გრაფი სეგედი
იმხანად
თბილისის
პოლიციაში
სისხლის სამართლის
სამძებრო
დარგს
სამოცდაათს
მიტანებული
დიდად
გამოცდილი
დეტექტივი
ივანე მიხეილის
ძე უსატოვი
განაგებდა.
ჩამოსვლისავე
დღეს მივედი
სამსახურში.
გულმა
გამიწია და მივედი.
კაბინეტში
ფეხი შევდგი
ტელეფონმა
დაიწკრიალა;
უსატოვი
მირეკავდა,
დაუყოვნებლივ
მიღებას
მთხოვდა.
მობრძანდიმეთქი.
მარდი,
ფიცხელი
მოხუცი იყო,
გადამდები
ტემპი ჰქონდა.
ფაციფუცით
შემოვიდა.
დაჯდომა
ვთხოვე,
ჯანმრთელობა
ვკითხე. რაღაც
ეჩქარებოდა
და თან თავისი
მოჭუტული,
ეშმაკი
თვალებით
შემომცქეროდა.
ვიგრძენი,
ლამობდა
გაეგო, ვიცოდი
თუ არა, რისთვის
იყო მოსული.
არ ვიცოდი და
ვკითხე.
დიდი
მოღულის
ხალიჩის
თაობაზე
გეახელით, თქვენო
ბრწყინვალებავ,
მითხრა
უსატოვმა
პატარა ხნის
დუმილის
შემდეგ და
ისევ
თვალებით კირკიტი
დამიწყო.
დიდი
მოღულის
ხალიჩის გამო...
გავიმეორე
ჩემთვის. ერთი
წამით
მომეჩვენა,
რომ ჯიმშედის
ლეგენდარულ
სარტყელზე ან
მინოტავრის
ლაბირინთზე
მესაუბრებოდნენ.
მერე
მეხსიერებას
ძალა
დავატანე,
დავრწმუნდი, რომ
მსგავსი
არაფერი
ვიცოდი და
ვთქვი: გისმენთ,
ივან
მიხაილოვიჩ.
როგორ... ესე
იგი... მაშ,
თქვენ
არაფერი
მოგეხსენებათ?
უსატოვი აფორიაქდა,
მეგონა, თავში
ხელს
წაიშენსმეთქი.
გამეცინა.
ახალგაზრდა
ხელქვეითებმა
იციან, უფროსებთან
საუბარში
უმნიშვნელო
რაღაცებს შეიცხადებენ
ხოლმე. ამით
საქმისადმი
თავისი
კეთილსინდისიერი
დამოკიდებულების
დემონსტრაცია
სურთ, მხნე და
ერთგული
მომუშავეების
სახელს იმკვიდრებენ.
გავიფიქრე,
უსატოვს ეს
ხრიკი ჩვეულებად
ახალგაზრდობაშივე
ექცა და
სიბერეშიც
შემოჰყვამეთქი.
ამიტომ
გამეცინა.
არაფერი ვიცი,
რაშია საქმე?
უსატოვმა
ერთი კიდევ შემავლო
ეჭვის თვალი,
მგონი,
გაიფიქრა, ამ
კაცს დიდი
მოღულის
ხალიჩისა
შეიძლება
მართლაც არაფერი
გაეგებოდესო
და მითხრა:
მაშინ, თქვენო
ბრწყინვალებავ,
თავიდან უნდა
გიამბოთ, ნება
მიბოძეთ.
ბრძანეთ,
ბრძანეთ.
ნადირშაჰმა
ინდოეთში
ლაშქრობის
შემდეგ თავის
თანამოლაშქრეს,
მაშინ ჯერ
კიდევ
უფლისწულს და
შემდგომში ქართლკახეთის
მეფეს, ერეკლე
მეორეს, დიდი
მოღულის
ნაქონი
ვეებერთელა
ცისფერი
ხალიჩა უბოძა.
მას მერე
ხალიჩა
თბილისში,
მეტეხის სასახლეში
იყო. აღა
მაჰმადხანმა
ეს საოცარი
ნაკეთობა
თბილისის
აღების
შემდეგ, სხვა
განძეულთან
ერთად, ხელს
გააყოლა და,
თავის მხრივ,
მელიქ
მეჯნუნს
უბოძა
ერეკლესგან
განდგომისა
და მის
წინააღმდეგ
ბრძოლაში
ერთგულებისთვის.
ხალიჩა
მეჯნუნის
ჩამომავლებს
შემორჩათ. ჯერ
ერევანში
ჰქონდათ. მერე
თბილისში
ჩამოიტანეს.
ინგლისელებმა
შარშანწინ
ხალიჩის მფლობელებს
ოცდაათი
ათასი აძლიეს.
მიმდინარე წლის
დამდეგს ჰაჯისეიდის
ფირმამ
ოცდათხუთმეტი
ათასი შესთავაზა.
პატრონი
ორმოცდაათს
თხოულობდა,
ხალიჩა არ
გაიყიდა. ერთ
მშვენიერ
დღეს, თქვენო
ბრწყინვალებავ,
ხალიჩა გაქრა.
ის მშვენიერი
დღე ორი თვის
წინ გათენდა.
დაზარალებულმა,
რა თქმა უნდა,
ჩვენ
მოგვმართა და
ძებნას
შევუდექით. ხალიჩის
პატრონს
მრავალრიცხოვანი
ოჯახი და ნათესაობა
ჰყავს. ვერ
წარმოიდგენთ,
როგორ მომაბეზრეს
თავი! ალყა
შემომარტყეს,
პოლიციის სამმართველოს
კარებთან
სადღეღამისო
მორიგეობა
ჰქონდათ
გამართული,
ღმერთს
ვფიცავ! ირწმუნებოდნენ,
ხალიჩა ან
თბილისში
გაიყიდება და
ან ბაქოშიო.
ამ სამი
კვირის წინათ
ხალიჩაც
ვიპოვნეთ და
ქურდიც
ავიყვანეთ.
როგორ
გგონიათ,
თქვენო ბრწყინვალებავ,
ვინ?.. უსატოვი
ნიშნისგებით შემომაჩერდა,
ვითომ ის
ქურდი ჩემი
ნათესავი ან
დაახლოებული
ხელქვეითი
იყო.
წარმოდგენა
არა მაქვს.
სპარაპეტა!
სპარაპეტა?
დავფიქრდი,
ნეტა, ვინ
უნდა
იყოსმეთქი.
არ მაგონდება...
სპარაპეტა...
ცოტა არ იყოს,
შემრცხვა კიდეც,
რომ უსატოვის
ნათქვამიდან
არც ერთი არ ვიცოდი.
სპარაპეტა,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
ცნობილი თბილისელი
ყომარბაზი,
შულერი და
ქურდი! ორი წელიწადია,
საიმპერიო ძებნა
აქვს
დანიშნული.
ჩემს მეტმა
ვერავინ დაიჭირა!..
უსატოვის
ხმაში
ჯერ სიამაყემ
დაიჟღერა და
მერე
საყვედურმა; ცნობილი
ქურდი და
ყომარბაზი,
ესე იგი
შულერი!
ბებერი
მაძებარი
გაოცებული
იყო, რომ ასე
ცნობილი
ქურდისა
არაფერი
ვიცოდი.
ჩემმა
ცხოვრებამ
ისე გაიარა,
რომ ბაცაცები,
ყომარბაზები
და შულერები,
როგორღაც იყო,
განზე
დამრჩნენ,
მათი
ასავალდასავალი
არასოდეს
მცოდნია.
გარდა ამისა,
ჩემოდენა
თანამდებობის
კაცს
ხველქვეითებთან
სიცრუე
საერთოდ არ
სჭირდებოდა
და, თუნდ
პირიქით
ყოფილიყო,
ბუნებით არ
ვიყავი
მატყუარა; მიუხედავად
ამისა, არ
ვიცი,
ვითაკილე, რომ
ვიღაც პოლიციელმა
სპარაპეტას
შესახებ
ჩემზე მეტი იცოდა
ან იქნებ
თავაზიანობამ
ჩამადენინა,
მტკიცედ
მივუგე:
დიახ,
გამახსენდა.
სპასპეტა!..
სპასპეტა კი
არა,
სპარაპეტა,
თქვენო
ბრწყინვალებავ!..
უსატოვმა
ლამის
შემომტირა
ძალიან
უნდოდა, რომ
ქურდის
მეტსახელი
სწორად
მცოდნოდა.
დასწყევლოს
ზეცაუფალმა!
ჩავილაპარაკე
და სიცილი
ამივარდა.
მოხუცი კაცის
წინაშე
უხერხული იყო,
თავის შეკავებას
ვცდილობდი,
ლამის
გავგუდულიყავი
ჩემი
იდიოტური
მდგომარეობა
მაცინებდა.
უსატოვს კი
მოეჩვენა,
ვითომ
ხალიჩის
ირგვლივ
ყველაფერი
ვიცი და სერიოზულ
ლაპარაკს
მასხრობა
ვამჯობინე.
ამან ჯერ
სიცილის
ისტერიკა
დამმართა,
ცრემლები გადმომცვივდა,
მერე
მოკრძალებამ
მაინც თავისი
გაიტანა,
დამამუხრუჭა,
უსატოვს
ბოდიში მოვუხადე
და ვთხოვე,
განეგრძო.
დიახ, თქვენო
ბრწყინვალებავ,
სპარაპეტა
ხალიჩიანად
მოგიყვანეთ,
ყოყმანით
დაიწყო
უსატოვმა.
დაკითხვას ვაპირებდი,
რომ ბატონი
ზარანდია
მობრძანდა და
ხალიჩიანად
წაიყვანა... მე
მეგონა, რომ
თქვენ ეს
იცოდით! მას
დღეს აქეთ
აღარც
დაზარალებულები
გამოჩენილან,
მორიგეობა
ჰქონდათმეთქი,
აკი
მოგახსენეთ,
შეწყდა
მორიგეობა,
ალყა ჰქონდათმეთქი,
აკი
მოგახსენეთ,
ალყაც
მოიხსნა!
ქურდიც
აიყვანა?
რაღაც
მნიშვნელოვანი
ვიგრძენი.
დიახ,
სპარაპეტა!..
და ხალიჩაც
წაიღო, რა
თქმა უნდა.
მიბრძანა, არც
რაიმე
გიპოვნიათ,
არც ვინმე
დაგიპატიმრებიათ,
არც ვინმე
გაგიშვიათ და,
საერთოდ,
არაფერი
მომხდარაო. გასაგებია,
მაგრამ...
უსატოვი
დადუმდა და
ისევ დამიწყო
თავისი
მოჭუტული,
ეშმაკი
თვალებით
კირკიტი.
ცხადი იყო,
რომ
დაზარალებულებს
ფეხი პოლიციიდან
ზარანდიამ
ამოაკვეთინა.
უთუოდ აღუთქვა,
ხალიჩა
უეჭველად
დაგიბრუნდებათ,
აქაურობას
მოშორდითო.
მაგრამ?..
დაგვიანებით
ვკითხე
უსატოვს.
მაგრამ,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
სამი დღის წინ...
სამი დღის წინ
სპარაპეტამ
ხალიჩა
გაყიდა... თორმეტ
ათასად,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
და თბილისიდან
აორთქლდა!
იაფად
გაუყიდია.
მოგეხსენებათ,
ნაქურდალი
საქონელი...
ვის მიჰყიდა?
ჰაჯისეიდს
და თვითონ
აორთქლდა!..
შემიძლია, ჰაჯისეიდის
ფირმას
ხალიჩა
ჩამოვართვა,
როგორც
ნაქურდალი,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
მაგრამ იმაზე
ვფიქრობ,
ვაითუ ბატონ
ზარანდიას
როგორმე
სხვანაირად
სურს... მეორე
მხრივ, ვნახოთ
და, ხალიჩაც
აორთქლდეს?
გულზე
მომეშვა, რომ
უსატოვმა,
როგორც იქნა,
ჩემთვის
ცნობილ
განზომილებებს
მიმართა
ჰაჯისეიდი,
ზარანდია და
სხვა ასეთები.
დიდი გამჭრიახობა
არ უნდოდა,
რომ ხალიჩის
მოპარვა ზარანდიას
მოწყობილი
იყო
რაღაცისთვის
სჭირდებოდა.
მოლარეს
ვუხმე.
ზარანდიამ
რაიმე თანხა
თუ შემოიტანა
წასვლის წინ?
თორმეტი
ათასი,
ასიგნაციებით,
თქვენო ბრწყინვალებავ.
ხაზინაში
ჩასაბარებლად?
დროებით
შესანახად.
მამაცხონებულს,
სპარაპეტასთვის
ჰონორარიც კი
არ მიუცია.
ჩავილაპარაკე
ჩემთვის.
რა ბრძანეთ,
თქვენო ბრწყინვალებავ?
არაფერი,
თავისუფალი
ხართ.
მოლარე
გავიდა,
უსატოვს
მივუბრუნდი:
ზარანდია
ამჟამად
დაღესტანშია,
ივან მიხაილოვიჩ.
ერთ კვირაში
უნდა
დაბრუნდეს.
ჯერჯერობით
კი ისე უნდა
მოიქცეთ,
როგორც
გთხოვათ.
რა თქმა უნდა,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
რა თქმა უნდა,
მაგრამ
სპარაპეტა...
და იქნებ,
ხალიჩაც?!
სპარაპეტას
დაბრუნების
გარანტიას
ვერ მივცემდი,
უსატოვს მისი
ძებნადაპატიმრება
ხელმეორედ
მოუხდებოდა,
მაგრამ ის კი
აღვუთქვი, რომ
ხალიჩა ყოველ
მიზეზს
გარეშე
დაუბრუნდებოდა
პატრონს... ამ
დროს ერთი
მოსაზრება
მეწვია:
ზარანდიას
დიდი მოღულის
ხალიჩა,
ცხადია,
იმისთვის როდი
მოუპარვინებია,
რომ
ხაზინისთვის
შემწეობა
აღმოეჩინა.
რახან ხალიჩა
ჰაჯისეიდს
მიეყიდა, რაღა
თქმა უნდა,
ისიც საჭირო
იყო, რომ იგი ჰაჯისეიდთანვე
დარჩენილიყო
იქამდე მაინც,
სანამ თვითონ
ზარანდია
დაბრუნდებოდა
დაღესტნიდან.
აქედან
გამომდინარე,
უსატოვს
ვუბრძანე:
ივან
მიხაილოვიჩ,
თქვენი
გამოცდილებისა
და უნარის
იმედი მაქვს,
სანამ
ზარანდია
დაბრუნდებოდეს,
ხალიჩა იქვე
უნდა იყოს,
სადაც ამჟამად
არის, თუ
გატანა
დააპირეს
გამტანითურთ
პოლიციაში,
თქვენთან!
გასაგებია?
არის, გამტანითურთ
პოლიციაში,
თქვენო
ბრწყინვალებავ!
გამომეჭიმა
უსატოვი,
დამემშვიდობა
და წავიდა.
ხალიჩამ და
მის გარშემო
შექმნილმა
ვითარებამ
უსიამოვნო
წინათგრძნობა
შემომიჩინა.
ცოტა
გულმოსულიც
გახლდით, რომ
ოპერაცია
ჩემთან
შეუთანხმებლად
ჩატარდა. ეგ
არის,
ზარანდიას გამართლება
ჰქონდა
თბილისიდან
ჩემზე ორი დღით
გვიან გავიდა
და ვიფიქრე,
ხალიჩის
ხრიკი, იქნებ,
გაუთვალისწინებელმა
გარემოებამ
მოითხოვამეთქი.
ზარანდიას
მოადგილეს
შიტოვცევს
ვუხმე.
რა იცით ამის
შესახებ?
ყველაფერი,
თქვენო
ბრწყინვალებავ.
ბატონ ზარანდიას
დეპეშას
ველოდებოდი.
მივიღე. დღეს
დილით მივიღე.
მერე?
ძირითად
ოპერაციას
წინასწარი
შემზადება სჭირდება.
ესე იგი,
ხალიჩის
გაყიდვის
ფაქტი გვჭირდება.
ამის შემდეგ
უსატოვს
ჰაჯისეიდთან გავგზავნით,
ჩხრეკას
მოახდენს,
შეადგენს ოქმს,
რომ
ჰაჯისეიდმა
ნაქურდალი საქონელი
შეიძინა და
გაყიდა...
გაყიდვა
აუცილებლად
საჭიროა, ასე
ბრძანა
ბატონმა
ზარანდიამ. დიახ,
უსატოვი ამ
ფაქტს
დაადასტურებს
და ვითომ
რაღაც
დამატებითი
გარემოებების
გამორკეევამდე,
ხალიჩას იქვე
დატოვებს...
ცხადია, სათანადო
ხელწერილით.
ბატონმა
ზარანდიამ
ბრძანა, ხალიჩა
ჩემს
ჩამოსვლამდე
ჰაჯისეიდთან
უნდა იყოსო.
გასაგებია!
კაცმა რომ
თქვას,
ბოლომდე
გასაგები
არაფერი იყო;
ვხედავდი, ეს
ოპერაცია
იმის პირობას
ქმნიდა, რომ
ზარანდია
ჰაჯისეიდთან,
როგორც დანაშაულის
ჩამდენთან,
შესულიყო
კონტაქტში.
ასეთი
პოზიცია მათ
მომავალ ურთიერთობებში
ზარანდიას
აძლევდა
საჭირო უპირატესობას.
ეს ასეა,
მაგრამ აქ
კიდევ რაღაც
იყო და ამაზე
ვფიქრობდი,
რომ
პოლკოვნიკ
სახნოვის
ადიუტანტის
დეპეშა
შემომიტანეს.
გვატყობინებდა,
პოლკოვნიკი
თბილისს ამა
და ამ დღეს
გამოემგზავრაო.
უნდა
ჩამოსულიყო,
ვიცოდით, მაგრამ
თითქოს
დეპეშის
წაკითხვა იყო
საჭირო, რომ ერთი
საოცარი
მიგნება
მწვეოდა:
რუსეთის დიდგვაროვან
ოჯახებს
ტრადიციად
ჰქონდათ ქცეული,
თითო რამ
ქონებით
ყოფილიყვნენ
სხვებისგან
გამორჩეული.
რომანოვები
მთელ
იმპერიაში და,
ალბათ,
მსოფლიოშიც
ბრილიანტების
საუკეთესო
კოლექციას
ფლობდნენ;
ნარიშკინების
გვარის ზოგი
წარმომადგენელი
ცხენსაშენებით
ჯობდა სხვა ოჯახებს;
გოლიცინები
ბროლისა და
ფაიფურის ნაკეთობებით
იყვნენ
განთქმულნი;
იუსუპოვებს უნიკალური
საათების
სიმრავლით
მოჰქონდათ თავი
და ასე შემდეგ
და შემდეგ.
პოლკოვნიკი
სახნოვი
დედით შერემეტიევთა
გვარს
ეკუთვნოდა. ამ
არცთუ ხანდაზმულ
ქალბატონს
მემკვიდრეობით
ჰქონდა მიღებული
ხალიჩების
ზღაპრული
კოლექცია, რაც
შენახვისა და
შემდგომი
შევსებისთვის
ქალბატონმა
შერემეტიევამ
თავის
დედისერთა
ვაჟს უბოძა
ქორწილის
დღეს.
შვილთაშვილმა
წინაპრების
ტრადიცია შესაშური
თავგამოდებით
განაგრძო.
ამბობდნენ,
რომელიღაც
ხალიჩების
შესაძენად
მან პერმის
გუბერნიაში
ცოლის
ნამზითვი
ტყეებიც კი გაყიდაო
და, საერთოდ,
მთელ
შემოსავალს,
ძირითადად,
თავის
კოლექციას
ანდომებსო. ეს
სავსებით
გასაგებია;
მამით
საშუალო
აზნაურს და,
მაშასადამე,
თვითონაც
აზნაურს,
რაიმეთი ხომ
უნდა ეჯობნა უკეთესი
წარმოშობის
კაცებისთვის...
წინათგრძნობა
შემომიჩნდამეთქი,
თურმე
სახნოვის ამ გატაცებას
მკარნახობდა
ქვეცნობიერება
და ჩემ წინამე
ძნელი
თავსატეხი
აღიმართა:
როგორც უკვე
ვთქვი,
ზარანდია
სახნოვის ამ
ჩამოსვლისადმი
საგანგებო
ინტერესს
იჩენდა! მისი
ვიზიტისთვის
ხომ არ
მოამზადა
დიდი მოღულის
ხალიჩა? ყოველ
შემთხვევაში,
დიდი მოღულის
ხალიჩა და სახნოვის
ხალიჩების
კოლექცია
ერთგვარ უნისონს
ქმნიდა...
ოპერაციის
გეგმა მზად
გაქვთ?
დავუბრუნდი შეწყვეტილ
საუბარს.
დიახ, თქვა
შიტოვცევმა.
ვისი
მედგენილია?
ჩემი...
ზარანდიას
თეზისების
საფუძველზე.
მიბრძანა,
განსახილველად
წარმოგიდგინოთ
და მხოლოდ
თქვენი
დასტურისა და
ნებართვის
შემდეგ
ვიმოქმედო.
როდესაც
მოიცლით...
საჩქარო კია,
მაგრამ თუ არ
გცალიათ... მე
მზად ვარ,
თქვენო ბრწყინვალებავ.
დააბრუნეთ
უსატოვი და
მოიტანეთ
გეგმა.
ერთი წუთით
მოვლენათა
მსვლელობის
ტემპს გადავახტები
და ვიტყვი,
რომ ოპერაცია
ჩატარდა და
პირადად
ჩემთვის, ჩემი
სულიერი
ცხოვრებისა
და
ინტერესების
ასპექტში,
თითქოს,
ყველაფერი
რიგზე იყო:
დროებით
უცნობი
დანიშნულების,
მაგრამ
კონტრდაზვერვისთვის
აუცილებელი გეგმა
სისრულეში
იქნა
მოყვანილი! ეგ
არის, როგორ
მოხდა, რომ
დიდი მოღულის
ხალიჩის
ფანდსა და
სახნოვის
კოლექციონერობას
შორის ინტუიციურად
მიგნებულ
ხიდს მეტი
ყურადღება
მაშინვე არ
მივაპყრე?
მართალია,
ვთქვათ,
რამდენიმე წლით
ადრეც
ოპერაციას
სამსახურისთვის
საჭირო ღონისძიებად
ჩავთვლიდი,
ჩავატარებდი
კიდეც, მაგრამ
მოსალოდნელ
სხვა
შედეგებზეც
დავფიქრდებოდი,
მხოლოდ ჩემი
სტერეოტიპებიდან
გამომდინარე
ვიმოქმედებდი.
ახლა კი, ამ
მხრივ, არსებითი,
გადამწყვეტი
არაფერი
მიღონია და
ეს, უპირველესად
ყოვლისა, ჩემს
დამოკიდებულებაში
მიმდინარე
გარდატეხის
ნიშანი იყო.
მაგრამ ამაზე
ცოტათი
ქვემოთ.
განვაგრძოთ
სათქმელი.
ზარანდიას
მიერ
დატოვებული
თეზისების
გაცნობას, მათ
საფუძველზე
შედგენილი
გეგმის განხილვაკორექტირებას,
შესაძლო
ვარიანტების
განსჯასა და
ოპერაციის
დეტალების
დამუშავებას
ჩემთვის ახალი
არაფერი
მოუცია.
ზარანდიას
ნამდვილი
განზრახვა
ბურუსით
მოცული დარჩა.
საქმე იმით
დაიწყო, რომ
ჰაჯისეიდს
ერთი მდიდარი
ფრანგი
ეწვია.
სადარბაზო
ბარათის
მიხედვით, იგი
ტრანსატლანტიკური
სამგზავრო
ნაოსნობის
ერთერთი
ხელმძღვანელი
და იმ
კომპანიის
მსხვილი
აქციონერი იყო.
მან
ისკანდერეფენდის
მეშვეობით
აცნობა
ჰაჯისეიდს,
რომ უნიკალურ
ნაკეთობათა
შესაძენად
მოვიდა. მცირე
ხნის
თავაზიანი
საუბრის
შემდეგ
ჰაჯისეიდმა
ათი, თორმეტი
სხვადასხვა
საგანი
მოატანინა.
მუშტარი
თითქმის არ ვაჭრობდა.
რაც მოეწონა,
უყოყმანოდ
იყიდა. რაც
ეძვირა ნოქარს
ხელი აუქნია,
წაიღეთ, არ
მჭირდებაო.
შეძენილი
საგნები იქვე
შეაფუთვინა,
ფუთებზე თავისი
მარსელის
მისამართი
დააწერინა.
მერე ღირებულება
დააჯამებინა,
ფირმის
პატრონს საკმაოდ
დიდი თანხის
თამასუქი
ადელხანოვის
ჩუსტის
ფულივით
დაუტოვა და
წასვლის
სამზადისს
შეუდგა
პალტო,
ხელთათმანები,
კალოშები,
ქოლგა და
სხვა.
ფრანგი უკვე
ზღურბლთან
იდგა,
თამასუქის
განაღდებასა
და
ამანათების
დროულად
გადაგზავნაზე
ლაპარაკობდა.
ჰაჯისეიდს კი
ფრანგის მისვლისთანავე
შეჩენილი
კითხვა
აწვალებდა:
იყო თუ არა ეს
მუშტარი დიდი
მოღულის
ხალიჩის
მყიდველი და
ღირდა თუ არა
ამ საგანზე
სიტყვის
ჩამოგდება?..
მან ერთი
ტყვიით ორი
კურდღლის
მოკვლის
შესაძლებლობა
იგრძნო:
ნაქურდალი ხალიჩის
თავიდან
მოშორებისა
ცალკე, და ამ
უცხოელის
ხელგაშლილობის
ხარჯზე ფულის
მოგებისა
ცალკე.
ოპერაციის ეს
კვანძი
ფსიქოლოგიურად
ზუსტი იყო.
მუშტარმა
ხელი
დასამშვიდობებლად
გაიშვირა.
ჰაჯისეიდს
ცთუნებამ
სძლია და ისკანდერეფენდის
ათარგმნინა
თუ ნამდვილი დამფასებელი
ბრძანდებით
და ფინანსური
მხარეც ხელს
გიწყობთ,
მაშინ ერთ
განსაკუთრებულ
რამეს გაჩვენებთო.
ფრანგმა
მშვიდად
მიუგო,
ვნახოთო.
დიდი მოღულის
ხალიჩას
სიგანე რვა
არშინი ჰქონდა,
სიგრძე
ოცდაოთხი და
მკვდარ
სპილოზე მსუბუტი
ოთხიოდ
გირვანქით თუ
იქნებოდა.
დღემდე
მიკვირს,
სპარაპეტამ
როგორ და რა
ტექნიკური
საშუალებებით
მოახერხა
მისი მოპარვა
და ერთი
ადგილიდან
მეორეზე
გადატანა,
მაშინ როდესაც,
ჰაჯისეიდის
ფირმის მთელი
შტატის მუშაობა,
ოფლი და
კრიახი მარტო
იმას
დასჭირდა, რომ
ფრანგს ზემო
სართულის დიდ
დარბაზში
გაშლილი
ენახა იგი.
მუშტარმა
დიდხანს,
დაწვრილებით
ათვალიერა და
სინჯა
ხელოვნების
ის, მართლაც, სწორუპოვარი
შედევრი.
ამასთან,
საქმის ცოდნა
და გამოცდილი
ფინანსისტის
ცივი
თავშეკავებაც
გამოიჩინა.
შემდეგ ფასი
იკითხა,
ორმოცდაათი
ათასი
მანეთიო,
გაიგონა.
პორტფელიდან
ცნობარი
ამოიღო, რაღაც
ეძება. შემდეგ
დასახელებული
თანხა
ფრანკებში
გადაიყვანა
და ჰაჯისეიდს
უთხრა:
ხვალ
დილამდე უნდა
მადროვოთ.
მოფიქრება
მჭირდება.
ხალიჩა
აგრაგნეს,
მისთვის
საგანგებოდ
გაკეთებულ
ვეებერთელა
ყუთში
ჩააბრუნეს.
ფრანგი
წავიდა.
ჰაჯისეიდს, ცხადია,
ერჩივნა, რომ
გარიგება იმ
დღესვე შემდგარიყო,
მაგრამ ისიც
კარგად
ესმოდა, რომ
ნამდვილი
მყიდველი და
ფულის ყადრის
მცოდნე კაცი ასე,
ერთი ნახვით,
საკითხს არ
გადაწყვეტდა.
სწორედ ამან
დაარწმუნა
იგი, რომ
საქმე
სერიოზულ
მუშტართან და
ღირსეულ
კაცთან
ჰქონდა.
ძირითადი
ამბები მეორე
დღეს მოხდა.
ფრანგი დანიშნულ
დროს მივიდა.
ჰაჯისეიდს
დიდი მოღულის
ხალიჩაში
თხუთმეტი
ათასი
მისთავაზა.
ჰაჯისეიდს
ცივმა ოფლმა
დაასხა:
მუშტარმა ხომ
არ გაიგო, რომ
ხალიჩა
ნაქურდალია
და ასე ცოტა
სწორედ
ამიტომ ხომ არ
შემომაძლიაო.
ეგ ფასი, მოსიე,
თვით ხალიჩის
წარმოშობას
აყენებს შეურაცხყოფას,
უთარგმნა
ისკანდერეფენდიმ
ფრანგს
ჰაჯისეიდის
პასუხი.
მიაქციეთ
ყურადღება!
ასე დაბალ
ფასს სწორედ ხალიჩის
წარმოშობა
კარნახობს!
მიუგო ფრანგმა
და
ჰაჯისეიდის
ეჭვი
დადასტურდა.
თბილისელი
სოვდაგარი კინაღამ
ჭკუიდან
გადაცდა. რას
ელოდა და რა
გამოვიდა!..
მხარეების
შემდგომი
საუბარი
გამოძალვასა
და შანტაჟს
უფრო
დაემსგავსა,
ვიდრე ვაჭრობას.
ჰაჯისეიდმა
ერთი
დაპირება
დააპირა, უარი
ეთქვა, აღარ
ვყიდი, თავი
დამანებეთო,
მაგრამ ხომ
შესაძლებელი
იყო, რომ ის
ამპარტავანი
ფრანგი
ნაქურდალი
ხალიჩის
ამბავს
პოლიციაში
მიიტანდა?..
ფრანგის
შემდგომი
ლაპარაკი სახელდობრ
იმას
ნიშნავდა, რომ
ან თხუთმეტ
ათასად
მომყიდი, ან
ხალიჩასაც
დაკარგავ და
ხიფათშიც
გაებმებიო. ეგ
არის, არც
ჰაჯისეიდი
იყო მიამიტი
და ბედის
დამყოლი კაცი;
მან დიდხანს
ივაჭრა,
მუშტარი ოც
ათასზე
დაითანხმა,
მაგრამ
უპირობის
ჯარიმისა
ხელშეკრულებაში
არაფერი
უხსენებია.
ფრანგმა ოცი
ათასი
მანეთის თამასუქი
დატოვა და
ჰაჯისეიდმა
იგი იმ ვარაუდით
გაისტუმრა,
რომდიდი
მოღულის
ხალიჩას მეორე
დღესვე
ლონდონში
გააპარებდა
აუქციონზე
გასაყიდად,
ხოლო ფრანგს
თავის
თამასუქს
მარსელის მისამართით
გადაუგზავნიდა
ხელშეკრულებაზე
უარის
წერილითურთ.
ჰაჯისეიდი
სთვლიდა, რომ
ხაფანგს თავი
დააღწია და
კმაყოფილი
იყო.
ჩვენც
კმაყოფილი
დავრჩით,
რადგან
სასურველ ვითარებას
მივაღწიეთ:
ჰაჯისეიდი
მხილებული
იყო, როგორც
ნაქურდალი
საქონლის
შემსყიდველი
და გამყიდველი
და არა,
როგორც მარტო
მყიდველი.
შემდგომი
ამბების
დაწვრილებით
აღწერა არ ღირს.
ვიტყვი
მხოლოდ, რომ
ჰაჯისეიდმა
ათასნაირად
სცადა
უსატოვისა და
მისი
ხელქვეითების
ალყიდან
თავის
დაღწევა,
მაგრამ საქმე
მაინც ისე დამთავრდა,
როგორც
ჩაფიქრებული
იყო:
ჰაჯისეიდის
დაპატიმრებისთვის
სრულიად
საკმარისი მონაცემები
და საბუთები
ხელთ გვქონდა.
უსატოვმა მას
შინაური
პატიმრობის
ორდერი
წაუკითხა,
გაუთქმელობის
ხელწერილი
ჩამოართვა.
დიდი მოღულის
ხალიჩა
დაილუქა და
ფირმის
საწყობის
გამგეს ჩაბარდა,
როგორც
რეკვიზირებული
საგანი.
დანარჩენი,
ზარანდიას
განკარგულების
თანახმად,
მისი
ჩამოსვლის
შემდეგ უნდა
გაკეთებულიყო.
იმ ორმა დღემ
ოპერაციის
ხელმძღვანელობაში,
დეტალების
განსჯასა და
სწრაფი
გადაწყეეტილებების
მიღებაში
ჩაიარა. ცალკე
აზარტმა ამიტანა
და კიდევ ერთი
მოულოდნელი
ამოცანით
ვიყავი დატვირთული:
ჩემი
გამოცდილებისა
და წარსულში
ჩატარებული
ოპერაციების
პატრონს შიში
მქონდა, რომ,
ვაითუ, იმ
დონეზე, ისეთი
შედეგიანობით
ვერ
შემესრულებინა
ამოცანა,
როგორც ამას
თვით მუშნი
ზარანდია
გააკეთებდა.
ეს შინაგანი
შეშფოთება და
სიფრთხილე
ოპერაციის
დაგეგმვის
პროცესშივე
აღმოვაჩინე
და გიჟივით
გამეცინა.
ხელქვეითები
გაკვირვებით
შემომაჩერდნენ,
რა ხდებაო.
მიუხედავად
იმისა, რომ ამ
ქვეშეცნეული შიშის
გაცნობიერება
დროზე
შევძელი,
მაინც ვერ
მოვიშორე
თავიდან იგი
იქამდე, სანამ
საქმე არ დამთავრდა.
ასეთ
ვითარებაში
სხვა რაიმეზე
ან თუნდ ამავე
ღონისძიების
სხვა
მხარეებზე
დაფიქრების
დრო სად იყო!
ოპერაცია
შაბათს
დაგვირგვინდა,
ასე, დღის სამი
საათი
იქნებოდა.
დამთავრდა თუ
არა, მაშინვე
საშინელმა
დაღლილობამ
და დეპრესიამ
დამრია ხელი.
რატომღაც
აბანო, მექისე,
თბილი
გოგირდოვანი
წყლის მსუყე
სუნი მომინდა.
ჩავჯექი
ეტლში,
დაღმართებს
ჩავუყევი ორბელიანების
აბანოსკენ.
ცოტა ხნის
მერე
მარმარილოს
ტახტზე
პირქვე ვიწექი,
ქიამბიზა
მექისე სიქას
მაცლიდა. თავის
ქალაში
ფიქრების
წვერდაკარგული
გორგალი მედო,
აზროვნების
უნარი მიმყუჩებოდა.
კარგა ხანს
ვიყავი ასე
დამუხრუჭებული
და
გარინდებული.
შეინძრა თუ
არა აზრი, იმწამსვე
უდავო
ჭეშმარიტებად
წარმომიდგა ის,
რომ
ზარანდიას
დიდი მოღულის
ხალიჩა სახნოვის
რაღაც მახეში
გასაბმელად
სჭირ
დებოდა სხვა
არაფრისთვის.
ამაზე
ჩემთვის ორი
აზრი აღარ არსებობდა
და მხოლოდ ის
არ ვიცოდი, თუ,
სახელდობრ,
რას
დამართებდა
ზარანდია
სახნოვს ასეთი
მისატყუარის
გამოყენებით.
ცხადი იყო,
რაღაც ძლიერ
მნიშვნელოვანს,
გადამწყვეტს,
საბედისწეროს
უმზადებდა
ჭკვიანი და
ცბიერი კაცი შეზღუდულსა
და ვირეშმაკა
კაცს. ფიქრი
რამდენიმე წამით
გამიწყდა,
რადგან
ქიამბიზა
ზურგზე ფეხით
შემდგა,
ხერხემლის
მალებმა და
სახსრებმა ტკაცატკუცი
ატეხეს. ფეხის
ტერფმა
კისრიდან კუდუსუნამდე
წკნელის
ფარცხივით
ჩამიარა, სიმსუბუქე
ვიგრძენი და...
სახნოვის
სიბრალული მეწვია.
წარმომიდგა
დიდი მთავრის
ფეხებში ჩავარდნილი
ნათლული და
ანაზდად ისიც
ცხადი შეიქნა,
რომ დამღუპველი
ხრიკი
ზარანდიას
ჩაფიქრებული, მაგრამ
ჩემი
შესრულებული
იყო...
ვაშ
სიატელსვ,
გაგრილება
ნადა?
ჩამესმა ქიამბიზას
ხმა.
კვერი
დავუკარი.
გახურებულ
სხეულზე იმავ
წამს
ქარიშხლის
ტალღასავით
დამაცხრა
მთელი ზღვა.
მექისემ
მხრებზე
ვეება ზეწარი
წამომასხა და
გამომეთხოვა.
შინისკენ
წამოსულს
სინდისის
ქენჯნა
შემომიჩნდა.
მთელი საღამო
სავარძელში
გავატარე.
ლოგინში
ჩავწექი
იმავე ფიქრებმა
ბარე სამ
საათს
შამფურივით
მატრიალეს.
მერე სისხამ
დილით
გამომეღვიძა,
შუადღემდე
ვიწექი და
საფიქრალს კი
მაინც ვერ
გავართვი
თავი. მაშინ
სასწრაფოდ
ჩავიცვი,
სამსახურისკენ
გავწიე, იქნებ
მუშაობას
გადავაყოლომეთქი
გული.
ამჟამად
მხოლოდ
დაახლოებით,
საერთო
მონახაზში
შემიძლია,
აღვადგინო ის,
რაც მაშინ
მაწვალებდა
და ვიტყვი
კიდეც,
რადგან...
რადგან ჩემი მომავალი
ცხოვრება
აქედან
დაიწყო.
ჩემი მეშვიდე
წინაპარი,
გრაფი ლაიოშ
სეგედი, რუსეთის
სამხედრო
სამსახურში
შევიდა, რუს ქალზე
დაქორწინდა
და ამის
შემდეგ ჩვენს
შტოს სხვა
ტომის სისხლი
აღარ შერევია.
ათას ხუთას ოთხმოცდაცხრა
წლიდან
მოკიდებული,
ჩემმა წინაპრებმა
ერთადერთ
სამშობლოდ
რუსეთი
აღიარეს და
ტახტის სამსახურს
შეალიეს
თავისი ნიჭი,
სინდისი და სიცოცხლე.
დაუფასდათ
კიდეც
მამულები,
თანამდებობები,
პატივი, დიდი
ჯამაგირები.
მე მათი ერთადერთი
მამრობითი
სქესის
მემკვიდრე
ვიყავი და, რა
თქმა უნდა,
ჭაბუკობაშივე
რწმენად მექცა,
რომ
სამსახური
მხოლოდღა
მყარი
საზოგადოებრივი
მდგომარეობისა
და
მატერიალური
უზრუნველყოფის
საშუალება კი
არა,
ერთგულების,
პირუთვნელობისა
და
თავდადების
ასპარეზი იყო,
რომელსაც
ჩემი
ადამიანური
ღირსებების
შემდგომი
რაფინირებისა
და ნაკლთა
აღმოფხვრის პირობა
უნდა შეექმნა.
ვიცოდი, რომ
მოვალე
ვიყავი,
მამულისთვის
მიმეცა
ყველაფერი,
მიმეღო კი
მხოლოდ იმდენი,
რამდენიც
ყველაფრის
მიცემისთვის
იყო საკმარისი
და, თავის
ქებაში თუ არ
ჩამომერთმევა,
ვიტყვი ასეც
ვცხოვრობდი.
ამის შედეგად
დავრჩი
მარტოხელა,
უშვილო და
სიბერეში
მიუსაფარი.
სორბონაში
სტუდენტობის
დროსაც და
შემდეგ კიდევ
თერთმეტი
წლის
მანძილზე
რუსეთის იმპერიის
საიდუმლო
სამსახურის
კაცი ვიყავი
ევროპაში.
მოვიდა დრო,
პირადად
ჩემგან
სრულიად დამოუკიდებელი
მიზეზების
გამო,
ევროპაში აღარ
დამედგომებოდა,
პეტერბურგში
გამომიძახეს.
სამშობლოში
დაბრუნებისას
უკვე
პოლკოვნიკის
ჩინი მქონდა.
ვგონებ, მისი
იმპერატორობითი
უდიდებულესობის
შეიარაღებულ
ძალებში
ჩემზე უმცროსი
ან ჩემი ხნისა
და ასეთი
ჩინით სულ
რამდენიმე
ოფიცერი იყო.
საზღვარგარეთულმა
ფიასკომაც კი
წმ.ალექსანდრე
ნეველის
ორდენი მარგუნა
იმპერიის
ერთი
უმაღლესი
ჯილდოთაგანი.
ამით კუდის მოქნევა
და ტრაბახი კი
არ მსურს,
არამედ იმის
თქმა მინდა,
რომ ყველა გზა
ხსნილი
მქონდა, მრავალი
მნიშვნელოვანი
თანამდებობა
ლანგარზე მედო
და რომელსაც
მოვინდომებდი,
იმას ავირჩევდი.
ჟანდარმერია,
საიდუმლო
პოლიცია
ავირჩიე და ამ
სამსახურის
იმჟამად
ერთერთი
ურთულესი უბანი
კავკასია!
ვინმემ იქნებ
ასეთი
არჩევანის
ათასი
სულიერი და
მატერიალური
მიზეზი გამომინახოს.
ამაოდ
დაშვრება,
მიზეზი ერთი
იყო: ვიცოდი
რომ მაღალი
ადამიანური
ღირსებების შენარჩუნება
აქ უფრო
ძნელია, ვიდრე
სხვაგან. ამ სიძნელეებთან
პირისპირ
ყოფნის
წყურვილმა მიმიყვანა
ჟანდარმერიაში.
ამით მე
განვაგრძე
ჩემი საომარი
ურთიერთობები
ცთუნებებთან, ჩიხებთან,
ზერელესთან
და
ნაჩქარევთან,
უღირსთან და
მცდართან
საკუთარ
არსებაში.
ვცხოვრობდი,
ვმსახურობდი,
დათა
თუთაშხიას
ენით რომ ვთქვა:
ვებრძოდი
ჩემს თავს და
მიხაროდა
გამარჯვებები.
სამსახური
იყო წყარო
ჩემი სულიერი
კმაყოფილებისა
თუ ჯავრისა და
უამისოდ
სიცოცხლე არ შემეძლო.
მქონდა
სტერეოტიპების
ვრცელი კომპლექსი,
მქონდა
ერთხელ და
სამუდამოდ
შემუშავებული
დამოკიდებულება
და არ მქონია,
ვფიცავ განგებას,
არ მქონია
კომპრომისი,
სანამ ჩემს
რწმენას სატანასავით
არ მოევლინა
მუშნი
ზარანდია. კომპრომისიც
არის და
კომპრომისიც;
მე არ ვლაპარაკობ
კერძო
შემთხვევაზე,
როცა, ვთქვათ,
პირადი უნდა
გაიწიროს
ეროვნულად თუ
საზოგადოებრივად
მნიშვნელოვანისათვის
და ეს ვერ
შევძელი ან
იმაზე, რომ
მუშნი
ზარანდიამ
თავისი
სანდომიანობითა
თუ სულის
ძლიერებით,
ერთადერთხელ
ჩემი მხრივ,
ამა თუ იმ
ზნეობრივ
დათმობას
მიაღწია. არა!
აქ ლაპარაკია
ჩვევების
ძირფესვიან აღრევაზე,
თვისებრივი
გარდატეხების
უცხადეს
ნიშნებზე
დამოკიდებულებაში,
ბომონთა მსხვრევაზე...
ერთი სიტყვით,
გამოვიდა ისე,
რომ სწორედ ამ
სამსახურში
შემომეფანტა
ის, რის
შესანარჩუნებლადაც
მოვედი.
სახნოვზე
ნამოვიკარი
ფეხი!
მოქალაქეობისა
და
სამსახურის
ასპექტში ჩემი
დამოკიდებულების
საძირკველი
და ხერხემალი
ის
სტერეოტიპი
იყო, რომ
მთელი
კაცობრიობა
წარმოდგენილი
მყავდა,
როგორც ჩვენ
და სხვები.
ჩვენ
ვიყავით
ყველა, ვინც
შეგნებულად
იზიარებდა
ტახტის
ერთგულების,
რუსეთის
იმპერიის მთლიანობის,
მისი
მსოფლიოისტორიული
როლის ზრდის
აუცილებლობას
და ამ იდეას
ემსახურებოდა.
მოყვანილი
პრინციპის
ყველა სახის
მოწინააღმდეგეები
ჩემთვის
სხვები
იყვნენ. აქვე
და საგანგებოდ
ნდა
გამოვაპირობო:
სხვების
მიმართ რაიმე
ზიზღი ან
სიძულვილი
არასოდეს
მქონია.
მქონდა
სიფრთხილის
გრძნობა.
ვიცოდი, რომ
დედამიწის
ზურგზე
მხოლოდ ჩვენ
ვერასოდეს
ვიქნებოდით,
სხვებიც
აუცილებლად
უნდა ყოფილიყვნენ
და, ამასთან,
დიდი
უმრავლესობის
სახით. ასე
აღმზარდეს და
აღზრდის
მეთოდი,
როგორც შემდგომში
მივხვდი,
ემყარებოდა
პრინციპს
ჩანასახშივე
ჩაიხშოს
სიძულვილის
ყოველგვარი
გამოვლინება,
დაიმყნოს
კეთილგონიერი
მიმტევებლობა
და
შემუშავდეს
თავდავიწყებული
სიყვარული
ყველაფერ
ჩვენის
მიმართ.
მაგრამ
დავუბრუნდეთ
ძირითად
თემას.
ხსენებული
სტერეოტიპიც
ნაწევრებისგან
სამი
ქვესტერეოტიპისგან
შედგებოდა. ნუ
დავივიწყებთ,
რომ ჩემი
სამსახურის, პროფესიის
სპეციფიკა
მაქვს
მხედველობაში
და
განვმარტოთ:
სხვა
სახელმწიფოებთან
თუ მათ მოქალაქეებთან
ურთიერთობის
მომწესრიგებელ
ფაქტორად
საერთაშორისო
სამართლის
ნორმები, დიპლომატია
და სამხედრო
ძლიერება
მიმაჩნდა. რუსეთის
იმპერიის
ქვეშევრდომ,
ანუ შინაურ
სხვათა და
ჩვენს შორის
ბჭედ მქონდა
კანონი და კანონიერება,
რომლის
წინაშე ყველა,
მიუხედავად
გონებრივი,
წოდებრივი თუ
ქონებრივი
მონაცემებისა,
თანასწორი
იყო. ამ ორი
სახის
სხვათა
დანაშაულის
კვლევაძიებისას
ცბიერი,
ვერაგი ფანდების
გამოყენება
შესაძლებლად
მიმაჩნდა იმიტომ,
რომ ეს იყო
ბრძოლა
მტერთან,
მაშინ, როდესაც
ჩვენს კაცზე
შემოსულ
დასმენას
(მესამე ქვესტერეოტიპი)
ან ასეთი
კაცის
მხრიდან
სახელმწიფოს
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულებრივ
ქმედებასაც
კი ვუყურებდი,
როგორც
მოყვასის შეცდომას,
კვლევაძიების
პროცესში მას
ფრაქციონერად
ვთვლიდი და
მხოლოდ
ღირსეული
მეთოდებით
ვმოქმედებდი
ცხადია,
იქამდე, სანამ
მოსისხლე
მტრობას
დავინახავდი.
პოლკოვნიკი
სახნოვი
მარტივი
ფსიქიკის კაცი
იყო, იმდენად
მარტივი, რომ
სხვათა
ბანაკშიც რომ
გადაბარგებულიყო
და
შეურიგებელი
მტრობა
განეზრახა,
ზიანს მაინც
ბევრს
ვერაფერს მოიტანდა.
ეს ცხადია,
მაგრამ
მთავარი ის
არის, რომ არც
სადმე
გადაბარგებულა
და არც
ტახტისა და
სახელმწიფოს
მტრობა გაუვლია
გულში.
ყველაფერ
იმას, რასაც
ჩემი წინაპრები
და მე
პირუთვნელად
ვემსახურებოდით,
სათავეში
მისი
იმპერატორობითი
უდიდებულესობა
და
უავგუსტესი
ოჯახი ედგა.
ეს იყო
იმპერიის წმიდათაწმიდა
ფუძე და
საწყისი,
სახნოვი მეფის
კარის მიერ
ნათესავად
აღიარებული
კაცი და, მაშასადამე,
არამცთუ
ჩვენი,
არამედ იმის
განსახიერებაც,
რისთვისაც
მოვალე
ვიყავი,
მიმეცა ყველაფერი
და მიმეღო კი
მხოლოდ
იმდენი,
რამდენიც
ყველაფრის
მიცემისთვის
იყო
საკმარისი...
მუშნი
ზარანდია და
მე
ვაპირებდით,
სახნოვს, ანუ
ჩვენს კაცს,
ისე
გავსწორებოდით
როგორც სხვას!
ზემოთქმული
მხოლოდ ერთი
ნაწილი იყო
ჩემი დანაშაულისა.
მეორე, უფრო
მძიმე და
გაცილებით მნიშვნელოვანი,
იმაში
მდგომარეობდა,
რომ ყველა
დროისა და
ერის
იმპერიათა
არსებობის
საფუძველთა
საფუძველი
ხელვყავი, თუ
შეიძლება
ითქვას,
წესდება
დავარღვიე.
საქმე ის არის,
რომ იმპერიის
შემთხვევაში
ჩვენ ორი
შენაკადის
მპყრობელი
ერის
შვილებისა და
უცხო ტომის
კაცების
პირობითი
ერთობლიობაა.
მპყრობელი
ერის შეილები
საკუთარ
სახელმწიფოებრიობას
ახორციელებენ,
ანუ თავისი
ერის აღზევების
საქმეს
ემსახურებიან;
უცხო ტომის
კაცები სხვის
სამსახურში
დგანან,
ლანდსკნეხტებისა
და
კონდოტიერების
ყველა
იმპერიისთვის
აუცილებელ
ფენას
შეადგენენ.
ისინი,
ფორმალურად,
მპყრობელს
ემსახურებიან
და მათი სამსახურის
ფაქტიური
მიზანი კი ჯერ
თავკერძული და
მერე კარგად
შენიღბული
საკუთარეროვნული
მიზნების განხორციელებაა,
რაც, საერთო
ჯამში,
ეწინააღმდეგება
ხოლმე
იმპერიის
ინტერესებს.
ისტორიულად
ცნობილია
კიდევ ერთი
რამ: იმპერიის
ძნელბედობისა
და
კატაკლიზმების
დროს მპყრობელი
ერის
შვილების
დიდი
უმრავლესობა, მიუხედავად
მსოფლმხედველობისა,
ურყევად დგას
სახელმწიფოს
მთლიანობის
პოზიციებზე,
მაშინ,
როდესაც უცხო ტომის
კაცთა დიდი
უმრავლესობის
ხვედრი განდგომა
და
სეპარატიზმია.
ყოველივე
ზემოთქმულიდან
გამომდინარე,
გარეგნულად
თუმც ორივე შენაკადი
ერთ
პრივილეგირებულ,
მმართველ წოდებას
შეადგენს,
მაინც ორივე
მხარემ იცის
თანაარსებობის
ჭეშმარიტი
პრინციპი:
მპყრობელმა
ერმა უცხო ტომის
კაცები უნდა
გამოიყენოს,
მა
გრამ ბოლომდე
მათი ნდობა
დაუშვებელია,
მიუხედავად
იმისა, თუ
წარსულში
რომელს რა
დამსახურება
აქვს ტახტისა
და იმპერიის
წინაშე. მპყრობელი
ერის შვილსა
და უცხო ტომის
ჩვენს
კაცებს შორის
აღმოცენებულ
ყველა
კონფლიქტში
და სახნოვზარანდიას
შემთხვევაშიც,
ჩემს
მამულიშვილურ
მოვალეობას
შეადგენდა,
მართალია,
ერთობ დაბალი,
მაგრამ მაინც
მდგრადი
ღირებულების,
ანუ სახნოვის,
მხარი
დამეჭირა. მე
პირიქით
ვიქცეოდი და სწორედ
ეს იყო
საფუძველთა
საფუძვლის
ხელყოფა,
წესდეგის
დარღვევა!
ზარანდიამ
სახნოვის
წინააღმდეგ
რომ სხვათათვის
განკუთვნილი
ხერხებით
დაიწყო მოქმედება,
დავიდებ
გულზე ხელს და
ვიტყვი
ბუნდოვნად,
მაგრამ
იმთავითვე
ვგრძნობდი.
ახლა დადგა დრო,
ჩემთვის
ცხადი შეიქნა,
სახნოვი
ზარანდიას
პროვოკაციების
ქსელში რომ
ებმებოდა და
არამცთუ
ვიღონე რამე
ვეშველებოდი!
ვიცოდი ხმა
უნდა
ამემაღლებინა,
სათქმელი
მეთქვა,
გამოსატანი
მზის
სინათლეზე გამომეტანა,
მაგრამ ასეთი
ნაბიჯის
გადასადგმელად
არაფერი
მქონდა, გარდა
შეგნებისა,
რომ სახელდობრ
ასე უნდა
მოვქცეულიყავი,
ხოლო ასე
მოქცევის
სურვილისა კი
ნატამალიც არ
გამაჩნდა. ვიცნობდი
ადამიანებს,
რომლებიც
მხოლოდ ასე
იქცევიან, ასე
ცხოვრობენ,
ამაში ცუდს
არაფერს ხედავენ
და თავისი
თავის
საყვედური
აზრადაც არ
მოსდით,
მაგრამ
ჩემთვის
ყოველივე ეს
ნამდვილი ტრაგედია
იყო. მე ჩემს
თავს ვთვლიდი
იმ მოგვად,
რომელმაც
წმიდა კოცონი
გულივერის
მეთოდით ჩააქრო.
მეტიც, ვგავდი
იმ წესიერ
ადამიანს, რომელმაც
სრულიად
მოულოდნელად
მაწანწალობასა
და
მემთვრალეობას
მიჰყო ხელი,
ერთ დილას მთელი
სიცხადით
აღიქვა
თავისი
სულიერმ კატასტროფა
და ნებისყოფა
კი ვერ
გამოიჩინა,
რომ წერტილი დაესვა,
უწინდელ
კალაპოტში
ჩაეყენებინა
თავი. ასეთები
მემთვრალეობაშივე
ეძებენ ხსნას.
აღმოვჩნდი
უდიდესი
საშიშროების
წინაშე: კომპრომისების
დამოკიდებულების
გამუდმებული
რღვევისა და
სინდისის
ქენჯნის
სამყაროში
გადასახლება
მელოდა.