გრაფი სეგედი
ამბოხების
მსვლელობისა,
შეიძლება
ითქვას, ყველაფერი
ვიცი
პიკანტური
დეტალებიც კი.
ერთერთი ჩემი
ყოფილი
ხელქვეითი იმ
ამბებს თავიდან
ბოლომდე
შეესწრო,
როგორც
ჟანდარმერიის
სამმართველოს
წარმომადგენელი,
მაგრამ მხოლოდღა
შეესწრო
მოთვალთვალედ,
მიუხედავად
იმისა, რომ
საპატიმრო
ადგილების
უწყება
მისთვის
ერთერთი
დაქვემდებარებული
დაწესებულება
იყო, მას
სათათბირო
ხმის უფლებაც
კი არ ჰქონია.
უკვე ვთქვი,
პეტერბურგში
ასე ინებეს.
ასეა თუ ისე,
ჩემი ყოფილი
ხელქვეითი
პატიმრების
მიერ ციხის
ხელში
ჩაგდებიდან
ერთი საათის
შემდეგ
საყარაულო
კოშკზე იდგა,
ვითარებას
თვალს
ადევნებდა და
აი, რა
ხდებოდა.
სიბნელეში
ასობით
ადამიანი
ფუთფუთებდა.
კორპუსის გარშემო
უკვე ეყარა
ქვისა და
აგურის
დიდდიდი
გროვები
არსენალი,
შტურმის
შემთხვევისთვის.
სადღაც
მშენებარე
სახლის
ხარაჩოებს
გაუდიოდათ
ჭრიალი,
სხვაგან
იატაკის
ფიცარი
იყრებოდა და
ხალხს ხელში
უკვე ზოგს
კეტი ეპყრა,
ზოგს ქვები,
ზოგს
წერაქვები და
ძალაყინები.
ვიღაცებმა
სართულებიდან
პატიმრები
გამორეკეს
რატომ ხუთასი
კაცი არ
იქნებოდა!
მშენებარე
ნაგებობიდან
მასალის
ზიდვასა და
ბარიკადების მეორე
რიგის
მოწყობას
შეუდგნენ.
საქმე სწრაფად
მიიწევდა წინ
და ძალიან
საქმიანი,
მცოდნე
კაცების
მოკლე
განკარგულებები
ისმოდა.
ცოტა ხნის
შემდეგ ერთად
მოგროვებული
ზედამხედველები
ჭიშკრისწინა,
პირველ
ბარიკადასთან
მირეკეს, ზედ
სტვენტსტვენითა
და შეძახილებით
გადააძვრინეს.
ალაყაფის
პატარა კარი
მხოლოდ დიდი ხნის
ახსნაგანმარტებისა
და ხვეწნის
შემდეგ გაიღო.
ზედამხედველები
გარეთ
ჩასაფრებულმა
ჯარისკაცებმა
პატიმრებივით
მიითვალეს.
გამთენიისას
ციხე უკვე
კარგად
გამაგრებულ საფორტიფიკაციო
ნაგებობას
წარმოადგენდა.
ბარიკადებში
აუარებელი
ხალხი იჯდა.
მათ
განლაგებას,
საჭურვლის
ქვებისა და
აგურის
ნატეხების
მარაგს, დისციპლინასა
და საქციელს
დახელოვნებული
კაცების
ცოდნა და ხელი
ეტყობოდა.
სამზარეულომ
დილის ულუფის
გაცემა
დაიწყო.
ბარიკადებში
ჩასაფრებულებს,
ასე გასინჯეთ,
პირველ რიგში
და პირდაპირ
პოზიციებზე
მიართვეს
საუზმე. ყველაფერი
უაღრესად
წესიერად
მიმდინარეობდა.
მომსახურება
საათივით
მუშაობდა და
უსიტყვოდ
ასრულებდა
მორიგეებისა
და
ინტენდანტების
მითითებებს.
საუზმეს
მორჩნენ თუ
არა, ციხის
ეზოში საშინელი
სიმყრალე
დატრიალდა, ის
სიმყრალე,
რომელიც
საასენიზაციო
ორმოების
ამოცლის დროს
დადგება
ხოლმე.
ერთერთ
თავკაცს
ნაირნაირი ჭურჭლით
დატვირთული
რაზმი
მოჰყავდა და
იმ სიბინძურეებს
მთავარი
ალაყაფის წინ
აგებულ ბარიკადაზე
ასხამდნენ.
თავკაცი
კლასიონ კვიმსაძე
იყო. იგივე
კვიმსაძე
მშენებარე
სახლის მესამე
სართულის
ბაქანზე
რაღაც
ნაგებობის
მოწყობას ხელმძღვანელობდა.
სხვა
თავკაცები
ჯერჯერობით
არსად
ჩანდნენ.
ამბოხებულებთან
პირეელი
კონტაქტი
ინტენდანტ
ჩარაძის
მეშვეობით
დამყარდა. მას
მთავარი
ალაყაფის
პატარა კარი
გაუღეს,
ღრიჭოში თავი
გაყო და
დაიძახა:
ეს თუ არ დაშალეთ
ახლა, რაფრა
შემოვიტანო
პროვიანტი?!
პატარა კი
არაა, ხუთი
ათასი კაცის
საჭმელია და
სამი დღის...
ფუჰ, რაფრა
დაგისვრიათ
აქაურობა, რას
გავს ეს?!
ხალხი ჩუმად
იყო.
კაცო არ
გეყურებათ,
რას
გელაპარაკებით?!
მოხსნან
რკინები
რომელიმე
ფანჯარას და
გადმოგვაწოდონ
ისე, დაიძახა
ბოლოს
ვიღაცამ.
კი, აბა!..
რკინებს
მოხსნიან
ისინი? მეტი
არ იქნა
თქვენი მტერი,
მიუგო
ჩარაძემ და
კარი ჭახანით
ჩაიკეტა.
დილის ათ
საათზე
მეფისნაცვალმა
ოპერატიული
შტაბის
შემადგენლობა
დაამტკიცა.
ამბოხების
ჩაქრობის
ხელმძღვანელობა
პოლკოვნიკ
ქუბასარიძეს
დაეკისრა.
მცირე
თათბირის შემდეგ
ადმინისტრაციის
კორპუსის
ერთერთ, ციხის
ეზოსკენ
გამავალ
ფანჯარას,
ჯარისკაცები
მიუყენეს,
გისოსის
მოხსნა
დაიწყეს.
გარეთ გამოფენილმა
პატიმრებმა
პირველი
გამარჯვება
აღტაცებული
ღრიალით
აღნიშნეს და
ინტენდანტმა
ჩარაძემ
ამბოხებულთა
მიერ
დანიშნულ
წარმომადგენელს
კონტინგენტის
სამი დღის
საკვები
ჩააბარა. ეს
პატიმარი იყო
შალვა
თუხარელი. იგი
დღესაც
ცოცხალია,
სოფლად
ცხოვრობს,
სკოლის სამოსწავლო
ნაწილის
გამგეა. ამ
ჩანაწერების
ის ნაწილი,
რომელიც
ამბოხებულთა
შინაგან,
გამოძიებისთვის
უცნობ
ურთიერთობებს
ეხება, შალვა
თუხარელის
ნაამბობიდან
ვიცი.
პროვიანტის
მიღებაჩაბარება
თხუთმეტ წუთზე
მეტი არ
გაგრძელებულა.
ეს ოპერაცია
დამთავრდა,
შალვა
თუხარელი
ბოლო ტომარას
გაჰყვა. ჯარისკაცებმა
ფანჯრის რაფა
ჯერ ცოცხით
გადაგავეს,
შემდეგ სველი
ტილოთი გაწმინდეს,
მერე მშრალი
გადაუსვეს და
ფანჯარაში
პოლკოვნიკი
ქუბასარიძე
გადადგა.
გამარჯობათ
პატიმრებო!
დაიძახა
პოლკოვნიკმა.
მისალმებაზე
არავის
უპასუხია,
ყველა გაინაბა.
პოლკოვნიკმა
მხარზემოდან
გადაიხედა და
მას ორთავე
მხრიდან თითო,
უფრო დაბალი
ჩინის ოფიცერი
ამოუდგა.
პატიმრებო!
წარმოსთქვა
პოლკოვნიკმა
რბილად. ვერ
გამიგია, რა
გაწუხებთ,
რატომ
მოაწყეთ ეს...
ეს სასაცილო
არეულობა?
კვლავ სიჩუმე
იყო.
აი,
მაგალითად,
თქვენ!
მობრძანდით,
გამოდით, გამოდით
წინ!
რომელიღაც
შობლას უთხრა
ერთერთმა
ოფიცერმა და
ვინაიდან მას
თავის
სიცოცხლეში
პირველად მიმართეს
თქვენობით და,
ამასთან,
ესოდენ თავაზიანადაც
იგი
მექანიკურად
დაჰყვა, ორიოდ
ნაბიჯით
გასცდა ბრბოს.
დიახ, ძალიან
კარგი, კვლავ
ალაპარაკდა
პოლკოვნიკი.
რა გვარი
ბრძანდები,
ახალგაზრდავ?
ახალგაზრდა
თავჩაქინდრული
იდგა და
არავითარ
ნიშანს არ
იძლეოდა, რომ
პოლკოვნიკი
მის გვარს
როდისმე
გაიგებდა.
ნუ გეშინია,
შვილო,
მითხარი
გვარი. აი, მე,
მაგალითად,
პოლკოვნიკი
სტანისლავ
ქაიხოსროვიჩ ქუბასარიძე
გახლავარ.
შენ? ძალიან
ალერსიანი
ტონი ჰქონდა.
შობლა
კყლავინდებურ
ტრანსში იყო.
ბრბო
განაბული
უსმენდა
სიჩუმეს.
თქვი,
ჩააცივდა
პოლკოვნიკი.
მე ხომ
გითხარი ჩემი
გვარი?.. ახლა
შენ მითხარი.
პაუზა კარგა
ხანს
გაგრძელდა და
მერე შუა ბრბოდან,
როგორც
სამარიდან,
ისე ამოიძახა
ვიღაცამ:
ვა, ეს ვინა
ყოფილა?!..
მაგას შენი გვარი
რათ უნდა. აჰა,
და, იცოდეს
კიდეც რაში
გამოადგება?!
აი შენ რო
მაგის გვარი
დაიხსომო?..
იცის, ბოლოს
ფინთი იქნება,
იმიტომაც არ
გეუბნება.
გვარიო!.. ეს
ვინა ყოფილა?!
ეტყობა,
პოლკოვნიკი,
თავის მხრივ,
დაჩვეული არ
იყო ასეთ
უტიფარ
მიმართვას და,
ცოტა არ იყოს,
შეცბა.
კარგი, კარგი,
ხმა გაიღო
მეორე
ოფიცერმა. არ
არის საჭირო
გვარი.
გვითხარი, აი,
ბატონ პოლკოვნიკს
მოახსენე, რით
ხარ
უკმაყოფილო,
რა გაწყენინეს,
ვინ
გაწყენინა,
როგორ იყო...
როგორ იყო და...
მოულოდნელად,
ხმამაღლა,
ერთობ ბრაზიანად
ალაპარაკდა
პატიმარი.
ერთი თვეა,
სახლში
წერილებსა
ვწერ, საჭმელი
მოიტანეთმეთქი.
არ მოაქვთ...
ველოდები და
არ მოაქვთ!
ოფიცრებმა
ერთმანეთს
გადახედეს,
პოლკოვნიკმა
რაღაცის თქმა
დააპირა... შინ
მიწერილი წერილების
ავტორმა არ
დააცადა:
არ უშვებენ,
ფოშტაში არ
მიაქვთ, ციხე
არ უშვებს!
ააა! მიუხვდა
პოლკოვნიკი
გამოვიკვლევთ,
უეჭველად
გამოვიკვლევთ
და
დამნაშავეებს
დავსჯით.
წადი, დაწერე
წერილი, მე
საკუთარი
ხელით
ჩავაგდებ
ფოსტის ყუთში.
წადი, შვილო,
დაწერე!
ბაჭიევი ვარ,
ფრიდონ
ნიკალაევიჩი,
დიდი დაგვიანებით,
მაგრამ
ამაყად,
ღირსების
გრძნობით,
ძალიან
გარკვევით
აცნობა
შობლამ და
წერილის
დასაწერად
გაიქცა.
სანამ ერთერთ
ოფიცერს უბის
წიგნაკში Įą÷čåā Ōščäīķ
Ķčźīėąåāč÷ გამოჰყავდა,
პოლკოენიკმა
კვლავ ბრბოს
მიმართა:
აბა, კიდევ
ვის რა
გასაჭირი
გაქვთ?
გისმენთ.
ხორცებს
იპარამენ!
დაიძახა
ვიღაცამ.
კი არ
იპარამენ,
შედიან და
სჭამენ!
ვა, მოპარვაც
კიდე სხვა
რამეა?
მოპარვაა,
მოპარვა!
მარილი, ზეთი
რაც კაი
რამეა,
მიაქვთ!
პოლკოვნიკმა
ძლივს
მოიხელთა დრო,
რომ იმ ყვირილმი
თავისი
სიტყვაც
ჩაეკერებინა.
ვინ იპარავს,
ბატონებო,
საიდან
იპარავს, სად
შედიან?!..
რიგრიგობით
ვილაპარაკოთ
ერთმა თქვას!
საშინელი
ღრიანცელი
ატყდა, რადგან
ყოველ დამსწრეთაგანს
მიაჩნდა, რომ
თუ
რიგრიგობით
ლაპარაკზე
მიდგა საქმე,
მაშინ სწორედ
მისი რიგი
იყო.
ოფიცერმა რის
ვაივაგლახით
ჩაიწერა
ხორცები, მარილი,
ზეთი,
რამდენიმე
გვარი და,
საზოგადოება
ცოტა რომ
დაშოშმინდა,
სიტყვა ისევ
პოლკოვნიკმა
აიღო:
გაძლევთ
პატიოსან
სიტყვას,
ყოველივე
ამას გამოვიკვლევ
და
დამნაშავეებს
სასტიკად დავსჯი,
სასტიკად!.. რა
გაწუხებთ, რა
საჩივარი გაქვთ?
ბრბო მიხვდა,
რიგრიგობით
ლაპარაკი
ჯობდა, მაგრამ
იმას ვერ
ხვდებოდა, რომ
ხელისუფლების
წარმომადგენელს
ყოფით
წვრილმანებზე
ემასლაათებოდა,
მაშინ
როდესაც
ამბოხებას
სულ სხვა
საფუძველი და
მიზანი
ჰქონდა. არც
პოლკოვნიკი
ჩქარობდა,
დარწმუნებული
იყო, იმ
ნამდვილზეც
მიდგებოდა
საქმე.
პარაშები
ძველია,
გამოგვიცვალონ!
მოისმტ
შეძახილი.
პოლკოვნიკმა
ესეც
ჩააწერინა. ამ
საკითხის დაუყოვნებლივ
მოგვარებას
შეჰპირდა და
აქ უკვე
ვიღაცამ
მოითხოვა:
საკნები,
რობორც იყო,
ისევ ისე
გაგვიღონ!
ვაა, მართლა,
ეეე!..
ხალხმა ისევ
ღრიანცელი
ატეხა, თითქოს
ყველას ახლაღა
მოაგონდა, რომ
ესოდენ
მნიშვნელოვანი
მოთხოვნა
მივიწყებული
ჰქონდათ.
პოლკოვნიკს
კარგა ბლომად
ლოდინი
მოუხდა, სანამ
ის ალიაქოთი
მიილეოდა და,
ვითომც აქ
არაფერიაო,
განაცხადა:
ხელისუფლებამ
არ იცოდა, რომ
საკნები
ჩაიკეტა. ეს
ციხის
უფროსის და
მისი
ადმინისტრაციის
თვითნებური
საქციელია,
ჩვენ მათ
აუცილებლად
დავსჯით.
ამჟამად ხომ
ღიაა? იყოს
ღია, ხელახლა
ჩაკეტვას
ვეღარავინ
გაბედავს...
დღისით
ჩაკეტვას. რა
თქმა უნდა,
ღამე, როგორც
იკეტებოდა
ისევე
ჩაიკეტება
დილის ექვს
საათამდე.
აბა, ბრძანეთ,
კიდევ რა
გაქვთ?!
ბრბოში საკმაოდ
ხმამაღლა
ითქვა, ღამე
ჩაგვიკეტავენ
და დილით აღარ
გაგვიღებენო,
იმდენად
ხმამაღლა, რომ
პოლკოვნიკმა
უეჭველად
გაიგონა, მაგრამ,
როგორც
იტყვიან,
გამწვავებას
თავი აარიდა
და ამაში
გალამბოც
დიდად
დაეხმარა:
აბანოს
დროზე არ
გვაძლევენ
ხოლმე,
აბანოსა!
გალამბო,
ხმაზე გიცანი,
შენ ამბობ
მაგას მანდ,
ხომ?.. ვაი, შე
უბედურო, შენ!..
მოისმა
ვიღაცის შეძახილი.
შემდგომში
გავიგე, რომ
ის პატიმარი
მეტსახელად
გალამბო
წყალთან,
საერთოდ,
მწყრალად იყო,
ხელპირსაც კი
თვეობით არ
იბანდა და
აბანოს
ადგილსამყოფელი
მხოლოდ
დაახლოებით
იცოდა.
პოლკოვნიკმა
თავის
ხელქვეით
ოფიცერს ესეც ჩააწერინა
და
სეფესიტყეა
თქვა:
ჩვენი
ძვირფასი
ხელმწიფეიმპერატორის
საყვარელ
ქვეშევრდომებს
დროდადრო
უყვართ თავის
აწყვეტა,
მღელვარეგა,
შფოთი და
დავიდტრაგა,
მაგრამ მის
უდიდებულესოგას
ეს მოვლენა
მისი დიდი
ხალხის
ამაღლებული
სულის გამოხატულებად
მიაჩნია და
სრულიად
სამართლიანადაც.
წარმოიდგინეთ,
პირუტყვმაც
ხომ იცის: შედგება
და ადგილიდან
აღარ იძვრის.
ცემით აქ ვერაფერს
გახდება კაცი,
მოცდა უნდა!
გავა პატარა
ხანი, ოჩანს
თავისი
ხუშტურები
მობეზრდება, დაიძრება,
წაათრევს
ფორანს და
ისევ
ყველაფერი ძველებურად,
კარგად
იქნება. მით
უმეტეს თქვენ,
ბატონებო!
აბა, ამ
საზიზღარ
სახაზინო
სახლში ხართ
გამოკეტილები.
რა თქმა უნდა,
ერთფეროვნება
მოგბეზრდათ
და სულმა
შფოთი
მოგთხოვათ. იშფოთეთ,
იყვირეთ,
იჯანყეთ მე
თქვენ
ყველაფრის
ნებას
გაძლევთ. ჩვენ
მოვითმენთ,
მოგიცდით და,
როცა იქნება,
ყველაფერი
ძველ
კალაპოტს დაუბრუნდება....
ამ ადგილას
პოლკოვნიკმა
დიდი
ცხვირსახოცი ამოიღო,
ძალიან
ხმამაღლა
მოიხოცა, შიგ
ჩაიხედა
შედეგს თვალი
მოაელო, თავი
გადაიქნია. მერე
ცხვირსახოცი
შეინახა, ალაყაფის
წინ ახონხლილ
ბარიკადას
ხელი მიაშვირა
და დასძინა.
აღარ არის
საჭირო,
სიბინძურეებს
ნუღარ მოზიდავთ,
ძალიან ცუდი
სუნი დგას,
ძალიან... დიახ,
და ახლა კიდევ
ერთი საქმე
მაქვს
თქვენთან,
ბატონებო...
პოლკოვნიკმა
ერთხანს
აქეთიქით
აცეცა
თვალები. მერე
ვიღაცაზე
შეჩერდა,
დააკვირდა და
თქვა: აი
თქვენ... დიახ,
დიახ, თქვენ!
მობრძანდით
ახლოს ბატონო.
მე ხმა არ
მეყოფა,
ავადმყოფი
ყელი მაქვს...
პატიმარმა
რამდენიმე
ნაბიჯი
გადმოდგა, ბრბოს
გამოეყო.
თქვენ
ინტელიგენტის
იერი გაქვთ რა
გვარი ბრძანდებით,
გეთაყვათ?
ტკბილად
ჰკითხა
პოლკოვნიკმა
პატიმარს.
კვიმსაძე
კლასიონ
ბიჭიევიჩ,
ტელეგრაფისტი!
სწორედ ასეთ
კილოზე
ეტყვიან
ხოლმე: წადი,
შენი
პატრონის
დედაცაო!
ძალიან
სასიამოვნოა,
მიუგო
პოლკოვნიკმა.
მე თქვენ
გათენებიდანვე
გხედავთ. იქ,
აგერ, იმ დაუმთავრებელ
შენობამი
რაღაც
ნაგებობის
აღმართვას
ხელმძღვანელობთ,
ხომ ასეა?.. და
სიბინძურეებსაც
აზიდვინებთ...
კვიმსაძეს
გაფუჭდაო, რომ
იტყვიან,
სწორედ ის
დაემართა. რა
ექნა ან რა
ეთქვა?..
მაგრამ ისევ პოლკოვნიკმა
გამოიყვანა
მძიმე
მდგომარეობიდან:
დიახ, და
რაკიღა იმ
კოშკის აგებას
ხელმძღვანელობთ
და
სიბინძურეებსაც
აზიდვინებთ,
საფიქრებელია,
რომ ამის...
პოლკოვნიკმა
ხელის
მტევანი
დაატრიალა...
ამის ერთერთი
ხელმძღვანელიც
ბრძანდებით.
ამიტომ მოგმართავთ
სახელდობრ
თქვენ... აქ
არის კიდევ ერთი,
აი, პროვიანტი
რომ ჩაიბარა,
მაგრამ არ არის
ახლა აქ. დიახ,
და საჭიროა,
რომ ბატონი
კოცი და კიდევ
ერთი
ზედამხედველი
რომ გყავთ... აუცილებლად
საჭიროა,
გადმოგვცეთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში,
ჩვენ მათ ვერ
დავსჯით, ეს
თავისთავად
გასაგებია!
ერთი სიტყვით
წადით და გამოუშვით!
კვიმსაძემ
პოლკოვნიკ
სტანისლავ ქაიხოსროვიჩ
ქუბასარიძეს
ალმაცერად
ახედა უყურა
და უთხრა:
დანებდეს,
ბატონო, და
გამოვუშვებთ,
აბა რას ვიზამთ!
როგორ თუ
დანებდეს?
პოლკოვნიკმა
იფიქრა, საქმე
კარგად
ყოფილა, ჯერაც
არ
დანებებულანო,
და ხმას
აუწია: მისი
უდიდებულესობის
არმიის!.. ეეე,
შეიარაღებული
ძალების
ოფიცერი?. .. ვის
დანებდეს!
ხარჩოს
ბატონო!
აშკარად
დასცინა
კვიმსაძემ.
როგორ
ბრძანეთ?
ხარჩოს?
პოლკოვნიკმა
თავის ოფიცერს
გადახედა.
ხარჩოს თუ არ
მოინდომებს,
აბა, დარდაკას
დანებდეს
მაშინ!
პოლკოვნიკი
მეორე
ოფიცერს
გადაელაპარაკა.
იმანაც
მხრები
აიჩეჩა.
ეგ, რა... ვინმეს
მეტსახელებია!
ბატონო
კვიმსაძე?
დიახ, ბატონო.
მისი
იმპერატორობითი
უდიდებულესობის
ოფიცერი
ტყვედ
დანებდეს?!
არაფრის
გულისთვის! უარესად
შეიცხადა
პოლკოვნიკმა.
რავა
გეკადრებათ,
ჩემო ბატონო,
ტყვე რას მიქვია,
ეგერ გვყავს
ნიფხავპერანგის
ამარა საკანში...
ამოირჩიოს,
რომელიც
მოეხასეათება
და დანებდეს.
მაგენს თუ არ
მოინდომებს
ხარჩოს და დარდაკას,
მაშინ, აგერ,
მშვენიერი
კაი განათლებული
კაცი გვყავს
ერთი რუდოლფ
ვალენტინოვიჩი...
ლაპარაკი!
დაიღრიალა
პოლკოვნიკმა.
რავა, ბატონო...
რუდოლფ
ვალენტინოვიჩისთანას
სად ნახავთ
მეორეს და,
ახლა ისიც
ვთქვათ, რომ თვითონ
თუ მოეწონა
კოცს
რომელიმე,
მაშინ ვერ გავხდებით
ვერაფერს და
სულ ზედმეტია
ჩვენი ლაპარაკი...
როგორ
ეძახიან,
როგორ
ბრძანეთ მათი
სახელები,
ბატონო
ქერქაძე? ჰკითხა
ერთერთმა
ოფიცერმა და
უბის წიგნაკი
მოიმარჯვა.
კეიმსაძე
ვარ მე,
კლასიონ
ბიჭიევიჩ!
ტელეგრაფისტი.
დიახ, ბატონო
გვიმსაძე,
როგორ
ბრძანეთ?
ხარჩო, დარჩო,
ალისკერა,
დიღლია,
დარდაკა, რუდოლფ
ვალენტინოვიჩი
და კარგად რომ
მოძებნოს კაცმა,
მოინახება
სხვებიც...
ბარბაროსებო!
დაიყვირა
პოლკოვნიკმა.
მაგ ჩვენ
კოცისგან
ვისწავლეთ,
ბატონო! ნიშნისმოგებით
მიუგო
კლასიონ
კვიმსაძემ.
როგორც
ხედავთ,
პოლკოვნიკ
ქუბასარიძეს
დიპლომატიური
ნიჭი მხოლოდ
ემბრიონულ
მდგომარეობაში
ჰქონდა და
ისეთი
სიმძლავრით
წამოდუღდა, რომ
რას
მოიმოქმედებდა
ძნელი
წარმოსადგენია,
ერთი
მოულოდნელი
გარემოება
რომ არა:
Ļšīńņčņå, ćīńļīäą, ļšīļóńņčņå!
ათასკაციანი
ბრბოს სულ
ბოლო რიგებიდან
გაისმა
რუდოლფ
ვალენტინოვიჩის
ბოხი, მძლავრი
ხმა.
ხალხი
გაიწგამოიწია.
პოლკოვნიკი
გაფაციცდა,
რუდოლფ ვალენტინოვიჩი
მარტო არ იყო,
მის წინ
დარდაკად
ცნობილი
მამათმავალი
მიარღვევდა
ბრბოს.
გამოაღწიეს,
ასე ვთქვათ,
ავანსცენაზე
გამოვიდნენ.
ეხლა შენა
თქვი,
მიმართა
დარდაკამ
თანამგზავრს.
Ķåņį ÷ņī āū! ... ß óęå ā ņšåõ źąģåšąõ čńļīāåäūāąėń’. Ņåļåšü Āąų ÷åšåä,
ńóäąšü! მიუგო
რუდოლფ
ვალენტინოვიჩმა.
კაცო, შენ
უფრო ლამაზად
გამოგდის,
ნასწავლი კაცი
ხარ, თქვი,
რაღა! ისევ
დარდაკამ
უთხრა.
Āąų ÷åšåä, ńóäąšü! მტკიცედ
გაიმეორა
რუდოლფ
ვალენტინოვიჩმა.
დარდაკამ
ერთი მწიფე
ლანძღვა თქვა
და დაიწყო:
ამას წინათ
კოცმა
დამიძახა და
მეუბნება, თუ
მოწყენილი
ხარ, დროს
გასატარებელი
მაქვსო. ახლა,
რაც იყო,
ვიტყვი, ოღონდ
ამათ,
დარდაკამ
ბრბოს მიაშვირა
ხელი, ერთი
პირობა თქვან:
არა მცემონ. ორგან
უკვე მცემეს!
ჯეილი კაცი
ვიყო სხვა
საქმეა.
იმდენი ჯანი
სადღა მაქვს,
მაგდენი რამე
ავიტანო.
ბრბო
განაბული
იდგა.
პოლკოვნიკი
სასტიკად დაიბნა
ვერ გაეგო,
რას
მოითხოვდნენ
მისგან.
შენა თქვი,
რაღა! ისევ
შეემუდარა
დარდაკა კოლეგას,
მაგრამ
რუდოლფ
ვალენტინოვიჩი
თავისაზე
იდგა.
ბრძანეთ,
ბატონო!
ბრძანეთ!
ცნობისმოყვარეობამ
აალაპარაკა
ქუბასარიძე,
ნურაფრისა
ბეშინიათ ვერ გამიგია,
რატომ გცემეს
და ან ახლა
რისთვის უნდა
გცემონ?!
დარდაკამ,
უთუოდ,
სიტუაციის
მიხედვით
დაასკვხა, რომ
ცემა არ
ელოდა, და
პოლკოვნიკს
ხმამაღლა,
ბრბოს
გასაგონად
უამბო
შემდეგი: იმ
პატიმრებს
ვინც ციხის
ადმინისტრაციას
რაიმე
უკანონობისა
და წესების
დამახინჯების
გამო
წერილობით
უჩიოდა, კოცი,
ვითომდა რეჟიმის
დარღვევისათვის,
თითოთითოდ
კარცერში
აგდებდა და
ღამე მათთან
რომელიმე
მამათმავალი
შეჰყავდა. ამ
მეთოდით
შეურაცხყოფილთა
დიდი
უმრავლესობა,
რა თქმა უნდა,
გაჩუმებას არჩევდა
და ბატონი
კოცის
შურისძიება
დაუსჯელი
რჩებოდა.
დარდაკამ
ისიც თქვა,
კოცის ეს
საქციელი კანონის
მოსარჩლეობის
თითოოროლა
მოიმედეს გაუსაჩივრებია
კიდეც, მაგრამ
საჩივრის გამრჩევთათვის
ასეთი
ცინიზმი,
ალბათ,
იმდენად წარმოუდგენელი
იყო, როშ
ავტორებს
შეშლილებად
თვლიდნენ.
ისიც
შესაძლებელია,
რომ კოცი
სწორედ მათი
მითითებით
ხელმძღვანელობდა.
ასეა თუ ისე,
დარდაკას
სიტყვით, ეს
დამკვიდრებული
პრაქტიკა იყო
და არა
ცალკეული
ღონისძიება.
შენ რა, იცოდი,
რომ კოცი
მაგას
საჩივრის
დაწერისთვის
გაკეთებინებდა?
ჰკითხა
ერთერთმა ოფიცერმა.
არა თავიდან
არა მერე
გავიგე, რა!
ვინ გითხრა?
თვითონ
მითხრა.
ვინ თვითონ?
ვა, ვისთანაც
შემაგდეს... და
ერთხელაც,
როცა იქიდან
გამოვედი,
კანარეიკამა
თქვა, აი, ეხლა
წეროსო. რა
წეროსმეთქი?
საჩიერებიო!
არა, კაცო, მე
ეგენი ყველა
ვიცი, ნასწავლები
არიან, წერა
კარგი იციან
კლიაუზნიკი ხალხია!
დარდაკა
წამით
შეჩერდა და
ღიმილღიმილითა
თქვა: ეგ კი
არა, ერთმა
გასუდარსტვენი
დუმაში
პრაშენიაც
დამიწერა,
ჩემმა მზემ!
კი მარა,
კოცმა სიდან
იცის, ვინ
უჩივლა და ვის
არ უჩიელია?
იკითხა
კლასიონ
კვიმსაძემ.
Ļīģčėóéņå, ćīńļīäą! ჩაერია
რუდოლფ
ეალენტინოეიჩი.
Āńå ęąėīįū ķą ąäģčķčńņšąöčž ņžšģū, ļīńņóļąžłčå ā ėžįīå čē ļščńóņńņāčé
Šīńńčéńźīé čģļåšččį ļåšåńūėąžņń’ äė’ šąēįīšą ķą÷ąėüķčźó ņīé-ęå ņžšģū. Źąź Āū
ģīęåņå ķå ēķąņü?! Żņī īįłåčēāåńņķī!
ეგრე დადიხართ
და ხან შენ
ლაპარაკობ და
ხან ეგა?
პოლკოვნიკმა
რუდოლფ
ვალენტინოვიჩზე
მიანიშნა.
აბა, ესა
ლაპარაკობს,
თორე!
Āąń ēąńņąāčėč? ჰკითხა
ქუბასარიძემ
რუდოლფ
ვალენტინოვიჩს.
Ķåņ, ķåņ, ķčźņī ģåķ’ ķå ēąńņąāė’ė. Ļščķīųó ćėóįī÷ąéųčå čēāčķåķč’ č įåńźīķå÷ķūå
ńīęąėåķč’, Āąųå ńč’ņåėüńņāī, ļī ļīāīäó ķåīįõīäčģīńņč āūķóäčāųåé ķąń, ā ķåźīåģīģ
ńģūńėå, īńźīšįčņü Āąų ńėóõ... īäķąźī... და
ფანჯარა უმალ
გაიტენა
სხვადასხვა
ჩინის
ოფიცრებით.
ერთი, ამათ
ნახე, რამდენი
ყოფილან!
აღმოხდა დარდაკას,
განცვიფრება
უმალვე დაიოკა
და რუდოლფ
ვალენტინოვიჩს
უთხრა:
ო, კარგი,
კარგი, თქვი.
რუდოლფ
ვალენტინოვიჩს
ამ აღსარების
თქმა, ვინ
იცის,
მერამდენედ
უხდებოდა,
მამაო ჩვენოსავით
იცოდა. ბრბო
გაზეპირებულ
ტექსტს მოელოდა,
მაგრამ
მამათმავალს
შემოქმედებითი
უნარი
აღმოაჩნდა
სათქმელი არა მარტო
ახალი
დეტალებითა
და სხვა,
მოულოდნელი
კუთხიდან
დანახული
მასალით
შეავსო, არამედ
თვით თხრობის
სტილისტიკაც
ძირფესვიანად
შეცვალა
კოცის
საქმიანობას
ლირიზმი
შესძინა,
სიტყვა და
ფრაზა
სამკაულებით
გაამდიდრა და
ბოროტმოქმედებამ
მთელი თავისი
სატანურობით
გამოიხედა.
პოლკოვნიკი
ფიცხ ცეცხლზე
შედგმულსა
ჰგავდა. ჯერ
შიშინი
დაიწყო,
შემდეგ
ფსკერიდან
ერთი ციცქნა
ბუშტები
ამოუშვა, მერე
წამოდუღდა და ერთბამად
გადმოიღვარა:
Ģīė÷ąņü, ļīäīķīź!
Ą ó ņåį’, Ńņąńüźą, źčėą (ფუში,
ვეება
სიმსივნე
თიაქარისა
(ხალხ.))! Č åłå, Ńņąńüźą Źóįąńąščäēå, ņåį’ čē ļīėźą ēą
šąńņšąņó źąēåķķūõ äåķåć āūćķąėč. Āīņ č ńģūāąåųü ļ’ņķī ķą ęąķäąšģńźīé ķčāå,
ļīäėåö! მშვიდად
მიუგო რუდოლფ ვალენტინოვიჩშა,
მიტრიალდა და
წავიდა.
სიჩუმე
ჩამოვარდა.
დარდაკამ დრო
იხელთა და
პოლკოვნიკს
ჰკითხა:
კილა რაღაა, ა?
პოლკოვნიკი
გაქრა.
ფანჯარა
ჩაიკეტა.
ასე
დამთავრდა
ქუბასარიძის
პირველი
შეხვედრა
ამბოხეგულებთან.
მეორე
შეხვედრა
სამხედროსაომარი
ხასიათისა
იყო და
შემდეგნაირად
წარიმართა:
პოლკოვნიკმა
საბრძოლო
მზადყოფნის ბრძანება
გასცა და
შტაბი
მოიწვია.
მიუხედავად
იმისა, რომ
მეფისნაცვალს
კონფლიქტის
მოგვარება
პოლიტიკური
საშუალებებით
სურდა, ქუბასარიძემ
თათბირს
სამხედრო
ჩარევა
მოახვია თავს.
ასეთი
წინადადების
მთავარ
არგუმენტად
იგი პატიმარ
კლასიონ
კვიმსაძის
მიერ აგებულ
საომარ იარაღსა
და მის უცნობ
საბრძოლო
თვისებებს
ასახელებდა,
სანამ
დაუმთავრებიათ
მანამდე უნდა შევუტიოთო!
ამ საომარი
იარაღის
გარშემო ის იყო
ცნობილი, რომ
ძველთაძველი
ორთქლის
მანქანის
დგუშს
სახანძრო
შლანგები
ჰქონდა მიერთებული,
რომელთა
მეორე ბოლო
გაურკვეველ
ადგილას იკარგებოდა.
ამას გარდა,
თვით დგუშთან
ორ დიდ, ათასათასი
ლიტრის
ტევადობის
ყაზანს
ცეცხლი ჰქონდა
შენთებული და
შიგ წყალი
თუხთუხებდა. ამ
არგუმენტის
წამოყენებისას
თათბირის ზოგიერთ
მონაწილეს
ღიმილი
გამოეფინა,
მაგრამ ქუბასარიძემ
უმალ
დატყვევებული
ბატონი
კოცისა და
ზედამხედველის
უმწეო,
შეურაცხყოფილი
მდგომარეობა
მოიყვანა და
გაიმარჯვა.
უსისხლო
იერიში ასე
ეწოდა
ოპერაციას,
რომელშიც
საბრძოლო
იარაღად
ხელკეტები,
ვეებერთელა
ფარები და
გალავანზე
ასასვლელი
მსუბუქი
კიბეები იქნა
გამოყენებული.
ციხის
გალავანს
ხუთასამდე
ჯარისკაცი შემოერტყა.
მთავარი
ალაყაფის
თავზე მეორე სართულის
ორი ფანჯარა
ერთდროულად
გაიღო, ჯარისკაცებმა
სახანძრო
ბრანდსპოიტები
გადაიშვირეს
და ალაყაფის
წინ
სიბინძურეებით
მორწყული
ბარიკადების
რეცხვას
მიჰყვეს ხელი.
ბრძანება
გაისმა, მეორე
რიგის
ბარიკადებიდან
ადმინისტრაციის
კორპუსს ქვა
დაუშინეს.
ჯარისკაცებმა
ბრანდსპოიტები
დაყარეს,
გაიქცნენ და
ნახევარ
წუთში
ფანჯარა
აღარსად იყო
ჩაუმსხვრეველი.
ცეცხლიც
მეწყდა,
მოიერიშეთა
პირველი
უკუქცევით
გამოწვეული
აღფრთოვანებული
ღრიანცელიც
და თავის,
უკეე ჩალეწილ
ფანჯარაში,
პოლკოვნიკი
ქუბასარიძე
გადადგა.
ამჯერად მას
ვერცხლისფრად
მობრჭყვიალე
ხმამზარდი
ეჭირა და ორ
ფარს შუა
ჰქონდა თავი
გაყოფილი.
პატიმრებო,
ყურადღება!
დაიწყო მან
თავი დაანებეთ
სისულელეებს.
ნუ
აჰყოლიხართ
ერთ მუჭა ავანტიურისტებს.
ჩვენ მათ
ყველას
სათითაოდ
ჩამოვახრჩობთ.
ყოველი
თქვენგანი
სამხედრო
საველე
სასამართლოს
წინამე აგებს
პასუხს
ამბოხებაში
მონაწილეობისათვის,
მაგრამ თქვენ
ჯერ კიდევ
გაქვთ
საშუალება,
გამოისყიდოთ
დანაშაული.
როგორ? დაეცით
ავანტიურისტებს,
შეუკარით
ხელფეხი, გადმოგვეცით
და ყველაფერი
ამით
გათავდება!
სანამ
პოლკოვნიკი
ლაპარაკობდა,
ბარიკადებიდან
ათითხუთმეტი
პატიმარი
გადახტა,
ნასროლი
ქვისა და
აგურების
ისევ
ბარიკადებზე
ზიდვას
შეუდგნენ.
ქვების
მომგროვებელთაგან
ერთი, რომელიც
ფანჯარასთან
ყველაზე ახლო
იყო, წელში
გაიმართა და
ძალიან
ბარაქიანად,
შიგ სახეში
შეაფურთხა
ბატონ
ქუბასარიძეს.
იერიში
დაუყოვნებლივ
დაიწყო და ეს,
ალბათ, მეურაცხყოფილი
პოლკოვნიკის
ნაჩქარევი
ბრძანებით
მოხდა.
ალაყაფში
დატანებული
კარი შეაღეს,
უნტერმა
ხელკეტებითა
და ფარებით
აღჭურვილი
ათეული
შეიყვანა
მგლებივით შეცვივდნენ.
ფარები
მყისვე
გაბინძურებულ
ბარიკადას
ააფტრეს და
მიაწვნენ,
მაგრამ მიაწვნენ
ისე მძლავრად,
რომ ასე
გასინჯეთ,
ბარიკადა
დაიძრა და
ნელნელა
გახოხდა.
ბარიკადის
დაძვრა იყო
ჭიშკარი
ყურთამდე
გაიღო, კიდევ
ასამდე
ჯარისკაცი
შევარდა, ადრე
შესულებს
მხარი მისცეს
და აქ კლასიონ
კვიმსაძის
ზარბაზანიც
ამუშავდა.
კაცობრიობამ
ტექნიკის
უდიდესი საკვირველება
იხილა;
მოიერიშეებს
წყლის მძლავრი
ჭავლი ეტაკა.
წყალი, ჩანს,
გრილი იყო,
ჯარისკაცებზე
მაინცდამაინც
დიდი
შთაბეჭდილება
არ მოუხდენია,
მაგრამ როცა
შლანგებში
ნადგომი
წყალი დაიხარჯა
და დიდ
ქვაბებში
მოთუხთუხე
მდუღარე
წამოვიდა,
ეფექტმა
ყოველგვარ
მოლოდინს გადააჭარბა
ჯარისკაცებმა
ღრიალღრიალით
შეაფარეს
თავი გვირაბს
და ჭიშკარი
დაიხურა. ბრძოლის
ველზე
ნადავლის
სახით ათამდე
ფარი და მრავალი
ხელკეტი
დარჩა.
ამბოხებულებმა
ყველაფერი ეს
უმალ თავის
ქონებას
შეუერთეს.
ახლა
გალავნის სამთავე
კედლიდან
მიიტანეს
იერიში,
მაგრამ ამ
წამოწყებიდან
მოალყეებს
სრულიად
არაფერი
გამოუვიდათ.
საკმარისი
იყო, გარედან
მოდგმულ
კიბეზე
მოიერიშე
ასულიყო და
თავი მაინც ეჩვენებინა,
რომ
ვერავითარი
ფარი ვერ
შველოდა
ქვისა და
აგურის
სეტყვას
ზუზუნი
გაჰქონდა.
განსაკუთრებით
შედეგიანი
აღმოჩნდა
სახურავიდან
გამოსროლილი
ქვები. მათ
ძგერების
იმოდენა ძალა
ჰქონდათ, რომ
მოიერიშეები
კიბიდან ფარიანად
ცვიოდნენ
ძირს. შტურმი
ნახევარ
საათზე
მეტხანს
გაგრძელდა.
იერიშის
მეთაურებს იმედი
ჰქონდათ, რომ
გარემოცულთ
ქვა
გამოელეოდათ,
მაგრამ მარაგი
უზარმაზარი
იყო და,
მიუხედავად
ამისა, მშენებარე
სახლის
კედლების შლა
და აგურის სახურავზე
ატანა ერთობ
სწრაფად,
ორგანიზებულად
ხორციელდებოდა.
შტურმის
შეწყვეტის
ბრძანება
გაიცა. ჯარისკაცებმა
კედლიდან
შორს დაიხიეს,
ჯგუფებად
მოქუჩდნენ.
პოლკოენიკმა
ქუბასარიძემ
ბრძანება
გასცა, ორი
ზარბაზანი
მახლობელი
მთის
ფერდობზე აიტანეს,
ლულები ციხეს
მოაშვირეს.
ცხადია, ეს დაშინების
ღონისძიება
იყო. ამაზე
ამბოხებულებმა
იმით
უპასუხეს, რომ
პატარა
ქვებზე შებმული
პროკლამაციები
დაუშინეს ჯარისკაცებს.
ჯარისკაცების
უმრავლესობამ
თავი შეიკავა,
პროკლამაციას
არ გაეკარა,
მაგრამ
რამდენიმემ
მაინც გაბედა
სამხედრო
წესდების
დარღვევა
აიღო,
წაიკითხა და
ამხანაგებს
შინაარსიც
გააცნო. ამას
ოფიცერსა და
პირად შემადგენლობას
შორის
ექსცესი
მოჰყვა. ის ოცეული
სხვა ოცეულით
შეცვალეს.
ამბოხებულებმა
თავისი პროპაგანდის
ეფექტურობა
იგრძნეს,
მოქმედება
გააძლიერეს.
ქუბასარიძე
სამხედრო
ძალის შესაძლო
დაუმორჩილებლობის
წინამე
აღმოჩნდა და,
მისი აზრით,
ერთადერთი
სწორი
დასკვნა გამოიტანა:
სანამ
ჯარისკაცები
ბრძანებებს ასრულებენ,
იერიში უნდა
განმეორდეს.
ამბოხებულებს
კორპუსების
სახურავებზე
სათვალთეალო
პუნქტები
ჰქონდათ და
მოალყეების
სამზადისი არ
გამოჰპარვიათ.
ქუბასარიძემ თავისი
შეიარაღებული
ძალები ორ
ეშელონად გაყო.
პირველ
ეშელონში
ოფიცრები და
უმცროს მეთაურთა
შემადგენლობა,
ასი კაცი, საწვიმრებში
გამოწყობილი,
ფარებითა და
ხელკეტებით
აღჭურვილი.
მეორე
ეშელონი
რიგითი ჯარისკაცები
იმავე
საჭურვლით
მაგრამ უსაწვიმრებოდ;
შემდეგ,
ადმინისტრაციის
კორპუსის ზემო
სართულის
ფანჯრიდან
ხმამზარდმა
დაიგუგუნა:
პატიმრებო!
ვაფეთქებთ
ალაყაფისწინა
ბარიკადას!
უკან დაიწიეთ
ასი ნაბიჯით!
ვაფეთქებთ...
პოლკოვნიკმა
ქუბასარიძემ,
რომელსაც
რუდოლფ ვალენტინოვიჩის
ავტორიტეტული
განცხადების
თანახმად,
ფუში ჰქონდა,
ეს ახალი
ამბავი რამდენჯერმე
გაიმეორა და
წავიდა.
ასი ნაბიჯით
უკან დახევის
რა
მოგახსენოთ,
მაგრამ ათიოდ
კაცმა ბარიკადებიდან
გაქცევა
ამჯობინა. ეგ
არის, იქვე
წასწვდნენ,
წააქციეს და
კარგადაც
უბაგუნეს.
ალაყაფში
დატანებული
კარი გაიღო,
ეზოში სალდათები
შეცვივდნენ.
დინამიტის
პატრუქგამობმული
ფუთები
ბარიკადას
მიაყარეს და
ქვების
ქარიშხლით
თანხლებულნი,
ისევ ჭიშკარს იქით
გაუჩინარდნენ.
მხოლოდ ერთ
მათგანს
მოხვდა
ბრტყელი
აგური
ბეჭებში.
პატრუქი,
ჩანს, საკმაოდ
გრძელი
დაუდეს,
ჭიშკარს აქეთ
კარგა ხნის
შემდეგღა
აიკლაკნა
ცისფერი
კვამლი,
აიკლაკნა და
ათიოდ წამის
მერე
ბარიკადის
ხსენება
აღარსად იყო.
ალაყაფის წინ
მის ადგილას
ვეება ორმოს
დაეღო პირი.
აფეთქების
შემდეგაც
განმეორდა
პოზიციის დატოვებისა
და გაქცევის
ცდები, მაგრამ
უკანა ხაზებმა
გაქცეულებს
ქვები
შეაგებეს,
აიძულეს,
ადგილს
დაბრუნებოდნენ.
ჭიშკრის
ორთავე ფრთა
გაიღო. ციხე
გაინაბა. მხოლოდ
კლასიონ
კვიმსაძის
ტუმბოების
ჭრიალი ისმოდა.
მერე დოლების
დგრიალი
მოისმა და
ამას
ომახიანი ბრძანება
მოჰყვა..
Ćīńļīäą īōčöåšū, āļåšåä!
მწყობრი
გვირაბს
გასცდა,
ციხეში
შევიდა. წინ ქუბასარიძე
მიუძღოდა,
დიდი ფარი
ჰქონდა აფარებული,
ქუდისა და
თვალების
მეტი არაფერი
უჩანდა. მთელი
მწყობრი
გარშემო და
ზემოდანაც ფარებით
იყო
გადაჯავშნული.
ერთი
შეხედვით, ასეთ
მოძრავ
სიმაგრეს
ქვებით
ვერავინ
ვერაფერს
დააკლებდა,
თუნდ მილიონი
ესროლათ.
მშენებარე
სახლამდე
ორმოცდაათისამოცი
ნაბიჯი
ჰქონდათ
გასავლელი.
შემდეგ კიდევ
ამდენი
ბარიკადებამდე
და ოციოდ
ნაბიჯიც
კორპუსის
სადარბაზომდე.
ცხადია,
შემტევთა
საბოლოო
მიზანი მომგერიებელთა
გაფანტვა და
ბატონი
კოცისა და ზედამხედველის
გასათავისუფლებლად
კორპუსში
შევარდნა იყო.
ამბოხებულთა
ამოცანას ის
შეადგენდა,
რომ
ჭიშკრიდან
ოფიცრების
მწყობრის მხოლოდ
სათავე
გადაეშვათ,
ძლიერი
ცეცხლი გაეხსნათ,
ჭყლეტა და
ზედახორა
გამოეწვიათ.
ბრძანება
გაიცა და
მშენებარე
სახლიდან, მთავარი
კორპუსის,
საავადმყოფოს
სახურავებიდან
ქვისა და
აგურის წვიმა
წამოვიდა.
მწყობრის
თავებზე
დაფარებულ
ფარებს ისეთი
ბაგაბუგი
აუვიდა,
მსმენელს
ეგონებოდა,
ზვავი მოწყდაო.
მწყობრი
კვლავინდებურად
წინ მოიწევდა.
ჩანაფიქრით,
ალბათ, ისე იყო,
რომ
ბარიკადებში
ჩასაფრებულებს
ეფექტიანი
ტყორცნის
მანძილზე
უნდა მიეშვა
მწყობრი და
ქვა მერეღა
დაეშინათ.
მაგრაშ ეზოში
მწყობრის
ნახევარი რომ
შევიდა,
კლასიონ
კვიმსაძის
ტუმბო
ამუშავდა...
წყალი კი არა
ლურჯი, საზარლად
მყრალი
სითხის,
ცხენის კუდის
სიმსხო, მძლავრი
ჭავლი
დაეძგერა
მოიერიშეებს.
პირველ წამებში
ოფიცრებს
იხტიბარი არ
გაუტეხიათ, ისევ
ისე
მიდიოდნენ,
მაგრამ როცა
ციხის საასენიზაციო
ორმოებში
მოპოვებულმა
სითხემ ოფიცერთა
თავებზე
წამომხობილი
ფარებიდან
ჩაჟონა და
სუნამოებით
განებივრებულ
ცხვირებს
თავისი მოსვლა
ამცნო,
მწყობრი, ცოტა
არ იყოს,
შეცბა, ნაბიჯს
სიმტკიცე
მოაკლდა და
სვლას
სისწრაფე.
კოლონის
წინამძღოლი
პოლკოვნიკი
ქუბასარიძე,
მოულოდნელად
პირქვე დაწვა,
ზემოდან ფარი
დაიმხო და
გაყუჩდა.
ოფიცრები
გამოუვალ
მდგომარეობაში
აღმოჩნდნენ.
ჯერ ისა, რომ
ქვისა და
აგურის მთელი
კორიანტელისთვის
უნდა გაეძლოთ,
მერე ეს წყეული,
ბინძური,
საზიზღარი
სითხე. და
ბოლოს, მიწაზე
გაშოტილი
პოლკოენიკი!..
ოფიცერთა
რიგებში
ალიაქოთი
ერთბაშად
ატყდა.
კოლექტიური თავდაცეა
გადარჩენის
პანიკურმა
სულმა შეცვალა.
მწყობრმა
თავისი
წინამძღოლი
ბედის ანაბარა
მიატოვა,
ზურგი იბრუნა,
ჭიშკარს
მიაწყდა და
გარედან
სირბილით
მომავალ
მეორე
ეშელონს შეეფეთა!..
იქ გამართულ
ჭყლეტაჯგლეთისა
და ზედახორის აღწერა,
ალბათ,
სავსებით
შეუძლებელია.
მხოლოდ იმას
ვიტყვი, რომ
დგუში
სატანისეული
დაჟინებითა
და სიმშვიდით
საკმაოდ
დიდხანს
რწყავდა
იქაურობას
მაშინაც კი,
როცა მოიერიშეთა
ძირითადმა
მასამ
ჭიშკრის
გვირაბს შეაფარა
თავი, ხოლო
ზედ ზღურბლზე
კი თხუთმეტამდე
დარეტიანებული
თუ
დაბეგვილდაჟეჟილი
ოფიცერი
სამშვიდობოს
გასვლას
სიბინძურეში
ხოხვით ლამობდა.
აქ იყო, რომ
ჩუმი
ბრძანება
გაიცა. ქვის
ზვავი შეწყდა
და ფარს
ქვეშიდან
ჰოლკოვნიკმა
ქუბასარიძემ
ძალიან
რიხიანად
დაიძახა:
Ćīńļīäą īōčöåšū, ēą öąš’ č īņå÷åńņāī, ļī-ļėąńņóķńźč, - āļåšåä!
ციხე
ხარხარმა
ააგრიალა.
პოლკოვნიკი
მიხვდა, რომ
საქმე რაღაც
სხვანაირად
იყო და ფარს
ქვეშიდან
ძალიან
ფრთხილად
გამოაპარა
თვალი.
დარწმუნდა,
ქვებს აღარავინ
ისროდა, მთლად
გამოყო თავი,
უკან მიიხედა,
ერთხანს
ალაყაფს
უყურა. მერე
ადგა, ფარი
შიატოვა და
თავჩაღუნული
დაიძრა
იქითკენ,
საითაც მისი
ოფიცრები
მიღოღავდნენ.
უკვე ალაყაფს
მიახლოებული
იყო, როცა
მშენებარე
სახლიდან ვიღაც
გადმოხტა,
პატარა კასრი
ეჭირა ასეთი
კასრები
კარცერებში
პარაშის
მოვალეობას
ასრულებდა,
პატიმარი
პოლკოვნიკს
მიეპარა,
კასრი თავზე
ჩამოაცვა და
ფაცხაფუცხით
გამოიქცა. პოლკოვნიკმა
კასრი
მოიხადა,
დააგდო,
საწვიმრის
კალთით სახე
შეიწმინდა და
ალაყაფის
გვირაბში შევიდა.
ამის შემდეგ
სამი თუ ოთხი
დღის
მანძილზე მოალყეები
გოგირდოვანი
თბილი წყლით
იშუშებდნენ
ჭრილობებს,
კავკასიის
მეფისნაცვალი
და პეტერბურგი
დეპეშებით
საუბრობდნენ,
ხოლო პრემიერმინისტრის
პირადი
დირექტივების
მიღების
შემდეგ
პოლკოვნიკმა
ქუბასარიძემ
შვებულება
მიიღო.
ორთაჭალის
ფერდობებიდან
ზარბაზნები
საითღაც
წაიღეს და
კონფლიქტის
პოლიტიკური
საშუალებებით
მოსაგვარებლად
ფანჯარაში
პროკურორი,
ბატონი
კალიუზე
გადმოდგა.
ჰატიმრებო,
სთხოვეთ
თქვენს
წარმომადგენელს,
სალაპარაკო
მაქვს,
მიმართა მან
ამბოხებულებს.
ამ დროისთვის
მთავრობასა
და
უფროსობასთან
საურთიერთოდ
ამბოხებულებს
ორი კაცი
გამოეყოთ
ჩემს
ჩანაწერებში
მრავალგზის
ხსენებული
ბატონი გოგი
წულაძე და
აგრეთვე
ხსენებული
მწერალრევოლუციონერი
ბატონი ლუკა
პეტროვიჩ
დემბინი.
დიპლომატებს
არ
დაუყოვნებიათ,
ფანჯარასთან
მივიდნენ.
ურთიერთწარდგენისა
და გაცნობის
შემდეგ, დესპანებმა
ბატონ
კალიუზეს
სთხოვეს,
სამხედრო
ექიმ
შჩელკუნოვს
მოვალეობათა
აღსრულება
განეგრძო, ანუ
საავადმყოფოში
ევლო და ემკურნალა.
როგორც
შემდგომში
გამოირკეა,
ასეთი თხოვნა,
ძირითადად,
ბატონ
კლასიონ
კვიმსაძის
მძიმე ავადმყოფობით
იყო
განპირობებული.
პროკურორმა თანხმობა
განაცხადა და
ბატონი
შჩელკუნოვი სამსახურს
დაუბრუნდა.
ბატონმა
კალიუზემ მოლაპარაკება
ასე დაიწყო:
როდემდის
უნდა გყავდეთ
ბატონი კოცი
და ის მეორე...
ზედამხედველი
ტყვეობაში?
ბატონი კოცი
და ნაძირალა
ცუგო
პატიმრობის ვადას
იხდიან,
ბატონო
პროკურორო,
აცნობა გოგი
წულაძემ.
რისთეის?
ღიმილით
იკითხა
კალიუზემ.
ადამიანთა
ღირსების
შელახვისათვის,
ჰომოსექსუალიზმში
თანამონაწილეობისთვის,
ხელისუფალთა
უკანონო
მითითებების
აღსრულებისთვის,
მიუგო ლუკა
პეტროვიჩ
დემბინმა.
სერიოზული
ბრალდებებია.
თაეი
გადაიქნია კალიუზემ.
რამდენი
აქვთ მისჯილი?
არ გვაქვს
რწმუნება,
გავამხილოთ
სასჯელის ვადა,
მაგრამ ჩვენ
ჰუმანისტები
ვართ, დავალებით
ჩადენილ
დანაშაულთა
შემსრულებლებს
მკაცრად არ ვსჯით.
ვიცით, ვისაც
უნდა
მოეთხოეოთ
პასუხი, მოვა
დრო და
მოვთხოვთ
კიდეც, უთხრა
გოგი წულაძემ.
პროკურორი
კალიუზე
ერთხანს
დუმდა. მერე
რაფაზე
ჩამოჯდა,
ფეხები ეზოში
გადაყო,
ცხვირსახოცით
უპეები
ამოიწმინდა
და თქვა:
მოგეხსენებათ,
მთავრობის
თავმჯდომარის
შეცვლა
ჰოლიტიკაში
ცვლილებების
შეტანის
მომასწავებელია.
როცა
მთავრობის
თავმჯდომარე
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
პორტფელსაც
იტოვებს, ეს
იმას ნიშნავს,
რომ აქცენტის,
მახვილის
დასმას,
სახელდობრ,
შინაპოლიტიკურ
პრობლემებზე
აპირებს.
თქვენც ასე
გესმით?
დიახ,
დაუდასტურა
წულაძემ.
ჩანს კიდეც,
დასძინა
დემბინმა.
რეაქცია და ტერორი
მძვინვარებს.
სხვა არაფერი
შეცვლილა.
შეიცვალა,
როგორ არა,
მიუგო
პროკურორმა.
თუ გაინტერესებთ,
შემიძლია
ერთი მკაფიო
მაგალითი
მოგიყვანოთ.
ბრძანეთ.
მისმა
იმპერატორობითმა
უდიდებულესობამ
ღამის სამ
საათზე
გააღვიძებინა
ბატონი
პრემიერმინისტრი
და
დაუყოვნებლივ
მოსვლა
უბრძანა. მისი
იმპერატორობითი
უდიდებულესობა
ერთობ ცუდი
გუნებით
დაუხვდა თავის
მინისტრთა
საბჭოს
თავმჯდომარესა
და შინაგან
საქმეთა
მინისტრს,
მისვლისთანავე
მაგიდაზე
დაუგდო თექვსმეტგვერდიანი
ნაწერი და
მრისხანედ
დააყოლა:
ბატონო
პრემიერმინისტრო,
თქვენ მე ფიცი
დამიდეთ, რომ
მოკლე ხანში
გამოიყვანდით
ჩემს სამეფოს
დრტვინვისა
და შფოთის
მდგომარეობიდან.
სად არის
თქვენი
დაპირება? რა
არის ეს?!
ბატონმა
პრემიერმინისტრმა
ითხოვა
უფლება, დოკუმენტს
გასცნობოდა.
დასტური
გაიგონა, წითელი
ფანქარი აიღო
და კითხვას
შეუდგა. ეს
იყო პეტერბურგის
უნივერსიტეტის
სამი სტუდენტის
მიერ
შედგენილი
პროექტი
რუსეთის
იმპერიის
რეორგანიზაციისა
და ძირეული
რეფორმებისა.
იგი იწყებოდა
იმით, რომ
მეფეს უარი
ეთქვა ტახტზე
და მთავრდებოდა
იმით, რომ
უნდა
გაუქმებულიყო
კერძო
საკუთრება.
რა
მშვენიერი
ახალგაზრდობა
მოდის, ბატონო
პროკურორო!
ჩაურთო ლუკა
პეტროვიჩ
დემბინმა.
ბრწყინვალე,
ბატონო
დემბინ,
ბრწყინვალე,
მაგრამ მინდა,
განვაგრძო...
სანამ
ხელმწიფეიმპერატორი
ნერვებაშლილი
სცემდა
ბოლთას,
ბატონი
პრემიერმინისტრი
პროექტს
ეცნობოდა და
წითელი
ფანქრით
ტექსტს რაღაც
შენიშვნებს
უკეთებდა.
დაამთავრეთ?
ჰკითხა მისმა
იმპერატორობითმა
უდიდებულესობამ.
ბატონმა
პრემიერმინისტრმა
კვერი დაუკრა.
მერე?. ..
სათხოვარი
მაქვს, თქვენო
უდიდებულესობავ!
ბრძანეთ!
მე, თქვენო
უდიდებულესობავ,
ერთობ
განებივრებული
ვარ თქვენი
ყურადღებით
და ნდობით.
ამიტომ,
გთხოვთ,
დაადოთ ამ
საბუთს
შემდეგი ვიზა:
რუსული
მართლწერის
დაუფლებამდე
სახელმწიფო
რეფორმებს
ნუღარ
შეეხებით,
დროს ამაოდ ნუღარ
დამაკარგვინებთ.
ნიკოლოზი. ამ
თექვსმეტ
გვერდში
სამოცდაერთი
ენობრივი,
სტილისტური
და
ორთოგრაფიული
შეცდომაა
დაშვებული.
თქვენო
უდიდებულესობავ,
თქვენ დაადეთ
ხსენებული
ვიზა, მე ამ
ნაწერს ავტორებს
გადავუგზავნი
და თვალთვალს
დავუნიშნავ.
შედეგებს
მოგახსენებთ.
ხელმწიფეიმპერატორმა
ჩაიცინა და
ბატონ
პრემიერმინისტრის
თხოვნას
დაჰყვა.
ნაწერი
სტუდენტებს
უნივერსიტეტის
მისამართით
გადაეგზავნა.
მისი უდიდებულესობის
კარის
შტემპელიანმა
კონვერტმა, გასაგებია,
სტუდენტობაში
დიდი
აჟიოტაჟი გამოიწვია.
ორასამდე
ახალგაზრდამ
მოიყარა თავი
პაკეტის
საზეიმო
გახსნასა და
წაკითხვაზე.
რეზულტატი:
ორმა ავტორმა
საერთოდ
დაანება
უნივერსიტეტს
თავი,
მშობლების იმ
მამულებს
მიაშურა,
რომლის ჩამორთმევასაც
თავის
პროექტში ისე
დაჟინებით
მოითხოვდა.
მესამე
გალოთდა, მეფე
ტახტზე დარჩა,
რეფორმებს
ბატონი
პრემიერ
მინისტრი ახორციელებს.
თქვენ
გრძანეთ,
არაფერი
შეცვლილაო.
როგორ მოიქცეოდა
ბატონი
პრემიერმინისტრის
წინამორბედი?
გადასახლებაში
უკრავდა
თავს... მინდა,
გაცნობოთ, რომ
თქვენი
ამბოხების
ამბავი ბატონ
პრემიერმინისტრს
მოახსენეს და
დღეის შემდეგ
რაც იქნება,
ყოველივე
მისი
ბრძანების საფუძველზე
იქნება.
რა იქნება,
ნეტავი?
ცინიკურად
ჰკითხა გოგი წულაძემ.
ბატონმა
კალიუზემ
ჩაიცინა და
თქვა:
არაფერი
ახალი,
სრულიად
არაფერი!
გესმით?
როგორ თუ
არაფერი?!
გაუკვირდა
ლუკა პეტროვიჩ
დემბინს.
არა, მე, ცოტა
არ იყოს,
გადავაჭარბე.
როგორ თუ არაფერი?
მართლაც!
იქნება როგორ
არა! აი, თუნდაც
ის, რომ თქვენ
ნებაზე
იქნებით
მიშვებული. რაც
გინდოდეთ
ინებეთ,
გალავნისა და
კანონიერების
ფარგლებში. ეს
ახალი.
შემდეგ
იქნება ის, რომ
თქვენ
სასამართლოს
მიერ
დამნაშავეებად
ხართ
აღიარებული
და
გამოტანილი
გაქვთ შესაბამისი
განაჩენი.
განაჩენი
კანონია, ხოლო
კანონი Pereat mundus, et fiat iustitia,
(სამართალი
უნდა
აღსრულდეს, თუნდაც
მოისპოს
სამყარო (ლათ.))
მოგეხსენებათ,
უნდა
აღსრულდეს
ყოველ მიზეზს
გარეშე.
მაშასადამე,
უნდა ისხდეთ,
სანამ
მსჯავრს არ
მოიხდით.
გაცნობებთ
იმასაც, რომ
გასაჩივრებისა
და
შეწყნარების
დაწესებულებები
კვლავინდებურად
იმუშავებენ
და მეამბოხეთა
მიმართ რაიმე
საგანგებო
ზომებს
არავინ
მიიღებს. რა
ვიცი, რა
იქნეგა
კიდევ?.. დიახ,
იქნება ის,
რომ
ვადამოხდილები
გათავისუფლდებიან,
როგორც უწინ,
და მისჯილთა
ახალი ჯგუფებიც
მოვლენ. დიახ,
კიდევ რა
იქნება?.. აჰა,
მძევლებს,
როგორც
ბრძანეთ,
გადმოგვცემთ
და ჩვენ მათ სათანადოდ
დავსჯით. ეს
არის და ეს.
თითქოს, მეტი
არაფერი უნდა
იქნას.
დღევანდლამდე
ციხეში ჩადენილ
დანაშაულთათვის
ხელისუფლება
აღარას
გერჩით,
მისთვის ისიც
საკმარისია,
რომ კანონი
სრულდება, ანუ
თქვენ
სასჯელს
იხდით. იყავით
და იცხოვრეთ,
როგორც
მოგესურვოთ,
მაგრამ
გაითვალისწინეთ,
რომ ახალი
დანაშაული არავის
შერჩება...
პროკურორი
კალიუზე
თავისი
ნალაპარაკევის
ეფექტს აღარ
დალოდებია,
მშვიდობა
უსურვა და წავიდა.
ეს იყო და ეს.
ეფექტი კი
განუმეორებელი
იყო
დესპანები
იდიოტებივით
იდგნენ და
ფანჯარას
შესცქეროდნენ.
ეს კარგა ხანს
გაგრძელდა.
პირველმა
გოგი წულაძემ
დაარღეია
სიჩუმე.
ძალიან
გულიანად და
გრძლად
გადაიხარხარა.
Ąéäą ļšåģüåšģčķčńņš!
ჩაილაპარაკა
ლუკა
პეტროვიჩმა.
კიდევ ერთი რამ
მოხდა, რაც
პროკურორმა
კალიუზემ
მეამბოხეებს
დაუმალა ან,
იქნებ,
დაავიწყდა
ეთქეა. რა მოხდა
და, ციხის
ბადრაგი
შეიცვალა,
ახალი სამხედრო
ნაწილი
მიიყეანეს და
გალავანს
გარეთა
აკრძალული,
ანუ ცეცხლის
არეები ას
მეტრამდე
გააფართოვეს:
ციხეში
საზედამხედველო
სამსახური
აღარ
ხორციელდებოდა
და ამით
გვირაბის
გათხრის
საშიშროება
იქნა თავიდან
აცილებული.
ას მეტრს
ვერავინ
გათხრიდა,
ასეთი რამ
საპყრობილეების
ისტორიას არ
ახსოვს. კაცმა
რომ თქვას, ეს
ღონისძიებაც
ზედმეტი იყო,
რადგან ციხეში,
საიდანაც
ყოველდღე
ვიღაც თუ
ვიღაცეები თავისუფლდებიან,
გვირაბის
გათხრის
დამალვა ყოვლად
შეუძლებელია,
მით უმეტეს,
როცა ყველა თავის
ნებაზე,
საითაც უნდა
და როგორც
უნდა, ისე დაეხეტება...