ქუჯი თორია
თქვენი
ნათქვამიდან
ისე გამოდის,
რომ დათა თუთაშხიასი
თუ ვიცი
რაიმე, ისიც
გაინტერესებთ
და,
ვირთაგვების
ხსენება და
მათთან
კაცების
შედარება
რატომ იცოდა
ხოლმე
თუთაშხიამო, ისიც.
ეს ამბავი
სხვადასხვა
დროს
ბევრისთვის მაქვს
ნაამბობი.
ალბათ, ნახეთ
ვინმე, ვისაც
ჩემგან ეგ
გაუგონია, და
იმიტომ მომაკითხეთ.
კეთილი და
პატიოსანი,
გიამბობთ.
ზოგი
ადამიანი.
სახელიან
ხალხთან
ნაცნობობას
საგანგებოდ
ეძებს და მერე
ტრაბახობს,
წუხელის ამ და
ამ კაცთან
ერთად აქ და
აქ ვიყავიო. ამაში
პატივმოყვარეობაცაა
და ანგარებაც.
ასეთი საქციელისგან
ყოველთვის
შორს მეჭირა
თავი. მე დათა
თუთაშხიასთან
ახლო
დამოკიდებულება
არ მქონია.
პირველად
თორმეტი
წლისამ ვნახე.
ვნახე კი არა
და, იმ დროს
ჩვენი ოჯახი
თურქეთში,
ქალაქ სამსუნში
ცხოვრობდა და
თუთაშხია
დედაჩემის ძმას
ესტუმრა. ორი
კვირა იყო იქ.
ბავშვს მისი
გარეგნობა
მეხსიერებაში
კარგად ჩამრჩა.
ცხრა წლის
მერე რომ
ვნახე, უცებ
ვიცანი, გახსენება
არ
დამჭირვებია.
მანაც მიცნო,
თითქოს,
მაგრამ სად
ათი წლის
ბიჭის
გარეგნობა და
სად ოცი წლის
ბიჭის. ძალიან
გამოვიცვალე
და, მგონი,
უცებ ვერ
მიხვდა, ვინ
ვიყავი. არც
მე გამიმხელია
ჩემი ვინაობა,
არაფრად
მჭიროდა! ახლა,
ერთი თვე იყო
თუ ცოტა მეტი,
ერთად გავატარეთ
კიდევ. ოცი
წლის ვიყავი
მაშინ. რაც
შეეხება,
ციხეში რომ
შევხვდი
ცხრაასიან
წლებში, იმას,
იქ უკვე სულ
სხვა კაცი იყო
დათა
თუთაშხია და
ცალკეა
საამბობელი
ის. ისე ნუ
მიიღებთ,
ვითომ
აბრაგთან
ურთიერთობას
მისთვის დახმარების
აღმოჩენად
ჩამითვლიდა
ვინმე და ამის
მშინებოდეს.
სრულიადაც
არა. მე
ეგოისტი არ
ვარ და ეს
იქედანაც
ჩანს, რომ
თუთაშხიაზე მაშინ
დიდი ფული იყო
გამოცხადებული,
იმ თანხის
ხელში
ჩაგდება სულ
ადვილად
შემეძლო,
მაგრამ ამგვარი
რამ აზრადაც
არ მომსვლია!
მე თვითონ პირველი
არ
გამოვეცნაურე
მხოლოდ
იმიტომ, რომ ასეთი
ადამიანები
არ მიყვარს.
სახელის
მაძიებლები
არიან ისინი
და,
მაშასადამე,
ავანტიურისტებიც.
კაცის
ყველაზე
მაღალ
ღირსებად მოკრძალება
მიმაჩნია,
თავიდანვე
ასე მზრდიდნენ.
როგორც
ხედავთ,
თუთაშხიას
პიროვნება
ჩემი ინტერესების
გარეთ იდგა.
გეტყვით
მხოლოდ იმას,
რაც საკუთარი
თვალით მაქვს
ნანახი. რასაც
თვითონ
შევესწარი,
მაშინ,
ბიძაჩემის
ლაზარეთში, დათა
თუთაშხიას
არაფერი
საყურადღებო
არ გაუმჟღავნებია.
ადვილი
შესაძლებელია,
ჩემი ნაამბობი
თქვენთვის
ინტერესს
მოკლებულიც
აღმოჩნდეს, მაგრამ
რადგან
მთხოვთ,
მოგიყვებით
მაინც.
თორიები ვართ
ჩვენ. თითქოს
კოლხური
გვარია და,
ამასთან
ერთად, არც
ერთმა
წინაპარმა არ
იცოდა, რომელი
ადგილია
ჩვენი ფუძე.
იქედან, ალბათ,
უძველეს
დროში ვართ
წამოსული.
ჩემი სხვა მოგვარ-ნათესავები
ახლაც,
უმთავრესად,
ზღვისპირა
ქალაქებში
ცხოვრობენ,
ჩარჩნენ იქ.
მამაჩემი
სამსუნში
დასახლდა.
ლაზის ქალი
შეირთო. ზღვისპირა
ქალაქებში
ცხოვრება
ჩვენი
საგვარეულო
ხელობით იყო
გამოწვეული.
იყო-მეთქი,
მიტომ ვამბობ,
რომ ჩვენი
გვარის ხალხი
ახლა იმ საქმეს
აღარ მისდევს,
უწინ
მისდევდა. ხომ
არის ოჯახები,
საგვარეულო
წამალი რომ
აქვთ. ისე
ვიყავით ჩვენც,
მაგრამ
წამალი არ
გვქონია,
ვირთაგვები
გამოგვყავდა.
თაგვიჭამია
და
ვირთაგვაჭამია
ვირთაგვებია,
კაციჭამიები
ქვიათ! ხომ
გესმით, როგორ
არის საქმე?..
ძველ დროში
ხის ხომალდები
რომ იყო,
მღრღნელები
დიდ ზიანს
აყენებდნენ
საქონელსაც
და ხომალდსაც.
კაციჭამიამ ერთმა
თუ გაიჭაჭანა
ხომალდზე,
ადგილობრივი
მღრღნელები,
ათასობითაც
რომ იყვნენ
იქ, ეს ვირთაგვა
სათითაოდ
დაუწყებს
დახრჩობას,
ჭამას და,
რომელიც
გასწრებას
შეძლებს,
თვითონ გაიქცევა
გემიდან.
ასეთი
ვირთაგვა
ძალიან
ძვირად ფასობდა.
მეხომალდეები
თითოში
ორმოცდაათ,
სამოც თუმანს
იძლეოდნენ
ოქროთი.
ჩვენმა
გვარმა იცის
ეს საიდუმლო,
სხვამ არავინ!
იქნებ იმ
საგვარეულო
ხელობის
ბრალიც არის,
მედიცინაში,
ბოლოს და
ბოლოს,
სანიტარიისა
და ჰიგიენის
განხრა რომ
ავირჩიე.
ეს - ასე. ახლა
ჩემი ბიძის,
მურმან
თორიას ამბავს
მოგახსენებთ
და მერმე იმის
მოყოლაც შეიძლება,
მის
ლაზარეთში
რომ
თუთაშხიასთან
ერთად ვიყავი.
ბიძაჩემი
მურმან თორია
საფელდშერო
სასწავლებელში
შეიყვანეს.
დაამთავრა და
მას მერე
ოცდაათი
წელიწადი
გემებზე იყო.
არც ცოლი
ყოლია
როდისმე და
არც შვილი.
პრაქტიკული
ცოდნით
გამოცდილ
ექიმებს არ
ჩამოუვარდებოდა.
მთავარი ისაა,
რომ
აღმოსავლეთში
ძველი
მედიცინა
შეისწავლა და
იმ მეთოდებით
მკურნალობაში
იშვიათი
კარგი შედეგი
ქონდა. მობეზრდა
ზღვებზე
ხეტიალი,
ფოთის ახლოს
მიწის ნაჭერი
იყიდა ზღვის
პირას, პატარა
სახლი აიშენა
და დაიწყო
ხმელეთზე
ექიმობა.
მოკლე ხანში
გაითქვა
სახელი.
საიდან არ
მოდიოდნენ
მასთან სამკურნალოდ
უიმედო
ავადმყოფები!
მერე და მერე სტაციონარულად
მკურნალობის
საჭიროებამაც
იჩინა თავი და
პატარა
ლაზარეთი
გამართა, ათსაწოლიანი.
მიღებასაც
აწარმოებდა,
მწოლიარეებსაც
უვლიდა და
ყველაფერს
თვითონ
აკეთებდა.
ერთი მოხუცი
ყავდა
სანიტრად,
სახელად
ხოსრო, მეტი არავინ.
ძალიან
მშრომელი
კაცი იყო
ბიძაჩემი მურმანი.
მოსვენება
მან არ იცოდა
წესიერი, სმა-ჭამა
და ძილი.
ავადმყოფებს
იყო
გადაყოლილი. ჰონორარის
აღების წესიც
თავისებური
ქონდა: ზოგს
ისეთს არ
გამოართმევდა
კაპიკს,
რომელიც არც
უფულო კაცს
გავდა და წოლითაც
ექვსი თვე რომ
უნდა
წოლილიყო.
ზოგს, შესახედავად
მშიერსა და
მწყურვალს,
მარტო გასინჯვაში
გადაახდევინებდა.
ამისთვის,
ალბათ, თავისი
საზომი და
ნიშანი
გააჩნდა არ
ვიცი მე.
ასეთი კაცი
იყო მურმან
თორია.
ჯერ კიდევ
ქუთაისის
გიმნაზიაში
ვსწავლობდი,
მაშინაც
არდადეგებს
უფრო ხშირად
და მეტხნობით
ბიძაჩემის
ლაზარეთში
ვატარებდი.
სამსუნში
მშობლებთან
ორი კვირით თუ
მივდიოდი ზაფხულობით.
ლაზარეთში
მერჩივნა,
უფრო სასარგებლო
იყო ჩემთვის.
ერთი, რომ
საექიმო განათლების
მიღებას
ვაპირებდი,
პრაქტიკა იყო
იქ ყოფნა
ჩემთვის და
აღმოსავლურ
მედიცინასაც რომ
ვეცნობოდი, ეს
კიდევ სხვაა.
მე რომ ამბავს
მოგიყვებით,
მაშინ
გიმნაზია
ახალი
დამთავრებული
მქონდა,
ბიძაჩემ
მურმანთან
ვიყავი ჩასული
სამსუნიდან.
მურმანის
სახლი სამი
ოთახისგან
შედგებოდა.
ერთ ოთახში
თვითონ
ცხოვრობდა, ამბულატორიაც
იქ ქონდა,
მიღებას იქ
აწარმოებდა
და სხვა ტახტი
რომ ვეღარ
იდგმებოდა,
ხოსროს
იატაკზე,
სანახევროდ
მაგიდის ქვეშ
ეძინა, მაგრამ
ეს მაშინ,
როცა მე
ვესტუმრებოდი
იქ. მეორე
ოთახი დიდი
იყო
მამაკაცების
ექვსსაწოლიანი
პალატა.
მესამე ოთახი
ქალების
პალატად იყო განზრახული
და ვინაიდან
მურმან
თორიას მდედრობითი
სქესის
ავადმყოფები
თითქმის არასოდეს
ყოლია
დასაწვენი, იმ
ოთახში,
ზამთრის არდადეგებზე
თუ იქ ვიყავი,
მე მეძინა, და
თუ არა ხოსროს.
იმ პატარა
ოთახში კიდევ
ორი საწოლი
იდგა და
პირსაბანი და
მაგიდაც იყო.
მამაკაცების პალატასთან
კარი
მაერთებდა,
უფრო სწორად
კარის სიო.
სიოში ფარდა
მქონდა
ჩამოკიდებული,
უწინ
კრეტსაბმელს
რომ ეტყოდნენ
ის. მე ყველაფერს
ვხედავდი და
ყველაფერი
მესმოდა, რაც
პალატაში
ხდებოდა.
იქედან
ჩემსკენ
არაფერი ჩანდა.
ერთ დილას
ხმაურმა
გამაღვიძა.
მესმის, რომ
ბიძაჩემს
შემოვლა
დაუმთავრებია
და ავადმყოფებს
ელაპარაკება:
ყველას
უკეთესობა
გეტყობათ,
ოთხივეს. ახლა
მთავარია,
კარგად ჭამოთ,
რომ მალე
გამოჯანმრთელდეთ.
მე იმის არც
სახსარი
გამაჩნია და
არც პირობები,
რომ გაჭამოთ. იცით
ეს თქვენ და
თქვენმა
ჭირისუფლებმაც.
სანოვაგეს არ
მოგაკლებენ,
ალბათ. თუ
როელიმეს შემოგელიოთ
საჭმელი
უწილადეთ
ერთმანეთს. ავადმყოფები
ხართ და
ლაზარეთში
ერთმანეთის დაუხმარებლობა
სასიკვდილოდ
გამეტებას
ნიშნავს. წამლები,
რაც
დაგინიშნეთ
და რაც მოგცეთ
ხოსრომ,
წესიერად
მიიღეთ
ყველაფერი.
კვიშილაძე, ფეხების
გაციება არ
შეიძლება
შენი.
დაიხსომე ეს
და სითბოში
გქონდეს
მუდამ.
მშვიდობით
იყავით, ნუ
მოიწყენთ.
დარდი და
ფიქრი
ავადმყოფობას
აჭიანურებს,
იცოდეთ ეს.
გავიდა
პალატიდან მურმანი
და ჭონიამ
უთხრა
კვიშილაძეს:
ქუჩულორიამ
და ვარამიამ
გუშინ იყო,
ფქვილის პარკები
ქვაბში
ჩამიფერთხეს
ორივემ. რა
ვქნათ აწი, რა
ვჭამოთ და
როგორ
ვიცხოვროთ,
ნეტავი?
ბიძაჩემ
მურმანს იმის
საშუალება
მართლაც არ
ქონდა,
ავადმყოფებისთვის
საჭმელი
ეკეთებინა.
არც აწვენდა
თავისთან
ისეთს, დიეტა
და საგანგებო
კვება რომ
სჭიროდა. არა,
მაშინდელ
დროში გლეხი
ღარიბი იყო და
სასიკვდილოდ
რომ ქონოდა საქმე,
იმდენ ფულს ან
ვერ
გამოიღებდა
და ან ვერ გაიმეტებდა,
რამდენიც
სრულ
პანსიონს
უნდოდა.
ავადმყოფებს
თან მოქონდათ
სარჩო. როცა
გამოელეოდათ,
მერე
ოჯახიდან
ამარაგებდნენ
დამატებით.
ჭონიაო, რომ
ვთქვი,
ლაზარეთში
სხვებზე
გვიან მოვიდა.
ისეთი
გამხდარი იყო
მხოლოდ
ძვალი და
ტყავი ქონდა
შერჩენილი.
მართალია, იმ
დროში ხალხს
უჭირდა,
მაგრამ ისე
ნამშევი,
გასაცოდავებული
კაცის ნახვა
მაინც
გაჭირდებოდა.
დააწვინა
მურმანმა,
დაიკავა
ჭონიამ
მიჩენილი
ადგილი. იმ
დღეს ლუკმა არ
ჩაუდვია
პირში არაფერი
ებადა. მეორე
დილას
ხერხემლის
ტკივილებისგან
გაფითრებულ
ქუჩულორიას
ღომის ჩოგანი
ჩამოართვა,
მომეცი აქ,
შენ არც
შეგიძლია და
არც იცი მაგ
საქმის
არაფერიო.
მოხარშა ღომი
და ქერქი მას
ერგო.
კვიშილაძემ
დავრდომილმა
ავადმყოფმა
ასე, ოცდახუთი
წლის კაცი
იქნებოდა,
თავისი
ღომიდან
უწილადა და
ახალმა მზარეულმა,
ვარამიას
მიცემულ
სულგუნის
ნაჭერთან
ერთად, წუთში
შეყლაპა
ყველაფერი.
ასე დაისაკუთრა
ჭონიამ
მზარეულის
მოვალეობა.
ქუჩულორიას
წინააღმდეგობა
არ გაუწევია.
იმდენად სნეული
იყო მაშინ,
რომ ღომის
ხარშვაც კი
უჭირდა. ვარამიას
ორივე ხელი,
იღლიიდან
მტევნამდე, თაბაშირში
ქონდა.
საჭმლის
კეთება კი
არა, ჭამა არ
შეეძლო
თვითონ. მისი
საწოლი
კვიშილაძის
და ქუჩულორიას
საწოლებს
შორის იდგა,
ხან ერთი აჭმევდა
თავისი ხელით
და ხან მეორე.
რა ვჭამოთ და
როგორ
ვიცხოვროთო,
ჭონიამ თქვა და
კვიშილაძე, რა
თქმა უნდა,
მიხვდა, რომ
ლაპარაკი
მისი ფქვილის
ნარჩენებისკენ
იყო მიმართული.
ჩანს, ამ
საკითხზე
ნაფიქრი
ადრეც ქონდა
და
საამშემთხვევო
გადაწყვეტილებაც
წინასწარ
მომზადებული,
თორემ, ალბათ,
ისე არ
მოიქცეოდა
როგორც
მოიქცა:
აგერ კიდია
ჩემი ფქვილი.
ორ დდეს
იკმარებს ყველასთვის,
თუ დაზოგვით
ვიქენით!
კვიშილაძემ
კედელზე
ჩამოკიდებულ
პარკს
მიაშვირა ხელი.
ამ ორ დღეში
მოგვაკითხავს
ჭირისუფალი
რომელიღაცას
იქნება.
ჭონიამ პარკი
ჩამოხსნა,
ღუმელისკენ
წაიღო,
კვიშილაძემ
პარკს
სევდიანი
თვალი
გააყოლა:
კარგი კაცი
ყოფილხარ,
კვიშილაძე,
შენ. მიცემა
თუა, მასე
უნდა მიცე.
პირდაპირ,
დაუნანებლად
უნდა მიცე
მისაცემი,
თქვა
ვარამიამ
ცოტა ხნის
მერე და
თაბაშირში
მომწყვდეული
მკლავები
კედლისკენ შეშებივით
გადაალაგა.
დაუნანებლადო
კი, აბა!
ამოხვნეშა არ
გაგიგონია
მაგისი შენ და
თვალები არ
დაგინახავს,
პარკს რომ
გამოუყენა
ფრინველზე
მიშვებული ქორივით.
იფიქრა მაგან,
მარტო თუ
ვჭამე ეს ერთი
მუჭა ფქვილი
და სხვებს არ
მივუკითხე,
ორ-სამ დღეზე
მეტს ხომ არ მეყოფა
მაინცო. მერე
ვინმეს
მოაკითხავენ
ოჯახიდან და
აღარც ეგენი
მაჭმევენ მეო.
მიტომ გაიმეტა,
თვარა!
ანგარიშია
ყველაფერი,
ძამიკო! თქვა
ჭონიამ და
ჩოგანი
დაატრიალა.
ქუჩულორიამ
ბალიშის
შემარჯვება
დააპირა, დაავიწყდა,
რომ განძრევა
ხერხემალში
ტკივილებს
უმახვილებდა,
და შეყვირა.
ჯერ არის და,
არ იცი შენ,
მასე ვიფიქრე
თუ სხვაფრივ.
მიუგო
კვიშილაძემ,
მერეა და,
ანგარიშიც
რომ იყოს ჩემი
საქციელი, არც
ანგარიშად
არის გლახა და
არც
საქციელად.
სიმართლე თუ
გინდა
გეტყვი აგერ:
მაინცდამაინც
არ მიხარია
შენისთანა
გლახაკისთვის
ჩემი ლუკმის
მიწილადება,
მარა ვალი
მადევს
ადამიანური
და
ადამიანური
უნდა ვქნა!
ჭონია,
შენისთანა
კაცებია, სხვა
კაცების სიცოცხლეზე
შხამს რომ
ღვრიან!
გამოელაპარაკა
ვარამია.
კვიშილაძეს
გლახა საქმე
არ გაუკეთებია
იმით, ფქვილი
რომ გაგვიყო,
მარა თითო
ისეთი კაცი არ
გამოილევა
ამქვეყნად,
რომ არ გააშაოს
და არ
წაპილწოს
ყველაფერი
კარგი.
მასეთი მარტო
ფიქრიც რომ
მოგადგეს,
იცოდე, ბოროტია
ის ფიქრი და
გააგდო უნდა.
გაფიქრებას კი
არა და,
თქმასაც არ
ერიდები შენ
მაგისას.
კაი, ახლა, ნუ
წაიკიდეთ
პატარაზე,
ჩაერია ქუჩულორია.
ორ დღეს
გვეყოფა ეგ
და, მოვიდეს
იქნება ამ ორ
დღეში
კვიშილაძის
ცოლი კიდევ.
რა ქვია, კვიშილაძე,
შენ ცოლს, თუ
კაცი ხარ?
ცოლი არაა ის
ქალი
კვიშილაძის,
აღნიშნა ჭონიამ
სიამოვნებით.
ცუცა ქვია იმ
ქალს და სხვისი
ცოლია ის.
კვიშილაძემ
მითხრა ასე.
სიჩუმე
ჩამოვარდა.
ქუჩულორიამ
თვალები
ააპაჭუნა, ხან
ჭონიას
უყურებდა და
ხან
კვიშილაძეს.
მართალი
გითხრათ, მეც
დამაინტერესა
ამ ამბავმა და
მივაყურე.
ჭონიამ
ავადმყოფებს
ჭურჭელი
გამოართვა, ღომი
გაანაწილა,
სათითაოდ
ჩამოურიგა.
ყველი ნამცეციც
აღარ ქონდათ
და ასე
შეუდგნენ ჭამას.
კაი ხნის
სიჩუმე
ქუჩულორიამ
დაარღვია:
არ ყოფილა ის
ცუცა შენი
ცოლი, ხომ?
ვისი ცოლია, აბა?
კვიშილაძემ
თითები
გაილოკა და
თქვა:
სპირიდონა
სიორიძის იყო.
სპირიდონა
სიორიძე
გადაკარგულია
საითღაც.
ცოცხალი
აღარაა, მგონია.
ცუცას ვერ
შევირთავ
ცოლად, სანამდე
ნამდვილად არ
გავიგებ,
მკვდარი
რომაა. იქამდე
არ შეიძლებაო,
მღვდელმა.
მერე კიო.
კაი და,
სპირიდონა
სიორიძეა თუ
ვინც არის ის კაცი,
რამ
გადაკარგა,
ნეტავი?
იკითხა
ქუჩულორიამ.
ქალის
სინსილა
გაწყდა.
გასაწყვეტია
ახლანდელი
ქალი ყველა!
ჩაუმატა
ჭონიამ.
შეჭამა,
ალბათ, მაგ
ცუცამ,
კვიშილაძის
საყვარელმა,
ის სიორიძე.
ვეღარ გაუძლო,
იქნება, და წავიდა
სადღაცას.
საყვარელი
არაა ცუცა
ჩემი, ცოლია,
მარა ქმრად არ
მიკარებს.
სანამდე
ღმერთის და
ხალხის წინაშე
სხვისი ცოლი
ვარ, არ
შეიძლებაო,
გაუსწორა
კვიშილაძემ.
სხვისი ცოლი
თუა, შენი
როგორ იქნება
ის?! თქვა ჭონიამ.
მოყევი, თუ
კაცი ხარ, კაი
გასართობი
ამბავი ეტყობა
მაგ
სპირიდონა
სიორიძის
ამბავს, თხოვა
ქუჩულორიამ.
კვიშილაძემ
პატარა ხანს
იფიქრა და
დათანხმდა:
კაი, ბატონო,
შევჭამ ამას
და
მოგიყვებით.
ყველა მოსასმენად
მოემზადა.
ჭონიამ
ჭურჭელი
სასწრაფოდ
მოაგროვა,
გასარეცხად
ქვაბში ჩადო
და ამბავის
მოლოდინში
ჯორკოზე
მოიკალათა.
ბოლოს
კვიშილაძეც
მორჩა ჭამას,
ნალოკი თითები
შეიმშრალა,
ლოგინზე
წამოჯდა,
ზურგში ბალიში
მოიხერხა.
მერე
მსმენელებს
თვალით ჩამოუარა
და თქვა:
რა ვიცი, რა
უნდა გიამბოთ
ახლა. დაადო
თავი სპირიდონა
სიორიძემ ამ
სამი წლის წინ
და გადაიკარგა.
ესაა და ეს.
გრძელი ამბის
მომლოდინე
ავადმყოფებში
დაბნეულობამ
იჩინა თავი.
ხმა კაი ხანს
ვერც ერთმა
ვერ ამოიღო.
ასე,
პირდაპირ,
დაადო თავი და
წავიდა? სხვა
არაფერი?
დაარღვია
სიჩუმე
ქუჩულორიამ.
კვიშილაძემ
თავი დაიქნია.
მიზეზი
ქონდა იქნება,
თვარა, მასე,
დაადო თავი და
გადაიკარგა.
ვის გაუგონია,
შე კაცო! გამოეხმაურა
ჭონია.
ექნება,
უთუოდ,
დაუდასტურა
კვიშილაძემ.
კაი და, არ
უთქვამს ქე
მაინც, სად
მივდივარო?
იკითხა
ვარამიამ.
არაფერი არ
უთქვამს, სულ
არაფერი.
მაგ ისეთი
კაცი ჩანს,
ნამდვილად არ
იტყოდა არაფერს!
განაცხადა
ქუჩულორიამ.
რატომო
ვითომ?!
ჭონიამ
გაიკვირვა.
ქუჩულორია
დაფიქრდა
ქეჩო მოიქექა:
კაცი რომ
დაადებს თავს,
წავა,
გადაიკარგება
და წასვლისას
არ იტყვის,
სადმივდივარო...
ასეთი კაცი
იტყვის რამეს
წასვლისას? არ
იტყვის!
ე, უყურე ერთი
ამას რასაა
რომ
ლაპარაკობს!
აღშფოთდა
ჭონია.
ამხელა
კაძახს ჭუკის
ჭკუა გაქვს,
უბედურო, შენ.
დედა, რა თქვა
ეს, გაიგონეთ?.
იჯექი მანდ,
არ გაიღო
კრინტი! აბა, არ
გამოჩენილა
მას მერე, ხომ?
არ
გამოჩენილა.
გადაკარგულია.
ეგებ ცოცხალიც
არაა, რა ვიცი
მე.
ბერიძის
ქალმა მაგ
შენი ცუცა რომ
არის, რაო? არ
იცის, ვითომ
მისი ქმრის,
იმ სპირიდონა
სიორიძის,
არაფერი?
ეჭვი შეეპარა
ჭონიას.
ბერიძის
ქალი არაა
ცუცა, დოღონაძის
ქალია. არ
იცის არაფერი.
მეტყოდა მე,
რომ იცოდეს.
ცუცამ კი არა
და, რამხელა
სოფელია ყვეში
ჩვენი
სოფელი არა
კაცმა არ იცის
სპირიდონა
სიორიძის
ასავალ-დასავალი,
მიუგო
კვიშილაძემ.
ისევ სიჩუმე
ჩამოვარდა,
მაგრამ სულ
ცოტა ხნით და
მერე, რომ
მოდგნენ
სპირიდონა
სიორიძეზე
ლაპარაკს,
ოთხ-ხუთ დღეს
სხვა არ უთქვამთ
სიტყვა.
ყველაფერი
გამოიკვლიეს,
რაც იმ კაცს
ეხებოდა.
ფეხზე რას
იცვამდა და
საჭმელი
რომელი
უყვარდა, ისიც
კი დაუდგინეს,
მაგრამ რატომ
და რისთვის
გადაიკარგა,
ამ საკითხში
ერთსულოვნებას
ვერ მიაღწიეს
ვერაფრით. ბოლოს
ისე
გამაბეზრეს
თავი თავისი
სპირიდონა სიორიძით,
რომ მისი
გვარ-სახელის
ხსენებისას გულზე
მეყრებოდა.
აკრძალვას
ვაპირებდი ამ
ლაპარაკისას
ის იყო,
მაგრამ
დამასწრო
ჭონიამ, ერთ
დღეს გიჟივით
წამოვარდა
საწოლიდან
შეშა აიღო და
დაიყვირა:
გითქვამთ
კიდევ მაგ
ძაღლის და
მამაძაღლის
სახელი... ამ
შეშას რომ
უყურებთ, თავი
გავუხეთქო
იქნება იმას
ვინც იტყვის
კიდევ!
ყველამ
ჩაიკმინდა
ხმა და ასე
დამთავრდა
სპირიდონა
სიორიძეზე
ლაპარაკი,
თვარა,
გადაირეოდი,
უეჭველია ეს.
ეს, როგორც
გითხარით,
ოთხი თუ ხუთი
დღის მერე იყო,
მაგრამ
იქამდე აი, რა
მოხდა.
კვიშილაძის
ფქვილი
მართლაც ორ დღეში
გამოილია.
მესამე დღეს
ავადმყოფები
ფანჯრებზე
იყვნენ
მიკრული და
მიჩერებული
ვის როგორც
შეეძლო,
მაგრამ არც
ერთი
ჭირისუფალი
არ მოსულა.
რომ დაღამდა,
ჭონიამ
აივანზე დამიმარტოვა
და
წერილისთვის
კონვერტი
მთხოვა: მივწერ
ოჯახში,
მომაკითხონ,
თვარა,
შიმშილით ამომძვრება
სულიო. შევედი
ბიძაჩემის
ოთახში - ჩემს
ბარგ-ბარხანას
იქ ვინახავდი,
გამოვიტანე
კონვერტი,
ქაღალდი,
საწერ-კალამი
და მივეცი ჭონიას.
მაშინვე
დაჯდა
საწერად.
სიბნელეში
ნუ წერ,
თვალები
გაგიფუჭდება,
ჭონია, უთხრა
ქუჩულორიამ,
ალბათ, იმ
ვარაუდით, რომ
სიტყვა
სიტყვას
მოყვებოდა და
იტყოდა, სად
და ვის წერდა
წერილს.
ჩვენს
გაფუჭებას
ჩემი
თვალების
გაფუჭება ჯობია,
ბიძია,
ბიძაშვილის
შვილი მყავს,
აგერ, სამტრედიაში,
და
ჩამომიტანოს,
იქნება,
პატარა ყბის
მოსაქნევი,
თვარა, მომსვლელი
არ ჩანს
არავინ, არ
დააყოვნა
ჭონიამ დამსწრეთა
ინტერესის
დაკმაყოფილება.
ძილის დროა
საცაა. მე,
ბიძაჩემი და
ხოსრო ვზივართ,
ლამპა
გვინთია,
ვვახშმობთ.
ჭონიას რომ კონვერტი
მივეცი, ის
კონვერტი
დავინახე
მაგიდაზე
თვალი
გადავავლე.
კვიშილაძის
სატრფოს - ცუცა
სიორიძის
მისამართი
ეწერა ზედ. რა
არის-მეთქი,
ვკითხე.
ჭონიამ
მოიტანა.
კვიშილაძეს
წერა-კითხვა
არ ცოდნია,
ჭონიას
დაუწერია
მისთვის.
მთხოვა, ფოთში
წაიღეთ და
ჩააგდეთო,
თქვა ხოსრომ.
საჭმელს
თხოულობს,
ალბათ. დროზეა
წასაღები მაგ
წერილი.
წამლებიც
მოსატანია
იქედან,
დასძინა
მურმანმა.
ვივახშმეთ.
სულ იმაზე
ვფიქრობდი,
რომ პალატაში
ჭონიამ ერთი
თქვა და აქ,
კონვერტზე,
სხვა მისამართი
ეწერა ახლა,
მაგრამ არ
ვთქვი არაფერი.
მე
მჭირდებოდა
ფოთში წასვლა.
ჯერ იყო და, ვირთაგვები
მყავდა
მოსაყვანი
ფოთიდან. მერე
ის, რომ წინა
ზაფხულს
გამოვზარდე
ერთი
კაციჭამია,
ფარაონი
სახელად.
მაშინ
მუშტარი არ
მყავდა და
ლაზარეთში
გავუშვი, მე
სულელმა.
გავუშვი და
მუშტარიც
გამომიჩნდა,
მაგრამ ვერ
გავიმეტე
გასაყიდად,
ნამეტანი
კარგი
კაციჭამია
გამოდგა, მეტი
ღირდა, ვიდრე
მუშტარი
მთავაზობდა.
შემორჩა და
შემორჩა
ლაზარეთს,
გააწყო
ვირთაგვები,
ვერსზე ვეღარ
დაიჭერდა
კაცი ვერც
ერთს. ამიტომ
იყო, ფოთის
პაკჰაუზებში
რომ დამჭირდა
ცხოველების
მონადირება
სათაგურის
დადგმას
ვგულისხმობ
ამაში.
ვიფიქრე,
ბარემ
ფარაონსაც
წავიყვან და
გავყიდი-მეთქი
იქ.
მე მივდივარ
ფოთში დილით,
ვთქვი ხოსროს
გასაგონად.
მაშინ
წამლებიც
წამოიღე
იქიდან და მე
შეშას მოვიტან
აქ, გაუხარდა
ხოსროს და
ასეც შევთანხმდით.
წამოვიშალეთ,
ჩავიდე
გულისჯიბეში
ჭონიას წერილი,
გავედი
ჩემსას და
დავიძინე.
დილით ფარაონს
დავუწყე
ძებნა. ვერ
ვიპოვნე,
მამაძაღლი, სანადიროდ
თუ იყო წასული
საითმე.
ჩავიქნიე ხელი,
გავწიე
ფოთისკენ.
ახლო იყო
ფოთი, ბიძაჩემის
ლაზარეთის
ადგილი ახლა
ქალაქის
განაპირად
ითვლება უკვე.
კაი მანძილით
რომ გამოვცდი ლაზარეთს,
ცნობისმოყვარეობამ
შემაწუხა. ამოვიღე
უბიდან
ჭონიას
წერილი,
დიდხანს
ვათვალიერე,
მრცხვენოდა,
გახსნას ვერ
ვბედავდი.
მერე სულმოკლეობამ
წამძლია
მაინც.
კონვერტი
საგულდაგულოდ
იყო
დაწებებული,
მაგრამ
დანაკრობი ადგილი
წყლით
დავასველე,
წებო დალბა და
დაუზიანებლად
გაიხსნა
წერილი.
გავშალე
ქაღალდი, წავიკითხე.
ჭონია ცუცა
სიორიძეს
ყვეშში კვიშილაძის
სახელით
წერდა, შენი
სპირიდონა
სიორიძე გამოჩნდა
და აგერ წევს
ჩემთან ერთად
ლაზარეთშიო.
საჭმელი
შემომელია,
ჩამოდი,
ჩამომიტანე,
ჩვენს
სიყვარულს
გაფიცებო,
მაგრამ შენი
მოსვლა
ლაზარეთში
ჩემთან არ
შეიძლება,
სპირიდონა მიხვდება
ჩვენს
ამბავსო.
ამიტომ, ამ
დღეს, ჩემი
მეგობარი
კაცი ჭონია
დაგიხვდება
სადგურიდან
ლაზარეთისკენ
წამოსულს,
ფოთს რომ გამოცდები,
თხმელები და
ბუჩქნარი რომ
არის, იქ, და მას
ჩააბარე,
რასაც გწერ,
ის
საჭმელ-სასმელიო.
ფულსაც
თხოვდა, ათ
მანეთს,
ექიმისთვის
მინდაო.
ჭონიას რომ
ნახავ, სხვა
დანარჩენ
ამბავს,
სპირიდონზეც
და ჩემზეც, ის
გიამბობსო, და
ასე შემდეგ და
შემდეგ.
შევფიქრიანდი,
როგორ
მოვიქცე-მეთქი.
ხან დახევა და
გადაყრა
ვიფიქრე. ხან
სიმართლეს
მივაწერ ამ
ქაღალდს, ისე
გავუგზავნი-მეთქი,
ხან რა და ხან
რა, მაგრამ
კაი ვერაფერი
გადავწყვიტე.
ამასობაში
ფოთში შევედი.
ფოსტაც აგერ
არის.
მივაფურთხე
ეშმაკს, ამ
ამბის
გამჟღავნება
გვიანი არც
მერე იქნება-მეთქი
და კონვერტი
საფოსტო
ყუთში ჩავუშვი.
რომ ჩავაგდე,
მაშინ მეტად
ვინანე ჩემი
საქციელი,
გავწვალდი
კაცი, მთელ
დღეს ამაზე
ვფიქრობდი
სულ.
გამოვიტანე
აფთიაქიდან
წამლები,
პაკჰაუზში
მივედი,
ვირთაგვებით
სავსე ჩემი სათაგური
წამოვიღე და
ლაზარეთისკენ
გამოვწიე.
მოვედი შინ,
დავაბინავე
ცხოველები. ამ
დროს
შებინდდა
კიდეც.
ვივახშმე და
ადრე დავიძინე,
დაქანცული
ვიყავი.
დილით ძილ
ღვიძილში ვარ
და
ქუჩულორიას
ხმა მესმის:
წუხელის
სიზმარი
ვნახე ისეთი,
დღეს რომ არ
მოგვაკითხონ
რომელიმეს, არ
შეიძლება
არაფრით.
უეჭველია,
მოგვაკითხავენ
დღეს.
სიზმრის
მოყოლა
თხოვეს
ქუჩულორიას.
ერთი საათი
მოანდომა
ამას. იმდენი
ილაპარაკა,
მამაცხონებულმა,
რომ ქოშინი
აუტყდა.
მეოთხე დღე იყო
მათი
შიმშილის და
მეც ასე ვფიქრობდი,
რომ უნდა
მოეკითხათ
რომელიმესთვის,
მაგრამ
გავიდა ის
დღეც და
არავინ არ
მოვიდა.
ამ საღამოს
მოხდა სწორედ,
რომელი წელი
იყო, მეზარება
ახლა ამის
გამოთვლა და
არც არის,
მგონია,
საჭირო. უკვე
კაი ხნის
დაღამებულია,
ასე, ათი
საათი იქნება.
ნარდს
ვთამაშობთ მე
და ბიძაჩემი.
ხან თამაშს
ადევნებს
თვალს ხოსრო,
ხან თვლემს.
ცხენების
ფლოქვის
თქარათქური
მოისმა
შორიდან.
საწოლები თუ
მოამზადე,
ხოსრო?
იკითხა ბიძაჩემმა.
ხოსრომ თავი
დაიქნია, კიო.
ვის
ელოდებით ასე
გვიან?
დავინტერესდი
მე.
ცოტა შეიცადა
ბიძაჩემმა და
მერე მითხრა:
ავადმყოფებს.
ერთი მეჯოგე
იყო აქ დღისით
და მეორეს
მოსაყვანად
წავიდა. ისინი
მოდიან, ალბათ.
სხვა ვინ
იქნება.
რა ჭირთ?
პასუხი
გაუჭირდა და
არც
აჩქარებულა
მურმან თორია.
დათვების
დატორილები
არიან, თქვა
ბოლოს.
რაღაც
დამალული
ვიგრძენი და
გავიფიქრე,
ვნახოთ, ერთი,
რა და როდემდე
დაიმალება-მეთქი.
ფლოქვის ხმა
თანდათან
მოახლოვდა.
მურმან-ბატონო!
დაიძახა
ვიღაცამ
გარეთ.
ბიძაჩემმა
მითხრა, ლამპა
მოგვინათეო.
ხოსროს
ცხენების
ჩამორთმევა
და
დაბინავება
დაავალა.
ერთი
ავადმყოფი
თვითონ
ჩამოვიდა
ცხენიდან.
მეორეს
ხოსრომ
უშველა
ჩამოხტომაც
და შინ
შესვლაც
ფეხი ქონდა
მძიმედ
დაშავებული.
დავდგი
მაგიდაზე
ლამპა. ჯერ
კოჭლს
შევხედე, მერე
მეორეს;
ფეხდაშავებული
არასოდეს
მენახა. მეორე
დათა
თუთაშხია იყო,
ვიცანი! მის
გარეგნობაში
თითქმის
არავითარი
ცვლილება არ
მომხდარიყო
გარდა იმისა,
რომ
საფეთქლებში
შავი თმა აღარ
შერჩენოდა.
თვითონაც
დამაკვირდა,
მაგრამ ისე
დაიჭირა თავი,
რომ მისი
დაინტერესება
შეუმჩნეველი
დამრჩენოდა.
მე რატომ უნდა
გამოვცნაურებოდი,
ვითომ!
გასინჯვის და
ჭრილობების
დამუშავების
დრომ მოაწია.
შევატყვე, ბიძაჩემი
მურმანი ფეხს
ითრევდა,
საქმეს
აჭიანურებდა და,
ჩანდა, არ
უნდოდა,
მოწმედ
დავსწრებოდი.
მაინცდამაინც
არც მე
მეხალისებოდა
იქ ყოფნა. ჩემთვის
ყველაფერი
ცხადი იყო და
დარჩენა მუშაობის
მეტს არაფერს
მომიტანდა.
ღამე
მშვიდობისა
ვთქვი,
წამოსვლა
დავაპირე. ამ
დროს შემოგოგმანდა
ჩემი ფარაონი,
კურტუმზე
დასკუპდა, წინა
თათები
გამოიშვირა
და ქანაობას
მოყვა. გაბრაზებული
ვიყავი, დილით
რომ ვერ
ვიპოვნე, ოხერი,
და
გავუჯავრდი:
წაეთრიე
აქედან!
ფარაონმა
უკმაყოფილოდ
შემომხედა და
წავიდა
კუდგაბზეკილი.
ასე
გაკეთებული
და მსუქანი
გოჭიც კი არ
მინახავს მე!
გაწვრთნილიც
რომ ყოფილა?! - თქვა
თუთაშხიას
ამხანაგმა.
კაციჭამიაა
ეგ? მკითხა
თუთაშხიამ.
თავი
დავიქნიე.
თუთაშხიამ
ოდნავ
ჩაიცინა და აღარაფერი
უთქვამს, ეს
იყო მისი
ერთადერთი ნიშანი
ჩვენი ერთად
ყოფნის
მანძილზე
ნიშანი იმისა,
რომ მიხვდა,
ვინც ვიყავი.
არც მე
ამომიღია ხმა,
წავედი ჩემს
გზაზე. ჩვენმა
საგვარეულო
ხელობამ დიდი
ხანია თავისი
მნიშვნელობა
დაკარგა და
ამიტომ, რასაც
გიამბობთ,
საიდუმლოების
გაცემად არ ჩამეთვლება.
კაციჭამიების
გამოზრდა ორი
ხერხით
შეიძლება:
შიმშილით და
სიმაძღრით.
საბოლოო
ჯამში ორივე
ერთნაირ
კაციჭამიას
იძლევა. მაგრამ
მე შიმშილის
ხერხს
ვამჯობინებდი,
ნაკლები დროა
საჭარო.
აუცილებლად
შვიდი ან ცხრა
ვირთაგვაა
საჭირო.
დაჭერილი
ცხოველები
ცარიელ
კასრში უნდა
მოვათავსოთ.
თუ
კაციჭამიას გამოყვანას
შიმშილის
ხერხით
ვაპირებთ,
კასრი ლითონის
უნდა იყოს,
თორემ ძალიან
რომ
მოშივდებათ,
ხისას
გაღრღნიან და
გაიქცევიან.
სიმაძღრის ხერხის
დროს კი
ჩვეულებრივი
კასრის
გამოყენებაც
შეიძლება
მაძღარი
ცხოველები
კედელს არ ერჩიან
სიბნელეც
აუცილებელია!
სიბნელე თუ არ
იქნა,
კაციჭამია
ვერ
გამოიზრდება.
კასრში და მის
ფსკერზე
სიბნელეა,
აბა, რა
იქნება, თუ არ
ჩაანათე შიგ.
თუ შიმშილის
ხერხია
წყლის მეტი არ
უნდა მივცეთ
არაფერი. თუ
სიმაძღრის
არის თავსაყრელი
უნდა ქონდეს
ერთი
რომელიმე
საკვები
სიმინდი ან
ხორბალი, თუ
გნებავთ, ამას
მოკლედ
გელაპარაკებით,
თვარა, მთელი
პედაგოგიური
სისტემაა ეს.
დიახ,
მივატოვე
სტუმრები,
არავის
დავლოდებივარ,
დავიძინე. არც
გამიგონია,
ახალი
ავადმყოფები
როდის
შემოიყვანა
ხოსრომ.
დილით, როგორც
ყოველთვის,
დიდი პალატის
ავადმყოფების
ფუსფუსმა
გამომაღვიძა.
დათა
თუთაშხია
ჩემსკენ
ზურგშემოქცეული
იწვა და ვერ მივხვდი,
ეძინა თუ
ეღვიძა, მისი
ამხანაგი ჭერში
იყურებოდა,
ფიქრობდა
რაღაცას.
გამოღვიძებული
რომ დამინახა,
დილა
მშვიდობისო.
ცოტა ხნის
მერე ხოსრო
შემოვიდა,
პირსაბანში
წყალი ჩაასხა
და თუთაშხიას
ამხანაგს
უთხრა:
ბესო-ბატონო,
საჭმელი რომ
მოინდომოთ,
დაიძახეთ,
ხოსრო-თქო, და
მოგართმევთ
მაშინ.
კი გავიგონე,
ბესო-ბატონოო,
მაგრამ
ვიცოდი, დათა
თუთაშხიასთან
ერთად მოსული
კაცი თავის ნამდვილ
სახელს არ
გაამხელდა.
ხმები
დადიოდა, თუთაშხიას
ახალი
ამხანაგი
გაუჩენია,
ვინმე მოსე
ზამთარაძეო.
მაშინვე
ვიფიქრე, ის
არის, ალბათ-მეთქი,
და შემდგომში
ასეც
აღმოჩნდა.
ოტია-ბატონო,
გაიღვიძე
ახლა და
მოვწესრიგდეთ,
სანამდე
საჭმელს
მოგვიტანდნენ,
მიმართა ზამთარაძემ
თუთაშხიას.
წვალებით,
ვაი-ვაგლახით,
ერთმანეთის
წახმარებით
ჩაიცვეს და
დაიბანეს.
მერე ხოსროს
დაუძახეს და
ღორის ხორცში
ჩახრაკულ კარტოფილს
და კვერცხს
თითო არაყი
დააყოლეს. გაათავეს
ჭამა. მოსე
ზამთარაძე
ისევ დაწვა.
თუთაშხიამ
ხურჯინიდან
ვეფხისტყაოსანი
ამოიღო,
წინასწარ
ჩანიშნულ
ადგილზე
გადაფურცლა და
კითხვას
შეუდგა.
რომ ამბობდი,
ამ ფარაონის
შიშით
სათოფეზე ვერ
გაივლის ვერც
ერთიო, სავსეა
აქაურობა
ვირთაგვებით,
უთხრა
პატარა ხნის შემდეგ
ზამთარაძემ
თუთაშხიას.
აგერ, ჩემი საწოლის
ქვეშ, თუ
კედელშია აქ,
არ ვიცი,
გამთენიისას
ან ბაზრობა
ქონდათ და ან
ქორწილი...
ზამთარაძემ
სიჩუმით
ისარგებლა
მიაყურა და
დასძინა:
ფაჩუნობენ
ახლაც! დაუგდე
ყური, თუ
გნებავს, და
გაიგონებ
შენც.
ჩემი ახალი
მდგმურების
საწოლები ისე
იდგა, რომ
თავსასთუმალი
კედლისკენ
ქონდათ.
კედელს იქით,
აივანზე, ჩემი
კასრი იყო,
ვირთაგვები
მყავდა შიგ.
თუთაშხიამ
მიაყურა.
ერთხანს
იფიქრა.
გაფაციცებული
იყო.
ღრუბლიანია
დღესაც ცა,
წაილაპარაკა
მან და ზეზე
ადგა.
მხრის
სახსარი
მძიმედ ქონდა
დაზიანებული,
მოძრაობა
უჭირდა. ძლივს
დაიძრა
ადგილიდან. დიდ
პალატაში
გავიდა,
აივნისკენ
აიღო გეზი.
ღუმელსა და
საწოლს შორის
უნდა გაევლო,
ისე ქონდა გზა.
იქ ჭონია
იდგა,
გასასვლელი
ვიწრო რჩებოდა,
მაგრამ
გამვლელი მაინც
თავისუფლად
გაეტეოდა.
თუთაშხიამ
მხარი იბრუნა,
რომ გავლისას
ჭონიას არ
შეხებოდა.
იქედან
შემოუარე, ხომ
ხედავ ვიწროა
აქით! დაასწრო
ჭონიამ,
სანამდე
თუთაშხია
გაივლიდა.
აბრაგი
ნათქვამს
უნებლიეთ
დაემორჩილა,
შებრუნდა,
ღუმელს მეორე
მხრიდან
მოუარა.
მასე! თქვა
ჭონიამ.
თუთაშხია
შეჩერდა.
ჭონიას თვალი
შეავლო. ყურები
ვცქვიტე, -
ახლა კი
წააწყდა-მეთქი
ჭონია ისეთ
კაცს, მის
ყიამყრალობას
რომ მოუვლიდა.
სიჩუმე იყო
კაი ხანს.
ჭონია თავისი
ბჟოლისფერი,
თავხედი
თვალებით
უყურებდა
დათა
თუთაშხიას და
თითქოს ეუბნებოდა,
მე ვარ აქ და
მე რომ
მომწონს, იმ
წესებს დაემორჩილე,
თვარა, ვინც
გინდა იყო,
შენზეც
მოინახება
ჯოხიო. წესი
კი ლაზარეთში
ისეთი
ჩამოყალიბდა,
რომ ჭონიას
თავხედობას
ემორჩილებოდა
ყველა
ავადმყოფი.
დათა
თუთაშხიას
ისეთი სახე
ქონდა, როგორც
ბავშვებს
დაფაზე
დაწერილი ახალი
ამოცანის
თვალიერების
დროს აქვთ
ხოლმე. მერმე
ოდნავ, სულ
ოდნავ
გაიღიმა. ეს
უკვე იმ სიხარულს
წააგავდა,
როდესაც
ადამიანი
ფიქრებში
რაღაცას
მიხვდება,
რაღაცაში რომ
გაერკვევა.
მან თავიც
დააქიცინა
ეს მისი
ფიქრების გაგრძელება
იყო, ვიცი მე,
და აივანზე
გამოვიდა.
ლოგინიდან
წამოვხტი,
ჩაცმას
შევუდექი.
მოსე ზამთარაძემ
ხელი
მომიცაცუნა
და წაიჩურჩულა:
ბოდიშს
ვიხდი,
ბატონო,
დავინახო,
რომელია ეგ.
ჩამოვეცალე.
მან ჭონიას
თვალი შეავლო
და ისევ
ბალიშზე
მიწვა.
ჭონია ცეცხლს
უჩხიკინებდა,
ღუმელთან
ხმაური იყო.
კვიშილაძეს,
ალბათ ეგონა,
ჭონია ვერ
გაიგონებსო
და ქუჩულორიას
გადაულაპარაკა:
ბოშო,
რანაირად
ებდღვნა ამ
უცნობ კაცს,
დაინახე?!
ქუჩულორიამ
ჯერ ჭონიას
გადახედა,
დარწმუნდა, ამ
წუთში ვერ
მხედავსო, და
მხოლოდ ამის
მერე გაუღიმა
კვიშილაძეს.
ჭონიამ
ამასობაში ღუმელის
კარი მიხურა,
ორატორივით
ჩაახველა და
დაიწყო:
ახლა, ბატონო
კვიშილაძე,
იკითხა კაცმა,
რატომაა, რომ
ლაპარაკობ და
არ ფიქრობ
არაფერს?! ოთხი
დავრდომილი
ვართ აგერ და
რამდენი დღეა,
ჩვენს პირს
ლუკმა არ
უნახავს. ფული
ჩვენ არ გვაქვს.
გვქონდეს, თუ
გინდა, მარა
წელს ქვევით
კუტი რომ ხარ,
გავიწყდება
ეგ და, ჩემს
მეტი,
რომელია, მურმან
თორიას
ღობეზე
გადაღოღებას
რომ მოახერხებს,
ფოთამდე
მისვლას,
ხორაგის
ყიდვას და მის
მოტანას არ
ვამბობ მე...
ჭონიას, ჩანს,
მჭევრმეტყველეობამ
უმტყუნა და
აზრი ვეღარ
დაამთავრა.
მართალია ეგ!
ისე დაუჭირა
მხარი
ქუჩულორიამ,
რომ წააქეზა,
კიდევ
ილაპარაკეო.
კაი, მარა, იმ
კაცმა რა
დააშავა,
ნეტავი, და
მისი ბრალი
თუა, ჩვენ რომ
სურსათი
შემოგველია
და მშივრები
რომ ვართ?
იკითხა
ვარამიამ.
ვიცი მე,
რასაც
ვლაპარაკობ,
ვარამია-საცოდავო!
მოუჭრა
ჭონიამ. ეს
ორი კაცი
წუხანდელი
მოსულებია აქ.
ცარიელი ხომ
არ მოვიდოდნენ?
იმის მაგიერ,
რომ
გამოვიდოდეს
ერთი და ერთი
და იტყოეს:
აგერ ვართ,
ღვთის
შვილებო, ვჭამოთ
ერთად, რაც
გვაბადია;
ჩვენი რომ
გამოილევა,
მანამდე
მოგაკითხონ,
იქნება
ჭირისუფლებმა
და მაშინ
თქვენი
ვჭამოთო... ასე
რომ თქვას
ერთმა და
ერთმა, მის
მაგიერ რას
შვრებიან
ეგენი? რას და,
ჭამენ
მოხრაკულებს
ამ მშიერი
ხალხის
გვერდით და
დადიან აქ...
მაგათი სალამი
რომ კაცს
აძღობდეს!
რა ქნან, აბა,
შე კაცო?! ისევ
იკითხა
ღიმილით ვარამიამ.
ადამიანები
თუა ეგენი და
ჭკუა თუ აქვთ
თავში
ნატამალი, ისე
უნდა ქნან
სწორედ, მე
რომ ვლაპარაკობ,
თვარა, ისე
გავუხდი
საქმეს...
ღამღამობით
თავზე საბნის
წაფარება და
ბალიშიდან გამოცოცებული
ხმელი ჭადის
ხრაშუნ-ხრაშუნი
გავიგონო,
იქნება მე.
მიქნია
და მინახავს
სხვაგან.
მიტომ ვამბობ
ასე.
ისე
შეგვაშინებ
და გაგვაუბედურებ,
რომ ახდილად
ვეღარ
გავბედავთ და
ჩუმ-ჩუმად
დავიწყებთ
ხმელი ჭადის
ჭამას, ხომ?
სიცილით
გამოეხმაურა
ზამთარაძე.
გამოჩნდება
ეგ!
დაუდასტურა
ჭონიამ.
მაგარი
ყოფილხარ,
ნამეტანი, და,
რომ გავრბოდეთ
აქედან, ის
დროა, ალბათ,
დედას
ვფიცავარ! მიუგო
ზამთარაძემ.
ერთხანს
სიჩუმე იყო.
აივნისკენ
გავწიე და კარის
გაღებას
ვაპირებდი
უკვე,
ზამთარაძის
ხმა რომ
მოისმა ისევ:
შე კაცო, რა
იცი, ეგებ
ჩვენც
არაფერი
გვაბადია და
თუ გვაბადია,
შენ რომ
აპირებ, იმ
გზით აქედან
არაფრის
წამღები რომ
არა ხარ,
რატომ არ ფიქრობ
ამაზე?!
რაღაცის
წამღები ვარ,
დაინახავ
იმას! ჭონია ვარ
მე. ტყვილად
და უბრალოდ არ
ვაკეთებ
არაფერს.
თქვენ
მოხრაკულები
ჭამოთ და ჩვენ
ვიყოთ ასე,
ხომ? კი, აბა!
კაცო, არ
გვაქვს
ხორაგი ჩვენ.
ხოსროსთან
ვართ
მორიგებული,
მან უნდა
გვაჭამოს
ფულად. რა ვქნათ,
აწი? თქვენ
მშივრები რომ
ყოფილხართ,
ჩვენც ვიშიმშილოთ?
თქვა
ზამთარაძემ.
მეტი არაა
ჩემი მტერი,
შენ და
შენისთანებმა
მაგის
გაკეთება ვერ
შეძლოთ! მარა
კაცი თუ კაცია
იპოვნის
გამოსავალს...
გაათავე ახლა!
შენმა
ტირილმა და
ყბედობამ
გადაიტანა
აქაურობა.
წერას ხომ არ
აუტანიხარ,
ვიღაც ოხერი
ხარ მანდ!
წერას, თვარა,
ფეხები არ
მომაჭამო
ცხელ გულზე!
ჯერ, რა
შეგიძლია, შე
გლახის ჭირო,
შენ. მერე, რომ
შეიძლო კიდეც,
ჩემთვის ერთი
კაი მუშტიც კმარა,
გავჭიმავ
ფეხებს და
შენს მაგიერ
სახრჩობელაზე
საქანაოდ
არავინ რომ არ
წავა, ამასაც დააყოლე
ტვინი, თუ
გაქვს მაგ
თავში რამე!
ზამთარაძე
დადუმდა.
ცეცხლი
გიზგიზებდა
და სიჩუმეში
მხოლოდ
ღუმლის
ქრიალი
ისმოდა. აივანზე
გავედი. დათა
თუთაშხია
ეზოში და
სახლის მახლობლად
დაიარებოდა.
იმპერიალისტურ
ომში რომ
ვიყავი, იმას,
რასაც
თუთაშხია
აკეთებდა, რეკოგნოსციროვკა
ერქვა.
ჩემს კასრში
ჩავიხედე.
ცხოველებს
წყლის ჭურჭელი
გადაებრუნებინათ.
შევავსე და
ჩავდგი ისევ.
თუთაშხიამ
აივანზე რომ
დამინახა,
ამოვიდა,
ვირთაგვებს
დაუწყო
ყურება და
მკითხა:
მანდ...
კაციჭამია
უნდა
გამოიზარდოს,
ხომ?
დიახ, ბატონო.
შიათ უკვე?
შიათ, მაგრამ
ნამდვილი
შიმშილი
შორსაა ჯერ. კაი
ხანი უნდა
ნამდვილ
შიმშილს.
სანამ
საუზმისთვის
მოვიცალე,
ერთი საათი გავიდა.
შევედი
ხოსროსთან
საჭმელად.
ბიძაჩემი არ
დამხვედრია,
ავადმყოფის
სანახავად
წაეყვანა
ვიღაცას.
პალატის
ამბებზე და
შიმშილზე მინდოდა
ლაპარაკი
მასთან. რომ
გამოვედი
იქიდან, დათა
თუთაშხია
მოაჯირზე
იჯდა, მზეს
ეფიცხებოდა
და კითხულობდა.
დავბრუნდი
ჩემს ოთახში,
სამეცადინო მქონდა.
მივუჯექი
მაგიდას. ცოტა
ხნის მერე ზამთარაძემ
ზურგზე ხელი
მომიცაცუნა,
თავისკენ მიმახედა.
შევცქერი და
ვხედავ, რომ
რაღაცის თქმას
აპირებს და
ყოყმანობს,
ვერ მეუბნება,
რატომღაც.
რა გნებავთ,
ბატონო?
რაა და... რა
ვქნათ, აწი?
წამჩურჩულა
ზამთარაძემ.
მივხვდი, რომ
დანარჩენი
სათქმელიც
ჩურჩულით
უნდა გვეთქვა,
მაგრამ არ
მესმოდა, რას
გულისხმობდა,
და ვიყავი
გაჩუმებული.
როგორ
გგონიათ
თქვენ, თუ
გაიგონა
ოტიამ ჩემი და
ამ მამაძაღლი
ჭონიას
ლაპარაკი?
არ გაუგონია,
ეზოში
დადიოდა...
სეირნობდა იქ.
ზამთარაძე
დაფიქრდა და
მითხრა:
ახლა, დიდი
ოხერი და
ბრიყვი კაცი
ჩანს მაგ ჭონიაა,
თუ რა გვარია.
მარა ისე,
მართალს
ლაპარაკობს,
მაინც. ჩვენ
აქ ვძღებოდეთ
და ეგენი მანდ
მშივრები
იყვნენ - არ
გამოდის
ლამაზი...
ღარიბი
კაცია
ბიძაჩემი
მურმანი,
ვთქვი მე. რასაც
შოულობს,
ავადმყოფებს
და მათ
წამლებს ახმარს
ისევ. არ
შეუძლია
ამდენი
ხალხის რჩენა.
ხოსროსი რვა
თვის
ჯამაგირი
მართებს უკვე.
ვერ უხდის, არ
აქვს სახსარი.
მაგას არ
მოგახსენებთ
მე, როგორ
გეკადრებათ,
ბატონო. სხვაა
აქ... სხვა დროს
თუ ყოფილა აქ
საქმე ასე და
რა გიქნიათ
მაშინ?
არ მახსოვს,
ასე რომ
მომხდარიყოს.
გავჩუმდით
ორივე.
მე გეტყვით
ერთ
გამოსავალს,
მივმართე
ზამთარაძეს
ცოტა ხნის
მერე. მოელაპარაკეთ
თქვენს
ამხანაგს,
ფული თუ გაქვთ
დადეთ
ნახევარ-ნახევარი,
უყიდეთ ერთი
ბათმანი ფქვილი
და ცოტაოდენი
ყველი
ავადმყოფებს.
ბევრი არ
დაგიჯდებათ
ეს. ეგენიც
მაძღრები
იქნებიან და
არც თქვენ
დარჩებით
უხერხულად.
მანამდე
მოაკითხავს
ჭირისუფალი
რომელიმეს.
ასე აჯობებს,
მგონია.
მაგას
ვფიქრობდი
მეც,
ამხანაგთან
გამხელა არ
შეიძლება
ამის, არაფრით
არ დამრთავს
ნებას.
რატომ?
მისი საქმეა
ეგ.
აბა რას
იზამს?
რას იზამს და,
შეიძლება,
თვითონაც არ
მიეკაროს
საჭმელს,
სანამდე
მაგათ არ
გამოუჩნდებათ
საკვები. ასე
იზამს ნამდვილად,
მარა ამ
ხალხის
გასაჭირში
არც თვითონ ჩაერევა
და არც მე
დამანებებს.
ვიცი მე.
დაფიცებული
აქვს ასე.
მისი საქმეა
ეგ.
სხვა
სათქმელი მე
არ მქონდა და
ხმა აღარც ზამთარაძეს
ამოუღია კაი
ხანს.
დიდ პალატაში
ხოსრო
შემოვიდა,
ავადმყოფებს წამალი
მიაღებინა და
მილაგ-მოლაგებას
მიჰყო ხელი.
არის ერთი
კაცი ჩვენს
სოფელში,
ყარსის ომშია
ნამყოფი,
მოისმა
პალატიდან
კვიშილაძის
ხმა. ხოდა,
ცხენის
ხორცის
მწვადი მაქვს
ნაჭამიო, ამბობს.
არ იცრუებს ის
კაცი, ისეთი
კაცია და მეც
ასე ვფიქრობ,
რომ რაა მერე,
რა უჭირს
ცხენის ხორცს,
ვითომ?
ბალახს,
თივას, ქერს
და შვრიას
აჭმევენ სამხედრო
ცხენებს,
სხვას ხომ
არაფერს, რომ
თქვას კაცმა.
ცხენის
ხორცის რა
მოგახსენო,
გამოელაპარაკა
ქუჩულორია,
მარა დროზე
გამოუშიგნავ
ნანადირევს
სუნი რომ
დაეცემა და
კაცს რომ
ეგონება, გაფუჭებულია
უკვეო არაა
მართალი ის.
კურდღელი
მომიკლავს,
ასვლია სუნი,
მარა არ
გადამიგდია.
გამოშიგნე, შე
კაცო, გაატყავე,
გარეცხე
კარგად და
ისევ ის
საჭმელია, მაინც.
სიმართლე თუ
გინდათ, უფრო
გემრიელიცაა.
რომ წამოაგებ,
დაატრიალებ
ცეცხლზე და
რომ გამოუშვებს
ცვარს!
უკეთესს რას
ნახავს კაცი!
ხოსრომ
ავადმყოფებს
თვალი
გადაავლო,
თავი გაიქნ-გამოიქნია
და წავიდა.
დღეგრძელი
ხარ, მაგას
ვფიქრობდი
სწორედ, კვერი
დაუკრა
კვიშილაძემ
ერთხელ მთაში
სხვისი
მოკლული
კაკაბი
ვიპოვნე. ასე,
სამი დღის მოკლული
იქნებოდა...
ვერ გრძნობთ
თქვენ,
შიმშილი რომ
გალაპარაკებთ
მაგას,
შეაწყვეტინა
ვარამიამ. არ შეიძლება
შიმშილში
საჭმელზე და
მისთანებზე
ლაპარაკი,
უარეს დღეში
ჩაგაგდებთ ეგ.
თავს ნუ
გაიღიზიანებთ
ტყვილად.
ღმერთია
მოწყალე, გამოჩნდება
საშველი.
საჭმელზე
ლაპარაკი
აღარ
გავიგონო აქ!
ბრძანა
ჭონიამ
ყველა გაჩუმდა.
აუუუ!
დაიღუპა ეს
ხალხი, თქვა
ზამთარაძემ
და ისევ
ჩურჩულით
მომმართა:
აგერ ფული,
ჩემო ბატონო,
პირდაპირ მათ
რომ მივცე, არ
ივარგებს; მადლობას
ვერ
დამალავენ,
გაიგებს ოტია,
სიდან და რა
გზით
გაუჩნდათ
საჭმელი, და
არ შეიძლება ასე.
ხოსროს
მიეცით ეს,
იყიდოს ფოთში
სანოვაგე და
მურმანის
სახელით
მიცეს ამ
უბედურებს. ა,
გამომართვით!
ორი საათიც არ
იყო გასული,
რომ ხოსრომ
ბლომად სიმინდის
ფქვილი და
სამი ოყა
სულგუნი
შემოუტანა
ავადმყოფებს
და ბიძაჩემის
სახელით მიართვა.
პალატა
გაინაბა,
მადლობის
თქმა
ვარამიამ მოიფიქრა
მხოლოდ და
ისიც მაშინ,
როცა ხოსრომ
კარი გააღო და
გადიოდა. მერე
ისევ მიჩუმდა
ყველაფერი.
თუთაშხია ამ
დროს
ვეფხისტყაოსანს
ჩაჰკირკიტებდა,
მაგრამ
გულისყური,
ზამთარაძესავით,
იმ ამბისკენ
ჰქონდა.
ბოლოს, სიჩუმე
რომ დიდხანს
გაგრძელდა,
წიგნი გადადო
და
საგანგებოდ მიაყურა.
გაიარა კიდევ
ცოტა ხანმა და
მიჩუმებულ-მიკმენდილი
პალატა უცბად
ახმაურდა.
ჭონიამ ქვაბს
დაავლო ხელი
წყალი
მოარბენინა,
ცეცხლს შეუჩუჩხუნა,
ტომარა
გახსნა,
ფქვილი
პირისკენ
გააქანა,
დამწარებული
ხომ არ არისო,
გასინჯა...
სხვები
ბიძაჩემი
მურმანის
ქებას და თაყვანისცემას
მოსდგნენ.
კვიშილაძემ
ამბავი წამოიწყო,
აქ და აქ ამ და
ამ კაცმა
ასეთი და
ასეთი სიკეთე
ქნაო.
ქუჩულორიამ,
ტყუილია მაგ,
ის კაცი
მურმან
თორიასთანა
კეთილი და
ხელგაშლილი
არაფრით არ
იქნებოდაო.
აწრიალდა და
აფორიაქდა
პალატა.
სანამდე ღომი
მოიხარშებოდა
და ჭამას
შეუდგებოდნენ,
ენა არც ერთს
არ გაუჩერებია.
იმ დღეს
ჭონიამ კიდევ
შედგა ქვაბი
და დააპურა ეს
რამდენიმე
დღის ნამშევი
ხალხი. შუადღე
გადასული იყო,
ქუჩულორიამ
აზრი წამოჭრა,
კიდევ ხომ არ
მოვხარშოთო.
დაუჭირეს
მხარი, ატყდა
ისევ
ლაპარაკი და
ღუმელის
კარის
ხრიგინი.
გვიანობამდე
არ დამაძინა
ხმაურმა, ძილი
გამიფრთხა და
როდის
გამომეღვიძა,
ვერ ვიტყვი ახლა.
ალბათ, დილის
თერთმეტზე ან
უფრო გვიან.
ერთი კია,
ისევ ღომის
სუნი
ტრიალებდა,
ისევ ხმაური
იყო.
დათა
თუთაშხია არ
ჩანდა
ზამთარაძემ
გამიღიმა და
მითხრა.
დიდხანს
გეძინათ დღეს
მერე ხმას
დაუწია.
დილას აქეთ
მეორედ მოხარშეს
უკვე. სანამ
თვალი არ
გაძღება, კუჭი
არ გაძღება
იქამდე.
შიმშილმა
იცის ეს.
სხვისია,
ჭამენ, რა
ენაღვლებათ,
მივუგე მე.
ხოსრომ
თუთაშხიას და
ზამთარაძეს
საუზმე შემოუტანა.
ზამთარაძე
კარგ
გუნებაზე იყო,
მარდად
წამოიწია,
ჯამებში
ჩაიხედა,
ხოსრომ თავი აივნისკენ
გაიქნია და
თქვა:
ბატონმა
ოტიამ ბრძანა
ასე. ღომი და
სულგუნიო.
სხვას ნუ
მოგვიტანენ
ნურაფერსო.
ზამთარაძემ
ერთხანს
მიყურა და
ხოსროს კითხა:
ხომ არ
გაუგია რამე
ოტიას... ფული
რომ მოგეცით, ხომ
არ გაუგია ეს?
არ უკითხავს
არაფერი,
მიუგო ხოსრომ.
საიდან
გაიგებდა,
დავძინე მე.
ზამთარაძე დამშვიდდა,
გულაღმა
დაწვა და
ამხანაგის
მოლოდინში
ფიქრს მიყვა.
თუთაშხია
მალე
შემოვიდა. საუზმეს
შეუდგნენ.
მარხვას არ
ინახავდი შენ,
ოტია-ბატონო,
და...
რაც
შეგვერგება და
ადგილს რაც
შეეფერება, ის
და იმდენი
ვჭამოთ,
ბესო-ჩემო,
ღიმილით
მიუგო
თუთაშხიამ.
შემდგომი
ხუთი დღის
მანძილზე
მნიშვნელოვანი
და
ღირსშესანიშნავი
აღარაფერი
მომხდარა.
ზამთარაძეს
ფეხზე
სიმსივნემ
უკლო, გაბზარული
ძვალი
დაუამდა და
უფრო თამამად
დაიწყო ყავარჯნების
ხმარება. დათა
თუთაშხიასაც
დაუცხრა
ტკივილები,
მკლავს
თითქმის
თავისუფლად
ამოძრავებდა.
ავადმყოფებმა
ხოსროს
მოტანილი
საჭმელი ძირამდე
დაიყვანეს.
ზამთარაძე
იძულებული იყო,
ისევ გაეღო
სახსარი და
საკვები
კვლავ გაჩნდა.
ცხენის
ხორცისა და
სუნდაკრული
ნანადირევის
ამბავს
აღარავინ
იხსენებდა.
ჭამდნენ, როცა
მოისურვებდნენ,
რამდენსაც
მოერეოდნენ,
და საეჭვოდ იყვნენ
მიჩუმებულები.
იშვიათად
ლაპარაკობდნენ,
რაღაც
დაძაბულობა
იგრძნობოდა.
ერთ დილას
ზამთარაძე
თურქეთში
მცხოვრები ქართველი
ტომების
ამბავს
მეკითხებოდა,
ვსაუბრობდით.
თუთაშხია
გარეთ იყო
გასული. დიდ
პალატაში
ავადმყოფები
საუზმეს
აპირებდნენ.
ჭონია, აგერ,
კვირაზე
მეტია
გიყურებ და...
მოისმა
პალატიდან
კვიშილაძის
ხმა. გიყურებ
და... ისე
გაანაწილე
მაგ ღომი და
ყველიც, თუ
კაცი ხარ, რომ
ერთნაირად
შეგვხვდეს
ყველას!
ჭონიას
ქუჩულორიასთვის
გაშვერილი
საინი ჰაერში
გაუშეშდა.
ე, ეგეც
იმისაა,
წამჩურჩულა
ზამთარაძემ,
ერთნაირ
საჭმელს
ჭამენ სულ,
თვალი ვერ
გაძღა და ისე
ეჩვენება,
ვითომ მის
საინზე
ნაკლები იყოს ღომი.
უყურეთ ერთი
ამას!
წამოიძახა
ჭონიამ. შენ
ნაკლებს
გიდებ და
ჩემთვის მეტს,
ხომ?!
შენთვის
მეტი რომ აიღო
და ქერქსაც
რომ იტოვებ,
მაგ არაფერი
ხარშავ და
გერგება, მარა
ქუჩულორიას
ჩემზე მეტს
რომ უდებ და
ვარამიას ჩემზე
ნაკლებს, არ
ვარგა მასე და
მოიშალე მაგ!
უთხრა
კვიშილაძემ.
არ მიდებს
შენზე
ნაკლებს მე,
არაა მართალი!
ხაზგასმით
თქვა შესაძლო
უთანხმოებით
შეშინებულმა ვარამიამ.
ჭონია არ
იკადრებს
მაგას,
დასძინა
ქუჩულორიამ,
და სხვის
საინში
ყურებას
შენსაში
იხედებოდე,
აჯობებს ის.
არ მოგწონს
ჩემი
განაწილებული,
ხომ? მაგერ ფქვილი,
მაგერ ყველი,
აგერ ცეცხლი
და მოხარშე შენთვის
თვითონ. შენს
არჩივს აღარ
ვხარშავ მე!
განაცხადა
ჭონიამ.
ნუ
წაიჩხუბებით,
არ შეიძლება
ასე, თქვა
ვარამიამ.
შიმშილი რომ
იყოს, მაშინაც
თავის შეკავება
გვმართებს და
ამ თავსაყრელ
სიმაძღრეში
ნუ დავჭათ
ერთმანეთს.
ჩემი არჩივის
ნახევარს
დავჯერდები
მე, არ მინდა
მეტი, ძალით
ვჭამ, მაინც,
და ის
ნახევარი
თქვენ რომ
შეგემატებათ,
იკმარებს
მაშინ.
კვიშილაძისთვის
არ ვხარშავ
მე! გაიმეორა
ჭონიამ
გადაჭრით.
მოხარშვა
არც მე
შემიძლია და
არც
ქუჩულორიას
და, აბა,
მშიერი იყოს
კვიშილაძე?
თქვა ვარამიამ:
არ ვიცი მე!
პალატის კარი
დათა
თუთაშხიამ
შემოაღო,
ლაპარაკი შეწყდა.
გაძღნენ,
ამოიყორეს
მუცლები და
დაესივნენ ერთმანეთს,
წამჩურჩულა
ზამთარაძემ.
სიმაძღრემ
იცის ეგ!
თუთაშხია
გაფაციცებული
იყო. არც
დაჯდა, არც საჭმელს
შეუდგა,
იტრიალა
ერთხანს და
მერე, ვითომ
დიდ
საიდუმლოს
მელაპარაკებოდა,
ხმადაბლა
დაძაბულად
მითხრა:
რაღაც
ამბავია იქ,
კასრში.
რა? ვკითხე
მშვიდად.
ერთი
ვირთაგვა
შუაში ზის და
კვდება
მგონია. სხვები
მის გარშემო
არიან
შემომჯდარი,
შეცქერიან იმ
ერთს... მის
სიკვდილს
ელიან, ალბათ.
ეს ჩემთვის
მოულოდნელი
არ იყო. რომ
დაიმშევიან
და
დასუსტდებიან
ცხოველები, როცა
მათგან
ყველაზე
დაუძლურებული
სიკვდილის
პირზე მივა,
მაშინ
ეცემიან
სხვები და
შეჭამენ. აქ
იმ ცხოველის
დახსომებაა
აუცილებელი, რომელიც
პირველი
მიიტანს
იერიშს
მომაკვდავზე.
ამ ცხოველს
დაცვა და
საგანგებო
მოვლა სჭირია,
თორემ
დაუძლურებულის
შეჭმისას
ერთმანეთში
ჩხუბი მოსდით
ვირთაგვებს
და ნაკბენობა
თუ მიიღო,
იქნებ
თვითონაც
დაუძლურდეს
და სხვისი შესაჭმელი
გახდეს.
კაციჭამიას
გამოყვანისას,
ხანდახან
ხდება ისე,
რომ სულ ბოლო
ცხოველიც კვდება
ნაკბენობა
არ
შეუხორცდება,
გაუმიზეზდება
წყლული და
მოკვდება.
ტყუილად
დაკარგული
შრომაა ასეთი
შემთხვევა.
ეგ უკვე
შიმშილს
ნიშნავს,
ოტია-ბატონო,
ვთქვი მე და
კარისკენ
გავემართე.
თუთაშხია
გამომყვა,
მაგრამ
კასრში
საინტერესო
უკვე
აღარაფერი
იყო, გარდა
იმისა, რომ
შვიდის
მაგიერ ექვსი
ვირთაგვა
დამხვდა. ერთ-ერთს
შეჭმული
ცხოველის
კუდი
მიესაკუთრებინა
და უხალისოდ
წიწკნიდა.
დასახიჩრება
ვერც ერთ
ცხოველს ვერ
შევნიშნე. ეს
იმას ნიშნავდა,
რომ
კანიბალიზმი
იმავე დღეს
აღარ განმეორდებოდა.
დათა
თუთაშხია
მოაჯირზე
ჩამოჯდა,
ზღვას გაჰყურებდა,
დაფიქრებული
იყო.
მოვითავე
ჩემი
საქმეები,
მივუჯექი
მაგიდას და
ვარამიამ დაიწყო
ლაპარაკი.
სათქმელი
კარგად
მოფიქრებული
და
დალაგებული
ქონდა:
კაცმა რომ
თქვას, ბატონი
მურმანი ამ
საჭმელს რომ
გვაძლევს, ხომ
არ გვეუბნება,
ერთ ჭამაზე ამდენი
ჭამეთო და
მეტი არაო,
რაა აქ სადავო
და
სალაპარაკო,
არ მესმის მე.
თუ გვაკლდება
ვინმეს,
მოვხარშოთ მეტი
და ის იქნება.
კვიშილაძე-ბატონო,
ასე მგონია,
არ ხარ
მართალი,
ჭონიას რომ
ეუბნები, მე
ნაკლებს
მიღებ და
სხვას მეტსო.
ჯამებია
სხვადასხვანაირი,
თვალი
ადვილად
ტყუვდება,
ამის ბრალია
შენი
სიტყვები.
ჭონია-ბატონო,
ხდება ხანდახან
ისე, რომ
ადამიანი
შეცდება და
გაკადრებს
რაღაცას. არ
უნდა
მოგივიდეს
გული, თვარა,
მან რომ
თავისი
შეცდომით
ჩაიდინა, იმ
შეცდომაზე
უარესს
ჩაგადენინებს
წყენა და
გაბრაზება.
სწორედ ასე
გამოგივა
შენც, თუ
დააჟინდი
შენსას.
არაფერი არ
მომხდარა
ისეთი, წყენად
და მაგიერის
გადახდად რომ
ღირდეს.
დაივიწყეთ ახლა
ის თქვენი
წაკინკლავება.
აგერ, ღვთის
და ბატონი
მურმანის
მოვლა-პატრონობით,
მოვრჩებით
ყველა, წავალთ
ჩვენ-ჩვენ
ოჯახებში და
ერთმანეთის
ჯავრი რომ
წაგვყვეს თან,
არ ივარგებს ჯავრის
წაყოლა.
დიაკვანი
ხომ არ ხარ,
ვარამია, შენ?
კითხა ჭონიამ.
ვარამიამ
ისევ
გადაალაგა
თავისი
თაბაშირები
კედლისკენ,
გადაბრუნდა
და ცოტა ხნის
მერე ჩაილაპარაკა:
არ ვარ მე
სასულიერო
პირი.
აბა, გაათავე
მაშინ ლოცვა
და ქადაგება.
არაა შენი
საქმე, რას
ვიზამ მე!
ქუჩულორიამ
ხმამაღლა
გაიცინა,
მაგრამ ეს
ისეთი
გაცინება იყო,
რომ ჭონიასაც
და ვარამიასაც,
ორივეს
ერთდროულად,
თავის
მომხრედ შეეძლოთ
მიეჩნიათ
ქუჩულორია.
შუადღეზე
ჭონიამ ქვაბი
შედგა.
ფქვილის მოკიდების
დრო მოვიდა და
იმდენი
მოუკიდა,
რამდენსაც
წინა დღეებში
ოთხი
კაცისთვის
ვარაუდობდა
ხოლმე.
ვიფიქრე,
თავის
მუქარაზე
ხელი
აიღო-მეთქი.
ვერ გეტყვით,
რატომ:
იმიტომ, რომ
თავიდანვე
ქონდა გადაწყვეტილი,
კვიშილაძისთვის
არ
ეწილადებინა,
თუ იმიტომ,
რომ სწორედ
ულუფებად
გაყოფის წინ
კვიშილაძემ
იმ
გარემოებისთვის
უადგილო ლაპარაკი
წამოიწყო,
მაგრამ
ჭონიამ
გამზადებული საჭმელი
მაინც სამ
ჯამში
გაანაწილა და
არა ოთხში.
კვიშილაძეს
კი, აი, რა
ქონდა
ნათქვამი:
ვარამია-ბატონო,
ჩახედული
კაცი ჩანხარ
შენ. რჯულში
და
სახარებაში
რომ წერია,
ვინმე თუ იხრჩობოდეს,
ხელი გაუწოდე
და
ამოიყვანეო,
რანაირადაა
მაგ საქმე, თუ
იცი?
რანაირადაა
და, ვინც
რჯული და
სახარება
გამოიგონა,
ასე მაქვს გაგონილი,
ერთხელ
თვითონ
იხრჩობოდა,
თურმე. ვის წინააღმდეგაც
გამოიგონა ის
რჯული და
სახარება,
იმან
ჩამოიარა ამ
დროს.
შეეცოდა, კაცი
რომ ნახა
საიქიოს
მიმავალი,
გაუწოდა ხელი,
ამოიყვანა და
იმ
ამოყვანილმა
წიწილივით
შეჭამა თავისი
მხსნელი და
გადამრჩენელი.
რაც წერია რჯულში
და
სახარებაში,
ის უნდა
დაისწავლოს
კაცმა და
უკუღმა
გააკეთოს
მერე. თუ ნახე
სადმე, წყალწაღებული
რომ ამოსვლას
ცდილობდეს,
უნდა წაკრა
ფეხი და
დაიხრჩოს
ჯობია, თვარა
ამოვა,
მოითქვამს
სულს,
მოგიბრუნდება
და შეგჭამს.
ვარამიას
პასუხის
გაცემა
უნდოდა,
მაგრამ დაინახა,
კვიშილაძეს
საჭმელი არ
მიცესო
წამოიწია და
უთხრა:
აიღე,
კვიშილაძე-ბატონო,
ჩემი ჯამი,
ნახევარი
გადაიღე
შენთვის,
მიირთვი ჯერ
შენ და რომ გაათავო,
მაჭამე მერე
მე.
ჭონიამ
ულვაშებში
ჩაიცინა.
კვიშილაძემ
არასგზით არ
ქნა, რომ
მოვკვდე,
მაინც არ
დავაკარებ
პირსო.
ვარამიამ
საკითხი
გადაჭრით
დასვა: თუ არ
გამომართმევ,
არც მე
შევჭამო.
კვიშილაძემ
მაინც უარი
განაცხადა.
ქუჩულორიამ
თავისი ულუფა
რომ შეჭამა,
ვარამიას
უთხრა:
მოვრჩი მე.
გადმობრუნდი
ჩემსკენ და
გაჭმევ ახლა.
ვარამიამ
ჭამაზე ცივი
უარი თქვა.
დიდი დავა და
რჩევა-დარიგება
ატყდა, მაგრამ
არაფერი
გამოუვიდა
ქუჩულორიას,
არ ჭამა
ვარამიამ.
ერთიც კია,
ქუჩულორიას
ლაპარაკში
პატარა
სიყალბეც იგრძნობოდა.
კიდეც უნდოდა
ვარამიას
დაპურება და
არც იმის
წინააღმდეგი
იყო, რომ
ულუფა უპატრონოდ
დარჩენილიყო.
ბოლოს
ქუჩულორიამ
ვარამიას
ჯამს თითი
დააშვირა და
თქვა:
თუ მართლა არ
მიირთმევ,
ბატონო
ვარამია, ნუ გააცივებ
მაინც, ავიღებ
და მე შევჭამ
მაშინ მაგ
შენს ღომს.
აღარაა ჩემი
ეგ, მიუგო
ვარამიამ
წყნარად.
თუ აღარაა
შენი, აბა,
არავისი
ყოფილა...
ქუჩულორია
გადაწვდა,
აიღო და
სასწრაფოდ შეჭამა,
ალბათ,
ეშინოდა, არ
გადაიფიქროს
პატრონმა და
დაბრუნება არ
მოითხოვოსო.
ავადმყოფების
კინკლაობა
ამით
დამთავრდა. ზამთარაძემ
დათა
თუთაშხიას
წასჩურჩულა:
მაგ ღომი
გააფუჭებს
მაგათ, ნახავ,
თუ არა!
ასე იქნება, ალბათ.
მუცლით
სიმაძღრემ
იცის ეგ, მარა
საშველი არის
მაინც, მიუგო
თუთაშხიამ.
ზამთარაძემ
ანიშნა, ბარემ
თქვი, რასაც
გულისხმობო.
ან ის
ცხრასახელიანი
სეთური
ჭირდება
აქაურობას,
რომ იმედი
გაუჩინოს,
იქნება,
მაგენს... თუთაშხიას
სიცილი
აუვარდა და
გული რომ მოიჯერა
დასძინა: -
ანაა და,
მაგათ ღომს და
ყველს საწებლად
ტყემალიც
უნდა
წაუმატოს
ვინმემ. მაშინ
დაშოშმინდებიან
პატარა ხნით.
პატარა ხნით-მეთქი,
ვამბობ.
ცოტაოდენი
ხნის შემდეგ
თუთაშხია
ისევ თავის
ამხანაგს
მიუბრუნდა:
ბესო-ბატონო,
კარგს იზამდი,
საირმეზე
მომხდარი
ამბავი თუ არ
გაგვიმეორდებოდა
აქ. ლაზარეთი
სხვა აღარ
იცი, მგონია,
და რა ვქნათ
მერე?
რას
გულისხმობდა
დათა
თუთაშხია,
ჩემთვის გაუგებარი
იყო, მაგრამ
ზამთარაძე
ბავშვივით
გაწითლდა
დათა
თუთაშხიასთვის
უკვე ნათელი
იყო, თუ ვინ
ამარაგებდა
პალატას
სანოვაგით.
მშივრები
იყვნენ და რა
მექნა, აბა,
წაილუღლუღა
ზამთარაძემ.
რომ გააძღე,
მერე დაჭამეს
ერთმანეთი,
მიუგო დათა
თუთაშხიამ.
გეცლია, შე
კაცო...
საღამოთი
ჭონიამ მორიგი
საჭმელი
გაამზადა და
ახლა აღარც
ვარამიას უწილადა.
მოხუცს ხმა არ
დაუძრავს,
მაგრამ ჭონიამ
თვითონ
აუხსნა
მიზეზი:
ვარამია, არ
ჭამ, მაინც, და
მიტომ არ
მოვხარშე შენთვის.
რაც არ გინდა,
ღმერთმა ნუ
მოგცეს ის.
უყურე ერთი
ამას, ამ
მათხოვარს და
ღვთის გლახას!
აღშფოთდა
კვიშილაძე.
მე რომ
ამომიჩემე
მე და შენ
ვიცოდეთ მაგ
ამბავი, შე
ძაღლის შვილო
ჭონია, მარა
ამ საწყალ
ვარამიას რას
ერჩი, ნეტავი.
იმისთვის თუ
მოიძულე, მე
რომ საჭმელი
შემომთავაზა,
ის მაინც
რატომ
დაგავიწყდა,
თავისი ლუკმა
რომ გაჭამა.
მათხოვრად
მოთრეულს სული
მოგათქმევინეთ
აქ და ახლა
ოსმალოდ დაგვადექი
და შიმშილით
დაწყვეტას
გვიპირებ ხომ?!
კვიშილაძე-ბატონო,
სიტყვა
ჩამოართვა
ვარამიამ,
ერთი იცოდე: არაფერი
პატივისცემა
და კეთილი
საქმე არაა, გაჭირვებულს
შენი ლუკმა
რომ გაუტეხო;
კაცის მოვალეობაა
ეგ. ეს თუ გეცოდინება,
აღარც
დააყვედრებ
მაშინ, - ეს და
ეს პატივი
გეციო, და
სინდისიც
სუფთა
გექნება.
მასეთებს ნუ
ილაპარაკებ,
თვარა
ჩაივლის ეს უსიამოვნება
და რამდენჯერ
ჭონიასთვის
ნათქვამი
სიტყვები
მოგაგონდება,
იმდენჯერ
გაწითლდები
და შეწუხდები.
გაწითლებას
ეს
სისხლისმსმელი
ყაჩაღი არ
აპირებს, შე
კაცო, და მე რა
გამაწითლებს,
ვითომ? მიუგო
კვიშილაძემ.
ისეთს ნუ
ვიზამთ, მერე
რომ ვინანოთ.
შევიკავოთ
თავი.
მოგვაკითხავენ
ან შენ და ან
მე დღეს თუ
ხვალ, თქვა
ვარამიამ.
მიყევით და
ილაპარაკეთ,
ჰე! მშვიდად,
განაღდებული
საქმის პატრონივით
თქვა ჭონიამ,
და მაშინ
მომაგონდა, რომ
ორი დღის მერე
კვიშილაძის
ცუცას უნდა შეხვედროდა
ჭონია
წერილში
მიწერილ
ადგილზე.
პალატაში
ხოსრო
შემოვიდა,
წამლების
ყუთი შემოიტანა.
ჯაჯღანი
შეწყდა.
ჭონია, არ
იქცევი
სწორად,
მიმართა
ხოსრომ, როცა
წამლების
დარიგებას
მორჩა და
გასვლა
დააპირა.
ბატონმა მურმანმა
არ გაგიგოს
ეგ. დაგითხოვს
ლაზარეთიდან
იცოდე!
კვიშილაძემ
იმწამსვე
ჩაიფხუკუნა.
რა გაცინებს,
ღორის შვილო,
შენ!
დაუსისინა ჭონიამ.
ქუჩულორიამ
შეშინებული
თვალები
მიაცეც-მოაცეცა,
კვნესა-კვნესით
ადგა და თქვა:
რამ მაწყინა,
ვიცოდე, ერთი,
არასდროს არ
მტკივებია
მუცელი ასე.
ზეზე დგომა
შემეძლოს და
ღორის შვილი
ვიღაცაა,
გაჩვენებდი
იმას!
შეეპასუხა
კვიშილაძე ჭონიას.
ქუჩულორიამ
თავის
გარიდება
არჩია, კარი
გააღო,
აივანზე
გაჩანჩალდა.
ჰმ, ვითომ
მუცელი
ატკივდა ამ მელაკუდას!
თქვა
ზამთარაძემ,
წამოიწია,
ფანჯრიდან
აივანზე
გაიჭვრიტა,
გაიცინა და
ჩაიჩურჩულა:
აგერ დგას,
კარზე უდევს
ყური.
საიდან იცის
ხოსრომ ეგ
ამბავი? -
იკითხა თუთაშხიამ
ხმადაბლა და
ვიგრძენი, რომ
ზამთარაძეს
საყვედურობდა.
ჩემგან იცის,
მუ ვუთხარი,
მაგრამ
თავისითაც
იყო
მიხვედრილი
ყველაფერს. ხოსრო
ბრძენი კაცია,
მივუგე
თუთაშხიას.
ეს ხალხი
ვინმემ თუ არ
მოიყვანა
ჭკუაზე,
ალბათ, თვალებსაც
დათხრიან
ერთმანეთს,
უბედურები.
უბედურები
ჩვენ ვართ,
მაგათ
საქციელს რომ
ვუყურებთ.
მაგენი თავის
საქმეს
აკეთებენ, არ შეუძლიათ
უმაგამბავოთ,
ჩაილაპარაკა
თუთაშხიამ.
ასე ქენი
ჭონია შენ...
შეწყვიტა
ხოსრომ შეხლა-შემოხლა,
ნუ მიაქცევ
ყურადღებას,
თუ გაწყენინა
ვინმემ.
სხვებზე
ჯანმრთელი
ხარ და მოუარე
ამ ხალხს.
თავი
დაიჭირეთ
ყველამ! ერთად
და ერთ და
იგივე
კაცებში
დიდხანს ყოფნამ
შეძულება
იცის. ნუ
აყვებით ამას.
ხოსრო-ბატონო,
მიუგო
ჭონიამ,
არავინ
შემიძულებია
მე და არც ამ
ძაღლის
შვილის
მწყენია რამე,
კვიშილაძე თუ
ვიღაც ოხერია.
ცუდად და შეუძლოდ
ვარ ნამეტანი.
ვეღარ ვერევი
ვერც ქვაბს და
ვერც ჩოგანს.
წყალში
გადავარდიო,
რომ მითხრათ,
გადავვარდები,
რას ვიზამ,
აბა, მარა
ხვალ დილით
ისევ ასე თუ
ვიქენი, ვერ
მოვხარშავ
ღომს, ვფიცავ
მიწაზე
დედ-მამის
საფლავს და
ზეცაში
ღმერთს,
მართალს
ვლაპარაკობ!
ცოტა ხნით
სიჩუმე
ჩამოვარდა,
მაგრამ
ქუჩულორიამ
კარი ემოაღო
ამ დროს.
კაი ახლა, ნუ
შევაწუხებთ ბატონ
ხოსროს, თქვა
მან, თითქოს
ლაპარაკს თავიდან
ბოლომდე
შესწრებოდეს.
მართლა არ
შეუძლია,
იქნება,
ჭონიას.
ცოტათი
მოვიკეთე ამ
ბოლო დროს.
მოვხარშავ მე.
რას იზამს
კაცი, ხან
ასეა და ხან
ისე.
მასე
აჯობებს.
მიდი, აბა,
ქუჩულორია,
მიყევი საქმეს.
ეშმაკური ღიმილით
თქვა ხოსრომ
და წავიდა.
დაიბრუნა
ქუჩულორიამ
ქვაბი, ჩოგანი
და ღომის
ქერქი,
აღნიშნა
ზამთარაძემ.
გამოიცვალა გუბერნატორი.
გავიდა, ასე,
ერთი საათი და
ქუჩულორიამ
განაცხადა:
ბატონმა
მურმანმა
ბრძანა,
საჭმელი არ
დაიკლოთო. ხომ
გაიგონეთ
ყველამ ეს?
მოვხარშავ
ახლა, მარა,
კვიშილაძე-ბატონო,
დანაწილებით
შენ
დაანაწილებ,
კუტი რომ ხარ,
არაფერია ეგ.
არ თქვას უარი
ვინმემ,
თვარა...
საერთოა ეს სურსათი
და ერთობით
გავუძღვეთ
საქმეს.
ერთობით
გაძღოლამ და
ქუჩულორიას
გადამჭრელმა
ტონმა
გაამართლა.
საჭმელი
ყველამ სიამოვნებით
მიირთვა
ვარამიას
გარდა;
ვარამია
კვიშილაძის
მიწოდებულ
კოვზს ღია
პირს
უხვედრებდა, უხალისოდ
ჭამდა და თან
ცრემლები
ჩამოსდიოდა.
მეორე დღეს
თუთაშხიამ
ისევ მაცნობა,
რომ კასრში
მორიგი
კანიბალიზმი
მზადდებოდა.
აბრაგი ისე
გულმოდგინედ
მეხმარებოდა
კაციჭამიების
გამოყვანაში,
ვითომ
ამხანაგად
მყავდა
აყვანილი.
ქუჯი-ბატონო,
დაიმშნენ და
ჭამენ
ერთმანეთს, გასაგებია,
მარა
სიმაძღრის
ხერხითაც
შეიძლება
კაციჭამიას
გამოყვანაო,
რომ მითხარი,
მაძღრები თუ
იქნებიან... არ
მესმის მე ეს.
მაძღრები კი
იქნებიან,
მაგრამ ერთი
რამე საჭმელი
ექნებათ
მხოლოდ
სიმინდი ან
ხორბალი,
მაგალითად.
რომ
დასუქდებიან
და ყელში
ამოუვათ, მაშინ
ბოლში
გამოყვანილ
ღორის ტყავის
ნაჭერს ჩაუგდებენ
კასრში.
რომელიც
მათში
ღონიერია და
ავია, ის
დაისაკუთრებს
იმ ტყავს. ვერ
ჭამს, ქვასავით
ტყავია,
მართალია,
მაგრამ სუნი
აქვს კარგი,
იზიდავს
სხვებს და
ესეც ვერ
ელევა, სიკვდილის
ფასად არ
დაუთმობს
სხვა
ვირთაგვას. ბოლოს
და ბოლოს,
წასართმევად
დაეცემიან, იმ
ომში
შეიჭმევა
რომელიმე და
ღორის ტყავის
ნაჭერი ისევ
ერთ ცხოველს
დარჩება.
მერმე მისი ჯერიც
მოვა და ასე.
ეს ყველაფერი
კარგი, მაგრამ
დღეს
ჭონიასაგან
დანიშნულ
პაემანზე კვიშილაძის
ცუცა რომ უნდა
მოსულიყო ის
იყო ახლა საქმე!
ბევრი
ვიფიქრე, რა
მექნა და
როგორ მოვქცეულიყავი.
თქვენ
წარმოიდგინეთ,
ისე შემაწუხა
ამ საკითხმა,
რომ ვინ იცის,
რა ხნის
გადასული იყო
შუაღამე, როცა
ძლივძლივობით
ჩამეძინა. დილითაც
ადრე
გამომეღვიძა.
ერთი რამე
გეგმა ან
მკვიდრი
გადაწყვეტილება
არ მქონია,
მაგრამ
თავისთავად
მოხდა
ყველაფერი.
ვისაუზმე, დავიჭირე
ჩემი ფარაონი,
ჩავისვი
ჯიბეში და წავიყვანე
ფოთში
გასაყიდად.
ამ საქმეს რომ
მოვრჩი, კაი
მოშიებული
ვიყავი, დუქანში
შევედი, ვჭამე.
მატარებლის
მოსვლამდე,
ასე, ორი
საათი რჩებოდა.
პაემნის
ადგილას
დროზე მისვლა
იყო საჭირო,
თვარა, ჭონია
მიმასწრებდა
და მისი იქ ყოფნა
მოხერხებული
ადგილის
შერჩევას
გამიძნელებდა.
წავედი და
მალე იქ
ვიყავი უკვე.
შორს მოვიარე,
კარგად
დავზვერე,
ფრთხილად
მივუახლოვდი
ადგილს. ჭონია
არ ჩანდა ჯერ.
გზის პირას თხმელებში
ბლომად შეშა
ეყარა. იმ
შეშებიდან დიდი
ბუნაგი
ამოვაშენე,
ისეთი,
გაჭიმულად
წოლაც რომ
შეიძლებოდა
და, ვინმე თუ
იყო დამალული შიგ,
ადვილად ვერ
მიხვდებოდა
ვერაკაცი.
ახლა მხოლოდ
ის მქონდა
საფიქრალი,
რომ ჭონიას და
კვიშილაძის
ცუცას
შეხვედრა
გასაგონარზე
მომხდარიყო,
თვარა,
დანახვით
ვერსზე ჩანდა
ყველაფერი.
დეკემბრის
მიწურული თუ
იანვრის
დამდეგი იყო.
ამ დროს ქვენა
ქარი იცის.
ქროდა, მაგრამ
თბილოდა
მაინც.
მალე ბატონი
ჭონიაც
გამოჩნდა.
ჩანს, მატარებლის
მოსვლის დროც
კარგად იცოდა
და ამგვარ
საქმეზეც არ
იყო პირველად
თავის
სიცოცხლეში
წამოსული
დინჯად, ინდოურივით
გაფხორილი,
წარმატებაში
დარწმუნებული
მობრძანდებოდა.
ჯერ შეშები
დაათვალიერა. მერე
გზის
მოპირდაპირე
მხარეზე
გადავიდა. იქ
ბუჩქნარი იყო
და ქვაზე
ჩამოჯდა. ცოტა
ხნის მერე, ალბათ,
უკანალზე
შესცივდა,
ჩემსკენ
გადმოვიდა
ისევ, ერთი
შეშა წაიღო და
ქვეშ ამოიდო.
კიდევ ცოტა
ხნის მერე
თამბაქო
გააბოლა.
ნამწვავი რომ
გადააგდო,
ღიღინს
მოჰყვა და ამ
დროს ფოთის
სემაფორს
მატარებელმაც
მოაყვირა.
ჭონია
ლაზარეთში
რომ
მოლასლასდა,
ბავშვი მეგონა
პირველად, ისე
პატარა და
მილეული იყო.
მერმე და მერმე
ცოტა მოიკეთა,
მაგრამ მაინც
მეტისმეტად
აკლდა ხორცი.
ახლა
შევცქეროდი
ჩემი საფარიდან
და ვფიქრობდი,
ნეტავი რით
ინახავდა
ასეთი
ქონდრისკაცი
თავს-მეთქი:
ბარი და თოხი
ჭონიას
მესამე
მოქნევაზე
დაღლიდა,
იმდენი ნასწავლიც
არ ჩანდა, რომ
რაიმე
სამსახურით
ეარსება. ბოლოს
იმ
დასკვნამდე
მივედი,
ალბათ, სადმე
დარაჯად იდგა,
ან დუქანში
მსახურად
მუშაობდა-მეთქი.
ამის
გაფიქრება
იყო და
საბაჩი
ვალსის სტვენა
დაიწყო,
ვარიაციებით
ასრულებდა.
ააა, ოჯახშია,
უთუოდ,
ნამსახური!
ოჯახში,
თვარა, მაზრის
უფროსს თავის
ქალიშვილებთან
გუვერნიორად
ეყოლებოდა!
საჯინიბოს
ხვეტდა სადმე,
ალბათ, მაგრა
ამასაც რომ
ფიზიკური
ძალა ჭირდება?..
ერთი სიტყვით,
ამაზე ფიქრს
კარგად გადავაყოლე
გული და
გავერთე,
სანამ
ზურგიდან თუ საიდანღაც
უცნაური
ფაჩუნი არ
შემომესმა.
მივიხედე,
მაგრამ როგორ
დაინახავს
კაცი რაიმეს,
როდესაც
სანგრის
მშენებლობისას
ზურგიდან
ვისიმე
მოსვლა არ
გამითვალისწინებია
და სათვალთვალოები
არ
დამიტოვებია.
შეშებში რაც
ჭუჭრუტანები
იყო, ყველაში
გავიხედე.
არავინ ჩანდა,
ფაჩუნი კი,
ამასობაში,
ფეხის ხმად
იქცა - ნელა, ფრთხილად
მიახლოვდებოდა
ვიღაც,
გავიფიქრე,
ვაითუ შეშის
პატრონი
მოვიდა, იქნებ
გაზიდვას მიჰყოს
ხელი,
მეპაემნეებიც
დამიფრთხოს,
ამ შეშებში
ჩამალული
კაციც
მიპოვნოს და
მერმე რა ვქნა
ან რა
ვთქვა-მეთქი!
ამ დროს ერთ
ჭუჭრუტანაში
ადამიანის
ხელ-ფეხი
დავინახე.
ოთხზე იდგა ვიღაც,
მაგრამ სახე
და ტანი არ
ჩანდა მისი.
ავწრიალდი,
ხან ერთ
ჭუჭრუტანას
ვეცი, ხან -
მეორეს და
ზემოდან
გადმოფარებულ
შეშებს
ავკარი თავი
მაგრად.
ბოლოს,
ვიპოვნე
შესაფერისი
ადგილი,
გავიხედე და
დათა
თუთაშხია
შემრჩა ხელში!
ხანჯლებივით
თვალები
ქონდა
თუთაშხიას,
ადრეც მქონდა
შემჩნეული ეს.
ჩემი
სამალავისკენ
იყურებოდა
პირდაპირ.
ალბათ, ჩემი
წრიალი და ფაჩუნი
რომ გაიგონა,
შეშინდა და
ახლა ხელში
უზარმაზარი
მაუზერი
ეკავა. ვფიცავ
შვილებს, სწორედ
წარბებს
შორის
მეცემოდა
ტყვია,
შემთხვევით
თითი რომ
გამოეკრა
ფეხისთვის ან
განზრახ რომ
ესროლა.
გამოდი
მანდედან!
ჩურჩულით
თქვა აბრაგმა,
მაგრამ ის
დაჩურჩულება
ჩემთვის
მეხზე უარესი
იყო
გამოუცდელი
კაცის ამბავი
მოგესხენებათ.
სამალავის
უკანა
კედელში
შეშები
გადავწიე ფრთხილად
და სახე
დავანახე
დათა
თუთაშხიას. განაბული
შევცქეროდით
ერთმანეთს. მერმე
თუთაშხიამ
მაუზერი
წელში გაირჭო,
გაიღიმა და
მანიშნა, აქ
რას აკეთებო.
მეც, ჩემი მხრივ
ვანიშნე,
ჭონიას
ვუთვალთვალებ-მეთქი!
სიცილი ვერ
შეიკავა
აბრაგმა,
პირზე ხელი
აიფარა.
სამალავში
შემოვიპატიჟე,
აქ უფრო
მოხერხებულია-მეთქი.
პატარა ხანს
იფიქრა და შემომიერთდა.
რა უნდა
მოხდეს აქ?
ჩამჩურჩულა
თუთაშხიამ.
მოვუყევი
ყველაფერი.
აიფარა პირზე
ყაბალახი და
ძალიან ბევრი
და ძალიან
გულიანად
იცინა. საერთოდ,
ამ კაცს ერთი
საოცარი
თვისება ქონდა:
ან ღრმად
დაფიქრებული
იყო და ან
მხიარულობდა.
ამ ორ სულიერ
მდგომარეობას
შორის
საშუალო, რაც
ხანს
ლაზარეთში
იყო, ერთხელაც
არ
შემიმჩნევია.
მოვრჩით
ჩურჩულს, მაგრამ
ჩემთვის
გაუგებარი
დარჩა, თუ
რისთვის აედევნა
ჭონიას ეს
კაცი.
პაემანის
დაწყებამდე სულ
ამაზე
ვფიქრობდი.
ადვილი
შესაძლებელია,
თუთაშხიას
ალღოთი ქონდა
პაემანის
ამბავი ნაგრძნობი
და
ცნობისმოყვარეობა
მოიყვანა. არც
ის არის
გამორიცხული,
რომ სადღაც
წასვლის
სამზადისი
შეამჩნია
ჭონიას და
იმის
შესამოწმებლად
გამოყვა, ხომ
არ მიხვდა,
ვინც ვართ მე
და ზამთარაძე
და პოლიციაში
ხომ არ
აპირებს
მიბრძანებას
და
გამჟღავნებასო.
ამ ფიქრებში
გართულს თუთაშხიამ
გამკრა
იდაყვი,
ჭონიას
შეხედეო, მანიშნა.
ჭონია ისევ
შეშაზე იჯდა,
მაგრამ ახლა
გაფაციცებით
იყურებოდა
ფოთისკენ.
რამდენიმეჯერ
მოიჩრდილა
თვალები.
მერმე ადგა,
ტანსაცმელი
მიისწორ-მოისწორა,
მოწესრიგდა,
ბოლოს ისევ
დაჯდა, თავი
ჩაქინდრა და
რაღაც
ფიქრებს გაყვა.
მგონია,
მოლოდინით
გულგაწყალებული
კაცის იერის
მიღებას
ცდილობდა
ვითომდა, ეს
რა მოსაწყენი
ვალის მოხდამ
მომიწიაო.
მალე ჩვენი
თვალთვალის
არეშიც
გამოჩნდა ის, რამაც
ჭონიას
ყურადღება
დაიმსახურა.
ერთი ვეებერთელა
ქალი მოდიოდა.
თავისი
სიგრძე-სიგანის
შესაფერი
ხურჯინი
მოქონდა,
ხელში მძიმე
კალათი ეჭირა.
წყალზე
მიმავალ
სპილოსავით
დინჯად,
გამოზომილად
და
დაბეჯითებით
მოაბიჯებდა.
ამხელა
დედაკაცი თუ
გინახავთ?
ვკითხე თუთაშხიას.
აბრაგმა
გაიღიმა და
თავი გაიქნია.
დედაკაცი კი
დიდი
ხომალდივით
მოიწევდა. მალე
გაგვისწორდა
კიდეც და
შეჩერდა.
ჭონიამ
ზანტად აწია
თავი, ქალს
დაღლილი
თვალები
შეავლო
მკვახედ
კითხა:
რას
მომჩერებიხარ,
ნეტავი?
დედაკაცმა
კალათი ძირს
დადო, დოინჯი
შემოიყარა.
შე კაცო,
დედაშენს
შენთვის
სალამი არ
უსწავლებია?!
რას
მომჩერებიხარო!
მოგჩერებივარ,
თვარა, ქვეყანაზე
შენზე
უკეთესს და
ულამაზესს
რას ნახავს
ადამიანი!
მიუგო
დედაკაცმა.
წადი ახლა,
გაიარე, არ
მომიყვანო
მანდ! ჭონია ადგა,
ხალათი
შეისწორა,
გაიარ-გამოიარა.
დინჯად
დააბიჯებდა,
გაუწვრთნელი
ახალწვეულივით
უკუღმა
იქნევდა
მკლავებს.
დედა, რავა
ჩასუნთქული
დაიარება ე
ბოვშვი!
გულწრფელად
გაუკვირდა დედაკაცს
და თქვა: ვისი
ხარ, ბიჭიკო,
შენ? აქ ერთი
კაცი უნდა
დამლოდებოდა,
ბუჩქნარი და
თხმელები რო
არისო.
ჭონიამ
სიარულს თავი
დაანება, ქალს
დააკვირდა,
გზაზე
გადმოვიდა და
აღშფოთებით
იკითხა:
ცუცა
დოღონაძე ხომ
არა ხარ, შენ,
ბესია
კვიშილაძის
ჭირისუფალი
და სპირიდონა
სიორიძის
ცოლი?
კი ვარ.
კი ხარ და, რა
სინდისია ეს,
ამდენ ხანს
რომ მალოდინებ
აქ! მოვკვდი
კაცი. უთენია
დილას გამომაგდო
იმ შენმა
ბესიამ. დილის
მატარებლით
მოვაო. ჭონია
ვარ მე.
მომეცი ახლა,
რა გაქვს გასატანებელი,
არ მცალია!
კვიშილაძის
ცუცამ ჭონია
აათვალიერ-ჩათვალიერა,
ტაში შემოკრა
და გულიანად
გაიცინა:
კი, მარა,
ქვეყნის
სურსათ-სანოვაგე
მომწერა იმ
ჩემმა
სულელმა,
ძლივს
მომაქვს
ამხელა ქალს
და შენ რაფრა
უნდა ზიდო,
ნეტავი, შე
ჩხიკვო, შენ!
გაათავე
ლაპარაკი! ორ
გზობად
წავიღებ რაც
იქნება.
კვიშილაძის
ცუცამ ერთი
კიდევ
ჩაიცინა, კალათი
აიღო, წელში
გაიმართა და
ჭონიას კითხა:
რაფრად არის
იქ ჩემი
კაცების
საქმე?
წამოდი, ჩამოვჯდეთ
ეგერ,
შეშებთან და
მიამბე
დალაგებით.
დედაკაცმა
თავისი
ხელბარგი
პირდაპირ
ჩვენს ცხვირწინ
დაალაგა.
ჭონია
ხურჯინს და
კალათს მეორე მხრიდან
მოუჯდა. სანამ
ის
კვიშილაძის
და სიორიძის
ავადმყოფობა-კარგამყოფობაზე
ტყუილებს
ლაპარაკობდა,
დედაკაცმა
ხურჯინიდან
მოხარშული
დედალი,
ჭყინტი ყველი,
ბურვაკის ხორცი
და კვარტიანი
ბოთლით არაყი
ამოიღო. მერე
ორი კაი მოზრდილი
ნათალი ჭიქაც
გააჩინა,
არაყი ჩამოასხა.
მიუჭახუნეს
მეპაემნეებმა,
გადაკრეს და ჭამას
შეუდგნენ.
სიორიძეზე
ლაზარეთში
რაც ითქვა,
ჭონიას, რა თქმა
უნდა,
ყველაფერი
კარგად
ახსოვდა.
სხვას, იქნებ,
ათასნაირი
რაიმე ქონდეს
გაგონილი ვინმეზე
და მსმენელი
კი ვერ დაარწმუნოს,
რომ იმ ვინმეს
პირადად
იცნობდა. ჭონიას
სიტყვების
სიმართლეში
კი ეშმაკიც
ვერ შეიტანდა
ეჭვს. ლამის
მეც
დავრწმუნდი,
რომ სპირიდონა
სიორიძეს და
ჭონიას ახლო
ნაცნობობა აკავშირებდა.
მომშივნია,
თურმე, თქვა
დედაკაცმა.
სპირიდონა
ოხერმა თუ
იცის, ბესია
ჩემს ქმრობას
რომ აპირებს?
როგორ
გეკადრება!
დაჭამენ
ერთმანეთს!
კი, დაჭამენ,
სპირიდონას
ჭაღარა თუ
გაუჩნდა, ნეტავი?
სპირიდონას
ხუთი წლის
წინათ არ
ქონდა ბეწვი თავზე
და, ნეტავი, რა
უნდა
გაუჭაღარავდეს
ახლა?
ხუთი წლის
წინ რა ქონდა
და რა არ
ქონდა სპირიდონას,
სიდან იცი
შენ?
სიდან და,
აჯამეთის
სადგურში
ერთად
ვმუშაობდით.
სპირიდონა
მეისრე იყო,
სანამდე
ორთქლმავალი
ლიანდაგიდან
გადაუვარდებოდა.
შპალის მუშად
ვიყავი იქ.
სპირიდონა
რომ
გააპანღურეს,
მის მაგიერ
მინდოდა
დადგომა. არ
ქნა ერთაოზ
ნიკოლაძემ.
მაგ კაცი რას
აკეთებდა
აჯამეთში?
რას და
სპირიდონას
ფეხზე თითებს
ითვლიდა! რას
გააკეთებდა,
ნაჩალნიკ
სტანციად იყო
ერთაოზ
ნიკოლაძე და
დღესაც იქაა,
მგონია. კაი
ხანი არ
ვყოფილვარ
იქეთ, რა ვიცი,
აღარცაა
იქნებ.
კვიშილაძის
ცუცამ და
ჭონიამ თითო
არაყი კიდევ
გადაკრეს.
მაგ მართალია,
სპირიდონას
ექვს-ექვსი
თითი აქვს ფეხებზე,
მარა ერთი არ
მჯერა მე, ეს
ქათმის სკინტლივით
კაცი შპალს
რანაირად
ერეოდი, ნეტავი?
დედაკაცმა
თვალები
მოჭუტა და
ჭონიას დააკვირდა.
ავადმყოფობა
და სენი ხეს
გაახმობს, თუ
შეუჩნდა.
ასეთი არ
ვიყავი მაშინ
მე!
ქალმა ცოტა
ხანს იფიქრა,
თვითონ
მესამე არაყი გადაკრა,
ჭონიას არ
მიცა,
ნამეტანი
მილეული ხარ,
მოგერევა,
ბარგს ვეღარ
მიიტან
ლაზარეთშიო,
და კითხა:
რას ამბობს
სპირიდონა
სიორიძე, სად
ვიყავი ამდენ
ხანსო?
არ
ლაპარაკობს
არაფერს.
ბესიას
სიტყვა ჩამოართვა,
ცუცასთან არ
გამთქვა თუ
მნახეო.
ისევ სიჩუმე
ჩამოვარდა.
ჭონია
ყბაგაუჩერებლად
ჭამდა.
დედაკაცი
ფიქრობდა.
ბესია თუ
დამიბრუნდება
მალე? რას
ეუბნება ექიმი,
როდის წახვალ
შინო?
ასე, ორ
კვირაში
აიდგამ ფეხს
და შენით
წახვალო.
ბეჩა
რამდენი ჭამა
შეგძლებია ამ
ერთ ფიორა
კაცს!
გაუკვირდა
კვიშილაძის
ცუცას. კმარა,
აწი.
გადაგიცლი,
აგერ, ამ
ტომარაში ჯერ
ხურჯინს და
წაიღე
პირველი გზა,
თვარა
სანამდე შენ იქ
მიჩანჩალდები
და
დაბრუნდები,
მატარებელი
გამასწრებს
ამასობაში.
დედაკაცი
ხურჯინის
დადაცლას
მორჩა, ერთი
არაყიც დალია,
ბოთლი
ტომარაში
ჩაუდო ჭონიას
და ტვირთის
მხარზე შეგდება
უშველა.
ჩქარა იარე,
აბა ჰე!
ჭონიას ჩქარი
სიარული
საერთოდ არ
შეეძლო, ამ სიმძიმე
ტვირთს
ლაზარეთამდე
როგორ მიიტანდა
გაუგებარი
იყო, მაგრამ,
ალბათ,
სიხარბემ და
საქმის
წარმატებით
დაგვირგვინებამ
წაახალისა, რომ
მაინც
მიჩოჩავდა და
საკმაოდ
მხნედაც.
დაიტანჯება
ეს უბედური,
მარა თუ
მიიტანა იქამდე,
ჩემს კაცებს
საჭმელი
ექნებათ
ერთ-ორ კვირას...
ბესიას,
თვარა,
სპირიდონა-ოხერის
სახელი
გაწყდა და
გადაშენდა!
თავისთვის
ალაპარაკდა
დედაკაცი.
არა, თუ
გაგონილა
სადმე, ერთ
დედაკაცს ორი
ქმარი
ლაზარეთში
ყავდეს ერთად,
ერთიმეორის
გვერდით
ლოგინებში, ა?!
ცუცა კვიშილაძე
ხარხარს
მოყვა, მაგრამ
იმწამსვე პირზე
ხელი აიფარა,
მიიხედ-მოიხედა
და თქვა: ბეჩა,
გიჟი არ
ვეგონო
ვინმეს! ქმარი
ქვია მაგას?!
ჯერ იმიტომ
შემირთო,
ქცევა
სიმინდის გათოხვნა
რომ შემიძლია
დილიდან
საღამომდე. კიდევ
იმიტომ, რომ
ხორციანი
დედაკაცი ვარ
და სპირიდონას
კი არა,
ყველას
გაუხარდება
ჩემთან წოლა.
კაი დედაკაცი
ვარ მე, ყველა
ასე მეუბნება
და უმათოდ
ვიცი ეს.
ვაითუ,
ბესიასაც
მიტომ
ვუნდავარ! რა
იციან მაგათ
ქალის
სიყვარულის.
თუ მოიფიქრა
რომელიმემ
ერთი... ერთი... თუ
გინდა, ერთი
ფოჩიანი
კამფეტის
ყიდვა ოდისმე
ჩემთვის?
მუშად
ვუნდივარ
მაგათ, ხარად
და კამეჩად, თვარა...
ცუცას
ცრემლები
გადმოსკდა
თვალებიდან
და მოყვა
ხვლიპინ-ხვლიპინით
მოთქმას. ქალის
გაჩენის დღე
დაიქცა, სულ
ტანჯვაში და
წვალებაში
უნდა
გაიყვანოს
წუთისოფელი უბედურმა.
დედაკაციო.
დედა კი, თუ
შვილები გეყოლა,
მარა კაცად და
ადამიანად
ვინ
მამაძაღლმა
ჩაგაგდო,
ნეტავი.
მუშაობა
ქალს,
ორსულობა, შვილების
გაჩენა და
მათი გაზრდა
ქალს. სატირალში
ქალი ტირის,
თვარა, კაცი?!
კაცი ზის და
ღვინოს
მიირთმევს,
ოხერი.
ქორწილში
არის და,
სანამდე
კაცები
გამოთრობას
ეღირსებიან, ქალი
უნდა იჯდეს და
იგენის
საცოდაობას
უყუროს.
დედაა, რაფერი
ანდლები
არიან, რომ
დაითვრებიან...
არც ისე უქნია
ღმერთს.
გამოთვრება
კაცი და ქალმა
უნდა ატაროს
სახლამდე და
შინ მისულს,
თუ მოგერია,
გაგლახავს
უსათუოდ.
დავბადებულიყავი
კაცად, რა
იქნებოდა,
ვითომ. რა და,
მოვიყვანდი
ცოლს,
გამიჩენდა
შვილებს,
იწვალებდა
თვითონ და მე
ქე ვიქნებოდი
კარგად. არა,
თვითონ რომ
იწვალებდა, არ
ვარგა ეს. აბა,
მაშინ რა, თუ
იცი? სულ არ
შევირთავდი
ცოლს! დედაკაცმა
ცრემლები
ხილაბანდით
შეიმშრალა, ხვლიპინს
მორჩა და
ოცნება
ჩვეულებრივი
ლაპარაკით
განაგრძო: არ
შევირთავდი
სულ. ქალების
მეტი რაა
ქვეყანაზე,
ვიშოვნიდი
ქალს, თუკი მომინდებოდა.
წავიდოდი და,
შეიარაღებული
კაცები რომ
ყავთ,
ჩავდგებოდი
იმ
სამსახურში
მეც. ცხრა
ფუთს რომ
ვიწონი და
ამხელა ღონე
რომ მაქვს, ტანად
არ
ვივარგებდი
თუ თვალად?
მოიცა, მოიცა,
ჭიდაობას
დავიწყებდი,
ჭიდაობას!
წამოვიღებდი
და
წამოვიღებდი
კისრულით ამ
ჭიაღუა კაცებს
მასე!
სიმონიკა
ვაჭარაძე რომ
არის, მოჭიდავე
სიმონიკაზე
უკეთესი და
ღონიერი
რომელი იქნება,
ქალაქებში
ფულად რომ
ჭიდაობენ,
მათში? არავინ!
თუ არავინ და,
პელაგიას
ქორწილში ღვინო
რომ მომეკიდა
და რომ
გამაქეზეს,
ხომ ვატარე
სიმონიკა
ვაჭირაძე
ხელზე
აყვანილი.
საითაც
მინდოდა, იქით
გადავისვრიდი
სიმინდის ტაროსავით.
ახლა ხერხსაც
რომ
ვისწავლიდი!
ვიარდი ამ
ქვეყანაზე,
ქალაქიდან
ქალაქში და
მოვიხვეჭდი
სახელს... ვაი,
შენს თავს,
უბედურს,
მალაქია
დოღონაძის
ქალო! დედა
შენ არ გყავს
და მამა, შვილი
და ქმარი. რა
დაგრჩენია
მეტი, ინატრე
რაცხა
სისულელეები
და იყავი
მასე! ისევ
აცრემლდა და
აქვითინდა
დედაკაცი,
ისევ დაიწყო
მოთქმა და
ვაი-ვიში.
და-ძმა მაინც
გყავდეს, შე
გამოწყვეტილო
და პა ტახო...
რაღა ბევრი
გავაგრძელო,
იტირა
ერთხანს კვიშილაძის
ცუცამ და
თვითონ ვერ
შეამჩნია, ისე
გადავიდა ჯერ
სიმღერაზე,
მერმე
ღიღინზე
დაიყვანა და
ბოლოს
ჩათვლიმა იმ
ღიღინში.
თხმელის შეშებში
მიეძინა
დაშოშმინებულს
და საცოდავს.
დათა
თუთაშხია ისე
იყო განაბული,
ისეთნაირად
ქონდა
ჩაქინდრული
თავი, რომ,
მგონია,
დედაკაცზე
ადრე მან
ჩათვლიმა.
არაფერი არ
მითქვამს მისთვის,
სულ ერთია,
პაემანის
ბოლომდე
ცხვირს ვერ
გავყოფდით
საფარიდან
ვერც ერთი.
გავიდა ხანი,
თუთაშხიამ
თავი აწია,
მიაყურა და
მანიშნა,
ჭონია გვიახლოვდებაო.
დედაკაცი
ხვრინავდა-მეთქი,
რომ ვთქვა
ხვრინვა არ
იყო ის,
მაგრამ კაი
გვარიანად
ფშვინავდა.
ჭონია თავზე
წამოადგა, დარწმუნდა,
რომ ეძინა, და
დაცლილი
ხურჯინი გაუჩხრიკა.
ვერაფერი
ნახა. კალათის
ამოქექვას
შეუდგა. ქალი
შეინძრა.
ჭონიამ
ჩხრეკას თავი
დაანება,
ფეხზე ადგა და
ხმამაღლა
უთხრა:
გაიღვიძე,
ცუცა, მოვედი
მე!
დედაკაცმა
თვალები
გაახილა,
წამოიწია,
კალათის
გადაცლას
შეუდგა. ჭონია
გვერდში
მიუჯდა, ქალს
თვალიერება
დაუწყო,
თითქოს
პირველად ხედავდა,
ისე შესცქეროდა.
რამდენი
წლის ხარ,
ცუცა, შენ?
კითხა ჭონიამ.
რამდენის და,
ოცდათორმეტის.
რატომ
მეკითხები
მაინც?
ოცდათორმეტის
არ იქნები
შენ.
ოცდახუთის ან
ოცდაექვსის
იქნები.
ძალიან
ლამაზი და
გემრიელი
ქალი ხარ.
ძალიან, რომ
მეტი არ
შეიძლება!
ქალი შეკრთა,
მაგრამ სულ
ერთი წამით,
და ისევ
სანოვაგის
გადალაგება
განაგრძო.
კი, მარა, ასე
გაფურჩქნული,
ყაყაჩოსავით
აყვავებული
და სადედოფლო
ქალი, უქმროდ
როგორ ხარ და
როგორ ძლებ,
საკვირველია
სწორედ.
გაგიხმეს
მაგ თავი შენ!
ქათინაური
იუხერხულა
ცუცამ. მერე
გაშეშდა უცებ.
დაფიქრდა
პატარა ხნით
და უთხრა:
მასეთებს რომ
მიბედავ და
მეკითხები
შენ! როგორ
ვძლებ და, ვძლებ
როგორღაც. რა
ვქნა, აბა, და
რა წყალში გადავვარდე,
ნეტავი. ვარ
ასე, ა,
გულწრფელად,
მწარედ
დააყოლა
დედაკაცმა.
ოხერი და
ბრმა რომ
იქნება კაცი,
ის თქვი შენ, თვარა,
შენისთანა
ცოლის
პატრონს, რა
უნდოდა კიდევ,
სპირიდონა
სიორიძეს.
კაცები ვიცი
ისეთი მე, არაფერს
არ
დაინანებენ
შენისთანა
ქალის ქმრობისათვის,
ქათინაურებს
უმატა ჭონიამ.
კვიშილაძის
ცუცა
იღიმებოდა.
ჩანს,
სიამოვნებდა
ჭონიას
სიტყვები. ისე
სიამოვნებდა,
რომ ბავშვივით
იყო
გაბადრული
იმხელა ქალი.
სადაა
ღმერთი და
მისი
სამართალი,
თვარა, ადამიანისთვის
ამ ერთი
სიტკბოების
მეტი სხვა სულ
უბედურება
აქვს
მოგონილი და
მაგ ერთიც რომ
მოგაკლო და
წაგართვა
რაა ეს?
უიღბლო ვარ,
ჭონია, მე, და
უბედური ვარ,
მიუგო დედაკაცმა,
არ მარგუნა
ღმერთმა
ოჯახი და მისი
სიტკბო.
თვითონ
იუბედურებ
თავს და ვინაა
დამნაშავე, შე
საცოდაო...
თანაგრძნობით
უსაყვედურა
ჭონიამ. კაი
და, რომ
მოგაგონდება
ხოლმე ალერსი
და ქმრის
სიყვარული,
რას შვრები
მაშინ?
რას ვშვრები
და ვითმენ.
რას ვიზამ
მეტს. დავიწყებ
ფიქრს აქით
ძროხაზე და
ღორზე, იქეთ
ქათამზე და
ყანაზე და
მავიწყდება
მაშინ ის
საწუხარი...
აღარ
მელაპარაკო
მასეთები,
გითხარი მე!
უეცრად
გაწყრა
დედაკაცი.
ეეეჰ! ღრმად
ამოიხვნეშა
ჭონიამ ესაა
ღვთის სამართალი?!
ისე მოიწყინა
ჭონიამ, ისე
მოიღუშა და
მოიბუზა,
ვიფიქრე,
ტირილს
მოყვება-მეთქი
ახლა, მაგრამ
ამის
მაგივრად
ხმადაბლა,
ალერსიანად,
შემპარავად
დაუწყო ქალს:
უცოდველი
დეკეული ხარ
შენ და უმანკო
სამოთხის
ფრინველი,
ჩემო ცუციკო,
ჩემო. ვინ
თქვა, ღმერთი
არ არის
ქვეყანაზეო!
აბა ვინ
გამოგვაგზავნა
ერთმანეთთან
და ერთმანეთისთვის?
აგერ არ ვარ
მე?
მოგიალერსებ
ახლა,
სიყვარულს
გაჩუქებ
ჩემსას და ისე
გაჩუქებ, რომ
არ
დაგავიწყდეს
იქნება
არასოდეს. ნახავ,
ასე თუ არ
იქნა.
ჭონიამ
დედაკაცის
მკერდს
შეავლო თვალი,
მიეპარა,
ხელის
წავლებაც
დაუპირა.
გამბედაობამ უღალატა,
გადაიფიქრა. კვიშილაძის
ცუცა თავის
საქმით იყო
გართული, მაგრამ
ჩანდა, რომ
ჭონიას ახალ
სიტყვებს თუ
საქციელს
გაფაციცებით
ელოდა.
ამასობაში
კალათი
თითქმის
დაცალა.
ჭონიამ
განზრახვის
გადადება,
ეტყობა,
მიზანშეუწონლად
მიიჩნია და ქალს
გულისპირში
ხელი
ხვლიკივით
ჩაუცურა, იმ ვეებერთელა
მკერდში
ჩაუყურყუმელავა.
დედაკაცი კალათს
დაეთხოვა,
მოარშიყეს
მიუბრუნდა,
გულდასმით
დააცქერდა.
მაგარი ვარ
მე, ძალიან
მაგარი ვარ.
მოდი ჩემთან.
ჩემისთანა არ
გყოლია,
იქნება,
არასდროს. ნახავ,
თუ არა!
ჩაურთო
ჭონიამ
ტკბილ-ტკბილი
სიტყვებისა
და
ქათინაურების
ნაკადში.
დედაკაცმა
გულიანად
გაიცინა და
სიცილითვე კითხა:
რა გინდა,
ჭონია, შენ,
თქვი, თუ კაცი
ხარ.
ჭონია
ტუჩებში
ჩააფრინდა,
კოცნა
დაუპირა. დედაკაცმა
ხელები
საფეთქელში
მოკიდა,
მოიშორა და
უთხრა.
რომ დავაღო
პირი,
შევისუნთქო
და ჰაერთან
ერთად
შეგიყოლო უცაბედად
შენც, რას
შვრები მერე?
კვიშილაძის
ცუცამ, ალბათ,
ეს სურათი
წარმოიდგინა
და იმდენად
გამხიარულდა,
რომ ახლა სიცილისგან
გადმოსკდა
ცრემლები.
მერმე უცბად,
მოულოდნელად
გაინაბა,
დაიძაბა,
შუბლი შეიკრა,
მიადგა
საცოდავ
ჭონიას და
ცემა დაუწყო.
როგორ ცემდა!
სასტიკად
ცემდა და თან
ეუბნებოდა:
ჩემი
კაცების
მეგობარი ხარ
შენ? ჩემი
კაცების
შენი
მეგობრების
ცოლთან
საქმის
დაჭერა მოინდომე,
ხომ? ა შენ, ა
კიდევ! მაგარი
და ძალიანი მაგარი
ხარ, ხომ? მასე
ტრაბახობთ
ყველა, თქვე მამლაყინწებო
და საპყარებო,
თქვენ! თვალის
დახუჭვას ვერ
მოასწრებს
ადამიანი და
გარბიხართ
ვეღარ დაგეწევათ
ეშმაკი! ა შენ
ა შენ, ა კიდევ,
მაგრები და
ძალიანი
მაგრები რომ
ხართ,
იმისთვისაც!
ისეთ დღეში
ჩააგდო
ბიძაჩემ
მურმანის
ავადმყოფი
კვიშილაძის
ცუცამ, რომ
კინაღამ
მივატოვეთ მე
და დათა
თუთაშხიამ
ჩვენი საფარი
იმ პირგამეხებული
და
გაცეცხლებული
დედაკაცის დასაოკებლად.
ჭონიას
არავითარი
წინააღმდეგობა
არ გაუწევია.
სახეზე
ხელებს და
მკლავებს
იფარებდა მხოლოდ.
მერე ამის
არაქათიც
გამოელია და
მაშინ იყო,
ცხვირ-პირიც
რომ დაუსია
დედაკაცმა.
აიღე ახლა ეს
ტომარა და
გაქრი აქედან!
დაუტატანა
ცემით
თავგაბე
რებულმა
ქალმა თავის
მსხვერპლს.
ჭონია რის
ვაი-ვაგლახით
ადგა.
კვიშილაძის
ცუცამ ტომარა
აიტაცა,
მხარზე
დაუგდო და
ხელი წაკრა,
წადი, იარეო.
ჭონია დაიძრა.
ათიოდე
ნაბიჯი არ
ქონდა
გავლილი,
ქალმა უთხრა:
დადე მაგ
ტომარა და
მოდი აქ!
ჭონიამ
ბრძანება
შეასრულა,
მაგრამ
ყოყმანით,
შიშით
მოდიოდა
დედაკაცისკენ.
ქალმა
კისერში
ჩაკიდა ხელი,
გულისპირში
კოტიტა
თითები ჩაიყო,
დაკეცილი
ქაღალდის
ფულები
ამოაცოცა
იქიდან და
ჭონიას ჩაუდო
ჯიბეში ის
ფულები. მერმე
გზაზე
დატოვებული
ტომრისკენ
მიატრიალა
ჭონია, აწია,
გაისროლა და
ტომარასთან
დააგდო.
ადექი, ახლა,
თვითონ
აიკიდე მაგ
ტომარა. თუმანია
ექიმისთვის
მისაცემი
მანდ. სრულად
ჩააბარე
ბესიას
ყველაფერი, შე
მამაძაღლო,
თვარა, მოვალ
ერთი კვირის
მერე მე და
რაცხა ძალიან
მაგარი ხარ,
მაშინ
განახვებ და
დაგიმატებ
კიდევ.
დედაკაცმა
გზა-გზა
მიმღოღავ
ჭონიას
იქამდე უყურა,
სანამ ის
გორაკს
გადაცდებოდა
და თვალს
მიეფარებოდა.
ნამეტანი
მომივიდა. არ
უნდა
გამელახა
ასე... გლახის
ჭირი, ეგ!
ჩაილაპარაკა
კვიშილაძის
ცუცამ.
ნელი ნაბიჯით
ვბრუნდებოდით,
ჩუმად
ვიყავით. უკვე
ლაზარეთს
მივუახლოვდით
და მხოლოდ
მაშინ
დაარღვია
სიჩუმე თუთაშხიამ.
რა ეშველება
ამ საქმეს,
ნეტავი?
რომელ
საქმეს?
ვკითხე,
რადგან უცბად
ვერ მივხვდი,
რას
გულისხმობდა.
ჩემი
თანამგზავრი
თავის
ფიქრებში იყო.
სანამ
გამოერკვა,
კაი ასი ნაბიჯი
გავიარეთ
კიდევ.
მოაგონდა
მერმე, რომ
მისგან
პასუხს
ველოდი, და
თქვა.
ამ
ყველაფერს,
ერთად.
მართლაცდა,
როგორ
მოვიქცე, რას
მირჩევთ თქვენ.
ეგ ჭონია
ბიძაჩემისთვის
მისაცემ
ფულსაც ჩაიჯიბავს,
ალბათ. ასე
ვფიქრობ მე.
კიდევ
დიდხანს იყო
სიჩუმე.
აივნის
კიბეებზე ავდიოდით,
თუთაშხიამ
მაშინღა
გამცა პასუხი:
თავისით
უნდა
გაირკვეს და
ადგეს ეს
საქმე კალაპოტში.
თავისით
მორიგდებიან
და მოწესრიგდებიან
ეგენიც და ის
ფულიც.
აივანზე
ავედით.
ვირთაგვებს
ჩავხედეთ,
ცვლილება
შევნიშნე და
თუთაშხიას
ვუთხარი:
კიროსი
შეიჭმევა.
საბოლოოდ ეგ
დარჩებაო, ასე
არ იყო ნათქვამი?
რა მოხდა, თუ
იცი. ეგ
ცხოველი
სხვებზე
გაცილებით
ღონიერი და
საღი იყო.
მოერია
სხვებს, ყველაზე
დიდი წილი
შეჭამა, ის
ორი ცხოველი
რომ გაგლიჯეს,
იქიდან, და
აწყინა ამან.
ვერ
მოინელებს,
მოკვდება. ხომ
ხედავთ,
როგორაა
მობუზული. დღესვე
თუ არა, ხვალ
უეჭველად
გაგლეჯენ
მაგას.
პალატაში
ჭონია ტომრის
დაცლით,
სანოვაგის დაბინავებით
იყო გართული.
შემოგვხედა.
ვიგრძენი, რომ
მის გონებაში
ეჭვის სიმი
დაიჭიმა. ან
იქნებ ეს
ერთგვარი
გაფაციცება
იყო იმის გამო,
თუ რას
ვფიქრობდით
ჩვენ იმ
აუარება
სანოვაგეზე,
რომელიც მას
ასე ერთბაშად
და
მოულოდნელად
გაუჩნდა
მაშინ, როცა
თვითონვე
ქონდა
ბიძაჩემისთვის
ნათქვამი, ქვეყანაზე
არავინ მყავს
და ჩემი
მომხედავის
მოლოდინი
ნურავის
ექნებაო.
ავადმყოფები
რა თქმა უნდა
არავითარ
მონაწილეობას
არ იღებდნენ
ჭონიას
სამეურნეო
საქმიანობაში,
გასუნტრული
იწვნენ. ყოველ
მათგანს ისე
ეჭირა თავი,
თითქოს, არც ჭონია
იყო იქ და არც
მისი ხორაგი,
მაგრამ ჩანდა
რომ ყველას
ერთი
საფიქრალი
ქონდა: საიდან
გაუჩნდა
ამდენი
სიმდიდრე
ჭონიას?
ფანჯრების
რაფებზე
ქილები,
ქოთნები,
პარკები და
სხვადასხვა
ზომის
ბოთლები
ელაგა. კედლებში
აქა-იქ შერჭობილი
ლურსმნებიც
აეთვისებინა
ჭონიას: იქ
ფქვილის
პარკი ეკიდა,
აქ კანაფზე
აცმული
სულგუნები.
ზოგზე - ბოლში
გამოყვანილი
ბარკლებისა
და შაშხის
ვეებერთელა
ნაჭრები...
ერთი სიტყვით,
პალატა
შეძლებული
ოჯახის
საკუჭნაოს
დაემსგავსა
და, ამასთან
ერთად, ციხის
გოდოლს,
რომელსაც
საძირკველში
ნაღმი და
ლაღუმი ქონდა
შემარჯვებული.
ჭონია, სარჩო
რომ
დააბინავა,
ვახშამს
შეუდგა. გაფიცხებულ
ხაჭაპურს
შეექცა, მერმე
არაყი გადაკრა
და ქინძმარი
მიაშველა
მოხარშულ ლოქოს.
ამას,
რატომღაც,
ცივი მჭადი,
ნიორი და შაქარი
დააყოლა.
თითქოს,
გაძღა. ვახშმის
მონარჩენი
დააბინავა,
ჯამი გარეცხა,
წამოწვა
კიდეც, მაგრამ
ცოტა ხანში
ფელამუში
მოინდომა და
სავსე კათხას
კაი ძალი
მიაკლო. ისე
გააფრებული
ჭამდა, ვითომ
სულ ერთი
საათის წინ არ
ყოფილიყო,
ცუცა
დოღონაძის
დედლის ძვლებს
თავზე რომ
გვაყრიდა მე
და დათა
თუთაშხიას.
ვარამია
კედლისკენ
იყო
მიბრუნებული,
მძინარეს
გავდა.
კვიშილაძე
კრიალოსანს
აკაკუნებდა,
ჭონიასკენ
ერთხელაც არ
გაუხედია.
ქუჩულორია
მალვით,
ქურდულად და
საგანგებო
გულისყურით
ადევნებდა
თვალს ჭონიას
ვახშმობას,
მის სასმელ-საჭმელს,
ჭურჭელს და
როცა
დარწმუნდა, რომ
ჭონია
არაფერს
უწილადებდა,
ღვარძლიანად
იკითხა:
კი მარა,
საიდან
მოიტანე, შე
უბედურო,
ამდენი საჭმელი,
ნეტავი?!
ჭონიას ყური
არ უთხოვებია.
დათა
თუთაშხია
ჩვენს
თავგადასავალს
და პაემანის
შინაარსს
დიდი
გრძნობით
უჩურჩულებდა
მოსე
ზამთარაძეს.
ზამთარაძე
სიცილით იხრჩობოდა;
ხანდახან
მოწოლილ
ხარხარს
ვეღარ იკავებდა
და მისი
მჭექარე ხმა
კედლებს
აზანზარებდა.
ქუჩულორია,
ჩაუწიე
ლამპას,
დავიძინოთ!
ერთობ
გადაჭრით
ბრძანა
ჭონიამ.
ამან
ერთგვარი
დაბნეულობა
შემოიტანა.
შე კაცო,
ქათმები ხომ
არ ვართ, რომ
დაბინდდება,
ქანდარაზე
შევსხდეთ
მაშინვე,
მიუგო
ქუჩულორიამ
ცოტა ხნის
მერე რბილად.
მოვხარშავთ
ღომს, რაცხა
ყველის
ნაჭრები გადაგვრჩა,
მივატანთ
იმას და
დაძინების და
დაუძინებლობის
მერე
ვილაპარაკოთ.
არ არის ჩემი
საქმე,
ივახშმეთ თუ
არ გივახშმიათ
და დაგრჩათ თუ
არ დაგრჩათ,
ყველია თუ
კოპტონი.
ვთქვი მე,
ჩაუწიეთ
ლამპას და დავიძინოთ!
ხმა აღარ
გავიგონო
არავისი,
დაღლილი და
დაქანცული
ვარ ნამეტანი!
პასუხი
დიდხანს არ
გაუბედია არც
ერთს. მხოლოდ
ვარამიამ
ჩაილაპარაკა:
მეტი რა
გითხრა,
ადამიანი არ
იყო შენ!
ჩაუწიეთ,
ჩაუწიეთ! არ
ვარ თქვენთან
ლაპარაკის
ხასიათზე!
ჭონიამ
ავადმყოფებს
გადახედა,
მიხვდა, რომ
ასე ადვილად
არავინ დაემორჩილებოდა,
წამოდგა,
თვითონ
ჩაუწია და დაწვა.
კვიშილაძეს
ლოგინიდან
წამოდგომა
სხვის დაუხმარებლად
არ შეეძლო,
ლამპა მისგან
შორს იყო, ეს
მართალია,
მაგრამ ასეთ
ვითარებაში სიტყვიერი
წინააღმდეგობა
ხომ მაინც
უნდა გაეწია?
ხმა არ
დაუძრავს.
ვარამიას
ადგომა შეეძლო,
მაგრამ
თაბაშირიანი
ხელებით
მაინც ვერაფერს
გახდებოდა და,
მეორე მხრივ,
მისი ხასიათის
კაცისგან, რაც
ითქვა, იმაზე
მეტი ძნელი
მოსალოდნელი
იყო. არც
ქუჩულორიას
გაუმჟღავნებია
თავისი
დამოკიდებულება
შექმნილი
ვითარების მიმართ.
საქმეს ისე
ეტყობოდა, რომ
ლამპა
ჩაწეული და საღამოს
ღომი
შეუჭმელი
უნდა
დარჩენილიყო.
ასე გავიდა
ათი თუ
თხუთმეტი
წუთი და ბუკის
ხმა სულ სხვა
მხრიდან
გაისმა. ჭონია
ჩვეულებრივზე
უფრო ცქვიტად
წამოხტა და
აივანს მიაშურა,
თუმცა აივანი
რა უაშია -
საითაც მას
მიეჩქარებოდა,
იქამდე კიდევ
კაი მანძილი
ქონდა გასავლელი,
თუ, რა თქმა
უნდა, ხოსროს
მტკიცე მითითებას
არ
დაარღვევდა.
გაიხურა კარი
ჭონიამ და
კვიშილაძემ
სიცილი
მიაყოლა.
რა გაცინებს,
შე
გამოთაყვანებულო,
შენ! - შეუტია
ქუჩულორიამ.
კვიშილაძემ
უნებლიეთ ხმა
ჩაიწყვიტა:
რავა?!
რავა, და...
ქუჩულორიამ
თვალი ჩვენი
კრეტსაბმელისკენ
გამოაპარა,
კვიშილაძესთან
მიიჭრა და
სათქმელი
ყურში
ჩასჩურჩულა.
რაიო?.. ჰა?.. -
აღმოხდა
კვიშილაძეს.
მომიტანე აქ!
ქუჩულორიამ
ლამპას აუწია,
ფელამუშის
კათხა
მოიტანა და
კვიშილაძეს
გაასინჯა.
აუუუ! იყვირა
კვიშილაძემ
აუუუ!
ვარამია
გადმობრუნდა.
ჩემი ცუცას
კათხა! აუუუ!
ჭონია
შეიჭმება,
ნამდვილია ეს!
თქვა ზამთარაძემ.
მოერევიან,
ვითომ?
ნამეტანი
თავხედია,
მამაძაღლი,
დაეჭვდა
თუთაშხია.
მასეთი
საქციელისას
ჯარიან
მეფეებს
ჭამენ, მიუგო
ზამთარაძემ.
ჩემი ცუცას
კათხა! აუუუ!
ჯერჯერობით
სხვას ვერაფერს
ახერხებდა
აღმოჩენით
თავრეტდასხმული
კვიშილაძე.
კაცო, რაღა
მაინცდამაინც
შენი ცუცასია
მაგ კათხა.
გურია და
აჭარა მთლად
კათხების
ქვეყანაა და არც
იმერეთშია
ნაკლები,
თქვა
ვარამიამ.
სსსუ,
გაჩერდი შენ
მანდ,
დიუსისინა
ქუჩულორიამ.
ცუცას კათხას
კვიშილაძე კი
არა და, ას კათხაში
მე
გამოვარჩევ
თვალხუჭუნა.
ცუცასია მაგ,
სახელურს
ორივე
მხარეზე
ჯვრები აქვს.
კვიშილაძე
გამოიხედე
აქეთ! გაჩუმდი
ახლა შენ, იწექი
მასე და
გეჭიროს
კათხა.
ვნახოთ, რომ
შემოვა, რას
იტყვის,
წუპაკი
მამაძაღლი ეგ!
პალატაში
სიჩუმე
ჩამოდგა.
ჭონია
იგვიანებდა.
უყურე შენ!
რას თლაფავდა
და თლაფავდა
ოხერი ამ
სხვის
საჭმელს, ჰა?
აბააა!
ქუხილივით
გაისმა
ქუჩულორიას
აღშფოთება იმ
დაძაბულ და კოკისპირულისთვის
მიყუჩებულ
ჰაერში.
ისევ დუმილი
იყო.
ქუჩულორიაზე
მიშტერებული
კვიშილაძე
თავის მორიგი
აუუუ-სთვის
მოემზადა.
მაგრამ ქუჩულორიამ
ანიშნა, არ
გაბედოო, და
ცუცას
შეყვარებულს
სათქმელი
პირზე შეაშრა.
ჭონია
დაბრუნდა.
ვინ აუწია
ლამპას! ისე
იკითხა მან,
რომ ამ საქმის
მქნელს
სიკვდილი არ
უნდა აცდებოდა.
კვიშილაძემ
კათხის ხუფი
გაატკაცუნა.
ჭონიამ ხმაზე
მიიხედა.
წამით, მხოლოდ
წამით შეცბა. მერმე
კატასავით
ისკუპა და
კათხას
ჩააფრინდა.
კვიშილაძე
კათხას
მოეშვა, ცალი
ხელი კისერში
ჩაავლო
ჭონიას,
მეორეთი
შეშის ნაჭერი
აიტაცა და
გამეტებით
ჩასცხო.
ჭონია ძირს
დაეცა... მაშინ
ქუჩულორია
უმალვე იქ
გაჩნდა და,
სანამ მე
გასვლას და
გაშველებას მოვისაზრებდი,
საწოლებს შუა
ჩაკუჭულ
ჭონიას
წიხლები ისე
მარდად და
მოხდენილად
დაუშინა,
ვითომ
ხერხემლის
არეში
ტკივილები
არც არასოდეს
ქონია.
შეყვირებებზე
და ბრახუნზე
ბიძაჩემი
მურმანი და
ხოსრო თავისი
ოთახიდან
გამოცვივდნენ.
მურმან
თორიას
ლაზარეთის
მთელი
მოსახლეობა
შემთხვევის
ადგილზე იყო.
რა ხდება აქ?
დაიძახა
ხოსრომ.
ჭონიას
ნიშადური
აყნოსეს,
მოასულიერეს.
არაფერია,
მურმან-ბატონო,
ვიხუმრე
რაცხა,
ჩაიკვნესა
ჭონიამ და
კვიშილაძეს უსაყვედურა:
ხუმრობა არ
იცი შეენ?
ა, შეხედე
ამას!
წამოიძახა
კვიშილაძემ
და უმალვე ხმა
გაწყვიტა.
ისევ სიჩუმე
ჩამოვარდა.
მურმანი კაი
ხანს იდგა,
ეგება ვინმემ
გამაგებინოს,
აქ რა ამბავი
ტრიალებსო,
მაგრამ ყველა
თავისთვის
იყო
ხმაგაკმენდილი.
მეც
შემომხედა
მურმანმა.
ვანიშნე,
მერმე გეტყვი-მეთქი.
ჭკუით
იყავით ჩხუბი
და
უსიამოვნება
არ გავიგონო
აქ! თქვა
ბიძაჩემმა და
წავიდა.
ჩვენც ჩვენს
ოთახში
შევბრუნდით.
ჭონია
ძაღლივით
მოკუნტულიყო
საბნის ქვეშ.
ქუჩულორია
ცუცა დოღონაძის
მოტანილ
სანოვაგეს,
წინასწარი
მოხილვის
შემდეგ,
კანონიერი
მფლობელის
სურვილისამებრ
უცვლიდა
ადგილს. მის
სასთუმალთან
და მის საწოლის
ქვეშ
ალაგებდა
ყველაფერს.
შეიჭამა
ჭონია,
აღნიშნა
ზამთარაძემ.
ქუჩულორია
სანოვაგის
გადალაგებას
რომ მორჩა,
ქვაბი შედგა,
ვახშმის
სამზადისს
მიჰყო ხელი.
სანამ ღომი
გამზადდებოდა,
ჭონიამ კიდევ
ორჯერ თუ
სამჯერ კვნესითა
და წყევლით
მიაშურა
აივანს.
ეს
კვიშილაძისა
და
ქუჩულორიას
ღვარძლიან შენიშვნებს
იწვევდა.
ვარამია
ჩუმად იწვა,
ბორგავდა,
ხანდახან
ამოიკვნესებდა
ხოლმე, მომხდარმა
ამბებმა მოსვენება
დაუკარგა.
კვიშილაძემ
მეფური სუფრა
გაშალა, თითო
ჭიქა არაყიც
ჩამოარიგა.
მადიანად,
ძღომაზე
შეექცნენ.
ნავახშმევს
კიდევ
წაისაუბრეს
ცოტა და დაშოშმინდა
ლაზარეთი.
დილით იმან
გამომაღვიძა,
რომ
ზამთარაძემ
ჭონიას უხმო,
შემოდიო.
ჭონიამ
კრეტსაბმელი
გადაწია,
ზღურბლზე
შემოდგა.
მოდი ახლოს!
უთხრა
ზამთარაძემ.
ჭონია
დაემორჩილა.
ცუცა
დოღონაძემ
კვიშილაძისთვის
გადასაცემად
ექიმის ფული
რომ მოგცა,
რას უპირებ
იმას? კითხა
აბრაგმა.
ჭონია, ერთი
პირობა,
შემამლებული
ჭუკივით გაიფხორა,
ჩხუბი
დააპირა,
მაგრამ მერმე
უცბად
იხტიბარი
გაუტყდა,
უბეში ხელი
ჩაიყო ცუცას
მიცემული
ფული
ზამთარაძეს
გაუწოდა და წაილუღლუღა
რა იცი შენ?
მე რომ
გამომიშვირე
მაგ ფული,
რავა, მურმან
თორია მე ვარ
თუ?
ჭონია
შეყოყმანდა.
რა ვქნა, აბა?
რა უნდა ქნა
და, უნდა
პატრონს
დაუბრუნო.
ვინაა პატრონი,
კვიშილაძე თუ
ბატონი
მურმანი?
ჩურჩულით
იკითხა
ჭონიამ.
კვიშილაძეა.
მან უნდა
მიცეს
მურმანს.
გამლახავენ
მესამედ.
მომკლავენ
მაგენი მე.
ზამთარაძე
დადუმდა, ცოტა
ხანს იფიქრა
და ყოყმანით
თქვა:
არ უნდა
გაიხადო
საქმე
გასალახავად.
მაგ ფული
ექიმის კია,
მარა
კვიშილაძემ
უნდა მიცეს
მას.
არც თქვენ
უნდა
გაგეხადათ
საქმე
გასალახავად...
იქ! ამოსცრა
ჭონიამ.
ზამთარაძემ
თვალები
დააჭყიტა.
სად, ბოშო?
იქ, საირმეზე.
ვერაფერი
გავიგე იმის
მეტი, რომ
ჭონია სადღაც
ზამთარაძის
გალახვას იყო
შესწრებული.
წინააღმდეგ
შემთხვევაში,
ზამთარაძე
უარს მაინც იტყოდა,
- რას არის, რომ
ბროდიალობო.
ამის მაგივრად
ჭონიას
მიშტერებოდა
და დაძაბული
ფიქრობდა
რაღაცაზე.
ჭონიამ
ზამთარაძის
დაბნეულობით
ისარგებლა,
გამოცოცხლდა
და
სხაპასხუპით
იცრუა:
ცუცა ამ ფულს
რომ მაძლევდა,
ასე მითხრა,
ექიმს შენ
თვითონ
მიეციო.
აბა, მიუტანე
და მიეცი,
ხელი ჩაიქნია
ზამთარაძემ.
ჭონია
პირდაპირ
ბიძაჩემ
მურმანის
ოთახს მიადგა,
დააკაკუნა და
შევიდა.
ოტიასთან ნუ
იტყვით,
ჭონიას რომ
ველაპარაკე, -
მითხრა
ზამთარაძემ.
სანამ
საუზმეს და
სხვა
საქმეებს
მოვრჩებოდი
და პალატაში
შევიდოდი,
ქუჩულორიასაც
მოეთავებინა
დილის ღომის
კეთება.
როგორც მისი
გამზარეულების
შემდეგ იყო
შემოღებული,
სკამზე ოთხივე
ჯამი დაალაგა
და
კვიშილაძეს
მიუჩოჩა.
ჩოგნიანი
ღომის ქვაბი
ხელმისაწვდომზე
დაუდგა,
ყველის
ნაჭრებიც
მიუტანა.
კვიშილაძემ
განაწილება
დაიწყო,
მაგრამ
ჭონიას ჯამი
ცარიელი დატოვა.
მერმე
საწოლის ქვეშ
შეყო ხელი,
პარკი გამოიღო,
ღორის
ბარკალს
ჩამოათალა
თითო ფიორა და
ჯამებში ჩადო.
ტყემალი
მივაყოლოთ,
ეგერ დევს,
თქვა მან. აწი გამოზოგვით
ვიყოთ, თვარა,
რა ვიცი,
როგორ იქნება
საქმე.
ქუჩულორიამ
თავისი ჯამიც
ვარამიასკენ
გადადგა. უგუნებოდ
იყო, უფრო
უხვი საუზმის
იმედი რომ
გაუცრუვდა,
ალბათ,
იმიტომ.
ერთად
ვჭამოთ,
უთხრა მან
ვარამიას. -
ერთ ლუკმას
შენ მოგაწვდი
და ერთს მე
ჩავიდებ
პირში, თვარა,
სანამდე შენ
გაჭმევ ხოლმე,
იქამდე ჩემი ღომი
ცივდება, აღარ
ვარგა მერე
საჭმელად ის.
ჭონიას
რატომ არ
უზიარეთ? -
იკითხა
ვარამიამ.
მუცელი
ტკივა და არ
ეჭმევა მაგას,
ჩაიფხუკუნა
ქუჩულორიამ.
მაგ წუხელის
იყო. დღეს
აღარ ტკივა,
მგონია, შენიშნა
ვარამიამ.
საკმარისად
მიირთვა
ჭონიამ ჩემი
საჭმელი. რომ
შეერგებოდა,
იმაზე მეტი
მიირთვა,
ჩემია და მე
ვიცი. ვაჭმევ
თუ არ ვაჭმევ! -
განაცხადა
კვიშილაძემ.
შენი
აჭამე-თქვა,
არ ვამბობ მე, -
მიუგო ვარამიამ.
- ეს ღომი და ეს
ყველიც ბატონ
მურმანის მორთმეულია.
ყველასთვის
არის
მორთმეული.
შენთან და
ღმერთთან
დამნაშავე
რომ არის ჭონია,
ეგ სხვა
ამბავია. ღომს
და ყველს რაც
შეეხება,
ერგება და
უნდა მივცეთ
თავისი წილი.
სამართლიანობა
თუ გინდათ
სამართალი
ასეა.
კაცო, შენ ხომ
არ
გაგიჟებულხარ!
რაის სამართალიო,
რას არის რომ
მიქარავ!
შეუყვირა
კვიშილაძემ.
ხო აბა! მხარი
მისცა
ქუჩულორიამ.
შენ მაინც რომ
ემხრობი, მაგ
ძაღლის შვილს,
რაა ნეტავი
ეს?!
არავის და
არასოდეს არ
ვემხრობი მე,
მიუგო მშვიდად
ვარამიამ.
რას იტყვის
ბატონი
მურმანი, რომ
გაიგოს? სამართალს
ვემხრობი მე.
მიეცით
ჭონიას ბატონ
მურმანის
მორთმეული
საჭმლიდან
მისი წილი!
პალატაში
სიჩუმე
ჩამოვარდა.
რა უნდა მაგ
უბედურს,
ნეტავი,
წავჩურჩულე
ზამთარაძეს,
თავისი ხელით
ვერც ჭამას
ახერხებს და
ვერც სხვას
აკეთებს
რამეს.
შემოიმწყრალებს
ყველას, პირში
საჭმლის
ჩამდები
არავინ ეყოლება.
ჩივილით ვერ
იჩივლებს
მურმანთან, ისეთი
კაცი ჩანს ეგ,
და უნდა
ამოძვრეს
სული
შიმშილით.
კაი, აბა!
მოისაზრა
ამასობაში
კვიშილაძემ.
რა ქენი, ახლა,
ქუჩულორია, თუ
იცი შენ? რა და,
გადაიღე
ღომის ნაჭერი
ვარამიას
ჯამიდან შენ
ჯამში. მასე.
ახლა მოდი აქ
და დაუდგი ეს
ჯამი ჭონიას,
კვიშილაძემ
თავისი
ჯამიდანაც
ამოიღო
ხორცის
ნაჭერი.
ვარამია-ბატონო,
არ ვჭამ მე
ბატონ
მურმანის
მორთმეულ
ღომს და
ყველს, მაქვს
საკუთარი
საჭმელი და
მადლობელი
ვარ ბატონ
მურმანის, მის
ხარჯზე რომ
გადავიარე,
სანამდე არ
მქონდა სარჩო.
ასე ხომ არის
სწორი და სამართლიანი?!
მასე?.. კი, არის!
დაუდასტურა
ვარამიამ
ყოჩაღად,
მაგრამ
ხასიათი და
ნირი
წამხდარი რომ
ქონდა, ეს
ცხადი იყო.
მოიტანე აქ
შენი ჯამი,
ქუჩულორია.
დაანებე თავი
მაგ
სამართლიან
და პატიოსან
კაცებს! ხაზგასმით,
თითქმის
დამარცვლულად
თქვა კვიშილაძემ.
ქუჩულორია
ღომს და
ყველის
ნაჭერს
შეექცა,
ხორცის ფიორა
ნაჭერი
დააყოლა.
კვიშილაძემ ცუცას
მოტანილ
სანოვაგეს
შეუტია.
ვარამია იჯდა,
თავის ჯამს
დასცქეროდა.
ჭონია
კედლისკენ
მიბრუნებულიყო,
განაბული იწვა,
ალბათ,
შექმნილ
ვითარებაში
გარკვევას ცდილობდა.
მერმე
ერთბაშად
წამოდგა,
ვარამიას
მიუჯდა და
ლუკმა მიაწოდა.
თუთაშხია
შემოვიდა.
გაცივდა
ყველაფერი,
ოტია-ბატონო,
მიაგება ზამთარაძემ.
ვარამიას ხმა
გაისმა.
შე საცოდაო,
რანაირად ხარ
ნაცემი და
ნაბეგვი რაა
ეს!
არც შენ
მოგხვედრია
ნაკლები,
ვარამია. ა,
ჭამე და
გაჩერდი, თუ
კაცი ხარ.
ყველაზე
მეტი და მტკივნეული
ვარამიებს
ხვდება, მე თუ
მკითხავს კაცი,
ჩაილაპარაკა
თუთაშხიამ.
მაინც შენ
გამოდექი
მართალი,
ოტია-ბატონო,
თქვა მოსე
ზამთარაძემ
ცოტა ხნის
მერმე.
დათა
თუთაშხიამ
თვალებით
კითხა, რას
გულისხმობო.
ყველაფერი
თავისით
დალაგდა.
ნათქვამია,
წყალი ნაგუბარში
დგებაო ა,
უყურეთ ახლა
თქვენ:
კვიშილაძე გემრიელებს
მიირთმევს!
მისია და
მიითრმევს. ქუჩულორია
მელაა და
მასეთები
ლაქიობით არიან
მაძღრები.
ეგეც თავის
ადგილზეა
ახლა. ჭონიას,
მართალია, არ
მოხვედრია
იმდენი,
რამდენიც ერგება,
მარა მისი
ხვედრი მაინც
ახვედრა ღმერთმა.
საცოდავი
ვარამია
მართალი
კაცია. სამართალმა
პური უნდა
ჭამოს, პური
და სხვა
არაფერი. არც
ერგო რამე
ღომის მეტი
უბედურს.
თავისით ჩადგა
წყალი.
კალაპოტში.
ასე უნდა
მომხდარიყო და
ასეც არის ეს.
ასე რომ არის
ეგ, სხვაა,
მაგრამ ასე თუ
უნდა იყოს, ეს
არის საკითხავი,
თქვა
თუთაშხიამ.
რომ დაჭამეს
ერთმანეთი და
აღარც ერთი
აღარაა
ადამიანი
მაგათში?
შენ,
ოტია-ბატონო,
ადამიანი
რაცხა
უკეთესი გგონია.
ე, ეგ არის რა
არის!
ზამთარაძემ
ხელი დიდი
პალატისკენ
გაიშვირა.
როგორიც
არიან, ისე
აწყობენ და
აწესრიგებენ
თავის ცხოვრებას
და სურვილებს
ერთმანეთში.
პირველად შენ
თქვი ეს და
ახლა მეც
დავრწმუნდი
არასოდეს არ
უნდა ჩაერიოს
კაცი სხვის
ბედ-იღბალში.
არასოდესო,
არ მითქვამს
მე. იქამდე არ
ჩავერევი,
სანამ
გავიგებდე,
ჩარევით უფრო
ეშველება
წამხდარ
საქმეს თუ
ჩაურევლობით,
თუთაშხიამ
წიგნი წაიღო
და აივანს
მიაშურა.
ლაზარეთში,
მართლაც,
სიმშვიდემ
დაისადგურა. მეორე
დღეს
ბიძაჩემმა
კვიშილაძეს
დღეში სამჯერ
თითო საათის
სეირნობა
დაუნიშნა და
ვარამიას
თაბაშირები
ახსნა.
გავიდა კიდევ
სამი, ოთხი
დღე.
ყველაფერი
ძველებურად
მიდიოდა.
ჭონია და ვარამია
ერთად
ჭამდნენ მოსე
ზამთარაძის
ღომს და ყველს
და ისევ
მურმან
თორიას
მორთმეული ეგონათ,
ქუჩულორიაც
იღებდა
იქიდან თავის
წილს და
კვიშილაძე,
თავის მხრივ,
დილაობით
თითო ციცქნა
ხორცს
აძლევდა
დაძატებით.
მაგიერში, თვითონ
კვიშილაძე
ჭამდა, რაც
შეეძლო და
როგორც შეეძლო.
მის
მაცქერალს
ისე
მეჩვენებოდა,
რომ ჩქარობდა,
რაც შეიძლება
მალე
გაეთავებინა
თავისი
სურსათი.
ზამთარაძე
მთლად
გამოკეთდა.
პატარას
კოჭობდა,
თვარა
სხვაფრივ სულ
ჯანმრთელად
იყო აბრაგი.
დღეები
გადიოდა, ხმას
არ იღებდა არც
ერთი
ავადმყოფი,
ვითომ აღთქმა
ქონდათ დადებული,
კრინტს არ
დავძრავთო.
ერთ ღამეს,
ასე, სამი
საათი
იქნებოდა,
პალატაში
კვიშილაძემ
იყვირა:
ქუჩულორია,
აანთე ახლავე
ლამპა! ვინ
მამაძაღლმა
ჩააქრო
ვიცოდე ერთი!
აანთე ლამპა
ახლავე!
რაია, რას
ყვირი ამ
შუაღამისას,
ნეტავი, რა დაგემართა,
შე კაცო!
გამოეხმაურა
ვარამია.
აანთეთ
ლამპა... აანთე,
ქუჩულორია!
თავისას გაიძახოდა
კვიშილაძე.
გაჩერდი,
ჭონია, შე
ბაცაცა
მამაძაღლო!
ხომ ხედავ,
ვერ
გამექცევი
ვერსაით. რას
იწევ, რომ
იწევ ტყვილა!
პალატიდან
ჯაჯგური,
გაწევ-გამოწევა,
ხვნეშა ისმოდა
და ლამპის
ანთებას კი, ჩანს,
არავინ
აპირებდა.
მოსე
ზამთარაძე
წამოდგა,
ჩვენი ლამპა
აანთო, პალატაში
გასვლა
დააპირა.
დადე მაგ და
დაწექი, თუ
ძმა ხარ!
საკმაოდ ცივად
უთხრა
თუთაშხიამ
ამხანაგს.
ზამთარაძე
შეცბა, ალბათ,
ასეთ კილოს არ
ელოდა, მაგრამ
არც ლამპა
დაუდგამს.
დახოცავენ
და შეჭამენ
ერთმანეთს, შე
კაცო...
ზამთარაძე
თუთაშხიას
თვალებს
შეეყარა და
სიტყვა
გაუწყდა, დავიკრიფოთ
გულხელი და
ვიყოთ ასე,
ხომ?
კი, სანამდე
გავიგებდეთ,
რა უშველის
საქმეს.
მაგას ვერ
გავიგებთ
ვერასდროს,
ტყვედ დანებებულივით
ჩაილაპარაკა
ზამთარაძემ
და ლამპა
მაგიდაზე
დადგა.
გამოიტანეთ
ლამპა ხალხი
არა ხართ?! არ
გესმით რა
ხდება?!
იძახდა
კვიშილაძე.
ავიღე ლამპა
და დიდ
პალატაში
გავედი.
ვარამია
საწოლზე
წამომჯდარიყო,
თვალებს აცეცებდა.
ჭონია
მხართეძოზე
იწვა, თავი
ხელისგულზე
ქონდა
ჩამოდებული,
სეირს ელოდა.
ქუჩულორია
იატაკზე
პირქვე ეგდო
და მისი მარჯვენა
მკლავი
კვიშილაძეს
ეკავა ორივე
ხელით.
ბიძაჩემი
მურმანი და
ხოსრო იმ
ღამეს ლაზარეთში
არ ყოფილან,
ავადმყოფთან
წაიყვანეს საღამო
ხანს, თვარა,
ხოსროს ვინ
დაასწრებდა
ყვირილზე
გამოსვლას.
კვიშილაძემ
თავის
მსხვერპლს ხელი
შეუშვა.
ქუჩულორია
ნელნელა ადგა,
იქაურობას
თვალი შეავლო.
მერმე ადგილს
მოწყდა, აივანზე
გავარდა და
ღამის
სიჩუმეში
მისი ფოსტლების
ტყაპატყუპი
გზიდან
მოისმა.
აუუუ!
აღმოხდა
კვიშილაძეს.
გველი მყოლია
გულში
ჩახუტებული.
გველი და
უხსენებელი!
მოსე
ზამთარაძემ
გულიანად
გაიციმა და
თავის ლოგინს
დაუბრუნდა.
გაჩერდი,
ჭონია შე
მამაძაღლო!
ხომ ხედავ,
ვერ გამექცევი
ვერსაით!
გამოაჯავრა
კვიშილაძეს
ჭონიამ,
კედლისკენ
იბრუნა პირი
და ამაყად დასძინა:
ჭონია
მასეთი
საქმეების
გამკეთებელი
რომ იყოს
ნახავდი
მაშინ შენ!
გათენდა.
მე და დათა
თუთაშხია
ცხოველებს
დავყურებდით
აივანზე.
კასრში ორი
ვირთაგვაღა
იჯდა და უკვე
ცხადი იყო,
მეხომალდეებში
რომელიც
გაიყიდებოდა.
თუთაშხიამ
ლაზარეთისკენ
მომავალი ახალგაზრდა
კაცი ჩემზე
უწინ დაინახა,
უყურა ერთხანს.
მერმე
კიბეებზე
ჩავიდა,
სტუმარს მიეგება.
ილაპარაკეს
ცოტა. წავიდა
ახალგაზრდა
კაცი. საღამო
ხანს
აბრაგებმა
ცხენები
შეკაზმეს და
გამოგვემშვიდობნენ.
ვარამიასთან
მისი ძმა
მოვიდა,
აუარებელი სურსათ-სანოვაგე
მოუტანა,
მაგრამ აღარ
გაჩერდა
ვარამია
ლაზარეთში,
მურმანს
გაუსწორდა, ძმის
მოტანილი
საჭმელი ჭონიას
დაუტოვა და
წავიდა.
შუადღის მერე
კვიშილაძემ
ყავარჯნები
აიღო, გარეთ
გავიდა
სასეირნოდ.
ჭონიამ
ვარამიას ნაჩუქარი
სანოვაგე
ჩაალაგა,
შეკრა, მხარზე
წამოიგდო და
ფოთისკენ
გასწია.
კვიშილაძემ
თვალი
გააყოლა,
მერმე
პალატაში
შებრუნდა,
თავისი
ქონება
დაათვალიერა,
წასულებმა
ხელს ხომ
არაფერი
გააყოლესო.
ქილებში,
კათხებში,
პარკებში,
ტომრებში
ზოგში მიწა
იყო ჩაყრილი,
ზოგში -
ღუმელიდან
გამოხვეტილი
ნაცარი,
ზოგშიც
ჭონიას შარდი
აღმოჩნდა.
ასე მოხდა ეს
და ასეთ
ამბებში
მომიხდა დათა
თუთაშხიასთან
ერთად ყოფნა.