წინათქმა
ბავშვობა და ყრმობა თბილისში, სოლოლაკის უბნის ოთხსართულიან სახლში გავატარე. ღრმა, ჩაბნელებულ ეზოს სამი მხრიდან ჩვენი შენობა ერტყა, მეოთხიდან – მეზობელი სახლის ყრუ კედელი. გრაფ სეგედის ჩვენი სახლის სარდაფში ერთი ოთახი ეჭირა. მარტოხელა კაცი იყო. შორეულ წარსულში კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე უმსახურია. ცხრაასიან წლებში სამსახურიდან გადამდგარა და ყველასგან მივიწყებული მერეც აღარავის მოჰგონებია. იმასაც ამბობდნენ, რევოლუციის წინაშე დამსახურება აქვს და ჩვენმა წყობილებამ წარსული იმიტომ აპატიაო.
ექვსი-შვიდი
წლისამ ამ
კაცისა
მხოლოდ ის ვიცოდი,
რასაც
ვხედავდი:
თავისი
სარდაფიდან
იმ საათებში,
როცა ეზოში
ვთამაშობდი,
იშვიათად ამოდიოდა.
მასთან
ჩემთვის
უცნობი და
ჩემზე უფროსი
გოგო-ბიჭები
დაჰყავდათ.
ზოგი მარტოც
დადიოდა.
ისინი
სეგედისგან
გერმანულ და
ფრანგულ
ენებს
სწავლობდნენ.
ეს კაცი
მაღალი,
ძალიან
გამხდარი,
ფერმკრთალი
და სახედანაოჭებული
მოხუცი იყო.
მიუხედავად
წლის დროისა
და ამინდისა,
შავი
კასტორის
პალტო ეცვა.
პალტოს
ხავერდის
საყელო
ჰქონდა.
რკინისჩარჩოიან
პენსნეს
იკეთებდა,
ქვაბუნა ქუდი
ეხურა,
მკლავზე
ერთთავად
ეკიდა
კაუჭიანი
ჯოხი. დინჯად,
მსუბუქად,
მუდამ
თავჩაქინდრული
დადიოდა.
ამიტომ კარგა
ხანს არ
ვიცოდი,
როგორი თვალები
ჰქონდა.
საერთოდ,
თავაზიანი
ბავშვი ვიყავი,
სალამს
ვერავინ
დამასწრებდა
და გამონაკლისი
მხოლოდ
სეგედი იყო.
თვალს
ვარიდებდი
იქამდე არ
მივსალმებივარ,
სანამ მეც
მისი მოწაფე
არ გავხდი, –
მეშინოდა,
შავი
მარმარილოთი
მოპირკეთებულ
სამარეს
ჰგავდა ჩემი
მომავალი
მასწავლებელი.
მოვიდა დრო,
როცა გულის
ფანცქალით
მივაკაკუნე
სეგედის
სარდაფის
კარზე.
– მობრძანდით! –
მოისმა
შიგნიდან.
გაუბედავად
შევედი,
კართან
ატუზვას
ვაპირებდი,
მაგრამ
მასწავლებელი
ადგა,
მომეგება და
ღიმილით
მომმართა:
– დაბრძანდით,
ჰერ, გთხოვთ!
ბოდიშს ვიხდი
თქვენს
წინაშე
ახლავე
გეახლებით. –
მან ხელი
გაიშვირა იმ
მაგიდისკენ,
რომელიც ეს
იყო ახლა დატოვა:
– ეს ჩემი
პატარა
გატაცებაა
უკეთ ვთქვათ –
სისუსტე,
ძერწვის
მიდრეკილება
მაქვს, თავისუფალ
დროს ვერთობი
ხოლმე. ნუ
მოიწყენთ, ჰერ,
ამწუთშივე
დავბრუნდები.
სეგედი
საკუჭნაოში
შევიდა. მისმა
გადამეტებულმა
თავაზიანობამ
ისეთი
შთაბეჭდილება
დამიტოვა,
თითქოს
სერიოზულად
კი არ
მომმართავდა,
არამედ
მეხუმრებოდა
ან დამცინოდა.
კედლის ერთ
კუთხეში
იატაკიდან
ჭერამდე თარო
იყო ამართული.
თაროზე, ასე,
ორმოცსანტიმეტრიანი
სანთლის
ქანდაკებები
ელაგა.
მაგიდაზეც
დაუმთავრებელი
ფიგურა იდგა.
სეგედის ამ ფიგურის
კეთებაში
შევასწარი. არ
ვიცი, სულ
რამდენი
ქანდაკება
იქნებოდა,
მაგრამ აქ
იყკნენ
სხვადასხვა
ასაკის,
სოციალური წარმოშობისა
და ეროვნების
ადამიანები –
ქალები და
კაცები,
მღიმარნი და
წარბშეკრულნი,
საბრალონი და
შეუპოვარნი,
მოკუნტულნი
და მკერდგაშლილნი,
კეთილნი და
ბოროტნი.
ყოველი
მათგანი
ცოცხალივით
იყო. კაცს
ეგონებოდა,
ალაპარაკდებიან,
ერთ ალიაქოთს
ატეხენო, და,
ამასთან
ერთად, მთელი
თარო მაინც
გაყინულ და
კედელზე
აყუდებულ
მიცვალებულს
ჰგაკდა.
ჩემი
მასწავლებელი
დაბრუნდა.
პირველ გაკვეთილს
შევუდექით.
შვიდი წლის
მანძილზე
მასწავლიდა
გრაფი სეგედი
გერმანულ
ენას და არ
მახსოვს,
დახვეწილი
ზრდილობისა
და
სანდომიანი
თავაზიანობის
ნორმები
ერთხელ მაინც
დაერღვიოს.
ჩვენმა დრომ
წოდებები
უარჰყო,
მაგრამ ჩემი
მასწავლებლის
გვარი
“გრაფის”
გარეშე
არავისგან
გამიგონაა. ვფიქრობ,
ამას თვით
მისი
პიროვნება,
საქციელი, ადამიანებთან
ურთიერთობის
ბუნება
აპირობებდა.
გრაფი სეგედი
სიბერით
გარდაიცვალა.
დაიძინა და
აღარ
გაუღვიძია.
მიუხედავად
ღრმა მოხუცებულობისა
და მისი
სიძაბუნისა,
მან სიცოცხლის
უკანასკნელ
დღემდე
შეინარჩუნა
მშვენიერი
მეხსიერება
და ნათელი
გონება.
მასთან
მომსვლელი და
მოსიარულე
სხვა არავინ
იყო და გრაფის
სიკვდილი
ისევ მისმა
მოწაფეებმა
აღმოაჩინეს. მობინადრეთაგან
შემდგარმა
კომისიამ
დაკრძალვისთვის
სრულიად
საკმარისი
თანხა აპოვა
მის ბინაში.
ქონებაც
აღიწერა:
ლოგინი სამი ხელი
საცვალი,
ტანისამოსი –
ყოველდღიურად
რომ ხმარობდა,
კაუჭიანი
ხელჯოხი,
სამეურნეო
ჩიხომახო,
პანოპტიკუმი
და
ჩანაწერების
დიდი დასტა.
კავკასიის
ჟანდარმთა
შეფადყოფილს
სიკვდილის
შემდეგ სხვა
არაფერი
დარჩენია.
სარდაფი
დაილუქა.
დაიწყო
გაუთავებელი
სასამართლოები
ბინის გამო, თუ
ვის უნდა
რგებოდა
სეგედის
“ბინა”. აღარ
მახსოვს და
საინტერესო
არც არის, ვინ
ვის ედავებოდა,
რომელი
მობინადრის
მხარეზე იყო
სამართლიანობა
და ბოლოს ვინ
შესახლდა
სარდაფში. ვიტყვი
მხოლოდ იმას,
რომ სანამ
მართლმსაჯულება
ჭეშმარიტებას
მიაგნებდა,
ყოვლისშემძლე
პატარა ბიჭებმა
სეგედის
სარდაფი
თავისი
რომანტიკული
თამაშისს
ბუდედ აქციეს
და, რა თქმა
უნდა, არც
იმას გაუწიეს
ანგარიში, რომ
გარდაცვლილი
მდგმურის
ქონება
რომელიღააც
ოქმში სახარბიელო
სიზუსტით იყო
აღნუსხული.
სანთლის ფიგურებმა
ახალი
მფლობელები
იშოვნეს.
ჩანაწერებიდან
ნაკეთებმა
მტრედებმა
ჩვენი ეზოს ცა
ათასჯერ გადასერ-გადმოსერეს.
მეეზოვე
რამდენჯერმე
ერთობ
სერიოზულად
გაწყრა ეზოს
დანაგვიანების
გამო, მაგრამ
ყურადღება
არავინ
მიაქცია, სანამ
პატარა
ბიჭებმა
სარდაფში
ხანძარი არ
გააჩინეს.
საქმეში
სახანძრო
რაზმი
ბრანდსბოიტებით
ჩაერია.
მხოლოდ ამის
შემდეგ
ვიგრძენი
თავი უფლებამოსილად,
ჩემი
მასწავლებლის
სარდაფს
ვწვეოდი, და
პირველად
მაშინ
მივხვდი, თუ
რას ნიშნავდა
ქართული
სიტყვა
“ნადგურისცემა”.
გრაფ სეგედის
ჩანაწერების
ფურცლები
შევკრიბე.
ზოგი სველი
იყო, ზოგი
ნახევრად
დამწვარი,
ზოგიც მთელი. შინ
წამოვიღე.
გვერდები
ნუმერაციის
მიხედვით
დავალაგე.
აღმოჩნდა, რომ
ჩემს ხელთ
ნაწარმოების
მხოლოდ ერთი
მეხუთედი თუ
ერთი მეექვსედი
იყო. მაშინ
იმდენი
რუსული არ
ვიცოდი, გაკრული
ხელით ნაწერი
ადვილად
წამეკითხა.
არც იმდეხი
განათლება
მქონდა,
დედააზრს
ჩავწდომოდი,
მაგრამ
აბრაგის
ცხოვრებას
ეხებოდა
ნაწერი და ის
მცირეც კი,
რაც
წავიკითხე და
გავიგე, სამუდამოდ
ჩამრჩა
მეხსიერებაში.
დიდი ხანი
გავიდა.
მივხვდი, რომ
გრაფ სეგედის პანოპტიკუმი
მისი
ნაწარმოების
გმირთა ქანდაკებებისგან
შედგებოდა.
ვცადე კიდეც,
რამდენიმე
ფიგურა მაინც
მეპოვნა.
ვერაფერს
გავხდი. მაშინ
ისევ ნაშრომის
გადარჩენილ
ნაწყვეტებს
მივმართე, იქ
ნახსენები
ზოგი
პიროვნება ან
მისი
ახლობელი მოვძებნე,
მათი
ნაამბობი
ჩავიწერე და
ახლა, თვით
სეგედის
ჩანაწერებთან
ერთად,
მკითხველს ამ
წიგნის სახით
ვთავაზობ.