გრაფი სეგედი
...ზოგი
ადამიანი
იქნებ
ყველაფრით,
ათასი საუკეთესო
ღირსებით
იყოს შემკული
და მათი სწორად
გამოყენების
უნარი კი არ
გააჩნდეს.
ღირსებები
ერთი
მონაცემია,
მათი სწორად
გამოყენების
უნარი – მეორე.
ორ ადამიანს
იქნებ
თანაბარი
შესაძლებლობები,
მაგრამ
სხვადასხვაგვარი
ზნეობა
ჰქონდეს,
მაშინ ყოველი
მათგანი
თავის
შესაძლებლობებს
საკუთარი
ზნეობის
თანახმად
გამოიყენებს.
ადამიანის
ნამოქმედარის
ღირებულება
მისი ზნეობის
ღირებულებით
განისაზღვრება.
დარწმუნებული
ვარ, ყველა
დროის
საზოგადოებაში
იყო არწივის,
სვავის თუ
ჩიორას მეტ-ნაკლები
ასპარეზი და
ადამიანი
ერთს, მეორეს
თუ მესამეს
ზნეობრივი
მიდრეკილების
თანახმად
ირჩევდა.
ჟანდარმერიის
სამმართველოს
უფროსის თანამდებობაზე
ხანგრძლივმა
სამსახურმა,
ხოლო გადადგომის
შემდეგ ამ
წრეებთან
სიახლოვემ, შესაძლებლობა
მომცა,
თავიდან
ბოლომდე
გამედევნებინა
თვალ-ყური
ზემოთქმულის
დამამტკიცებელ
მკაფიო
მაგალითისთვის.
ეს არის ორი
ძლიერი
პიროვნების –
აბრაგ დათა
თუთაშხიას და
მისი
მამიდაშვილის,
პოლკოვნიკ
მუშნი ზარანდიას
ცხოვრება და
ურთიერთობა.
განგებამ
ისინი თანაბრად
მდიდარი
შესაძლებლობებით
მოუვლინა
ქვეყანას,
მაგრამ
ზნეობამ
სხვადასხვა ასპარეზზე
გაიყვანა.
დავიწყებ
იმით, რომ
თუმც ღმერთმა
მშვენიერება
ყოველგვარი
სიკეთისა და
სათნოების
წყაროდ
დასახა,
მაგრამ წესს
გამონაკლისიც
უნდა ჰქონდეს
და ამჯერად
მშვენიერებამ
უბედურება
შვა: ქართველი
ქალიშეილის –
ელე თუთაშხიას
სილამაზემ
სამსახურიდან
გადამდგარ პორუჩიკს,
გვარად
ანდრიევსკის,
დაუფიქრებელი,
გრძნობისმიერი
ნაბიჯი
გადაადგმევინა.
ამის გამო
ქალიშვილის
ძმამ, დათა
თუთაშხიამ, სასიკვდილო
ჭრილობა
მიაყენა
ანდრიევსკის
და აბრაგობას
მიჰყო ხელი.
ეს მოხდა ათას
რვაას
ოთხმოცდახუთ
წელს, როცა
დათა
თუთაშხია
ცხრამეტი
წლისა იყო.
ელე თუთაშხია
ორჯერ
პირადად
დავკითხე და,
ღრმად ვარ
დარწმუნებული,
თუ ზღვის
ქაფიდან ვინმე
შობილა, უთუოდ
ელე
თუთაშხიასთანა
ქმნილება
უნდა
ყოფილიყო...