ცისფერი რვეული
კვირამ თუ
ათმა დღემ
გაიარა. სულ
ერთად ვიყავით
სამნი.
შეიძლება,
ითქვას,
ერთმანეთს არ
დავცილებულვართ.
ხან სად
ვატარებდით
დროს, ხან ვისთან
ვსტუმრობდით,
ხან რას
ავიკვიატებდით
და ხან ვის
ფანტაზიას
ავყვებოდით
ხოლმე. ერთად
ყოფნა
გვიხაროდა და
სამარის
კარამდე
მეგობრობაზე
ვოცნებობდით.
გოგიას
დაწესებულებაში
მისვლა
რამდენჯერაც
დავაპირეთ,
იმდენჯერ
ვიღაცამ
შეგვიშალა ხელი.
ბოლოს მაინც
გამოინახა
დრო, სწორედ
ის დრო, როცა
ქორო
სიმღერას
იწყებდა
ხოლმე საღამოს
ხუთი საათი.
ეს რესტორანი
დღის სამ
საათზე
იღებოდა და
მუშაობდა
იქამდე, მანამ
ბოლო სტუმარს
შინ წასვლა
მოეპრიანებოდა.
საუკეთესო
მზარეულები
ჰყავდათ. უფრო
მარდსა და
თავაზიან
მსახურებსაც
იშვიათად
შეხვდებოდა
კაცი. ქორო
რვამდე
მღეროდა.
რვიდან
საზანდარი
იყო. საერთო დარბაზს
ცალი მხრიდან
სამი
საფეხურით
შემაღლებული აივანი
ჩასდევდა,
კაბინეტებად
დაყოფილი. კაბინეტებს
დარბაზისგან
რიკულებიანი
მოაჯირები და
კრეტსაბმელები
ჰყოფდა:
რატომღაც ისე
ხდებოდა, რომ
მოქეიფეებს
კრეტსაბმელები
ღია ჰქონდათ
ხოლმე და
იქნებ,
ნაწილობრივ,
ამასაც
შემოჰქონდა
გულითადობისა
და სილაღის ატმოსფერო
გოგიას
რესტორანში.
მართალია, აქ
მუდამ ერთი და
იგივე
მუშტარი
იყრიდა თავს,
თითქმის
ყველა ყველას
ნაცნობ-მეგობარი
იყო, ეს
ურთიერთობებს
აადვილებდა,
ადამიანს
ლხინის
ხალისს
მატებდა,
მაგრამ უცხოც
ბევრი
მიმიყვანია,
თავი ყველას
შინაურივით
უგრძვნია და
ეს,
უმთავრესად, გოგიას
მადლი იყო.
სტუმრის
გულის მოგება
კარის შეღებიდანვე
იწყებოდა.
მეკარედ
დიდუბელი არჩილა
ჰყავდა
ახალგაზრდობაში
ჩხუბისთავი და
ჩინებული
მოკრივე.
გარდერობში
ველისციხელი
ერვანდა,
გამწევი
ცხენის ღონის
პატრონი, ფლეგმატური
გოლიათი. ამათ
მეპანღურეობაც
ევალებოდათ,
თუკი უტიფარი
და ჭინჭყლი
ვინმე სხვა
სტუმრებს
აეტორღიალებოდა.
მიუხედავად
ამ მრისხანე
მოვალეობისა,
ორივენი
მეტად
სანდომიანები
იყვნენ, ენა
უჭრიდათ,
ოხუნჯობისა
და მასხრობის
ნიჭი ჰქონდათ
და მთელი
დუნიის
ჭორ-ამბავი
იცოდნენ.
სანამ
გაიხდიდით და
დარბაზში შეხვიდოდით,
რაღაც
სასაცილოს ან
საინტერესოს
უეჭველად
გაიგონებდით.
დარბაზში
შეაბიჯებდით
და იშვიათად,
რომ გოგია არ
შემოგგებებოდათ.
ერთთავად
ვისიმე
სუფრას უჯდა,
პირით
შემოსასვლელისკენ,
რომ შემოსული
სტუმარი
დაენახა. მკელობელი
კაცი იყო,
ცალი ფეხი
მუხლს ქვემოთ
ხელოვნური ჰქონდა,
მაგრამ ამ
დანაკარგმა
მის ახოვანებას
ბევრი
ვერაფერი
დააკლო.
დაგინახავდათ
და კი არ
წამოდგებოდა
აიყრებოდა
ხოლმე. თანამესუფრეებთან
ბოდიშს
მოიხდიდა,
მარდად, ღიმილით
გამოსწევდა
შესახვედრად.
ეს
პროფესიონალი
რესტორატორის
პირმოთნე
ღიმილი არ
იყო. არა, მისი
საკუთარი,
თანდაყოლილი,
ადამიანების
სიყვარულისა
და, საერთოდ,
ერთთავად
კეთილგანწყობილი
კაცის ალალი
ღიმილი იყო.
მის
შემაცქერალს
ხშირად
მიფიქრია, რომ
გოგია,
სახელდობრ, ამ
ატმოსფეროსთვის
იყო
დაბადებული.
ეგ არის, ვაჭარი
ერქვა და
ფულის
მოხვეჭისა კი
არაფერი გაეგებოდა,
რესტორნის
მფლობელებისა
გამუდმებით ემართა.
ან საიდან და
რა უნდა
ჰქონოდა, როცა
ყოველ
საღამოს ერთი,
ხანდახან, ორი
სუფრისას თავად
იხდიდა.
მართალია,
ასეთ ხარჯს
პატივნაცემთა
უმრავლესობა
რაიმე გზით და
როდისმე უნაღდებდა,
მაგრამ,
საცოდავს,
მაინც მუდამ
უჭირდა.
საცოდავს-მეთქი?
რა ვიცი,
გოგიაზე
ბედნიერი კაცი,
იქნებ, ძნელი
საპოვნელიც
ყოფილიყო.
ყოველ
შემთხვევაში,
მის იერში
კმაყოფილების
მეტი
არასოდეს
არაფერი
შემინიშნავს,
თუ გლოვის ან
რაიმეზე
დარდის
პერიოდებს არ
მივიღებთ მხედველობაში.
ესეც სხვის
გამო იცოდა,
თავისას არც
გლოვობდა
რასმე და არც
დარდობდა.
ერთი სიტყვით,
აზრი იყო
დამკვიდრებული,
რომ გოგიას
მუდამ
რიგიანად
მიუდიოდა
საქმე, თავი
ეჭირა ასე და
იმიტომ.
სიმართლეს
ვიტყვი, გოგია
ძმასავით
მიყვარდა.
ასეთი მარტო
მე როდი
ვიყავი, ბევრი
ჰყავდა.
რამდენჯერ
შემინიშნავს,
გოგიასთან
საურთიერთოდ
უფრო
მიმიწევდა
ხოლმე გული,
ვიდრე
ლხინისა და
ქეიფისკენ,
როცა მის დაწესებულებაში
მისვლის
საღერღელი
ამეშლებოდა.
კარგი
საუბარი
იცოდა, კეთილი
ოხუნჯობით
შეზავებული,
სხარტი.
ახლაც ახალი
ხალხი
მიმყავდა და
მინდოდა, შემოგვგებებოდა.
ნანოს და
არზნევ
მუსკიას
დარბაზში
შევუძეხი.
სტუმარი სულ რამდენიმე
მაგიდასთან
მოჩანდა,
ხალხი უფრო მოგვიანებით
იყრიდა ხოლმე
თავს. გოგია
არსად ჩანდა.
სამაგიეროდ,
მარცხენა
კუთხეში
ელიზბარ
კარიჭაშვილს,
სანდრო
კარიძესა და
ვახტანგ
შალითურს
მოეკალათებინათ.
დაგვინახეს.
ელიზბარი წამოდგა,
ხელების
ქნევა ატეხა,
აქეთ
წამოდითო.
ჩემი
დეიდაშვილია,
ჩაიცინა
ნანომ.
რომელი?
ვკითხე მე.
ელიზბარი.
ელიზბარს
ვიცნობ მეც,
აღნიშნა
ლაზმა.
გამიკვირდა.
დავაპირე,
მეკითხა,
საიდან იცნობ-მეთქი.
აღარა ვკითხე.
თუკი, ნანოს
თვალში, მე და
ლაზი ახლო
მეგობრები
ვიყავით,
მაშინ ისიც
ხომ უნდა
მცოდნოდა, ვის
იცნობდა ლაზი
და ვის არა.
რამდენი
ხანია, რაც
თბილისში ხარ?
ჰკითხა ნანომ
ლაზს.
ახლა? ამ
ჩამოსვლაზე?
მიუგო ლაზმა.
ერთი თვე შესრულდება
სადაცაა.
ნამყოფი ვარ
ამ დუქანში მე.
ოთხჯერ თუ
ხუთჯერ ვარ
ნამყოფი.
გოგიასაც
იცნობ?
გოგიას კაი
ექვსი
წელიწადია,
რომ ვიცნობ,
მასთან
მოვდივარ
ხოლმე აქ.
გოგიამ ამ
რესტორანში
სამი-ოთხი
წლის წინათ დაიწყო
სამსახური.
გამოდიოდა,
რომ ლაზისა და
გოგიას
ნაცნობობა
სადღაც
სხვაგან
შემდგარიყო.
სად?
იფ, იფ, ეს რა კარგი
ხალხი მოვიდა!
დაიძახა
ელიზბარ
კარიჭაშვილმა,
როცა მათ
მაგიდას
მივუახლოვდით.
არსადაც არ
გაგიშვებთ, აქ
უნდა იყოთ!...
სანდრო, ვახტანგ
გაიცანით, თუ
არ იცნობთ:
ჩემი დეიდაშვილი
ნანო. ჩემი
ძმაკაცი
არზნევ
მუსკია, ლაზი. ირაკლის
იცნობთ... ჰო, ეს
სანდრო
კარიძე და
ვახტანგა
შალითური
ჩემი ძმაკაცები.
დასხედით,
დასხედით.
მოეწყეთ, ვის
საცა გენებოთ.
გოგია რა
იქნა, კაცო?
უარი
დავაპირეთ,
ჯერ ცალკე
დავსხდებით
და მერე
გავერთიანდეთ-მეთქი,
მაგრამ
ელიზბარ კარიჭაშვილი
ასეთ
რამეებში
კერკეტი
კაკალი იყო,
ვერ გავტეხეთ
და, რაღა
გაეწყობოდა,
დავსხედით.
ელიზბარისა
საწინააღმდეგო
არაფერი
მქონდა,
საინტერესო
პიროვნება
იყო, სუფრაზეც
კარგი
მოსაუბრე. სანდრო
კარიძე
მაშინდელ
ქართველებში
ერთ-ერთ
უგანათლებულეს
პიროვნებად
ითვლებოდა, მაგრამ
ეროვნული
მოღვაწეობისგან
თავი შორს ეჭირა
ცენზურაში
მსახურობდა
რაღაც
მოხელედ. ამ
პასიურობის
გამო
მაინცდამაინც
არავის
ეპიტნავებოდა,
ზოგს მტრადაც
კი მიაჩნდა.
მე, რატომღაც,
მისდამი
კეთილგანწყობილი
ვიყავი და
ახლაც არა
ვთვლიდი
სუფრაზე
ზედმეტ კაცად.
აი, ვახტანგა
შალითურის
ოფოფებისა კი
მეშინოდა.
სმაში ერთ წერტილს
იქით ახირება
იცოდა. ესეც
არ იყოს, სიფხიზლეშიც
რაღაცნაირი
ამპარტავანი
ხასიათი
ჰქონდა,
ხანდახან
უბრალო რამე
სწყინდა და მაშინ
თავხედობაც
სულ ადვილი
მოსალოდნელი იყო
მისგან.
ცხადია, დროს
სატარებლად
წამოყვანილი
სტუმრისთვის
ვახტანგა
შალითური ვერაფერი
შვილი
საზოგადოება
გახლდათ, ამას
ვერიდებოდი.
მსახურები
მაგიდას
დააცხრნენ,
სუფრა განაახლეს.
ამ დროს
ქორომაც
დაიწყო
სიმღერა.
პროგრამას
მუდამ შენ
ხარ ვენახით
იწყებდნენ და
შენ ხარ
ვენახითვე
ამთავრებდნენ
ხოლმე. ელიზბარ
კარიჭაშვილს
სიმღერა არ
ეხერხებოდა,
ხმა არა
ჰქონდა,
მაგრამ
მუსიკას
ფაქიზად
გრძნობდა. კომპოზიციის
და
საშემსრულებლო
ხელოვნების წვრილმანებში
ზედმიწევნით
ერკვეოდა და
თავდავიწყებით
უყვარდა
ქართული
საგუნდო მუსიკა.
რამდენჯერ
შემინიშნავს,
რომ აქ,
გოგიას დაწესებულებაში
ლხინის დროს,
ელიზბარის
მიერ
წარმოთქმული
სადღეგრძელო
იმ რიტმითა და
განწყობილებით
იყო
აღბეჭდილი,
როგორსაც
ქოროს მიერ
ახლახან
დამთავრებული
სიმღერა
შეიცავდა.
მიგვიპატიჟა,
მასპინძლობა
იკისრა, ჩვენი
გართობა-მოლხენისთვის
ზრუნვას უნდა
შესდგომოდა,
მაგრამ
სიმღერა
დაიწყეს,
ელიზბარი
ჩაყუჩდა და ჩვენც
გვანიშნა,
მიაყურეთო.
სანდრო
კარიძეს ხმაც
ჰქონდა, სმენაც
და ქართული
სიმღერის
განცდის
ერთობ თავისებური
მეთოდიც: არც
მეტი არც
ნაკლები ისმენდა
და ცრემლი
სდიოდა.
მოსმენის
დროს ხელსახოცი
მისთვის
აუცილებელი
საგანი იყო.
ერთხელ,
მახსოვს,
გოგიამ უყურა
და უთხრა:
დღისით, შე
კაი კაცო,
ცენზურაში
ზიხარ,
ხანჯალი გიჭირავს,
თავისუფლებას
ჟანდარმერიის
დავალებით
ყელს ჭრი.
საღამოთი
მოდიხარ აქ და
დღისით
დახოცილებს
ტირი?
სადიზმია ეგ,
არ გესმის შენ!
ასეთ
რამეებზე
სანდრო
კარიძემ
ხელის ჩაქნევა
იცოდა, რა
გესმის, რა
გალაპარაკებს,
ნეტავიო!
სანამ
დარბაზის
თაღებიდან
შენ ხარ
ვენახი სუფრაზე
ცისარტყელას
ნათელივით
ჩამოდიოდა, სანდრო
კარიძე
ცრემლებს
იმშრალებდა,
ელიზბარ
კარიჭაშვილი
სმენად
ქცეული იჯდა,
არც კი შერხეულა.
სიმღერა
დასრულდა.
მაშინ
კარიჭაშვილმა
ჭიქა აიღო და
თქვა:
ახლა ერთ
რამეს
გეტყვით,
მოგიპატიჟეთ
და
ლხინისუფლობასაც
მე ვკისრულობ;
სუფრის წესს
შემოგთავაზებთ,
ჩემი
თამადობაც ეს
იყოს და ესა.
ისეთი ხალხი
შევიკრიბეთ,
აქ
ტრადიციული
ქეიფი არ
გამოდგება,
ყველას
თავისი
სათქმელი
ექნება.
პირველ სადღეგრძელოს,
ჩვენი
თავშეყრისას,
მე ვიტყვი. ერთმანეთსაც
გაგაცნობთ და
პირადი
სადღეგრძელოებიც
ნათქვამი
იქნება. მერე
მივდგეთ და რიგრიგობით
ვილაპარაკოთ.
ვისაც რა
მოესურვოს,
ისეთი თქვას
და სხვები
შევუერთდეთ.
ახლა მეორემა
თქვას და
ეგრე. ამის
მაგალითსაც
ჩემ თავზე
ვიღებ.
სასმელ-საჭმელი
არის,
ღმერთების შეთხზული
სიმღერებიც
არის,
უმშვენიერესი
მანდილოსანი,
ჩვენი ნანო,
აქაურობას
გაგვილაზათიანებს,
მალე გოგიაც
დაბრუნდება...
ვილხინოთ, ვიფიქროთ
და
ერთმანეთისთვის
საჩუქებელი
ვის და როგორი
გვაქვს, ისიც
გამოჩნდება.
ესე იყოს?
ეგრე იყოს!
თითქმის
ყველა
ერთდროულად
დავთანხმდით.
მხოლოდ
კარიძემ
ჩაიქირქილა:
დაიწყება
ახლა
ფილოსოფია,
ხი, ხი, ხი! რა
იცი კაცო, ეს
შენ! ხალხს
ქეიფი
სწყურია და
ღვინო. მიეცი
საშუალება...
ერთი თვისება
ჰქონდა
ელიზბარ
კარიჭაშვილს: დიდ
ხალხმრავალ
წვეულებებში
თავს უხერხულად
გრძნობდა,
ხმაგაკმენდილი
იჯდა,
მაღალფარდოვან
სადღეგრძელოებს
ისმენდა და
მოლაპარაკის
მაგივრად
ეუხერხულებოდა.
სამაგიეროდ,
პატარა,
მეგობრულ
სუფრებზე აიწყვეტდა
ხოლმე და მის
მჭევრმეტყველებას,
აზრის
სისხარტეს
თითქოს
საზღვარს
ვერაფერი დაუდებდა.
დაიწყებდა
ლაპარაკს
რაიმე რთულ და
ამოუწურავ ადამიანურ
სატკივარზე,
გამოიყვანდა
მოულოდნელ,
მაგრამ
დამაფიქრებელ
დასკვნას და
სრულიად
ბუნებრივად
უსადაგებდა
ერთ-ერთი თანამესუფრის
სადღეგრძელოს,
ან უშუალოდ
დასკვნაში
არსებული
ვითარებისას
დალევდა. ზოგი
მასხრობდა,
რამსიგრძე
სადღეგრძელოები
იცისო, მაგრამ
ეს ან ის
ხალხი იყო,
ვისაც სმა და
თრობა უფრო
აინტერესებდა,
ვიდრე
მუსაიფი და
აზრთა
გაცვლა-გამოცვლა,
და ან ის
ხალხი, ვისაც
სიტყვის ნიჭი
არ გააჩნდა და
იძულებული
იყო, ორიოდ
წინადადების ჩაბურტყუნებით
შეერთებოდა
სადღეგრძელოს.
ჩემი
დაკვირვებით,
ელიზბარ
კარიჭაშვილს
ზომის გრძნობა
მხოლოდ ღრმა
სიმთვრალეში
ღალატობდა,
მაგრამ ის
გრძლად
ნათქვამიც,
უმრავლეს შემთხვევაში,
საინტერესო
იყო ხოლმე.
ელიზბარმა
არც ახლა
უღალატა
თავის თავს
სწორედ ისე
დაგვლოცა,
როგორც
ყოველი
ჩვენგანის მთავარ
ადამიანურ
ღირსებას
გრძნობდა და
როგორც
გაცნობისთვის,
პირველი
წარდგენისთვის
იყო საჭირო.
ნანოთი
დაიწყო, ლაზით
დაამთავრა.
არც ხოტბა
უთქვამს, არც
რაიმე
გადაუჭარბებია.
ილაპარაკა
ჩვეულებრივზე,
ლამაზად
ილაპარაკა და
ასე დაამთავრა:
არაყით
აღგზნებული
კაცის
გონებაში
ბინდი ისადგურებს,
მისი ენა
სიმახინჯისა
და დაუნდობლობის
ენაა. ღვინით
აღგზნებული
კაცის გონებაში
ნათელი დგება,
მისი ენა
სილამაზისა და
სიყვარულის
ენაა.
არაყი
მსჯავრია,
ღვინო
მიტევება...
არაყის
ბრალი ყოფილა,
აძაღლებული
რომ ხარ ხოლმე
დილაობით,
გზა-გზა
აღნიშნა
კარიძემ.
ელიზბარმა
მისი
ნათქვამი ერთ ყურში
შეუშვა,
მეორიდან
გაატარა.
განგებამ
ღვინის
სიყვარული
გვიბოძა, რომ
ჩვენი
აზრისთვის
მშვენიერება
და სიკეთე
მიენიჭებინა.
ფიქრისა და
საუბრის
სარბიელად
სუფრა
მოგვიჩინა,
სუფრავე
დაგვითქვა
ადგილად, სადაც
ერთმანეთისთვის
მხოლოდ
კეთილი სურვილი
ითქმის და
საგნისთვის
მხოლოდ
პირუთვნელი
შეხედულება.
ქართული
სუფრა ქართულ
სიმღერას
ჰგავს:
სხვადასხვა
ხმაზე
ვმღერით და
კონტრაპუნქტში
ვერთიანდებით.
არ არსებობს
თანხმობა იმ
თანხმობაზე
დიდი, რომელიც
აზრთა
სხვადასხვაობით
მიიღწევა!..
მოვრჩი,
დავლიოთ!
აღმოჩნდა, რომ
ნანო თავისი დეიდაშვილის
ლხინისუფლობას
არასოდეს
შესწრებოდა,
მისმა
მჭევრმეტყველებამ
გააკვირვა:
შენ
ადვოკატობა
მოგიხდებოდა.
პროვინციული სცენა
არჩიე?
ქართული
სცენა, ნანო!
ჩაურთო
ელიზბარმა.
სწორი
შენიშვნაა.
შემცდა. ეგ რა
მოქარგული და
ეშხიანი
ლაპარაკი
გცოდნია!
ეშხი და
სილამაზე
ელიზბარს
მოდგმაში
ჰქონია. ამაში
თქვენი
ნახვის
შემდეგ
საბოლოოდ დავრწმუნდი
ქალბატონო
ნანო!
გაგიმარჯოთ,
იცოცხლეთ!
ღიმილით
მიმართა
ვახტანგ
შალითურმა, სხვებიც
ადღეგრძელა
და სასმისი
დაცალა.
სადღეგრძელო
მოთავდა,
ჩვეულებრივ
საუბარში
გადავიდა, ქორომ
კახური
მრავალჟამიერი
დაიწყო.
ელიზბარი
დადუმდა,
სიმღერას
გაჰყვა.
კარიძემ
ხელსახოცი
მოიმარჯვა.
ხშირად
მიფიქრია და
ახლაც ისე
ვფიქრობ, რომ
ელიზბარ
კარიჭაშვილისა
და სანდრო
კარიძის
სიახლოვის
მიზეზი
მუსიკის ავადმყოფური
განცდა იყო.
სხვა რამ, არა
მგონია, საერთო
ჰქონოდეთ.
ერთხანს
ჩვენც
ვისმენდით,
მაგრამ მერე,
როგორც
სუფრაზე
ხშირად ხდება
ხოლმე, ვიღაცამ
სიჩუმე
დაარღვია და
ისევ საუბარს
შევუდექით.
ნანო,
თქვენთვის
თვალი არსად
მომიკრავს.
თბილისში
ცხოვრობთ თუ
სხვაგან
სადმე?
გადაელაპარაკა
შალითური.
ცოტა არ იყოს,
მეუცხოვა, რომ
შალითურმა
პირდაპირ,
ქალბატონის
გამოუყენებლად
დაუწყო
ლაპარაკი
ნანოს. შევატყე,
რომ ეს
ნანოსაც
ეხამუშა.
სხვაგანაც
და თბილისშიც,
ბატონო
ვახტანგ. მაგრამ,
განა
აუცილებელი
იყო,
შეგენიშნეთ?
მე თბილისის
სამხედრო
კომენდანტის
ადიუტანტი
ვარ, ყველა
მიცნობს. მეც,
თითქმის, მთელ
მოსახლეობას
ვიცნობ. თქვენ
როგორღა
გამომრჩებოდით!
შალითური
პასუხს ელოდა.
ვაი ჩვენს
თავს! თავისი
განცდების
სიღრმიდან
აღმოთქვა
კარიძემ,
კომენდანტად
რომ დაგსვან,
რაღა
გვეშველება
მერე?
შალითურმა
კარიძეს
გადახედა და
თქვა:
საათის
გუგულივით არ
არის?
გამოხტება,
გუ-გუო,
იტყვის და
ისევ
შეიმალება.
ნანომ
ლანგრიდან
დიდი ვაშლი
აიღო, ფცქვნას
მიჰყო ხელი.
ლაზი
შალითურს
შეჰყურებდა.
მერე თვალი
მოაშორა,
შეიშმუშნა.
ნანოს დანა არ
ემორჩილებოდა,
ვაშლს
ვერაფერი
მოუხერხა და
გულგაწყალებულმა
დაიძახა:
ლაზო,
გამომართვი
და
გამიფცქვენი.
ხომ ხედავ,
ვწვალობ! ეს
ხუმრობანარევი
საყვედური
იყო.
მომე, მე
გაგიფცქვნი!
შალითურმა
ნანოს ვაშლზე
ხელი წაუვლო.
ამ მიმართვის
ფორმაც ერთობ
ლიზღიერი იყო
და ტონიც.
ბოდიშს
ვიხდი,
ქალბატონო
ნანო,
მანდილოსნებთან
ყოფნას არ ვარ
ნაჩვევი და
მცდება
საქციელი ხანდახან,
მიუგო ლაზმა
ხუმრობითვე
და სიწითლემ
გადაჰკრა.
ნანომ
შალითურის
ხელი
თავაზიანად
მოიშორა, ვაშლი
და დანა
არზნევ
მუსკიას
გადასცა.
ვახტანგ, რა
ხნისა ხარ?
ვკითხე
შალითურს. მსურდა,
მიმეხვედრებინა,
რომ ნანოსთან
მეტი
ზრდილობა
სჭირდებოდა,
თუნდაც ასაკობრივი
განსხვავების
გამო.
შალითურმა
თითი ჩემზე,
ლაზზე, ნანოზე
მოატარა:
თქვენზე
ეგრე,
რვა-ცხრა წლით
უმცროსი
ვიქნები!
თქვა და
რატომღაც
ნიშნის
მოგებით
გაიცინა.
სწორედ ჩვენ
სამნი არ
მოვწონდით
შალითურს, რაღაცით
ვაღიზიანებდით,
იკბინებოდა.
რა პატარა
ყოფილა კაცო!
აღნიშნა
კარიძემ.
ალბათ მეტით,
ბატონო
ვახტანგ!
თქვა ნანომ.
მე ოცდათოთხმეტისა
ვარ.
სანდრო
კარიძემ
ნანოს
გაოცებული
თვალები მიაბჯინა.
თქვენ
ოცდახუთის
ბრძანდებით
მეტს არ იტყვის
არავინ!
უთხრა არზნევ
მუსკიამ და
მომეჩვენა,
რომ ნანო,
მართლაც ოცდახუთისა
იყო.
ქალის საქმე
ეგეთია:
მოქარგული
ენა გქონდეს
გინდ
ხელდაუბანელი
იყავი, ვაშლს
მაინც შენ გაგაფცქვნევინებს!
განაცხადა
შალითურმა.
ლაზს კრინტი
არ დაუძრავს.
არც სხვებს.
მრავალჟამიერი
მორჩა. ცოტა
ხანს კიდევ
იყო სიჩუმე.
მერე ელიზბარ
კარიჭაშვილი
ზეზე
წამოიჭრა
ჭიქა ასწია და
დაიძახა:
ხალხო, ეს
სიმღერა
იმისთვის
არის
შეთხზული, რომ
კაცს ბოღმა
გაუქარწყლოს
და
დაამშვიდოს. თქვენ
რა,
გაგაღიზიანათ?..
პირველი
სადღეგრძელო
ჩემია. ვამბობ
სმენა იყოს!
სიყვარულისა
მინდა,
დავლიო.
რომლისა,
იცით? აი, იმ
სიყვარულისა, კახურ
მრავალჟამიერში
რომ მღერიან
და მტრობით
დანგრეულს
რომ აშენებს!
კარიჭაშვილმა
ჭიქა დადგა,
ჯამი გაავსო
და დალია.
მტრობით
დანგრეულს
მტრობავე
აღადგენს სხვა
ვერაფერი!
კახურ
მრავალჟამიერშიც
ეგრეა: ვერცა
იხაროს
მტერმა
ჩვენზედაო
კარგ მთქმელს
კარგი გამგები
უნდა! თქვა
შალითურმა
ხმამაღლა და
ჯამში დაისხა.
იქ ჯერ
სიყვარულზეა
ნათქვამი და
მერეა ეგ. მტრის
ვერ
გახარების
ამოსავალ
პირობად სიყვარულია
მიჩნეული,
განმარტა
სანდრო
კარიძემ.
ტექსტიც და
მუსიკაც
ათასწლების
ნამუშევარია
და, ამდენად,
შემთხვევითობაც
გამორიცხულია.
ყურები
ვცქვიტე!...
საქმე ის
არის, რომ
სანდრო კარიძეს
ორ ენაზე
შეეძლო
ლაპარაკი:
ჩვეულებრივ-სასაუბროზე
და, თუ
შეიძლება, ასე
დაერქვას,
მეცნიერულ-საპაექროზე.
მის სასაუბრო
ენას მუდამ
ახლდა ფიორა
იუმორი და
ბომბორა
ცინიზმი
ერთდროულად.
ამ ენაზე კარიძე
ადამიანებთან
ურთიერთობდა,
ოხუნჯობდა, ცხოვრების
მოუწყობლობაზე,
რეჟიმის
იდიოტურობაზე
ლაყბობდა და
ამას ისე
ახერხებდა,
რომ მიკერძოებაში
მხილება თვით
სოლომონ
ბრძენსაც
გაუჭირდებოდა.
საპაექრო
ენას მაშინ
იყენებდა,
როცა რაიმე
რთული
მოვლენის
ანალიზი და
ლოგიკური დასკვნის
გამოყვანა
უხდებოდა. ისე
კი, საპაექრო
ენაზე
მოსაუბრე
კარიძე
საკმაოდ
ძნელი სანახავი
იყო, ამ
საქმეს
ერიდებოდა,
მაგრამ ცალკეული
წამოფეთქებები
ჰქონდა და,
სიმართლეს ნუ
დავუკარგავთ,
მეტისმეტად
საინტერესოც. ახლაც
სწორედ ეს
შემთხვევა
ვიგრძენი,
როცა კარიძეს
გუდისთვის
პირი უნდა
შეეხსნა.
ყურები ამიტომ
ვცქვიტე.
ბატონი
სანდროს
ნათქვამი,
მგონი რომ,
ჭკუასთან
ახლოა,
დაადასტურა
ნანომ.
არც კახური
მრავალჟამიერის
წინააღმდეგი
ვარ, არც
სიყვარულისა
და სიკეთისა,
მიუგო შალითურმა
ნანოს. მე
იმას ვამბობ,
რომ წართმეულის
დაბრუნებასა
და
დანგრეულის
კვლავ აშენებას
კვლა, ჟლეტა,
მტრის
განადგურება
უნდა. სხვანაირად
არა გამოვა
რა. ეგენი
სიძულვილს შეუძლია
და არა
სიყვარულსა
და მიტევებას.
სიძულვილს!
ამ
განცხადებამ
წუთიერი
დუმილი მოიტანა.
მაგას
სიყვარული
აკეთებს,
მოისმა
გოგიას ხმა.
რასა, კაცო?!
მაგისთანა
სიძულვილს,
მიუგო გოგიამ.
გამარჯობათ!
საღამო
მშვიდობისა,
ქალბატონო.
შემოგიერთდებით,
თუ ნებას
მომცემთ.
ნანომ
შემოსწრებული
ცნობისმოყვარეობით
შეათვალიერა,
თავი დაუკრა
და უნებლიეთ
ჩაიჩურჩულა:
ღმერთო,
სიზმარია
დღევანდელი
დღე. და სიცილი
წასკდა.
ეგ, რასაც
თქვენ ამბობთ,
თადეოზის
ნეტარ ახირებასა
ჰგავს,
მტკიცედ თქვა
შალითურმა.
თადეოზი? არ
გამიგონია,
რომელი
ეპოქის მოღვაწეა?
იკითხა
ნანომ
იმისთვის, რომ
ლაზისა და გოგიას
გაფაციცებული
თვალიერება
არავინ
შემნიშნოსო,
თორემ გოგიას
დანახვამ
საუბრიდან
მაშინვე
გამოთიშა
ჩვენი
ქალბატონის
ყურადღება, ეს
მე ნათლად
ვიგრძენი.
ნანოს
შეკითხვაზე
შალითურმა და
ელიზბარმა სიცილი
ატეხეს.
თადეოზი
ამის
გუვერნიორივით
კაცი იყო,
ნანო,
განუმარტა ელიზბარმა.
გვარად
სახელაშვილი.
ჯერ ბერად ყოფილა,
იქიდან
გამოუგდიათ,
თუ თავისი
ნებით წამოსულა
ცნობილი არ
არის. მერე
მასწავლებლობდა.
აი, იქიდან კი
ნაღდად
გამოაგდეს,
ჭეშმარიტი
ფაქტია. იარა,
იარა, ბოლოს
იღბალმა
ვახტანგისთანა
უმადური,
უნიჭო
ბავშვის
გუვერნიორობა
არგუნა. როცა
დარწმუნდა,
უხეირო
ნიადაგსა
ვჩიჩქნიო,
გაიქცა
თადეოზი. ახლა
სოფელ-სოფელ
დადის,
წიგნებსა
ჰყიდის.
აღარა
ჰყიდის, წიგნი
გაირყვნა და
გაფუჭდაო, აცნობა
შალითურმა.
ახალი საქმე
გაიჩინა: თიანეთში
ცხოვრობს
ტყეებში
დადის,
პანტასა და მაჟალოს
ამყნობს.
ღორები ჭამენ.
სანდრო
კარიძის
ხელში
გამოვლილი
წიგნი გაფუჭდება,
მაშ, რა მოუვა,
ჩაურთო
ელიზბარმა.
მე კაზმული
სიტყვიერების
ცენზორი ვარ,
ელიზბარ.
ყველა ღონეს
ვხმარობ,
მხატვრული
ლიტერატურა
და პოეზია
ხელთ არ იგდოს
თავხედობამ
და განდიდების
მანიით შეპყრობილმა
უმეცრებამ.
დარწმუნებული
ვარ, კეთილ
სამსახურს
ვუწევ ჩემს
სამშობლოს.
მეორე: ჭეშმარიტად
მაღალნიჭიერი
თხზულება
ცენზურის
მხრივ ისევე
შეუვალია,
როგორც
ორდინარული
უნიჭობა.
ცენზურა არც
ლაჟვარდისფერს
ებრძვის, არც
შავს. ამ ორ
ფერს შორის
მოთამაშე ნაცრისფერს
ებრძვის,
უნიჭობასაც,
ჩემო კარგო
ელიზბარო!
კაი კაცი
ყოფილა მაგ
საცოდავი
თადეოზი, თქვა
არზნევ
მუსკიამ.
ძალიან, ლაზო!
საოცარი
კაცია,
დაუდასტურა
კარიჭაშვილმა.
არა, შენ ისა
თქვი,
სიყვარული
სიძულვილს
რანაირად
აკეთებს,
გამოემასხრა
შალითური
გოგიას.
მე მაგას
ვიტყვი,
მაგრამ ჯერ
შენ თქვი,
სიძულვილი
დანგრეულს
რანაირად
ააშენებს.
რანაირად და
უბრალოდ! შენ
როგორა
გგონია, ქართველებმა
იმით
მოვაჩანჩალეთ
დღემდე სიცოცხლე
და არსებობა,
რო ჩვენი
წინაპრები
მტერს ჩურჩხელებითა
და
ფელამუშებით
ეგებებოდნენ?..
მოვიდა მტერი,
მოგვერია,
ციხეები
შელეწა,
წინააღმდეგობის
გამწევი
მოსპო.
შემოვიდა და
გამოგვიცხადა,
ყველაფერი
ჩემია,
ჭკვიანად
იყავითო. დავსხდეთ,
გულხელი
დავიკრიფოთ
და ბედს შევურიგდეთ?
არა! იმას,
ვინც ძმას
გასცემს, ვინც
თავისუფალს
მონად
მოაქცევს,
ვინც სულს
ქონების ეშმაკს
მიჰყიდის,
ვინც
დედაენას
დაივიწყებს და
მამა-პაპას
საფლავებში
ჩააფურთხებს,
ვახტანგ
შალითური
ზეზე
წამოიჭრა,
სახეში სისხლმა
მოასხა,
მუშტები
შეჰკრა,
ხმალი მაგას,
ცეცხლი, მახე,
ხაფანგი,
მგლის ორმო,
საწამლავი, სიცრუე,
მუხთლობა
მაგას!..
ყველაფერი
გამართლებულია!
უეცრად
მომწყდარი
ჯავრი
სიტყვებს ამოაყოლა,
გული
მოიფხანა.
მერე
ეუხერხულა
ხელები
გადაიფშვნიტა,
დაჯდა. მტერი
მტერია! შენი
გადაშენება
უნდა. მიდი და
სიკეთე
დაუხვედრე,
სიყვარული
აჩუქე,
დანაშაული
მიუტევე. დანგრეული
თავისთავად
აგიშენდება?
არა! უნდა გძულდეს,
უნდა ჰკლა,
ხოცო, ჟლიტო
იქამდე, სანამ
იტყოდეს,
ჩიტი ბდღვნად
არა ღირსო,
სანამ შეაბამდეს
და წავიდოდეს.
მხოლოდ ასე
აშენდება დანგრეული.
სიძულვილით,
მსხვერპლით.
დადექით და იმღერეთ
სიყვარულს
უშენებიაო...
გძულდეთ, თუ თავისუფლება
გნებავთ. თუ
გინდათ, კვლავ
ააშენოთ და
აღადგინოთ.
გძულდეთ! ისე
კი, სიყვარულისასაც
სიამოვნებით
დავლევ,
ყველაფერს
თავისი
ადგილი აქვს.
შალითურმა
სულმოუთქმელად
დაცალა.
სიჩუმე
ჩამოვარდა.
იმხანად
რადიკალურ
აზროვნებას
ხშირად
შეხვდებოდით.
პატრიოტული
ახალგაზრდობის
ერთი ნაწილი
მაქსიმალისტურად
იყო
განწყობილი.
შალითურის
ნათქვამში
მოულოდნელი
და
ორიგინალური
არაფერი ყოფილა,
სუფრა მისმა
ღვარძლიანმა
ტემპერამენტმა
ჩააჩუმა.
კარიჭაშვილი
ფეხზე ადგა
შალითურს
ურჩია:
ვახტანგჯან,
მგონი, ის
დროა,
ადიუტანტობიდან
გადადგე და
ტერორისტობა
დაიწყო. ეს
შენთვის სხვა
დროსაც
მითქვამს.
მეორე ისა,
რომ...
მაგ მეორეს
მე ვიტყვი,
ელიზბარ,
ითხოვა გოგიამ.
თქვი. ნახეთ,
რანაირი
თამადა ვარ,
ყველაფრის უფლება
მომიცია.
მიდი, გოგი!
ჩვენი
მამა-პაპა
მტერს
ხოცვა-ჟლეტით
ხვდებოდაო,
ამბობ.
უმრავლეს
შემთხვევაში,
მართლაც, ასე
იყო და
საჭიროება
შეიძლება,
ახლაც მაგას მოითხოვდეს,
მაგრამ სად
არის?!
დღევანდელი
ქართველი
ერიც ხომ
თავისი
მომავალი
თაობების მამა-პაპაა
და რატომ
დაუკრეფია
გულხელი, ნეტავი,
და არც კლავს
და არც ჟლეტს
არავის, ჰა?
გადაგვარდა,
დაჩიავდა
ხალხი, მიუგო
შალითურმა,
ფოჩიან
კანფეტებზე
გაიყიდა.
ვფიქრობ,
ეგრე უბრალოდ
არ უნდა იყოს
საქმე, ბატონო
ვახტანგ,
ჩაერია ნანო.
როგორ
ფიქრობთ, რაში
მდგომარეობს
გადაგვარება,
რა თვისება დაკარგა
ხალხმა?
ეგ უკვე
ნათქვამია!
არ არის
ნათქვამი,
მიუგო ნანომ.
სიყვარული დაკარგა.
თავისუფლების,
სამშობლოს,
სახელმწიფოებრიობის
სიყვარული.
როგორ
ბრძანეთ,
ქალბატონო
ნანო? სანდრო
კარიძე
შუბლშეკრული,
თვალებგამახული
დაელოდა პასუხს.
რა, მაგის
თქმა არ
შეიძლება?
ცენზურა
კრძალავს?
მიამიტად
ჰკითხა
კარიჭაშვილმა
სანდროს.
ნანომ თავისი
სიტყვები
გაიმეორა.
კარიძემ
მოისმინა,
სუფრას
ჩააჩერდა და
მაგიდაზე
თითები
ააკაკუნა.
გოგიაც
განცვიფრებული
შეჰყურებდა
ნანოს.
კარიძისა არ
იყოს, ალბათ,
არც ის
მოელოდა, რომ
მისი
შეხედულება
ამ მანდილოსანმაც
იცოდა, და
მეორე მხრივ,
გოგიას განცვიფრება
სხვა აზრსაც
გამოხატავდა,
რაღაც იდუმალ
აღმოჩენას შეიცავდა.
შევამჩნიე,
რომ ლაზსაც
ხან ნანოსკენ
ჰქონდა თვალი,
ხან
გოგიასკენ და
ამის
დამალვას
ცდილობდა.
მერე ლასტზე
დაყრილ
ცოცხალს
ჩააცქერდა.
ცოტა ხნის
დუმილის
შემდეგ პაუზა
მოიხელთა და
თქვა:
გაუგებარია
ჯერ.
მომთავრება
ჭირია მაგას.
ეჭვი
დამებადა, რომ
ნანომ, ლაზმა
და გოგიამ ერთმანეთს
რაღაც
ინტერესი
აღუძრეს. აქ
რაღაც იყო...
გოგია გონს
მოეგო, ლაზს
გადახედა,
აზრის კვლავინდებურ
მსვლელობას
ანაზდად,
თითქოს სასწრაფოდ,
დაუბრუნდა და
განაგრძო:
კაცმა რომ
კაცი მოკლას,
მიზეზი უნდა
ჰქონდეს.
მძარცველი
ქონებისთვის
კლავს. ხელმწიფის,
შაჰის თუ
სულთნის
ჯარში
მომსახურე
ქართველს
ფიცი,
დაწინაურების
იმედი, ჯილდო აკვლევინებს.
საბოლოოდ
ესეც
ქონებისთვის
კლავს, კაი
მომავალს
ინაღდებს,
სიმართლის
თქმა თუ
გინდა. ასეთი
მკვლელი
ადამიანობას
იმიტომ ჩემულობს,
რომ
ნადირისგან
განსხვავებული
ხერხით
სჩადის
ნადირულს,
თორემ მუცლის
ამოყორვისთვის
აკეთებს ამას.
კაი, მოვიდა
მტერი, გაგიქელა
შენი მოდგმით
ნაკარნახევი
ცხოვრების წესი,
შეგიგინა
სარწმუნოება,
ტყვედ
წაიყვანა და
ცხრა მთას
იქით
გადაგიკარგა
ნათესავი და არც
შინ წასვლას
აპირებს.
ცხადია, ამ
კაცს კლავ,
მაგრამ
იმიტომ კი არ
კლავ, რომ
გძულს,
უპირველესად
ყოვლისა,
იმიტომ, რომ
გაგიქელა,
შეგიგინა, წაგართვა
ის, რაც
გიყვარდა.
შენი
წინააღმდეგობა
სიყვარულიდან
იწყება.
სიყვარულიდან
მოდის ის
მსხვერპლის
გაღება,
თავგანწირვა
და ძლევამოსილებაც,
წართმეულს
რომ
დაგიბრუნებს.
ეს
სიყვარულის
ერთ-ერთი
სახეა და არა
სიძულვილი.
ვეღარ
ვაკეთებთ
ამას. რატომ
და, იმიტომ, რომ,
მართალი
ბრძანა
ქალბატონმა
ნანომ, თავისუფლების,
სამშობლოს,
სახელმწიფოებრიობის
სიყვარული
დავკარგეთ!
ერთია კიდევ:
წართმეულის
დასაბრუნებლად
სხვა, უფრო
შედეგიანი
გზები
არსებობს.
ხოცვა-ჟლეტის
გაღმერთება
ჯერ ადამიანობას
ეწინააღმდეგება,
მერე საღ გონებას.
ძალმომრეობა
ბოროტებაა და,
თავის მხრივ, ახალი
ბოროტება
მოაქვს...
ცალკე
სალაპარაკოა ეს.
რაც მტრობას
დაუნგრევია,
სიყვარულს
უშენებია
ჭეშმარიტებად
მიმაჩნია და
ამისას ვსვამ!
გოგიამ ჯამი
პირთან
მიიტანა.
ძალიან
რიგიან
გუნებაზე
დავდექი.
მომეცით პაპიროსი
და დამისხით
ჯამში. მეც
უნდა ვთქვა! განაცხადა
ნანომ,
დამისხი,
ლაზო.
არზნევ
მუსკიამ
ნანოს ჯამი
გადმოიწოდა,
დასხმას
მიჰყო ხელი. შალითური
კარიჭაშვილს
მიუბრუნდა და
ხმადაბლა,
მაგრამ
საკმაოდ
გასაგონად
უთხრა:
Οπξτερρθξνΰλόνξ νΰλθβΰες! Ξν, χςξ, θη ξτθφθΰνςξβ.
Νες, βΰψε αλΰγξπξδθε, თქვა
ლაზმა
მშვიდად.
Ρθςελόρςβξ! წოდება
გაუსწორა
შალითურმა.
Δΰ? შეკითხვით
მიუგო ლაზმა
და გავსებული
ჯამი ნანოს
დაუდგა.
ძალიან
უხერხული
სიჩუმე
ჩამოვარდა.
ყველა გრძნობდა,
რომ ამ
სიბრიყვეზე
რეაგირებას
უფრო მძაფრი
სიტყვიერი
წაკინკლავება
მოჰყვებოდა
და იქნებ
სუფრაც
აშლილიყო.
არაც გამოუსარჩლებლობა
ვარგოდა: ეს
მეორე
შეურაცხყოფა
იქნებოდა
სტუმრისთვის
და წაქეზება
შალითურისთვის.
რა ვიცი,
რომელი ჩვენგანი
როგორ
მოიქცეოდა და
საქმე საით
მიტრიალდებოდა,
გუნდს რომ
სიმღერა არ
დაეწყო. ჭონამ
გვიხსნა,
დამშვიდების,
ვითარებაში
გარკვევის,
მოფიქრების
საშუალება
შეგვიქმნა
მხოლოდ
ელიზბარ
კარიჭაშვილმა
თქვა:
ერთი გამაგებინა,
ვახტანგა
შალითურო,
ეგრე მწარედ
რამ დაგბოღმა
და მერე გინდ
მომკლა!
ჩინი
დაუგვიანეს,
განუმარტა
კარიძემ
ელიზბარს.
შალითური
გაყუჩებული
იჯდა,
რატომღაც
გამარჯვებული
კაცის
მედიდური
ღიმილი
უთამაშებდა
სახეზე.
სამნიაშვილის
ხმას
ნაკადულივით
გაჰქონდა
ლიკლიკი:
დედი, ჭონას
მოგახსენებ,
თუ არა ხარ
მგლოვიარე,
მაღალმა
ღმერთმა
გიკურთხოს
მაგ აკვანში
მწოლიარე...
ნანო
განაბულიყო
ალბათ, საჭირო
საქციელს
ეძებდა ან
იმაზე
ფიქრობდა, თუ
რა მოჰყვებოდა
შალითურის
თავხედობას.
მე უკვე ვიცოდი,
რასაც
მოვიმოქმედებდი,
და სიმღერა დასრულდა
თუ არა ჯამი
ავწიე:
ეს
სადღეგრძელო
ნანომ უნდა
დაასრულოს,
მანდილოსანია,
სიყვარულსა
და სიკეთეზე
ნათქვამს
თავს უკეთ
მოუყრის.
არზნევ,
სანდრო,
მაპატიეთ,
თქვენზე ადრე
ვამბობ. ხალხი
მოვიყვანე.
მათი
მოლხენისა და
წყენის
პასუხისმგებელი
მე ვარ და
მოყენებული
შეურაცხყოფისთვისაც
მე გიხდი
ბოდიშს, არზნევ
მუსკია!
ხედავ, რა
ხდება?
ვსხედვართ,
ღვთაებრივსა
და
ამაღლებულზე
ვსაუბრობთ,
სიკეთეს
ვეთაყვანებით,
ერთმანეთი
გვიყვარს.
კარზე კი
მკვახე
სიტყვა
სიძულვილი
მოგვადგა, ჩვენი
კეთილგანწყობილების
ლიბოს ლაღუმი
შეუყენა, უნდა,
რომ ჯიშითა და
მოდგმით
ნაკარნახევი
ცხოვრების
წესი
აგვიშალოს,
რწმენა
შეგვირყიოს. ერთი
სიტყვით,
მტერი მოვიდა,
მაგრამ
სიყვარული
დავივიწყოთ
და ხატები
სანაგვეზე
გადავყაროთ?
სიძულვილით
შევიარაღდეთ
და ვჟლიტოთ? არ
ივარგებს!
ამჯერად,
მგონი
უსისხლო ომი
უნდა სჯობდეს:
ბოროტებას
სულგრძელობით
შევებათ. სიყვარული
ბრძოლაში
დაიწმინდება,
დაიხვეწება, ავმაღლდებით
და მაშინ
მართებულ
გამოსავალსა
და
ღონისძიებასაც
მივაგნებთ.
ისევ ის არის: რაც
მტრობას
დაუნგრევია,
სიყვარულს
უშენებია!
ვნახოთ,
შეძლებს
მტრობა
დანგრევას? თუ
შეძლო, მერე
ისიც ვნახოთ,
სიყვარული
რას იზამს.
ასწი, ლაზო,
შენთან
გადმოვდივარ,
ცხოვრება
გაძლებაა!
ვფიქრობ,
შალითურის
დასაბმელიც
ვთქვი და არზნევ
მუსკიას
შესაძლო
სიმძაფრესაც
ზღვარი მივუჩინე.
სხვა რა უნდა
მექნა!
მთლად მასე
არ არის,
ირაკლი, ეგ,
დაიწყო ლაზმა სადღეგრძელო.
უფრო
სხვაფრად
არის, მგონია,
საქმე. პატარა
ერებს უჭირთ,
ფიქრობს
ხალხი,
გამოსავალს
ეძებს,
ვხედავთ ამას
ყველა. არ
ჩანს გამოსავალი.
გაბოროტება
იცის ამან.
გაჯავრებული
კაცი ადვილად
შეცდება.
ქართველები
ვართ, ჩვენია
ის კაცი, თუ
უცხოა უნდა
გავიგოთ მისიც,
მივუტევოთ და
ვაცალოთ უნდა.
თქვა ბატონმა
ვახტანგმა
რაღაც და,
სიმართლე
მოგახსენოთ,
ვერ შევძელი,
ხუმრობად,
მიმეღო, ვერ
მოვერიე თავს.
ჩემი
სისუსტეა ეს,
მაგრამ
პატიება
შევძელი მაინც
და აღარ
გვაქვს
ერთმანეთისგან
წყენა...
ვთქვათ და არ
გეპატიებინა,
შალითური
ადგა. ნეტა,
რას იზამდი?!
ლაზი წამით
დაფიქრდა და
მიუგო:
გააჩნია, რას
შემომთავაზებდით,
ბატონო.
დუელი რომ
შემომეთავაზებინა?
ხა, ხა, ხააა!
არ
მივიღებდი
გამოწვევას.
უსინდისობა
იქნებოდა
ჩემგან ის.
ვითომ რათაო?
ღვარძლიანი
სიცილით
იკითხა შალითურმა.
არზნევ
მუსკია კვლავ
დაფიქრდა.
სიჩუმე იყო. ქარიშხლის
მოლოდინში
ყველაფერი
ჩაყუჩდა. სუფრა
გაფაციცდა.
ლაზმა თვალი
შემოგვავლო,
დარბაზიც
მოათვალიერა.
გოგიასკენ
მიბრუნდა, თვალებში
ჩახედა, იქ
რაღაც
ამოიკითხა,
ნელა წამოდგა
და ნანოს
უთხრა:
ქალბატონო
ნანო, თქვენს
წინაშე...
არაფერი
ისეთი არ
მოხდება აქ, მერწმუნეთ,
მაგრამ მაინც
ბოდიშს
ვიხდი... თქვენს
წინაშეც,
სანდრო-ბატონო!
ლაზი
შალითურს მიუბრუნდა:
უსინდისობა
იქნებოდა
ჩემის მხრივ! იმიტომ
რომ დიდი
უპირატესობა
მაქვს ძალიან!
წამოხტომა და
გაშველება
დავაპირე; გოგიამ
მაგიდის ქვეშ
მუხლზე ხელი
დამადო და წაილაპარაკა:
იჯექი
ირაკლი!
დავიბენი.
ვერაფერი
გამეგო, რა
ხდებოდა. დარწმუნებული
ვარ, ამის
შესახებ
არზნევ
მუსკიას მეტმა
არც არავინ
იცოდა რამე.
ნანო
ერთიანად დაჭიმული,
ფერმკრთალი
იჯდა.
კარიჭაშვილს
რაღაცის თქმა
უნდოდა და
ყოყმანობდა,
ვაითუ
ვითარება
გავართულოო.
კარიძე
შეტოკდა,
მგონი,
გასაქცევად
მოემზადა.
მსურს
დავრწმუნდე
თქვენს
ძალიან დიდ
უპირატესობაში!
ამოღერღა
ვახტანგ
შალითურმა,
ღვინიან
ჭიქას ხელი
სტაცა და ლაზს
მიასხა.
ლაზი
გოგიასკენ
გადაიხარა,
ღვინო მხოლოდ
სახელოზე
მიესხურა.
აბა,
დამარწმუნე,
ყმაწვილო!..
ლაზმა თავი
გადაიქნია და
გოგიას უთხრა:
უნდა
მოახვედრო,
თვარა ჭერი
გაგიფუჭდება,
უბიდან
რევოლვერი
ამოაცურა,
გოგიას
გადასცა.
ნანომ
წამოკივლება
დააპირა,
მაგრამ თავს
დროზე
დაეუფლა...
ყურები დაიცო.
გოგიამ იარაღი
ფეხზე
შეაყენა,
მაგიდას
სკამიანად
დაშორდა..
ეეჰ, მიდი,
ლაზო.
ცხოვრება
გაძლება
არისო, ირაკლიმ
თქვა, მგონია.
ჰო, დაიძახა
ლაზმა, როცა
ცარიელმა
ჯამმა ორიოდ
წამით ჰაერში
გაიფარფატა
და გავარდა
კიდეც.
მყიფე ჭახანს
იატაკზე
ჩამოცვენილი
ნამსხვრევების
დაკაკანება
მოჰყვა.
გოგიამ
იარაღი
ტუჩებთან
მიიტანა,
ჩაბერა, ლულას
აკოცა და
თქვა:
სად შოულობს
ეს კაცი ასეთ
იარაღს.
დამიზნება არ
ჭირდება,
თვითონ
ხვდება,
დალოცვილი!
შენი იყოს
მაგ.
გოგიამ ლაზს
შეხედა, წამით
თვალი
გაუსწორა, სახე
სიხარულით
აევსო და
რევოლვერი
უმალ
ჯიბისკენ
გააქანა.
იყოს აქ. თუ
გაგვიჭირდა,
ქალაქ-ქალაქ
ვიაროთ და
ვხვრიტოთ
ჯამები,
დააყოლა
სიცილით.
სამაგისოდ
დამიდგებოდეს
საქმე,
შენხელა კელაპტარს
დავუნთებ
ილორის წმიდა
გიორგის! მიუგო
ლაზმა
ისევ სიჩუმე
ჩამოდგა.
დარბაზიც
განაბულიყო.
საოცარი
სროლა
გცოდნიათ,
ბატონო გოგი,
თქვა განცვიფრებულმა
ნანომ.
ისე, რა.
უკეთესიც
არის. როცა
ჰაერში
ორშაურიანს
ააგდებენ და
უკან აღარ
დაბრუნდება,
ისაა უკეთესი.
აგერ, ლაზს
შეუძლია ეგ,
ათიდან ცხრაჯერ!
ტყვიამ
დაძაბულობა
ქაღალდის
პარკივით გახეთქა.
ნანოს და გოგიას
კითხვა-პასუხმა
მძაფრი
გამოხდომების
ადგილი
შეავსო და
ელიზბარ
კარიჭაშვილმა
შალითურს
ხუმრობით
შეჰყვირა:
ჰა, დაჯე, კაცო,
რას
დაყუდებულხარ!
ჭკვიანად
იყავ!.. მიუგო
შალითურმა
ელიზბარს და
გოგიას
მიმართა: არა,
საქმე
საქმეზე რომ მიდგეს,
ე მაგ ჩუბინობას
საჯამბაზოდ
თუ
გამოიყენებთ
ერთიცა და მეორეც,
თორემ... თქვენ
გგონიათ,
შემაშინეთ,
არა?.. აქ სხვა
საქმეა;
ვთქვათ,
დავდექით და
ერთმანეთს
ვესროლეთ. მე
გაგიმეტებთ,
თქვენ ვერა,
დედლები ხართ!
მაგნაირი
დაპირისპირება
ხელს არ მაძლევს.
არავინ
იფიქროს,
ვახტანგ შალითურს
სიკვდილისა
რცხვენიაო.
ნახეთ!
შალითურმა
ნაგანი
ამოიღო,
გადახსნა,
ვაზნები
მაგიდაზე
ჩამოყარა,
შვიდივე
დაამწკრივა
და თითით გადაითვალა:
ენკი, ბენკი,
სიკნი, სა,
ენკი, ბენკი, ბა,
გა-ვი-და!..
წილხვდომილი
ვაზნა
ცილინდრში ჩააბრუნა,
იარაღი
ჩაკეტა, ფეხზე
შემართა,
თვალებით
ჩამოგვიარა...
ნაგანის
სავაზნეს
ხელისგული
ჩამოჰკრა,
ცილინდრმა
ბზრიალი
დაიწყო. ლულა
იმავ წამს
საფეთქელს
მიადგა და
შალითურმა
იარაღის ფეხს
თითი
გამოჰკრა... ნაგანმა
ცხვირი
დააცემინა,
სავაზნე
გაჩერდა. შალითურმა
იარაღი
შეინახა,
დაჯდა და
ჭამას შეუდგა.
სუფრა
ერთხანს
განაბული
იჯდა. მერე
კარიძე ზეზე
წამოიჭრა,
ხელები
გაასავსავა,
ცას შეჰღაღადა:
საცოდავო
საქართველოვ,
საით მიდიხარ!
და კვლავ
სკამზე
დაეშვა.
გამაგებინეთ,
რა მოხდა?
იკითხა ნანომ.
ალბათ, ბოლომდე
დარწმუნება
სჭირდებოდა,
რომ აქ ეს-ეს
იყო
ადამიანის
სიცოცხლე
ბეწვზე ეკიდა.
იმდენი
არაფერი, -
მიუგო
ელიზბარმა.
ერთი რეგვენით
ნაკლები
იქნებოდა.
ნანო
გაფითრდა.
ლაზი ოდნავ
მღიმარი
თვალებით
ჩასცქეროდა სუფრას,
თითებით
დანა-ჩანგალს
აწვალებდა.
მოიშალე ეგ
სისულელე,
თვარა... რა
საჭირო იყო ვითომ!
თქვა გოგიამ.
საჭირო იყო!
ჩაილაპარაკა
შალითურმა და
ლუკმა
გადაყლაპა.
ნანოს, ჩანს,
სიმშვიდე
დაუბრუნდა
ლიმონათი მოსვა
და თქვა:
ეგ იმის
ბრალია, რომ
არ ვიცით,
რისთვის
ვიცოცხლოთ და
ან რისთვის
დავიხოცოთ.
სწორი
ბრძანებაა!
დაუდასტურა
შალითურმა.
ნანო გოგიას
მიუბრუნდა:
ასეთი
სიზუსტე!..
ეგრე ქალების
გაწვრთნაც შეიძლება.
შეიძლება,
ღრმად
ამოისუნთქა
გოგიამ.
სახელდობრ,
რაში
მდგომარეობს
მეთოდი? გონს მოეგო
სანდრო
კარიძე და
ყურმოკრულ
საუბარს ყავარჯენი
შეაშველა.
ოთხი ათასი
ვაზნა! ათას
ხუთასი ვაზნა
უძრავმა უნდა
ესროლოს
უძრავ მიზანს.
ხუთასი
უძრავმა
მოძრავ
მიზანს.
ხუთასი
მოძრავმა
მოძრავს.
ხუთასი
უძრავმა
უძრავ ხმას.
ხუთასი
უძრავმა
მოძრავ ხმას
და ხუთასი
მოძრავმა
მოძრავ ხმას,
განუმარტა
გოგიამ.
დრო?
ორი
კვირიდან ერთ
თვემდე.
ნიჭზეა დამოკიდებული.
ლაზო
მასწავლე, რა!
შეეხვეწა
ნანო. არა,
პირობა
მომეცი, აი,
ხალხთან.
არზნევ
მუსკიამ
გაიღიმა
სასმისი აიღო
და ადგა:
სადღეგრძელო
მაქვს
დასამთავრებელი
მე და მერე
ბატონმა
სანდრომაც
უნდა თქვას
თავისი.
სმენა იყოს!
დაიძახა
ელიზბარმა.
გისმენდით
მე, განაგრძო
ლაზმა კარგა
ხნის წინ შეწყვეტილი
სიტყვა,
ვიცოდი,
მართალი რომ
ხართ,
სიყვარულმა
უნდა ააშენოს
მტრობით
დანგრეული,
მაგრამ სხვაც
არის აქ.
ბოროტება და
მტრობა
ჩავიდინეთ,
აგერ ახლა, მე
და გოგიმ.
პატიებას ვითხოვ
ამისთვის
ბატონ
ვახტანგისგან
და ხელს თუ არ
მკრავს, ჩემს
მეგობრობასაც
ვთავაზობ
სულით და
გულით.
სიყვარულიდან
დაიწყო და
წამოვიდა ეს
საქციელი,
ჩვენი ლხინის
და საუბრის
სიყვარულიდან.
ასეა ეს და
არც ბოროტებად
ჩაითვალოს,
იქნება, რაც
სიყვარულმა გვაქნევინა,
მაგრამ არ
იცის კაცმა,
სასიკეთოდ რასაც
სჩადის,
უკეთურობად
შემობრუნდეს,
იქნება, ის?
ასეთი ბევრი
მაგალითი
ვიცით ყველამ.
ნახავ
ბოროტებას ან
სხვა გლახა
საქმეს, არ მოგითმენს
გული,
ჩაერევი, როცა
არ გამოდის
სხვანაირად.
იხმარ ძალას,
დათრგუნავ
ძალმომრეობას
და იხსნი კაცს
ძალის
შემწეობით.
ჩვენს დროში
ასში
ოთხმოცდაათი
ცუდ კაცად
მგონია აღზრდილი
მე. შენ რომ
იხსენი, ის
კაციც ასეა.
მიდის შენი
ნაამაგარი
ადამიანი და
ცუდ საქმეს
აკეთებს ისევ
ეს ერთი.
მეორე ის, რომ
ვისზეც ძალა
იხმარე და
სიკეთის
სახელით
დაჩაგრე, გამოსწორდა
და
გაანგელოზდა
ის კაცი,
ვითომ? სიყვარულით
აკეთებ,
დანგრეული
ავაშენოო,
ფიქრობ. კი,
შენდება
ხანდახან ის
დანგრეული,
მაგრამ სხვა
შენობა რომ
ინგრევა?
მითხრას
ვინმემ, რა ქნას
ღვთის შვილმა
და სად როგორ
მოიქცეს?
ლაზი დადუმდა.
გავიფიქრე,
რომ მძიმე
ავადმყოფობაში
არზნევ
მუსკიას
სწორედ ასეთი
სახე და იერი
უნდა ჰქონოდა.
გამოგიტყდებით,
კაი ხანია,
სხვის
უბედურებაში
არ
ჩავრეულვარ,
სიკეთის
რწმენა
დავკარგე მე!
დღეს
დავარღვიე
სიტყვა.
იმიტომ
დავარღვიე,
ალბათ, რომ იმ
სხვისი მეც
მეხებოდა
პირადად.
პირადიდან
იწყება კაცის
წახდენა და
ვვედრებ
განგებას,
დამიბრუნოს რწმენა
რაც მტრობას
დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებიაო,
ამის რწმენა.
ეეჰ მქონდა
როდისღაც!
ლაზმა კი არ
დალია
გადაუშვა, და
დასძინა:
გრძლად
გამომივიდა
სათქმელი. კაი
მაგარი
მოთმინება
ცოდნიათ
თბილისში.
გრძელი შენ
ახლა ნახე!
აბა სანდროს
მოვუსმინოთ,
კარიჭაშვილმა
ხელები
სიამოვნებით
გადაიფშვნიტა:
უხაროდა რომ
ლხინი
კალაპოტს
დაუბრუნდა და,
ჯერჯერობით,
უთანხმოებებსაც
ეშველა. ამან
ბლომად
უცხოური
სიტყვები
იცის, სანამ
ყველას არ იტყვის,
არ გაჩუმდება.
ცოდონი ახლა
ვართ, ლაზო,
თორემ შენი
მოკლეც იყო,
სადაც და
ჭკვიანურიც.
გუნდმა შავი
შაშვი
დაიწყო.
მსახურებმა
კერძები
მოიტანეს,
მაგიდა
მიგვილაგეს.
სუფრა დაცხრა.
ეს პაუზა
აუცილებელი
იყო,
დასვენება
გვესაჭიროებოდა,
ერთობ
მახვილი
განცდები გვქონდა
მოსანელებელი!
კრინტი
არავის დაუძრავს,
ერთმანეთს
თვალს
ვარიდებდით,
ცოტა ხნით განმარტოება
გვსურდა
ყველას. დრო
გავიდა და ხალხმა
იმატა
აივნები ერთი
თუ ორიღა
დარჩა თავისუფალი.
დარბაზში
განლაგებული
მაგიდებიც
თითქმის
ყველა შეივსო,
მაგრამ
წინააღმდეგ
ჩვეულებად
ქცეული
წესისა, გოგია
არავის
მიჰგებებია;
არავისთვის
ეცალა, იჯდა,
თანამესუფრეებთან
ერთად
განიცდიდა,
რაც ხდებოდა.
სანდრო
კარიძემ ჯამს
ხელი მოჰკიდა.
ეს იმის ნიშანი
იყო, რომ
სადღეგრძელოს
იწყებდა.
ნელ-ნელა
დავწყნარდით.
ბუნებაში,
ალბათ,
არაფერია
ერთმანეთზე
ისე პირდაპირ
დამოკიდებული,
როგორც პიროვნების
ზნეობაზე
მისი ერის
ბედ-იღბალი,
მოქალაქის
ზნეობაზე
მისი
სახელმწიფოს
ავ-კარგი და
პირუკუ. ისინი
ერთმანეთის
შვილები
არიან...
ზნეობა ის
შინაგანი
ძალაა, რომლის
წყალობითაც
პიროვნება
საქციელს
იწესრიგებს,
რომლის წყალობითაც
თავის პირად
მოთხოვნილებებს
ერისა და მისი
სახელმწიფოს
საჭიროებებს
უთანხმებს...
მცირე ერი
სახელმწიფოს
ვერ შექმნის, თუ
ამით
კაცობრიობის
ან მისი ერთი
ნაწილის წინაშე
რაიმე
სამსახური არ
აღასრულა.
სახელმწიფოს
არსებობას
საერთაშორისო
ფუნქცია, ისტორიული
მისია
სჭირდება...
მაგას სხვაც
ბევრი რამ
სჭირდება,
სანდრო, ჩაერია
ელიზბარ
კარიჭაშვილი.
ჯერ არის და,
თვით
ფუნქციის
ისტორიული
საჭიროება
უნდა შეიქმნას.
მერეა და, ერს,
რომელიც ამა
თუ იმ მისიას იკისრებს,
საამისო ნიჭი,
ენერგია,
ბრძოლისა და
ძლევამოსილების
ჟინი უნდა
მოსდგამდეს.
თავისთავად
ცხადია და
მაშინ ასე
დავიწყოთ: მსოფლიოს
ერთ-ერთ
გეოგრაფიულ
რაიონში
ამიერკავკასიაში
დაისახა
გარკვეული
ფუნქცია და, მაშასადამე,
სახელმწიფოს
შექმნის
ისტორიული
საჭიროებაც.
აქ
ქართველები
ვცხოვრობდით და
საჭიროებას
ვუპასუხეთ შევქმენით
სახელმწიფო.
ქართველთა
ქრისტიანული
სახელმწიფოს
არსებობას
სული იმან
ჩაუდგა, რომ
დასავლეთის
ქრისტიანული
ცივილიზაციისთვის
განაპირა
გოდოლის როლი
ვიკისრეთ აღმოსავლეთში.
მეორე მხრივ,
სპარსეთისა
და ბიზანტიისთვის
ის ძალა
გავხდით,
რომელსაც ჩრდილოეთ
მომთაბარეთა
სამხრეთული
ლაშქრობების
დაკონტროლება
შეეძლო.
სახელმწიფოს
შექმნამ
წესრიგი, სტაბილურობა
მოიტანა.
მაშინ
ქართველთა
მიწა-წყალზე
გაიდო და
გადაჯვარედინდა
დიდი სავაჭრო
გზები.
განვითარდა
ეროვნული
ეკონომიკა, რომელმაც
აზიურ
აღებმიცემობაში
მნიშვნელოვანი
ადგილი დაიკავა.
ასეთი
მსოფლიო-ისტორიული
მისიის აღსრულება
ნიშნავდა
ათასნაირი
მტრის
მოგერიებას
და
სახელმწიფოც
საომარ
ყაიდაზე
გვქონდა მომართული.
პიროვნებამ,
მოქალაქემ,
ცხადია, ერის
ფუნქცია,
სახელმწიფოს
მისია
გაიმეორა: მტრის
მოგერიება,
ომი
ადამიანის
ძირითად საქმიანობად
იქცა
ცხოვრებად!
ცხოვრება
სულიერი და
ხორციელი
სარჩოს
მოპოვების
პროცესია,
ხოლო ზნეობა ამ
პროცესის
მომწესრიგებელი
ძალა. შეიქმნა
ვითარება,
როდესაც
მოქალაქის ცხოვრების
ავ-კარგი
სახელმწიფოს
ძლევამოსილებაზე
ეკიდა და
სახელმწიფოს
ინტერესებისთვის
რაიმეს
დაშურება საკუთარი
სიცოცხლისთვის
დაშურებას
უდრიდა. ამიტომ
ამოქმედდა და
დროთა
განმავლობაში
დამკვიდრდა
ზნეობრივი
პრინციპი: ჯერ
ვაძლევ ერსა
და
სახელმწიფოს
რაც კი რამ
მაბადია, და შემდეგღა
ვიღებ მისგან
იმდენს,
რამდენსაც დავითრევ,
ან რამდენსაც
მარგუნებენ
და გადმომიგდებენ.
მაშინდელი
კაცობრიობა
ამ დონეზე
იდგა, სამართლიანობაზე
თავისებური
წარმოდგენები
ჰქონდა. ასეა
თუ ისე, ზემოთ
მოყვანილი
ზნეობრივი
პრინციპი,
საბოლოო
ჯამში, ჩვენი
სახელმწიფოს
საერთაშორისო
ფუნქციამ,
ისტორიულმა
მისიამ
ჩამოაყალიბა
და ამან კი,
ანუ დროთა
ვითარებაში
დამკვიდრებულმა
ზნეობამ
სახელმწიფო
შეინახა. ეს
რაც შეეხება
იმას, თუ რა
თვისება
დაკარგა ჩვენმა
ერმა.
ქალბატონმა
ნანომ
ჭეშმარიტება
ბრძანა:
თავისუფლების
სამშობლოს,
სახელმწიფოებრიობის
სიყვარული
დაკარგა, ანუ
ის ზნეობა,
რომელზეც,
ჩემო ელიზბარ,
მე ასე
დიდხანს და ამდენი
უცხოური
სიტყვებით
ვილაპარაკე.
თვით
სადღეგრძელო
კი მოკლე
იქნება: გოგიმ
აკი თქვა
მომხდურთან
ბრძოლის,
სამშობლოს
დაცვის, სახელმწიფოს
შენახვის
პირობა
სიყვარულიაო, მაშინ,
ქართველებს
და მსგავსი
ისტორიის მქონე
სხვა ერებს,
ცხოვრების
ფუძედ,
საძირკვლად სიყვარული
ჰქონიათ.
სიყვარულს
უშენებია
მტრობით დანგრეული
და ამ
სიყვარულისას
სიამოვნებით
დავლევ!
სანდრო
კარიძე ჯამს
დაეწაფა ნელა,
სვენებ-სვენებით
დაცალა.
მოულოდნელად
საინტერესო
სადღეგრძელო
გამოვიდა და
სუფრა ცოტა
ხნით ჩაყუჩდა.
მერე ერთად
ავლაპარაკდით
კარიძის ნათქვამს
ვაანალიზებდით
და
ვავითარებდით.
ეგ
საინტერესო
აზრია,
სანდრო,
ცხოვრების ფუძედ
სიყვარული
ჰქონიათო. მე
ფილოლოგიაში
ჭიპი არ
მომიჭრია,
მტკიცება
გამიჭირდება,
მაგრამ
ჩვენამდე
მოღწეული
ქართული
მუსიკის, ლიტერატურისა
და
ზეპირსიტყვიერების
დიდი ნაწილი
სწორედ მაგ
პერიოდშია
შექმნილი და
ერთი მაგალითიც
არ ვიცი, რომ
ნაწარმოებში
სიცრუე,
ბოროტება და
ძალმომრეობა
იმარჯვებდეს.
სულგრძელობა,
თავდადება და
სიყვარულია
ყველაფრის
ჩონჩხი,
სისხლი და
ხორცი. იმ
ყველაფრისა,
რა თქმა უნდა,
რაც
წაკითხული ან
მოსმენილი
მაქვს, ვთქვი
მე.
არაკი
ვიცი ერთი მე,
ჩვენი არ არის
ის, ნანოს მიმართა
ლაზმა. ლომია
დაჭრილი იმ
არაკში, სისხლი
მოსდის
მკერდიდან და
გარშემო
აფთრებს სიხარული
აქვთ და
ზეიმი, ლომი
რომ კვდება და
ლეში მათ რომ
დარჩებათ,
იმიტომ.
გაგულისდება
ლომი,
მოიკრებს
უკანასკნელ
ძალ-ღონეს,
წამოუხტება
აფთრებს,
სისხლის
გუბეს დააყენებს
მათსას.
იბრძოლებს
დიდს,
გამოელევა ილაჯი,
ჩავარდება
მათი სისხლის
გუბე
ში და
ბანაობს შიგ.
ისეა არაკში,
რომ მტრის და მოშურნის
სისხლმა უნდა
მოუშუშოს და
შეუხორცოს
ჭრილობა ლომს.
ახლა, არწივი
რომ არის, ქართული
ლექსი: მისი
დამწერი დიდი
კაცია ძალიან
ქართველებში
ყველაზე დიდი
იყოს, იქნება,
დღეს. იცით
თქვენ ეს. ამ
დიდ კაცს
რატომ არ
მოუვიდა აზრად,
ნეტავი, მისი
არწივიც რომ
წამოფრენოდა
ყვავ-ყორანს,
ბუმბული
გაეფანტა
მათი და შვება
მიცემოდა
ამით? რატომ
და, ასე რომ
ექნა, გაბოროტების
და ჯავრის
ამოყრის
მაგალითი უნდა
მიეცა
სხვისთვის. არ
ქნა მან ეს.
მესამედ გაიმეორებ
შენთვის, თუ
პირველად
წაიკითხავ
არწივის
სიბრალული,
თანაგრძნობა
გეწვევა კაცს
ჯერ, მის
მხარეზე
დაგაყენებს,
ღონემიხდილს და
განწირულს
შეგაყვარებს
ლექსი. მაგ
კაცს განგებისგან
აქვს მადლი
დასხმული
საამისოდ,
ადვილად
შეუძლია ეს.
შეგაყვარა და,
რომ მიაღწია
ამას, გენდობა
უკვე. იცის,
რასაც
გააკეთებ,
სიყვარულიდან
გამოსული
იქნება ის.
ამიტომ არის,
რომ არ
გირჩევს და არ
გეუბნება, ასე
და ასე მოიქეციო,
ლაზი წამით
დაფიქრდა და
დასძინა:
ნამდვილი რაც
არის,
ყველაფერში
ასე უნდა იყოს,
მგონია. უნდა
დავაკვირდე,
ერთი, ამას.
ეს
ყველაფერი
კარგი, მაგრამ
ლაპარაკში
გავათენოთ
ნამდვილი
საქმე ვიღამ
აკეთოს!
განაცხადა
კარიჭაშვილმა.
ნანო, შენი
ჯერია. შემდეგ
სადღეგრძელოს
ვინც იტყვის,
ორი ჯამით დალიოს,
თორემ
არჩილა და
ერვანდა
შემოგვივარდებიან,
პანღურის
ცემით
გაგვყრიან!
შენ ამ
ნამდვილ
საქმეს რომ
გადაყევი,
მიტომ გეძახიან,
ბოლო დროს,
ყოფილ
მსახიობს,
ჩაილაპარაკა
სანდრო
კარიძემ.
მე ხელოვანი
ვარ, სანდრო
კარიძევ, და
არა ტაშის
მხვეჭელი
ტაკიმასხარა,
მიუგო
კარიჭაშვილმა
გაღიზიანებით.
ახალგაზრდა
ვიყავი,
სცენამ და
დარბაზის
გრიალმა
მიმიტყუა, რა
ვიცოდი κσδΰ βλεχες νΰψ ζΰλκθι ζπεαθι.
და ან რა იყო
ნამდვილი
ხელოვნება!
ახლა ხომ იცი?!
ჩაიქირქილა
კარიძემ.
ახლა ვიცი!
ნამდვილი
ხელოვნება,
სანდრო, უპირველესად
ყოვლისა,
სინდისია,
პატიოსნებაა. უფლება
არა მაქვს,
ხალხს
საშუალოდ
გაკეთებული
როლი ვაჩვენო.
ეს ერთი.
მეორე ისა,
რომ უფლება
არა მაქვს,
სიცრუე
ვუთხრა კაცს
და ეროვნული
ავბედობით
ჭეშმარიტ
გზას
აცდენილი
ხრამში
გადავჩეხო.
ამიტომ
ყველაფერს და
ყველანაირს არა
ვთამაშობ. აი,
წელიწადია,
როლს
ვამზადებ. იქნებ,
კიდევ
წელიწადი
მოვანდომო.
სამაგიეროდ,
სულის
დამწმენდსა
და
ამამაღლებელს
ვაჩვენებ. თუ
მაყურებლის
თვალებში
შევნიშნე, რომ
მიზანი
დაძლეულია,
მაშინ
თეატრში
ტაშის მოსასმენად
შენ დარჩი, მე
აქეთ
გამოვიქცევი,
გოგიასთან და
ველისციხელ
ერვანდასთან
ერთად ღვინოს
დავლევ,
წასული
კვირის
ჭიდაობაზე
ვილაპარაკებ.
მიდი,
გენაცვალე,
შენა და
შენისთანა
მკილავებმა
ყოფილი
მსახიობი
მიძახეთ,
ყაბულსა ვარ...
ნანოს ჭირიმე,
გისმენთ!
აააპ, სმენა
იყოს!!!
დასჭექა
ელიზბარმა.
სანამ მე
ვიტყოდე
რამეს, უკვე
ნათქვამს
ზოგი რამ უნდა
დაემატოს,
თქვა ნანომ.
სახელდობრ,
ბატონმა
სანდრომ
ბოლომდე უნდა
გაგვიზიაროს
თავისი
შეხედულება.
დიახ,
ქალბატონო,
ბრძანეთ,
რომელი
შეხედულება,
დაფაცურდა
კარიძე.
თქვენ
ილაპარაკეთ
იმაზე, თუ რა
დავკარგეთ, მაგრამ
არაფერი
გითქვამთ,
როგორ
დავკარგეთ
ეს ერთი, და რანი
ვართ დღეს
მეორე.
უმაგისოდ
ჩემს სალაპარაკოს
სადღეგრძელოსთან
ვერ
დავაკავშირებ
და დიაცის
აბდაუბდაში
ჩამომერთმევა
ნათქვამი.
სიამოვნებით,
თუკი დამსწრე
საზოგადოება
მოთმინებას
გამოიჩენს.
სულ სამი წუთი
დამჭირდება,
შეგიძლიათ,
საათი
დანიშნოთ,
მამაო ჩვენოსავით
ვიცი,
ღიმილით
მიუგო
კარიძემ.
მიდი, სანდრო,
წააქეზა
კარიჭაშვილმა.
მუსაიფი
მაინც
შეგრჩეს. რა
ვიცით, ხვალაც
ცოცხლები ვიქნებით?
სანდრო
კარიძემ
პაუზა იხელთა
და დაუყოვნებლივ
დაიწყო:
სამწუხაროდ,
ყველაფერი
წარმავალია
მზისა ქვეშე,
ჯერ იყო, სლავთა
ფეოდალური
სახელმწიფოების
ჩამოყალიბებამ
სამხრეთის
იმპერიებს
ჩრდილოური
შემოსევების
საშიშროება
შეუმსუბუქა
და ქართველთა
სახელმწიფომ
ტრამალების
ხალხებთან
წინამბრძოლის
ფუნქცია
დაკარგა.
შემდეგ,
ისედაც მიხრწნილი
ბიზანტიის
იმპერია
ჯვაროსნებმა
და თურქებმა
მოაშთეს.
კათოლიკურ
ქრისტიანობას
იმდენად სერიოზული
ჭია შეუჩნდა,
რომ მისი
არსებობის
შესანარჩუნებლად
ინკვიზიციის
დაარსება
შეიქნა
საჭირო. როცა
ციტადელი
ირყევა,
გოდოლის მეციხოვნეთა
ბედიც ბეწვზე
ჰკიდია.
ერთმორწმუნე
სამყაროსთან
არსებული
კომუნიკაციები
დაირღვა და
საქართველოს
იდეოლოგიური
ფუნქციაც
თანდათან გაუქმდა.
კიდევ ცოტა
ხანი და,
ზღვაოსნობის
განვითარებამ
აღმოსავლეთთან
სავაჭრო
გზები წყლებზე
გადაიტანა.
ამით
ეკონომიკური
ფუნქციაც
გამოგვეცალა.
მოკლედ რომ
მოვჭრათ, ერთ
მშვენიერ
დღეს აღმოჩნდა,
რომ
საერთაშორისო
ფუნქციები
გაუქმდა და
მსოფლიო-ისტორიული
მისია აღარ
გაგვაჩნია.
კაცობრიობისთვის
წესიერი
საქმეების მკეთებელი,
ძლევამოსილი
სახელმწიფო
წვრილმანი
სამთავროების
კინკლაობის
ასპარეზად და
ყველა
მოცლილი თუ
მოუცლელი
დამპყრობლის სარბიელად
იქცა. რუსეთთან
შეერთებამდე
საქართველოს
ისტორიის
ბოლო ხუთ
საუკუნეს
თამამად
შეიძლება, დაერქვას
ხუთასწლოვანი
ომი ფიზიკური
არსებობის
შესანარჩუნებლად
და შექმნილი
კულტურის
გადასარჩენად.
საყურადღებოა,
რომ ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ
აზროვნებას
მუდამ და ამომწურავად
ესმოდა სახელმწიფოებრივი
ინსტიტუტის
ისტორიული მისიიდან
წარმომავლობის
აუცილებლობა.
დიდ მასშტაბებში
ეს იდეა
პირველად
ვახტანგ გორგასალის
ხელით
განხორციელდა.
ტრამალის ხალხებთან
წინამბრძოლობის
ფუნქცია როცა
გაუქმდა,
მაშინ დავით
აღმაშენებელმა
და მისმა პოლიტიკოსებმა
წინა აღმოსავლეთის
კულტურულ-პოლიტიკური
ხელმძღვანელის
ფუნქციით
აღჭურვეს
ქართველთა სახელმწიფო
და ამ მიზნის
განხორციელების
მტკიცე
საფუძველი
შექმნეს.
მსოფლიო
ქრისტიანულ
ცივილიზაციას
და, კერძოდ,
ბიზანტიის
იმპერიას რომ
საძირკველი
მოერყა,
თამარის
სახელმწიფომ
მართლმადიდებელი
სამყაროს
ჰეგემონობაზე,
სამაჰმადიანოში
წესრიგის
დამყარებაზე
განაცხადა
პრეტენზია. ამ
მხრივ,
საქმეები
რიგიანადაც
წარიმართა,
მაგრამ
მონღოლობამ
მოგვისწრო და
ჩვენს
ისტორიაში
უმნიშვნელოვანესი
კატაკლიზმი
გამოიწვია.
თვით ერეკლეს
პოლიტიკაც
ვახტანგ
გორგასალის ოპერაციის
გეოგრაფიულად
შებრუნებული
განმეორება
გახლდათ
საყრდენით
ჩრდილოეთში
და მახვილით
სამხრეთში,
მაგრამ ამ
ვითარებამდე იმდენად
გაჩანაგებულებმა
მივაღწიეთ,
რომ რუსეთმა
ქართველთა
მოკავშირეობას
მათი მფარველობა
ამჯობინა,
სხვათაშორის,
თვით ქართველებმაც
მფარველობის
ქვეშ ყოფნა
ამჯობინეს...
ყოველივე ეს
იმისთვის
ვთქვი, რომ
წინაპართა
სიბრძნე და
მოცადეობა
აღუნიშნავი
არ
დარჩენილიყო,
მათი შრომა
წყალში არ
გადაყრილიყო...
დიახ, ის
საზარელი
ხუთასი
წელიწადი!
ვისაც
მიუკერძოებლობა
და განათლება
ჰყოფნის,
იმისთვის
ჩვენი ისტორიის
ამ პერიოდთან
მხოლოდ
ამერიკელი
ინდიელების
ანალოგია
არსებობს.
სხვა
პარალელი არ
მაგონდება.
ასეა თუ ისე,
სიცოცხლისა
და კულტურის შენარჩუნებაც
ფუნქციაა,
მაგრამ
ვიწრო-ეროვნული,
ძლიერი
სახელმწიფოს
არსებობისთვის
უვარგისი.
ქართველთა
სახელმწიფო,
ფაქტიურად, გაუქმდა.
მისი
ავ-კარგის
მიმართ ერის
ძირითად
მასას ქვეცნობიერი
თუ
გაცნობიერებული
პასუხისმგებლობა
მოუდუნდა,
ხოლო
მრავალმა
დამარცხებამ
და აოხრებამ
მოქალაქეს
ძლევამოსილების
რწმენა
დაუკარგა.
სწორედ ამან
მოახდინა ერის
ზნეობაში
პირველი ძვრა
დაკნინებისკენ.
მთავარი
სამუშაო ფუნქციის
კერძო-ეროვნულმა
ხასიათმა,
საერთაშორისო
უმნიშვნელობამ
შეასრულა:
ცხოვრება
სიცოცხლის
შენარჩუნების
პროცესად
იქცა, ხოლო ამ
პროცესმა
თავისი
მომწესრიგებელი
ფაქტორი, ანუ
შესაბამისი
ზნეობა
ჩამოაყალიბა,
თავკერძული
ელემენტებით
უხვად
შეზავებული,
ძლიერი სახელმწიფოს
დროინდელთან
შედარებით
დაბალი და კნინი.
მართალია,
კერძო-ეროვნული
მიზნისთვის,
მაგრამ ხალხი
მხარდამხარ
იდგა,
ადამიანს ერთობისა
და ერისთვის
თავდადების
უნარი საკმაოდ
გამახვილებული
ჰქონდა.
ხუთასი წლის
გააფთრებული
წინააღმდეგობის
შემდეგ ერი
ხორციელად
განადგურდა,
სულიერად
გადაიღალა.
სხვა გზა აღარ
იყო და
ერთმორწმუნე
ერი
მოვიყვანეთ.
დასავლურ კულტურასთან
პირდაპირი
კონტაქტების
უძველესმა
წყურვილმა
ახალ ფორმაში
ჰპოვა განხორციელება:
ევროპის
უდიდესი
სახელმწიფოს
ნაწილად
ვიქეცით!
რუსეთთან
შეერთებამ
ყველა პრობლემა
ერთბაშად
მოხსნა.
გაგვათავისუფლეს
ომებისგან, ლეკიანობისგან,
ამოწყვეტის
საშიშროებისგან,
ბაგრატიონთა
ათასწლოვანი
დინასტიისგან
და
გადასახადებისგანაც
კი. ეს
შესვენება ქართველი
ერისთვის
გადაუდებელ
საჭიროებას წარმოადგენდა,
მაგრამ ერთი
კანონზომიერი
რამ მოხდა:
ისტორიულად
კაცობრიულ და
ეროვნულ
ვალდებულებებს
დაჩვეული
ქართველი
კაცი
უამოცანოდ
დარჩა, მას აღარაფერი
მოეთხოვებოდა,
სრულიად
აღარაფერი;
ერი
დაემსგავსა
საძოვარზე
მიშვებულ ნახირს,
რომელსაც
მხოლოდ ერთი
საქმე აქვს
სძოვოს. ასი
წელიწადია
ვბალახობთ,
ჩვენი
ერთადერთი
ფუნქციაა
ვჭამოთ,
ვსვათ,
შვილები
ვზარდოთ.
გათავდა. ასეთმა
ფუნქციამ
ძველი,
ტრადიციული
ზნეობა გადააგვარა
და დღეს თუკი
ვისმე
თავისუფლების,
სამშობლოს,
სახელმწიფოებრიობის
სიყვარული
აქვს, მხოლოდ
იმის ბრალია,
რომ ზნეობა
უმდგრადესია
სულიერ
ღირსებათა
შორის. აი,
ჩემი აზრით,
ეს დავკარგეთ,
ქალბატონო
ნანო. რანი
ვართო, რომ
ბრძანეთ,
უდიდეს
ბოდიშს ვიხდი,
მაგრამ სიმართლე
უნდა
მოგახსენოთ:
საშოვარს
გადაგებული
გათითოკაცებული,
ყოფილი ერი.
დავამთავრე,
ელიზბარ,
შეგიძლია,
საათს დახედო.
როგორ
გამოდის,
სიჩუმე
დაარღვია
შალითურმა. სანამ
კავკასიაში
შენი ფუნქცია
ისევ არ შეიქმნება,
იქამდის
ქართველებისთვის
სახელმწიფო
ფა-ფუ?
ფა-ფუ!
დაუდასტურა
კარიძემ.
შალითურმა
გადაიხარხარა.
ყურადღებას
გთხოვთ,
ბატონებო!
ნანომ ჯამი აიღო.
სიჩუმე
ჩამოდგა.
ამას წინათ
ირაკლის
კანტორაში
ვისხედით,
სიტყვამ
მოიტანა და
ამათ ვუამბე,
აფხაზეთში
ორმოცამდე
სხვა
ადამიანთან
ერთად რომ გაგვძარცვეს
მე და ჩემი
ქმარი. თქვენ
ნუ გამიბრაზდებით
ლაზო, ირაკლი,
ამათ
გავაგებინებ,
როგორც იყო და
მერე იმ
ნაწილსაც
ვიტყვი,
რომელიც თქვენთვის
არ მიამბნია.
მოკლედ
ჰყვებოდა. ყველა
განაბული
უსმენდა, მე
და ლაზიც კი.
უმთავრესად
შალითურს
მიმართავდა,
ალბათ, იმისთვის,
რომ
უთანხმოების
ჭაობიდან
საბოლოოდ ამოეყვანა
და ჩვენი
მოლხინე-მომუსაიფე
სამეფოსთვის
დაებრუნებინა
ეშმაკის
მანქანებით განზე
გასხლეტილი
საერისთაო.
წარმოიდგინეთ,
შალითური ნელ-ნელა
გამხიარულდა.
ნანო
გაძარცვის
ამბავს,
ამჯერად, სულ
სხვა სტილში
ჰყვებოდა.
მისი გონება
შემთხვევის
სასაცილო
მხარეებზე
იყო გამახვილებული,
თვალი
იუმორისტული
სიტუაციებისკენ
მიმართული.
მთელ ამ
ოპერაციას,
როგორც მერე
გამოჩნდა, სულ
ოთხი კაცი
აწარმოებდა: თვით
სარჩიმელიას
და კიდევ ერთ
მის დამქაშს გზიდან
ხალხი
მოჰყავდათ,
ძარცვავდნენ,
ნაძარცვს
ტომრებში
ანაწილებდნენ.
ერთი ყაჩაღი თავს
გვადგა,
ალბათ,
შესაძლო
ამბოხის
ჩასახშობად.
მოშორებით,
ჩვენს ზურგს
უკან, გორაკი
იყო, იქიდან
წარამარა
სტვენა
ისმოდა.
შეშინებულ გუნებაზე
ისე გვეგონა,
რომ
ყაჩაღების
ძირითადი ძალა
გორაკზე იყო
განლაგებული.
თურმე ნუ იტყვით,
ერთადერთი
კაცი ზის ხის
ძირას, გზასა
და უკვე
გაძარცულებს
ზემოდან
გვითვალთვალებს
და დროდადრო
უსტვენს, რომ
ის სამი
ყაჩაღი არ
გვეცოტაოს...
მოიცა, ქალო,
სიცილით
შეაწყვეტინა
ელიზბარ
კარიჭაშვილმა.
ეგრე,
დედიშობილად
და ერთად
დაგსხეს
ქალიცა და
კაციც?
არა,
მძარცველებს
შენზე მეტი
კდემამოსილების
გრძნობა
აღმოაჩნდათ,
ცალ-ცალკე
ვიყავით, მაგრამ
მამაკაცებსა
და
დედაკაცებს
შორის ორიოდე
ნაბიჯი იყო.
ერთმანეთისა
ყველაფერი რიგიანად
გვეყურებოდა.
ერთი სიტყვით,
ვსხედვართ,
სარჩიმელიას
დაბრუნებას
ველოდებით.
ხალხი ერთ ჩურჩულსა
და
გადალაპარაკება-გადმოლაპარაკებაშია.
ზოგი რას
ამბობს და
ზოგი რას.
ვიღაც გატიტვლებულმა
დედაბერმა
გადაკამკამებულ
ცას ახედა და
თქვა, წვიმა
რომ
წამოვიდეს, რა
გვეშველებაო.
ერთი
ტანმორჩილი
კაცი იყო,
საშინლად
აინტერესებდა,
გზაზე
ჩასაფრებული
სარჩიმელია,
სახელდობრ,
ვის
მოიყვანდა და
ძალიან
უნდოდა, რომ
მის ბადეს
რიგიანად
აღარ მახსოვს
ვინმე ბაბუხადია
თუ
მითაგვარია
ამოჰყოლოდა.
ამის წარმოდგენაც
კი უდიდეს
სიხარულს
ჰგვრიდა, ხელებს
სიამოვნებით
იფშვნეტდა და
წინასწარ სიცილით
კვდებოდა.
მთავარი
სალაპარაკო
კი მაინც ის
იყო, თუ ამ
ოპერაციის
შედეგად ვინ
რა დაკარგა.
გაძარცულები
წართმეული
ნივთების საფასურს
და ფულის
რაოდენობას
ერთს ათად,
ზოგჯერ, ერთს
ოცად
ამბობდნენ,
ერთმანეთს
დანაკარგის
სიდიდეს
ეტრაბახებოდნენ.
მხოლოდ ერთმა
თქვა ახალგაზრდა,
ღინღლა ბიჭმა
არც რამე
მებადა, ვერც
რამე წაიღეს
და, ნეტავი, აქ
რას ვუზივარ,
რას მემართლებიანო.
მდიდარი
თურქის
მსახური იყო,
პატრონთან
ერთად
მოიყვანა
სარჩიმელიამ,
თორემ თვით
ბიჭი,
მართლაც, ვის
რაში სჭირდებოდა.
აბა, ამდენი
დროა გასული,
ყველაფერი
წარსულშია,
ახლა იმ
თავგადასავალზე
მასხრობით ლაპარაკი
ადვილია,
მაგრამ მაშინ,
იმ ვითარებაში,
სრულიად
სასოწარკვეთილი
ვიყავი. ვისაც
გონება უჭრის,
ადვილად
წარმოიდგენს,
თუ რა მოჰყვებოდა
იმას,
სარჩიმელიას
რომ თავისი
დაპირება
შეესრულებინა
და
გამოსასყიდი
თანხის გირაოდ
წავეყვანე
თან... განა
მხოლოდ ჩემს
ბედ-იღბალსა
და
მომავალზეა
სალაპარაკო?
ის შეურაცხყოფილი
ხალხი?.. ერთი
თხუთმეტ-თექვსმეტი
წლის გოგონა
ექიმთან
ერთად
გადმოიყვანა
გზიდან
სარჩიმელიამ.
გოგონა
ყაჩაღებს
მუხლმოდრეკითა
და ქვითინით
ემუდარებოდა,
დედა
მიკვდება,
ოჩამჩირეში
ექიმის
წასაყვანად
მოვედი,
გაგვიშვით,
ეგებ ცოცხალს
მივუსწროო!
ვიღაც ქალი
თმებს
იგლეჯდა,
ქვრივმა
დედაკაცმა
ქალიშვილი რის
ვაი-ვაგლახით
გამოვზარდე,
მთელი
სიცოცხლე სამზითვო
ფული ვაქუჩე,
ოცი თუმანი
შევაგროვე და
ამ
არამზადებმა
წამართვესო...
ყველაფერს
რას ჩამოთვლის
ადამიანი.
საშინელება
იყო და არც საიდანმე
ხსნა ჩანდა.
Γξροξδθν, οπξρςθςε, οξζΰλσιρςΰ, გაისმა
ჩემს
გასწვრივ
მამაკაცების
ჯგუფში. Γξροξζΰ, ξγπΰαλεννΰ βμερςε ρ
βΰμθ, Βΰψΰ ζενΰ? ჩემს
ქმარს
ეკითხებოდა ერთი
მუხლს ქვემოთ
ფეხწაკვეთილი
მამაკაცი. შირერმა
ცოტა
დააყოვნა და
ბოღმით მიუგო:
Δΰ, ρσδΰπό, γξροξζΰ ξγπΰαλεννΰ βμερςε ρξ μνξι μξ ζενΰ!
ΰκ βξς χςξ: γπΰαθςελθ ύςθ υξςό θ δξρςΰςξχνξ ρβθπεοϋ, ξδνΰκξ β ζενωθν
ρςπελςό νε ρςΰνσς. έςξ δξλγξ ξαϊρνςό, οπξψσ οξβεπθςό μνε νΰ ρλξβξ. Ρκΰζθςε
Βΰψει ζενε, οσρςό ρκλξνθς ξρςΰλόνϋυ ζενωθν... Νσ, κπθχΰςό, οπθχθςΰςό, βϋςό.
Οσρςό ψσμς θ νε σμξλκΰώς, ερλθ δΰζε γπΰαθςελθ οπθαεγνσς κ σγπξηΰμ...
Χςξ ύςξ δΰρς, ρσδΰπό!
Μθνθμσμ οπθαλθζενθε κξνφΰ ύςξι οξδλξι οπξφεδσπϋ! Οεπεδΰιςε ύςξ ζενε νΰ
Βΰψεμ ηϋκε, πΰηαξινθκ οξδρλσψθβΰες...
შირერმა
ფეხწაკვეთილი
კაცის
წინადადება აწონდაწონა
და მიუგო:
Νε νΰδξ, ρθδθςε ροξκξθινξ, ρσδΰπό!
ყველაფერი
გავიგონე.
დარწმუნებული
ვარ, სწორედ
იმ ხმაზე და
იმ ვარაუდით
იყო ნათქვამი,
რომ გამეგონა.
საქმე ჭკუაში
დამიჯდა,
მაგრამ მისი
სისრულეში
მოყვანის
ხერხი იყო
საპოვნელი.
მაინცდამაინც
რიგიანი
ვერაფერი
გამოვიგონე
და როცა
გუშაგმა
მამაკაცებისკენ
გადაინაცვლა
ქალებს
გადავულაპარაკე:
მოდით,
ქალებო,
ყველამ ერთად
ავტეხოთ
მოთქმა და
წივილკივილი.
დედაკაცები
ვართ, ვერ
გვესვრიან, ნუ
გეშინიათ. თუ
ხმამაღლა და
დიდხანს
ვიყვირებთ,
ეგებ გზიდან
გადმოგვეშველოს
ვინმე, ან
ეგებ თვითონ
ყაჩაღებს
შეეშინდეთ და
თავი
დაგვანებონ.
ვიყვიროთ, ქალებო!
ცუდი
არაფერია
მოსალოდნელი.
ზოგმა
ქართული
იცოდა და
აზრსაც
მიმიხვდა. ზოგს
არ გაეგებოდა
და წავიდა
კითხვა-პასუხი,
რა თქვაო.
მიუხედავად
ამისა, ორი,
სამი წუთიც არ
გასულა, უკვე
ყველასთვის
ცნობილი
გახდა ჩემი
წინადადების
არსი და ხმას
კი არავინ
იღებდა. გვერდით
ქალი მეჯდა,
ვკითხე, რას
იტყვი-მეთქი.
რომ
გვესროლონ?
ნუ გეშინიათ
არ გვესვრიან!
რაცხა შვიდი
მანეთი
წამართვეს და
თავი მოვაკვლევიო,
აწი?
ცხრა თუმანი
წაიღეს,
ოხრებმა,
მაგათ, მარა
არც ცხრა
თუმნად
ივარგებს
ჩემი
შვილების
დაობლება!
იყვიროს
სხვებმაც და
ვიყვირებ მეც,
მაშინ.
კი. ყველა თუ
იყვირებს,
მაშინ კი.
ესე
ილაპარაკეს
და სიჩუმე
ჩამოვარდა.
გამიელვა, რომ
მაგალითის
მიცემა იყო
საჭირო. ერთად
თუ არა,
ნელნელა
მაინც
ამყვებიან-მეთქი.
დავიწყე
ხმადაბალი
მოთქმა და
ტირილი. მხარი
არავინ ამიბა.
ხმას ვუმატე
ისევ
განაბულები
ისხდნენ,
კივილი
მოვრთე და
ერთადერთი
შედეგი ის
იყო, რომ
შეშინდნენ,
ამ სულელი
ქალბატონის
გულისთვის არ
დაგვხოცონო,
მაგრამ უკვე
როლში ვიყავი
შესული და ჩემი
დაშოშმინება
არცთუ ადვილი
გახლდათ. იმ ყაჩაღმა,
ჩვენ რომ
გვყარაულობდა,
ერთხანს უღრმესი
განცვიფრებით
მიყურა. მერე
ჩემსკენ წამოვიდა,
თავზე
დამადგა და
კიდევ მიყურა.
მერე არც
აცია, არც
აცხელა აიღო
და თავში კაი
ლაზათიანად
ჩამითხლაშუნა.
ამდენ
უზრდელობას
არ მოველოდი,
გაკვირვებამ
მყისვე
დამადუმა, განაბული
ავაცქერდი.
ყაჩაღმა
პაუზით
ისარგებლა და
ღიმილით
მითხრა:
ქალბატონო,
რა გაყვირებს
ნეტავი!.. იმის
იმედად თუ
ხარ, რომ აგენიც
იყვირებს
აგენი
მორჩილებას
არიან მიჩვეული.
ეეეჰ,
ქალბატონო, არ
გცოდნია,
თურმე, მაგ საქმე
შენ. აგერ,
ჩვენ რომ
გვხედავ
ნამეტანი კარგად
ვიცით ჩვენი
საქმე ჩვენ.
მიტომ ვშვრებით
ამას, რომ
ვიცით, რაც არ
იცის კაცმა,
არ უნდა
ჩაიდინოს ის.
მიტრიალდა და
წავიდა.
შირერმა
გადაიხარხარა.
არა მწყენია
მეუხერხულა,
შემრცხვა,
ძალიან
შემრცხვა,
ჭარხალივით
გავწითლდი.
როცა
უხერხულობის
გრძნობამ გამიარა,
თვალი
მამაკაცებისკენ
გადავაპარე. სახეზე
ყველას
დამცინავი
ღიმილი
უთამაშებდა
და ხელმეორედ
მეუხერხულა,
ისევ
შემრცხვა. ფეხწაკვეთილი
კაცი იჯდა,
ულვაშს
იწვალებდა,
რაღაცის
ვარაუდსა და
მოსაზრებაში
იყო გართული,
მაგრამ მე
თავის
დასამშვიდებლად
გავიფიქრე, რომ
ჩემს მარცხს
თანაუგრნობდა.
გაძარცვად
ღირებული,
ალბათ, დროზე
ვეღარავინ
ნახა გზაზე სარჩიმელიამ,
რომ ჩემი
მოთქმის
შემდეგ ბარე
ნახევარი
საათი გავიდა,
სანამ
დაბრუნდებოდა.
მთელი ჯგუფი
მოიყვანეს
ორი მამაკაცი
და სამი ქალი. ამ
ხალხის
დამუშავებაში
იყო და ჩვენი
მხრიდან ტყეს
ორი კაცი
გამოსცდა
ერთი წინ
მოდიოდა; წარმოიდგინეთ:
წელს ზემოთ
შიშველი, წელს
ქვევით
პერანგის
ამარა. ესე
იგი პერანგის
სახელოებში
ჰქონდა
ფეხები
გაყოფილი და
წელამდე ამოტანილი
კალთა ხელით
ეჭირა. სხვა
რა გზა იყო,
უნდა სჭეროდა!
კოხტად
ჩაცმულ-დახურული
კაცი მოსდევდა,
ყალყზე
შეყენებული
მაუზერით ხელში.
სხვა იარაღიც
ბლომად ეკიდა
თავისი
ცალკე და იმ
წელქვეით
პერანგის
ამარა კაცისა
ცალკე. გეზი
სარჩიმელიასა
და
ნაძარცვისკენ
ჰქონდათ.
ამ
მოულოდნელმა
და საოცარმა
გამოცხადებამ
საერთო
დაბნეულობა
შემოიტანა.
ჩვენი გუშაგი
გაშეშებული
იდგა, თავი
სიზმარში
ეგონა. როცა
მაუზერიანი
კაცი
მამაკაცების
ჯგუფს გაუსწორდა,
ვიღაცამ
წამოიძახა:
ოხხხ!.. დათა
თუთაშხიაა ეგ!
რა ხდება,
ძუკუ, აქ?
უმწეოდ
ჩაილუღლუღა
ჩვენმა
გუშაგმა,
მაგრამ სხვა
არც უთქვამს
და არც უქნია
რამე.
ძუკუს კი
პერანგის
კალთა
ჩაებღუჯა, არ
ჩამვარდესო,
და მორჩილად,
თვინიერად
მოაბიჯებდა. გუშაგი
ჩვენსკენ
ზურგით იდგა,
დათა
თუთაშხიად
დარქმეულ
კაცს თვალს
პირღია
მიაყოლებდა.
სარჩიმელია
და მისი
ამხანაგიც
გახევებულიყვნენ.
ამ წამიერ დუმილსა
და უძრაობაში
ფეხწაკვეთილი
კაცი მუცელზე
დაწვა, ერთი
გადახოხებით
გუშაგს მიუახლოვდა,
კარგა
მოზრდილ
რიყისქვას
დასწვდა, თვალის
დახამხამებაში
ზეზე
წამოიმართა
და ქვა გუშაგს
შიგ კეფაში
ჩასცხო.
სარჩიმელიამ
თითქოს მიშველება
განიზრახა,
მაუზერიანმა
სტუმარმა იარაღი
მიაშვირა და
სარჩიმელიაც
დაცხრა. გუშაგი
დაეცა. მისი
თოფი იმავ
წამს
ფეხწაკვეთილი
კაცის ხელში
აღმოჩნდა.
ამის შემდეგ
გუშაგმა კეფაში
თავისივე
თოფის
კონდახიც
მიიღო. მერე ფეხწაკვეთილი
კაცი კვლავ
მიწაზე
გაიშოტა,
გუშაგის სხეული
საფრად და
თოფის
საყრდენად
მიიმარჯვა.
სარჩიმელია
მიზანში
ამოიღო და
ჩაყუჩდა.
ოხხხ!.. მაგ
კაცი, ნიფხვად
რომ პერანგი
აცვია... მაგ ის
ყაჩაღია,
ნამდვილად
ზემოდან რომ
გვიფშვიტინებდა
აქ ჩვენ!
აღმოაჩინა
იმავე გაძარცულმა,
ვინც
პირველად
დათა
თუთაშხია იცნო.
თუთაშხიამ
უკან მოიხედა,
საქმის
ვითარებაში
უმალ გაერკვა,
კიდევ
რამდენიმე
ნაბიჯი წარსდგა
და
სარჩიმელიასთან
პირისპირ
აღმოჩნდა.
მე მეგრული არ
ვიცი, მაგრამ
იმ ამბის
დამთავრების
შემდეგ
ყველაფერი
სიტყვასიტყვით
მითარგმნეს.
ამიტომ
მიყოლებით
გეტყვით, რაც
ლაპარაკი იყო
და რაც მოხდა.
სარჩიმელია!
და შენც... არ
ვიცი, ვინ ხარ!
ეს მეორე
ყაჩაღს
ეხებოდა.
აგერ დადევით
იარაღი! თუთაშხიამ
ადგილი
მიუჩინა
ყაჩაღები
გაოგნებულები
იდგნენ,
სარჩიმელიამ
იცოდა, რომ
ფეხწაკვეთილი
კაცის თოფის
სამიზნეზე
იჯდა. მეორე
ყაჩაღს
თუთაშხიას
მაუზერი
ლამის
კბილებში
ჰქონდა
გაჩრილი. მესამეს
თავისი
პერანგი
ეჭირა. არც
წინააღმდეგობის
გაწევა იყო
ადვილი და არც
იარაღის დათმობა.
ამასობაში
ფეხწაკვეთილმა
კაცმა გაისროლა.
ტყვიამ
ყაჩაღებს შუა
გაიარა.
ფოთლიანში
გაიღო
სხაპანი.
აწიეთ
ხელები!
დაუყვირა
თუთაშხიამ.
მეორე
ყაჩაღმა
ბრძანება
შეასრულა.
სარჩიმელიამაც,
მაგრამ
მოგვიანებით
და ზანტად.
მობრძანდით
აქ, რომელიმე!
გამოსძახა
თუთაშხიამ
მამაკაცებს.
შირერმა
ყველას
აასწრო,
მივიდა.
განმარტება არ
დასჭირვებია
ყაჩაღებს
იარაღი
აჰყარა, ერთად
დაალაგა. მერე
ორივე
საგულდაგულოდ
გაჩხრიკა,
ყველაფერი
ჩამოართვა. ეს
პროცედურა
რომ დაასრულა,
ჯერ სარჩიმელიას
სთხლიშა
ქვედა ყბაში,
შემდეგ მის
ამხანაგს და
დარეტიანებულები
დაყარა
მიწაზე. ამ დროს
ფეხწაკვეთილი
კაცი
ნაძარცვთან
ასკინკილით მივიდა,
თავისი
პროთეზი
იპოვა, ტანთ
სახელდახელოდ
ჩაიცვა... მერე
ჩემი
ამორძალის
სამოსი მოძებნა,
მომიტანა და
მითხრა:
ქალბატონო,
ბოდიშს ვიხდი
თქვენს
წინაშე, ჩემი
წაქეზების
ბრალი იყო, ამ
ნაძირალამ
რომ შეურაცხყოფა
მოგაყენათ!
ასეთ
ვითარებაში
მოხდა ბატონი
გოგის და ჩემი
გაცნობა.
მაშინ არც
სახელი
გვიკითხავს
ერთმანეთისთვის
და არც გვარი.
დღესღა
შევხვდით.
სუფრაზე
შეძახილე_ ბი
და
სიცილ-ხარხარი
ატყდა. გოგიამ
მაგიდას
შემოუარა,
ნანოს ხელზე
ემთხვია და
ადგილს
დაუბრუნდა.
დანარჩენი,
იქნებ,
საამბობლად
აღარც ღირდეს,
ცხადია, რაც
მოხდებოდა,
განაგრძო
ნანომ, როცა საზოგადოება
რამდენადმე
დამშვიდდა.
თუთაშხიამ
გაძარცულებს
უხმო, მოდით,
თქვენ-თქვენი
ქონება
ამოარჩიეთ და
წაიღეთო.
ყაჩაღებმა
მათკენ
მომავალი
ბრბო
დაინახეს,
წამოცვივდნენ
და
მოჰკურცხლეს.
იმ
გამწარებული
დედაკაცების
ხელში
ჩავარდნა,
მართლაც, არ
ღირდა
მამაკაცებზე
აღარაფერს
ვამბობ. ორას,
სამას
ნაბიჯზე იყო სარჩიმელია,
ტყეში აღარც
კი ჩანდა,
მაშინ დაიძახა:
დათა
თუთაშხია
ვისაა რომ
ესარჩლები
შენ! შენი
სიკვდილი
მაგენის
ხელით იქნება
სწორედ როცა
იქნება ის!
შირერმა
თავისი სათუთუნე
იპოვა,
თუთაშხიას
გაუწოდა,
გამომართვით,
ამ ფათერაკის
სამახსოვროდ
გქონდეთო. ოცმისხლიანი
ბაჯაღლო
ოქროს
სათუთუნე იყო,
ძვირფასი
თვლებით
დამშვენებული.
თუთაშხიამ
მადლობა
გადაუხადა,
მაგრამ არ კი
გამოართვა.
შირერს გული
დასწყდა. მე
ცალკე
ვეხვეწე,
გამოგვართვით-მეთქი.
მაინც არ
წაიღო. ცოტა
ხანს კიდევ დავყოვნდით,
სხვისი
ქონებით
ხელის
მოთბობას მოწყურებულებს
ვაშოშმინებდით.
მერე, შევსხედით
და შინისკენ
გამოვაჭენეთ...
ძალიან გამიგრძელდა.
იმ იმედითღა
ვარ, რომ თვით
ამბავი მოსაწყენი
არ იყო. მაინც
მაპატიეთ და
ეხლა ორ სადღეგრძელოს
ერთად ვიტყვი.
ბატონი
გოგისა და თუთაშხიას
საქციელზე,
სხვა რამ ხომ
არ ითქმის,
გარდა იმისა,
რომ
ადამიანობა,
სიკეთე და სიყვარული
ამოძრავებდათ.
ვისხედით
გაძარცულნი
და
შეურაცხყოფილნი.
მოვიდა ამ ორი
კაცის სახით
ხორცქმნილი
სიკეთე და
გვიხსნა. აი,
ასეთ რეალურ
საქმედ ქცეულ
სიყვარულსა
და სიკეთეს ვადღეგრძელებ!
ყველა
აღტაცებული
ვიყავით
ნანოს
თხრობით და
წრეგადასული
სანდომიანობით.
ტაში დავცხეთ,
მთელი
დარბაზი
ჩვენსკენ
შემობრუნდა.
ნანომ ჯამი
ტუჩებთან
მიიტანა,
ნახევარი
დალია.
ლაზო, მეორე
ჯამი მომე,
ელიზბარმა თქვა,
შემდეგი
სადღეგრძელო
ორი ჯამით
უნდა დაილიოს.
ბატონო
ვახტანგ,
შემივსეთ...
ნანომ ნაკლული
ჯამი
შალითურს
მიუმარჯვა,
ესეც არ იყოს, სათქმელი
ორ
სადღეგრძელოდ
მქონდა
ნავარაუდევი...
ელიზბარმა
კიდევ ერთხელ
დაგვაწყნარა,
ნანოს
დააცადეთო.
ვისგან და
საიდან წამოვიდა
წმიდა
გიორგის
თქმულება,
ამას ნუ შევეხებით.
თქმულების
დედააზრი,
მოგეხსენებათ,
სადაა: თუ
ვინმეს უჭირს,
თავი გაწირე,
მაგრამ
იხსენიო! ეს
არის და ესა.
განგების
წინაშე აღთქმას
ვდებ, ხშირად
ვეახლო და
მოწიწებული თაყვანი
ვცე სამას
სამოცდამეექვსე
წმიდა გიორგის!
ერთი
ძველებური
ხატი მაქვს,
იქნებ იმის წარწერას
მივამსგავსო:
ძლევამოსილო
მხედარო
ჭეშმარიტებისა,
დიდებულო
მოწამევ
ერისათვის,
წმიდაო
გიორგი. მეოხ
ექმენ წინაშე
ცათა ფრიად
მოსავსა
ძალისა
შენისასა,
უღირსსა მხევალსა
თავყელიშვილს
ნანოს! გოგის
გაუმარჯოს,
ბატონებო,
ჩვენს
მასპინძელს,
მამულიშვილს,
რაინდს, როგორც
ბატონი
სანდრო
იტყოდა,
ფუნქციის მომნიჭებელს
და... ჩემს
მხსნელს!
სუფრა
შეძახილებმა,
სიცილმა,
ხმამაღალმა
სიტყვა-პასუხმა
აიტაცა. ნანომ
ხელი ასწია,
არ დამიმთავრებიაო.
ჩემი
სადღეგრძელოები
ნაამბობს
მოჰყვა. მოდით,
ამავე ჯამით
დათა
თუთაშხიას
სადღეგრძელოც
დავლიოთ.
უხორცო და
შეუდრეკელი
კაცია, მაგრამ
ხანდახან
ასეთებსაც
უჭირთ.
გაჭირვებაშიც
გაუმარჯოს,
ლხინშიც ხელი
მოუმართოს
ღმერთმა.
მაინც ხატსა
და სალოცავში
ვართ და ერთ აღთქმას
კიდევ დავდებ:
ამ ჯამში
ჩატეულ ორ უზარმაზარ
კაცს, თუკი
დავჭირდები,
ყოველთვის და
ყველაფერში
ხელს
გავუწვდი;
მარტო იმიტომ
კი არა, რომ
მადლი მაქვს
დასაბრუნებელი
უფრო იმიტომ, რომ
ჩემი და
ჩემისთანების
სამსახურის
ღირსნი
ორივენი
არიან!.. მეორე
ჯამით ყველას
გადღეგრძელებთ
და ლამაზი
ლხინისთვის
უღრმეს მადლობას
გიხდით.
პატიებას
გთხოვთ, რომ
გტოვებთ. ღმერთია
მოწამე,
თქვენთან
ყოფნა
მირჩევნია, მაგრამ
წასვლაც
აუცილებელია.
ოცდაექვსში,
ესე იგი, სამი
დღის მერე,
საღამოს რვა
საათზე, ყველა,
ვინც ამ
სუფრაზე ვართ
უმორჩილესი
თხოვნაა
ჩემთან
შევიკრიბოთ
ირაკლი,
სტუმრების
მოყვანა
შენზეა!
თქვენს გარდა
ორი, სამი
კაცი
მეყოლება,
სხვა არავინ
იქნება... ნანო
წამოდგა და,
რა თქმა უნდა,
მე და ლაზიც
წასასვლელად
მოვემზადეთ.
დიდი ჩოჩქოლი
ატყდა, როგორც
ამგვარ
შემთხვევაში,
თითქმის
ყოველთვის
ხდება ხოლმე
თხოვნა,
ხვეწნა,
ნამუსზე
შეგდება,
წყენა
დანარჩენებმა
ყველაფერი
გამოიყენეს.
ნანო
თავისაზე
იდგა, მაგრამ
ერთი პატარა დათმობა
მაინც მოუხდა:
ლაზსა და მე
ის ორორი ვირგლა
ჯამი სულ
თითით
გამოგვალოკინეს.
ესეც გათავდა.
დავიძარით და
გამოცილება
მოიწადინეს.
ჩვენმა
ქალბატონმა
სუფრიდან
ფეხის მოცვლა ყველას
აუკრძალა,
მარტო გოგია
გამოგვყვა.
ლაზო,
ელიზბარს
საიდან იცნობ?
ჰკითხა
გზადაგზა
ნანომ.
აგერ, გოგიმ
გამაცნო.
კარგი კაცია
ელიზბარი. მომწონს
ძალიან მე!
ბატონი გოგი
ვიღამ
გაგაცნო?
დიდი ხნის
ამბავია ეგ.
მოგიყვებით
როდისმე, პასუხი
გადაუდო ლაზმა.
ვესტიბიულში
მარტო არჩილა
ტრიალებდა.
ქალბატონის
მეეტლე თუ
დააპურეთ?
ჰკითხა გოგიამ.
დავაპურეთ
და დავათვრეთ
კიდევაცა.
კოფოზე ძლივსღა
ზის, აცნობა
არჩილამ.
ერვანდა სად
არის?
კარში სკამი
უდგას, ზედა
ბრძანდება და
სთვლემს... კი
არა სთვლემს,
თავი აქვს
ჩაკიდული
ბებერი
ცხენივითა,
ვითომა
სძინავს!
რაო?
დავინტერესდი
მე.
რაო და, ამ
სამი დღის წინ
ღამე მანდვე
იჯდა და მართლა
ეძინა. ვიღაც
მიეპარა,
ხალათის
ჯიბიდან
ექვსი მანეთი
ამოაცალა და
წავიდა თავის
გზაზედა. მას
აქეთ მანდა
ზის, თავს
იმკვდარუნებს
ჯიბგირი
კიდევ მოვაო!
იმდენი რა
გითხრა შენა,
აჰა!
მოვა,
არხეინად იყა!
მოისმა
გარედან
სასოებით
აღსავსე
პასუხი.
მოვა რა,
პენსიაა?!
შემო, კაცო,
სტუმრები
მიდიან!
ერვანდა
მძიმედ
შემოვიდა,
ჯაგრისი აიღო,
არ ნევ
მუსკიას
ტანსაცმელზე
ჩამოუსვა და
ბურტყუნით
უთხრა:
აღარავინ
დამაცადა,
მართლა
ჩამეძინოს.
გიჟია,
მოვიდეს?
ფხიზელზე რას
მოვა!
არჩილამ
გაიგონა და
აღშფოთდა:
ვაა, თუ
მართლა
დაგეძინა და
მოვიდა,
იმდღევანდელივით
წაიღებს, რაც
რამ გექნება
და წავა! არა,
ამნაირი
ინდაურისთვის
ლუკმაპური
ქვეყანაზე
კიდევ სადმე
რომ იშოვნება,
ისა თქვას
კაცმა!..
ეტლამდე
მიგვაცილეს.
ერვანდა
ანალიზურად მსჯელობდა,
ჯიბგირის
კვლავ
მოსვლის
აუცილებლობაზე
იდგა. არჩილას
გაგონებაც
არაფრისა უნდოდა.
ამასობაში
დრო ვიხელთე,
სუფრის ანგარიშის
გასასწორებლად
ერვანდას
ფული შევაჩეჩე,
გოგია ჩაჯდომაში
ეხმარებოდა
ნანოს,
ვერაფერი
შენიშნა.
დავიძარით.
ღამის
სიჩუმეში
ფლოქვებს
სასიამოვნო
ტკაპატკუპი
გაჰქონდა.
რატომ
იჩქარეთ,
ქალბატონო
ნანო.
მოგწყინდათ,
ალბათ,
გაგრძელებული
სიჩუმე
დაარღვია
ლაზმა.
შენთან... და
ირაკლისთან
არასოდეს
მომწყინდება
ლაზო! მიუგო
ნანომ.
ისევ კარგა
ხანს იყო
სიჩუმე.
ლაზო მე ვიცი,
ვინცა ხარ!
თავისთვის
ჩაილაპარაკა
ნანომ.
ეეჰ, ჩვენო
დედოფალო,
თვითონ არ
ვიცი, ვინ ვარ მე.
არც თქვენ
გეცოდინოთ
იქნება!
მთვარიანი
ღამე იყო.
ქარი ცაში
თითო-ოროლა ღრუბელს
დააქანებდა,
მიწაზე ტანწერწეტ
ალვებს
აწვალებდა.
პირველად
მაშინ
გამიელვა
ეჭვმა, რომ...
რამდენიმე
ეჭვმა
გამიელვა.