შალვა ზარანდია
მოვიდა
ერთხელ დათა,
ზამთრის
არდადეგები
იყო, მახსოვს.
ასე, თერთმეტი
საათი
იქნებოდა ღამის.
მოაკაკუნა
მამაჩვენ
მაგალის
ფანჯარაზე, ნიშანი
ჰქონდა. არ
მეძინა მე და
კარის გასაღებად
ერთად
მივედით მე და
ბაბა.
შემოვიდა,
მოიხადა ნაბადი,
მუშნიმ დამიბარა
აქ, დღეს და ამ
დროსო.
ავანთეთ
ლამპა.
ილაპარაკეს
პატარა;
ოჯახის და
დათას
საქმეების
თქვეს,
დედაჩვენი
თამარიც
გამოვიდა.
იტირა,
საწყალმა, და
უხაროდა თან, კაი
ხნის უნახავ
ვაჟიშვილებს
რომ ნახავდა ერთად.
ლიზა
გააღვიძა
ობოლი გოგო
იზრდებოდა ჩვენთან,
ცოცხალია
ახლაც, კარგი
ადამიანია
ნამეტანი.
ვახშმის
სამზადისს
შეუდგნენ
ქალები.
რა მინდაო?
ხომ არ
დაუბარებია
მუშნის?
ჰკითხა
თამარმა.
გადაუდებელი
საქმე მაქვს,
უნდა გნახო
უეჭველადო.
სხვა არ
შემოუთვლია
არაფერი,
მიუგო დათამ.
მაგალიმ
გაიცინა, რა
საკითხავია
ეგო. მარა
დედა იყო,
შვილების
სიახლოვე უნდოდა
და ამან
აკითხვია,
საცოდავს.
ნახევარი საათი
გავიდა დათას
მოსვლის მერე
და ფლოქვის ხმა
გაისმა ახლოს.
გაეგებე,
მუშნი იქნება
ესო. გავედი
და მართლა
ჩვენს
ჭიშკარს
მოადგა მხედარი.
ჩამოხტა
მუშნი,
გადამეხვია,
მომიკითხა. არ
დამანება,
თვითონ
შეიყვანა
თავლაში ცხენი,
თვითონ
აჰყარა
აღვირუნაგირი,
თივა დაუგო და
წყალი
მომატანინა
ხელპირის
დასაბანად. რკინიგზით
როდის და
რომელ
სადგურამდე
მოვიდა, არ
ვიცი, მარა იმ
კუნაპეტ
ღამეში
მარტოკინამ როგორ
გაბედა
მგზავრობა, ის
იყო საქმე.
მოგახსენეთ
უკვე,
სამეგრელოში
და, კერძოდ,
ჩვენს გზებზე
მაშინდელ
დროში
შეღამების
მერე სიარულს
კაი გაბედვა
უნდოდა, მაინც
ვკითხე პირის
ბანის დროს,
როგორ არ
მოერიდე
მარტო
ხელ
მგზავრობასთქვა.
გაიცინა.
შალვა,
ძამიკო,
რამდენსაც
ლაპარაკობენ,
იმდენი
ძარცვაგლეჯვა
რომ იყოს
მართლა,
ყაჩაღების
იქნებოდა
ქვეყანა.
ყაჩაღების
არის
ქვეყანაო,
ბაბამ იცის
თქმა.
სხვა
ყაჩაღებს
ამბობს ბაბა.
გზაზე
დედაბერს ხურჯინს
რომ
წაართმევენ,
იმ ყაჩაღებზე
არ ლაპარაკობს.
შევიდეთ,
ახლა.
დათა და მუშნი
იმ ღამეს
ერთად
პირველად
უნდა მენახა და
კიბეებზე რომ
ავდიოდით,
გული
ამიცახცახდა მათი
შეხვედრის
მოლოდინში.
ერთი აბრაგი
იყო, მეორე
კონტრდაზვერვის
უფროსი, მარა
ძმები იყვნენ
ერთმანეთისთვის...
შევედით შინ.
ჯერ დედას
ემთხვია
ხელზე მუშნი და
მერე
გადაკოცნა
ორივე დედაც
და მამაც. დათა
ფეხზე იდგა. ათიოდ
წამი
ერთმანეთს
უყურეს
ძმებმა. მერე
მუშნი დაიძრა
და დათაც
წამოვიდა
მისკენ. ხელი
ჩამოართვეს,
გადაეხვივნენ
ერთმანეთს.
ისე ვიდექი,
მხოლოდ
მუშნის სახეს
ვხედავდი.
მხარზე თავი
დაადო ძმას,
ცოტა ხანს
განაბული იყო.
მერე
ჩაილაპარაკა,
უფრო
გამოცვლილხარ
და შებერებულხარ,
ვიდრე
მოველოდიო, და
ცრემლით
ატირდა,
საცოდავი,
ძლივს
იკავებდა
ქვითინს.
ამ სურათზე
თამარმა
მოთქმა
დაიწყო. ეცა
მაგალი
დასამშვიდებლად,
მეზობლები
გაიგონებენ და
გადმოგვაკითხავენ,
უბედურება
ხომ არ დაატყდათ
რამეო.
გაშორდნენ
ძმები,
მაგიდას
შემოუსხდნენ
პირისპირ.
მუშნის, ეეჰო,
აღმოხდა,
ცრემლები შეიმშრალა
და მაგიდას
ჩააშტერდა.
შენ იყავი
კარგად,
მუშნი...
არაფერი
მიჭირს მე...
ჩაილაპარაკა
დათამ და
მომდგარი
ცრემლი ღვინის
ყლუპს
ჩაატანინა.
ამასობაში
ვახშამიც
გამზადდა.
იქნებ, არც შიოდა
ვინმეს, მარა
იმ სიჩუმეში
ხომ უნდა
გვეკეთებინა
რამე! ბაბამ
აკურთხა
სუფრა
პირჯვარი
გადავისახეთ
ყველამ და შევუდექით
ვახშამს. კაი
ხანი გავიდა
ასე. მუშნიმ
დაარღვია
სიჩუმე.
ვხედავ,
პაემანზე
მოსვლის
ნაცად ხერხს
გადაუხვიე,
დათა,
დანიშნულ
დროს მოხვედი,
სწორედ.
ჯერ არ
დაგიმსახურებია
ჩემგან
შეურაცხყოფა
შენ!
არ მესმის!
რა დროსაც
დამიბარე,
მოვედი იმ
დროს. ძმის და პატიოსანი
კაცის სიტყვა
იყო ის და
ჩემგან დროზე
მოუსვლელობა
შენს ძმობაში
და რაინდობაში
ეჭვის შეტანა
იქნებოდა. ვერ
გაკადრებდი ამას.
მაგალიმ
გაიღიმა,
დათას პასუხი
ეამაყა.
თამარმა თავი
ჩაღუნა,
ხელსაქმეს
ჩააცქერდა: ერთ
ვაჟს დაუმალა
მეორე ვაჟის
ნათქვამით გამოწვეული
სიხარული.
ჩემი
სახელით რომ
ესარგებლა
ვინმეს და
ხაფანგი
მოეწყო აქ,
რას შვრებოდი
მაშინ?
სიცილით ჰკითხა
მუშნიმ.
ელემ
გადმომცა
შენი
დანაბარები
მე, არ მიყვა ხუმრობაზე
დათა. ჩემი
პირობა და
დასტურიც მან
მოგიტანა,
უცხო არ
ჩარეულა
ჩვენს
სიტყვაში. ვის
უნდა მოეწყო
ხაფანგი,
ნეტავი?
შემთხვევას.
ისევ სიცილით
უთხრა მუშნიმ.
შემთხვევას?
დათამ მუშნის
შეხედა, საით
მიყავს ეს
ლაპარაკიო.
შემთხვევისთვის
ყოველთვის
მზად უნდა
ვიყო მე.
მუშნი
გაფაციცდა,
პირისკენ
წაღებული
ლუკმა საინზე
დააბრუნა,
წამოდგა,
ოთახის ყველა
კუთხე და
კედელი
მოიარა
თვალით.
იარაღი სად
არის, შენი,
დათა?!
ამის მეტი არ
მაქვს თან,
დათამ ჩოხაზე,
მარცხენა
უბესთან
მიიდო ხელი.
დავმალე
დანარჩენი...
იარაღით
რატომ უნდა
გამოგცხადებოდი,
ვითომ? რას
იფიქრებდი
შენ?
მაგალიმაც
მოათვალიერა
ოთახი და
მხოლოდ ახლა
შენიშნა
დათას
უიარაღოდ
მოსვლა.
უბეში რომ
გიდევს,
მაგაზე რა
ვიფიქრო და
როგორ
ჩავთვალო ეგ?
მოგვიანებით
გამოელაპარაკა
მუშნი.
ისე უნდა
ჩათვალო, რომ
დაჩვეული ვარ
საჭურველს და
შემაწუხებდა
მთლად
უიარაღობა.
ვახშამს
შევექცეოდით,
ულუფას
ჩავყურებდით ყველა.
მხოლოდ მე
გავხედავდი
ხოლმე ჩუმად
ხან ძმებს და
ხან
დედმამას.
რა იარაღი
გაქვს მანდ?
თავი არ
აუწევია, ისე
ჰკითხა
მუშნიმ.
ნაგანია.
დედაჩვენი თამარი
იმ დროისთვის
ასაკით და
დარდით იყო გატეხილი
უკვე, მოხრილი
დადიოდა,
საცოდავი, მარა
ახლა
წამოიწია,
მხრები
გაშალა,
ლარივით გაიმართა
წელში, ასე
რატომ
გაიჭიმა,
ნეტავიო, იტყოდი;
ყელი მოიღერა,
მკაცრი,
შეუპოვარი
თვალებით
დაუწყო
ყურება უფროს
ვაჟებს ხან
ერთს და ხან
მეორეს. მისი
გაზრდილი
ვიყავი და მისი
ასეთი
განწყობილება
ცნობილი იყო
ჩემთვის: მაშინ
იცოდა ეს,
როცა
შეურაცხყოფილად
თვლიდა თავს,
ან ოჯახის და
შვილების
რაიმე
განსაცდელს
უგრძნობდა
გული სერზე
გადმომდგარ
ირემს
დაემსგავსებოდა
ხოლმე უცებ.
კიდევ გაფაციცდა
მუშნი,
დანაჩანგალი
საინს მიუწყო,
დათას მიაჩერდა
და პატარა
ხნის ფიქრის
მერე უთხრა:
გამოიღე,
ერთი,
მაჩვენე,
ვნახო, მინდა.
დათა ვერ
მიუხვდა
ნათქვამს.
მუშნიმ
ანიშნა,
უბეში რომ
გიდევს, ისო.
დათა ერთი
წამით
შეყოვნდა,
მერე ჩოხის
უბიდან
რევოლვერი
გამოაცოცა,
ხელისგულზე
დადებული
მიართვა
მუშნის. ამან
ერთხანს
უყურა
რევოლვერს,
ხელში აიღო,
გადახსნა,
სავაზნეს
ჩახედა და
იარაღი ჩვენს
დასანახად
მოაბრუნა.
ცილინდრში
ერთადერთი
ვაზნა იყო!
გულჩვილობა
შემოგპარვია,
ძამია! თქვა
მუშნიმ.
რევოლვერი
ჩაკეტა და
დათას დაუბრუნა.
სიბერემ
იცის ეგ და
პატარა
ნაადრევი ხომ
არ არის
შენთვის!
რა ხდება აქ!
მკაცრად
იკითხა
მაგალიმ.
თქვას მაგან,
მიუგო მუშნიმ.
ვერ გამეგო,
რას ნიშნავდა
ის ყველაფერი,
მარა მაინც
სუნთქვა
შემეკრა!
დამცხა და
რაღაც ზუზუნი
ვიგრძენი
თავში.
ასე დაგჯაბნა
სიკვდილის
შიშმა, რომ
თავის
მოკვლაც შეგიძლია,
დათა, შვილო?
თქვა
დედაჩვენმა.
დათამ
ჩაიცინა, თავი
გაიქნია,
სხვაა აქო.
მუშნის
ღაწვის
თავები
აუცახცახდა,
ნიკაპიც მოექცა
თითქოს:
რას... ხმა
მოუწყდა და
თავიდან
იკითხა.. რას
გულისხმობდი?
!
თქვი შენ
უკვე:
შემთხვევას!
მშვიდად
მიუგო დათამ.
დაწყნარდით!
ჩაილაპარაკა
დედამ და უცებ
ჩადგა
ყველაფერი
თავის
პირვანდელ
კალაპოტში. მასე
სიკვდილი
მარტო შენი
სიკვდილი არ
იქნებოდა,
დათა, და
მუშნიმაც
იცოდეს ეს.
სირცხვილით
ამოწყვეტას
ნიშნავს
ოჯახისას ეგ!
დედაჩვენის
ნათქვამიდან
ისე
გამოდიოდა,
რომ მუშნისგან
ღალატი და
ხაფანგი
მოსალოდნელად
მიაჩნდა...
ამას მიხვდა
მუშნი, ისევ
იფეთქა, მარა
დედას ვერ
გაუბედა
უხეში სიტყვა,
თავს დროზე
მოერია და
გაჭირვებით
თქვა:
მე რომ
ვიკადრო ის,
რაშიც თქვენ,
დედა, და დათას
ეჭვი შეგპარვიათ...
ჩემისთანა
შვილის და
ძმის ყოლას და
მერე კიდევ
სიცოცხლეს,
იქნებ
მართლაც თავის
მოკვლა
ჯობდეს,
ღმერთმანი!
სულ სხვა
ლაპარაკია ეგ
ლაპარაკი...
თქვა დათამ,
მარა
დედაჩვენმა
არ აცალა:
თქვენით არ
იწყება და
თქვენით არ
თავდება ჩვენი
მოდგმა და
ოჯახი,
გახსოვდეთ ეს!
შვილები და
შვილთაშვილები
გვყავს,
წინაპრები
გვყავდა და
მათი საძვალე
არის კიდევ;
ნათესაობა
გვყავს და
შემაცქერალი გვახვევია.
ადამიანი
ადამიანით
არის!
ორივემ
ვიცით ეგ,
დედა,
წყნარად
მიუგო დათამ. არც
ერთს არ
გვიკადრებია
სასირცხვო
საქმე და ავი
სახელი
ოჯახისთვის...
აღარ მინდა
მაგაზე
ლაპარაკი.!
ცივად მოუჭრა თამარმა,
მარა მაგალიმ,
მე მაქვს
სათქმელიო:
კიდევ თუ
დაგიბარა
მუშნიმ სადმე
და მის ძმობაში
ეჭვი
შეგეპარა
იარაღით მიდი
იქ, თუ მოხდა
მუხთლობა,
იარაღი
გექნება თან,
დააღწიე ხაფანგს
თავი შენი
ხელობაა მაგ
წადი
გადასაკარგავში
და თუ
დარწმუნდი,
რომ მუშნის
ხელით იყო ის
მუხთლობა,
ქენი საქნელი,
მარა ისე, რომ
მიზეზი ვერ
გაიგოს
ვერავინ. წესიერ
ოჯახში ერთი
თუ გამოვიდა
ბოროტი და უხსენებელი,
იმ ოჯახის
მეორე კაცს არ
აქვს უფლება,
ერთის
ბოროტება მთელი
ოჯახისა და
მოდგმის
სახელად და
სალანძღავად
აქციოს.
ოჯახის
სახელი სუფთა
უნდა დარჩეს
ხალხის და
მომავლის
თვალში.
გასწავლიდით
მე თქვენ:
შენს
სამშობლოში
შენი ოჯახის
დესპანი უნდა
იყო და
სამშობლოს
გარეთ შენი
ერის დესპანი,
რადგან შენი
საქციელი შინ
შენი ოჯახის
სახეა და
გარეთ შენი ერის!
სწორად
ცხოვრება თუ
გინდა ეს
არის დათა, და
შენც გეხება,
მუშნი, რაც
ვილაპარაკე.
ვთქვი მე
უკვე და ახლა
თქვენ
ბრძანეთ,
ბაბა: ძმასთან
პაემანზე
საჭურვლით
მისვლა ძმის
შეურაცხყოფა
ხომ იქნებოდა?
მიმართა
დათამ.
იქნებოდა...
მუშნიმ
ჩარევა
დააპირა, მარა
დათამ ხელი
აწია:
ერთ წამს
მაცალე...
შემთხვევა
რომ თქვა
მუშნიმ! ის
იქნება თუ
სხვა რამ, ხომ
შეიძლება
მოხდეს?
ყველაფერი
ხდება,
დაუდასტურა
მაგალიმ.
მოვხვდი ისეთ
ვითარებაში,
რომ უნდა
მეცნენ და
გამიკოჭონ ხელები!..
ხალხი
უეჭველად
იმას იტყვის,
ძმამ ძმა
გაისტუმრა
კატორღაში თუ
სახრჩობელაზეო,
და ასეთ
ამბავში რა
ურჩევნია
ადამიანობას?..
ადამიანობას?
შეაწყვეტინა
მაგალიმ.
ადამიანობას
ის ურჩევნია,
რომ
გაგიკოჭონ
ხელები და
სანამდე
სახრჩობელაზე
გაგიყვანენ, იძახო
ქვეყანაზე და
არწმუნო
ყველა, ძმა
არაფერ
შუაშია აქ,
ჩემი ძმის
მტრების
ხელით მოხდა
ესო!
კაი, ბაბა,
მაგრამ ჩემი
ადგილი! ჩემი
გონებისა და
გულის ადგილი,
სანამდე
ჩამომახრჩობდნენ,
იქამდე მაინც,
თუა სადმე?
მასეთი გზა
და სავალი
გარგუნა
მაღალმა
ღმერთმა, წამებაა
შენი ადგილი!
ცხოვრების
მიზანი გაქვს
ისეთი, რომ
ღირს წამებად.
მაგ
საქციელში,
მაგალიმ
უბეზე
მიანიშნა
დათას,
მხოლოდ შენს
თავზე, შენი
გონებისა და
გულის
ადგილზე
გაქვს ნაფიქრი,
დათა, და
შედეგზე
ჩაგიქნევია
ხელი...
თავისი
სიკვდილის
პატრონიც რომ
აღარ იყოს კაცი,
რაა ეს?
ჩაიცინა
დათამ.
კაი ხანს იყო
ამის მერე
სიჩუმე.
ამდენი ხნის
უნახავ ძმებს
უკეთესი
სალაპარაკო
რომ აღარ
გაქვთ...
ჩაილაპარაკა
თამარმა, იყო
ერთხანს
ჩუმად და თქვა
მერე: ვერ
ჩამიდვია
ერთმანეთის
სიყვარული
გულში
თქვენთვის.
პირიქით
არის, დედა, ეგ,
მიუგო მუშნიმ.
ისეთ გზებზე
გაგვიყვანა
განგებამ...
სხვა ძმები,
ჩვენს
ადგილზე,
მტრად
გადაეკიდებოდნენ
ერთმანეთს.
საქმეზე
ვილაპარაკოთ
ახლა. ამღამვე
უნდა წავიდე
მე, თქვა
დათამ.
მასე
აჯობებს, ყოჩაღად
დაუდასტურა
მუშნიმ, მარა
გაუჭირდა ლაპარაკის
დაწყება.
შორიდან
უვლიდა,
ფრთხილად
ეპარებოდა
სათქმელს.
ჭკვიანი კაცი
იყო მუშნი და
რაც
დათასთვის ცალცალკე
ჰქონდათ
ნათქვამი
სხვებს, ის
ყველაფერი
მარტოს
ჰქონდა
მოფიქრებული,
თავმოყრილი,
დასაბუთებული
და სათქმელად
მომზადებული.
აქეთ
ბერდები,
აბრაგობას
რომ ჭირდება,
ის თვისებები
გიჩლუნგდება
და ახლა უფრო
ადვილად
მოიძებნება
შენი
მჯობნელი და მკვლელიო.
იქეთ ძმებს
გზაზე
გადაუდექი და
ოჯახს სული
ამოხადე
შენზე დარდით
და ტირილითო. ახლა!
უსამართლო
ცხოვრებას
ეწევი, მძიმე
ცოდვებს იდებ,
სხვები
გბაძავენ,
ძალადობენ და
აირია
ქვეყანაო.
მერე, ვინც
მოყვარე და
მფარველი
გყავდა, მტრად
გადაიკიდე
ყველა და ერის
სიკეთისთვის
რომ სჩადიხარ,
სწორედ მის
წინააღმდეგ
შემოტრიალდა
ყველაფერიო,
და ვინ იცის, რა
არ ილაპარაკა
კიდევ მუშნიმ.
ისე
ემთხვეოდა და
ისე ერთნაირი
იყო მისი და
სხვისი
ნათქვამი,
რომ, მუშნის
დარიგებული
ხომ არ იყვნენ
ისინითქვა,
გავიფიქრე.
დათამაც ასე
იფიქრა, შეიძლება,
მარა ისეთი
მოსმენა
იცოდა,
იტყოდი, სხვაზე
ფიქრობს ახლა
და არც ესმის,
რას
ელაპარაკებიანო.
რას გაუგებდი?
კაი ნახევარი
საათი მოუნდა
მუშნი თავისი
მოსაზრებების
გადმოლაგებას
და რომ
დაასრულა
ჰკითხა დათას:
ასეა ეს და
მითხარი, რას
აპირებ
მომავალში, რა
გაქვს
განზრახული?
მონასტერში
მიდის, ბერად
აპირებს
აღკვეცას,
გაიცინა
მაგალიმ.
ეფემიაწინამძღვარი
შეპირდა, მე
მოგაწყობ
სადმე,
რუსეთშიო!
ამაზე დათამ
ოდნავ
გაიღიმა და
სიჩუმე ჩამოვარდა.
ისე მეგონა,
რომ სულაც არ
აპირებდა
პასუხს, მარა
მუშნი
მიჩერებოდა
და ელოდა.
ეგ, რაც თქვი
შენ, ჩემზე
იყო სულ. ისიც
უნდა თქვა,
მუშნი, შენ რა
გინდა, და
მაშინ იყოს
ჩემი პასუხი
თუ უპასუხობა,
უთხრა დათამ.
მუშნიმ დათას
თვალი თვალში
გაუყარა,
გაიცინა, თავი
გადაიქნია და
თქვა:
პეტერბურგში
გადავყავარ
მინისტრს
დათა!
ყველა მუშნის
მივაჩერდით
და ვდუმდით.
მარტო დათას
ქონდა
თვალები
ჩახრილი.
დიდ
თანამდებობას
გპირდებიან,
ალბათ, სიჩუმე
დაარღვია
დათამ.
ძალიან დიდს.
პოლკოვნიკ
სახნოვს,
მამაძაღლს, იცნობ
შენ. დათამ
ჩაიცინა. მის
თანამდებობას
დავიკავებ,
ასე, ერთი
წლით და მერე
სხვა ადგილზე
გადამიყვანენ.
ის იმხელა
ადგილია...
მინისტრი არ
ვიქნები,
მართალია,
მაგრამ
სახელმწიფოებრივად
მნიშვნელოვან
საგარეო
საქმეებში
ვერც მეფე და
ვერც
მინისტრები
ნაბიჯს ვერ გადადგამენ
უჩემოდ.
გონიერ
ნაბიჯს
ვამბობ.
პოლკოვნიკს
რას
უშვრებიან,
სად მიყავთ?
ჰკითხა დათამ.
მოეძებნება
საკადრისი
ადგილი.
თამარმა
ახლაღა
მოაცილა
თვალი მუშნის.
ხელსაქმეს
დაუბრუნდა,
ცრემლები
წამოუვიდა.
მაგალიმ
შენიშნა ეს და
დაუყვავა:
ბერდება
უკვე ეს
ხალხი, თამარ,
თავისი გზა აქვს
ყველას.
არაფერი
სატირალი არ
არის ეს ამბავი.
უფრო დიდი
კაცი რომ
ვიქნები,
დედა, უფრო
ადვილად და
კარგად არ
მოვახერხებ
ჩემი
მშობლების
შვილობას?
დაამშვიდა
მუშნიმაც.
რას ელი მაგ ცვლილებიდან,
მუშნი?
ჩაილაპარაკა
დათამ.
საიდუმლო
მრჩევლის
ჩინს!
ჩაიცინა
მაგალიმ.
ჩინი
თანამდებობას
ახლავს,
ცივად თქვა
მუშნიმ. ბევრ
რამეს ველი.
უპირველესად
ყოვლისა, იმას,
რომ მეტი
სარგებლობის
მოტანას
შევძლებ ჩემი
ქვეყნისთეის
და
ხალხისთვის.
პატარა კაცი
ვარ, არავინ
იცის და არც
ვინმეს
ანგარიშს
წარვუდგენ
გასანაღდებლად,
მაგრამ უკვე ბევრი
მაქვს
გაკეთებული
ამ მხრივ. იმ
თანამდებობის
სიმაღლიდან
მეტი
მოხერხდება...
მაგ
განზრახვით
და დაპირებით
ბევრმა მიაღწია
მაღალ
თანამდებობას,
მარა იქ რომ
მივიდა, მერე
ვეღარ შეძლო
სურვილისა და
დაპირების
შესრულება,
სიტყვა
ჩამოართვა
მაგალიმ. ასე
იცის სხვის
სამსახურში
დიდკაცობამ.
მეფის
სამსახური,
მისთვის
სასარგებლო
და შენი
ერისთვის საზარალო
რაც არის,
იმას
გაგაკეთებინებს
მარტო.
ეგ კაცი არ
ვარ მე ბაბა!
ტახტს იმიტომ
ვემსახურები,
რომ
არსებულზე
უკეთეს
აწმყოს და მომავალს
ჩემი
სამშობლოსთვის
ჯერჯერობით
ვერ ვხედავ.
აქამდე და
დღესაც,
თვითონ რასაც
ვთვლიდი ამ
მხრივ
მიზანშეწონილად,
მხოლოდ იმას ვაკეთებ
და ასე იქნება
სამარის
კარამდე. რევოლუციონერები
და
პოლიტიკოსები
ისეთ დებულებებს
თუ წამოაყენებენ,
სადაც ჩემი
ერის უკეთეს
მომავალს
დავინახავ და
ვირწმუნებ,
მათი მხარის დაჭერას
ვირავინ
დამასწრებს.
ერთს ველი
კიდევ ჩემი
მომავალი
სამსახურებოივი
მდგომარეობიდან;
კაი რთული და
ძნელი
საქმეების
გაკეთება
შევძელი უკვე.
ჩემს
დღევანდელ
სამსახურში
მეტის გაკეთება
იქნებ
შეუძლებელიც
იყოს!
ასპარეზია
მცირე.
ადამიანი ვარ,
მეტი მწყურია
და მინდა,
ვიცოდე, რაზე
გადის ჩემი
შესაძლებლობების
ზღვარი,
გასაქანი
მჭირდება.
სწორად
გადაგიწყვეტია,
მუშნი, თქვა
დათამ ცოტა
ხნის მერე.
მაგრამ რაღაც
გიშლის ხელს,
მგონია, და
თქვი ეგეც
ბარემ.
უბრალო
ამბავია: ერთი
ძმა ოცი
წელიწადი
აბრაგობდეს
და მეორეს
მეფის კარზე
უზარმაზარი თანამდებობა
ეკავოს არ
გამოვა ასე!
ხმამაღლა და
გაღიზიანებით
იყო ნათქვამი
ეს.
მერე?
გამოცოცხლდა
მაგალიმამაჩვენი,
სუფრაზე
შემოდო
მკლავები და
მუშნის მიაჩერდა.
დათამაც აწია
თავი.
მოსაზრებები
ყველა და
არაერთხელ
არის ნათქვამი,
დაიწყო
მუშნიმ.
გამეორებას
აზრი არა აქვს.
გამოსავალი
არც ერთხელ არ
თქმულა, თუ
მხედველობაში
არ მივიღებთ
ეფემიაწინამძღვრის
რჩევას ბერად
აღკვეცის
შესახებ. მე
მაქვს გამოსავალი,
შინაგან
საქმეთა
მინისტრთან
პირადად
შეთანხმებული:
დათა უნდა
თავის ფეხით
მოვიდეს,
ჩაგვბარდეს
და ციხეში
ჩაჯდეს. ჩვენ
მას
გავასამართლებთ,
მივუსჯით
ხუთი წლის
პატიმრობას.
სასჯელს
საქართველოში
მოიხდის.
განთავისუფლდება,
როგორც ყველა
დანაშაულმოხდილი
მოქალაქე, რომ
ეს, სახელდობრ,
ასე იქნება და
არა როგორმე
სხვანაირად
ამის
პასუხისმგებლობას
ოჯახის, ძმის და
საკუთარი
სინდისის
წინაშე, მე
ვიღებ ჩემს თავზე!
მაგალიმ
გაიცინა,
რაღაცის თქმა
დააპირა, მარა
მუშნიმ
გააჩერა:
მოითმინეთ,
ბაბა!.. ამ
საკითხზე
ნუღარ ვილაპარაკებთ.
თვითონ
იფიქროს
დათამ. ექვსი
თვე შეუძლია
იფიქროს. თუ
დაუჯდა
ჭკუაში, აგერ
ვარ მე. თუ არ
მოინდომა ისევ
ის ვართ
ერთმანეთისთვის,
რაც აქამდე ვიყავით.
გათავებულია
ლაპარაკი!
ასე იყოს.
ჩაილაპარაკა
მაგალიმ და
მართლა აღარავის
ამოუღია ხმა.
ვისხედით
კიდევ ათიოდე
წუთს. წამოდგა
დათა, ჩაიცვა,
დაგვემშვიდობა
ყველას და
ზღურბლიდან
უთხრა მუშნის,
ვიფიქრებ
მეო.
იდგა პატარა
ხანს
ზღურბლზე,
მერე
მუშნისთან მივიდა,
გადაეხვია და
აკოცა.
შენს
საკეთებელსაც
და ჩემს
საკეთებელსაც
ჩვენი ძმობის
სიწმინდე
ჯობია, მუშნი!
უთხრა დათამ
და წავიდა
სიჩუმე იყო,
არაკაცს არ
ამოუღია ხმა.
რამდენი ხანი
გავიდა, ვინ
იცის, და
მუშნიმ თქვა თავისთვის:
მართალია!
ასე იყო ეს.
ერთი ის არის,
რომ დათას
სინდისნამუსის
კაცს, იქნებ,
არც შეეძლო,
სხვაფრად
მოქცეულიყო
მივიდა და
ჩაჯდა, მარა,
მეორე მხრივ,
დარწმუნებული
ვარ, კიდევ
რაღაც უნდა
მომხდარიყო
ისეთი, იმ
გადამწყვეტ
ნაბიჯზე რომ
უბიძგებდა.
ამის, რა
მოგახსენოთ,
არაფერი ვიცი
და არც მუშნის
გაეგებოდა
რამე, ვთქვი
ეს მე უკვე.