გრაფი სეგედი
მთავარი
მაინც ის იყო,
რომ
ჯერჯერობით
ყველაფერი
წინასწარ
ამოცნობილი
სქემის
მიხედვით
მიდიოდა.
ჰაჯისეიდმა
მადმუაზელ დე
ლამიეს თანამშრომლობა
აღიარა და
დაადასტურა,
რომ ისინი
მოპოვებულ
ინფორმაციას
ერთმანეთს უცვლიდნენ.
ეს კი იმას
ნიშნავდა, რომ
ჰაჯისეიდი და
ჟანეტ დე
ლამიე
თავთავის
სამსტოვროების
წინაშეც
იყვნენ
დამნაშავენი.
საკმარისი
იყო, ეს
გარემოება
გარკვეული
საშუალებებით
გვეცნობებინა
დაინტერესებული
სახელმწიფოებისთვის
და, დახვრეტა
ორივესთვის
გარანტირებული
იქნებოდა.
რა გზას
აირჩევთ,
მუშნი? ვკითხე
ზარანდიას ამ
საკითხზე
მსჯელობის
დროს. ჰაჯისეიდის
გარშემო ბოლო
ხანებში
ჩატარებულმა
აქციებმა თუ
ამ
ქალბატონის
ყურთასმენამდე
რაიმე ფორმით
მიაღწია,
მოსალოდნელია,
რომ ჩვენი
ხელიდან
დასხლტომას
შეეცდება და
იქნებ
შესძლოს
კიდეც... მაშინ
კულაგინისა
და სტარინკოვალსკის
რგოლებს
როგორღა
მოვუვლით?
თქვენი
აზრით,
მადმუაზელ დე
ლამიეს
დაუყოვნებელი
აყვანა ჯობს?
მკითხა
ზარანდიამ
მცირე დუმილის
შემდეგ.
არ ვიცი, არ
მაქვს
გარკვეული
აზრი მაგ
საკითხზე.
სწორედ
ამისთვის
გკითხეთ, რა
გზას აირჩევთმეთქი.
მადმუაზელ
დე ლამიეს
დაპატიმრებას,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
ორი
პოლიციელი
უნდა. იქნებ
ერთიც ეყოს,
მაგრამ ენას
კბილი რომ
დააჭიროს,
გაჯიუტდეს და
ყველა
ბრალდება
უარჰყოს,
მაშინ
ვალდებული
ვიქნებით,
როგორც
უცხოელი
მოქალაქე,
წინასწარი პატიმრობის
ვადის
ამოწურვისთანავე
გავათავისუფლოთ,
სამშობლოში
გამგზავრების
უფლება
მივცეთ და
ხელში
არაფერი
შეგვრჩება
ევროპის
ჟურნალგაზეთებში
აყალმაყალისა
და
დიპლომატიური
გართულებების
მეტი.
მართალია,
ისიც არ არის
გამორიცხული,
რომ
თავიდანვე
ყველაფერში
გამოტყდეს,
მაგრამ ასეთი
რამ, ჩემი
აზრით, ვარდისფერ
ოცნებათა
სფეროს
განეკუთვნება.
მამაკაცს რომ
ეხებოდეს
საკითხი...
ქალია.
საკანში ისე
უნდა შევინახოთ,
როგორც
კეთილშობილ
ასულთა
პანსიონში და
რაიმე
სპეციალური
სანქციების
მიყენებაც
დაუშვებელია.
ვერც მასთან
დაკავშირებული
პირებისგან,
მისი
გარემოცვისგან
მივიღებთ
ინფორმაციას.
მოგეხსენებათ,
დაპატიმრებულთან
ურთიერთობებზე
ყველა ხელს
იბანს,
ნაცნობობასაც
კი ძნელად თუ
ვისმე
აკისრებინებ.
გამოდის, რომ მის
აყვანას
ამჟამად და,
იქნებ
საერთოდაც, არა
აქვს აზრი...
საინტერესოა!
იქნებ,
საერთოდაც?
იქნებმეთქი,
თქვენო
ბრწყინვალებავ.
რა თქმა უნდა,
სჭარბობს
შემთხვევები,
როდესაც მხილებული
ჯაშუშის
ერთადერთი
გონიერი და ყოველმხრივ
გამართლებული
მომავალი
სახრჩობელა
ან
პატიმრობაა.
ზოგ
შემთხვევაში
კი, მე თუ
მკითხავს
ვინმე, მისი
ხელახალი
გამოყენება
ჯობს. ათი
ასეთიდან
ერთმა მაინც
თუ მოიკიდა ფეხი
და იმედები
გაამართლა
დიდი
გამარჯვებაა.
მადმუაზელ დე
ლამიეს
მიმართ ეს
საკითხი
მომავალში
უნდა
გადაწყდეს.
ახლა კი,
მგონია, რომ
ქალბატონს
ჯერ უნდა
შევაჩეჩოთ და
მერე პირდაპირ
ხელში
დავუჭიროთ
სამხილი.
მაშინ
შემდგომი რგოლებიც
ადვილად და
აუცილებლად
გაიხსნება.
რით გნებავთ
დაიწყოთ?
უპირველეს
ყოვლისა, უნდა
შემოწმდეს,
არსებობს თუ
არა გაჟონვის
არხი:
კულაგინა
მადმუაზელ დე
ლამიე და თუ
არსებობს, რა
ხასიათისაა
იგი...
ზარანდიას
მსჯელობა
მიმდევრული
და დამაჯერებელი
იყო, მაგრამ
მე მაინც
დამეუფლა
გრძნობა, რომ
მისი თეზების
მიღმა კიდევ
რაღაც იდო.
ამაზე ფიქრის
განწყობა არ
მქონდა და
ზარანდიას
პეტერბურგიდან
ახლახან
მიღებული
ინფორმაციის
წაკითხვა
მივთავაზე.
საკითხი
ეხებოდა
არალეგალურ ჯგუფს,
რომლის
პირდაპირი და,
იქნებ,
ერთადერთი ფუნქცია,
ჩვენი ხმების
გავრცელების
სამსახურის
ანალოგიური
მუშაობა იყო.
ესე იგი,
დაპირისპირებულმა
პოლიტიკურმა
ძალამ
ჩვენივე
მეთოდით დაგვიწყო
ბრძოლა. ისინი
მოსახლეობის
სხვადასხვა
ფენებში
ავრცელებდნენ
მაკომპრომეტირებელი
ხასიათის
ხმებს
წყობილებაზე,
მეფის ოჯახის
წევრებზე და
სახელმწიფოს
უმაღლესი თანამდებობის
პირებზე.
ზარანდიამ
ინფორმაცია
ჩაიკითხა და
მითხრა:
გახსოვთ,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
სპადოვსკის
პროკლამაციაზე
საუბარში
ვთქვი,
დამაფიქრებელიამეთქი.
სწორედ ამას
ვგულისხმობდი.
მახსოვს და
რამდენჯერ
დავაპირე
კიდეც თქვენთან
ამ თემაზე
ლაპარაკი.
რატომღაც
ვერა და ვერ
მოხერხდა.
ეს საქმე ისე
გამოვიდა,
გრაფ,
მაშხალების
გასაშვებად
გამოგონილი
დენთი
შემდგომში
ლაღუმად რომ
იქცა!
მაგას
საუკუნეები
დასჭირდა და
მთავარი მაინც
ის არის, რომ
დენთი
სხეულია და
არა სული. ამ საქმეს,
ხელისგული
ინფორმაციას
დავადე, განვითარების
სულ სხვა
ტემპი
აღმოაჩნდა.
ვფიქრობ,
ხმების გავრცელების
სისტემებს
ფართო
პერსპექტივა აქვთ,
სულ
სხვადასხვანაირ
ფორმებში
მიიღებენ
განხორციელებას
და მე უკვე
ვხედავ გლობალურ
სულიერ
დივერსიათა
ეპოქას.
დასწყევლოს
ღმერთმა!
ჩვენი
ხანგრძლივი
ურთიერთობის
მანძილზე
იშვიათად
მინახავს
მუშნი
ზარანდიას
ასე გაღიზიანებული
სახე. ხმის
ჟღერადობაც
კი სხვა ჰქონდა
იოგებიდან
რაღაც ყრუ
ტკაცანი
აღმოხდა. ამან
ჯერ შეაკრთო,
მერე თავს
დაეუფლა, ჩაახველა
და
ჩვეულებრივად
განაგრძო:
ჩვენს ხელში
ხმების
გავრცელების
სამსახური
მთელი გეგმის
ერთერთი
შემადგენელი
ნაწილი იყო და
თვით გეგმა
გარკვეული
სპეციფიკის
მქონე
რეგიონისთვის
შეთხზული,
სახელითა და
გვარით
წინასწარ
ცნობილი
ადამიანების
წინააღმდეგ
მიმართული
ხრიკებისა და
ფანდების
სისტემა. მას
კერძო
გამოყენების
დანიშნულება
ჰქონდა და უფრო
ფართოდ ხმარება
არ
განგვიზრახავს.
გულზე ხელი
დავიდოთ და
ვაღიაროთ:
ჭორების
გავრცელების
საყოველთაო
გამოყენების
სისტემატიზებული
მეთოდის
სიმდაბლემდე
წმინდა
მამათა
ინკვიზიციაც
კი არ
დაცემულა!
ჩვენს
მოქმედებას
ის ამართლებს,
რომ მეთოდი
მხოლოდ
მოუხელთებელი
მოძალადეების,
მძარცველებისა
და
მკვლელების
წინააღმდეგ
ვიხმარეთ.
გამონაკლისი
დათა
თუთაშხია იყო,
მაგრამ მის
მიმართ ამ
მეთოდის
გამოუყენებლობა
სამსახურებრივ
დანაშაულად
ჩამეთვლებოდა.
ეს ჩემს
სინდისზეა, რა
გაეწყობა...
პოლკოვნიკ სახნოვს,
იქნებ, ხუთივე
კონტინენტიც
ეცოტავებოდეს,
მაგრამ ჩვენი
სამაზრო
მასშტაბის
დროებითი სამსახურის
მთელ
სახელმწიფოში
მუდმივ გამოსაყენებლად
გადარგვა და
კულტივირება
რომ კოშმარული
შედეგებით
დამთავრდება,
ამის განჭვრეტას
სინდისი
სჭირდება,
უბრალო
კეთილგონიერებაზე
რომ
აღარაფერი
ვილაპარაკოთ.
სახნოვს არც
ერთი გააჩნია,
არც მეორე.
როცა
სახელმწიფო
იძულებული ხდება,
პოლიტიკურ
მოწინააღმდეგეებთან
ბრძოლაში
ასეთი
მეთოდები
გამოიყენოს,
ცხადია, რომ
იგი უიმედო
ავადმყოფია.
სწორედ ამის
დამტკიცებას
ცდილობენ
იმპერიის
მტრები. ამ
დროს დგას
ვიღაც
კონკრეტული
თუ ზოგადი
სახნოვი ვეება
ლოდით ხელში
და
დაყუდებული
ბერის შუბლზე
ბუზის დასკუპებას
მოუთმენლად
ელის. კიდევ
ერთი რამ,
გრაფ... თქვენ
მასწავლეთ და
მოგეხსენებათ
არის
კანონზომიერება,
რომლის
ძალითაც
საქმე, დაწესებულება
ან, თუ
გნებავთ,
ადამიანებისგან
შემდგარი
სხვა რამ
ორგანიზმი,
თავისი არსებობის
ერთ
მოულოდნელ
საფეხურზე
მორჩილების თვისებას
კარგავს, მისი
მართვა
შეუძლებელი ხდება
იქამდე, სანამ
დამბლის
მიზეზი
დადგინდებოდეს
და მართვის
ახალი
მეთოდიკა
შემუშავდებოდეს.
არაფერია, თუ
საბაჟო
სისტემის მართვის
სადავეები
აიშვებენ.
გამოუსწორებელი
კატასტროფა არც
იმას
მოჰყვება, თუ
საგადასახადო
ან საბეგარო
სისტემა
დროებით უარს
იტყვის
მორჩილებაზე,
მაგრამ ჭორი
ჯერ თავის
თავშივეა
ქაოსი, მერე
მისი
გადაცემაგავრცელებაა
ნგრევისა და
ქაოტური
მოვლენების
მთელი
ღრუბელი და
მასებში
გასული ჭორი
ხომ ის
უზარმაზარი
ვულკანია,
რომელიც
არავინ იცის,
საით და როდის
გაიფრქვევა. ახლა
წარმოვიდგინოთ
დღე, როდესაც
ხმების გავრცელების
საიმპერიო
სისტემა
მორჩილების თვისებას
დაკარგავს და
ვიკითხოთ, რა
გადაარჩენს
ამგვარ
მდგომარეობაში
ჩაყენებულ
იმპერიას
რღვევისა და
ქიმიურ
ელემენტებად
დაშლისგან?
ხალხში ხმაა
გავრცელებული,
რუსთ
ხელმწიფე ყოველდღე
კატლეტებს
მიირთმევსო,
შევაწყვეტინე
მე.
სასაცილოა?
სრულიადაც
არა, რადგან
ამ ჭორის
ამაფეთქებელი
ძალის
სიდიდეა
უცნობი. კატლეტების
ვერსია
ტახტის
მემკვიდრეს
არ შეუთხზავს,
ტახტის
მტრებმა
გამოიგონეს.
ხომ უნდა მივმართოთ
კონტრღონისძიებებს?
უნდა
მივმართოთ, და
ეს განა იმას
ნიშნავს, რომ
ჩვენი იმპერია,
როგორც თქვენ
ბრძანეთ,
მუშნი, უიმედო
ავადმყოფია?
არა, თქვენო
ბრწყინვალებავ.
ეგ ნიშნავს,
რომ იმ ზომით
არის
ავადმყოფი, რა
ზომითაც
ვიქნებით
იძულებულნი,
მივმართოთ
მაგ მეთოდს
პოლიტიკურ
ბრძოლაში.
ვართ
იძულებულნი?
სრულიადაც
არა!
იმპერია რომ
ავადმყოფი
იყო, ბევრს
ესმოდა, მაგრამ
ჩვენი
სამსახურის
კედლებში
ამის ლაპარაკი
მკრეხელობად
და სერიოზულ
დანაშაულად ითვლებოდა.
მუშნი
ზარანდიამ
თქმა
გამიბედა. მე
ვდუმდი,
შენიშვნის
მიცემაც არ
დამიპირებია!..
ამას გარდა,
ნათლად
ვხედავდი,
ზარანდიას
შესაძლებლობა
რომ
მისცემოდა,
სახნოვის
თაოსნობით
მთელ
სახელმწიფოში
დანერგილ ინფორმაციის
სამსახურს
ხელის ერთი
მოსმით მოსპობდა.
უკვე
დაკანონებული
ერთი
ინსტიტუტის
ლიკვიდაცია
უფრო ძნელია,
ვიდრე ხუთი
ახალი ინსტიტუტის
შემოღებადაკანონება.
არსებულ ვითარებაში,
ოფიციალური
გზებით და,
კერძოდ, თქვენთვის
ხმების
გავრცელების
სისტემის
ლიკვიდაცია
დაუძლეველ
ამოცანად
მესახება.
ზარანდიამ
დაინახა, რომ
შესაძლებელ
ომში ამხანაგად
და
თანამებრძოლად
შეყოლას არ
ვაპირებდი,
უკიდურესი განცვიფრება
გამოხატა და
მითხრა:
გრაფ, თქვენ
ვერ
მიმიხვდით.
მაგისთანა
საქმეებში
ჩარევა რა
ჩემოდენა
კაცის საქმეა!
ხვალ
პოლკოვნიკი
სახნოვი
ჩამოდის,
მუშნი, საუბრის
თემა
შევცვალე და
რეაქციას
დაველოდე.
ვიცი, გრაფ...
უდარდელად
მითხრა
ზარანდიამ.
პოლკოვნიკი
სახნოვი
თბილისს
ჩამოვიდა და
მის გარშემო
მყისვე ისეთი
ვითარება
შეიქმნა, რომ
სიმართლის
დადგენა თვით
ეშმაკს
გაუჭირდებოდა.
ორსახოვანი
მოვლენების
სამყაროში
გადავსახლდი.
თუკი რამ
ხდებოდა
სტარინკოვალსკის
ტრაგიკული
ეპიზოდის
გარდა,
ყველაფერში
ორი შინაარსი
იდო, ორივე
გონებამახვილი,
დამაჯერებელი,
მაგრამ
სრულიად
სხვადასხვა,
საპირისპირო
ბუნებისა.
ჩემი
გამოცდილებისა
და ზარანდიას
მუშაობის
მეთოდების
უაღრესი
ცოდნის
მიუხედავად,
არაერთგზისი
ანალიზი და
კარგა ხანი დამჭირდა,
რომ იმ
აბლაბუდაში
გავრკვეულიყავი,
ნამდვილი ყალბისგან
განმესხვავებინა.
ზარანდია სახნოვს
კაკანათების
რთული
სისტემით
დაუხვდა. ჭეშმარიტება
თვალს
მიფარებულ
ვითარებაში იყო
საძებნელი და
არა გარეგნულ
ეფექტებში.
საძებნელიმეთქი,
ვამბობ
იმიტომ, რომ
ჩემი ეჭვები
დადასტურდა:
ზარანდია
სახნოვის
საკითხებში,
ჯერ იყო,
ჩემთან
შეუთანხმებლად
მოქმედებდა
და როცა
ყველაფერი
გათავდა,
სრული
სიმართლე
თავისი პირით
არც მერე
მითხრა. ზოგ
რამეში
დღესაც არა
ვარ
დარწმუნებული,
ეს
ჭეშმარიტებაამეთქი,
ბევრზე
ვერაფერზე
დავიჟინებ.
ზარანდიას
უწინდელი
თანამდებობა
პოდპოლკოვნიკ
კნიაზევს ეჭირა.
მისი
განყოფილების
კურატორი
კვლავინდებურად
სახნოვი იყო.
კნიაზევი
სახნოვს
ჩვენთან
ერთად
დაუხვდა
სადგურში,
სტუმრობაზე
დაიყოლია და
მეორე
საღამოს
პეტერბურგელი
უფროსის
თბილისს
მობრძანება
და თავისი
ახალი თანამდებობა
ვახშმით
აღნიშნა
ვახშამზე
სახნოვს
გვერდში მადმუაზელ
დე ლამიე
მიუსვეს! იგი
კულაგინებმა მოიყვანეს,
რა თქმა უნდა,
კნიაზევებთან
წინასწარი
შეთანხმებით.
მათი
მიწვევით
სახნოვისა და
მადმუაზელ დე
ლამიეს
გაცნობადაახლოების
პროცესს,
უნებლიეთ,
თავიდან
ბოლომდე ვადევნე
თვალყური
ვესწრებოდი.
თავს ხომ არ
წავიყრუებდი,
და სიმართლეს
ვიტყვი, არც
ვცდილვარ,
თვალი
რისთვისმე
ამერიდებინა.
ის
სამოთხსაათიანი
არშიყობა
ჟანეტ დე
ლამიემ დიდი
ცბიერებითა
და უმაღლესი
ხელოვნებით
ჩაატარა.
ვახშამი დამთავრდა;
სახნოვმა
ჩემი ეტლით
ჯერ კულაგინები
მიაცილა
სახლამდე და
შემდეგ
თავისი გულის
ვარდი,
მეეტლის
ნაამბობის
თანახმად,
პოლკოვნიკს,
როგორც თვით
ეტლში, ისე დე
ლამიეს
სადარბაზოსთან,
უკიდურესი
აქტივობა
გამოუჩენია.
იგი კინაღამ
ძალით
შეჭრილა
ქალის ბინაში,
მაგრამ ჟანეტ
დე ლამიეს
მტკიცე
ხასიათი
გამოუმჟღავნებია,
აცუნდრუკებული
პოლკოვნიკი
როგორღაც დაუმშვიდებია,
სამი დღის
შემდეგ
კულაგონების
ოჯახში
ვახშამზე
შეხვედრა
აღუთქვამს და
ბუნდოვანი
ავანსის
ამარა
გაუსტუმრებია.
ამ ეპიზოდში
ყველაფერი
თავის
ადგილზეა და ნორმალურად
გამოიყურება.
ეგ არის,
მანამდე ქალბატონი
კნიაზევა
მადმუაზელ
ჟანეტ დე ლამიეს
მხოლოდ
მუშტრად
ერგებოდა...
ამას გარდა,
ესოდენ
მნიშვნელოვანი
პერსონის
პატივსაცემად
გამართულ
ვახშამზე და
საიდუმლო
პოლიციის
მესვეურთა
შორის კორსეტებით
მოვაჭრე
დიაცი,
მიუხედავად
საკმაოდ
რაფინირებული
საქციელისა,
ანსამბლიდან
ამოვარდნილ
მსახიობს
ჰგავდა. მე
არც ის დამრჩენია
გაუთვალისწინებელი,
რომ დაეჭვება
ჩემი პროფესიიდან
გამომდინარე
მოვალეობა და
თვისება იყო
და მაინც ალღო
არ მომეშვა,
ზარანდიას
ხელს
მკარნახობდა.
დილით მე მას
პირდაპირ
ვკითხე,
წუხანდელი კომბინაცია
რისთვის
შეადგინეთმეთქი.
ზარანდიამ
მხრები
აიჩეჩა,
მაგისი
არაფერი ვიციო,
ვახშმობის
პერიპეტიები
მაამბობინა და
თქვა:
კარგია. ეგ
ალიანსი,
შეიძლება,
რამეში გამოდგეს.
დასწყევლოს
ღმერთმა,
ისეთი
ლაპარაკი
იცოდა და ეს
ფრაზაც ისე
თქვა, რომ
დავეჭვდი
კიდეც იქნებ,
მართლა არა
იცის რამეთქი.
იმის
მიხვედრას რა
დიდი ჭკუა
უნდოდა, რომ
დე ლამიე
სახნოვზე იყო
მიჩენილი. რა
თქმა უნდა, მივხვდი,
მაგრამ არც აქ
მიმიღია
რაიმე ზომები.
ესე იგი,
პირდაპირ და
უყოყმანოდ
გავწირე დიდი თანამდებობის,
მეფის ოჯახთან
დაახლოებული
პირი. ეს
მხოლოდ იმას
ნიშნავდა, რომ
ღირებულებათა
გადაფასების
ჟამი დამიდგა,
შეთქმულების
მონაწილედ
ვიქეცი და,
ამასთან
ერთად, ჩემი
რწმენებისთვის
ეს სრულიად უცხო,
მიუღებელი,
დიამეტრალურად
საწინააღმდეგო
ვითარება
იმჟამად
არცთუ
მაინცდამაინც
მაღელვებდა.
ხელმძღვანელ
მოხელეთა
წრეებში იყო
(ვგონებ, ამჟამადაც
არის და,
ალბათ,
მომავალშიც
დარჩება)
ერთგვარი
ტიპის
მესვეურებზე
ამბობდნენ
მებრძოლი
კაციაო. ეს
ტერმინია და
გულისხმობს
ადამიანს,
რომელსაც
გამუდმებით
აწვალებს რწმენა:
«უკვე
მიღწეული
სტატუს კვო,
ჩემი ნიჭის
შეურაცხყოფა
თუ არა, ერთობ
მცირე და სათაკილო
შეფასება
არისო».
აქედან
გამომდინარე,
აღზევებისთვის
ბრძოლა ასეთი
ადამიანების
პერმანენტულ
მდგომარეობას
წარმოადგენს. მებრძოლი
კაცები
ხშირად
აღწევენ იმას,
რომ გამჭრიახი,
ენერგიული
პიროვნების
რეპუტაციას
იქმნიან,
მაგრამ
შემთხვევათა
უმრავლესობაში
მოწყვეტილი
ვარსკვლავის
ხვედრს
ინაწილებენ.
ასეთი
მაგალითები
მრავლად
მოიპოვება.
ამა თუ იმ პროცესისა
თუ ვითარების
ანალიზის
დროს და განსჯილიდან
დასკვნის
გამოტანაში
შედეგისოდენა
ძალა არც ერთ
არგუმენტს არ
გააჩნია. ამდენად,
დამარცხებულ
მებრძოლ
კაცებს,
პირადად მე,
შეზღუდულთა
თუ ნაკლულთა
რიცხვს
უყოყმანოდ
ვაკუთვნებ
ხოლმე.
ნიჭიერ,
სრულფასოვან
მოიერიშეს იმის
უნარი მაინც
უნდა ჰქონდეს,
რომ
მოწინააღმდეგის
საკონტრიერიშო
შესაძლებლობები
სწორად
შეაფასოს,
ბრძოლის
პროცესში
სიფრთხილის
ელემენტარული
ნორმების
დაცვის
აუცილებლობაზე
თუ აღარას
ვიტყვით,
შეფასების
უნარისა და,
მით უმეტეს,
სიფრთხილის
უქონლობა,
განა
შეზღუდულობას
არ ნიშნავს?
სახნოვმა
ცალკე მე,
ცალკე მუშნი
ზარანდიას, თუ
ორთავეს
ერთად,
პირველმა
გადმოგვიგდო
ხელთათმანი.
მოველოდი, რომ
თბილისში, ესე
იგი,
მოწინააღმდეგის
ბანაკში,
გაფაციცებულს,
თვით
სიფრთხილედ
ქცეულს
ვნახავდი სწორედ
პირიქით
მოხდა: თავი
ისე დაიჭირა,
ვითომ უკვე
მოგუდული
ვყავდით და
პეტერბურგში
მინისტრის თუ
არა, შეფის
სავარძელი
მაინც, დაბრუნებისთანავე
ჰქონდა
განაღდებული.
მოწინააღმდეგის
ძალთა
შეფასების
ცოტაოდენი
უნარი და
მინიმალური
სიფრთხილე
რომ
გამოეჩინა,
იქნებ, აღარც
წაქცეულიყო...
პოლკოვნიკმა
კულაგინების
ვახშმამდე
ვეღარ
მოითმინა,
ადიუტანტის
ხელით
მადმუაზელ ჟანეტ
დე ლამიეს
ბარათი
გაუგზავნა:
კნიაზევებთან
ყოფნისას
უნიკალური
ხალიჩის
თაობაზე რომ
ელაპარაკეთ
და აღმითქვით,
მიგიყვანთ, გაჩვენებთ,
თუ
მოგეწონებათ,
შედარებით
იაფადაც
გაყიდვინებთო,
სიტყვა
სიტყვაა და
დანაპირები
დღესვე უნდა
შემისრულოთო.
ჟანეტ დე ლამიემ
დასტური
შეუთვალა,
მაგრამ
დაუყოვნებლივ
კი არ იხმო
ხუთ საათზე
მობრძანდითო,
და ამას ზევით,
სანამ
ჩაცმადახურვასა
და
გამოკეკლუცებას
მორჩებოდა,
კიდევ ერთი
საათი თავისი
ბინის
სასტუმრო
ოთახში
აყურყუტა
შეყვარებული პოლკოვნიკი.
ადიუტანტის
გაგზავნის
შემდეგ, ანუ
შუადღიდან
მოკიდებული,
საღამოს
შვიდის
ნახევრამდე, სახნოვს
ლოდინმა
ამოჰხადა
სული. ისღა ასულდგმულებდა,
რომ ერთი
გასროლით ორ
კურდღელს
მოინადირებდა
სატრფოს
ნახავდა, რაც
თავისთავად
ხვაშიადის
აღსრულების
პერსპექტივა იყო,
და,
პეტერბურგელი
კოლექციონერების
გულგასახეთქად,
დიდი მოღულის
ხალიჩასაც
დაითრევდა.
ჰაჯისეიდმა
პოლკოვნიკი
სახნოვი და
მადმუაზელ ჟანეტ
დე ლამიე, რა
თქმა უნდა,
პირადად
მიიღო. ყავის
მირთმევისა
და მცირედი
მუსაიფის
შემდეგ დიდი
მოღულის
ხალიჩა
გაშალეს.
ეფექტმა მოლოდინს
გადააჭარბა.
სახნოვი
აფოფინდა,
წონასწორობა
დაკარგა.
სპარაპეტას
მოპარული ნივთი
ოცდაათ
ათასად იქნა
დაფასებული.
პოლკოვნიკმა
ვაჭრობას
მიჰყო ხელი,
მაგრამ,
როგორც
გამოირკვა,
მხოლოდ
იმისთვის, რომ
ამ საგანთან
ყოველნაირი
ურთიერთობა
უდიდეს
სიამოვნებას
ჰგვრიდა და,
ამასთან
ერთად,
სულიმწარედ
უნდოდა, სერიოზული
მყიდველისა
და
კოლექციონერის
კომპეტენტურობა
გამოემჟღავნებინა,
თორემ არც ოცდაათი
ათასი ჰქონდა,
თურმე, და არც
ამ თანხის
მესამედი.
ჰაჯისეიდმა
ხუთი ათასი
ჩამოაკლო,
აქედან ფეხი
აღარ
მოიცვალა.
პოლკოვნიკმა
თქვა, ხვალ მოვალ,
მოლაპარაკება
განვაგრძოთო,
და უკიდურესად
აღრეულმა
დატოვა ფირმა.
მართლაც
საშინელ
დღეში იყო
პოლკოვნიკი:
აქედან ქალი,
რომელიც,
სახნოვის
აზრით, მხოლოდ
იმაზე ფიქრობდა,
რომ ხელიდან
როგორმე
დასხლტომოდა
და წასულიყო.
იქიდან დიდი
მოღულის
ხალიჩა,
რომელიც
მთელი თავისი
გრანდიოზული
მიმზიდველობითა
და სიმძიმით
დააწვა
კოლექციონერის
აკაწკაწებულ
საღერღელს...
მაგრამ
სახნოვს
პრიმიტივის
ინსტინქტმა
უკარნახა,
ორივე დარდის
ერთი გასაღები
ისევ
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიესთან
დაახლოებაში
დევსო, თუმცა,
ისიც
შესაძლებელია,
რომ გულის
გადაყოლების
საჭიროება
იგრძნო. ასე
იყო თუ ისე,
მიჯნურებმა
რესტორანში
მოიკალათეს.
იმ საღამომ,
სახნოვის
აზრით,
თითქმის ფუჭად
ჩაიარა,
რადგან იგი
ამურულ
სიახლოვეს
ეძებდა, ხოლო
ჟანეტ დე
ლამიემ ამას
გაამხანაგების,
დაძმაკაცების
ტაქტიკა
დაუპირისპირა.
მართალია,
პოლკოვნიკს
იმ ღამეს
არაფერი ერგო
თავისი
ქალბატონის
სახლამდე
მიცილებისა
და გამომშვიდობებისას
ხელზე კოცნის
მეტი, მაგრამ
სასტუმროში
დაბრუნებულს
ისეთი
გრძნობა
ეწვია, რომ
კეთილის
მსურველი და,
იქნებ,
ერთგული
მეგობარიც კი
შეიძინა,
ამასთან
დაკავშირებით,
მის სულში
აკვარიუმის
ოქროს თევზის
ფარფლივით შეირხა
ბუნდოვანი
სასოება. ეს
მშვენიერი არსება,
ბოლოს და
ბოლოს, არა
მარტო
სარეცლის განცხრომას
მოუტანდა,
არამედ დიდი
მოღულის
ხალიჩის საქმესაც
დააშველებდა
თავის
მადლიან
ხელს... ზემოთქმული
მეორე დღეს
დილით თვით
მუშნი ზარანდიამ
მაცნობა. ისიც
დასძინა, რომ
სახნოვისა და
დე ლამიეს
შეხვედრა
დღესვე,
შუადღის ხანს
კვლავ უნდა
შემდგარიყო,
მაგრამ აქაც
ყველაფერზე
დაიბანა ხელი,
მე არაფერ
შუაში ვარო.
გამეცინა.
თქვენო
ბრწყინვალებავ,
მე მხოლოდ
შევქმენი გარემო,
რომელშიც
ადამიანები
საგნებისა და სიტუაციების
მიმართ
დამოკიდებულებებს
თავისით
აყალიბებენ.
მიაქციეთ
ყურადღება,
გრაფ,
მემეთქი,
ვამბობ, და
არა ჩვენ.
იმის თქმა
მსურს, რომ
შედეგებზე
მხოლოდ მე
ვაგებ პასუხს,
თუ საერთოდ
იქნება
რაიმეზე
პასუხისგება
საჭირო.
ახლა ის უნდა
გამეანალიზებინა,
თუ რამდენად შესაძლებელი
იყო, რომ
ზარანდიას
მხოლოდ მახეები
დაეგო და მის
ხელწაუშველებლად
იმ გარემოში
მოქმედ
ადამიანებს,
სახელდობრ, ის
ეკეთებინათ,
რაც
ზარანდიას
ესაჭიროებოდა.
დასკვნა
ასეთი მივიღე:
ზარანდიას
მხოლოდ ჟანეტ
დე ლამიესგან
შეეძლო
სცოდნოდა, თუ
რა ხდებოდა.
მაშასადამე,
კონტაქტიც
ჰქონდა
მასთან. პრინციპში,
გამორიცხული
არ იყო, რომ
ზარანდია
მხოლოდ
ისმენდა და
არავითარ
მითითებებს არ
აძლევდა ქალს.
მაგრამ რა
აზრი უნდა
ჰქონოდა ასეთ
ურთიერთობას?
თუკი ხელში
ჩაიგდე მაშინ
აკეთებინე
კიდეც!
ზარანდია ის
კაცი იყო, რომ
ამოდენა
შრომის ფასად
შექმნილი
ვითარება თვითდინებაზე
მიეშვა?..
მახსოვს, ამ
ეპიზოდის
გამო
გავიფიქრე,
რომ ზარანდიას
სულ მცირე
შეცდომას
საერთაშორისო
სკანდალი
შეიძლებოდა
წარმოეშვა,
მეფის ოჯახი
გასვრისა და
გალანძღვის
შესაძლებლობის
წინაშე იდგა.
აქაც
გაჩუმება
ვარჩიე.
იმ საღამოს
კულაგინებს
ვახშმად უნდა
ვწვეოდით.
წინადღით,
ოთხზე თუ
ხუთზე,
ზარანდიამ
დამირეკა,
მოსვლის
უფლება
მთხოვა.
მობრძანდითმეთქი.
შემოვიდა და
მითხრა:
თქვენო
ბრწყინვალებავ,
პოლკოვნიკმა
დიდი მოღულის
ხალიჩა იყიდა.
ოცდახუთი
ათასი მანეთის
თამასუქი
ჰაჯისეიდს
მადმუაზელ
ჟანეტ დე ლამიემ
მისცა!
რატომ
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიემ.
სახნოვს
ფული არ
ჰქონდა, დე
ლამიესგან
ისესხა.
ის ახირებული
ხალიჩა
იმთავითვე
ძარღვებს მიშლიდა.
შემექმნა
აზრი, რომ
ზარანდია
ვეშაპს ბარჯით
კი არა,
სათამაშო
მშვილდისრით
უპირებდა
დაკოდვას...
მუშნი, ნუთუ
გგონიათ, რომ
ნაქურდალი
ხალიჩის
შესყიდვის
ინკრიმინაცია
სახნოვისთანა
ძლიერ კაცს
რამეს
დააკლებს?
არა მგონია!
მაგით უბნის
პოლიციელსაც
კი ვერაფერს
დააკლებს
კაცი. სხვათა
შორის, არც
მაქვს ამოცანად
დასახული,
სახნოვს
რაიმე
დავაკლო. პოლკოვნიკი
თვითონ
ებრძვის
თავის თავს.
მაშინ, არ
მესმის, რა
უნდა
მოიტანოს მაგ
ხალიჩის
გარშემო
წამოწყებულმა
ფაფხურმა!
უკვე მოიტანა,
გრაფ...
ზარანდიამ
ფურცელი
გამომიწოდა. აი,
ექსპერტიზის
დასკვნაც
ხელწერის
იგივეობაზე.
ინებეთ.
ექსპერტიზის
დასკვნის
გამოსართმევად
გაწვდილი
ხელი ჰაერში
გამიშეშდა
ფურცელს ვეღარ
მოვწყვიტე
თვალი...
გონს მოვეგე,
პირჯვარი
გადავისახე,
ექსპერტიზის
დასკვნას
ვეცი,
გადავიკითხე;
ეს
ინსტინქტური,
ქვეცნობიერი
ნაბიჯი იყო და
ნიშნავდა
იმას, რომ ჩემს
არსებაში
იმედის
ნაპერწკალმა
იფეთქა, იქნებ,
არ არის
მართალი,
იქნებ,
ნაყალბევიამეთქი.
ის, რაც
წაკითხვის
შემდეგ
განვიცადე,
ჩემი თავშეკავებისა
და
თვითფლობის
უნარს აღემატებოდა.
შეუძლებელია!
ზარანდია
სდუმდა.
აქღა
გამიცნობიერდა
სულის
რომელიღაც
კუნჭულში
მიჩქმალული
ქვეშეცნეული
აუცილებლობა,
რომ,
უპირველესად
ყოვლისა,
დამშვიდება
იყო საჭირო.
ავდექი, ცოტა
ხანს ვიარე,
მაგიდას დავუბრუნდი,
ისევ
ჩაეიკითხე
ტექსტი.
გერმანულად
ეწერა:
«მივიღე
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიესგან
ოცდახუთი
ათასი რუსული
მანეთი.
პოლკოვნიკი
სახნოვი»
(თარიღი).
ჟანდარმერიის
პოლკოვნიკმა
სახნოვმა,
ჩავილაპარაკე
მცირედი
დუმილის
შემდეგ,
შეფის მოადგილემ,
საგანგებო
საბჭოს
წევრმა, დიდი
მთავრის
ნათლულმა
მიიღო
ოცდახუთი
ათასი რუსული
მანეთი
ავსტროუნგრეთის
ჯაშუშისგან
ფროილაინ
ჟანეტ დე
ლამიესგან...
ღმერთო ჩემო!
ღმერთო ჩემო!
ღმერთო ჩემო!
ეს სკანდალია,
ეს მისი უდიდებულესობის
საერთაშორისო
კომპრომეტაციაა!..
მუშნი საიდან
გაქვთ ეს
ხელწერილი?!
ჰაჯისეიდმა
გადმომცა.
ჰაჯისეიდს
რატომ უნდა
ჰქონოდა ეს?
მადმუაზელ
დე ლამიე
ინფორმაციის
ვენაში გადასაგზავნად
ჰაჯისეიდის
არხებით
სარგებლობს...
თავი
დაანებეთ
ზღაპრებს!
თქვენი
ინსპირირებულია
ყველაფერი
რაც სახნოვის
გარშემო ხდება!
ეგრეც რომ
იყოს, მე
მაინც ისე
უნდა
ვილაპარაკო, როგორც
ვლაპარაკობ.
მაგრამ, გრაფ,
საინტერესო
ის არის, რომ
ყველაფერი
სწორედ ისეა,
როგორც
ვლაპარაკობ.
როგორ, თქვენ
დე ლამიესთან
პირადი
კონტაქტი არ
დაგიმყარებიათ?
ჯერ არა, ზეგ,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
პორუჩიკ
სტარინკოვალსკისთან
მისი
დაპირისპირების
წინაღამეს
დავამყარებ
პირად
კონტაქტს.
ხვალინდელი დღე,
უკეთ ვთქვათ,
კულაგინების
ვახშამი მჭირდება.
ეს საქმე,
ყოველ მიზეზს
გარეშე,
თექვსმეტამდე
უნდა მორჩეს.
ჩვიდმეტში
პაემანი მაქვს
სამეგრელოში,
დათა
თუთაშხიასთან...
მომითმინეთ...
საიდან იცით,
თუ რა ხდება
სახნოვსა და
დე ლამიეს
შორის, როცა
ისინი
მარტონი
არიან?
ჰაჯისეიდისგან,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
და ქალბატონ
ტერეხოვასგან.
ეს
მანდილოსანი
მეტად
ნიჭიერი
აღმოჩნდა.
ბატონო
ზარანდია, მე
მსურს და
მოვალე ვარ,
ვიცოდე
ყველაფერი!
თქვენო
ბრწყინვალებავ,
თქვენ იცით
სწორედ იმდენი,
რამდენიც მე.
ეს უკვე
მომხდარს
ეხება. ხოლო
თუ რა არის
მოსალოდნელი,
ანუ ვარაუდით
რა უნდა
დაგვრჩეს
ჯამის ხაზს
ქვეშ მზად
ვარ, მო
გახსენოთ.
ბრძანეთ... და
უზღაპრებოდ
თუ შეიძლება!
გრაფ,
სიცილით
მითხრა
ზარანდიამ,
თქვენ სრული
უფლება გაქვთ,
დაეჭვდეთ
ჩემს
სიმართლესა
და
გულახდილობაში,
მაგრამ
არავითარი
საფუძველი არ
გაგაჩნიათ, ეჭვი
შეიტანოთ
ჩემს
ერთგულებაში!..
მუშნი,
ადამიანები,
ხშირად ხდება,
მათგან მოულოდნელ
თვისებებს
ამჟღავნებენ
ხოლმე. განაგრძეთ!
ზარანდიამ
თავი
სინანულით
დააქიცინა და
თქვა:
ლიკვიდირებული
იქნება
ავსტროუნგრეთის,
ირანისა და
თურქეთის
საჯაშუშო
რეზიდენტურები
და ქსელები.
აღიკვეთება
ყოველ
შემთხვევაში,
დროებით
მაინც, თურქთა
პანისლამისტური
მოქმედება
ჩრდილოეთ
კავკასიაში.
ჩვენს დაზვერვას
შეემატა თითო
გამოცდილი
აგენტი ჟენევაში,
თეირანში,
რომში.
სამსახურიდან
გადადგება
პოლკოვნიკი
სახნოვი და
გადადგომის
ნამდვილი
მიზეზი ჩვენ
ორის მეტს
არავის
ეცოდინება.
რეორგანიზებულ
იქნება ან
სრულიად
გაუქმდება
ხმების გავრცელების
სამსახური.
დიდი მოღულის
ხალიჩა
პატრონს
დაუბრუნდება
და პოლკოენიკ
გლებიჩს
დაენიშნება
ახალი
ადიუტანტი...
მართალია,
ჩემს ნათქვამში
ზოგი რამ,
ჯერჯერობით,
მხოლოდ
ვარაუდია, მაგრამ
ეს ვარაუდი
ფაქტად უნდა
იქცეს, თორემ
თქვენ ჯვარი
გწერიათ და,
მე იქნებ,
ციმბირშიც ამოვყო
თავი, თუ
ყარაისმაილმა
და მოლებმა მეტეხის
ციხეშივე არ
მოასწრეს
ჩემი დახრჩობა!
ზარანდიამ
გულიანად
გაიცინა.
ჩემი
მოადგილის
სიტყვებში,
თითქოს, ახალი
არაფერი იყო,
მაგრამ ამ
სრულიად
ფანტასტიკურმა
პერსპექტივამ
მაინც
გამაბრუა
ალბათ, იმიტომ,
რომ ასე ერთად
და ყველაფერი
ლამის სისრულეში
მოყვანილი,
მაშინ
პირველად
წარმოვიდგინე.
ეს გრანდიოზული
რამ იყო!