ქალბატონი თიკო ონი
...
გამოცდილება
მაშინ მოვიდა,
როცა საჭირო
აღარ იყო.
მაგალითად,
ორმოცდათხუთმეტი,
სამოცი წლისას
მამაკაცებთან
ურთიერთობის
საიდუმლოებათა
ცოდნა რაშიღა
გამომადგებოდა?!
მანამდე კი,
როცა
მესაჭიროებოდა,
ამ მხრივ
მყარი და
საიმედო
არაფერი
გამაჩნდა. რა
ვიცი,
მესაჭიროებოდა?
მერე რა არც
ერთადერთი
ვარ, არც
უკანასკნელი
და არც
გამონაკლისი: ადამიანები
უბელო
ქიმერებზე
სხედან, მათ
ნებაზე
დაეხეტებიან;
ჰგონიათ კი,
თავისი ოცნების
რაშებისთვის
ცხრა აღვირი
აქვთ
ამოდებული და
მხოლოდ
საკუთარი
სურვილით
ამორჩეულ გზებსა
თელავენ.
ერთი
მეგობარი
ქალი მყავდა,
ჩასახვის
საწინააღმდეგო
საშუალებების
ძებნაში,
შეძენასა და
გამოყენებაში
ატარებდა
ცხოვრებას.
მაინც ოთხი
შვილი შობა და
კინაღამ
მეხუთე
ფეხმძიმობას
გადაჰყვა.
ასე,
სამოცისამ
მითხრა ორსულობის
თავიდან
აცილების
ყველა ხერხი ზედმიწევნით
ვიციო; არც
საქმეს
ეტყობოდა და არც
ის
შემინიშნავს,
თავისი ცოდნა
ვინმესთვის
გაეზიარებინოს.
ბავშვობაში
ზღაპარს მიამბობდნენ
ხოლმე:
მიხრწნილმა
ბერიკაცმა
სიკვდილის
წინ ოქროთი
სავსე
ზანდუკი
კუნაპეტ ღამეში
სადღაც წაიღო
და ისე დაფლა,
რომ ვეღარავინ
იპოვნა იმ
ბერიკაცში
ორი ბუნება
იყო: ერთი
აგროვებდა,
რომ რაიმეში
გამოეყენებინა;
მეორემ ისე დაფლა,
რომ საერთოდ
ვეღარავინ
გამოიყენა!
მეც ასე
ვიცოცხლე.
თურმე, ორი
სული მდგმია,
არ ვიცოდი,
სიბერეშიღა
გავიგე.
პირველს
ეგონა და მოქმედებდა;
მეორემ
სიმართლე
იცოდა, მაგრამ
არაფერს
ამბობდა
როცა საჭირო
აღარ იყო,
მერეღა თქვა.
პირველი იმ
ქათამსა
ჰგავს,
რომელიც კვერცხის
დასადებად
ჯდება და
ჰგონია, რომ
ამ საქმეს
მხოლოდ და
მხოლოდ
პატრონის
საუზმისთვის
სჩადის! მეორე
მრევლს,
რომელმაც
სიცოცხლეში
ერთთავად
სანატრელი
ფლავი მოლას
საფლავში
ჩააყარა... არა,
მამაკაცებთან
ურთიერთობის გამოცდილება
ლოგინიდან,
პრაქტიკიდან
არ შემიძენია
დაკვირვებიდან
შევიძინე.
ლოგინიდან
შემეძინა
სანამ რამედ
ვვარგოდი, ის
გამოცდილება
მანამდე
მექნებოდა და
არა ორმოცდათხუთმეტსამოცისას.
უჰ, საით
წავედი!..
საცოდავ მიტო
ზურაბიშვილზე
დავიწყე, რომ
დათა თუთაშხიას
ამბავი
მეთქვა და
ისევ ჩემ
თავთან კი
მოვედი.
სხვანაირად
ლაპარაკი არ
ვიცი. როგორც
უნდა ვეცადო,
მაინც ისე
გამომდის, რომ
საცრიდან გავცქერი
სამყაროს.
საცერი მე
თვითონ ვარ,
ამიტომ ჩემს
თავზე მეტს
ვლაპარაკობ,
ვიდრე იმაზე,
რაზეც
საუბარს
დავიწყებ
ხოლმე.
სხვებიც ასე
არიან, მაგრამ
ჰგონიათ, რომ
არა.
მიკერძოებულობისა
და თავის
თავზე
დაუკვირვებლობის
ბრალია; ეს
სულიერი
ვითარება
ჩემთვის
კარგად არის
ცნობილი. აი,
მიტო
ზურაბიშვილი
რომ შემიყვარდა,
ასე მეგონა,
რევოლუციონერია,
ერისა და ხალხისთვის
თავდადებული
კაცია და
ამისთვის
შემიყვარდამეთქი.
მართალია,
ცხრაასიანი წლების
დასაწყისისთვის
ადამიანის
გონება უკვე
რევოლუციის
სულით იყო
შეპყრობილი,
ხალხი,
სამშობლო,
თავისუფლება!
ამას
მაგიური ძალა
ჰქონდა და,
ხშირ
შემთხვევაში,
პოლიტიკური მრწამსი,
იდეა
აპირობებდა
პიროვნების
საქციელს, მაგრამ
სიყვარულს
მაინც სხვა
პირველმიზეზები
და საწყისები
აქვს... თუნდაც
სოფლის
მასწავლებლობა
ვთქვათ
ხალხში
ცოდნისა და
სიმართლის გავრცელების
საშუალება
იყო. პოლიცია
ამ საქმეს ზოგ
შემთხვევაში
პოლიტიკურ
მოღვაწეობად
თვლიდა. მე
რომ სოფლის
მასწავლებლობას
მოვკიდე ხელი,
ეს ნაბიჯი
ბევრმა
რევოლუციისა
და თავისუფლებისთვის
მსხვერპლის
გაღებად
ჩამითვალა.
სიმართლე რომ
ვთქვა, მე
თავადაც ასე
მეგონა;
ვთვლიდი, რომ
ბრძოლის
ინტერესების
გამო გავიხიზნე
თბილისიდან.
არა, მაინც რა
უფლება მქონდა,
ასე
მიმეჩნია?!
დამიძახეს
ღმერთო,
მერამდენე
დაძახება
იყო!.. მითხრეს,
ან პენზაში თუ
კოსტრომაში
გადაგასახლებთ,
ან სადაც
გეტყვით, იმ სოფელში
მასწავლებლად
წახვალ და,
ამასთან, ერთ
ჩვენს
დელიკატურ
დავალებასაც
შეასრულებო!
მაშინვე
მივხვდი,
რასაც
გულისხმოგდნენ
საიდუმლო
აგენტოგას,
მაგრამ რა
მექნა, დანაშაული
მქონდა,
მართლა
გადასახლება
მემუქრებოდა...
ძალიან
თავზეხელაღებულ
საქმეებში
შევყევი
მიტოს და
ბოლოს
ყველაფერი
გამჟღავნდა. როცა
მივყვებოდი,
დარწმუნებული
ვიყავი, რევოლუციას
ასე სჭირდება,
ამას იმიტომ
ვჩადიმეთქი.
სულ ტყუილი
გამოდგა
სიბერემ
მომიკაკუნა
და მაშინ
ნათლად
დავინახე,
რისკში
სიყვარულმა
შემითრია,
უგონოდ
მიყვარდა
მიტო
ზურაბიშვილი. ჩვენი
მომავალი
ცოლქმრობის
ეშხი, თორემ
სულაც ვერ
ვერკვეოდი,
რამდენად
საჭირო იყო
ჩემი მონაწილეობა
ბრძოლაში და
რამდენად
არა... პენზაში
თუ
კოსტრომაში
რა მინდოდა,
როგორ მეარსება,
რა სულიერი
საზრდო
გამეჩინა?
მითხრეს თუ არა,
მაშინვე
გავიფიქრე,
დამავალონ, რა
მენაღვლება,
დავპირდები,
არც რასმე
შევუსრულებ
და, ნეტავი,
რას
მიზამენმეთქი.
დავთანხმდი.
ხელწერილი
ჩამომართვეს.
მეტი რა გზა
მქონდა... ჰო, ეს
უკვე ვთქვი.
ხელწერილი კი
იმაზე ჩამომართვეს,
რომ
მასწავლებლობა
იმ სოფელში
უნდა დამეწყო,
სადაც დათა
თუთაშხიას
საყვარელი ცხოვრობდა.
მდგმურადაც
იქ უნდა
დავმდგარიყავი,
თუთაშხიას
საყვარლის,
ბეჩუნი
პერტიას სახლში,
თუკი
გაქირავებაზე
არ იტყოდა
უარს... არ უთქვამს,
წინასწარ
დაარწმუნეს,
მდგმურის
აყვანა
გირჩევნია,
პოლიცია
იფიქრებს,
ბეჩუნი პერტიას,
ალბათ, ის
უნდა, რომ
დათა
თუთაშხიამ
მასთან
სიარულს
უკლოს ან
სულაც
ამოიკვეთოს
ფეხიო.
ჩავედი.
მამასახლისმა
ჯერ სხვა
ბინები მაჩვენა.
არ მოვიწონე.
მერე ვიღაცამ
უთხრა, ბეჩუნიც
გააქირავებსო.
მამასახლისმა
თვალები
დაჭყიტა და
აბრაგის
საყვარელთან
წამიყვანა, ეს
მირჩევნიამეთქი,
ორ ოთახში
დავდექი.
ის სოფელი
მაშინაც
კარგა დიდი
იყო, უბანიც
მომეწონა;
სახლები
ერთმანეთისგან
შორიშორ იდგა,
მოზრდილი,
დაბანილდავარცხნილი
ეზოკარი ჰქონდათ.
ირგვლივ
კრუხწიწილი
ჟივჟივებდა,
ბავშვების
ჟრიამული
იდგა.
ღამღამობით
მახლობელ
ჭაობებში
ბაყაყები
ერთმანეთს
ყიყინში
ეჯიბრებოდნენ
და აშვებული
ძაღლები
დაგვიანებულ
მგზავრებს
გაბმითა
ჰყეფდნენ.
ისიც
წინასწარ
ვიცოდი, რომ
ჩემი სახლის
პატრონი ტყის
მცველის
ქვრივი იყო.
უფრო ხნიერი
მეგონა
ოცდარვაცხრა
წლისა აღმოჩნდა.
ბიჭუნა
ჰყავდა
ექვსისა,
მეშვიდეში. ეს
იყო და ესა
მისი ოჯახი.
დინჯი,
ტანადი, ჩუმი
ქალი იყო ,
იმდენად ჩუმი,
რომ ხანდახან
კვირა
გაივლიდა და
იმის ხმას
ვერავინ
გაიგონებდა,
მაგრამ
თვალში
თავიდანვე
მეცა: ქვრივის
დუმილი
ბეჩაეი
ადამიანის
სიჩუმე ან გლოვის
სიმძიმილი
როდი იყო
ამაყი
განდგომა იყო.
ეს მას
ერთგვარ
ღირსებას
სძენდა და
თითქოს მნიშვნელობასაც
მატებდა.
მამაკაცებისგან
გამიგონია,
ქალი ქალის
სალოგინო
ღირსებებს ვერ
შეაფასებსო.
მართალი არ
არის. ჩვენ
უფრო ვხედავთ,
და ის ბეჩუნი
პერტია, ამ
მხრივ, დიდი
ვერაფერი
შვილი იყო.
მოვაგროვე
ბავშვები და
საქმეს
შევუდექი. რაც
დრო გადიოდა,
მით მეტად
მაცვიფრებდა
მათი ნიჭი,
მეხსიერება,
ცოდნის
წყურვილი და
თავს უბედნიერეს
ადამიანად
ვთვლიდი:
კოლხეთის უძველეს
მიწაზე
ვცხოვრობდი,
ჩემს ხალხს
ვემსახურებოდი,
ბიბლიურ
მეჩირაღდნესავით
სინათლე
მიმქონდა.
თავისუფალ
დროს კითხვას,
მიწერმოწერას
და ჩემი
წარსულის თვალიერებას
ვანდომებდი.
ეს წარსული
პატარა და მღელვარე
იყო. მაშინ მე
ჩემი
დიასახლისივით
ოცდამეცხრე
წელიწადში
ვიდექი.
მეგრულს მარდად
ვლაპარაკობდი,
რადგან დედით
მეგრელი ვარ
და ერთხანს
გადიაც
მეგრელი ქალი
მყავდა. ჩემდა
სასირცხვოდ,
იქ ეს
არასოდეს
გამიმხელია.
ვიცოდი, ენის
დამალვა
სხვისი
საიდუმლოს
ქურდობას ჰგავს.
მაინც
დავმალე. ეს
დანაშაული,
ალბათ, ასაკმა
ჩამადენინა.
მომეტევოს
სინდისის
ქენჯნა მეყოს
სასჯელად.
გავიდა ცოტა
ხანი და ჩემი
დიასახლისის
გარეგანმა
იდუმალებამ
გარკვეული
არსი შეიძინა,
სურვილის
წინააღმდეგ
საფიქრალში
ჩამითრია.
კვირა დღე
იყო, შინ
ვბრუნდებოდი.
ბარდღუნია დამთვრალიყო,
ფილთა თოფი
გამოეტანა,
ალიაქოთი
ედგა. ეს
ჭაბუკი
მეწისქვილის
შვილი
გახლდათ, ასე,
ოცი წლისა
იქნებოდა.
დათვრებოდა,
ფილთა თოფს
გამოიტანდა,
მეზობლების
შინაურ
ცხოველებს
უშვერი
ლანძღვაგინებით
დასდევდა.
თოფი მოშლილი
იყო,
ბარდღუნია
თვითონ ღრიალებდა
ბახ, ბახ, ბახ!
და სანამ
ღვინო გამონელდებოდა,
იქაურობას
იკლებდა. მის
ასეთ გამოსვლებს
მთელი
მეზობლობა
ესწრებოდა,
ბავშვები
ბარდღუნიას
გუნდგუნდად
დასდევდნენ და
მასთან ერთად
ყვიროდნენ:
ბახ, ბახ ბახ!
ქუჩაზე რომ
შემოვუხვიე,
ბარდღუნია
ქაჯაიების ბოჩოლას
მოსდევდა.
უკვე ჩვენს
ჭიშკართან
ვიყავი
მისული, რომ
დამინახა.
ბოჩოლას თავი
მიანება, მეგრულად
დაიძახა:
ბეჩუნიას
ინდოური
მოვიდაო, და
პირდაპირ
ჩემსკენ
გამოქანდა.
ჭიშკარში ვერ
შევასწარი,
გზაზე
გადამიდგა.
ძალიან შემეშინდა,
ძალაუნებურად
ღობეს
მივენდე და
სწორედ ამ
დროს
ბარდღუნიას
ჩემი
დიასახლისის
სილა ლოყაში
მოხვდა.
იქაურობა
მყისვე
მიჩუმდა. მოსეირეები
ღობეებზე
გადმოიხარნენ.
ბავშვებმა
სალოკი
თითები პირში
გააქანეს და
გაინაბნენ.
ბარდღუნიას
ყელის
ძარღვები
დაებერა,
სახეში
სისხლმა
აასხა,
კბილებიდან
გამოსცრა:
რას გიზამ, თუ
იცი! ხომ არ
გგონია, მისი
მეშინოდეს
მე...
კი, მგონია!
მშვიდად,
ხმადაბლა
მიუგო
ქვრივმა.
წაეთრიე!
ბარდღუნიამ
ვეღარაფერი
მოახერხა, ხმა
ჩაუვარდა,
ერთიანად
აცახცახდა.
მერე
დაიღრიალა, ფილთა
თოფი
მოისროლა და
თავისივე
ტანისამოსის
შემოხევას
მიჰყო ხელი.
დიასახლისი
მკლავში
მწვდა, ეზოში
შემიყვანა.
ბარდღუნიამ
პერანგის
ამხანაგამდე
ყველაფერი
შემოიხია და
გადაყარა.
ქალებმა ვიშვიში
ატეხეს,
კაცებმა
გახელებულს
მკლავები გადაუგრიხეს,
შინისკენ
წაიყვანეს.
სილა როგორ
შებედე, რამე
რომ ექნა... რომ
გაერტყა?!
ვთქვი მე,
როცა აივანზე
ავედით.
დიასახლისმა
ოდნავ
მღიმარი
თვალები
შემომანათა:
ვერავინ ვერ
გამიბედავს
ვერაფერს!
როგორ!
ისე! მომიჭრა
ქვრივმა,
ტოლჩა აიღო და
ეზოში აბრუნდა.
მიყუჩებული
ქალები
ქვრივს
გამოჰყურებდნენ.
ბეჩუნიმ ეზო
დინჯად
გაიარა,
სამზადთან
ნაწნავი
ზურგზე
გადაიგდო და
კარს მიეფარა.
მოთვალთვალეები
უხალისოდ
გაიკრიფნენ.
საღამო ხანს
ეზოში ორი
დედაბერი
შემოვიდა.
ჩემმა დიასახლისმა
სტუმრები
კაკლის ძირას
სკამებზე
დასხა.
ფანჯარა ღია
მქონდა,
თითქმის ყველაფერი
მესმოდა. ისე
გამოდიოდა,
რომ ბარდღუნიას
საქციელისთვის
ბოდიშს
იხდიდნენ,
ბეჩუნის
უხდიდნენ,
ჩემი სახელის
ხსენება
არსად იყო.
მასწავლებელს
მოუხადოს
ბოდიში ხვალ!
უთხრა ბეჩუნიმ
დედაბრებს
ჭიშკართან.
ვითომ დათა
თუთაშხიაზე
სათვალთვალოდ
გამომგზავნეს
და მე კი არც
მისი
ცხოვრებისა
გამეგებოდა
რამე, არც
იმისა, თუ რა
პიროვნება
იყო. ეს
გვარსახელი
და მასთან
დაკავშირებული
რაღაც ამბები
გაგონილი
მქონდა; ვინც
საიდუმლო
პოლიციაში
ხელწერილი
ჩამომართვა
თუ
მეხსიერება
არა მღალატობს,
ვინმე
კნიაზევი იყო,
პოლკოვნიკი,
კარგა ბლომა
რაღაცები
მიამბო
თუთაშხიაზე.
ვერც მაშინ
შევძელი და
ვერც
თუთაშხიას
გაცნობამდე,
რომ იმ კაცზე
ერთი რამ
დამდგარი
აზრი ჩამომეყალიბებინა.
ავიც
მოსმენილი
მქონდა,
კარგიც, მაგრამ
არც ერთი არა
მჯეროდა.
საერთოდ,
მამაკაცის ბუნებასა
და ხასიათზე
ნათქვამს
ვერაფერს ვირწმუნებდი
ხოლმე, სანამ
საკუთარი
თვალით არ
ვნახავდი და
ამით მის
მამაკაცურ
ღირსებებზე
წარმოდგენას
არ
შევიქმნიდი
ასეთი ხასიათისა
ვიყავი.
რაკიღა ასე
იყო, ისიც
თავისთავად
გამომდიოდა,
რომ
სახელიანი
მამაკაცების
დანახვა და
ჩუმჩუმად
თვალთვალი
მოთხოვნილებასავით
მქონდა
ძალიან
დიდხანს. დათა
თუთაშხიას დანახვის
შემთხვევა
არა და არ
მომეცა. მოლოდინი
სულს
მიწვრილებდა,
ცნობისმოყვარეობით
ვიყავი შეპყრობილი
და ატაცებული,
დასწყევლოს
ღმერთმა.
ჩემი
დიასახლისი
ბავშვს რომ
დააძინებდა,
ხანდახან
ხელსაქმეს
შემოიტანდა
და გვიანობამდე
ჩემთან იჯდა.
ლამპა მენთო,
ვკითხულობდი
ან რვეულებს
ვასწორებდი.
ზოგჯერ
ჩაიზეც დამეწვეოდა
ხოლმე.
თავიდან
ორთავეს
გვეგონა, რომ ბევრი
საერთო
აღმოგვაჩნდებოდა,
მაგრამ
იშვიათად ვსაუბრობდით.
ბეჩუნი,
ამდენ
წინდებს
ვისთვის ქსოვ?
უნებლიეთ
ვკითხე ერთ
საღამოს.
ჩემი
დათასთვის.
დათა ვინ
არის?
ჩემი
საყვარელია
დათა! ალბათ,
ამ კილოზე ამბობენ:
არ მომეკარო,
გესვრიო!
მენიშნა: ეს
განწყობილება
ჰქონდა ჩემს
დიასახლისს
სიარულში, მიხრამოხრასა
და ყელის ამაყ
მოღერებაში.
ეს კილო
ჰქონდა
ბარდღუნიასთვის
უშიშრად ნათქვამ
სიტყვებში
კი მგონია.
ესევე
იგრძნობოდა
თვით
დუმილშიც.
მეორე მხრივ,
გასაოცარი
იყო სოფლელი
ქალის
ამგვარი
გულახდილობა...
გულახდილობა
კი არა
სექსუალური
თავისუფლებით
ტრაბახი!
თავი ავწიე,
შევხედე.
შემართულ
სატევარს
ჰგავდა!
რა კაცია? რაც
შეიძლებოდა
გულუბრყვილოდ
ვკითხე.
ჩემი სტუმარი
მყისვე
გამოიცვალა,
ეჭვი და გაკვირვება
მოეფინა
სახეზე. მერე
თვალები მოულბა
ღიმილით
მითხრა:
დათა?..
აბრაგია! ხომ
გაგიგონია...
დათა
თუთაშხია...
გამიგონია,
როგორ არა!
სიტყვა
ჩამოვართვი და
ინტერესით
დავძინე: სად
გაიცანი?
ქალი გაინაბა,
თითქოს
დაიბნაო და
აილაპარაკა:
არ
გამიცვნია მე
ის.
გულში
გამეცინა.
მინდოდა
მეკითხა,
იქნებ დღემდე
არ იცნობმეთქი,
მაგრამ
ძალიან
მეინტერესებოდა
და თავი შევიკავე.
პირველად
სად ნახე,
მაინც?
მივდიოდით
სადღაც...
სადღაც კი არა
და, დღეობაზე
მივდიოდით მე
და ჩემი ქმარი
მაშინ. შეგვხვდა
გზაზე.
თვალებში
შემომხედა.
მერე აღარ დამინახავს
იქ, ხატში.
ქმარმა
მითხრა, დათაა
ეგ, აბრაგი
თუთაშხიაო.
მერე, მერე?
რაი მერე...
როგორ
შემოგხედა,
როგორი
თვალები
ჰქონდა?
როგორი და...
მოფიქრება
დასჭირდა
ბეჩუნი პერტიას.
გაკვირვებული!
მოვედით
დღეობიდან.
ჩემი ქმარი
ტყის მცველი
იყო და ყანა
გვქონდა ტყეში,
სათოხნად
დავდიოდი იქ.
ერთ კვირას
სულ ისე
მეჩვენებოდა,
სადღაც
ბუჩქებში იყო
ჩამალული
დათა
თუთაშხია,
ვითომ. ვუთხარი
ქმარს,
მითვალთვალებს,
მგონია, ვიღაც
და მეშინიამეთქი.
გაიცინა,
საცოდავმა...
ჩემი
დიასახლისი
ისევ დადუმდა.
ახირებული ქალი
იყო ზანტი,
უსურველი
ლაპარაკი
იცოდა.
მერე, მერე?
კვლავ
შევეკითხე,
თორემ შეეძლო,
კიდევ ორი
საათი
მჯდარიყო,
აღარაფერი
ეთქვა და დასაძინებლად
წასულიყო.
მართლა
გამოვიდა ერთ
დღეს
ბუჩქებიდან
დათა; იმ
ბუჩქებიდან
გამოვიდა
სწორედ, მე
რომ ქმარს
ვუთხარი,
ვიღაც
მითვალთვალებსმეთქი.
იდგა და
მიყურებდა
ჯერ...
წამოვიდა
ჩემსკენ.
შევხედე
თვალებში და
შემეშინდა
ძალიან,
ავკანკალდი
მთლად.
მოვიდა, დადგა
ჩემთან.
მიყურებდა
ასე. მეყვირა,
მინდოდა, მარა
ვერ დავძარი
ხმა,
ჟრუანტელი
მივლიდა ტანში
და წამერთვა
ენა... ისეთი
მკლავები
ქონდა!.. და
მკერდი
ღონიერი,
ბრტყელი,
ლამაზი...
დამალვა
მომინდა.
გაშალა
მკლავები,
ჩავიმალე შიგ
და გადამიარა
შიშმა.
ქვრივს
თვალებში ალი
შეუდგა.
პირველი
თოხის დრო იყო
მაშინ, სიმინდი
მუხლამდეც
ვერ
მწვდებოდა.
დასანახზე ვიდექით
და წასვლა
მომინდა
საითმე... კი არ
მომინდა,
საჭირო იყო და
მეძნელებოდა
ეს. მოვწყდი,
როგორც იქნა,
მკერდიდან...
ქვრივმა ისევ
იყუჩა და
პატარა ხნის
ფიქრის
შემდეგ თქვა:
შვიდი წელია
მას მერე, რვა
გახდება მალე.
არ გამიმხელია
არავისთვის
ეს... წავალ მე,
ქალბატონო
თიკო, გვიანია
უკვე.
მერე რაც
მოხდებოდა,
ყველაფერი
ნათლად დავინახე:
ქალი მიდიოდა
წინ. ასე, სამ,
ოთხ ნაბიჯზე
მამაკაცი მისდევდა
და ქალს ტანს
უთვალიერებდა.
ქალმა ბუჩქნარს
მიაღწია,
მაგრამ არ
გაჩერებულა
მიდიოდა და
მიდიოდა. სულ
ასე ივლიდა...
კაცმა მხარზე
ხელი დაადო.
ქალი გაჩერდა,
სულით
ხორცამდე
თრთოდა,
ცახცახებდა,
ძალას ელოდა,
მამაკაცის
ღონე უნდა
დასცემოდა
მეხივით...
ღმერთო ჩემო
ყველას
ყველაფერს
აძლევ მე რა
დაგიშავე?!
ვითომ მიხვდა
ეს დედაკაცი
რამეს?.. ვინ
იცის, სიმძიმე
ეხამუშებოდა,
ტანზე
ბალახისა და ეკლის
შეხებას
გრძნობდა და
ამაზე
ფიქრობდა იმ
დროს!
წარმოდგენისა
და ამა თუ იმ
სიტუაციაში
დაუსწრებლად
ყოფნის
სწორედ
საოცარი
უნარი მაქვს;
მაშინაც
მქონდა. მაშინ
უფრო მქონდა.
ყველაფერი
მთელი
გზნებით,
ვნებით და ბოლომდე
განვიცადე.
ბეჩუნი
პერტია არ
ყოფილა იქ. მე
ვიყავი იმ
ბუჩქებში!
მაგრამ
მოვიდა სიმცხრალე;
ჩემი ხვედრი
მხოლოდ
წარმოდგენა
იყო, ნამდვილისთვის
მთელი
სიცოცხლის
მანძილზე მაკლდა
ის, რასაც
რეალური,
მძაფრი და
დახვეწილი მოაქვს...
დიასახლისი
დამემშვიდობა,
გავიდა.
ვათვალიერებდი
და მიკვირდა,
განა, რა უნდა
მოსწონებოდა
დათა
თუთაშხიას ამ
ქალისა,მეთქი!
ისიც გავიფიქრე,
თვითონ
თუთაშხია,
ალბათ, ერთი
მახინჯი
ვინმეამეთქი,
მაგრამ
მსწრაფლ უარვყავი
ეს აზრი
მამაკაცი ვერ
გავიმეტე.
არა, თავისი
წილი
წარმოსადეგობა
და ჯიში ჩემს
დიასახლისს,
რა თქმა უნდა,
ჰქონდა,
მაგრამ ის, რაც
მამაკაცებს
აღაგზნებს?..
რას იზამ,
ყველანაირ
საქონელს
თავისი
მუშტარი
ჰყავს და ამაზე
იმ ღამეს
გათენებამდე
ვიფიქრე.
ის ქალი
აიეტის
მოდგმისა იყო
მედეასი და
იაზონის
სიყვარული
მიამბო.
ძალიან
დავახლოვდით,
მაგრამ ჩვენს
ურთიერთობებში
სიყალბეც
იმთავითვე
იყო. ვითომ
რატომ არ უნდა
ყოფილიყო! არავინა
თქვას, ისეთი
ორი ქალი
მინახავს, ვისაც
ერთმანეთი
გულწრფელი
სიყვარულით
უყვარდაო. ორი
ქალის
ურთიერთობაში
ყალბი ბევრად
სჭარბობს ალალს,
გულმართალს
და ეს
ყოველთვის,
ყველა შემთხვევაში
ასეა. მე
თვითონ ქალი
ვარ, ვიცი.
მიტოსთა
გადასახლებაში
სანახავად
რომ მივდიოდი,
კუპეში
ჩემთან ერთად
ორი ქართველი
ოფიცერი მოემგზავრებოდა.
ვიწექი ერთ
საღამოს,
ძილღვიძილში
ვიყავი.
ოფიცრებს
ეგონათ, რომ
მეძინა. ისხდნენ,
ხმადაბლა
საუბრობდნენ.
ერთმა მეორეს
ასეთი რამ
უამბო: თურმე,
რომელიღაც
მიყრუებულ მაზრის
პატარა
დაბაში
მივლინებით
ყოფილა. ორი
დღეღამით
მარტოხელა,
ორმოცი თუ
მეტი წლის დედაკაცთან
დამდგარა.
დამდგარა და
თავისი დიასახლისი
ალერსზე
დაუთანხმებია.
ლოგინში საუბრის
დროს ოფიცერს
ქათინაურად
უთქვამს:
ახალგაზრდობაში
კაი
ლამაზმანი
გოგო იქნებოდი
და
მოარშიყეებიც
კარგი
გეყოლებოდაო.
ქალს ამაყად
მიუგია: ,
შანაევი იმ
დაბაში
პოლიციელად
ყოფილიყო!
ამის შემდეგ
ვაკვირდებოდი
და
დავრწმუნდი,
რომ ქალები ამა
ქვეყნისა
ძლიერთ ან,
უბრალოდ,
სახელიან მამაკაცებს
სიყვარულზე
ადვილად
დაჰყვებიან ხოლმე
და მერე კი, თუ
მოხერხებული
შემთხვევა მიეცათ,
ამ სიყვარულს
ტრაბახობენ
კიდეც, რა თქმა
უნდა, მისაღებ
ფორმებში.
ეს თვისება
ბეჩუნია
პერტიასაც
შევნიშნე მწვანე
კიტრივით
მოჰქონდა
თავი, რომ
დათა თუთაშხიას
საყვარელი
იყო. ეს მე,
ერთი მხრივ,
მაღიზიანებდა
და, მეორე
მხრივ, დათა
თუთაშხიას მიმართ
ცნობისმოყვარეობას
სულ უფრო და
უფრო მიმახვილებდა
და ამაში
საკუთარი
თავის წინაშე
გატყდომა კი
არ მინდოდა.
ერთხელ იყო,
კინაღამ
წამომცდა და
ბეჩუნი
პერტიას
ვთხოვე,
როგორმე
დამანახე ის შენი
კაციმეთქი,
მაგრამ თავი
შევიკავე
ქალები
ვიყავით; მერე
ბეჩუნიმ
თვითონ
მითხრა, გული მიგრძნობს,
ამაღამ დათა
უნდა მოვიდეს,
თუ გინდა,
დაგანახებო.
საკვირველია,
მაგრამ ეს მოთავაზება
არ
მესიამოვნა.
აღმოჩნდა, რომ
დათა თუთაშხიას
ნახვის
ლაზათი
უნებართვობაში
იყო.
ნებართვიანი
არ მინდოდა.
ადრე
შემოდგომის
თბილი
ამინდები
იდგა. ფანჯრები
ღია გვქონდა.
ლოგინი
გავიშალე,
ლამპაც ჩავაქრე
და, რატომღაც,
ტანისამოსითვე
წამოვწექი. არ
მეძინებოდა, ვფიქრობდი.
შუაღამე
კარგა ხნის
გადასული იყო,
როცა აივნის
იატაკმა ჩუმი
ჭრიალი გაიღო.
თვალი გავახილე
ჩემი
ფანჯრის წინ
ლანდმა
გაიარა,
ბეჩუნის
ფანჯრებისკენ
წავიდა.
სმენად
ვიქეცი. ერთი
წუთის შემდეგ
ღამის
სიჩუმეში კანტიკუნტი
ჩურჩული
მომესმა.
დრო გადიოდა,
კვლავინდებურად
ვიწექი და ვიცოდი,
რომ არ უნდა
ავმდგარიყავი,
აივანზე არ უნდა
გადავსულიყავი
და ბეჩუნის
ფანჯარას არ უნდა
მივპარვოდი...
დილის ოთხი
საათი
იქნებოდა,
თვალები
გავახილე,
ავდექი და
აივანზე
გადავედი.
ბეჩუნის
ფანჯარას
ფეხაკრეფით
მივუახლოვდი,
გავინაბე. ოთახში
ბნელოდა,
მივაყურე
მეგრულად
საუბრობდნენ,
ჩურჩულით. ჯერ
სირცხვილის
ოფლმა
დამასხა
თავი ორმაგ
ბოროტებაში
ვამხილე:
ერთი, რომ მეგრულის
ცოდნას
ვმალავდი,
საყვარლები,
ვინ იცის,
რასა და
როგორს
ლაპარაკობდნენ.
მეორე ისა,
რომ მდაბალი,
უსინდისო
მიმყურადებელი
ვიყავი.
ფეხებმა
უკანვე
გამწიეს,
მაგრამ
რაღაცა ძალამ
დამტოვა.
კედელს
აკრული
ვიდექი,
საკუთარი
არასოდეს
განმიცდია,
სხვისი
სიყვარულის ხმებს
ვუსმენდი და
ჩემი მეგონა.
მერე ფანჯრის
იქით
ყველაფერი
მიწყნარდა და
ისეთი გრძნობა
დამეუფლა,
ვითომ
უდაბნოში
გაგიჟებამდე
მწყურვალს
წყალი
მომაწოდეს,
მხოლოდ ერთი
ყლუპის შესმა
დამაცადეს და
ჯამი ხელიდან
გამაგდებინეს.
კინაღამ
კივილი
ავტეხე...
მუხლები
მეკვეთებოდა,
ზეზე ძლივს
ვიდექი. ბოღმა
მახრჩობდა, ისე
გაბრაზებული
არასოდეს
ვყოფილვარ.
უცბად რაღაცამ
გამიელვა და
მე უკვე
ვხედავდი,
როგორ მოვშორდი
ფანჯარას,
გადავძვერი
აივნიდან,
ვირბინე,
გავაღვიძე
მამასახლისი,
ვაცნობე, რომ
თუთაშხია
თავის
საყვარელთან
არის მოვიდა
პოლიცია,
სახლს
შემოერტყა...
შიგნიდან
ისევ ჩურჩული
მოისმა:
სანამდე
მოხვიდოდე,
ღმერთს ვემუდარები,
მომიყვანემეთქი.
რომ მოხვალ
მავიწყდება
ღმერთი და
შენს მეტს ვერ
ვხედავ
ვერაფერს.
უკვე რომ
ვუალერსეთ
ერთმანეთს,
ისევ მოდის
ღმერთი და
მეშინია,
ძალიან
მეშინია,
დათუნია, ჩემო
დათუნია...
სიმართლეს
ვამბობ,
მამასახლისთან
გაქცევა დანამდვილებით
მინდოდა. აღარ
გავიქეცი
სინდისმა არ
მომცა მხარი
პოლიციამ ხომ
სწორედ ეს
დამავალა და
სწორედ ამიტომ
აღარ
გავიქეცი...
ოთახში კი
საუბარმა
ახალი
მიმართულება
მიიღო, თავში
ნისლი მედგა,
მექანიკურად
ვისმენდი, იქ
ნალაპარაკევის
შინაარსი
შემდგომ
ხანებში
მომწვდა, როცა
გუნებაში
იმღამინდელ
შთაბეჭდილებებს,
ვინ იცის,
მერამდენედ
ვათვალიერებდი.
არ ივარგებს,
ბეჩუნი, ეგ,
ამბობდა დათა
თუთაშხია.
არ გინდა, რომ
უყვარდე?
მინდა. შვილს
რომ უყვარდეს,
ყველას უნდა!
მისთვის ისე
აჯობებს არ
იცოდეს და არც
ვუყვარდე.
სიმართლე არ
უნდა იცოდეს?
ასეთი
სიმართლე
რაში
გამოადგება
მას! დაიჩაგრება,
ნაბიჭვარი
ვყოფილვარ
მეო...
ნაბიჭვარი?
გუდუნას სხვა
მამა არ
ყოლია, შენ ხარ
მისი მამა!
წესი წესია,
ბეჩუნია.
გაიზრდება,
მიხვდება, უკანონო
რომ არის...
ცბიერი,
ბოროტი კაცი
დადგება.
ნუ იგონებ
რაღაცას...
ბეჩუნი, თუ
შემიყვარა,
რომ მომკლან
ან გამაციმბირონ
დაიტანჯება,
გულში
ბოროტებას
ჩაიდებს. ბოროტი
კაცი ცოდვაა.
ბოროტი კაცი
მკვდარ კაცზე
უარესია;
მკვდარი
არავის
არაფერს
ერჩის მაინც.
მამა უნდა
ბავშვს. ხომ
უნდა
უყვარდეს
ვინმე!
კი უნდა
უყვარდეს.
ასწავლე,
ქვეყანა
უყვარდეს, მთა
უყვარდეს, მინდორი,
ადამიანი,
დედა
უყვარდეს,
მამის საფლავი...
სიკეთე
უყვარდეს! ეგ
ნაფიქრი
მაქვს მე, ბეჩუნი.
ვის გვარსაც
ატარებს,
ხალხს ვისიც
გონია, ის
კაცი
ჩათვალოს
მამად, ასე
აჯობებს.
ცოტა ხანს
სიჩუმე იყო.
ტირი,
ბეჩუნიამაიმუნო?..
ისევ მოისმა
ჩურჩული. კაი,
ნუ აიშლი ძარღვებს...
არ გაუტყდე
ვინმეს, თვარა
მთავრობაში
გაიგებენ. ხომ
არ გაუმხელ
არავის, ჩემო
ბეჩუნია,
მითხარი.
ბეჩუნიამ
ერთიორჯერ
ამოისლუკუნა
და
წაიჩურჩულა:
როგორც
მეტყვი, ისე
მოვიქცვვი.
იყოს, როგორც იყო
აქამდე.
დაიფიცე,
ბეჩუნია!
ჩემი
გუდუნას
სიცოცხლეს
ვფიცავ, ჩემი
დათას სიცოცხლეს
ვფიცავ...
ისევ კოცნისა
და მიფერეგის
ფაჩუნმა
მოაწია... მეტი
აღარ შემეძლო,
ჩემს ოთახს
მივაშურე.
როგორც იყო
დავმშვიდდი
და მაშინვე იმ
ფიქრმა
შემიპყრო, თუ
რამ
მიმიყვანა იმ
ფანჯარასთან
მარტო
ცნოგისმოყვარეოგამ,
თუ კიდევ სხვა
რამემ?
მეორე
საღამოს ჩემი
დიასახლისი
შემოვიდა. ერთხანს
ჩუმად იჯდა,
მერე მკითხა,
დათას მოსვლა
თუ გაიგონე
წუხელისო.
გავიგონე,
ღიმილით
მივუგე.
რატომ არ
შემოხვედი
ჩემთან?
მეუხერხულა,
ბეჩუნი...
ვაპირებდი,
ყველაფერი ისე
მეთქვა,
როგორც მოხდა,
მაგრამ
რაღაცამ დამაკავა
და დავძინე:
ვერ მოვბედე...
ვიგრძენი,
ჩვენს შორის
თუკი რამ
გულწრფელი იყო,
ერთიანად
აორთქლდა და
გაქრა... რას
ვიზამდი,
სხვაფრივ
თქმა უარესი იქნებოდა.
ოთახში
სიბნელე იყო.
კიდეც
მოვსულიყავი,
მაინც ვერ
დავინახავდი
წესიერად.
დათა
თუთაშხია
დღისით სად და
რანაირად
უნდა დამნახვებოდა?!
საერთოდ
ვერასოდეს
ვნახავდი! ამ
აღმოჩენამ
გამიელვა და
გული
შემიტოკდა.
ბეჩუნი
დამაცქერდა.
ვიგრძენი,
ფიქრობდა: ნუთუ
იყავი და
მალავ. რატომ
მალავ?
შემცივდა.
ავდექი, შალი
წამოვიხურე.
ვერ გავთბი,
ფანჯარა
დავკეტე
მაინც ვერ
გავთბი, მციოდა.
ქვრივი ცოტა
ხანს კიდევ
იჯდა. მერე,
ჩვეულებისამებრ,
თქვა:
ავალ,
ქალბატონო
თიკო, მე. გვიანია
უკვე, და
წავიდა.
ამ საღამოს
შემდეგ ჩემი
დიასახლისი
სულ უფრო
იშვიათად
მსტუმრობდა.
ეჭვიანობამ
დაისადგურა.
ხანი გავიდა.
ზამთარი
იწურებოდა.
იქაურ
ადგილებში
თოვლი თითქმის
არ იცის და იმ
ზამთარს
წვიმაც ცოტა იყო.
ქარს ზღვიდან
სინესტე
მოჰქონდა,
ძვლებში ატანდა.
ბუხარი
განუწყვეტლივ
მენთო. ერთ
ღამეს მკაფიოდ
გავიგონე
დათა
თუთაშხიას
ფრთხილი ნაბიჯების
ხმა. ბაღის
მხრიდან
მოვიდა,
ბეჩუნის
სარკმელს
კენჭი ესროლა;
კარის
უჩუმარმა ჭრიალმა
მოაწია და
ისევ
ყველაფერი
მიჩუმდა. ჩემი
ბინის წინა
ოთახში
ჩაწეული
ლამპა ბჟუტავდა,
კრეტსაბმელში
მკრთალი შუქი
ატანდა, საწოლ
ოთახში
იბნეოდა.
მალე ჩვენი
სახლის
ირგვლივ
რაღაც ხმაური
და ჩოჩქოლი
ატყდა.
ავდექი,
ფანჯრიდან
გადავიხედე.
აქაიქ
ლანდები
შევნიშნე.
ბეჩუნის
ნახევარში და
დერეფანშიც
ფეხის ხმასა
და კარის ჭრიალს
მოვკარი ყური.
ეჭვი აღარ იყო
სახლს ალყა
ჰქონდა
შემორტყმული
და თუთაშხია,
ალბათ,
ოთახებში
დაიპარებოდა,
დასამალ ან გასაქცევ
ადგილს
ეძებდა...
თავზარი
დამეცა,
საწოლში
ჩავემხე.
თუთაშხია!
მოისმა
გარედან.
ვიცით მანდ
რომ ხარ.
სახრჩობელას
თუ გინდა
გადარჩე,
გამოდი და ჩაგვბარდი!
სწორედ ამ
დროს
გაიხრიალა
კარზე
მიდგმულმა
სკამმა: წინა
ოთახიდან
დერეფანში
გამავალ კარს
რაზა არა
ჰქონდა, სკამს
მივადგამდი
ხოლმე ვინიცობაა,
ვინმე
შემოსულიყო,
ხმაურს
გავეღვიძებინე
წამოვვარდი,
კრეტსაბმელს
მივეპარე, წინა
ოთახში
გავიჭვრიტე.
ჩაწეული
ლამპის სინათლეზე
კაცი
დავინახე:
ჩოხაახალუხში
იყო, ფაყუ
ეხურა. ისე
თავით
ფეხამდე
იარაღში
ჩამჯდარი
სხვა დროს
არავინ
მენახა.
შემოსულმა
იქაურობას
თვალი მოავლო,
სკამი ისევ
კარს მიადგა,
ჩემი
ოთახისკენ
გამოსწია. ოდნავ
მოღუნული,
მაგრამ
მძლავრი
ფეხები ჰქონდა.
მსუბუქად
მოდიოდა, თითქოს
იატაკს არც
ეხებაო.
კრეტსაბმელი
გადასწია,
თამამად
შემოვიდა.
აქვე ვიდექი,
პირისპირ შემომეფეთა
და დადგა. რა
თქმა უნდა,
ვიცოდი დათა
თუთაშხია იყო.
დარაიის
კრეტსაბმელში
მოყვითალო
შუქი ჟონავდა,
თუთაშხიას
ფიგურას
გარშემო
ციმციმა ზოლად
ევლებოდა.
თავს წამომდგომოდა,
მისი სუნთქვა
საკინძეში
ჩამიდიოდა, მკერდზე
მცემდა.
პირველი
ფიქრი,
რომელიც გარინდების
შემდეგ
მოვიდა, ის
იყო, რომ
მამაკაცი მკერდგაღეღილსა
და
ღამისპერანგიანს
დამყურებდა.
აი,
დასწყევლოს
ღმერთმა,
ალყაშემორტყმული
აბრაგი კი არა
მამაკაცი!
საკინძეზე
ვიტაცე ხელი...
მამაკაცებს
ასეთი ჟესტი
არანაკლებ აღელვებთ,
ვიდრე თვით
შიშველი
მკერდის
დანახვაო,
ერთმა ქალმა
მითხრა
რამდენიმე
წლის შემდეგ...
ბეჩუნიაკახპავ
გამოაგდე
სახლიდან მაგ
შენი კურო!
ისევ მოისმა
გარედან.
დათა
თუთაშხია
ოდნავ
შეტოკდა და
კვლავ გაირინდა.
აივანზე
ბეჩუნის
ფანჯარამ
დაიჭრიალა.
ნიკანდრო
ქილია, შე
ქათმის ქურდო,
შენ! გადასძახა
ჩემმა
დიასახლისმა.
დათა
თუთაშხიასი კი
არადა,
ბარდღუნიაშტერის
საყვარლობა
ჯობია
შენისთანა
ღორის
ცოლობას.
ამაზე თუ
გიფიქრია,
უბედურო, შენ!
კითხე, სახლში
რომ ბატი გიზის,
მას და
გეტყვის
სიმართლეს....
ვინ ოხერმა
მოგატყუა,
ბეჩუნისას
არის დათაო?
შემოიყვანე
მაგ შენი
კაზაკები და
ჩაფრები და
ნახეთ თვითონ.
ფანჯარა
ჩაიკეტა.
? ჰკითხა
იასაულმა
ნიკანდრო
ქილიას და რაღაც
ბრძანებები
გასცა.
კაზაკები
დაფაცურდნენ,
სახლის
გარშემო
ცეცხლები
ააგიზგიზეს,
ოთახებში
შუქი
შემოვიდა.
დათა
თუთაშხია
გულხელდაკრეფილი
იდგა, ხან მე
დამცქეროდა,
ხან ფანჯრისკე
იყურებოდა.
თავი
მიბჟუოდა,
გულს
დაგადუგი
გაჰქონდა, წარამარა
ჟრუანტელი
მივლიდა.
ვინ ხარ და რა
გინდა?!
ძალიან
ხმადაბლა,
თითქმის
ჩურჩულით
შევეკითხე.
აბრაგს ხმა არ
დაუძრავს.
ცოტა
დააყოვნა და
ფანჯრისკენ
წავიდა.
რამდენიმე
ნაბიჯი
გადადგა,
ცეცხლების
შუქში გაიარა.
ახლა მე მას
უკვე გარკვევით
ვხედავდი...
ფეხადგმულ
კლდესავით მიიწევდა.
ისევ შიშმა
ამიტანა,
ერთიანად ავცახცახდი,
მოვიკუნტე და მივყევი.
ჩემ საწოლთან
იდგა, ეზოში
იყურებოდა.
სულ ახლოს
მივედი,
გვერდით
დავუდექი,
სახეში
ავცქეროდი.
მშვიდი, ღრმა
სუნთქვა,
გაშლილი
მკერდი და
შოღოტივით
გრძელი
მკლავები
ჰქონდა. მისი
სხეული
საოცარ
სითბოს
ასხივებდა,
ანდამატივით
მიზიდავდა.
კურკისოდენა
გავხდი, გულის
კოვზში
მოვუთავსდებოდი.
ერთი ისეთი
წამიც კი იყო,
როცა
დავაპირე,
მკერდში
ჩავკროდი, მაგრამ
მხოლოდ ერთი
წამი...
ქალბატონო,
მე თქვენ არ
გიყურებთ...
მითხრა აბრაგმა
ხმადაბლა,
შეგცივდებათ,
რამე წამოიხურეთ.
ელდა მეცა,
ღმერთო ჩემო,
თურმე არც კი
მიყურებდა!
აღარ მახსოვს,
დავწექი თუ
წავიქეცი.
თვალებიდან
ცრემლის
ნაკადი
წამომსკდა.
არა ვტიროდი, არც
მეტირებოდა
ცრემლები
მდიოდა.
აბრაგმა ეზოს
თვალი
მოსწყვიტა,
დამაცქერდა. მგონი,
რაღაცით იყო
განცვიფრებული.
ბოლოს გაიცინა,
გამოლაპარაკება
დააპირა,
მაგრამ აივნის
თავში ფეხის
ხმა მოისმა...
თუთაშხიამ
მყისვე ჩაიჩოქა,
მაუზერი
მოიმარჯვა,
მინებს
მიაცივდა. სინათლემ
უფრო
მძლავრად
შემოიხედა,
ფანჯარა
ბროწეულისფრად
აალაპლაპა
ჩირაღდნიანი
კაზაკის
ფაფახი
გამოჩნდა და
კვლავ
გაუჩინარდა.
მერე კარგა
ხანს
აღარაფერი
გაფაჩუნებულა.
ერთხელ
ზუგდიდის
გზაზე გნახეთ,
სახეში
შემომჩურჩულა
მუხლზე
დაჩოქილმა
აბრაგმა.
ულამაზესი
ქალბატონი
ბრძანდებით!
სტყუი!
უნებურად
მივახალე.
აბრაგმა
გაიღიმა:
სიცრუე
შიშმა იცის,
ქალბატონო. მე
არ ვცრუობ არასდროს.
კიდევ
დამაკვირდა
და დასძინა:
ნუ ტირით,
ქალბატონო,
არაფერი არ
არის საშიში
აქ.
იქ თუ საშიში
არა იყო რა და!..
აივანი
ხელახლა
აჭრიალდა,
უფრო განათდა.
რას
აპირებენ?
ვკითხე და
ძალიან
გამიკვირდა,
რომ სრულიად
აღარაფრისა
მეშინოდა.
ჩირაღდნები
მოიტანეს და
ჩხრეკას
დაიწყებენ,
ალბათ.
მერე?
თუთაშხიამ
მხრები
აიჩეჩა იყუჩა
და ჩაილაპარაკა:
მართალი
ყოფილხარ,
თოლორაია,
შენ. ასე
გამოდის,
თითქოს!
მინდოდა,
მეკითხა, რას
ამბობმეთქი,
და ამ დროს
აივანზე,
დერეფანში,
ოთახებში
კაზაკები შემოცვივდნენ.
კარების
ბრახაბრუხი
ატყდა... ჩემი
ბინის კარს
ვიღაც მოაწვა,
კარზე
მიდგმულმა
სკამმა
ისევ
დაიხრიალა.
წამოვვარდი,
ფეხშიშველი,
ღამის
პერანგის ამარა
გავიქეცი,
ლამპას
ავუწიე და
კარს ვეტაკე.
ოდნავ
შემოღებულ
კარში
კაზაკის
წითური სიფათი
მოჩანდა,
გაფაციცებულ
თვალებს
აბრიალებდა.
, , !.. დავიყვირე
და კარს ხელი
ვკარი.
კარი კაზაკს
ცხვირპირში
მოხვდა,
ხმამაღლა შემიკურთხა,
გააფთრებით
მოაწვა.
მომერია, მაგრამ
ვერც იმდენად
შემოაღო, რომ
იმხელა ნადირი
საჭურვლიანად
შემოტეულიყო.
, , ... !
ვყვიროდი და
კაზაკს ცხვირპირს
ვუკაწრავდი.
, ... !.. კაზაკი
რის
ვაივაგლასით
მიგერიებდა.
ისე დავკაწრე,
დუნდულა
ლოყებზე
სისხლი დააჩნდა.
დაიხია. ის
იყო, კარი
მივუჯახუნე
რომ ვიღაცის
ბოხი ხმა
გაისმა:
ი , !
.... , . , ...
კარი
იმწამსვე
გამოვაღე,
გაჩირაღდებულ
დერეფანში
თავი გავყავი.
, , ! ი ,
... , .
შევძახე
კაზაკის გვერდით
მდგომ
იასაულს.
, ... ,
! !
იი .
!
,
შემაწყვეტინა
იასაულმა, ,
!..
?.. ?! !.. არ
მახსოვს, ჩემი
სიცოცხლის
მანძილზე
ასეთი
გაშმაგებით
კიდევ სადმე
მეკივლოს !
კედლებს
ზანზარი
გაჰქონდათ.
ერთი კიდევ
შევკივლე,
მიხსენითმეთქი,
და ოთახებს
დამთხვეულივით
მოვედე.
დავრბოდი,
მაგიდების, ტახტების
ქვეშ
ვიხედებოდი.
იასაული და
კაზაკები
ზღურბლს იქით
იდგნენ, პირღია
შემომცქეროდნენ.
საწოლ
ოთახშიც
გავვარდი,
იქაურობაც
წივილკივილით
მოვირბინე.
დათა
თუთაშხიას
ორთავ ხელში
მაუზრები
ეჭირა, თვალს
დამაყოლებდა
და ისე
ეტყობოდა, რომ
უნდოდა, ჩემს
დასამშვიდებლად
რაიმე ეღონა
და არ კი
იცოდა რა.
ცოტა ხანს ვიტრიალე,
ისევ წინა
ოთახში
გამოვვარდი
და ზღურბლზე
გადმოსულ
იასაულს
ავეკარი.
ი! ! ერთი
ალიაქოთი
მქონდა.
, , !
მე მაინც
ჩემსას გავიძახოდი
და შიშისგან
ერთიანად
აკანკალებული
იასაულს
მკლავებში
ვებღაუჭებოდი,
ზურგს უკან
ვეფარებოდი...
შილიფად
ვიყავი,
იასაულის თვალისთვის
ჩემი ქალური
ავლადიდება
მთლად დასანახზე
მქონდა.
შევამჩნიე,
ჩემი
მხსნელი შიგადაშიგ
რაღაცრაღაცებს
მითვალიერებდა
და ამ აღმოჩენამ,
თქვენ
წარმოიდგინეთ,
ძალა შემმატა,
უფრო
გაშმაგებით
ავკივლდი.
იასაულს
ყურის აპკები,
ალბათ,
დახეთქვაზე
ჰქონდა! ვეღარ
აიტანა და
დაიგრგვინა:
! . !
წასასვლელად
გაიწია.
!
... !
მკერდით
მივეკარი,
მივეტმასნე,
მგონი,
შუაკაურიც
გამოვდე.
. ... ,
აყვირდა
იასაულიც,
შეშინებული
თვალები
უმწეოდ
ააცეცა და
მუდარით
მითხრა:
... ... ი!
, !
, !
უბრძანა
იასაულმა
კაზაკს, ძალით
მომიშორა,
კარი
გაიჯახუნა და
დაიყვირა: ,
, !.. ეს
გაცილებით
ხმადაბლა
თქვა და,
სხვენის ჩხრეკა
არაფერ შუამი
იყო, პირადად
მე მეხებოდა.
კინაღამ
გავაუპატიურე,
საცოდავი!
სახლი ისევ
ჩექმების
ბრაგაბრუგმა
მოიცვა.
წყნარ, მშვიდ
საქციელზე
გადასვლა
ძალიან გამიჭირდა.
კივილი
კბილით
მეჭირა, სხეული
კვლავ
ბობოქრობას
მთხოვდა.
როგორც იყო,
მოვერიე თავს,
კარს სკამი
მივადგი,
საწოლი
ოთახის
კრეტსაბმელი
გადავწიე.
თუთაშხიამ
დამინახა,
სიცილი ვერ
შეიმაგრა, სახე
ფაყუში ჩაყო.
საწოლთან
მივედი, გული
სიხარულითა
და უსაზღვრო
სიამაყით
მქონდა სავსე
ჩემი
გადარჩენილი
დათა
თუთაშხია
ჩემთან,
გახდილთან,
მწყურვალთან,
პირისპირ და
მარტო იყო.
ვაიმე,
როგორი შიში
ვჭამე!
რატომღაც
წავილუღლუღე.
ქალბატონო,
რომ
შეგშინებოდათ,
ასე მოხერხებულად
ვერ
მოიქცეოდით.
შიშმა
დაბნევა
იცის... აბრაგმა
ჩაიცინა და
დასძინა:
მამაკაცი ვერ
გააკეთებს
მაგას, მაგას
ქალი უნდა,
თქვენისთანა
ქალი, ესა
თქვა,
მკლავებში
მომიქცია, სახეში
ჩამაცქერდა.
ზურგზე ორი
მაუზერი მედო.
მეტი ინტიმი
წარმოუდგენელია.
რა ხდება!
სახეში
შევჩურჩულე.
დათა
თუთაშხიამ
თავი დახარა,
ტუჩებში
ჩამეკრო...
არ ვიცი,
როდის დამრია
ხელი
უარყოფის იმ
გრძნობამ,
რომელიც ამგვარ
სიტუაციაში
ყველა ქალს
ეწვევა ხოლმე:
მამაკაცს
ტუჩებს
მოაცილებს და
პროტესტს აცხადებს
გაუმართლებლად
გვიან!
რა იყო ეს!
ძალიან
მკაცრად
ვთქვი, თითქოს
მის კოცნაზე
კოცნითვე არ
მეპასუხოს.
თუთაშხიამ
ჩაიცინა, გამშორდა,
სკამზე
ჩამოჯდა.
სიხარულის
იყო ეს,
ქალბატონო!
ხომ
გაგხარებიათ,
ძალიან კარგი,
ცქვიტი და
ეშმაკუა რომ
გინახავთ
ვინმე?..
სხვა
არაფერი?
გული
მომივიდა,
გაწიწმატებით
ვთქვი, მაგრამ
ამაში სხვა
ინტონაციაც
იყო.
როგორ არა.
მადლობის იყო,
კიდევ!
ლოგინისკენ
გავიქეცი,
თუთაშხიას
თვალი ვესროლე,
ჩავწექი და
ავტირდი.
აბრაგი
მომიახლოვდა,
საწოლთან
ჩაიჩოქა,
ფერება
დამიწყო
თავზე ხელს
მისვამდა.
მოვლბი,
ყველაფერი
ვაპატიე: ისიც
რომ, თურმე,
არც კი
მიყურებდა
მკერდგაღეღილსა
და მღელვარეს;
ისიც, რომ
მხოლოდღა
სიხარულის
გამო
ჩამაფრინდა
ტუჩებში;
ისიც, რომ
ვნებით ატაცებულსა
და
გაგიჟებული
ალერსის
მომლოდინეს
მითხრა
მადლობით
გეხვეოდი და
გკოცნიდიო...
თავზე ხელს
მისვამდა და
პირზე
მომადგა
მოდი ჩემთან.
რომ მეთქვა
ჩემი პირველი
მამაკაცი იქნებოდა
საქვეყნოდ
ცნობილი
აბრაგი დათა
თუთაშხია!..
სიტყვა
თავგამოდებით
ვულკანივით
მოიწევდა,
მაგრამ
შიგნიდან
რაღაც უფრო უაზროსა
და უხეშად
ძლიერს ეჭირა,
არ უშვებდა, პალოზე
მიბმულივით
ჰყავდა.
ვერა ვთქვი.
განმეორდა ის,
რაც ერთხელ
მანამდე უკვე
იყო და
შემდგომშიც
რამდენჯერ
ვინ იცის!
სახალინზე ჩემი
მგზავრობის
მიზანი იმ
გადაწყვეტილებასაც
შეიცავდა, რომ
მიტო
ზურაბიშვილი
უნდა გამხდარიყო
ჩემი პირველი
მამაკაცი
მიუხედავად
იმისა,
ვიქნებოდი თუ
არა
მომავალში
მისი მეუღლე.
მე მასთან ორი
კვირა
გავატარე.
დღეცისმარე
ვეუბნებოდი
ჩემს თავს
ამაღამ
ხვაშიადის აღსრულებამდე
ყოველ ღამე
გოჯი
მრჩებოდა და ისე
წამოვედი, რომ
იმ გოჯს ვერ
გადავაბიჯე.
რიგიანად
აღარ მახსოვს,
მიზეზი რა
იყო. მგონი, უეცრად
და უადგილოდ
გამახსენდა
ის ორიოდ სიტყვა
თანამგზავრი
ოფიცრის
მონაყოლიდან
! მუდამ
რაიმე ასეთი
გამოიძებნებოდა
ხოლმე. დათა
თუთაშხიას
შემთხვევაში
რა იყო ვერ
გეტყვით,
მაგრამ
ერთხელ, ასე,
ოცდათხუთმეტი
წლისა
ვიქნებოდი,
გადამწყვეტ წამში
მომეჩვენა,
რომ
გულმუცელში
გველი მიხოხდება
და იქ
სამუდამოდ
უნდა
დაიბუდოს...
პუნქტი
მქონდა.
პუნქტი,
თორემ, ჩემი
დღემდე
ქალწულობა
მირაჟია.
ნამდვილი
მეძავი
ვიყავი,
ვისთან არ
ვწოლილვარ!..
საბრალო
მამაკაცები;
ჰგონიათ, რომ
ღალატი
ხორციელი რამ
არის. კიდევ
კარგი, შინაბერად
დავრჩი:
კუპრის
აბაზანებს რა
ამაცდენდა!
... აჰა, ისევ
საითღაც
წავედი.
ჰო, ვერაფერი
ვთქვიმეთქი,
ამას
ვამბობდი...
მე ჩემთვის
ვფიქრობდი,
დათა
თუთაშხია
თავისთვის. მე
იმაზე
ვფიქრობდი,
რომ
მამაკაცებს
ასეთ
სიტუაციაში
დაძახება არ
სჭირდებათ
თვითონ
მოდიან და
მერე როგორ!
მოგერიება
ძნელდება
ხოლმე... ვერ
გამეგო, რატომ
არ მოდიოდა?!
დათა თუთაშხია
კი, ალბათ,
იმაზე
ფიქრობდა ამ
ახირებულ
არსებას
საიდან
გადავეყარე,
სიკვდილი
გუდასავით
მკიდია და რა
დროს ვნება და
ალერსიაო!..
ნიკანდრობატონო,
ნიკანდრობატონო!..
ყვირილი
მოისმა
გარედა,
საქმე მაქვს
თქვენთან, აუცილებელი
საქმე...
საჩქარო
საქმე მაქვს
თქვენთან,
ნიკანდრობატონო!
პუსტი,
ბატონო,
პუსტი! ხაროში
ია, ხაროში!
ზეზე
წამოვცვივდით.
ყურუა არის
ეგ! თქვა დათა
თუთაშხიამ.
რაა ეს, ნეტავი.
ორმა კაზაკმა
ზურგს უკან
ხელებგადაგრეხილი
ყურუა ყორეს
იქით
ჩასაფრებულ
პოლიცმეისტერთან
პუნღურისცემით
მიიყვანა.
რაღაც ლაპარაკი
იყო, ჩვენ არ გვესმოდა.
მერე
კაზაკებმა
დაიხიეს,
პოლიცმეისტერი
ადგა,
იასაულიც იქ
მივიდა,
ორთავემ ერთად
დაუწყო
რაღაცების
გამოკითხვა
ყურუას კიდევ
ილაპარაკეს
და იასაულმა
დაიძახა:
! მერე სხვა
საჭირო
ბრძანებებიც
გასცა და ჩვენი
სახლისკენ
გამოსწია.
ჩირაღდანი
ეჭირა, კიბე
ამოიარა. დათა
თუთაშხიამ
ისკუპა, ფანჯრის
გასწვრივ
კედელს აეკრო.
მინებს
იქიდან ჩირაღდანმა
დაიბრიალა,
იასაულის
სახე გამოჩნდა.
, . ! ...
იასაულს
სიტყვა
გაუწყდა, თვალები
აახამხამა,
ვიფიქრე, ხომ
არ გაწყრა
ღმერთი და ამ
ბოლო წამებში
რაიმე ეჭვი
ხომ არ
ეტაკამეთქი...
, ... ი ... ,
, ?..
ორაზროვნად
გავუღიმე.
მახსოვს!
მთელი ჩემი ტალანტი
ჩავაქსოვე,
რომ ღიმილი,
რაც შეიძლებოდა
მომაჯადოებელი
ყოფილიყო.
იასაული,
ვფიქრობ,
ძალიან
დაიმედებული,
სასოებით აღსავსე
გატრიალდა.
გამოდი,
ბეჩუნიაშტერო,
და ჩააქრე
ცეცხლი, თვარა
დაგეწვება
სახლი არ
გვცალია ჩვენ!
დაიძახა
ნიკანდრო
ქილიამ.
ფაცხაფუცხით
აიყარნენ და
თვალს
მიეფარნენ.
ფლოქვების
თქარათქური
უკვე
მიწყვეტაზე
იყო, ჩემთვის
ვთქვი:
ნეტავი, რა
ბუზანკალი
შეუჯდათ, ჰა?
ხაფანგი
დამიგეს,
ვითომ?..
თუთაშხიას
ეგონოს, წასული
ვართ და
კაცები
დატოვეს
ჩასაფრებული?..
არა, ყურუას
რა უნდოდა აქ!
რა
მოხელენაჩალნიკია
ეგ ყურუა?
არაფერი, მეჯოგეა...
თვითონ არ
უდგას ჯოგს,
სხვები ყავს,
აგერ რომ
სოფელია
ტყვირი,
მანდაურია ეგ.
უფროსებს
რაღაც აცნობა,
დაუჯერეს და
ალყა მოხსნეს!
დაუჯერეს,
სხვას არ
დაუჯერებენ,
თავის კაცს დაუჯერებენ
მხოლოდ.
მართალი
ყოფილა კოშა
თოლორაია,
მაგათი კაცი
ჩანს ყურუა!..
კოშა
თოლორაია ვინ
არის?
ამხანაგია
ჩემი; ტატაშ
ჩანბას
ყურუამ ჩაუყარა
საწამლავი და
მკვდარი
ჩააბარა
ქილიასო, ამბობს.
ძნელი
დასაჯერებელი
იყო ეს. ერთი,
რომ ჩანბების
დისწულია
ყურუა და
მეორე ის, რომ
ყურუა და მისი
უფროსი ვაჟი
კოდორს
მიქონდა შარშან
ტატაშმა
გამოიყვანა
და
გადაარჩინა
ორივე. აბრაგი
იყო ტატაშ
ჩანბა
მაგარი კაცი
ძალიან.
ღმერთო,
ღმერთო... რა
არის ეს...
რომ
გააბრაგდა
ტატაში,
ოთხასი სული
საქონელი
მიაბარა
ყურუას. თუ
ისეა, კოშა
თოლორაია რომ
ამბობს,
დახარბდა
საცოდავი
ყურუა
ქონებას, ალბათ...
საცოდავი?
ბოროტი კაცი
ყველა
საცოდავია,
ქალბატონო თინათინ!
მაგ
საცოდავს
თავისი
ნათესავი და
მხსნელი საიქიოს
გაუსტუმრებია
და, თუ გული
სწორად მიგრძნობს,
ეს ალყა და
ალიაქოთიც
მაგისი ნახელავია.
მაგის
ნახელავია,
მართალია ეგ,
მაგრამ რატომ
მოვიდა აქ და
მისი
ნათქვამით
როგორ
მოიხსნებოდა
ალყა!..
ეზოში ჩემი
დიასახლისი
გამოჩნდა,
ჭიდან წყალი
ამოიღო,
ცეცხლის
ჩაქრობას
შეუდგა.
მეზიზღებოდა
ქვრივი და
გამარჯვებული
ადამიანის გუნებაზე
ვიყავი.
რატომ მეგონა
ჩემი თავი
გამარჯვებული?..
ტუჩებზე
მივენდე დათა
თუთაშხიას,
მკერდში
ჩავეხუტე.
რამდენ ხანს
ვკოცნე და
ვეალერსე! ის
თბილი, ნაზი
სიტკბო ეხლაც
მახსოვს.
ორმოცდარვა
წლის
წინანდელი
ამბავია
დღეს არა
მგონია,
საჩოთირო
იყოს. არ
მინდა, ასე
მოვკვდე, ჩემი
სიცოცხლის
უტკბესი
განცდა
სამარეში
ჩავიყოლო,
თორემ, რაც მე
ვილაპარაკე,
აბა, რა
სათქმელი
იყო!..
დათა
თუთაშხიამ
ფანჯრისკენ
მიმატრიალა.
მინებს იქით
ქვრივის სახე
დავინახე.
მისი თვალები
სიბნელეში
ალისფრად
ვარვარებდნენ.
გულს
შემომეყარა,
მუხლმა
მიმტყუნა,
დათა რომ არა,
წავიქცეოდი.
მივბრუნდი,
ისევ
მივეხუტე იმ
წითლად
მოელვარე
თვალების ცქერა
აღარ
შემეძლო...
წავიდა! თქვა
დათამ ცოტა
ხნის შემდეგ.
იმდენი
ხორციელი
აღტაცება
ჩემთვის
აღარავის
მოუნიჭებია.
კარგა ხანს
ვიყავი მის
მკერდზე
მირინდებული.
ვიცოდი,
ჩემთან არ
იყო. მკლავებიდან
წაუვედი,
ლოგინზე
დავეშვი.
არაფერი მწყენია,
კაცები
ხშირად არიან
სხვაგან.
დათა იდგა,
ფიქრობდა და
ბოლოს
ჩაილაპარაკა:
უნდა
დაისაჯოს
ყურუა და
ხალხმა უნდა
იცოდეს, რატომ
დაისაჯა. ასეა
ეს.
აბრაგი
მიტრიალდა,
სწრაფი
ნაბიჯით
წავიდა. ზღურბლზე
შეჩერდა,
მომიბრუნდა
და მითხრა:
პატიებას
გთხოვთ,
ქალბატონო,
ვერ მოვიქეცი,
მგონია,
თქვენს და
ჩემს
ღირსებას რომ
შეშვენის,
ისე. ძნელი
ვითარება
შეიქნა,
რთული, და
უფრო მეტად ამ
სახლში
თქვენმა
ბინადრობამ
და კაზაკებთან
თქვენმა
ბრძოლამ
ამირია
თავგზა...
მაინც მოგზავნილი
მგონიხართ...
რა ვიცი. ნუ
იწყენთ ამას.
ყველაფერი
კარგი იყო და
ეგეც! მშვიდობით.
მშვიდობა
მოგცეთ
ღმერთმა.
შემდგომში
იმღამინდელი
ამბების
მოგონებათვალიერებამ
მაფიქრებინა,
რომ დათა
თუთაშხია
თავს განზრახ
იმდაბიოებდა.
რაში სჭირდებოდა?!
ათიოდე წუთის
შემდეგ ჩუმი
სტვენა
მოისმა. მალე
შორს, რიყეზე
ფლოქვი
აკაკანდა.
პირველად მაშინ
გამიელვა:
ქართველ
მამაკაცებს
ცხენი იმიტომ
უყვართ, რომ
ზედ ქალის
შემოგდება
შეიძლება.
იმ ღამეს
ყურუას
სახლკარი
ერთიანად
გადაიბუგა.
მერე ხალხში
ასეთი ხმა
დადიოდა: დათა
თუთაშხიას
ყურუასთვის
დაუვალებია
ბეჩუნისთან
მიდი და
უთხარი, მე და
შენ რომ
ვიცით, იმის
წასაღებად
ამა და ამ
ღამეს მოვალ,
შინ იყავიო.
ეს რომ კოშა
თოლორაიას
გაუგია,
გამწყრალა,
ამხანაგისთვის
საყვედური
უთქვამს, ეგ
ყურუა გამცემია,
ნათესავი არ
დაინდო, შენ
როგორღა
ენდეო. თუთაშხია
თავისაზე
დამდგარა
შეუძლებელიაო,
და დანიშნულ
დროს
ბეჩუნისთან
მოვიდა. თოლორაია
და კიდევ ერთი
აბრაგი
ხუხია,
შორიახლოს
ჩასაფრებულან.
აბრაგებმა
რომ ის
მოალყეები და
ალყა ნახეს,
გაქანდნენ,
ტყვირში
ყურუას მიუვარდნენ,
მის ვაჟებს
ხელები
გაუთოკეს და ხუხიამ
ორივე
მძევლად
წაიყვანა
საითღაც. კოშა
თოლორაიამ
ყურუას უთხრა:
თუ არ გინდა,
რომ შვილები
დაგიხოცოთ,
ეხლავე წადი,
ნიკანდრო ქილიას
აცნობე, რომ
დათა
თუთაშხია
ბეჩუნისთან
კი არა, ენთან,
ყურუასთან
იყო და ამ
წუთში ჩილუ
ველბაიასთან
სძინავსთქო.
ყურუა
უსიტყვოდ
დათანხმდა.
მერე რაც იყო,
ზევით ვთქვი.
ქილია ჩილუ
ველბაიას
დაეცა. ხუხიამ
ალყის მოხსნა
დაინახა,
ყურუას
ხელებგათოკილ
ვაჟებს დაეხსნა,
ტყვირში
ჩაირბინა და
გამცემის
სახლკარს
ცეცხლი მისცა.
კარგად რომ
აგიზგიზდა,
აბრაგებმა
ბეჩუნისკენ
გამოსწიეს. ის
სტვენა იმათი
იყო.
იმასაც
ამბობდნენ,
დათა
თუთაშხიას
მოგონილი
ხრიკიაო,
მაგრამ
მართალი არ
უნდა იყოს
თუთაშხიამ
ყურუას
მოსვლის
მიზეზი
ნამდვილად არ
იცოდა.
მეორე დღეს
სხვა ბინა
შევიგულე,
გადავედი.
მეურმეს
ბარგი
გაჰქონდა,
დათას გუდუნა
შორიახლოს
იდგა და
ლამობდა
გაეგო, თუ
რატომ მივდიოდი
მათი
სახლიდან.