ტოჩი მიქაშავრია
მე რომ
გააბრაგებამ
მომიწია,
მაშინ სხვები
მთავრობას
ურიგდებოდნენ
და ოჯახში
ბრუნდებოდნენ.
გააბრაგებული
ბიძაშვილები
მყავდა, დედის
მხრიდან ორი
ძმები
ჭანტურიები,
და მათ შევაფარე
თავი.
თექვსმეტი
წლის ვიყავი
მაშინ,
მეჩვიდმეტეში.
დათა
თუთაშხია შერიგების
მერე კიდევ
რომ
გააბრაგდა, იმ
ხანებში იყო
ეს.
გააბრაგდა
მეორედ,
მოვიდა
მუხურის
მთაში, მოგვნახა
ჩვენ... ჩემი
ბიძაშვილები
მონახა, თვარა,
ბავშვი
ვიყავი მე,
არაფერი
საქმე არ
ქონდა ჩემთან
მას.
გამაგზავნეს
სადღაც,
ილაპარაკეს
თვითონ და,
რომ
დავბრუნდი, არ
დამხვდა დათა
თუთაშხია იქ,
წასული იყო
უკვე. კაი
ხანი გავიდა,
მათი
ლაპარაკის
შინაარსს და
მისი კიდევ
გააბრაგების
ამბავს
სანამდე გავიგებდი.
უკანასკნელი
მოსვლა იყო
მისი ჩვენთან,
აღარ
მოგვკარებია
მერე. უთქვამს
მას ჩემი
ბიძაშვილებისთვის,
არ მინდა,
ვიცოდე, სად ხართ,
ბინა სად
გაქვთ და რას
აკეთებთო. არ
მეცოდინება
თქვენი
ამბავი და რომ
დაგემართოთ
რამე, ვეღარ
გაიფიქრებთ
ჩემზე, მისი
ნაქნარიაო ეს.
მუხურის მთა
და ტყეები
იმხელაა, ასი
აბრაგი ივლის
იქ და ათ
წელიწადს ვერ
ნახოს,
იქნება, ერთმა
აბრაგმა
მეორე.
წასვლას არ
ვაპირებდით
იქიდან ჩვენ,
არც დათა
თუთაშხია
წასულა ერთხანს
რაღაც საქმე
ქონდა იქ.
ალბათ, ელოდებოდა
ვინმეს,
იშვიათად და
შორიდან
ვხედავდით
ერთმანეთს და
ვიყავით ასე.
აბრაგობა იმ
წუთში რომ არ
მოგდევს
არავინ და
მიუწვდომელ
ადგილებში
რომ ხარ
მაშინაც კია ძნელი:
უსაქმობა
მოგკლავს
ძალიან
ბეზრდება
კაცს უსაქმობა.
ამით ხდება,
რომ ხშირად
კარგავს
აბრაგი სიფრთხილეს
და ებმება
მახეში. ჩემი
ბიძაშვილები
ვაჟკაცები
იყვნენ უკვე,
ისინი უფრო
უძლებდნენ
უქმად ყოფნას.
მე, პატარა
ბიჭს, რა გამაჩერებდა
და რა
მომათმენინებდა
ერთ ადგილზე! დავდიოდი
ან საით და
ხან საით;
მოვლილი
მქონდა იქაური
მთა, ტყე და
კლდე; ყველა
ხე და ხევი,
ყველა ლოდი და
გამოქვაბული
ვიცოდი
ზეპირად.
ადგილი იყო
ერთი, ბუხუს
ნასახლარს
ეტყოდნენ იმ
მინდორს,
გორაკები
ერტყა
გარშემო და
მყუდრო იყო
ძალიან
იქაურობა.
კაცს არ
უნახავს და არ
ახსოვს ის
ბუხუ, არც
მისი სახლის
კვალი ჩანდა
მინდორზე,
მარა
გადმოცემით
ისე იყო, რომ
ძმა
შემოაკვდა,
თურმე,
უცაბედად
მოსვლია, როგორღაც.
მოუხდია
სასჯელი,
დაბრუნებულა,
მიუტოვებია
სოფელი და იმ
უკაცრიელ
ადგილში
მარტოდმარტოს
გაუტარებია
სიცოცხლე.
წყალი არ ქონდა
მინდორს ახლო
და ჭა
გაუთხრია
ბუხუს. კარჩამოგლეჯილი,
მარა
სხვაფრივ
კარგად
შენახული ჯიხური
ედგა ჭას. იმ
ჯიხურის მეტი
შენობა არ იყო
იქ;
დანარჩენი,
ალბათ,
დაანგრია და
გაანადგურა
დრომ. ძალიან
ღრმა იყო ის
ჭა: რომ
ჩაიძახებდი
შიგ, ლოდინი
უნდოდა,
სანამდე ხმა
დაგიბრუნდებოდა
ძირიდან. თუ
მოვხვდებოდი
იქით, ჩავდიოდი
მინდორზე,
დავჯდებოდი
და ვფიქრობდი,
სად რა
ექნებოდა
ბუხუსმეთქი.
მომბეზრდებოდა
ამაზე ფიქრი,
ახლა ჭაში
ჩაყვირებას
დავიწყებდი
და ვერთობოდი
ასე.
აქეთიქით
დავდიოდიმეთქი,
რომ ვამბობ,
ისიც უნდა
მოგახსენოთ,
რომ მთლად
თავზე
ხელაღებით არ
მივლია და არც
მაძლევდნენ
ამის უფლებას
ბიძაშვილები.
იმ ადგილებიდან
უახლოეს
სოფლებამდე
თხუთმეტიოცი
ვერსია.
არავინ
ამოდიოდა იმ
სიშორეზე,
უხვედრი მთაა
ის. ნიშნის
აღებაც კაი
ვისწავლე;
ბავშვს ცინცხალი
მეხსიერება
აქვს;
ფეხნადგამი
ბალახი და
ერთი
ადგილიდან
მეორეზე
მტკაველით
გადაჩოჩებული
ქვა არ
გამომეპარებოდა
არასდიდებით.
მივუახლოვდი
ერთხელ ბუხუს
ნასახლარს,
გავჩერდი
სათოფემდე,
დავათვალიერე
კარგად. შორიდან
ვერ შევნიშნე
საეჭვო, მარა
ახლოს რომ მივედი
და გორაკიდან
გადავიხედე
ძირს კაცი
დავინახე.
კაკლის ძირში
იჯდა
მოფარებულად,
თოფი ეჭირა გამზადებული
და მიყურებდა
ქვევიდან.
ვიცანი, დათა
იყო,
თუთაშხია.
ერთხანს
ჩუმად
ვიყავით
ორივე.
გამარჯვება,
თქვენი, დათა
ბიძია!
გაგიმარჯოს,
აბრაგო!
სიცილით
მითხრა. მოდი
აქ, ჩემთან.
ჭას აუქციე და
ისე მოდი.
მივედი,
დავჯექი მის
სიახლოვეს.
ვილაპარაკეთ ცოტა.
ბიძაშვილები
მოიკითხა
ჩემი, ხომ
არიან საღად
და კარგადო.
რომ
გამოგველია
სათქმელი, ვკითხე:
დათა ბიძია,
ჭას აუქციე და
ისე მოდიო,
რომ მითხარი,
რატომ
მითხარი ეგ?
მესამე დღეა,
რომ გელოდები
აქ ჯიხურში
შესვლა და
ჭაში
ჩაძახება
გიყვარს შენ.
კი მიყვარს.
რაა მერე?
აღარ
შეიძლება
შესვლა,
მღიმარი
თვალები გამისწორა
დათა
თუთაშხიამ.
დავიბენი ჯერ.
მერე
გავიფიქრე,
სამალავი აქვს,
ალბათ,
ჭაშიმეთქი.
თქვენ თუ
მეტყვით, არ
შევალ სულ და
ის იქნება, დათა
ბიძია.
მასე არ არის
საქმე. წამოდი
ჩემთან.
ფრთხილად,
ოღონდ. ჩემზე
წინ ნუ
გადადგამ
ნაბიჯს, უკან
მომყევი.
შემოუარა
დათა
თუთაშხიამ
ჭის ჯიხურს
ზურგიდან
ყავრის იყო
ჯიხური სამი
არშინი
სიმაღლე
ქონდა თითო
ყავარს, ორი
თითი სისქე
და მტკაველი
სიგანე.
გადაწია
ყავრები, შეძვრა
შიგ, შევყევი
მეც. თვითონ
ჭას ქვის ყორე
ერტყა
მრგვალად,
ქამრამდე რომ
მიწვდება კაცს
იმხელა.
ვიყავით
ერთხანს
ჩაცუცქულნდა
რომ მიეჩვია
თვალი
ბინდბუნდს,
გადამახედა დათა
თუთაშხიამ:
აგერ ყორეში
მაუზრის ტარს
ხომ ხედავ,
ტოჩი, ბიძიკო?
კი ვხედავ.
მაგ მაუზრის
ლულა
შემოსასვლელისკენ
იყურება
გარედან არ
ჩანს, გვიმშია
მიმალული...
ახლა, ამდენი
ხნის მერე,
იმის
ლაპარაკი არ
ღირს, რა
ოფლმა
დამასხა და
გული როგორ
ამიძაგძაგდა ბავშვ
კაცს, მარა
მშვენიერი
კარგად იყო
მოწყობილი
ყველაფერი:
შემოდის კაცი
კარიდან, ხომ? გადმოაბიჯებს
ზღურბლზე,
დაადგამს
ფეხს მიწაზე
ჭის გვიმზე,
გავარდება
მაუზერი და
სიმაღლეს არ
აქვს
მნიშვნელობა
იმ შემოსული
კაცისას
ლაჯებიდან
ყრანტამდე
სადმე
უეჭველად მოხვდება
ტყვია!
ახლა
მისმინე აგერ!
ე იმ ბაწარს
ხომ ხედავ გადაჭრი
ფრთხილად.
ძალიან
ფრთხილად და
ძალიან მჭრელი
დანით უნდა და
აღარ არის
საშიში მერე. აქედან
უნდა გადაჭრა,
ზურგიდან. თუ
მაინც გავარდა,
კარისკენ
გავარდება და
არაფერია.
მერე დაშლი
ყორეს მაგ
ადგილას და
სიკვდილის
მაგიერ,
საკუთარი
მაუზერი დაგრჩება.
წავიდეთ,
ახლა.
გავძვერით
გარეთ.
დათა ბიძია,
ჩვენთვის
არის
დადგმული ეგ,
ხომ?
შენთვის,
ალბათ.
გამოცდილი
აბრაგისთვის
არ არის ეს.
გამოცდილი
კარიდან არ
შევა ასეთ
ადგილში. ვინც
ეს ხაფანგი
დააყენა,
იცოდა მან საიდანღაც,
შენ რომ აქ
მოსვლა
გიყვარს და
დაურიდებლად
რომ შედიხარ
შიგ.
საკუთრივ
ჩემი მოკვლა
დომებია, აბა!..
კი. მასე
მგონია მე.
დათა
თუთაშხიამ
პატარა ხანს
იფიქრა
თავისთვის და
მითხრა: ტოჩი
ბიძიკო,
უდანაშაულო
თუ ხარ და
შემოგკრა
ვინმემ, საპასუხოდ
თუ არ
შემოკარი
შენც, წავა ის
კაცი თავის
გზაზე და უეჭველად
ინანეგს იმ
საქციელს; არ
გყავს მტრად
ის კაცი,
იცოდე შენ.
მაგრამ თუ
შემოარტყამ შენც
მტერია უკვე
შენი ის.
აბრაგი მიტომ
ხარ ახლა, რომ
სამაგიერო
გადაუხადო,
უსამართლოდ რომ
მოგექცა, იმ
ადამიანს, და
გყავს მტერი,
იცოდე ესაც.
მთავრობა და
კანონია შენი
მტერი.
დაუკვირდი
კარგად ამ ჭის
და მაუზრის
ამბავს. მაშინ
იმასაც
მიხვდები,
მგონია, მტერი
რა არის. თუ
გამიგე
ნათქვამი?
გავიგე, დათა
გიძია. ვიცი
ახლა.
კაი, აბა.
მშვიდობა
მოგცეს
ღმერთმა და
მტერზე
გამარჯვება.
წავალ მე.
ჩამომართვა
ხელი დათა
თუთაშხიამ და
გაბრუნდა
ქვევითკენ.
მაშინ არ
ვიცოდი მე და,
თურმე ორი
ამხანაგი
ელოდებოდა
გორაკს იქით.
ჩემს ბიძაშვილებს
უთვალთვალიათ
ყველაფერ
იმისთვის. იმ
ამხანაგებს
უცდიდა,
ალბათ, დათა
თუთაშხია
მუხურის
ტყეში.
საით
მიდიხარ, დათა
ბიძია!
გულუბრყვილობამ
მათქმევინა.
თუთაშხიამ
გაიცინა.
ბოსტანი
მაქვს
გასამარგლი!
გვიანი
შემოდგომა
იყო.
რა დროის
მარგვლაა!
სიცილით
ვუთხარი მე რა
ვიცოდი, რას
გულისხმობდა
ამ სიტყვებში.
დათა
თუთაშხია
დაფიქრდა და
მითხრა:
არ არის
გვიან. მე რომ
ბოსტანი და
ყანა მერგო
წილად, მისი
მარგვლა და
თოხნა ზამთარზაფხულ
არის საჭირო...
გვიან
მივხვდი ამას.
დავცილდით
ერთმანეთს.
ვისი
გაკეთებული
გგონია ეგ!
კაი შორიდან
მივაძახე.
რაჟა
სარჩიმელიას
ან პოკო
ყაჭავას
ნახელავია,
უთუოდ.
ვირთაგვებია
ორივე. სხვა
არ მეგულება
მაგისთანა აქ
და არც იზამდა
ამას ვინმე
მათ გარდა.
გადაეცი
მაქსიმეს და
პლატონს
ყველაფერი და
იციან მათ...
კაი ხანს
მარგლა და
თოხნა
თუთაშხიამ.
არც ჩვენ
დაგვიკლია
ხელი
ამისთვის და
არც სხვას,
ვისაც
ბოსტანში
მუშაობა არ
ეზარებოდა.
მერე რა ვქენით,
იმასაც
მოგახსენებთ
და გათავდა
ჩემი
ლაპარაკი. რა
და, მოვუდარაჯეთ
რაჟა
სარჩიმელიას
გზაზე.
დავჯექი, დიდი
ტომარა
დავიდე წინ,
სიმინდით იყო
ნახევრამდე
მოყრილი.
მაქსიმე და
პლატონი
ბუჩქებში იყვნენ
ჩასაფრებული.
გამოჩნდა,
როგორც იქნა,
სარჩიმელია,
მიყურა
შორიდან: ზის
პატარა ბიჭი და
უდევს ტომარა
რაა მერე?
გამისწორდა
და ის ვქენით,
რასაც თვითონ
აკეთებდა,
ხალხს რომ ძარცვავდა
უწინ:
ავაწევინეთ
ხელები,
ავყარეთ იარაღი,
ჩამოვსვით
ცხენიდან და
გადავიყვანეთ
ტყეში.
პლატონმა
უთხრა, ბუხუს
ნასახლარზე
ჭაში მაუზერი
რომ
დაგიყენებია,
უნდა
წამოგვყვე ახლა
და როგორც
დააყენე, ისე
დაშალე შენ
თვითონ ის
მოწყობილობაო.
ჩვენ არ
გვესმის მისი
ამბავი და ჭა
გვჭირდება, არ
ივარგებს
ჩვენი საქმე
უჭოდო. იუარა,
არაფერი ვიცი
ჭის და
მაუზრისო.
გავკოჭეთ
საიმედოდ და
გავიგდეთ წინ.
ვატარეთ დღე
და ღამე,
მივიყვანეთ
ბუხუს
ნასახლარზე.
შედი შენით!
ჭაზე მიუთითა
მაქსიმემ
რაჟა სარჩიმელიას
ჩაგვივარდა
მუხლებში და
რა არ ქნა და
რას არ
შეგვპირდა
ვინ იცის.
მაგრად დავდექით
ჩვენსაზე და
მაინც არ
შედიოდა
მისით, მამაძაღლი.
შემეცოდა
ბოლოს.
ვესროლე და
ავხადე თავის
ქალა. ორი
კვირის მერე
პოკო ყაჭავას
მოსაკლავად
წავედით, ვერ
მოვკალით, მოეკლა
ვიღაცას ხუთი
თუ ექვსი დღით
ადრე.