაგრამ
საიდან უნდა
სცოდნოდა, რომ
მე დათა
თუთაშხიას
გადარჩენის
სურვილი
აღმეძვრებოდა
და
გამოწვევას
მივიღებდი?..
ხანგრძლივი
თათბირისა და
განსჯის
შემდეგ
გადავწყვიტეთ,
რომ სანდრო
კარიძე დათა
თუთაშხიას
სანახავად
დასავლეთ
საქართველოში
გადავიდოდა
და აცნობებდა,
რომ ახალი
საშიშროება
მოელის, მაგრამ
მუშნი
ზარანდია არ
უნდა
ხსენებულიყო.
ცნობა ჩემი
სახელით
იქნებოდა
მიწოდებული.
მე კი თბილისში
ზარანდიას
განზრახვებში
უნდა ჩამეხედა.
ეს იყო ჩემი
პირველი
სერიოზული
ნაბიჯი, საკუთარი
სურვილით
გაკეთებული
საქმე იმის
წინააღმდეგ,
რასაც მთელი
სიცოცხლის
მანძილზე წარმოვადგენდი.