გრაფი სეგედი
ზარანდია
დაღესტნიდან
დაბრუნდა.
გამოუძახებლად
შემოვიდა.
ხალხი მყავდა,
შეატყო, მალე
ვერ
მოვიცლიდი;
ჩემთან
ვიქნებიო,
მითხრა და გავიდა.
ისე
კმაყოფილი,
გახარებული
და სახეგაბრწყინებული,
ჩვენი
თანამშრომლობის
მანძილზე,
სიმართლეს
ვიტყვი,
არასოდეს
მინახავს.
მართალია,
ჰქონდა კიდეც
სასიხარულო
ჩამოიყვანა
ყარაისმაილი
და ოთხი მოლა
პანისლამიზმის
ხუთი აგენტი,
თურქთა
ძირგამომთხრელი
მოქმედების
ორგანიზატორები.
მაგრამ ამაზე
გონებამახვილ,
უფრო
მნიშვნელოვან
საქმეებში
გამარჯვებულიც
მინახავს
მუშნი ზარანდია
და ასე
ბედნიერი კი
არასოდეს.
ყველა ერთად,
ცხვრებივით
ჩამორეკა.
ხუთივე ერთ
საკანში
მოათავსა. ეს
კი იმას
ჰგავდა, რომ
მათი
ურთიერთგამხოლოება
ან იმთავითვე
ვერ მოხერხდა,
ანდა უკვე საჭირო
აღარ იყო.
დაღესტნური
ოპერაციისა
ამის მეტი,
თითქმის, არა
ვიცოდი რა და
ვღელავდი.
რაღაც
საქმეების
მსვლელობაზე
ვთათბირობდით.
თავიდან ვერ
მოვიცილე
ფიქრი, თუ რით
იყო გამოწვეული
ზარანდიას
ესოდენ კარგი
გუნებაგანწყობილება.
როგორც იყო,
განვთავისუფლდი,
მუშნი
ზარანდიას
დაუყოვნებლივ
ვუხმე და მოადგილეების
თანდასწრებით
მისი
მივლინების
შედეგები მოვისმინე.
ზევით ვთქვი,
ზარანდიამ
საეჭვო პირთა
სიაში ექვსი
კაცის
გვარსახელთან
წითელი
წერტილები
დასვა, ოთხი
ამათგანი
რეზიდენტიაო,
განაცხადა და
ასეთი
ჰიპოთეზა
მთელ გეგმას
დაუდო საფუძვლად.
ეს
ინტუიციური
დასკვნა იყო.
თუ გეგმას,
როგორც
აუცილებელი
პირობა და
წესი,
რეალური,
შემოწმებული,
არაერთხელ
დადასტურებული
მასალა არ
უდევს
საფუძვლად,
ზედნაშენი
როგორღა
იქნება
საიმედო?
მუშნი
ზარანდიას ჰიპოთეზაზე
აგებული
თუნდაც
გენიალური
გეგმა და მისი
განხორციელება
საეჭვო
ღირსების მოქმედებას
წარმოადგენდა.
ხელმძღვანელობის
თათბირზე იმ
გეგმის
რეალურობა
ერთხმად იყო
უარყოფილი, მაგრამ
მისი
სისრულეში
მოყვანა
მაინც სანქცირებულ
იქნა სამი
მოსაზრებით:
ერთი, რომ
ყალბი
თუმნიანებით
ჟონგლიორობა
შესაძლებლობას
ქმნიდა
თურქეთიდან
გამოგზავნილი
ფულის მიმღებები
დაგვეპატიმრებინა,
როგორც ყალბი მონეტების
გამავრცელებლები.
ამით ჩვენ,
სხვა რომ არა
იყოს რა,
ძირგამომთხრელ
ქსელში
აღრევას
შევიტანდით,
მის
ნაწილობრივ
პარალიზებას
მაინც მივაღწევდით.
ცოტაოდენი
იმის იმედიც
იყო, რომ ამ მიზეზით
დაპატიმრებულთაგან
ერთერთი
მაინც თურქეთთან
კავმირშიც
გამოტყდებოდა
და მაშინ კი
მთელი საქმის
გახსნაც უნდა
მოხერხებულიყო.
მეორე
არგუმენტი,
რამაც გეგმის
განხორციელების
ნებართვა
განაპირობა,
ის იყო, რომ
მუშნი ზარანდიას
ურყევი
ავტორიტეტი
გვაწვებოდა
და გვთრგუნავდა.
მართალია,
თვით
ზარანდიას
ჩვენი
თანხმობის
მისაღებად
თავისი ეს
კაპიტალი
არასოდეს და
არანაირ
ვითარებაში
არ
გამოუყენებია,
მაგრამ
კაპიტალი, ასე
ვთქვათ,
დამოუკიდებლად
არსებობდა,
გვაიძულებდა,
ანგარიში
გაგვეწია მისთვის.
მესამე სხვა
გეგმა არ
გაგვაჩნდა და
ამოცანის
დაძლევისთვის
რაიმე ახალი
გასაღების
გამოძებნასაც
არუჩანდა
პირი. ერთი
სიტყვით, გეგმა
აგებული იყო
ექვსი
ეჭვმიტანილი
პირიდან
ოთხის
შესაძლებელ
მხილებაზე და
ამიტომ შემდეგნაირად
განხორციელდა:
ყოველ
მათგანზე
მიჩენილ იქნა
კაცი, რომლის
მეშვეობით
ყარაისმაილის
გამოჩენა და
სტუმრობა
სათანადო
ოპერატიული
ჯგუფისთვის
დაუყოვნებლივ
ხდებოდა
ცნობილი. შემდეგ,
ყარაისმაილის
წასვლისა და
იმ ადგილიდან
საგრძნობი
მანძილით
გაშორების
მერე ეჭვმიტანილი
პირის სახლში
ეწყობოდა
ჩხრეკა და
ყალბი ფულის
აღმოჩენასთან
დაკავშირებით
მის მფლობელს
აპატიმრებდნენ.
მიღებულ იქნა
ზომები
იმისთვისაც,
რომ
დაპატიმრებულთა
ოჯახის
წევრები
დეზორიენტირებული
ყოფილიყვნენ
მათი პატიმრის
შემდგომი
ადგილსამყოფელის
გამო. მაგალითად,
აჩხოიმართანში
აყვანილი
კაცის ოჯახს
უთხრეს,
გროზნოში
დასაკითხად
მიგვყავს და ხვალზეგ
შინ
დაბრუნდებაო.
ნამდვილად კი
ვლადიკავკაზს
წაიყვანეს,
იქაურ
საპყრობილეში
მოათავსეს. ხუნზახტში
იმავე ხერხით
დაპატიმრებულზე
ითქვა,
პეტროვსკპორტში
მიგვყავსო.
ნამდვილად გროზნოში
ჩაიყვანეს და
ასე შემდეგ.
თვით ყარაისმაილს,
რა თქმა უნდა,
საკუთრივი და
საგანგებო
თვალთვალი
მოუწყეს და
აქაც არ
დარღვეულა
გეგმის
მსვლელობა:
თემირხანშურიდან
ნახევარი
საათის
სავალზე იგი
გაჩხრიკეს,
რაც რამ
ებადა, ყველაფერს
ერთ ტომარაში
მოუყარეს
თავი და თემირხანშურისავე
საპყრობილეში
მიიყვანეს. მან
ვერაფრის
გადამალვა ან
გადაგდება
ვერ შეძლო.
ამას
გადამწყვეტი
მნიშვნელობა
ჰქონდა.
ამგვარად,
პროგრამამინიმუმი
შესრულებული იყო,
მაგრამ მუშნი
ზარანდიას
დაღესტნისკენ
ვადაზე ადრე
გულმა სწორედ
იმიტომ
გაუწია, რომ
ალღომ გეგმის
მთავარი
ნაწილის
ჩაგდების
საფრთხე უკარნახა.
იგულისხმება
რაიმე საბუთი,
ნივთიერი
მტკიცება ან
მითითება
იმაზე, რომ
ფულის მიმღებებმა
იცოდნენ, რაში
მიიღეს და
ვისგან მიიღეს
ის ფული.
ცხადია,
არავინ ელოდა,
რომ ასეთი
მტკიცება
ხელწერილისა
თუ თამასუქის
სახით ჩაგვივარდებოდა
ხელში და ასე
არც მომხდარა,
მაგრამ
ზარანდიას
სწამდა, რომ
ყარაისმაილისგან
ჩხრეკის
შედეგად
ჩამორთმეულ
საგნებში
დასტურის
რაიმე კვალი
უნდა
უეჭველად
აღმოჩენილიყო,
თუკი,
ვიმეორებ,
თურქები
საერთოდ
მოითხოვდნენ
ხოლმე
დასტურს.
თემირხანშურს
მისულმა
მუშნი
ზარანდიამ ოპერაციის
ხელმძღვანელის,
შტაბსკაპიტან
ლენიოვის
ნაამბობი
მოისმინა,
ზოგი რამ
დააზუსტა და
ყარაისმაილისგან
ჩამორთმეული
საგნები
მოითხოვა.
ყველაფერი
შემოწმებული
და შესწავლილია,
თქვენო
მაღალკეთილშობილებავ,
მოახსენა
ლენიოვმა და
უნტეროფიცერი
ყარაისმაილის
ჩიხომახოიანი
ტომრის
მოსატანად გაგზავნა.
როგორი
ამოცანით, რა
თვალსაზრისით
შეამოწმეთ?
როგორც
თქვენ
ბრძანეთ, ისე.
ანუ?
ფულის
მიღების
ნიშანს,
დასტურს
ვეძებდი.
რა
პრინციპით?
ნიშანი უნდა
როგორმე
ამბობდეს, რომ
სახელდობრ
ამა და ამ
კაცის
დასტურია...
ხელმოწერასავით
რამ უნდა
იყოს, რომ
თურქებმა
თავის ნიმუშს
შეადარონ.
ვერაფერი
აღმოვაჩინე.
მგონი, რომ მანდ
მსგავსი
არაფერია,
ლენიოვმა
იმწუთას შემოტანილ
ტომარას მიათითა.
ზარანდიას
ერთი სული
ჰქონდა,
ხელახლა
შეემოწმებინა
ლენიოვის
მიერ
გადათვალიერებული
ნივთები. ეგ
იყო, მოერიდა,
უნდობლობაში!
პროფესიული
ტაქტის
დარღვევაში
არ
ჩამორთმეოდა
ეს საქციელი
და გაიფიქრა,
დროებით თავი
უნდა შევიკავოო.
წამოყარეთ!
უთხრა მან
უნტეროფიცერს.
უნტეროფიცერმა
ტომარა
მაგიდაზე
გადმოცალა.
რა აცვია
დაპატიმრებულს?
იკითხა
ზარანდიამ,
როცა
მაგიდაზე
ყარაისმაილის
ტანსაცმელს ვერ
მოჰკრა თვალი.
ჩოხაახალუხი...
საგულდაგულოდ
არის
გაჩხრეკილი.
ზარანდია
დაფიქრდა და
ცოტა ხნის
შემდეგ ერთი
ხელი საცვალი
და ქოშები ან
სხვა რამ
ფეხსაცმელი
მოითხოვა.
უნტეროფიცერი
კაპტენარმუსთან
წავიდა.
ფული
ჩამოართვით?
დიახ.
ქაღალდის
კუპიურები
არის?
არის.
სერგეი
ივანიჩ მოდით,
ასე მოვიქცეთ:
თქვენ ხელახლა
გულდასმითა
და
ყურადღებით
გადაათვალიერეთ
ფულები. იქნებ,
ზედ რაიმე
წარწერები,
ნიშნები ან
ანაბეჭდები
აღმოჩნდეს. მე
ყარაისმაილის
დამუშავებას
შევუდგები.
დასწყევლოს
ღმერთმა, არ
შეიძლება,
სადმე რაიმე
კვალი არ
არსებობდეს!..
თავისუფალი
საკანი არის?.
როგორ არა.
ლენიოვმა
პორტფელიდან
ლუპა და ჩამორთმეული
ფული ამოიღო,
საქმეს
შეუდგა.
საცვალი და
ახალთახალი
ჩექმები
მოიტანეს. ზარანდიამ
ვახმისტრს
უთხრა:
გაიხადოს
ყველაფერი,
მთლად
გაშიშვლდეს.
ეგ საცვალი და
ჩექმა
ჩაიცვას.
გახდასა და
ჩაცმას არ
დაესწროთ;
იქნებ,
კედლებსა და
ჭუჭრუტანებში
რაიმეს
დამალვა
მოისურვოს
დავაცადოთ.
ათიოდე წუთის
შემდეგ სხვა
საკანში
გადაიყვანეთ
და მისი
ტანისამოსი
აქ მომიტანეთ.
ვახმისტრი და
უნტეროფიცერი
ბრძანების
შესასრულებლად
წავიდნენ.
ზარანდიამ
გაზეთი გაშალა,
კითხვას
შეუდგა.
შემთხვევებსა
და ქრონიკას
მორჩა და
ყარაისმაილის
ტანისამოსიც
მოიტანეს.
ყველა
გვირისტი და
ნაკერი
საგულდაგულოდ
იქნა შემოწმებული.
არაფერი
აღმოჩნდა.
წამოიღეთ
მისი
ტანისამოსი,
წამიყვანეთ
მის საკანში,
თქვა
ზარანდიამ.
საკანი,
რომელიც
ყარაისმაილს
ის იყო დაატოვებინეს,
დიდი
რუდუნებით და
დაწვრილებით
იქნა
შესწავლილი,
არც იქ
აღმოჩნდა
რაიმე
საგულისხმო.
გამოდიოდა,
რომ ყარაისმაილზევე
იყო
საძებნელი.
ყველაფერი
სწორია,
ჩაილაპარაკა
ზარანდიამ,
როცა საკნის
შესწავლას
მორჩა, აქ არც
უნდა იყოს
რამე...
დაყარეთ
ტახტზე მისი
ტანისამოსი. ახლა
წავიდეთ და
ყარაისმაილი
ამავე საკანში
დავაბრუნოთ,
მაგრამ
სრულიად
შიშველი.
უნტერ, დარჩით
აქ და სანამ
ჩაცმას
შეუდგებოდეს,
შიშველი
გაჩხრიკეთ.
ხომ გესმით,
რასაც
ნიშნავს
შიშველი
კაცის კარგად
გაჩხრეკა?
დიახ, თქვენო
მაღალკეთილშობილებავ,
როგორ არ უნდა
მესმოდეს!
ყარაისმაილს
უბრძანეს,
გაშიშვლებულიყო,
საკნიდან დედიშობილა
გამოიყვანეს
და ძველი
ადგილსამყოფლისკენ
გაიგდეს. ასე,
სამოცდახუთისა
იქნებოდა,
ბებრულად
მიდიოდა. ცალ
ხელს შაჰ
ჰოსეინ, ვაჰ
ჰოსეინის
რიტუალით
დასახიჩრებულგამეჩხერებულ
თავზე
ისვამდა,
მეორეში
განბანვისთვის
განკუთვნილი
პატარა
სპილენძის
სურა ეჭირა.
მუშნი
ზარანდიამ
ყურები
ცქვიტა
ვახმისტრს ყურში
ჩასჩურჩულა:
თავს
დაადექით, ისე
ჩაიცვას.
თვალი არ
მოაშოროთ,
სანამ მოვალ.
შედეგი არც
ახალ საკანში
დატოვებული
საცვლებისა
და ჩექმების
გასინჯვამ
მოიტანა. ზარანდიამ
ხელი ჩაიქნია,
ყარაისმაილის
ძველ საკანში
შევიდა. პატიმარი
უკვე ჩაცმული
იყო, ტახტზე
იჯდა.
წამოიყვანეთ
დაკითხვაზე!
ბრძანა
ზარანდიამ.
პატიმარი
ადგა,
კარისკენ
გამოემართა.
სურა არ
მოგაქვთ?
ჰკითხა
ზარანდიამ.
ყარაისმაილმა
კუთხისკენ
გაიხედა და
მიუგო:
იყოს, იქ რაში
გამომადგება.
გამოგადგებათ,
წამოიღეთ!
ყარაისმაილი
წამით
გაინაბა, მერე
მხრები აიჩეჩა,
თავი
გადაიქნია, რა
მენაღვლებაო,
და სურა
წამოიღო.
მუშნი
ზარანდია
ფეხდაფეხ
მიჰყვა, სურას
მიჩერებოდა...
მან უკვე
დანამდვილებით
იცოდა, რომ
დასტურის
ნიშანი
სურაში უნდა
ყოფილიყო.
ლენიოვის
კაბინეტში
შევიდნენ,
ზარანდიამ
ყარაისმაილს
სკამი მიუდგა,
დაბრძანდითო,
სურა
გამოართვა,
წყალი
ხელსაბანის
ნიჟარაში
ჩაცალა,
დაათვალიერა,
რატომღაც
თავი დააქნია,
ყარაისმაილს
დაუბრუნა და
უთხრა:
გახსენით!
სურის
პატრონმა
ხელები
გაასავსავა,
არაფერი
გამეგება, რას
მეუბნებითო.
მოხსენით
სურას
ფსკერი!..
ყარაისმაილი
გაფითრდა,
მკვდრისფერი
დაედო.
მოხსენით!
მშვიდად
გაუმეორა
ზარანდიამ.
ვერ ვიცი...
ჩემი არ არის...
ზარანდიამ
გაიღიმა.
სურას ორმაგი
ფსკერი
აღმოაჩნდა.
სადგამი რგოლი
ხრახნილით
უერთდებოდა
კორპუსს.
ფსკერებს
შორის
ქაღალდი იყო
ჩატანებული.
ქაღალდს
ერბოში გახსნილი
მურით
შესრულებული
ოთხი
ანაბეჭდი ჰქონდა
დაპატიმრებული
რეზიდენტების
მარჯვენა
ფეხის ცერის
ანაბეჭდები.
ლენიოვს
რაღაც ხმა
აღმოხდა და
თავში ისე
გამეტებით
ითხლიშა ხელი,
რომ
დაბუყუნებაზე
დერეფნიდან
უნტეროფიცერმა
შემოიხედა,
მაგრამ
საბოლოო
ჯამში
ლენიოვს ამ ოპერაციამ
მაიორის
რიგგარეშე
ჩინი და ორდენი
მოუტანა.
საჭოროდ
მიმაჩნია,
ერთი
მოსაზრება
მოვიყვანო. ამ
ჩანაწერების
დასაწყისში
ვიხმარე გამოთქმა
იღბლის
ელემენტი არც
ერთ საქმეში
არ არისმეთქი
გამორიცხული.
განა
შემთხვევითობას
უნდა
მიეწეროს, რომ
მუშნი
ზარანდიამ დაღესტნის
ჟანდარმერიის
მასალების
შესწავლის
შემდეგ, ექვს
გვარს წითელი
წერტილები დაუსვა,
ოთხი
ამათგანი
თურქეთის
რეზიდენტიაო,
თქვა და, რომ
მართლაც, ასე
აღმოჩნდა? ან,
იქნებ, იმის
გამოც
შეიძლება
ითქვას, მე
რომ სამი დღით
ადრე
დავბრუნდი
თბილისში და
ჰაჯისეიდის
საქმეს
პირადად
მივხედე,
ვითარებების
დამთხვევა
მოხდაო?
შემთხვევამ
იცოდა, რომ
დანაშაულის
ადგილზე
ზარანდიას
ჩაუსვლელად
დაპატიმრებულთა
რეზიდენტობა
ვერ
დამტკიცდებოდა?
ზარანდიას
თავი
დავანებოთ;
ჩემი
სამსახურის მანძილზე
მრავალჯერ
მქონია
შემთხვევა,
როცა მავან
ზემდგომთან
თუ
ხელქვეითთან
პასუხსაგები
საუბარი
გეგმა და
მსვლელობა
კვირაობით და
თვეობითაც კი
მიმზადებია...
მოსულა დრო,
საქმე საქმეზე
მიმდგარა
სულ სხვა
მილაპარაკია,
სულ
სხვაგვარად მოვქცეულვარ
და ყველაფერი
ისე გამოსულა,
რომ უკეთესზე
ვერც კი
ვიოცნებებდი.
ესეც შემთხვევაა?..
არა, ალღომ
მასაუბრა
ასჯერ ისე,
როგორი საუბარიც
ჩემმა
ცნობიერებამ
წინასწარ ვერ დასახა.
ალღომ
წაიყვანა
ზარანდია
დაღესტანში და
მე კი
განზრახულზე
სამი დღით
ადრე დამაბრუნა
თბილისში.
ასიდან ექვსი
კაცი ალღომ
ამოარჩია და
ამ ექვსში
ოთხი
რეზიდენტიც
ალღომ იგრძნო.
ვიცი, ეს
განცხადებაა
და არა
მეცნიერული
დასკვნა,
მაგრამ ერთ
რამეში
მეცნიერებაც
საწყალია:
რასაც თავისი
მეთოდით ვერ
წასწვდება, იმას
ფიდეიზმად,
ცრუ
წარმოდგენად
მონათლავს,
სანაგვეზე
გადააგდებს.
ალღოს
მნიშვნელობაც
გადაგდებული
აქვს
მეცნიერებას...
ეგ არის, გავა
ხოლმე დრო და
გადაგდებული
კვლავ მზის სინათლეზე
ამოაქვთ,
მოლასი და
საზამთროსი
არ იყოს, ვინ
მე და ვინ
ამაზე აუგის
მთქმელიო. არ ვფიქრობ,
ვითომ
ცნობიერებას
ალღოზე
ნაკლები
მნიშვნელობა
ჰქონდეს,
მაგრამ
საქციელისა თუ
იდეის
პირველსაწყისად
მაინც ალღო
მიმაჩნია.
შემთხვევითობა
და იღბლიანი
ადამიანი თუ
არსებობს
კიდეც, მისი
იღბლიანობა
იმაში მდგომარეობს,
რომ განგებამ
ალღო დააყოლა.
ეს ვიგულისხმე,
როცა ამ
ჩანაწერების
დასაწყისში
ზარანდიაზე
ვთქვი, იღბლის
ელემენტი არც
ერთ საქმეში არ
გამოირიცხებამეთქი.
ვიცი, ჩემს
ჩანაწერებში
ხშირად და
ნათლად იგრძნობა
ზარანდიას
პიროვნებით
აღტაცება. მოულოდნელ
მედიტაციებსა
და
მტკიცებებს,
ალბათ, იმიტომ
მივმართავ
ხოლმე, რომ
ჩემი ეს
სისუსტე
გავამართლო,
საბურველი გადავაფარო
მოვლენის
გაზვიადებულად
აღქმის
ბავშვურ
მიდრეკილებას.
მეორე მხრივ,
იქნებ,
მართლაც იყო
ის პიროვნება
აღტაცების
ღირსი და ამის
დამალვა
იქნებ უფროა
ფილისტერობა, ვიდრე
თქმა
გულუბრყვილობა.
მაგრამ
დავუბრუნდეთ
სათქმელს.
ზარანდიას
მოხსენებამ
და თხრობამ
ორ, სამ საათს
გასტანა.
თათბირი
დაიშალა,
მარტონი დავრჩით.
დიდი
მოღულის
ხალიჩის
ფოკუსი რაღად
დაგჭირდათ,
მუშნი?
ვკითხე მე.
ზარანდია
წამით
შეყოვნდა,
თითქოს შეცბა
კიდეც, და
მითხრა:
დაღესტნის
ოპერაცია რომ
ჩაგვშლოდა,
მაშინ
ყველაფრის
თავიდან
დაწყება მოგვიხდებოდა
და საწყისი
საფეხური ხომ
ისევ ჰაჯისეიდი
უნდა
ყოფილიყო.
მასთან
ურთიერთობაში
უპირატესობა
იყო საჭირო...
ხალიჩის
ფოკუსი იმ
შემთხვევაშიც
გამართლებული
იქნებოდა, ოპერაციის
მხოლოდ
ნაწილი რომ
გამოგვსვლოდა,
ესე იგი, მხოლოდ
მოლების
ყალბისმქნელობაში
მხილების
შესაძლებლობაღა
რომ
შეგვრჩენოდა
ხელში. ჩვენი
საბოლოო
მიზანი ხომ ის
იყო, რომ სხვა
მტკიცებების
უქონლობის
შემთხვევაში,
როგორმე
ჰაჯისეიდი
გამოგვეტეხა
და, იქნებ,
გადმოგვებირებინა
კიდეც. ახლა
საქმე თითქოს
ასე გამოიყურება...
დიდი
მოღულიდან
სპარაპეტამდე
ყველა ჩვენს წინააღმდეგ
რომ ადგეს,
თურქები
მაინც ვეღარსად
წაგვივლენ,
მაგრამ გული
მიგრძნობს,
ხალიჩა
თავისას
ითამაშებს.
ვნახოთ,
თქვენო ბრწყინვალებავ,
რა ვიცით.
ვნახოთ,
მუშნი,
ჩავილაპარაკე
მე და
დავძინე: პოლკოვნიკი
სახნოვი დღეს
გამოდის
პეტერბურგიდან.
ზარანდიამ
ცნობისმოყვარეობით
შემომხედა, მაგრამ
მე ამ თემაზე
ლაპარაკი
რატომღაც აღარ
მოვისურვე,
თურქების
პრობლემას
დავუბრუნდი:
წინასწარ
გამოძიებას
თქვენ
წაიყვანთ თუ
შიტოვცევს
დაავალებთ?
ზარანდია
გაყუჩებული
იჯდა,
დაგვიანებით
გამომელაპარაკა:
ერთი წუთი,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
ერთი წუთი!
წამოდგა,
ფანჯარასთან
მივიდა,
ქუჩაში ყურებას
შეუდგა და
კარგა ხნის
შემდეგღა
მომიბრუნდა:
მე
მაგათთვის
ვერ მოვიცლი.
თქვენის
ნებართვით და
თანდასწრებით
ერთ კომედიას
მოვაწყობ. ამის
შემდეგ
შიტოვცევს
საქმე იმდენი
აღარაფერი
დარჩება,
მისდგეს და
გამოიძიოს.
მარტო აუვა?
ვკითხე მე და
ეს კომედიის
მოწყობის
ნებართვასაც
ნიშნავდა.
ვერ აუვა. ორი
გამომძიებელი
მაინც
დასჭირდება,
სამუშაო
ტევადია...
საქმე, რა
თქმა უნდა,
ჩვენი
თვალყურითა
და
ზედამხედველობით
წავა. რაც
შეეხება
კომედიას,
აღარ
გადავდებ. ამაღამ
გცალიათ,
გრაფ?
მოვიცლი,
თუკი საჭიროა.
სიცილით
მივუგე.
მაშინ
სამზადისს
შევუდგები.
თერთმეტზე
დაგირეკავთ.
ზარანდია
წავიდა. მე
ისევ დიდი
მოღულის ხალიჩას
გადავწვდი.
ბევრი
ვიფიქრე და
დავრწმუნდი,
რომ ზარანდიასთან
საუბარმა
არამცთუ
სინათლე
შემოიტანა ამ
საქმეში,
არამედ უფრო
მეტად
დამაბნია,
რებუსი
გამირთულა.
გავიფიქრე,
სპეციალურად
გამოვიძახებ
და, უნდა თუ არ
უნდა,
ყველაფერს
დავაფქვევინებმეთქი,
მაგრამ
უმალვე მენიშნა,
რომ ასე არ
ვიზამდი. არ
ვიზამდი
იმიტომ, რომ
სახნოვის
თემაზე
საუბარს
რატომღაც
გავურბოდი.
გამიკვირდა
ნეტავი, რატომ
მეშინია თუ მერიდებამეთქი!
ამის ანალიზს
მივყევი
შინაც დიდხანს
ვიფიქრე. მერე
წამთვლიმა და
მეძინა, სანამ
ზარანდიას
ზარი
გამაღვიძებდა.
გელოდებით,
თქვენო
ბრწყინვალებავ.
ეტლი თქვენს
სადარბაზოსთან
დგას.
კომედია
იმამი
გამოიხატა,
რომ
ზარანდიამ თავის
კაბინეტში
მოუყარა თავი
ჰაჯისეიდს,
ყარაისმაილს,
ოთხ მოლას და
ისკანდერეფენდის.
აქვე იყვნენ
ჩვენი
თარჯიმანი,
ორი
გამომძიებელი,
ზარანდიას
მოადგილე
შიტოვცევი,
თვით ზარანდია
და ჩემი ორი
მოადგილეც.
დიდი
სივიწროვე
იყო და
ვიფიქრე, რომ
თუ კომედიის
მეთოდით
სარგებლობას
ზარანდია
მომავალშიც
აპირებდა,
სხვა
კაბინეტი
უნდა შემერჩია
მისთვის.
შევედი,
სავარძელში
ჩავჯექი.
მუშნი
ზარანდიამ
იქაურობის
მოთვალიერება
დამაცადა და
დაწყების
ნებართვა
მთხოვა. თავი
დავიქნიე.
ზარანდიამ
ასე დაიწყო.,
თქვენ ღორის
სული და ვირის
ჭკუა გაქვთ...
უთარგმნეთ.
თარჯიმანმა
უთარგმნა და
მოქმედი
პირები საგრძნობლად
გამოცოცხლდნენ.
მის
უდიდებულესობას,
სრულიად
რუსეთის იმპერატორს,
თქვენმა
მამაპაპამ
ფიცით
აღუთქვა ერთგულება,
თქვენ იმ
ფიცსაც უღალატეთ,
იმპერატორსაც,
საკუთარ
ხალხსაც და
თურქებს
თითბრის
თუმნიანებად
მიეყიდეთ.
სანამ
თარჯიმანი
უთარგმნიდა,
ერთერთმა გამომძიებელმა
თუმნიანი
აიღო, ქლიბი
გადაუსვა, გადაფხეკილ
ადგილს
სიმჟავე
დააწვეთა.
ლითონმა ფერი
იცვალა,
გამომძიებელმა
ბრალდებულებს
ჩამოუარა,
მონეტა
ყველას
სათითაოდ
აჩვენა...
ერთ მოლას
ყარაისმაილის
მისამართით
რაღაც წყევლაც
კი აღმოხდა.
თურქები
მხდალები,
ვერაგები და
მექრთამეები
არიან.
ნამდვილი
საქმის
კეთების
ილაჯი დიდი
ხანია
გამოეცალათ,
ფონს
ტრაბახითა და
სიცრუით
გადიან. ას
ორმოცდაათი
წელიწადია,
არც ბრძოლის
ველზე
გაუმარჯვიათ
და არც ჭკუით
უჯობნიათ
ვინმესთვის.
ღმერთმა
განიზრახა,
რუსი
ხალხისთვის
ძლევამოსილების
რწმენა
ეჩუქებინა და
თურქები
ამისთვის
მოავლინა
მზისა ქვეშე.
სხვა მათ
არაფერი
მიუციათ კაცობრიობისთვის
და ვეღარც
რასმე
მისცემენ. თქვენ
თურქებს
ლაქიებად
დაუდექით,
საკუთარ
ხალხში დრტვინვასა
და ამბოხს
სთესავთ,
წინააღმდეგობისთვის
აგულიანებთ,
კლდიდან
გადაგდებას
უპირებთ.
გაოცებული
ვიყავი,
ზარანდიასგან
ასეთი ტონი და
მიმართვის
შინაარსი
სხვა დროს
არსად გამეგონა.
თქვენი
ბოროტი გული
იმისთვის
აღმდგარა,
განაგრძო
ზარანდიამ,
რომ
კავკასიონის
ხალხებსა და
მათ
სამშობლოს
ღმრთის
რისხვა დაატეხოთ.
წამოვა
დამსჯელი
ჯარი,
ქართველებსა
და სომხებს
წინ მეგზურად
გამოიგდებს,
აულებსა და
ქალაქებს
გადაგიბუგავენ,
წინააღმდეგობის
გამწევთ
ამოსწყვეტენ,
დედაბუდიანად
ციმბირში გადაგასახლებენ.
ვინც
სამართლიან
შურისგებას
ცოცხალი
წაუვა და
მთასა და
კლდეღრეში შეიხიზნება
იქ სიცივით,
შიმშილითა და
სახადით ამოსძვრება
სული. მაგ
მიწებზე
კაზაკების სტანიცებს
დააარსებენ
და თქვენი
ერები თუ ოდესმე
არსებობდნენ,
მომავალ
კაცობრიობას
მხოლოდ წიგნებიდან
ეცოდინება.
თარჯიმანი
ამის
თარგმნასაც
მორჩა. მაშინ
ზარანდია
ზეზე წამოდგა
რაღაც საბუთი
აიღო:
ახლა კიდევ
ერთხელ იმაზე,
თუ რაში ხართ
უკვე მხილებული!..
ზარანდიამ
ბრალდებულებს
ჩოყურსობეის
მიერ
სტინესის
ბანკში
ჰაჯისეიდის სახელზე
შეტანილი
თანხების ნუსხა
და ბანკის
მიერ
ჰაჯისეიდთან
გამოგზავნილი
საშემოსავლო
ორდერები
გააცნო. მერე
ყალბი ფულის
გავრცელებაზე
ელაპარაკა და
მათი ჩხრეკისა
და ყალბი
ოქროს
თუმნიანების
აღმოჩენის
ოქმების
არსებობა
მოაგონა.
შემდეგ ყარაისმაილის
შუამავლობაზე
და სპილენძის
სურაში
ნაპოვნი
ანაბეჭდების
შესახებ
უთხრა და
ყოველივე ეს დაამთავრა
სიტყვებით:
მე უკვე
გითხარით, რომ
თქვენ ღორის
სული და ვირის
ჭკუა გაქვთ,
მაგრამ
ამდენს მაინც
გაიგებთ:
ჩვენი
იმპერიის
კანონი
ლმობიერი და
შემწყალებელია
მათთვის, ვინც
გულწრფელი
აღიარებისა
და ცოდვების
მონანიების
გზას
დაადგება.
მკაცრი და
დაუნდობელია მათ
მიმართ, ვინც
თავისი
რეგვნობისა
თუ ვირეშმაკობის
გამო
სიცრუესა და
ვერაგობას
მიმართავს.
წადით,
სიმართლე
ილაპარაკეთ,
დამალვა არაფრისა
სცადოთ, თორემ
მოვიცლი,
მოვალ და მერე,
ვაი თქვენი
ბრალი!..
გაიყვანეთ!
უბრძანა მან
ზედამხედველებს.
პატიმრები
გაიყვანეს.
შიტოვცევი და
გამომძიებლები
წავიდნენ და
ზარანდია
ისკანდერეფენდის
ეკვეთა. არ
ვიცი, რა
დავარქვა იმ
გულის ჯავრსა
და ღვარძლს,
რაც მან
საკუთარ
აგენტს მიანთხია.
ყოველ
შემთხვევაში
ის, რაც
მოლებსა და
ყარაისმაილს
ხვდათ წილად,
ისკანდერეფენდისთვის
ნათქვამთან
შედარებით
დედის ალერსი
იყო.
ზარანდიას
სიტყვებიდან
ისე
გამოდიოდა,
რომ
ჰაჯისეიდის,
ყარაისმაილის,
მოლების და
თურქეთის
სამსტოვროს
საქმიანობისთვისაც
ისკანდერეფენდი
იუნუსოღლუს
უნდა ეგო
პასუხი. ეს
ქარიშხალი,
სულ ცოტა, ოც
წუთს
გაგრძელდა.
ბოლოს
ზარანდია მე
მომიბრუნდა და
მითხრა:
თქვენო
ბრწყინვალებავ,
დაჟინებით
მოვითხოვ,
მომცეთ
უფლება,
დავაპატიმრო
ეს ნაძირალა იმ
მონაცემების
საფუძველზე,
რაც ჩვენს
ხელთ ჯერჯერობით
არის!
დავფიქრდი და
მივუგე, რომ
კანონის
დარღვევის
უფლებას ვერ
მივცემდი და
რომ
დამატებითი
გარემოებების
გამომჟღავნება
იყო საჭირო.
მაშინ
ზარანდიამ
ისკანდერეფენდის
შინაური
პატიმრობის
ორდერზე
მოაწერინა
ხელი და
კაბინეტიდან
კისრისტეხით
გააგდო.
ჩემთვის
ცხადი იყო,
ჰაჯისეიდთან ლაპარაკი
მხოლოდ ახლა
უნდა
დაწყებულიყო.
ღმერთმა იცის,
რამდენ ხანს
გასტანდა და
კაბინეტი
მოადგილეებითურთ
დავტოვე.
ზარანდიას
დილამდე
ჰყოლია
ჰაჯისეიდი
მეორე დღეს
სამსახურში
ოთხ საათზეღა
მოვიდა. მანამ
მოვიდოდა,
მისმა
მდივანმა
მომახსენა,
ჰაჯისეიდი
მესამედ
რეკავს, ჩემს
უფროსს
კითხულობს,
ფრიად
მნიშვნელოვანი
და გადაუდებელი
საქმე მაქვსო.
გადაუდებელიო?
აცნობეთ
ზარანდიას!
ჯერ
ჰაჯისეიდისა
და
კონტრდაზვერვის
უფროსის
ურთიერთდამოკიდებულებები
მენიშნა და შემდეგ
ცნობა, რომ
ისკანდერეფენდი
იუნუსოღლუს
წუხელ შინ
მისვლისთანავე
აუკრეფია
თავისი
ხელბარგი,
საითღაც
გაპარულა და
უკიდურესად
შეშინებულ
ჰაჯისეიდს
სწორედ ეს
უნდოდა,
ეცნობებინა
ზარანდიასთვის.
როდესაც
მოწინააღმდეგე
ციხესიმაგრეში
გამომწყვდეული
და საიმედოდ
გარემოცულია,
ცხენების, ძაღლების,
კატებისა და
ვირთხების
სინსილა აქვს
გავლებული და
წყალიც
დაუწყვიტეს,
მაშინ მისი
ერთადერთი
ოცნება
სიცოცხლის
შენარჩუნებაღაა.
ახლა
წარმოვიდგინოთ,
რომ
მოალყე
აღნიშნულ
სიტუაციაში
არა მარტო ზავსა
სთხოვს
გარემოცულს,
არამედ
მოკავშირეობასა
და მესამე
სახელმწიფოზე
ლაშქრობას
სთავაზობს და
დიდი ალაფის
გარანტიასაც
აძლევს... ჰაჯისეიდისათვის
სახელდობრ
ამგვარი
ვითარება
შეიქმნა.
ზარანდიამ
იგი ჯერ დაარწმუნა,
რომ
ჯაშუშობაში
მხილებულისთვის
უიღბლიანესი
გამოსავალი
და უახლოესი
გეოგრაფიული
წერტილი,
შესაბამისად,
ბორკილები და
სახალინის
კატორღაა და
ამის შემდეგ
სრული კაპიტულაციისა
და
თანამშრომლობის
ალტერნატივა
დაუსახა.
ხანგრძლივი,
დამღლელი
გაწამაწიის
შემდეგ ცდის
პირმა ხელი
ჩაიქნია,
ზარანდიას
ყველა პირობა
მიიღო. ან
სხვა რა გზა
ჰქონდა?..
ჰაჯისეიდმა
სათანადო
ხელწერილები
დატოვა,
შინისკენ გაეშურა
და თან
წაიყოლა ღრმა,
მყარი და
სამუდამო
რწმენა, რომ
ზარანდია ის
ფრანგი
როდია,
რომელთანაც
შეიძლება
გარიგების
ხელშეკრულება
შეადგინო,
ხელიც
მოუწერო და
მერე კი დატოვებული
თამასუქი და
უარი
მარსელის
მისამართით
გაუგზავნო...