დაკითხვის ოქმი ქ: ფოთი. სამხედრო ლაზარეთი: 1805 წლის მარტის 11.
გამომძიებელი –
ქუთაისის
საგუბერნიო
ჟანდარმერიის
როტმისტრი,
ევტიხი
აგათონის ძე
იევლევი.
დაზარალებული
– მოსკოვის
გუბერნიის
ტახტის
აზნაური,
გადამდგარი
პორუჩიკი
სერგი
რომანის ძე
ანდრიევსკი.
კითხვა:
ბატონო ექიმო,
თვლით თუ არა
დაზარალებულის
ჯანმრთელობას
საკმაოდ
ნორმალურად
იმისთვის, რომ
ჩვენება
ჩამოვართვა
და დაკითხვის ოქმს
უფლებამოსილი
იურიდიული
საბუთის ძალა
ჰქონდეს?
პასუხი: ბატონ
ანდრიევსკის
მიღებული
აქვს ჭრილობა
ღვიძლის ზედა
არეში. ეს
თქვენთვის სამედიცინო
ექსპერტიზის
დასკვნითაც
არის ცნობილი.
ამჟამად
ბატონ
ანდრიევსკის
დაბალი
ტემპერატურა
აქვს, მისი
ფსიქიკური
მდგომარეობაც
ნორმალურია
და
ჯანმრთელობისთვის
ზიანის
მიუყენებლად
შეუძლია,
მოგცეთ
ჩვენება. ხოლო
ექნება თუ არა
მის ჩვენებას
უფლებამოსილი
იურიდიული
საბუთის ძალა,
ამის
დადასტურება
ან უარყოფა ჩემს
კომპეტენციაში
არ შედის.
კითხვა:
ბატონო
პორუჩიკო,
გთხოვთ,
განუმარტოთ
გამოძიებას
სამხედრო
სამსახურიდან
თქვენი
გადადგომისა
და მხატვრის
თავისუფალი
პროფესიის
არჩევის
მოტივები.
პასუხი: ეგ
საკითხი
საქმეს არ
ეხება და
პასუხის
გაცემაზე
უარს
ვაცხადებ.
გამომძიებელი:
ჟანდარმერიის
სამმართველოს
უფროსმა პირადად
გთხოვათ,
გასცეთ
პასუხი ამ
კითხვაზე.
ანდრიევხკი:
გადაეცით
გრაფ სეგედის
ჩემი უღრმესი
სინანული
იმის გამო,
რომ
ჯანმრთელობა
ხელს მიშლის, შევასრულო
მისი თხოენა.
არცა ვარ ამ
თემაზე
სასაუბროდ
განწყობილი.
ვიმედოვნებ,
მისი თხოვნის
შესრულებას
ახლო
მომავალში
შევძლებ.
კითხვა: ვინ
მოგაყენათ
ჭრილობა,
რომელსაც ამჟამად,
აქ, ფოთის
სამხედრო
ლაზარეთში
მკურნალობთ?
პასუხი:
ზუგდიდის
მაზრის
მცხოვრებმა
დათა თუთაშხიამ.
კითხვა: რით
შეგიძლიათ,
დაამტკიცოთ,
რომ ჭრილობა,
სახელდობრ,
ხსენებულ
დათა
თუთაშხიას
მოყენებულია?
პასუხი: ამას
იგი თვითონ
დაადასტურებს:
დადასტურება
შეუძლია,
აგრეთვე, მის
დას, ელე
თუთაშხიას და
ჩემს მსახურს
თედორე
ნიკიშოვს.
ჩემსა და დათა
თუთაშხიას
შორის სროლა
ურთიერთთანხმობით,
ნებაყოფლობით
მოხდა.
კითხვა:
თქვენ
გნებავთ,
თქვათ, რომ
თქვენს შორის
დუელს ჰქონდა
ადგილი?
პასუხი: არა.
ჩვენს შორის
მოხდა
ურთიერთთანხმობაზე
დამყარებული
სროლა,
წიწასწარ
დადგენილი
პირობებისა
და
სეკუნდანტების
გარეშე. მოგახსენებთ,
ეს დუელად ვერ
ჩაითვლება.
კითხვა:
გსურთ, თუ არა,
აღძრათ
სისხლის
სამართლის საქმე
დათა
თუთაშხიას
ნინააღმდეგ
მის მიერ მოყენებული
ჭრილობის
გამო?
პასუხი:
არავითარ
შემთხვევაში
და, ამასთან ერთად,
ვაცხადებ, რომ
დათა
თუთაშხიას
მიმართ ვინმეს
მიერ რაიმე
საქმის
აღძვრის
კატეგორიულად
წინააღმდეგი
ვარ. რა თქმა
უნდა,
ვგულისხმობ
ჩვენი
დამოკიდებულებების
ფარგლებს.
გამომძიებლის
განმარტება:
გამოძიების
წინაშე არის
დანაშაულის
ობიექტური
მხარე ანუ
ფაქტი: მძიმედ
დაჭრილი
გადამდგარი
ოფიცერი,
თავისუფალი
პროფესიის
პირი, ტახტის
აზნაური.
ჟანდარმერიის
სამმართველო,
არსებული
კანონების
საფუძველზე,
ვალდებულია, აღძრას
სისხლის
სამართლის
საქმე
ჭრილობის მიმყენებლის
წინააღმდეგ.
დანაშაულის
სუბიექტურ
მხარეს, ანუ
ჩადენის
მოტივებს,
სასამართლო
გამოარკვევს
და
შემამსუბუქებელ
გარემოებებს,თუკი
ასეთები
აღმოჩნდება,
განაჩენის
გამოტანისას
მიიღებს
მხედველობაში.
ამჟამად
ბოროტმოქმედი
დათა
თუთაშხია
პასუხისგებას
თავს არიდებს.
მის
წინააღმდეგ
აღძრულია
სისხლის
სამართლის
საქმე და
დანიშნულია
დამნაშავის
ძებნა.
დაზარალებულის
კითხვა: რა
სასჯელი ელის
დათა
თუთაშხიას?
გამომძიებლის
განმარტება:
თუ დანაშაული
არ შეიცავს
პოლიტიკურ ან
წოდებრივ
მოტივს, ანუ
ისეთ
კრიმინალს,
რომელსაც
კანონი
ტერორისტულ
აქტად
მიიჩნევს,
მაშინ
ბოროტმოქმედება
კვალიფიცირებულ
იქნება,
როგორც
წინასწარგანზრახული,
მაგრამ
შეუსრულებული
მკვლელობა ან
ჭრილობის
მიყენება
ჯანმრთელობისთვის
მძიმე შედეგებით.
რაც შეეხება
სანქციას, ანუ
სასჯელის ზომას,
ამას
სასამართლო
განსაზღვრავს.
დაზარალებულის
კითხვა:
დაკმაყოფილებულ
იქნება თუ არა
ჩემი წერილობითი
თხოვნა
თუთაშხიას
მიმართ
სისხლის სამართლის
საქმის
შეწყვეტის
თაობაზე?
გამომძიებლის
განმარტება:
ასეთი
თხოვნით
შეგიძლიათ,
მიმართოთ
სასამართლოს,
რომელსაც
თუთაშხიას
საქმე ჩვენ
უსათუოდ უნდა
გადავცეთ.
გამომძიებლის
კითხვა:
გამოძიებას
ესაჭიროება
თქვენი
ამომწურავი
ჩვენება
მომხდარი
ინციდენტის
გამო. როგორ გირჩევნიათ,
თანმიმდევრობით
მიამბოთ ყველაფერი
და მე თქვენი
ნაამბობი
სიტყვასიტყვით
ჩავიწერო, თუ კითხვებზე
გამცემთ
პასუხს?
პასუხი:
კითხვები
დამისვით.
კითხვა:
ჭრილობის
მიღებამდე
იცნობდით თუ
არა დათა
თუთაშხიას და
თუ იცნობდით –
როდის, რა პირობებში
გაიცანით?
პასუხი: დათა
თუთაშხია
მესაქონლე,
მეჯოგე კაცია.
ზამთრობით
თავად
ანჩაბაძისგან
ზღვისპირა
საძოვრებს
იჯარით იღებს
და საქონელს
იქ აზამთრებს.
იჯარა
თითქმის
მუდმივია,
ამიტომ
საძოვარზე დათა
თუთაშხიას
ფაცხა უდგას
და იმ ფაცხაში
ატარებს
ზამთარს
თავის დასთან
– ელე
თუთაშხიასთან
ერთად. იმ
ადგილზე
ნაპირი
კლდიანია და
ჩემთვის,
მხატვარ-პეიზაჟისტისთვის,
გარკვეულ
ინტერესს
წარმოადგენს.
როცა ადგილი
მომეწონა, საძოვრის
მოიჯარადრეს
მივმართე,
კარვის დადგმის
უფლება მოეცა.
როგორც
მოგახსენეთ,
მოიჯარადრე
დათა
თუთაშხია იყო.
ნებაც დამრთო
და მე და ჩემს
მსახურს
კარვის
დადგმაში და
დაბინავებაშიც
მოგვეშველა.
ეს მოხდა
გასული, 1884 წლის
ოქტომბერში,
ანუ ხუთი თვის
წინათ.
კითხვა:
როგორი
გარეგნობის
არის დათა
თუთაშხია და
აქვს თუ არა
რაიმე
განსაკუთრებული
შესაცნობი
ნიშნები?
პასუხი:
საშუალოზე
მაღალია,
მძლავრი
აღნაგობისაა.
შესახედავად –
წარმოსადეგი.
აქვს ლურჯი
თვალები,
კეხიანი
ცხვირი, ოდნავ
მოღუნული,
მხედრის
წვივები.
კოხტად,
მოხდენილად
იცვამს.
უყვარს შავი
ფერის
ქართული
ჩოხები და ხშირად
იცვლის
ერთიმეორეზე
უკეთეს
ცხენებს. ერთი
სიტყვით, მის
არისტოკრატ
თანამემამულეთაგან
თითქმის
არაფრით
განსხვავდება.
კითხვა: ელე
თუთაშხია?
პასუხი: არა
მგონია, ეგ
შეკითხვა
საქმეს ეხებოდეს.
კითხვა: რა
იცით დათა
თუთაშხიას
ახლო ნათესავებისა?
პასუხი: ეს
და-ძმა
ბავშვობიდანვე
ობლები არიან.
რამდენადაც
ვიცი, ჰყავთ
მამიდა, მისი
ქმარი და
მამიდაშვილები.
კითხვა: რას
გვეტყოდით
თუთაშხიას
განათლებაზე?
პასუხი:
სასწავლებელში
არ უსწავლია,
მაგრამ მაინც
საკმაოდ
განათლებული
კაცია.
დაობლებული
ბავშვები
აღსაზრდელად
ხსენებულ
მამიდას და
მის ქმარს,
ხელობით
დიაკვანს,
აუყვანიათ.
საკუთარ
შვილებთან
ერთად
ზრდიდნენ.
ორივეს
ასწავლეს
წერა-კითხვა,
საღმრთო
წერილი და
სხვაც ბევრი
რამ. დათა
თუთაშხია
კარგად ფლობს
რუსულ
სალაპარაკო
ენას,
უკეთესად,
ვიდრე მე –
ქართულს.
ალბათ,
რუსებთან
ურთიერთობაში
ისწავლა,
მაგრამ სად და
როდის – არ
ვიცი. მკვირცხლი,
საღი გონება
აქვს.
უაღრესად
პატიოსანი, სამართლიანობის
მოყვარული
ახალგაზრდა
კაცია.
კითხვა: რა
გაკავშირებდათ,
რა
ურთიერთობა
გქონდათ დათა
თუთაშხიასთან?
პასუხი: ძლიერ
ახლო
მეგობრული
დამოკიდებულება
გვქონდა.
მიუხედავად
მომხდარი
კონფლიქტისა,
ახლაც
უდიდესი
პატივისცემით
ვარ გამსჭვალული,
როგორც დათა
თუთაშხიას,
ისე მისი დის,
ელეს მიმართ.
კითხვა: ასე
ახლო
ურთიერთობაში
მყოფ ადამიანებს
ერთმანეთის
სასიკვდილოდ
გამეტება მოგიხდათ;
ალბათ,
საამისო
სერიოზული
მიზეზიც იყო:
მითხარით, რას
მოჰყვა
კონფლიქტი?
პასუხი: დათა
თუთაშხიამ მე
და თავის დას,
ელეს, ტახტზე
ნახევრად
წამოწოლილებს
მოგვასწრო. აქვე
აღვნიშნავ,
რომ ჩვენს
შორის
პლატონური
დამოკიდებულების
მეტი
არასოდეს
არაფერი
ყოფილა.
კითხვა:
როგორ
დაგინახათ
დათა
თუთაშხიამ და რა
მოხდა ამის
შემდეგ?
ექიმი:
ბატონო
როტმისტრო,
ავადმყოფი
მოიქანცა, დაკითხვის
განგრძობა
მის
ჯანმრთელობაზე
უარყოფითად
იმოქმედებს.
ბატონ ანდრიევსკის
დასვენება
ესაჭიროება.
გამომძიებელი:
ვაკმაყოფილებ
თქვენს
თხოვნას.
იმედი მაქვს, ბატონი
ანდრიევსკი
რამდენიმე
დღის შემდეგ გაცილებით
უკეთესად
იქნება და
საშუალება მოგვეცემა,
განვაგრძოთ
დაკითხვა.
ჩემი
ჩვენებები
სწორად არის
ჩაწერილი...
დაზარალებული:
(ს. რ.
ანდრიევსკი)
გამომძიებელი:
(ე. ა. იევლევი)
დაკითხვას
დავესწარი –
ექიმი: (ნ. ტ.
შულცი)