ნიკანდრო ქილია
რომ
შეღამდა,
მოვიდა
პოლკოვნიკი
სახნოვი ჩემს
დაწესებულებაში.
ჩემი
კაბინეტი ორი
ოთახისგან
შედგებოდა.
კარი
აერთებდა
ოთახებს. გავიდა
უკანა ოთახში,
ჩაჯდა ჩემს
სავარძელში და
მიბრძანა:
ქილია,
ამოიყვანეთ
თუთაშხია!
კარგად
მოამზადეთ
გამოვალ, როცა
საჭირო
იქნება!
დიდი ჭკუა და
გამჭრიახობა
არ ჭიროდა
იმის მიხვედრას,
რა დღეშიც
ჩავვარდი; რომ
გაფუჭებულიყო
საქმე,
პოლკოვნიკი
წაბრძანდებოდა
თავის
პეტერბურგში
და აქ მე
გამაძრობდნენ
ტყავს, შენი
ბრალია
ყველაფერიო!
მეორე.
კარგადაც გამოსვლოდა
საქმე
სახნოვს
საქებარს და
წარმატებას
ერთ ციცქნას
მეც გადმომიგდებდა,
ალბათ, მარა
უმთავრესს
თავისთვის
დაიტოვებდა
და ზარანდია
დარჩებოდა
ხახამშრალი.
მართალია, არ
იყო მუშნი
სახელის
მაძიებელი კაცი,
მარა მაინც
უკმაყოფილო
იქნებოდა
ჩემით ესეც
ხომ
მართალია?! რა
მექნა, პატარა
კაცი ვიყავი
და, რასაც
მიბრძანებდა
სახნოვი
უნდა შემესრულებინა,
აბა რა.
მესამე
ამბავიც იყო
კიდევ: დათა
თუთაშხიას იმ
დროისთვის
გიმნაზიაში შესვლა
კაი
დაგვიანებული
ქონდა და,
კარგად მოამზადეთო,
პოლკოვნიკმა
რომ მიბრძანა,
რისთვის და
როგორ უნდა
მომემზადებინა,
სანამ არ ვკითხე,
ვერ მივხვდი
ვერასგზით.
თხუთმეტი
როზგი!
რისთვის,
ბატონო
პოლკოვნიკო?
ამაზე ხარხარი
აუტყდა
პოლკოვნიკს
მისთანა, რომ
კედლები აზანზარდა
ოთხივე.
სისულელე იყო
ამის თქმა,
წამომცდა და
რას ვიზამდი
აწი. მიტომ
წამომცდა, რომ
დათა
თუთაშხია თუ
წაგვივიდოდა
ხელიდან
რამენაირად,
სახნოვს
იქნებ ვერ
დაწეოდა, მარა
თხუთმეტ
როზგს ჩემს
შვილებს და მე
არ
გვაპატიებდა
არასგზით.
აღარ
დავლოდებივარ
პასუხს,
გავედი
ოთახიდან,
გავაგზავნე
ხალხი
თუთაშხიას
ამოსაყვანად.
თხუთმეტი
როზგი! კი
ბატონო, მარა
ჩემი ხალხის ამბავი
რომ ვიცოდი
რომელი
შეაბამს
ეჟვანსო,
ნათქვამია და
ისე მქონდა
საქმე. მანგია
მყავდა ერთი,
მისთანა სულელს
კაცს ვერ
ნახავდი ამ
ქვეყანაზე.
მასაც კი
ესმოდა, დათა
თუთაშხიასთვის
დარტყმული თითო
როზგი თითო
სიკვდილად
რომ ფასობდა
იმ დროში.
მოიყვანეს
თუთაშხია.
დგას და
მიყურებს. გაუგებ,
რას ფიქრობს
და რას
აპირებს,
მამაძაღლი?
დააწვინეთ!
ვუბრძანე
ჩემს კაცებს.
ხუთნი იყვნენ.
ეტაკნენ
თუთაშხიას.
თითო წიხლი
კამფეტებივით
ჩამოურიგა
ხუთივეს. ზოგს
სად მოხვდა,
ზოგს სად და
გაჩერდნენ
ჩემი კაცები.
დააწვინეთ!
ნამეტანი
გავბრაზდი.
ახლოს არ
მოხვიდეთ არც
ერთი! თქვა
თუთაშხიამ, როზგებს
შეხედა, დაწვა
იატაკზე
გულდაღმა და ჩემს
კაცებს უთხრა:
შენ საბაღუა
ხარ, შენ ტოლუა,
შენ მანგია,
შენ ჩილორია,
შენ
გაბისონია...
დაკარით!..
სამ-სამი
დაარტყით
თითომ,
თხუთმეტი რომ
გამოვიდეს
სულ!
დაუწყეს ცემა.
არც ერთი არ
ურტყამდა
გულიანად: ხელს
მაგრად
იქნევდნენ
იცოცხლე,
როზგს ჰაერში
ზუზუნი
გაქონდა, მარა
მოხვედრით,
ერთი არ მოხვედრია,
საჭირო რომ
იყო, ისეთი.
იწვა აბრაგი, შემომყურებდა
თვალებში, არ
ძრავდა ხმას
და კრინტს.
ასე, თორმეტი
ექნებოდა
დარტყმული,
რომ შემოაღო
კარი
პოლკოვნიკმა
სახნოვმა და
მისთანა
ყვირილი და
ვაი-უბედურება
დაგვაწია,
კაცი
იფიქრებდა,
თუთაშხიას
წილი საყვირალი
და
სალანძღავი
ამან იკისრაო:
რას შვრებით!
შეწყვიტეთ ეს
ჯალათობა!..
ვინ მოგცათ
უფლება! რა
დააშავა მაგ
კაცმა!..
იდიოტებო!
დამიხედეთ,
ერთი, ამ
ნაძირალებს,
ამათ?!
გაეთრიეთ აქედან!
ქილია, გაყარე
ეს გარეწრები
გარეთ! ადგილზე
დავხვრეტ
ხუთივეს!..
მივხვდი,
რასაც
ნიშნავდა ეს
წარმოდგენა,
პირველი არ
იყო, მარა
ჩემმა ხალხმა
სიმართლედ მიიჩნია
და
პოლკოვნიკი
თავისი
ალიაქოთის
ნახევარზეც
არ იყო მისული
ჯერ, რომ
დაყარეს
როზგები და
ფუცხუნ-ფუცხუნით
გაცვივდნენ
გარეთ.
ადექით!
ისეთი ხმით
უთხრა
პოლკოვნიკმა,
რომ ბოდიშის
მოხდას
ნიშნავდა,
პირდაპირ.
ადგა
თუთაშხია.
აჰყარეთ
ბორკილი! მე
მითხრა ეს.
მანგია
შემოდი!
შემოვიდა
მანგია.
ვანიშნე,
აჰყარა თუთაშხიას
ბორკილი,
წაიღო თან და
წავიდა.
აქეთ ოთახში
შემოდით,
ბატონო
თუთაშხია,
შეიპატიჟა
პოლკოვნიკმა
აბრაგი და
ერთი დაიყვირა
კიდევ: ვინ
დაგავალათ
როზგები...
რისთვის შეურაცხჰყავით
ადამიანი!
ისე
გამოდიოდა,
ვითომ მე ჩემი
ნებით
ვაცემინე
დათა
თუთაშხია...
მარა არ იყო
თუთაშხია
სახნოვის
ჭკუის კაცი და
მშვენივრად
მიხვდა
ყველაფერს
შევატყე.
შევედით
უკანა ოთახში,
დავსხედით
ჩვენს ადგილზე,
შევავსე
დაკითხვის
ოქმი.
შევყურებ პოლკოვნიკს,
აწი რას იზამს
ან რას
იტყვის-მეთქი.
რა კავშირი
გაქვთ
ჭანტურიებთან?
კითხა ჩემმა უფროსმა
თუთაშხიას.
ჭანტურიები
აბრაგები
იყვნენ ორი
ძმები.
რომლებია
მაგ
ჭანტურიები?
ყაჩაღები.
არ ვიცნობ მე
მათ.
იცნობთ.
მიპასუხეთ, რა
კავშირი
გაქვთ მათთან!
დაიჟინა
პოლკოვნიკმა.
არ ვიცნობ მე
მათ! არც
თუთაშხია იყო
სახნოვზე
ნაკლები
ჯიუტი და
ოხერი.
მოდგნენ და
ნახევარი
საათი სულ
ერთი და იგივე
ილაპარაკეს:
იცნობთ! არ
ვიცნობ მე
მათ!
რამდენჯერაც
თქვეს,
იმდენჯერ
ჩავწერე. რა
მექნა, აბა?
რომ ვერ გახდა
პოლკოვნიკი
ვერაფერს,
გაჩუმდა
მაშინ ცოტა
ხნით და უთხრა
მერე დათა
თუთაშხიას:
კარგი,
დავანებოთ
თავი ამას.
მეფისნაცვლის
მიერ
გაცემული საბუთი
წარსულში
ჩადენილ
ყველა
ბოროტმოქმედებას
გპატიობთ ეს
მართალია,
მაგრამ
შერიგების
შემდეგ
ჩადენილი სულ
მცირე
დანაშაულიც კი
აუქმებს
ხსენებულ
საბუთს და
თქვენ გასამართლებული
იქნებით
ყველა
დანაშაულისთვის,
რომელიც ოდესმე
მაინც
ჩაგიდენიათ.
თქვენს მიერ
ჩადენილი
დანაშაული კი
ექვს სქელ
საქაღალდეში
ძლივს ეტევა
და ერთადერთი
განაჩენი,
რომელსაც სასამართლო
გამოიტანს
სახრჩობელა
იქნება. ცნობილია
თუ არა
ზემოთქმული
თქვენთვის?
თუთაშხიამ
პასუხი არ
გასცა.
საკმარისია,
შევძლოთ ჭანტურიებთან
თქვენი
დანაშაულებრივი
კავშირის
დამტკიცება,
რომ
სახრჩობელაზე
დაასრულებთ
სიცოცხლეს.
არ ვიცნობ მე
მათ!
პოლკოვნიკმა
თავი
გადაიქნია,
ვითომ ნანობდა,
თუთაშხია
ასეთი
გაუტეხავი
რომ იყო, და
მიბრძანა:
გაიმეორეთ!
მოვიყვანე
ჩემი ხალხი
ისევ.
ზედმეტია ეს.
არ გამოვა
არაფერი
აქიდან!
უთხრა თუთაშხიამ
პოლკოვნიკს
და დაწვა
ისევ.
გამოვა,
გამოვა! თქვა
პოლკოვნიკმა.
დაკარით!
ქილია! არ
ჩანს მაგ კაცი
მთლად საღი
ჭკუის და მარცხში
გაგაბამს
შენც,
მეგრულად
მითხრა თუთაშხიამ.
ჭანტურიები
არაფერ
შუაშია, ვატყობ
საქმეს. რა
უნდა, ნეტავი,
მითხრას
პირდაპირ.
ჩემთან ეს
კუკუმალულობა
არ
გამოადგება
მაგას, იცი ეს
შენ.
დასცხეთ!
დაიყვირა
სახნოვმა
თითით
მიმიხმო და
მკითხა, რა
თქვა მაგანო.
სანამდი
ვუთაგმნიდი,
დაკრეს
როზგები
აბრაგს. არ
მოეწონა,
ალბათ, ჩემი
კაცების მუშაობა
სახნოვს;
წამოხტა,
წაართვა
ხელიდან გაბისონიას
როზგი და
დაცხო თვითონ
ხო, ხო, ხო!..
ცემა, სანამდი
დაიღლებოდა.
არ განძრეულა
თუთაშხია, არ
გაუღია
ხმა-კრინტი.
დაჯდა ისევ
პოლკოვნიკი,
მოითქვა სული,
ხელახლა
მათარგმნინა
თუთაშხიას
ნათქვამი. რომ
გავათავე
თარგმნა,
აუქნია ხელი
პოლკოვნიკმა
ჩემს კაცებს,
გადით
აქედანო, და
დაფიქრდა.
დიდი იფიქრა
და ამტვრია
თავი რაღაცას.
თვალები ძირს
ქონდა
ჩახრილი. ერთი
გაფიქრება
გავიფიქრე,
ხომ არ
მიიძინა
ჩემმა
უფროსმა-მეთქი.
დათა
თუთაშხია
მხარ-თეძოზე
წამოეგდო,
შეიბჯინა
ხელისგული
ყურის ძირში
და რანაირი
თვალებით
გვიყურა, თუ
იცი?.. ახლა
ვნახოთ, კიდევ
რა სისულელეს
მოიმოქმედებს
ეს ორი
კაძახიო!
კიდევ
მოვიმოქმედეთ!
დაჯექით აქ!
მიუთითა
პოლკოვნიკმა
სკამზე თუთაშხიას.
ისე აითრია
უკანალი
აბრაგმა, რომ
წოლა ერჩია, მგონია.
მაშ,
ჭანტურიებს
არ იცნობთ,
ხომ?
თუთაშხიამ
თავი გაიქნია,
არაო.
დავუშვათ...
მაგრამ
იმისთვის, რაც
ჩვენ გვჭირდება,
ნაცნობობა
მაინცდამაინც
აუცილებელი არ
არის. ერთი ეს
მითხარით:
შეგიძლიათ თუ
არა, გაიცნოთ
და კონტაქტში
შეხვიდეთ
მათთან?
კი შემიძლია,
მარა არ
მჭირდება.
თქვენ რომ არ
გჭირდებათ,
არაფერს
ნიშნავს ეგ.
ჩვენ გვჭირდება!
თქვენ
თავისუფლება
და შინ ყოფნა
გჭირდებათ,
ხომ?
თუთაშხიამ
მხრები
აიჩეჩა, რა
ვიცი, როგორ
გითხრათო.
დაგვაჭერინეთ,
დაგვახოცინეთ
ან თვითონ დახოცეთ
ის
ჭანტურიები.
მაშინ
სახრჩობელასაც
აიცდენთ და
სხვა უსიამოვნებებსაც.
თუთაშხიამ
გულიანად
გადაიხარხარა
გაუხარდა
ოხერს, მიზანი
რომ
დააროშვინა
პოლკოვნიკს.
არა, სხვა
უსიამოვნებებსაცო
ვითომ
სახრჩობელაზე
მეტი
უსიამოვნება
კიდევ იყო
რამე.
არაფერი არ
გამოვა,
ბატონო
პოლკოვნიკო
მანდედან!
დაწყნარდა
თუთაშხია.
გამოვა
გამოვა!
აიხირა
სახნოვმა.
ასე
დაჯერებული
და
დარწმუნებული
კაცი მეორე არ
შემხვედრია
არსად
გამოვაო!
რატომ უნდა გამოსულიყო,
ვითომ? ერთი,
რომ თუთაშხია
იმ საქმეს,
მომკალი თუ
გინდა,
სანამდვილოდ
არ იკისრებდა
და, მეორე
ჭანტურიებმა
არც სროლა
იცოდნენ
თუთაშხიაზე
უარესი და არც
მასზე
ნაკლები
ეშმაკები იყვნენ.
თუთაშხიამაც
ეს კითხა:
ასე
დარწმუნებული
რატომ ხართ,
ბატონო პოლკოვნიკო.
დაარტყით
კიდევ ათი
როზგი და მერე
განვუმარტავ,
თუ რატომ ვარ
ასე
დარწმუნებული,
მითხრა პოლკოვნიკმა.
დაწვა
თუთაშხია
ისევ და ისევ
დაუშინეს
ჩემმა
კაცებმა.
მაინც რამ
აატანინა იმდენი?!
მართალია არ
ურტყამდნენ
კარგად, მარა ოცდაათი
და მეტი როზგი
მოცაცუნებითაც
ნამეტანი
ძნელი
გასაძლებია,
ღმერთმანი!
წავიდნენ
კაცები და
ისევ სკამზე
დაჯდომა უბრძანა
თუთაშხიას
სახნოვმა.
ახლა
გეტყვით,
რატომ ვარ დარწმუნებული
იმაში, რომ
დაგვეხმარებით,
პოლკოვნიკმა
აზრი
მოიკრიბა,
მანიშნა, აღარ
ჩაწეროო, და
თუთაშხიას
მიუბრუნდა:
ხალხი, ბოლოს
და ბოლოს,
მიხვდა, ვინცა
ხართ. წინათ
ყველა, ან თითქმის
ყველა, თქვენი
დამხმარე და
ხელის შემწყობი
იყო. ახლა
ყველა მტრად
გადაგეკიდათ.
თქვენს მიერ
დარბეულ თუ
დახოცილ
ადამიანებს
შვილები
წამოეზარდათ
და საფარიდან
თითო ტყვიის
სროლას არც
ერთი მათგანი
არ დაინანებს.
უსამართლოდ
არავინ
შემიწუხებია,
უწესო საქმე
არ ჩამიდენია
არასოდეს და
კაცის ცოდვა
საერთოდ არ
მადევს მე,
ერთის მეტი,
თქვა თუთაშხიამ.
მოდგა მაშინ
სახნოვი და
ყველაფერი
ჩამოუთვალა,
რაც ჩვენი
კაცების ენით
ჭორები
დავუყარეთ
თუთაშხიას და
რაც იმ ჭორებს
ხალხის ენამ დაუმატა
კიდევ: ლუწში
თოდუების
ოჯახი შენ ამოწყვიტეო,
არტვილთან
მეძველია და
გამელაგდია
ყაჩაღები, შენ
დახოცეო. ოთხი
ქალიშვილი
ჩამოუთვალა
ოთხივე შენი
გაუპატიურებულიაო
და, აღარ
მახსოვს ახლა,
კიდევ რა
უთხრა!
მაგ ამბებს
ჩემზე რომ
ლაპარაკობენ,
გაგონილი
მაქვს მე,
მარა არც ერთი
არ
გამიკეთებია
ეგენი,
ჩაილაპარაკა
თუთაშხიამ.
სახნოვმა
მასხრად
აიგდო,
გიგონებენ, შე
საწყალო,
შენო!
ღამის სამ
საათამდე
გაგრძელდა ეს
ლაპარაკი. დათა
თუთაშხია, რაც
დრო გადიოდა,
სულ უფრო და უფრო
ნებდებოდა და
ტყდებოდა,
თითქოს, მარა
ვხედავდი, რომ
ეშმაკობდა
მამაძაღლი.
მძიმე
მდგომარეობაში
ხართ, ძალიან,
ეუბნებოდა
სახნოვი.
რამდენადაც
ვიცი, ყველაზე
ერთგულმა
მეგობრებმაც
კი ზურგი შეგაქციეს
და
რამდენჯერმე
გითხრეს უარი
მასპინძლობაზეც
და
დახმარების
აღმოჩენაზეც.
თქვენ ახლა
გალოკილი
თითივით
მარტო და
მიუსაფარი
ხართ. მეტიც,
თქვენ
განწირული
ხართ და, აი, როგორ:
კიდეც რომ
გაგათავისუფლოთ,
მტრები და
შურისმძიებლები
მოგკლავენ.
ჩვენ უფლება
არ გვაქვს,
მკვლელობას
და
ბოროტმოქმედებას
ხელი შევუწყოთ.
თქვენი
გათავისუფლება
კი სწორედ ამას
ნიშნავს.
მაშასადამე,
ვეღარ
გაგიშვებთ.
რაკი ვეღარ
გაგიშვებთ,
მაშინ
მსჯავრიც
უნდა დაგადოთ ყველა
იმ
დანაშაულისთვის,
რომელიც
დღემდე მიგიძღვით.
ეს კი
სახრჩობელას
ნიშნავს.
ერთადერთი
გამოსავალი
არსებობს:
ჩვენს
სამსახურში
უნდა ჩადგეთ.
ჩვენს
სამსახურში
ყოფნა ხელშეუხებლობას
ნიშნავს.
მტრები
ხელყოფას ვეღარ
შემოგბედავენ.
მათ კარგად
იციან, რომ
ჩვენი კაცის მკვლელობისთვის
სასჯელი
მხოლოდ ერთია.
მეორე მხრივ,
პერსპექტივაში
გაქვთ
სამსახური, ჯამაგირი,
კეთილდღეობა,
სახელმწიფო
ჯილდოები და
დაწინაურება.
ამრიგად,
თქვენ ორი
უკიდურესობის
წინაშე
დგახართ: ან
ციხე და
სახრჩობელა,
ან
თავისუფლება
და
კეთილდღეობა.
გონიერი კაცისთვის
ამ
მდგომარეობაში
არჩევანიც კი
გამორიცხულია...
როგორც
ხედავთ,
ლოგიკა ჩემს
მხარეზეა და
არსებობს
კიდევ უფრო
დიდი ლოგიკა
ძალა! ჩვენს
მხარეზეა
ძალა
ყოვლისშემძლე,
მსოფლიოს
უდიდესი
იმპერიების
დამაოკებელი
და მომთვინიერებელი
ძალა,
რომელსაც
თქვენ, ბოლოს
და ბოლოს, ან
დაემორჩილებით,
ან
დაიღუპებით...
ამჯერად
ბევრი
არაფერი
გვინდა..
ჩაგვაბარეთ
ჭანტურიები
ან მათი
გვამები.
ამისთვის
ხელისუფლების
კეთილგანწყობასთან
ერთად
მიიღებთ სამ ათას
მანეთს...
ოქროთი!
სიჩუმე
ჩამოვარდა და
ისე
დალაგებული
იყო პოლკოვნიკის
ნალაპარაკევი,
რომ ვიფიქრე,
ნეტავი რა
აქვს
საყოყმანო და
გადასაწყვეტი
გათახსირებულ
თუთაშხიას-მეთქი.
მაფიქრეთ
პატარა ხანს,
თქვა აბრაგმა.
მასეთი
ამბავის
დაუფიქრებელი
გადაწყვეტა
არ ივარგებს.
ეს რომ
გაიგონა
პოლკოვნიკმა,
სიხარულისგან
თუ არ
გადაირეოდა
არ მეგონა
სწორედ.
იფიქრა
სახნოვმა,
ახლა უნდა
დავაწვე,
დაწოლა თუაო
და გადაჭრით
უთხრა:
უკვე
გითხარით, რომ
საფიქრალი
მანდ არაფერია,
რაც
გელაპარაკეთ,
ყველაფერი
წინასწარ არის
მოფიქრებული
და განსჯილი.
მე ლოდინი არ
შემიძლია,
პეტერბურგში
გადაუდებელი
საქმეები მელის.
თქვენი საკითხი
დღესვე უნდა
გადავწყვიტო,
სათანადო განკარგულებები
გავცე და ხვალ
დილით ადრე
გზას გავუდგე.
მე გელით.
პოლკოვნიკმა
საათი ამოიღო,
სახურავმა
გაიტკაცუნა,
მე გელით ორ
წუთს!
ორი წუთი
გავიდა.
სახნოვმა
საათის
სახურავი ისევ
გაატკაცუნა
და მაგიდაზე
გაშლილი ქაღალდების
მოგროვება
დაიწყო, ვითომ
ეჩქარებოდა და
წასვლას
აპირებდა.
რამდენ ხანს
დამაცდით მაგ
საქმეს?
იკითხა თუთაშხიამ
ხმადაბლა.
ათ დღეს... ორ
კვირას.
რომ ვერ
გაკეთდეს?..
გაკეთდება
გაკეთდება!
დაჟინებით
თქვა სახნოვმა
და ვიფიქრე,
კიდევ
დამაძახებინებს
ხალხს და,
როზგებიო,
იტყვის.
კაი, ბატონო,
ვიზამ, ასე
თუა საქმე!
ძალიან გაჭირვებულად
თქვა
თუთაშხიამ.
გაფორმება
უნდა ამას!
სახნოვმა
კალამი მოიმარჯვა
და წერა
დაიწყო.
დაწერა
პირობის
წერილი.
ჩაწერა შიგ,
რა ევალებოდა
დათა
თუთაშხიას,
რამდენ ხანში
უნდა
შეესრულებინა
დავალება,
რომელი
პარაგრაფით
და რომელი
მუხლით
აგებდა
პასუხს
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
და სხვა
ყველაფერი
კიდევ, რაც
ასეთ
ხელწერილებში
იწერება.
გაათავა და,
წაკითხვას თუ
მოახერხებო,
კითხა თუთაშხიას.
მოვახერხებო.
დაიდო წინ
თუთაშხიამ
პოლკოვნიკის
ნაწერი
ქაღალდი,
იკითხა
ნახევარ
საათს და თქვა:
ვიფიქრე მე
და არ ეყოფა
ამ საქმეს ორი
კვირა. თვე-ნახევარი
დაჭირდება,
სულ
უკანასკნელი.
გადავწეროთ
უნდა ეს
ხელწერილი.
შეხედე,
მამაძაღლს!
ხედავ შენ, რა
მოიგონა?! რატომ
თქვა, თუ იცი?
რატომ და,
უფრო რომ
დარწმუნებულიყო
სახნოვი,
გათავებულია
საქმე, გადმობირებულია
თუთაშხიაო
ეს ერთი, და
მეორე ის, რომ
თანხმობა
მეტი
დამაჯერებელი
ყოფილიყო.
ვიცოდი, რასაც
ეშმაკობდა
აბრაგი, მარა
სახნოვს არ
ესმოდა ეს.
გადაწერა
ეზარებოდა იმ
ქაღალდის და
მიტომ დაუწყო
დარწმუნება,
ორი კვირის
მეტი არ
დაგჭირდებაო.
იქეთ
თუთაშხიამ
დაიჟინა,
თვე-ნახევარიო,
და კიღამ
წაიკიდნენ
ამაზე. მერმე
სახნოვს
მოაგონდა,
ნაწერის
ბოლოში შენიშვნის
გაკეთება რომ
შეიძლებოდა,
დათანხმდა
ვადის
გაგრძელებაზე,
აგერ, ქვეშ
მივაწეროთო,
მარა არ ქნა
და არ მოაწერა
ხელი
თუთაშხიამ,
სანამ არ
გადააწერინა
ქაღალდი
ხელახლა.
რას იზამდა,
და გადაწერა
პოლკოვნიკმა
ხელწერილი.
იკითხა ისევ
ნახევარი
საათი
თუთაშხიამ,
მოაწერა ხელი
და დანიშნა
პირველი
შეხვედრის
ადგილი ერთი
კვირის თავზე.
სანამდი
გავუშვებდით
აბრაგს,
ვიხელთე დრო,
გავბედე და
ჩავჩურჩულე პოლკოვნიკს,
გვატყუებს,
ერთი სიტყვა
არ დაიჯეროთ
მაგისი-მეთქი.
ისე
შემომიბრიალა
თავისი
თევზის
თვალები
სახნოვმა,
ვითომ მე
ვასულელე
მთელ ღამეს და
მერმე მე
ვუპირებდი
მოტყუებას და
პირობის
დარღვევას.
გამოგვაყვანინა
თავლიდან
თუთაშხიამ
თავისი შავი
ბოჩოლა, შეჯდა
ცხენზე და,
სიმართლე
გითხრა, მას
მერე თვალით აღარ
მინახავს
არასდროს.
მეორე დილას
თხუთმეტი
ფურცელი
ქაღალდი დამაწერინა
პოლკოვნიკმა,
თუთაშხია
ჭანტურიებს
რომ
დაგვაჭერინებდა,
იმის მერე რა
უნდა მექნა და
რა მუშაობა
უნდა
ჩამეტარებინა.
ჩაჯდა ეტლში
და
წავიდა ფოთში.
დადგა
თუთაშხიასთან
შეხვედრის
დრო. მე რას მივიდოდი
იქ, იმდენი
როზგის მერე!
მოსაკლავი თავი
ვის ქონდა
ჩავსაფრდი
შორს და
დანიშნულ ადგილზე
კაცი
გავგზავნე.
მივიდა ჩემი
კაცი იქ. არავინ
არ დაუხვდა.
რვა წლის ბიჭი
ნახა ხიდის ყურში,
ხურჯინს
მიჯდომოდა
გვერდში და
იჯდა ასე. იყო
იქ ჩემი კაცი
ერთხანს. რომ
აღარ გამოჩნდა
თუთაშხია,
იფიქრა, ეს
პატარა ბიჭი
მისი გამოგზავნილი
ხომ არ არისო.
კითხა, ვინ
ხარ და რას
აკეთებ აქო?
თუთაშხიამ
გამომგზავნა,
ვიღაც კაცი
ყავს დაბარებული
ამ ადგილზეო.
მე ვარ ის
კაცი, რა
დაგაბარაო?
აგერ, ეს
ხურჯინი
გამომატანაო.
რაი, მერეო?
ნიკანდრო
ქილიას
მიართვან, ასე
მითხრაო.
წამოიღო
ჩემმა კაცმა
ხურჯინი,
მოიტანა. გავხსენი:
ცალ მხარეს
ქათამი იყო და
მეორე მხარეს
ინდოური.
კაი, ბატონო,
მარა, რაც
იმის მერე
თუთაშხიამ ამბავი
დააწია,
იმასთან
ყველაფერს,
მართლაც,
ქათმის და
ინდოურის
ფასი აქვს
მანამდე მის
ჩადენილებს!
ერთი კია, რომ,
რაც ჩაიდინა
და რამდენიც
ჩაიდინა,
ოხერმა,
თავისი სამხილებელი
არ
დაუტოვებია
თითქმის
არაფერში, მარა
მისი მეორედ
გააბრაგების
შემდეგ საქართველოში
ძალადობა,
მკვლელობა და
ხანძარი რომ
დატრიალდა
უსაშველო,
უმრავლესობა
მისი ხელიდან
იყო გამოსული,
ასეა ეს, თუ
ვარ ნიკანდრო ქილია!..
ამასობაში
გავიდა კიდევ
ერთი თვე.
ჩამოვიდა ქუთაისის
გუბერნიის
პოლიციის
უფროსის მოადგილე,
ჩამოიყვანა
ოფიცერი და
გადამაბარებინეს
საქმეები,
მოგჭამა ჭირი
პოლიცმეისტრობამ.
ჩავედი
თბილისში,
ვეახლე მუშნი
ზარანდიას. დამინახა
და გაცეცხლდა
მუგუზლებს
ყრიდა პირიდან!
ორ საათს
მიყვირა,
მიღრიალა და
სახედარი
მეძახა სულ.
ისეთ
გუნებაზე
დავდექი,
ვიფიქრე,
მაინც
გათავებულია
ყველაფერი-მეთქი,
მომივიდა
გული და
მივაყვირე
მუშნი ზარანდიას:
შენ
დამაკარგვინე,
მუშნი
ზარანდია,
თანამდებობა,
შენ დაანგრიე
ჩემი ოჯახი და
ამ საქმის გამოსწორება
შენვე კეთილ
ინებე, თვარა
მე ვიცი,
რასაც გიზამ
და რასაც
მოგიხერხებ!
რას მიპირებ,
მაინც? კაცმა
წინასწარ რომ
იცის
მოსალოდნელი
უბედურება,
შეღავათია
რაც არ უნდა
იყოს!
მასხრად
ამიგდო
ზარანდიამ.
ებრაელების
ნაჩუქარ
საყურეებს თუ
ატარებს შენი
ცოლი,
მუშნი-ბატონო?!
ვკითხე მე.
მოდი, დაჯექი
აგე, ქილია.
მივედი და
დავჯექი.
გააღო კედლის
განჯინა
ზარანდიამ,
ეძება რაღაც,
იპოვნა, რომ
ჭირდებოდა ის
ქაღალდი, და დამიდო
წინ:
იდიოტი და
თავხედი კი
ხარ, მარა
წერა-კითხვა იცი
და კარგად
წაიკითხე მაგ
ქაღალდი!
ნოტარიუსის
ქაღალდი იყო.
ჩუქების მერე
ერთი კვირის
თავზე
დაუბრუნებია
საყურეები
ებრაელებისთვის
ზარანდიას.
გავშტერდი
კაცი. ამდენ
წელიწადს ისე
ეჭირა თავი,
ვითომ დიდად დავალებული
იყო ჩემგან,
რომ არ
ჩავწერე მოხსენებით
ბარათში
საყურეების
ამბავი და რომ
არ დავასმინე,
ქრთამი აქვს
აღებული-მეთქი.
ამდენ ხანს
სულ იმის
იმედი მქონდა,
ნაშოვნი მყავს
მუშნი
ზარანდია და,
ნუ დამიყენოს
ღმერთმა საქმე
ისე, მარა თუ
დამჭირდა,
ჩემს ნებაზე
ვატარებ-მეთქი,
მეგონა. სად
ხარ თურმე?!
მთლად გავგიჟდი
და გავცოფდი.
მუშნი
ზარანდია,
წამიხვედი,
გგონია,
ხელიდან, მარა
ჩემი
შვილების
უბედურებას
არ შეგარჩენ
მაინც.
დავჯდები და,
არ დავტოვებ
არც ერთ უწყებას,
ყოველდღე
გავაგზავნი
დასმენას,
მუშნი
ზარანდია
ქურდია, მექრთამეა,
მეფის ტახტის
მოღალატეა-მეთქი.
არ დამიჯეროს
იქნება
არავინ, მარა
გაისვრები და
გათახსირდები
ეს ხომ
იქნება
ნამდვილად! უნდა
აღმადგინო
თანამდებობაზე,
თვარა
ვიზამ ამას!
გაიცინა
მუშნი
ზარანდიამ:
მაგას და
მაგაზე
უარესს რომ
იკადრებ და
იზამ ვიცი მე
ეგ, ქილია.
დაწყნარდი
ახლა, კაცი
მყავს მისაღები
და იჯექი
ჩუმად.
დარეკა ზარი,
შემოუშვეს
ვიღაც. დაჯდა
და საქმეებზე
ილაპარაკეს
კაი ხანს.
წავიდა კაცი.
ხომ
დამშვიდდი,
ნიკანდრო
ქილია?
მკითხა დაცინვით
ზარანდიამ.
იმდენი დრო
გავიდა იმ
კაცთან
ლაპარაკში,
რომ დავმშვიდდი
კი არა, გონს
მოვედი და
კინაღამ თავში
მუშტი
წავიშინე, რა
ვიკადრე და რა
ვაკადრე-მეთქი!
ჩავღუნე თავი,
ვიყავი ჩუმად.
ამოიღო
ზარანდიამ
უჯრიდან სხვა
ქაღალდი,
დამიდო წინ და
მითხრა:
გადაწერე ეგ,
დამიტოვე და
წადი,
დაისვენე ორ, სამ
თვეს. ვნახოთ
მერე.
წავიკითხე
ქაღალდი. რას
ხედავს ჩემი
თვალები!
მუშნი
ზარანდიას
ჩემი
დასაწერი
ახსნა-განმარტების
და
სამსახურში
აღდგენის
თხოვნა დაუწერია
უჩემოდ
დაუწერია და
როგორ, მერე!
არ გეგონოს,
ქილია,
შემაშინე და
მიტომ ვაკეთებ
მაგას. არ
მეშინია მე
შენი.
უსამართლობა
დატრიალდა
შენს თავს და
უნდა
დაგეხმარო.
ადამიანობა
მოითხოვს ასე
ერთია კიდევ:
არ ხარ დიდი
ჭკვიანი კაცი,
მარა არც
მექრთამე და
საქმის ორგული
ხარ; შენი
მაზრის
ავ-კარგი
სხვაზე უკეთ
იცი და შენს
ადგილზე
ჯობიხარ
სხვას.
გვჭირია შენისთანა
კაცები.
გადაწერე ეგ
და წადი.
ორი თვის
თავზე ჩემი
პოლიცმეისტრობა
ჩამაბარეს
ისევ.
ასეთი ეშმაკი
კაცი იყო
მუშნი
ზარანდია და,
ამასთან,
გულკეთილიც.
ხედავ ამას
ახლა შენ!
ამას ქვია
კაცური
კაცობა, ასე
უნდა
ცხოვრება და
თავის დაჭერა
ამ ქვეყანაში.