გრაფი სეგედი
სულ მალე
დადასტურდა,
რომ ჩვენი
საფიქრალი ამაო
არ იყო.
ერთერთ
მოხსენებით
ბარათზე პოლკოვნიკ
სახნოვისგან
ტუქსვის
პასუხი
მივიღეთ;
ბორჩალოელი
აბრაგის
იახია
იბრაგიმოღლის
შემორიგების
გამო
გვიჯავრდებოდა
კურატორი:
ხომ მოგწერეთ,
უნდა
მოგესპოთო.
მსგავსი
არაფერი
მოუწერია!
მალე
მივლინებით
ჩამოვიდა
შტაბსკაპიტანი
ნარეიკო,
რომელმაც
საიდუმლოდ
აცნობა
მუშნის:
სახნოვმა
მინისტრისა
და შეფის
წინაშე
რამდენიმეჯერ
აღძრა
საკითხი,
სეგედიმ და
ზარანდიამ
ჩამიშალეს თუთაშხიას
გადმობირებაო!
ცხადი შეიქნა,
სახნოვმა
დინამიტის
შემოზიდვას
მიჰყო ხელი.
რა თქმა უნდა,
შეიძლებოდა
ზომების
მიღება
პოლკოვნიკის
ყოველი
ცალკეული
იერიშის
მოსაგერიებლად,
მაგრამ
საოცარი
თავისებურება
აქვს ამას:
თითო შეკამათება
თითო თავის
მართლებაა:
რამდენიმე შეკამათება
თავის
მართლებათა
მწკრივია და ეს
კი თავისთავად
ნიშნავს, რომ
სავსებით თუ
არა, ნაწილობრივ
მაინც ხარ
მტყუანი.
პოლკოვნიკს
ასეთი
ვითარება
ხელს აძლევდა
და, ამასთან
ერთად, თავის
უწარჩინებულეს
მფარველთან
ჩივილის
საბაბს
უქმნიდა:
კავკასიელები
მინისტრისა
და შეფის
წაქეზებით
მებრძვიან და
ძირს მითხრიანო.
ასეთი
შესაძლებლობების
მიცემის
უფლება არავითარ
შემთხვევაში
არ გვქონდა,
მაგრამ მოქმედებაც
რომ საჭირო
იყო და ჩვენ
კი გულხელდაკრეფილი
ველოდით
საკუთარი
ციხის
მომავალ აფეთქებას?!
ერთ დღეს ლუქი
ავაძრეთ
სახნოვის
მორიგ პაკეტს,
სადაც
კურატორი
პირდაპირ
მდებდა ბრალს,
თუთაშხია
დღემდე
იმიტომ არის
ცოცხალი, რომ მუმნი
ზარანდიას
გავლენის
ქვეშ
მოექეცითო! იგი
ამტკიცებდა,
ზარანდია
ნათესაური
ვალდებულებების
გამო
სამსახურისა
და სახელმწიფოს
ინტერესებს
უგულებელყოფსო.
ამ პერიოდში პეტერბურგში
მივლინებით
ყოფნისას,
ჩემი ერთერთი
მოადგილისთვის
ცნობილი
გახდა, რომ
სახნოვს სამინისტროს
საგანგებო
საბჭოს
სხდომაზეც
სახელდობრ
ასე
დაუყენებია
საკითხი და
ჩემი და მუშნი
ზარანდიას
სამსახურიდან
გადადგომა ან რომელიმე
სხვა
უწყებაში
გადაყვანა
მოუთხოვია.
საბჭოს ეს
საკითხი
განსახილველად,
ცხადია, არ
მიუღია,
მაგრამ
სახნოვისთვის
ისიც კმაროდა,
რომ თესლის
ჩაგდება
შეძლო.
დანარჩენს
იგი მომავალში
გულისხმობდა.
პოლკოვნიკი
ჩქარობდა
არჩეული
მეთოდისთვის
შესაფერ
ტემპს
არღვევდა! ეს
ნაწილობრივ,
ჩვენი
გამაღიზიანებელი
მოქმედებითაც
აიხსნებოდა:
სახნოვის
პატივმოყვარეობა
ითრგუნებოდა
იმით, რომ მის
მითითებებსა
და საყვედურებზე
ცალი ყბითაც
კი არ
ვპასუხობდით
და მის
თანამდებობასა
და კილიკიის
კურატორობას,
არსებითად,
არად
ვაგდებდით.
ამას გარდა, პოლკოვნიკს
შეუძლებელია,
არ სცოდნოდა,
რომ მისი
დივერსიისა
ყველაფერი თუ
არა, ნაწილი
მაინც
ვიცოდით და ამ
მიმართებით
ჩვენს
პასიურობასაც
საკმაოდ უნდა
დაეფიქრებინა
თეთრ ცხენზე
ამხედრებული
რაინდი.
ამის შემდეგ
სახნოვმა
რამდენიმე
წერილში კატეგორიულად
მოგვთხოვა,
მოგვესპო
თუთაშხია,
ვითომ ამას
ერთი
გასროლის
მეტი არაფერი
უნდოდა. ამას
გარდა,
სახნოვმა ერთობ
ვრცელი
მოხსენებითი
ბარათი
მიართვა მინისტრს,
სადაც
დეტალებში
იყო აღწერილი,
თუ როგორ და
რით
ვუწყობდით
ხელს დათა
თუთაშხიას.
წლინახევრის
თუ ორი წლის
ხელმეორედ
გააბრაგებული
იქნებოდა
თუთაშხია,
როცა
პეტერბურგიდან
წერილობითი
მითითება
მომივიდა
მუშნი ზარანდიას
სამსახურიდან
დათხოვნის
შესახებ. ხელს
შეფი და
სახნოვი
აწერდნენ.
გადაწყვეტილება
მოტივირებული
იყო
თუთაშხიას
განადგურებაზე
არაერთგზისი
ბრძანების
შეუსრულებლობით,
აბრაგთან
ზარანდიას
ნათესაობრივი
კავშირით
ვითომ დათა
თუთაშხია
აქამდეც და
ამდენ ხანს
მუშნი ზარანდიას
ბიძაშვილი არ
ყოფილიყო.
წერილს
ჰქონდა სამინისტროს
კანცელარიის
გრიფი, რაც
ნიშნავდა, რომ
საკითხი თვით
შინაგან
საქმეთა
მინისტრთან
იყო
შეთანხმებული!
ეს ფრიად
დადებითი მოვლენა
გახლდათ და,
აი, რატომ:
საიმპერიო
სამმართველოში
და
სამინისტროში
ზარანდიას და კიდევ
რამდენიმე
პერიფერიულ
მოხელეს
ფასდაუდებელ
კაცებად
თვლიდნენ.
ზარანდია
მინისტრის ოფიციალურ
კონსულტანტადაც
კი
ირიცხებოდა. მინისტრმა
ერთხელ
ჩემთან
საუბარში
იხუმრა, ეგ
შენი
აბორიგენი
სატანას
უფროსი ბიძა,
გამზრდელი და
ეზოს
მოძღვარიაო.
მრავალგზის
მთხოვეს,
მოგვეციო.
ერთთავად
უარზე ვიდექი
და ბოლოს თავი
დამანებეს.
მეორე მხრივ,
პოლკოვნიკ
სახნოვს
უკურნებელი
სენის
რეპუტაცია
ჰქონდა, მისი
თავიდან
მოშორების
საშუალება
ვერავის
გამოენახა და
სწორედ აქ
თვით ქათამმა
დაიწყო
თავისივე დასაკლავი
დანის
გამოქექვა:
ისეთი აზრი
შემექმნა, რომ
სახნოვი
ზარანდიას
წინააღმდეგ
დიდხანს,
დაჟინებით
ამუშავეს,
მოითადარიგეს
საბუთები და
მხოლოდ მერე
დაჰყვნენ მის
ახირებას ზარანდიას
დათხოვნის
შესახებ. სხვა
სიტყვებით:
მინისტრმა და
შეფმა თვით
სახნოვს
შეაქმნევინეს
ისეთი
ვითარება,
როცა
ზარანდიას
დათხოვნის
შედეგებზე,
პირველ რიგში,
სახნოვს უნდა
ეგო პასუხი.
რაც შეეხება
იმას, რომ
გაგულისებული
ზარანდია
სახნოვს
ოპოდელპოკის
აბივით
გადაყლაპავდა
აქ ეჭვი არც
მინისტრს
ეპარებოდა და
არც შეფს.
ეს ყველაფერი,
სახელდობრ,
ასე
გამოიყურებოდა,
მაგრამ
შემოწმება
მაინც საჭირო
იყო. ამიტომ,
მინისტრს
ცალკე და შეფს
ცალკე, დაშიფრული
დეპეშებით
ვაცნობე ჩემი
დამოკიდებულება
საკითხისადმი:
ზარანდიას
სამსახურიდან
დათხოვნაზე
უარს
ვაცხადებ,
კილიკიას
ჩამოვაშორებ,
გადავიყვან
კონტრდაზვერვის
უფროსის
ვაკანტურ
თანამდებობაზე!
დეპეშებს სიჩუმე
მოჰყვა ესე
იგი,
ხელმძღვანელობას
ჩემი
გადაწყვეტილებისა
საწინააღმდეგო
არაფერი
ჰქონდა და მისი
სისრულეში
მოყვანაც
აღარ
დამიყოვნებია:
დანიშვნა
შევათანხმე
როგორც
მეფისნაცვალთან,
ისე სამხედრო
ოლქის
ჯარების
სარდალთან და
ბრძანებაც
გაიცა.
სახნოვი
გულში
გამარჯვებას
ზეიმობდა
ნაწილობრივ.
ჩემთვის
ყველაფერი
სასურველ ადგილებზე
დადგა და ახლა
მაინტერესებდა
მხოლოდ ის, თუ
რას ფიქრობდა
და რას
მოიმოქმედებდა
სატანას
უფროსი ბიძა,
გამზრდელი და
ეზოს
მოძღვარი.
მუშნი, მინდა,
მოგაგონოთ
თქვენივე
პრინციპი:
არასოდეს
გადადო
ხვალისთვის
ის, რის
გაკეთებაც
დღეს
შეიძლება,
გავეხუმრე ერთხელ.
იგი მიხვდა,
რომ სახნოვის
საქმეს
ვგულისხმობდი,
გაიღიმა და
მითხრა:
არსებობს
მეორე
პრინციპიც,
გრაფ: ნუ
გააკეთებ
დღეს იმას
რასაც ხვალ
გაკეთება
უფრო მოუხდება!
შემდგომში ამ
მოკლე
დიალოგის
გახსენება მრავალგზის
მომიხდა. რა
მამოძრავებდა?
ზარანდიამ დაწინაურება
მიიღო,
სახნოვის
უფლებების
სფეროს გარეთ
აღმოჩნდა და,
ამდენად, არც
რაიმე საშიშროება
ელოდა მისგან.
ჩემზე უკვე
ნათქვამია:
სახნოვი ვერ
მომერეოდა,
მეტიმეტი,
წრილმანი
ინტრიგების
მოლოდინი
უნდა მქონოდა.
ასეთ ვითარებაში,
სტერეოტიპის
მიხედვით,
მოთმინება მმართებდა
სახნოვები
სხვის
დაუხმარებლად
იმტვრევენ
კისრებს. მაშ,
რატომ
წავაქეზე ზარანდია?
ხომ არ იყო
ჩემს
საქციელში
თვისებრივად
ახალი რაიმე?..
წინასწარ
მოფიქრებული
და დადგენილი
სახნოვსაწინააღმდეგო
გეგმა
ზარანდიას იმხანად,
მართლაც, არ
ჰქონია და
ამაზე თავის
სატეხად,
ალბათ, არც
ეცალა; ახალმა
სამსახურმა, იქაური
საქმეების
შესწავლაგადახალისებამ,
შტატის
გადაადგილებადაკომპლექტებამ,
ქსელისა და
კავშირების
შემოწმებაგანმტკიცებამ
კარგა ხნით
დანთქა მისი
დრო, მხნეობა
და ნიჭი, მაგრამ
ეს ისე არ
უნდა გავიგოთ,
თითქოს,
ზარანდიას
სახნოვი და
მისი ოინები
მიავიწყდა...
სახნოვის
პრობლემა
გადაჭრა
ზარანდიას
მიერ
შედგენილმა
საქაღალდემ.
იქნებ
არსებობდეს
უფრო
რაციონალური
ფორმა, რომლის
წყალობით,
ქვემოთ
მოყვანილი
ამბების
გადმოცემა
გაცილებით
მოკლედ და
დამაჯერებლად
შეიძლებოდეს.
ვერ მივაგენი.
ისევ
ჩვეულებრივი
თხრობის
ხერხს მივმართავ,
მით უმეტეს,
რომ ზოგიერთი
ფაქტი სპეციალურ
კომენტარს
მოითხოვს.
საქმე ის
არის, რომ
არსებობდა
სახნოვის
პრობლემებისგან
და ერთმანეთისგანაც,
თითქოსდა,
სრულიად
დამოუკიდებელი
გარემოებები.
ძნელი
საფიქრებელი
იყო, რომ
ისინი
როდისმე და
როგორმე
ერთად მოიყრიდნენ
თავს, ზვავად
წამოვიდოდნენ
და გზად სახნოვს
დაიტანდნენ.
აი, ის
გარემოებებიც.
სპადოვსკი
გახსოვთ,
თქვენო
ბრწყინვალებავ,
ექიმი?.. მკითხა
ერთ დღეს
მუშნი
ზარანდიამ.
აი, ამ სამი წლის
წინ რომ
გადაბარგდა
თბილისიდან
ვლადიკავკაზში;
თავისი
სიმპათიებისა
და ურთიერთობების
გამო ერთი
ორჯერ ჩვენი
ყურადღების
არეშიც რომ
აღმოჩნდა,
გახსოვთ?
როგორ არა.
ზარანდიამ
საქაღალდე
გადახსნა და
საკანცელარიო
ფორმატის ხუთ
ფურცელზე
დაწერილი
ტექსტი
დამიდო წინ;
ეს მისი
პროკლამაციის
ასლია, გრაფ.
საინტერესოა!
დამაფიქრებელი
უფროა!
კითხვას
შევუდექი.
სპადოვსკი,
საერთო ჯამში,
პატიოსანი
ინტელიგენტი
იყო. მისი
სისუსტე მხოლოდ
იმაში
მდგომარეობდა,
რომ
დაუცხრომლად
ეტრფოდა
ახალახალ
პოლიტიკურ
მოძღვრებებს
და ამ მხრივ
რაიმე
თანმიმდევრობას
აბსოლუტურად
უგულებელყოფდა.
იგი
ცხოვრობდა და
მოქმედებდა
პრინციპით:
ყველაფერი
კარგია, რაც თვითმპყრობელობას
უთხრის ძირს
და რაც რუსეთში
ახალი ტიპის
სოციალურეკონომიკურ
ფორმაციას
დაამყარებს!
ამიტომ,
ჩრდილის
მიმყენებელი
და მაკომპრომეტირებელი
საგაზეთო
მასალების
გამოქვეყნების
შემთხვევას
ხელიდან
არასგზით გაუშვებდა;
კლიენტურასა
და
ნაცნობმეგობრებში
არსებული
წყობილების
საწინააღმდეგოდ
ერთპიროვნული
პროპაგანდისთვის
მჭევრმეტყველებას
არ იშურებდა;
შესაძლებელ
ფულად
დახმარებას
უწევდა მეამბოხე
ელემენტებს
და არც
კანონსა და
დამსჯელ დაწესებულებებს
უქმნიდა
საქმის
აღძვრისა და
სამართალში
მიცემის
საკმარის
საფუძველს ფრთხილი,
ეშმაკი კაცი
იყო.
თბილისიდან
მისი გადაბარგება
იმან
გამოიწვია,
რომ თავი
მოგვაბეზრა,
გართულებები,
სკანდალი
ახლოვდებოდა
და გარიდება არჩია.
საცხოვრებელი
ადგილის
შეცვლა
სპადოვსკისთვის
სრულიადაც არ
ნიშნავდა
შეხედულებებისა
და ცხოვრების
წესების
გადასინჯვას.
მან ვლადიკავკაზში
ისეთივე
მოღვაწეოგა
განაგრძო,
როგორსაც
თბილისში
ეწეოდა. ამან
იქაური
პოლიციისა და
ჟანდარმერიის
სათანადო
რეაქცია გამოიწვია,
რა თქმა უნდა,
გაცილეგით
მძაფრი, ვიდრე
თბილისში. ის
მხარე მაშინ
მონარქისტული
განწყობილებების
ბუდე იყო.
ჩანს, იქ არც
აციეს, არც
აცხელეს,
ახალდაარსებული
ინფორმაციის გავრცელების
სამსახურის
მთელი
სიმძიმით დააწვნენ
სპადოვსკის
და მიზანსაც
მიაღწიეს: მონარქისტულად
განწყობილ
თერგის
კაბაკებში
თითქმის
დამკვიდრდა
აზრი, რომ იგი
გერმანიის
ჯაშუში იყო,
ხოლო
მცირერიცხოვან
თავისუფლად
მოაზროვნე
წრეებში
დაჟინებით
იმეორეგდნენ,
სპადოვსკი
საიდუმლო
პოლიციის
აგენტიაო.
ვლადიკავკაზში
მის
გადმოსახლებას
აკავშირებდნენ
რომელიღაც
სასამართლოს
პროცესთან,
სადაც სპადოვსკიმ,
ვითომდა,
პროვოკატორის
როლი შეასრულა.
ჩემი მხრივ,
უნდა
აღვნიშნო,
ჩვენი
სამსახურის
ხელთ
არსებული
ინფორმაციის
თანახმად, ზემოთ
მოყვანილ
ვერსიებს
რეალური
საფუძველი
არც ერთს არ გააჩნდა.
ასეა თუ ისე,
სპადოვსკი
ორმხრივი უნდობლობისა
და
სიძულვილის
გირაგში
მოჰყვა, მაგრამ
სასოწარკვეთილებას
არ მისცემია
ვითარების
შესწავლას
მიჰყო ხელი და
მიაგნო კიდეც
თავისი
კომპრომეტაციის
წყაროს.
შემდგომში ამ
საკითხის
შესასწავლად
საგანგებო
კომისია დაინიშნა.
აღმოჩნდა, რომ
თერგზე
ინფორმაციის
სამსახურის
დაარსებისა
და
პრაქტიკული
მუშაობის
საქმეში არც
ერთი ნაბიჯი
არ ყოფილა სწორად
გადადგმული.
დაარსების
შესახებ
მიღებული,
სახნოვის
ინსტრუქციით
დაწყებული და
თვით
სამსახურის ჩამოყალიბებით
დამთავრებული,
ყველაფერი დილეტანტური
იყო, უნიჭო
მოხელეების
ხელით კეთდებოდა
და
კონსპირაციამ
ბზარი
პირველსავე
საფეხურებზე
გაიჩინა. ასეთ
ვითარებაში
სპადოვსკისთანა
კაცს, ცხადია,
არც
ჭეშმარიტების
ამოცნობა
გაუჭირდებოდა
და არც
ფაქტობრივი
მასალის მოპოვება.
ზარანდიას
მიერ
მოტანილი
დოკუმენტი
შეიცავდა
ხმების
გავრცელების
სამსახურის
სტრუქტურის
აღწერილობას,
მუშაობის
მეთოდიკას და რეზიდენტებისა
და
ფუნქციონერების
ვრცელ და,
როგორც
შემდგომში
აღმოჩნდა,
საკმაოდ ზუსტ სიას.
თეორიულგანმარტებითი
ნაწილი
შემაგრებული
იყო
რამდენიმე
ცოცხალი
მაგალითით.
პროკლამაციას
ერქვა: აი,
როგორ
სახელმწიფოში
ვცხოვრობთ!,
იწყებოდა
პასკვილური
პროლოგით და
მთავრდებოდა
რევოლუციური
მოწოდებებით.
ბოლოში ჰქონდა
მინაწერი:
პატიოსანო
ადამიანებო,
ახადეთ
ნიღაბი
პირსისხლიან
ცარიზმს
გადაწერეთ და
გაავრცელეთ
ეს
დოკუმენტი!
ტექსტი ისე
იყო დაწერილი
რომ ავტორი არ
ჩანდა.
რა იცით, რომ
ეს თხზულება,
სახელდობრ,
სპადოვსკის
კალამს
ეკუთვნის?
დედანი თვით
სპადოვსკიმ
ამ ორი კვირის
წინ ჩამოიტანა
თბილისში და
ქალბატონ ანა
გილიარევიჩს
დაუტოვა
გასამრავლებლად.
ქალბატონი
ანა
გილიარევიჩი
კლასიკური
გიმნაზიის
მასწავლებელი?
დიახ, გრაფ,
ექიმ
სპადოვსკის
ახლო
მეგობარი და
თანამოაზრე.
მან ოცი ასლი
უნდა
გადააღებინოს.
შემდეგ
ბაქოში
ჩაიტანენ და
წინასწარ შედგენილი
სიის
მიხედვით
დაგზავნიან
ოც მისამართზე.
ვის უნდა
გადააღებინოს
ასლები?
ქალბატონ
ელისაბედ
ტერეხოვას,
დედანი ამჟამად
მასთან
ინახება.
გვაქვს
დედნის
ფოტოპირები,
ექსპერტიზის
დასკვნა
ხელწერის
იგივეობაზე,
მისამართების
სიის ასლი და
სხვა საბუთებიც.
ტერეხოვა...
დიახ, დიახ,
მაგრამ აღარ
მახსოვს, რისთვის
დაგვჭირდა ეგ
მანდილოსანი.
მგონი,
შრიფტის
შემოტანასთან
დაკავშირებით,
არა?
დიახ, გრაფ. იმ
ფუთას
ქალბატონ ანა
გილიარევიჩის
ხელში უნდა
გამოევლო,
მაგრამ მოხდა
ისე, რომ ფუთა
ჩვენს
ტერიტორიას
ასცდა. ეს
ოთხი წლის
ამბავია. მას
შემდეგ, რაც
კონტრდაზვერვა
ჩავიბარე,
ქალბატონი
ტერეხოვა
თითქმის არ
გამოგვიყენებია.
ახლა სპადოვსკის
ჩამოსვლამ
დამაინტერესა...
მოგეხსენებათ,
ტერეხოვა
გილიარევიჩის
მეგობარია...
გასაგებია,
მაგრამ არ
მესმის, რა
შუაში ხართ თქვენ.
ეგ საქმე
თქვენი
განყოფილების
კომპეტენციაში
არ შედის.
თქვენო
ბრწყინვალებავ,
ქალბატონი
ტერეხოვა მე
არავისთვის
გადამიცია.
თვითონ იყო
წინააღმდეგი.
ვერც ახლა
გადავცემ,
მჭირდება და
ეს საქმეც
ჩემთან რჩება
თავისთავად
გამოდის ასე.
რას აპირებთ?
ჯერჯერობით
არაფერს, სხვა
მოვლენებს
უნდა დაველოდოთ.
არ გაჟონავს?
სექტემბრამდე
გარანტირებულია;
ტერეხოვას
ასეთი ვადა
აქვს აღებული
გამრავლებისთვის.
სპადოვსკი?
ჯერჯერობით
თავის
შეთხელებულ
კლიენტურას მკურნალობს.
თერგის ოლქმა
არც ამ
პროკლამაციისა
იცის და არც
იმისა, თუ
ჩვენს ხელთ
არის რამე.
საქმე,
ფაქტიურად,
გახსნილი იყო
და მისი ლოგიკური
დასასრული
იმაში
მდგომარეობდა,
რომ ზარანდიასთვის
უნდა მეთქვა,
მასალები
თერგის ოლქისთვის
გადაეგზავნა.
დავაპირე
კიდეც,
მეთქვა.
არ მითქვამს.
რამ შემაკავა,
დასწყევლოს
ღმერთმა!
ძნელი სათქმელია
მაგრამ იმ
პასიურობას
ამჟამად ისევ
ქვეცნობიერ
იმპულსს
მივაწერ: ერთხელ
შემუშავებულშეძენილი
სტერეოტიპების
რღვევისა და
უარყოფის
ფაზაში
ვიყავი.
საუბარი
შეწყდა,
ზარანდია
წავიდა,
მაგრამ დამეუფლა
გრძნობა,
თითქოს,
წვეულებიდან
ვბრუნდებოდი,
იქ რაღაც
დამრჩა
სათუთუნე,
სათვალე ან
ხელჯოხი და
ახლა
ჯიბეებში
ვიქექებოდი,
ყველაფერი თანა
მაქვს თუ
არამეთქი.
ვერაფრით
გავიხსენე,
რის
მოთათბირება
დამავიწყდა,
გულს რა მაკლდა.
მერე ვიფიქრე,
მომაგონდებამეთქი
და, მართლაც
მომაგონდა:
ზარანდიამ
სპადოვსკის
საქმის გამო
თქვა:
დამაფიქრებელი
უფროაო.
გამომრჩა
დამეზუსტებინა,
თუ რას
გულისხმობდა.
შემდგომ
ხანებში ამ
საკითხმა
ისევ
ზარანდიას
მეშვეობით
ამოყო თავი,
მაგრამ ამას
უფრო მოგვიანებით
შევეხები...