გრაფი სეგედი
კავკასიაში
ერთი
მუდმივმოქმედი
პრობლემა და,
მაშასადამე,
საიდუმლო
პოლიციის
ყოველდღიური
სამუშაო
არსებობდა;
მაჰმადიანთა
შორის,
განსაკუთრებით,
დაღესტნის
ტომებში,
თურქეთის
ძირგამომთხრელი
საქმიანობის
წინააღმდეგ
ბრძოლა.
ხსენებულმა
საქმიანობამ
მეოცე საუკუნის
დასაწყისში
თეორიულად
დამუშავებული
მოძღვრების
სახე მიიღო,
პანისლამიზმის
სახელწოდებით
გახდა
ცნობილი.
სულთნის რეზიდენტები
და ჯაშუშები
აქეზებდნენ,
ხელს უმართავდნენ
ყველაფერს,
რაც
კავკასიაში
სიმშვიდისა
და რუსეთის
იმპერიის
სხვა
ინტერესების
წინააღმდეგ
იყო
მიმართული.
ამას
საგრძნობი
თანხები
სჭირდებოდა,
კავკასიის
სპეციფიკიდან
გამომდინარე,
ძირითადად,
ოქროთი, და
თურქები
იძულებულნი
იყვნენ, ამ
ოქროს
გადმოტანაგადმოგზავნის
ახალი და
ახალი გზები
ეძებნათ. აქ
მცირე განმარტებაა
საჭირო.
თურქებისა და
ირანელების მხრივ
ქრისტიანული
საქართველოს
წინააღმდეგ
დაღესტნის
ტომების
გამოყენებას
ჯერ კიდევ იმპერატორ
ალექსანდრე
პირველის
რესკრიპტამდე
ჰქონდა
რამდენიმე
საუკუნის
ისტორია. ამიტომ
ქართველები
სულთნის
ჯაშუშებთან
ბრძოლასა და
თურქული
ოქროთი სავსე
ზანდუკების
ხელში
ჩაგდებაში
კარგად
დახელოვნებულები
იყვნენ. რა
თქმა უნდა,
მეცხრამეტე
საუკუნესაც
არ ჩაუვლია
უქმად ქართველების
გამოცდილებას
ჩვენიც
დაემატა და მეოცე
საუკუნის
მიჯნაზე
თურქეთიდან
ოქროს შემოტანაშემოგზავნის
არხები
საკმაოდ შესწავლილი
და
დაკონტროლებული
გვქონდა.
აქედან, დაბრკოლებებიც,
რომელთა
გადალახვა
თურქებისთვის
ძნელი იყო,
მაგრამ
საკითხი არც
ჩვენთვის
გახლდათ ბოლომდე
დაძლეული და
გადაწყვეტილი.
ბრძოლა ცვალებადი
წარმატებით
მიმდინარეობდა.
სახელდობრ
მაშინ, როცა
სახნოვმა
კილიკიის
ავტორობა
იკისრა, უკვე
ხუთი, ექვსი
წელიწადი
სრულდებოდა,
რაც თურქებმა
იმძლავრეს:
აგენტურული
ცნობების
მიხედვით,
თურქეთის
ოქრო
მისამართებამდე
დაუბრკოლებლად
აღწევდა და
ჩვენ კი ვერა
და ვერ
დაგვედგინა,
თუ რა გზებითა
და ხერხებით ხორციელდებოდა
ეს.
თათბირებზე
ზარანდიამ არაერთხელ
გამოთქვა
აზრი, რომ
ჩვენს
ტერიტორიაზე
არსებობდა
დამკრედიტებელი,
რომელიც
პანისლამისტთა
საიდუმლო
ქსელს ოქროთი
ამარაგებდა. მისი
აზრით,
თურქებს
დამკრედიტებლის
პირად ანგარიშზე
რომელიმე
უცხოურ
ბანკში
შეჰქონდათ
გასაცემი
თანხა და ამის
შემდეგ რაიმე
საშუალებით
აცნობებდნენ
ხოლმე: ფული
შეტანილია
გაეცი ამა და
ამ კაცზე
ამდენი და
ამდენიო.
დამკრედიტებელი
მითითებას
ასრულებდა.
კვლევა და
მუშაობა ამ
ჰიპოთეზის
შესამოწმებლად
განუწყვეტლივ
წარმოებდა,
მაგრამ
დადებითი
შედეგი არ
ჩანდა. საქმეს
ის გარემოება
ართულებდა,
რომ ნავთობის
ამოღებამ და
მრეწველობის
ზრდამ
კავკასიაში
ერთობ
მოამრავლა
მდიდარი
კაპიტალისტები.
რომელი ერთი
უნდა
შეგვესწავლა?
ესოდენ ფართო
თვალყურის
განხორციელება,
ყველაფერს
თავი დავანებოთ,
ფიზიკურად
შეუძლებელი
იყო. პრობლემის
გადაჭრას
ახალი
მეთოდიკა
სჭირდებოდა,
ძველმა ვერ
გაამართლა.
ცნობილია,
დანაშაულისა
და დამნაშავეობის
წინააღმდეგ
ბრძოლაში
ყველა ცივილიზებულ
საზოგადოებათა
სამართალს
ერთი ძირითადი
დეტალი ახლდა
და ახლავს:
კანონის მოქმედება
იწყება
დანაშაულში
მხილების
შემდეგ.
სხვანაირად:
სამძებრო
უწყება იქნებ
ღრმად დარწმუნებულიც
იყოს, რომ ესა
და ეს
დანაშაული
სახელდობრ მავანი
კაცის
ჩადენილია,
მაგრამ ის
კაცი შეუვალობით
სარგებლობს
იქამდე, სანამ
მას სამძებრო
უწყება უკვე
ჩადენილის
გამო უტყუარ
მტკიცებას
წარუდგენდეს
ან სხვა, ახალ
დანაშაულზე
წაასწრებდეს.
ასე იყო
თურქების
პანისლამისტური
და სხვა
ძირგამომთხრელი
მოქმედების
მიმართაც.
მაჰმადიანური
სარწმუნოება
და,
მაშასადამე, ყურანიც,
რუსეთის
იმპერიაში
თავისუფლებით
სარგებლობდა.
პანისლამიზმის
იდეა თვით ყურანში
დევს. მის
ქადაგებას
სასულიერო
პირები და
ფანატიკოსები
ეწეოდნენ და
ეს პროპაგანდა
კანონიერების
ფარგლებს არ
სცილდებოდა.
აქ დანაშაულში
მხილება და
კანონის
მიყენება
საკმაოდ ძნელი
იყო. აი,
ერთადერთი
კითხვა,
რომელზეც
პანისლამისტებს
უნდა გაეცათ
პასუხი: ვისი
და როგორი
ეგიდით
წარმოგიდგენიათ
ისლამური
სამყაროს
გაერთიანება.
ამაზე
მქადაგებლები
ამბობდნენ:
განა რუსეთის
იმპერიის
ფარგლებიდან გასვლის
მოწოდება
ჩვენგან
ვისმე და
როდისმე
გაუგონია?..
ამის შემდეგ,
როგორც
იტყვიან,
საქმე აღარაფერი
იყო, გარდა
სეპარატიზმის
ცალკეული გამოვლინებების
წინააღმდეგ
ბრძოლისა და
ამას მეტნაკლები
წარმატებით
ვახორციელებდით
კიდეც.
მსჯავრის
უფლების
გამოყენების
მხრივ გაცილებით
მარტივი
ვითარება იყო
ყაჩაღებთან,
ბანდებთან, თუ
სხვა სახის
წინააღმდეგობასთან
ან ასეთ
ქმედებათა
წამქეზებლებთან
ბრძოლაში. აქ
დანაშაული
ყველა
შემთხვევაში
სახეზე იყო და
მხოლოდ მისი
ჩამდენის
გამოაშკარავება
და დასჯაღა
რჩებოდა.
ვებრძოდით,
საბოლოო
ჯამში, ვიმარჯვებდით,
მაგრამ ამით
მხოლოდ
ტოტ-ყლორტსა
ვსხეპავდით
და ჩვენი
ამოცანა კი
ხის წაქცევა,
მისი ფესვების
ამოძირკვა
იყო. ეს
იქამდე ვერ
მოხერხდებოდა,
სანამ
პანისლამიზმის
ორგანიზმს საკვები
არხები არ
გადაეჭრებოდა,
სულიერ საკვებს,
ანუ თვით
იდეას,
ქრისტიანული
სარწმუნოება
უპირისპირდებოდა
და ებრძოდა;
მატერიალურ
საკვებს, ანუ
ფულს,
საიდუმლო
პოლიცია და
ჟანდარმერიის
სამმართველო.
ჩვენ
რამდენჯერმე
ჩავიგდეთ
ხელში
შიკრიკები,
რომლებსაც
რეზიდენტებთან
საკმაოდ
მსხვილი
თანხები
მიჰქო6დათ. ისიც
ნამდვილად
ვიცოდით, თუ
რა
დანიშნულება ჰქონდა
იმ ფულს,
მაგრამ
ყურებზე
ხახვიც
ვერავის დავაჭერით!
მათი პასუხი
ერთი იყო
ფული ჩემია!
როცა
ვამხილეთ, რომ
მავან კაცს
მისცა,
მემართა, მივცემდი,
მაშ! რას
ვიზამდიო, და
ამას ფულის მიმღებიც
ადასტურებდა
ხოლმე. აი,
ასეთი სულელური
მდგომარეობის
მონები
გახლდით ბოლო
ხუთი, ექვსი
წელიწადი და
თურქების
თავმომწონეობასაც
ხომ საზღვარი
არ ჰქონდა.
ზემოთქმულის
მოყვანა
იმისთვის
დამჭირდა, რომ
მეჩვენებინა,
როგორი
სიძნელეების
წინაშე იდგა
მუშნი
ზარანდია
სულთნის
ოქროს საქმეში
და უნდა
საგანგებოდ
აღვნიშნო, ეს
აუცილებელია,
ამ პრობლემის
გადასაჭრელად
მას ხელთ
სრულიად
არაფერი
ჰქონდა.
ჩემი უწყების
მუშაკთაგან
ამ საქმეს
ზარანდიაზე
უკეთ რომელი
მოუვლიდა და,
მართლაც! მან
ახალი
განყოფილების
მიღებისთანავე
სულთნის
ოქროს
პრობლემას
უპირველესი
მნიშვნელობა
მიანიჭა. ეგ
არის, დრო
გადიოდა და მე
კი ვერ
ვხედავდი, რომ
ზარანდიას ამ
მხრივ
მოქმედების
რაიმე
კონკრეტული
გზისთვის
მიეგნო. ბოლოს
ვკითხე,
თურქების
მიმართ
ზომები ხომ
არაფერი
მიგიღიამეთქი.
მოგეხსენებათ!
თქვენო
ბრწყინვალებავ,
არის ამავე
ხასიათის
სხვა
არანაკლებ
მნიშვნელოვანი
საკითხებიც
და მათ შორის
ურთიერთკავშირი
იგრძნობა.
ისეთი ხერხის
გამონახვაზე
ვფიქრობ, რომ
ყველამ თუ
არა, რამდენიმე
პრობლემამ
მაინც მიიღოს
ერთდროული
გადაწყვეტა.
კიდევ ცოტა
უნდა
დამაცადოთ,
სულ ცოტა,
გრაფ, ასე,
ერთი თვე,
თვენახევარი.
მონათესავე
საკითხები კი
მართლაც იყო.
აი, ერთი
მათგანი.
საგანგებო ან
სრულიად
მნიშვნელოვანი
საქმეების
გამო გაცემულ
ბრძანებებს
ნოლიანი რიცხვებით
ვნომრავდი
ვთქვათ,
სამოცდაათი,
ას ოცი, ოთხას
ათი და ასე
შემდეგ. ასეთი
ნომრის მქონე
დოკუმენტი
სასწრაფო
მსვლელობასა
და პასუხს
მოითხოვდა,
მაგრამ ერთია
ბრძანება
გასცე, ხოლო
მისი
შესრულების
საშუალება
გამოინახება
თუ ვერა სხვა
საქმეა. თავის
ახალ თანამდებობაზე
ზარანდიასაც
დაუხვდა
რამდენიმე შეუსრულებელი
ნოლიანი
ბრძანებაერთი
მათგანი იმის
გამო მქონდა
გაცემული, რომ
ჩვენი დაზვერვის
ცნობით,
ავსტროუნგრეთის
გენერალური
შტაბი ამიერკავკასიის
სამხედრო
ოლქის
ტერიტორიიდან
საიდუმლო
ინფორმაციას
იღებდა.
ავსტრიელებისთვის
ცნობილი იყო
ამიერკავკასიაში
დისლოცირებული
საარტილერიო
ნაწილების
უფროსთა
შემადგენლობის
საანკეტო
მონაცემები და
საბრძოლო
ქვემეხთა
საერთო
რაოდენობა.
ამას გარდა,
მათ ხელთ ჰქონდათ
ვრცელი
ნერილობითი
ანგარიში
ამიერკავკასიაში
განლაგებულ
სამხედრო
კონტინგენტებსა
და
სამოქალაქო
მოსახლეობაში
პოლიტიკური
განწყობილებების
თაობაზე. ეს
სამხედრო და
სამოქალაქო
ხასიათის
მასალა
არაერთი მაღალი
თანამდებობის
ოფიცრისთვის
და მოხელისთვის
იყო ცნობილი და
ხელმისაწვდომი
ჩვენს
დაქვემდებარებაში
მყოფ
ტერიტორიაზეც,
სხვაგანაც და
რებუსის ამოხსნას
სწორედ ეს
გარემოება
აძნელებდა. აქ
მარტო კვალზე
დადგომისთვის
რამდენიმე
მონათესავე
დაწესებულების
თანამოქმედება,
ღონისძიებათა
მთელი
სისტემის
განხორციელება
იყო საჭირო.
ზარანდიამ
სიძნელეები
დაინახა,
დაინტერესდა
და სხვა
გადაუდებელი
საქმეების
პარალელურად, ავსტრიის
შპიონაჟთან
დაკაეშირებულ
დოკუმენტსაც
დაუყოვნებლივ
მისცა
მსვლელობა.
მას ამ საქმის
გარშემოც
სრულიად
არაფერი
გააჩნდა,
გარდა თვით
ნოლიანი
ბრძანებისა.
ეს კი ნიშნაედა,
რომ მის
წინაშე იყო
უზარმაზარი
შრომატევადობის
სამუშაო:
ხელახლა!
გულდასმით და
დაწვრილებით
უნდა
შეესწაელა
უცხოეთთან და
უცხოელებთან
კავშირის
ყველა
ამიერკავკასიური
არხი, ანუ ის
ტერიტორია,
სადაც
ქალაქების
მოსახლეობის
მეათედი
მაინც
უცხოელი
მოქალაქე იყო.
შეესწაელა,
უპირველესად
ყოვლისა,
საერთოდ
კონტრდაზვერვის
სამსახურის
ასპექტში და
შემდეგ ჩემი
ნოლიანი
ბრძანების
მხრივ. ამგვარ
ამოცანებს
სათქმელად
ადვილი და
დასაძლევად
თითქმის შეუძლებელი
ჰქვია.
ზარანდიამ
ავსტრიაში
მომუშავე
ჩვენი აგენტურის
ის ცნობა
შეისწავლა,
რომლის გამოც მე
ნოლიანი
ბრძანება
გავეცი. ამ
დოკუმენტისა
და არსებული
ვითარების
შეჯერებამ
იგი იმაში
დაარწმუნა,
რომ საქმე
ჰქონდა
საკმაოდ დახელოვნებულ,
განათლებულ
რეზიდენტთან
და მის აგენტებთან,
რომელთაც
ურთიერთობა
ჰქონდათ კომპეტენტურ
პირებთან.
ზარანდია
მართალი იყო,
რადგან ასეთი
ხასიათის
ცნობების ჯერ
გადაცემა ვერ მიეწერებოდა
მოყვარულის
ენთუზიაზმს
და ვერც
ავსტრიაში
მათი
გადაგზაენა
აიხსნებოდა ცარიელა
პატრიოტიზმით.
ცხადი იყო,
რომ არსებობდა
გამყიდველი
და მყიდველი,
ან იძულებული და
მაიძულებელი.
კიდევ ცოტა
ხნის შემდეგ
ზარანდიამ
სარწმუნოდ
დაადგინა, რომ
იგივე
ცნობები, რაც
ავსტრიელებს
ჰქონდათ,
თურქებს და
ირანელებსაც ჩავარდნოდათ
ხელში! ეს კი
ნიშნავდა რომ
კავკასიაში
სამი
სახელმწიფოს
ერთმანეთთან დაკავშირებული
ჯაშუშები
მოქმედებდნენ
ან ჯაშუში
ერთი იყო და
სამი
სახელმწიფოსთვის
კი მუშაობდა.
ახლა იმაზე,
თუ რა მეთოდი
აირჩია
ზარანდიამ საკვლევსაძიებელ
პირთა
დასადგენად.
თვით მეთოდი,
თავისი არსით,
მტკნარ
მეტაფიზიკას
წარმოადგენდა,
მაგრამ
გამონაკლისი,
ხშირად, უფრო
ქმედითია,
ვიდრე
სტანდარტი,
უფრო საინტერესოც
და ამიტომ
მოკლედ
ამასაც
შევეხები.
უპირველესად
ყოვლისა,
მუშნი
ზარანდიამ
განაცხადა
საარტილერიო
ტექნიკის
აღმწერი და ანკეტების
შემკრები
ერთი და იგივე
პირია, ხოლო
პოლიტიკური
ანგარიშის
შემთხზველი
სხვა კაცი არისო.
რა თქმა უნდა,
იქნებ,
სახელდობრ,
ასეც გამოსულიყო,
მაგრამ
ვინაიდან
ამას
შემდგომი ძებნის
წარსამართავად
გადამწყვეტი
მნიშვნელობა
ჰქონდა,
საჭირო იყო
ურყევი
მტკიცება, რომ
ეს ასეა და
არა როგორმე
სხვანაირად.
მტკიცება
ზარანდიას არ
გააჩნდა
ძებნა მაინც
ორი ავტორის
ვარიანტიდან
გამომდინარემ
განაგრძო.
შემდგომი
ნაბიჯი
მართებული
იყო თუ
შეიძლება
მართებული
იყოს
მტკიცებას
მოკლებული,
სათუო
დებულებიდან
ამოსული
ნაბიჯი:
ზარანდიამ სამი
სია შეადგინა
ერთი იმ
პირებისა,
ვისაც ქვემეხების
რაოდენობაზე
უწვდებოდა
ხელი და ოფიცრობაში
ფართო
ნაცნობობა
ჰქონდა.
პირებს, ვინც
უცხოელთათვის
გადაცემული
პოლიტიკური
ანგარიშის
ინტელექტუალურ
დონეზე იდგა
მეორე სიაში
მოუყარა თავი.
მესამე სია
შესაძლებელი
რეზიდენტების
გვარებს
შეიცავდა
ამის შემდეგ
მან კვლავ
გადაუხვია
მიღებულ,
დაკანონებულ
გზას და, ერთი
შეხედვით,
სრულიად
უიმედო
საქმეს მოჰკიდა
ხელი,. იმის
მაგივრად, რომ
შესდგომოდა
სიების
გაცხრილვას
გამორიცხვის
წესით და ამაში
კვლევის
პირის
ხასიათით,
საქციელით,
ხარჯების
ოდენობით
ეხელმძღვანელა,
დაიწყო პირველი
ორი სიიდან
თითო ისეთი
კაცის
ამოკრეფა, რომლებსაც
ცალცალკე,
ერთ
ზარანდიას
აზრით, სარეზიდენტოდ
შესაფერ
პიროვნებასთან
ჰქონდა რაიმე
კავშირი.
ასეთი
სამკაციანი
კომბინაცია
ზარანდიამ
ოცდახუთი თუ
ოცდაათი
მიიღო და გამორიცხვას
აქღა მიჰყო
ხელი.
საბოლოოდ მან მაგიდაზე
დამიდო
ქაღალდი,
რომელზეც
მხოლოდ ექვსი
ჯგუფი ეწერა
და მითხრა:
ახლა
დაყვანაა
საჭირო,
თქვენო
ბრწყინვალებავ!
ეს იმდენად
არარეალური
მასალა იყო,
რომ ხუმრობას
ან
შპიონომანიის
შეტევას უფრო
ჰგავდა, ვიდრე
სერიოზულ
საქმეს.
სიცილმა
ამიტაცა.
ზარანდიაც
ამყვა.
თქვენ რაღა
გაცინებთ,
მუშნი?
მიხარია, გრაფ.
რა გიხარიათ?
აქა სხედან,
ზარანდიამ
იღლიაში
ამოჩრილ საქაღალდეების
კონას დაადო
ხელი.
ვინ, მუშნი?
მისი ჯიუტი
თავდაჯერება
ძარღვებზე
მოქმედეგდა.
ჯაშუშები.
ერთერთი
მაინც.
დასაწყისისათვის
ჩვენ ერთიც
გვეყოფა. ეს
მაგ ოცი კაცის
დოსიეებია. კარგი
იქნებოდა,
გრაფ,
გასცნობოდით...
თავისუფალ
დროს, რა თქმა
უნდა.
ზარანდიამ
საქაღალდეების
კონა
მაგიდაზე დამიდო.
ზემოთა ავიღე,
გადავშალე.
ნახევარიც არ
მქონდა
გადათვალიერებული,
რომ კითხვა
უნებლიეთ
შევწყვიტე და
ნაწერს
ჩავაჩერდი...
საოცარი რამ
არის
სამძებრო დაწესებულების
დოსიე! არავინ
იფიქროს,
ვითომ იგი
მავანი
ადამიანის
მხოლოდ
უარყოფითი
მონაცემებისა
და
თვისებების
ყულაბა იყოს.
სრულიადაც
არა! უმრავლეს
შემთხვევაში
იქ დამსახურების,
ღვაწლის,
ჯილდოების,
საუკეთესო
ადამიანური
და
მოქალაქეობრივი
ღირსებების
აღწერაც არის
მოყვანილი,
მაგრამ დოსიე
მაინც
პიროვნების წინააღმდეგ
შექმნილი
კრებულია და
უკეთილგანწყობილესი
ადამიანიც კი,
მისი
თვალიერებისას,
პირველ რიგში,
მართლწესრიგის
დამრღვევს,
ზნედაცემულ
სუბიექტს და
ბოროტმოქმედს
ეძებს. ხელთ
მქონია
პირადი
საქმეები
ადამიანებისა,
რომელნიც
ერისა და
საზოგადოების
სიამაყედ
ითვლებოდნენ
და, ამავე
დროს,
გამოუცდელ,
საქმეში უწვრთნელ
კაცზე მათ
აუცილებლივ
ნაძირალების,
გარეწრებისა
და ყულფის
კანდიდატების
შთაბეჭდილება
დაუტოვებიათ.
ეს ოცი
ადამიანიც:
თამამად,
დაუბრკოლებლად
შეიძლებოდა
დაეჭვება ოცივეზე
და ყოველ
მათგანში
ერთდროულად
ოცი
სახელმწიფოს
ჯაშუშის
დანახვაც, ოც
სხვა
მომაკვდინებელ
ცოდვაზე რომ
აღარა ვთქვათ
რა.
მერე? თვალი
გავუსწორე
ზარანდიას.
ჯერჯერობით
არაფერი.
ვფიქრობ, მალე
რაღაც გვექნება.
აქედან
გამოდიხართ?
ხელისგული
დოსიეებს დავადე
და იმწამსვე
მივხვდი, რომ
დაუმსახურებელი
შეურაცხყოფა
მივაყენე.
ზარანდიამ
არაფერი
შეიმჩნია,
მშვიდად მითხრა:
არა, თქვენო
ბრწყინვალებავ,
მანდ მოვედი.
დაყვანის
პროცესმა
ოცკაციან
სიაში ძირფესვიანი
ცვლილებები
შეიტანა.
მოხდა
გადაადგილებები
ჯგუფიდან
ჯგუფში და
სრულიად
ახალი
კომბინაციები
შედგა.
საბოლოოდ სიას
ორი რგოლი
შემორჩა. ერთი
მათგანი,
ოთხკაციანი
ბაქოში იყო.
მის გარშემო
არსებული
მასალები,
სათანადო
ინსტრუქტაჟითა
და დავალებებით
იქაურ
ქვეგანყოფილებას
გადაეცა. ამ
საქმის
წარმოება
ზარანდიამ
თავის
მოადგილეს დაავალა,
რა თქმა უნდა,
საკუთარი
ხელმძღვანელობითა
და კონტროლით.
მეორე,
ექვსკაციანი
თბილისში მცხოვრებთაგან
შედგებოდა.
სწორედ ამ
რგოლზე ამყარებდა
ზარანდია
ძირითად
იმედებს. აი,
შემადგენლობა
და ზოგიერთი
მონაცემი:
პოლკოვნიკი
ანდრია
ნიკოლოზის ძე
გლებიჩი
ორმოცდაცხრა
თუ ორმოცდაათი
წლისა;
ამიერკავკასიის
სამხედრო
ოლქის
არტილერიის
ინსპექტორი;
უშველებელი
ზომაწონის
კაცი; ექვსი
შვილის მამა,
მოქეიფე,
ქაღალდის
მსხვილად
მოთამაშე;
ანეკდოტების
გუდა,
გულმხიარული,
უდარდელი
ოფიცერი. მსტისლავ
სტარინკოვალსკი,
პორუჩიკი
გლებიჩის ადიუტანტი;
ენამოსწრებული
და
გონებამახვილი
ცინიკოსი,
მკილავი,
მქირდავი;
უაღრესად
დახელოვნებული
მოარშიყე,
გულთამპყრობელი,
ქალებისა და
მათი
საფულეების
მუსუსი.
კულაგინი
მგონი, პეტრე
მიხეილის ძე
სამოცს
გადაცილებული
კაცი! თავის
დროზე
დამთავრებული
ჰქონდა სასულიერო
აკადემია,
მაგრამ
ღმრთის
მსახურებას
რატომღაც
ჩამოშორდა;
გაზეთის
რედაქტორის
მოადგილე;
სინოდის
პოლიტიკური
კონსულტანტი!
ამიერკავკასიის
სამხედრო
ოლქის
მრჩეველი
სასულიერო
დარგში;
ცენზურის
შტატგარეშე
თანამშრომელი;
თბილისის
სამხედრო
ტაძრის
მოხალისე მამასახლისი;
უშვილო,
სიტყვაძუნწი,
ერთთავად
პირქუში
სუბიექტი;
ახალგაზრდა,
ლამაზი,
კოპწიაობის
მოყვარული
ქალის,
ქალბატონ
ლარისა
კულაგინას
მეუღლე.
ჰაჯისეიდი,
პასპორტით
რასულოვი;
თბილისელი
სპარსი;
საკმაოდ
მსხვილი
ნეგოციანტი,
მაგრამ
იმდენად
გაუნათლებელი,
რომ
ხელმოწერის
მეტს
ვერაფერს
ახერხებდა და
არითმეტიკაშიც
გიშრის
კრიალოსანს
იშველიებდა;
იგი
კავკასიის ტერიტორიაზე
ხალიჩური
ნაკეთობების,
ხალხური
ოქრომჭედლობის
ნიმუშებისა
და მხატვრული
ქსოვილების
შესყიდვას
აწარმოებდა.
ეს საქონელი
შუამავლებს
ევროპის
დედაქალაქებში
გაჰქონდათ,
იქაურ ანტიკვარებში
ბითუმად
ასაღებდნენ.
თვით ჰაჯისეიდი
თბილისიდან
ფეხს არსაით
სდგამდა: სახლი
მეჩეთი
აბანო,
კვირაში
ერთხელ; სხვა
მარშრუტები
არ გააჩნდა,
თუ არ
მივიღებთ
მხედველობაში
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიესთან
იშვიათ
სტუმრობებს,
რასაც ერთნი
მიჯნურობით
ხსნიდნენ და
მეორენი
საქმეში
კომპანიონობით.
ჰაჯისეიდმა
მოღვაწეობა
მექისეობით
დაიწყო, მერე
მსხემის გუდა
აიკიდა,
მექამედინა
მიიარმოიარა,
ფულიანი
დაბრუნდა!
ფირმა
დააარსა და
გამდიდრდა.
ისკანდერეფენდი
იუნუსოღლუ.
ეს კაცი ჰაჯისეიდის
პირადი
მდივანი და
მოლარე გახლდათ.
იგი ფლობდა
თითქმის
ყველა ენას,
რომელიც აზიაში
კომერციული
მოღვაწეობისათვის
იყო საჭირო.
აღმოსავლეთის
კვალობაზე
კარგი განათლება
ჰქონდა. ეს
ნაქართველარი
თურქი, თვით
ოტომანის
იმპერიის
გარდა,
ირანში,
ავღანისტანში,
ერაყში,
ეგვიპტეში,
მოსკოვსა და
პეტერბურგშიც
კი იყო
ნამსახური და
ყველგან
მსხვილი
ნეგოციანტების
პირად
მდივან-თარჯიმნად
ან მონათესავე
თანამდებობაზე.
უძიროს და
უფესვოს, სამოცი
წლის ასაკს
მიტანებულს,
უიაფეს
მეძავთა ნაზი
ტრფიალი
ჰქონდა.
მეჩეთში არ
დადიოდა, სასმელს
არ ეტანებოდა,
თავისუფალ
დროს საჩაიეებში
ჯდომა და
ფიქრი
უყვარდა. სხვა
რამ
საყურადღებო ცნობა
მის შესახებ
ვერაფერი
მოვიპოვეთ.
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიე
ოცდაცამეტთოთხმეტი
წლის ფრიად
მიმზიდველი
გარეგნობის
ქალი;
წარმოშობით
ფრანგი,
სატრფიალო
რომანტიკის
ვარდისფერი
ნისლეულით
მოსილი
არსება; უახლესი
პარიზული
მოდების
პოპულარიზატორი,
მაღალი საზოგადოების
მოყვარული;
დინჯი,
სასიამოვნო
მიხრამოხრის
ქალბატონი;
კაცობრიობის
უმჯობესი ნახევრისთვის
საცვალთეთრეულის
მწარმოებელი
ფრანგული
ფირმის
თბილისური
სახელოსნომაღაზიის
მეპაიე,
მმართველი,
მემოდელე და
მემანეკენეც!
ეს ბოლო
გარემოება
მადმუაზელ
ჟანეტ დე
ლამიესადმი
მამაკაცების
ინტერესს
საგანგებო
ელფერს
ანიჭებდა.
ბიოგრაფიის
ზოგიერთი
მომენტი,
უცხოეთში
მომუშავე
ჩვენი
აგენტურის
ცნობების
თანახმად:
დაიბადა
გაკოტრებული
აზნაურის
ოჯახში;
ჩვიდმეტი
წლის
ასაკამდე
მშობლებთან
ერთად გამოდიოდა
ცირკში;
შემდეგ, იყო
კორდებალეტის
მოცეკვავე,
პარიზის
სამკერვალო
სახელოსნოების
მემანეკენე;
მისი
ადგილსამყოფელი
ოცდაშვიდიდან
ოცდათერთმეტ
წლამდე
ცნობებში არ
ჩანდა:
ოცდათერთმეტისა
თბილისში
მუდმივ საცხოვრებლად
გადმოვიდა და
ხსენებულ
სახელოსნომაღაზიას
ჩაუდგა
სათავეში.
ამგვარად,
ზარანდიას
ხელთ ჰქონდა
ჭეშმარიტების
დადგენისთვის,
იქნებ,
აუცილებელი
მასალის ერთი
ნაწილი და
სთვლიდა, რომ
დამნაშავეთა
მხილების
გასაღები
ჯიბეში ედო!
ჩემგან დაუშვებელი
იყო იმის
გაუთვალისწინებლობა,
რომ ადვილად
შეიძლებოდა
ექვსი სულ
სხვა, არანაკლებ
პოტენციური
დოსიეს
გამონახვა და
მათ
ერთობლიობაში
მძიმე
სახელმწიფო
დანაშაულის
ძებნა. ასე
რომ,
ზარანდიას
ოპტიმიზმს არცთუ
მზადყოფნით
ვინაწილებდი.
ჩემს თანამშრომელთაგან
ვერც ერთი ვერ
მიიღებდა
შემდგომი
მოქმედების
უფლებას, თუკი
ოპერაციის
პერსპექტიულობაში
ეჭვს
შევიტანდი.
გამონაკლისს
მხოლოდ მუშნი ზარანდია
წარმოადგენდა.
ბოლოს და
ბოლოს, მთავარი
ჯერ
საქმისადმი
დამოკიდებულებაა
და შემდეგ
რეზულტატი,
მე მუდამ ამ
პრინციპით ვხელმძღვანელობდი.
ზარანდიას
ყოველთვის და
აქაც
საქმისადმი
ერთადერთი
დამოკიდებულება
ჰქონდა
გონივრული და
კეთილსინდისიერი!
ასეთს კი თაოსნობის
უფლება არ
უნდა
შეეზღუდოს.
ერთი სიტყეით,
ხელი
ჩავიქნიე,
მისდგეს და
იმოქმედოსმეთქი.