გრაფი სეგედი
კულაგინების
ვახშამი სხვა
ასეთივე
დანიშნულების
თავყრილობებისგან
შეიძლება
მხოლოდ იმით
განსხვავდებოდა,
რომ ზომაზე
მეტად მოსაწყენი
იყო. ისე
გამოვიდა,
ბარე ორი
საათით დავიგვიანე.
ჩემი მისვლის
შემდეგ
ღირსშესანიშნავი
არაფერი
მომხდარა, თუ
არ მივიღებთ
მხედველობაში,
რომ
მადმუაზელ
ჟანეტ დე ლამიე
უფრო
სევდიანი და
მიმზიდველი
მეჩვენა, ვიდრე
კნიაზევებთან
იყო. სახნოვის
ორიოდ ისეთი გამოხედვაც
დავიჭირე,
თითქოს
რაღაცით ნიშანს
მიგებდა. ერთი
გაფიქრება
გავიფიქრე
კიდეც,
ზარანდიამ
ხომ არ
წაიბორძიკა–მეთქი,
მაგრამ ალღომ
საამისო
არაფერი
მიკარნახა და
ის გადმობრიალებები
მიმავიწყდა.
თორმეტის
ნახევრამდე
ვიჯექი. მერე
ბოდიში
მოვიხადე,
ვეღარ დავრჩები–მეთქი,
ეტლში
ჩავჯექი და
შინისკენ
გავწიე.
ეს იყო და ეს.
დილის
თერთმეტ
საათზე
სამსახურში
მივედი. გავიფიქრე,
ნეტავი რაში
სჭირდებოდა–მეთქი
ზარანდიას
კულაგინების
ვახშამი, და ამ
დროს
სახნოვიც
მეწვია.
ძალიან
უღიმღამოდ მომესალმა,
დაჯდა. უბიდან
ოთხად
მოკეცილი საკანცელარიო
ფორმატის
რამდენიმე
ფურცელი ამოიღო
და ის
ქაღალდები,
რბილი
გამოთქმა რომ
გამოვიყენო,
ჩემსკენ
გადმოისროლა.
ქაღალდებმა
ჩემამდე ვერ
მოაღწია,
მაგიდის
კუთხეზე
დაეშვა, შეტორტმანდა,
რაღაც ბედად
ადგილს შერჩა.
იმავ წამს
გამიელვა, რომ
სახნოვი
უსიამოენებაზე
მიწვევდა.
კაბინეტში
ჩვენ ორნი
ვიყავით და ეს
შესაძლებელი
წალაპარაკება
შემდგომში და
საჭირო
ადგილას ისე
შეეძლო
გაეშუქებინა,
როგორც მოესურვებოდა.
ბოლო ხანებში
ჩამოყალიბებული
ვითარება
მოითხოვდა,
რომ არც ეს
საჭოჭმანო ღირსების
საბაბი
მიმეცა
მისთვის.
ამიტომ ყურმილი
ავიღე და
პოდპოლკოვნიკ
კნიაზევს
ვუხმე,
დაუყოვნებლივ
შემოსულიყო.
შემოვიდა,
მოგვესალმა.
– დაბრძანდით, –
მივმართე
კნიაზევს და
ზანზალაკი
დავაწკარუნე.
ადიუტანტმა
შემოაღო კარი.
– მომაწოდეთ,
აგერ, მაგიდის
კუთხეზე რომ
დაკეცილი
ქაღალდებია,
როტმისტრო!
ადიუტანტმა
სასწრაფოდ
მომაწოდა და
მერეღა დაიბნა,
– ამისთვის
მიხმო, თვითონ
ვერ აიღებდაო?
ქაღალდები
გავშალე
სახნოვს
ვკითხე:
– რა არის ეს, ბატონო
პოლკოვნიკო?
სანამ პასუხს
მომცემდა,
ფურცლებს
თვალი გადავავლე...
მყისვე
ვიცანი,
სპადოვსკის
პროკლამაციის
ასლი იყო.
– თქვენი
მუშაობისა და
უდიდესი
გამოცდილების
შედეგი და,
იქნებ,
ერთგულების
გამოვლინებაც!..
– დაიყვირა
სახნოვმა და
უკიდურესად
შეურაცხმყოფელი
ტონისა და
შინაარსის,
ასე,
ხუთ–ექვსწუთიანი
ტირადა
მოაყოლა. მისი
სიტყვით, მე
არა მარტო დასრულებული
და უიმედო
იდიოტი
ვიყავი,
არამედ მაღალი
თანამდებობით
შენიღბული
მტერიც მისი
უდიდებულესობისა.
მე კი – რა
საოცარი რამ
არის
ადამიანი! –
მშვიდად
ვისმენდი,
ცოტა მიხაროდა
კიდეც. თვალი
გადავაპარე –
პოდპოლკოვნიკ
კნიაზევსა და
ჩემს
ადიუტანტს
მკვდრისფერი
ედოთ.
სახნოვმა,
როგორც იქნა,
ამოცალა თავხედობისა
და
კადნიერების
გუდა.
გაჩუმდა, მაგრამ
ისეთი
გაბრაზებული
იჯდა, ვითომ
ყველა ის სიბრიყვე
მე მეთქვას
მისთვის და
არა მას – ჩემთვის.
ალბათ,
სიჩუმის
ჩამოვარდნა
იყო საჭორო,
რომ სახნოვის
წუხანდელი
თვალების
გადმობრიალებები
მის ხელში
სპადოვსკის
პროკლამაციის
ჩავარდნით
ამეხსნა, ხოლო
ამ ბოლო
მომენტთან ზარანდიას
სიტყვები
დამეკავშირებინა:
აკი მითხრა
კულაგინების
ვახშამი
მჭირდებაო.
– გასაგებია. –
უნებლიეთ
ჩავილაპარაკე
და ჩემთვის
გავიფიქრე,
რომ ამ
პროკლამაციის
სახნოვის
ხელში მოხვედრა
ზარანდიას
ნამუშევარი
უნდა ყოფილიყო.
ეგ არის, იმას
ვეღარ
მივწვდი, რაში
სჭირდებოდა
ეს და
გაურკვევლობა
ისევ
სიტყვებით გამოვხატე:
– კარგი,
მაგრამ, მერე?
– როგორ თუ – მერე!
– ისევ
აყვირდა
სახნოვი –
თქვენ,
ჟანდარმერიის
სამმართველოს
უფროსს,
როგორც ჩანს,
არაფრად
მიგაჩნიათ... –
და უკვე
ნათქვამის
განმეორებას
მისდგა.
წუთი იყო თუ
ნაკლები –
ვუსმინე.
ახალს
არაფერს
ამბობდა,
ზანზალაკი
კვლავ
დავაწკარუნე.
პოლკოვნიკი
დამუხრუჭდა.
პაუზით
ვისარგებლე
და ვუთხარი:
– თქვენ
თოთხმეტში
დილით
ქუთაისში
გელიან. ბატონო
კნიაზევ,
მისწერეთ
სიმაკინს
დეპეშა, რომ
დაუხვდეს
ბატონ
პოლკოვნიკს.
თუ საჭიროდ მიიჩნიოთ
– წაჰყევით.
კნიაზევი
ადგა.
– არ არის
საჭირო, –
ისროლა
სახნოვმა.
– კეთილი და
პატიოსანი,
როგორც
გენებოთ...
ბოდიშს ვიხდი,
საქმეები
მაქვს. წარმატებას
გისურვებთ,
ბატონო
პოლკოენიკო, ნახვამდის.!..
როტმისტრო,
დაბრძანდით
აქ, – კნიაზევის
ადგილზე
მივუთითე.
სახნოვი ადგა
– ეს
მექანიკური
მოქმედება
იყო. ადგა და
ადგილის
ტკეპნას
მოჰყვა.
ალბათ, ისეთი
გრძნობა ჰქონდა,
რომ აი, ასე
კუდამოძუებული
გასვლა არ შეიძლებოდა,
რაიმე უნდა
ექნა ან
ეთქვა,
მაგრამ, ჩანს,
ხეირიანს
ვერაფერს
კარნახობდა
გონება... ბოლოს,
კარისკენ
დაიძრა,
ზღურბლთან
შედგა და კვლავინდებური
ტონით მითხრა:
– მე
იძულებული
ვარ, პირადად
მოვახსენო
მინისტრს, მაგ
...
შემაძრწუნებელი
ფაქტის...
ფაქტზე, დიახ!
სახნოვი და
კნიაზევი
კაბინეტიდან
გავიდნენ.
– ზარანდია
მოსულია? –
ვკითხე
ადიუტანტს.
– დიახ, თქვენო
ბრწყინვალებავ...
სძინავს, თავის
კაბინეტში.
– სძინავს?
– დიახ– დილის
რვაზე თუ
ცხრის–ნახევარზე
შესულა
კაბინეტში და
სძინავს.
– გააღვიძეთ
და სთხოვეთ,
მოვიდეს
ჩემთან.
ცოტა ხნის
შემდეგ
ნამძინარევი
ზარანდია ჩემს
მახლობლად
სავარძელში
ჩაეშვა.
– წუხანდელი
ამბები
მაინტერესებს,
მუშნი.
სპადოვსკის
პროკლამაციის
ეპიზოდის
ყველა დეტალი
ჩემთვის
მაშინღა
გახდა
ცნობილი, როცა
მთელი საქმე
კარგა ხნის
დამთავრებული
იყო. აღმოჩნდა,
ჩემთან
ლაპარაკში
ზარანდიამ
ზოგი რამ განზრახ
გამოტოვა.
თხრობის
მიმდევრობა
მოითხოვს, რომ
ის
გამოტოვებული
ამბავი
ახლავე ჩავწერო
და არა მერე
და იმის
მიხედვით, თუ
როდის გავიგე.
კულაგინმა
სპადოვსკის
პროკლამაცია
ფოსტით მიიღო
სახნოვისა და
დე ლამიეს
მოსვლამდე, ასე
საათნახევრით
ადრე,
წაიკითხა,
აღშფოთდა და პროკლამაცია
საკუთარი
კომენტარებითურთ
სახნოვს
გადასცა.
სახნოვმა
წაიკითხა და
კულაგინთან
საერთო ენა
გამონახა იმ
საკითხზე, რომ
კავკასიაში
ანტისახელმწიფოებრივ
ძალებთან
ბრძოლა ერთობ
უთავბოლოდ და
სუსტად
სწარმოებს.
პოლკოვნიკმა
პროკლამაცია
მუნდირის
ჯიბეში ჩაიდო.
ამასობაში
ვახშამიც
მოიღეს.
სახნოვის თვალების
ბრიალის
მიზეზს, თუმც
დაახლოებით,
მაგრამ მაინც
სწორად
მივხვედრილვარ
– მას აგურის
კიკო
მუნდირის
ჯიბეში ედო.
სტუმრები
ჩემი წასვლის
შემდეგ მალე
აშლილან.
სახნოვმა
ჟანეტს ხელი გაუყარა,
–
გავისეირნოთ,
მშვენიერი
ღამეაო და აკი
თავისი
სასტუმროს
კარს მიაყენა,
ცხადია, იმ
მიზნით, რომ
ქალბატონი
როგორმე
ნომერში შეეტყუებინა.
ჟანეტ დე
ლამიემ
თავპატიჟი
გაიდო და
უარზე იდგა
იქამდე, სანამ
სახნოვი თვითმკვლელობით
არ დაემუქრა.
ქალი ნელ,
სწორად ორგანიზებულ
უკანდახევას
შეუდგა და
ასეთი სიტყვების
მერე შეჰყვა:
– Сepиoжeнька, я бoюcь за тeбя. Ты тaкoй... Кaк плeмeннoй жepeбчик – гopячинки,
гopячинки...
საერთოდ,
მადმუაზელ დე
ლამიეს
იმღამინდელი პერიპეტიები
ზარანდიასთვის
პიკანტურ
წვრილმანებიანად
უამბნია. მათ
შორის ასეთი
რამეც იყო:
აბაზანა გამზადებული
ყოფილა,
სახნოვს
ქალისთვის
მიუთავაზებია,
– ჯერ თქვენ
შებრძაбდითო.
ჟანეტ დე ლამიეს
უთქვამს, –
თქვენ მიიღეთ,
როცა
გამოხვალთ და
დაწვებით,
მერე მე
შევალ,
მიყვარს, როცა
მამაკაცი
ლოგინში
მიმელის და
იმაზე
ფიქრობს, თუ
ბანაობის
დროს როგორი
ვარო. ამაზე
სახნოვს
ფრანგულად
უთქვამს..
– A la guerre cიmme a la guerre! (ომში
როგორც ომში!) –
და დასაბანად
შესულა.
ეს, ალბათ,
კომენტარს არ
საჭიროებს.
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიემ
პოლკოვნიკის
მუნდირის
უბიდან
სპადოვსკის
პროკლამაცია ამოიღო,
სინათლეზე
გაშალა და
პორტატული
ფოტოაპარატი
ააჩხაკუნა.
ხუთიოდე
წუთის მერე აპარატიც
და
პროკლამაციაც
თავ–თავის
ადგილებზე
იყო.
სხვათა შორის,
იმ ფიცხი
სიყვარულის
ღამეს ქალბატონმა
დრო გამონახა
და სახნოვს
აცნობა, თოთხმეტში
დილით ფოთში
უნდა ვიყო,
ოდესაში მივემგზავრები,
გადაუდებეღოი
საქმეები
მაქვსო.
– როგორი
საოცარი და
სასიამოვნო
დამთხვევაა! –
წამოიძახა
სახნოვმა და
მეორე დღეს
მისმა ადიუტანტმა
ფოთის
მატარებლის
სამი ბილეთი
შეიძინა ორის
ნაცვლად: ორი –
ქუთაისამდე,
ერთი – ფოთამდე.
მადმუაზელ დე
ლამიემ
თავისი
საწოლი
ოთახის კარი
დილის ხუთ
საათზე შეაღო.
მუშნი
ზარანდია
ტახტზე
წამოწოლილი
დაუხვდა.
ქალმა
შეკივლება
დააპირა,
მაგრამ
დამხვდურმა
ტუჩებზე თითი
მიიდო და
სავარძელი
მიუჩოჩა.
– ზარანდია,
თქვენი
უფროსი აქ და
რუსეთის იმპერიის
საზღვრებს
გარეთ! დრო
ცოტაა.
პირდაპირ
საქმე!
კონტრდაზვერვის
უფროსმა
საძილე
ოთახში შეხვედრა
დაწვრილებით
მიამბო,
მაგრამ მან
აქაც
გამოტოვა
ერთი დეტალი:
ზარანდია დე
ლამიეს ჯერ
სახნოვის
ნომერში
გადაღებული
ფირფიტები
გაამჟღავნებინა,
გასაშრობად
დაალაგებინა
და იმ “პირდაპირ
საქმეს”, ესე
იგი,
რისთვისაც
ძირითადად
იყო მისული,
მერეღა
შეუდგა.
საუბარი, სიტყვიერი
შეთანხმება,
ინსტრუქტაჟი,
ფიცის დადება
და
ვალდებულებრივი
ხელწერილების
დადასტურება
ორ საათს
გაგრძელდა.
მერე
გამშრალი ფირფიტებიდან
მადმუაზელ დე
ლამიემ თითო
ფოტო დაბეჭდა,
ზარანდიამ
ნეგატივები
ჯიბეში
შეინახა და
წამოსვლის
წინ კიდევ
ერთხელ
შეახსენა დიასახლისს,
რომ ამაღამ
თორმეტ
საათზე
სტარინ–კოვალსკისთან
დაპირისპირება
უნდა შემდგარიყო,
ხოლო
მომდევნო
ღამით ფოთის
მატარებელი
დიდი ხნით,
იქნებ,
სამუდამოდაც
წაიყვანდა თბილისიდან
იმპერიის
საჭიროებათა
გამო მკაცრ
სასჯელს გადარჩენილ
პროფესიულ
ჯაშუშს.
კიდევ არ იყო
გვიან.
ყველაფრის
გამოსწორება შეიძლებოდა
და საჭიროც
იყო, რადგან
მოვლენებს
მეტი
გართულება
ელოდა. აქ
გრძნობაზე
ლაპარაკი
უკვე
უადგილოა –
ვიცოდი,
ყველაფერი
უფრო გართულდებოდა
და მაინც
გავყუჩდი.
ამ თემაზე
საუბარს
მოვრჩით,
ზარანდიას
ვაცნობე, რომ
სამხედრო
ოლქის
სარდალმა
სურვილი გამოთქვა,
მადმუაზელ დე
ლამიეს და,
ჯერ კიდევ პორუჩიკის,
სტარინ–კოვალსკის
დაპირისპირებას
დასწრებოდა.
– ეჭვი
ეპარება? –
იკითხა
ზარანდიამ.
– ალბათ.
– მეთერთმეტე
ბინაში
ჩავატაროთ, იქ
უფრო
მოხერხებულია.
– კეთილი.
მეთერთმეტე
ბინა ჩვენს
ერთ–ერთ
ქალაქგარე საიდუმლო
სახლს ერქვა.
თორმეტს ხუთი
წუთი აკლდა,
ყველანი
ადგილზე ვიყავით.
სტარინ–კოვალსკი
და მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიე
ერთმანეთის
პირდაპირ
მაგიდას უსხდნენ.
მაგიდასთანვე
იყვნენ
ზარანდია,
მისი
მოადგილე –
შიტოვცევი და
სამხედრო
ოლქის
პროკურორი –
ზვიაგინი.
სარდალი,
პოლკოვნიკი
გლებიჩი და მე
ოდნავ მოშორებით
სავარძლებში
მოვეწყეთ.
ოთახს ორი კარი
ჰქონდა,
ორთავეს იქით
გუშაგები
იდგნენ.
დაპირისპირება
ჩვეულეგრივი
ფორმალობებით
დაიწყო და
ნახევარი
საათის
შემდეგ
სარდალი ფეხზე
წამოდგა:
– ყველაფერი
გასაგებია.
გამაცილეთ.
მე და
პოლკოვნიკი
გლებიჩი
ეტლამდე
მივყევით
სარდალს.
– არ
გაახმაუროთ.
ყველაფერი
რესპექტაბელურად
უნდა მოხდეს, –
გვიბრძანა
მან, ჩაჯდა და
თბილისისკენ
გასწია.
დაპირისპირება
ცოტა ხანში
ოქმზე ხელის
მოწერით
დამთავრდა.
ჟანეტ დე
ლამიე თავისი
ეტლით წავიდა.
ზარანდია,
შიტოვცევი და
მე გასამგზავრებლად
წამოვიმალეთ.
პოლკოვნიკი
გლებიჩი ზეზე
წამოდგა, უკვე
სამხრეებაყრილ
სტარინ–კოვალსკის
მიმართა:
– ხომ იცით,
რასაც
მოითხოვს
რუსი ოფიცრის
ღირსება...
ასეთ
შემთხვევაში!
სტარინ–კოვალსკიმ
საწერ–კალამი
აიღო და დაწერა..
– “Жизнь давно уже не стоит выеденного яйца. Старин–Ковальский”.
გლებიჩმა
მაგიდაზე
რევოლვერი
დააგდო.
სტარინ–კოვალსკიმ
აცახცახებული
ხელი წამოიღო,
მაგრამ
პროკურორმა
იარაღი გაარიდა
და თავი
აგვიქნია, –
წაბრძანდითო.
ეტლების
დაძვრა იყო –
გასროლაც
მოისმა...
მეორე დღეს
პოლკოვნიკ
გლებიჩის
გადადგომის
პატაკზე
სარდალმა
თანხმობის
ვიზა დაადო. ამავე
დღეს ჰაჯი–სეიდის
ფირმის
მსახურებმა
დიდი მოღულის ხალიჩა
პოლკოვნიკ
სახნოვის
ადიუტანტის
თანდასწრებით
რკინიგზას
ჩააბარეს
პეტერბურგში
გადასაგზავნად.
რამდენიმე
საათის შემდეგ
კი უსატოვმა
იგი პატრონს
გადასცა,
სამსახურში
დაბრუნდა და,
ალბათ,
სპარაპეტას
ხელახალი
დაპატიმრების
გეგმის
მოფიქრებას
შეუდგა.
რჩებოდა
მხოლოდ ერთი
რამ:
საერთაშორისო
ეტალონების
დონეზე უნდა
გაგვეთამაშებინა
ავსტრო–უნგრეთის
გაქცეული
ჯაშუშის –
მადმუაზელ დე
ლამიეს ძებნა
და
მიუგნებლობა.
ამისთვის
გავჩხრიკეთ
თბილისში
მცხოვრებ ფრანგთა
სახლები და
სხვა
უცხოელთა ბინებიც;
გამოქვეყნდა
სათანადო
განცხადებები
დე ლამიეს
პორტრეტით.
მეფისნაცვალმა
კატეგორიულად
მოსთხოვა
უცხო
სახელმწიფოთა
თბილისურ
საკონსულოებს,
გადმოეცათ
საშიში დამნაშავე,
თუკი მან
ვისიმე
ექსტერიტორიულობის
უფლებით
ისარგებლა.
ყველა
მიმართულებით
გამავალ
მატარებელზე
მოეწყო
არაერთგზისი
ძებნა და
“საეჭვო” მგზავრების
საბუთების
შემოწმება.
ბლოკირებულ
იქნა
საქართველოს
ნავსადგურები
შავ ზღვაზე და
სანაპირო
დაცვის
კატარღებმა
გაჩხრიკეს
ბოლო ორი
დღე–ღამის
მანძილზე ამ
ნავსადგურებიდან
გასული ყველა
ხომალდი...
მაგრამ ეს
ოპერაცია დაიწყო
მხოლოდ იმის
შემდეგ, როცა
შხუნა “დელფინი”
ფოთიდან სამი
საათის
გასული იყო,
ხოლო ქუთაისში
პოლკოვნიკი
სახნოვი
თავის
ადიუტანტს
სალდოფონის
იუმორით
უყვებოდა
ჟანეტ დე ლამიესთან
გატარებული
დროის
სექსუალურ
დეტალებს.
ჩვენ რუსეთის
კონტრდაზვერვის
“მარცხის” ევროპული
პრესის
რეზონანსი
გვესაჭიროებოდა
და მივიღეთ
კიდეც –
სენსაციურმა
ცნობებმა არ
დააყოვნა.
შემდეგ
დიპლომატიური
არხები ამოქმედდნენ
და გაზეთებს
სალაყბო ისევ
ბლომად ჰქონდათ.
ზარანდიას
სასწრაფოდ
უხმეს
პეტერბურგში.
იგი ჯერ კიდევ
იქ იყო, როცა,
მადმუაზელ ჟანეტ
დე ლამიეს
“გაქცევის”
დღიდან სამი
კვირის შემდეგ,
ემიგრანტების
ერთ–ერთმა
გაზეთმა
სპადოვსკის
პროკლამაციის
სრული ტექსტი
გამოაქვეყნა.
ეს უკვე
საერთაშორისო
მასშტაბის
სკანდალი
გახლდათ,
მაგრამ
პოლკოვნიკ
სახნოვის სახელი
არსად
არავისგან
ხსენებულა.
დაახლოებით
ორი კვირის
მერე
ზარანდია,
როგორც
იტყვიან, საღი
და სალამათი
დაბრუნდა.
მხოლოდ
ჩამოსვლის
შემდეგ
მიამბო, თუ
როგორ ჩაუვარდა
ხელში
სპადოვსკის
პროკლამაციის
ფოტოპირი
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიეს.
ცხოვრება
ისევ თავისი
კალაპოტით
წარიმართა.
სახნოვი რომ
ქუთაისში
საქმეებს
მორჩა,
დასავლეთ–
საქართველოდან
წამოსულმა
ბორჯომისკენ
გადაუხვია –
იქ თავისი
წრის ხალხი
ეგულებოდა,
შვებულების
გატარება
სურდა მათთან ერთად.
ერთი თვე
იქაურ
წყლებზე
დაჰყო და თბილისს
მერეღა
ჩამოვიდა.
დღის ბოლო
იყო, სახნოვმა
ადიუტანტი
ზარანდიასთან
აფრინა,
დაუყოვნებლივ
მეახლოსო.
ადიუტანტმა
ზარანდიას
სულზე
მიუსწრო. ჩემმა
ხელქვეითმა
პოლკოვნიკის
სურვილი
მოისმინა და
ბინაზე
დამირეკა –
მაშინ პეტრე
დიდის ქუჩაზე
ვცხოვრობდი.
– თქვენო
ბრწყინვალებავ,
ზარანდია ვარ,
გადაუდებელი
საქმე მაქვს,
უნდა მიმიღოთ!
ცხადი იყო,
რომ
მტკივნეულად
თავაზიანი
კაცის ასე
დაჟინებული
მოთხოვნა
უსაფუძვლო არ
იქნებოდა.
შევნიშნე,
მუშნი ზარანდია
ღელავდა!
უყოყმანოდ
დავთანხმდი.
ამის შემდეგ
ზარანდიამ
სეიფიდან ორი
დიდი, უხვად
დალუქული
პაკეტი
გამოიღო.
პაკეტებში საქაღალდეები
იდო. ერთი
მათგანი მან
ადიუტანტს
გადასცა და
უთხრა:
– მოახსენეთ
ბატონ
პოლკოვნიკს,
რომ ეგ პაკეტი
გახსნას,
მასალებს
გაეცნოს. თუ
დღეს პოლკოვნიკი
ჩემთან
საუბარს
საჭიროდ აღარ
მიიჩნევს, ხვალ
კვირაა, და
იცოდეთ, რომ
საღამოს რვა
საათზე გრაფ
სეგედის
ბინაში
ვიქნები,
პასუხი თქვენი
ხელით
გამოგზავნოს.
ადიუტანტმა
გზავნილების
მიღებაზე
ხელი მოაწერა
და
შეცბუნებულმა
დატოვა
კაბინეტი.
მეორე პაკეტი
ზარანდიამ
ჩემთან
ამოიტანა,
ადიუტანტის
მოსვლა,
პოლკოვნიკის
ბრძანება და
თავისი პასუხი
მაცნობა და
მითხრა:
– თქვენო
ბრწყინვალებავ,
თითქმის
დარწმუნებული
ვარ, რომ
სახნოვთან
მისვლა აღარ
დამჭირდება
და, მაინც, თუ
ასეთმა საჭიროებამ
იჩინა თავი,
თქვენ უნდა
იცოდეთ, რა გავუგზავნე
პოლკოვნიკს.
ეს ორი პაკეტი
ჩემს სეიფში
შენახული
დედნის
დამოწმებული
ასლებია.
პაკეტს
უაღრესად
სასწრაფო და
საგანგებოდ საიდუმლო
კორესპონდენციის
ნიშნები
ჰქონდა. ზარანდიას
კიდეც რომ არ
ეთხოვნა,
ვალდებული
ვიყავი,
დაუყოვნებლიე
გამეხსნა.
გავხსენი.
საქაღალდის
ყდაზე
არსებული
წარწერის
მიხედვით, ეს
იყო
ჟანდარმერიის
პოლკოვნიკ
სახნოვის
მიერ ჩადენილ
სახელმწიფო,
პოლიტიკური, სისხლის
სამართლის და
ზნეობრივ
დანაშაულთა მამტკიცებელი
საბუთების
კრებული.
საქაღალდის
პირველი გვერდი
წარმოადგენდა
საქმეში
შეტანილი
საბუთების
ნუსხას.
სტრიქონები
ჩავათვალიერე
და ბორკილების
ყრუ ჟღარუნი
შემომესმა.
მუშნი ზარანდიას
გადავხედე,
წამით
მომეჩვენა,
რომ ეს
ტანხმელი
კაცი სკამზე
გორგალივით
იდო, კისერი
ჰქონდა მოღერებული...
ნუსხა
გადავფურცლე –
ბრალდების წარდგენის
ოთხგვერდიანი
ოქმი
დამიხვდა და შემდეგ
კი ამ ოქმში
მოყვანილ
ბრალდებათა
მამტკიცებელი
საბუთები –
ასი, ას ოცი
გვერდის რაოდენობით.
საქაღალდის
ბოლოსწინა
გვერდი ზარანდიას
პირადი
წერილი იყო
სახნოვისადმი.
ამ წერილში
ეწერა, რომ
პატივცემულ
პოლკოვნიკს
ეძლეოდა
ბედნიერი
შემთხვევა,
ამოერჩია
ერთ–ერთი: ან
საქმის
გამოძიება
სამინისტროს
საგანგებო
კომისიაში, ან
ნებაყოფლობითი
გადადგომა სამსახურიდან
და შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უწყებიდან
გადაბარგება.
ბოლო ფურცელი წარმოადგენდა
მინისტრის
სახელზე
დაწერილ
გადადგომის
პატაკს,
რომელსაც
მხოლოდ
სახნოვის
ხელმოწერა აკლდა.
რაში სდებდა
ბრალს
კავკასიის
კონტრდაზვერვის
უფროსი
პოლკოვნიკ
სახნოვს!
ბრალდების წაყენების
ოქმში
დანაშაულობები
აღმავალი წესით
იყო
მოყვანილი:
ნაქურდალი
საქონლის შესყიდვა;
გარყვნილებითა
და
სქესობრივი
აღვირახსნილობით
თანხლებული
მრუშება;
პროფესიული
უვიცობა და
მოვალეობებისადმი
გულგრილი
დამოკიდებულება;
კავკასიის
საიდუმლო
პოლიციის და
ჟანდარმთა
სამმართველოს
ხელმძღვანელობის
წინააღმდეგ
მიმართული
ინტრიგები;
ინფორმაციის
სამსახურის
დაარსებაში
დაშვებული
შეცდომების
კატასტროფული
რეზულტატების
გამო
პასუხისმგებლობა,
რაც უცხოეთის
პრესაში
სათანადო
ცნობების გაჟონვის
ფაქტით
გვირგვინდებოდა;
დასასრულ, უცხო
სახელმწიფოთა
ჯაშუშებთან
დანაშაულებრივი
ურთიერთობა,
მათგან
ფულადი
სახსრების
მიღება, ჯაშუშ
ჟანეტ დე
ლამიეს
გაქცევის
ორგანიზება
და სხვა.
მასალა
ვრცელი და
ტევადი იყო,
მის
შესწავლასა
და ანალიზს
კარგა ხანი
დასჭირდებოდა.
მაგრამ იმ
საქაღალდეში
თავმოყრილ
საკითხებს, ძირითადად,
ვიცნობდი და
ამიტომ
ზარანდიას
აღვუთქვი, რომ
ხვალ საღამოს
რვა საათამდე
საქმე შესწავლილი
მექნებოდა.
ზარანდია
წავიდა. მე
მისთვის
მიცემული
დაპირების
კეთილსინდისიერ
აღსრულებას
შევუდექი.
მეორე დღეს
იგი ერთი
საათით ადრე
მოვიდა. არც სახნოვის
ადიუტანტს
დაუგვიანია –
დანიშნულ დრომდე
მოიტანა
პოლკოვნიკთან
გაგზავნილი საქაღალდე
გადადგომის
ხელმოწერილი
პატაკითურთ.
ჩანს, სახნოვი
მიხვდა, რომ
მისი, ერთი
შეხედვით,
მიამიტი
საქციელი
ზარანდიამ
სხვა, საბედისწერო
კუთხიდან
დაინახა,
ყელზე
ქამანდი იგრძნო,
პანიკამ
მოიცვა და
მასალების
შესწავლის
შემდეგ
საბოლოოდ
დარწმუნდა –
მსჯავრს ვეღარსაით
წაუვიდოდა.
სულ მალე მინისტრმა
და ჟანდარმთა
შეფმა,
რამდენიმე
რევერანსის
შემდეგ,
სახნოვის
გადადგომის
თხოვნა
დააკმაყოფილეს.
ამ ნაწყვეტის
დასაწყისში
ნათქვამს
გავიმეორებ:
ძნელი
საფიქრებელი
იყო, რომ სულ
სხვადასხვა
ბუნების
მოვლენები და
ვითარებები
ერთად
მოიყრიდნენ
თავს, ზვავად
წამოვიდოდნენ
და გზად
სახნოვს
დაიტანდნენ.
დიდი ხნის
შემდეგ ჩემს
ყურს მოსწვდა
ვერსია, თითქოს,
სახნოვი
გადადგომით
კი გადადგა,
მაგრამ თავის
გამართლების
იმედი კარგა
ხანს არ დაუკარგავს
– ზარანდიას
ნამოქმედარის
გასაბათილებლად,
ამგვარ
საქმეებში
გამოცდილი ადვოკატების
თანადგომითა
და
დახმარებით,
ორი წელიწადი
უშრომია. ამან
მისთვის
სასურველი
შედეგი ვერ
მოიტანა.
მართალია,
კონსულტანტებმა
სახნოვს უპოვნეს
შესაძლებლობა
მის
წინააღმდეგ
წამოყენებული
ათიდან სამ თუ
ოთხ
ბრალდებაში
ზარანდიას
პროვოკაციული
მოქმედება
დამტკიცებულიყო,
მაგრამ დანარჩენი
ექვსი თუ
შვიდი მაინც
სახნოვის კისერზე
რჩებოდა. ერთი
სიტყვით,
დუმილი ურჩიეს
და დადუმდა.
რამდენიმე
ხნის შემდეგ
მე იგი გენერალური
შტაბის ერთობ
მაღალი
თანამდებობის
ოფიცრად
ვიხილე... ჰოი,
განგებავ!
პერმის
გუბერნიაში
გადასახლებული
ერთი პოლიტპატიმარი
სამი წლის
მანძილზე
ყოველ ორ
კვირაში
წერდა ათგვერდიან
საჩივრებს
გამოძიების
მსვლელობაში
პროცესუალური
ნორმების
დარღვევის გამო.
მისი საქმე
ჩვენ
გამოვიძიეთ
და ამიტომ ყველა
საჩივარი მე
მეგზავნებოდა
დასკვნისთვის.
მისმა
დაჟინებამ
მაფიქრებინა,
რომ საჩივრები
ყურადღების
ღირსი იყო.
იქნებ
სათქმელს ვერ
აყალიბებს და
სიმართლე კი,
მართლაც, მის
მხარეზეა–მეთქი.
ხელახალი
გამოძიების
დაკით–
ხვას თავადაც
დავესწარი.
ვესაუბრე,
სიტყვამ მოიტანა
და ვკითხე:
– რატომ
წერდით იმ
სიგრძე
საჩივრებს?
ხომ მოგეხსენებათ,
რაც უფრო
ვრცელია
საჩივარი, მით
მეტი
შესაძლებლობა
არსებობს, რომ
ან უგულისყუროდ
იქნას
წაკითხული და
ან სულაც წაუკითხავი
დარჩეს?
–
ჭეშმარიტებას
ბრძანებთ,
მაგრამ არის
საქმეები,
რომელთა
შესახებ
მოკლედ
დაწერო,
ნიშნავს, რომ
არაფერი
დაწერო! ჩემი –
სახელდობრ
ასეთთა
რიცხვს
მიეკუთვნება.
მართალი ვარ?
დავფიქრდი და
გამეცინა:
– სწორი
ბრძანებაა! –
მისი საქმე
მართლაც, ამ
ტიპისა იყო.
ეს შემთხვევა
იმიტომ
მოვიტანე, რომ
შეზღუდული თუ
ჭკვიანი
კაცების
პრობლემაზე
ჩემი შეხედულების
გამოსათქმელად
ამ სიგრძედ
წერა, რა თქმა
უნდა,
აუცილებელი
არ იყო და არც
დავწერდი,
ერთი, უკვე
აღნიშნული
საჭიროება
რომ არა:
ვიხილავ იმას
თუ რა გავლენა
მოახდინა ზემოთ
მონათხრობმა
ამბებმა ჩემს
ფსიქიკასა და მომავალზე.
ამისთვის კი
უფრო
შემოკლებული
ჩანაწერი
ამოსავალ
მოცულობად,
ჩემი აზრით,
ვერ
იკმარებდა.